Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ცოტა რამ ტურიზმის და ტურისტული ტერმინოლოგიის შესახ


Posted by: giorgitab 9 Feb 2009, 14:10
ტურიზმის მასობრივად ქცევის ეტაპია XX საუკუნის 30-იანი წლები. თავდაპირველად ის მარალი ფენის ხალხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ 50-იანი წლებიდან ტურიზმმა ზრდა დაიწყო. მასსი უკვე მონაწილეობდნენ საშუალო ფენის წარმომადგენლები. განსაკუთრებით დიდ ტურისტულ ქვეყანად იქცა აშშ, თუმცა 11 სექტემბრის შემდეგ ეს ზრდა ასე თუ ისე შეფერხდა. ზოგადად კი 2001 წლისთვის საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 693 მლ ადამიანს შეადგენდა. შედარებისთვის კი 1950 წ დან 2000 წ მდე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მსოფლიოში გაიზარდა 227 ჯერ, ამის ერთერთი გამომწვევი მიზეზი კი სამეცნიერო ტექნიკური რევოლუცია და ტრანსპორტის გაუმჯობესება გახდა, გაიზარდა ურბანიზაციიის წილიც.

შედარებისთვის კი საინტერესო მაჩვენებლებია მოყვანილი

XIX სს XX სს
3000 სთ ადამიანს ეძინა 3000 სთ
5000 სთ ადამიანი შრომობდა 3000 სთ
1000 სთ თავისუფალი დრო 3000 სთ



რეკრეაცია (ლათ) - ძალების აღდგენა
პენდიცია - ძალების დახარჯვა
ექსკურსია - ერთდღიანი დათვალიერება შემეცნების მიზნით
ტურისტი - ადამიანი რომელიც ტოვებსჩვეულ გარემოს სხვადასხვა მიზნით 24 სთ ზე მეტი და ერთ წელზე ნაკლები ხნით,ამასთან არ რებულობს ანაზღაურებას ცასვლის ადგილზე
ვიზიტიორი - ადამიანი რომელიც ჩადის სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრად, მეგობრების და ნატესავების მოსანახულებლად
დესტინაცია - ადგილი საითაც მიისწრაფის ტურისტი
საერთაშორისო ტურისტი - ადამიანი რომელიც გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს
შიდა ტურისტი - რომელიც არ კვეთს სახელმწიფო საზღვარს
შიდა ტურიზმი - საშინაოს+შემოსული ტურისტები
ეროვნული ტურიზმი - საშინაოს+გასვლითი
საერთაშორისო ტურიზმი - შემოსვლითი+გასვლითი
ჰიპოდინამია -ნაკლები მოძრაობა
აქტიური ტურიზმი - ტურისტების შემოსვლა
პასიური ტურიზმი - ტურისტების გასვლა
ტურისტული ბალანსი - სხვაობა ტურიზმზე დახარჯულ თანხებს და ტურიზმიდან მირებულ თანხებს შორის, ქვეყნისთვის გატანილ და დატოვებულ თანხებს შორის სხვაობა
დადებითი ბალანსი - როცა დატოვებული თანხები გატანილზე მეტია
უარყოფითი ბალანსი - როცა დატოვებული თანხები გატანილზე ნაკლებია
ტრანზიტული ტურისტი - როცა ტურისტები გაივლიან რომელიმე ქვეყანას
შემეცნებითი ტურიზმი - საექსკურსიო, ბუნებრივი, კულტურული, ისტორიული, ტრადიციული ადათწესების დათვალიერების მიზნით გადაადგილება
რეკრეაციული ტურიზმი - სამედიცინო, დასვენება და სამკურნალო
საქმიანი ტურიზმი - იქივე ბიზნეს ტურიზმი
სამეცნიერო ტურიზმი - იგივე კონგრეს ტურიზმი
ეტნიკური ტურიზმი - წინაპართა სამშობლოს მონახულება
მოთხოვნილება - ეწოდება რარაცისადმი ადამიანის სურვილს რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს ამ შემთხვევაში : მატერიალური, სულიერი, ტურისტულ-რეკრეაციული
მოთხოვნა - მოთხოვნილება, რომელიც ზურგგამაგრებულია ფინანსური შესაძლებლობით და თავსუფალი დროით
რესურსი - ბუნების ის მოვლენა ან ობიექტი რომელიც ადამიანს მიერ, საზოგადოებაის განვითარების დღევანდელ საფეხურზე შეიძლება იქნეს გამოყენებული და გარკვეული პერიოდის მანძილზე უნდა იყოს საკმარისი
ცრუ მოთხოვნა - როდესაც ჩვენ ნამდვილ ტურისტულ მოთხოვნილებებს ვერ ვაკმაყოფილებთ სხვადასხვა მიზეზტა გამო და მას ვცვლით სხვადასხვა რეგიონით
მოტელი - სასტუმრო ავტომობილით მოგზაურთათვის
ფლაიტელი - სასტუმრო თვითმფრინავით მოგზაურთათვის
ბოტელი - სასტუმრო ნავით მოგზაურთათვის


Posted by: lelos 26 Oct 2009, 18:04
საინტერესოა....

თუმცა მაინც როგორ ხდება სახელდობრ შემოსული ტურისტების რაოდენობის დადგენა. საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მთლიან ოდენობაში დიდი წილი უჭირავს იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ ვიზის აღება. ამ შემთხვევაში საზღვარზე პასპორტში ბეჭდის უბრალო ჩარტყმით როგორ ითვლება რომ ესა თუ ის პირი არის ტურისტი და არა მაგალითად "ტერორისტი"?

Posted by: giorgitab 27 Oct 2009, 09:38
ნუ დეტალებში არ ვიცი მაგრამ აქ რარაც რაღაცეები არის განმარტებული smile.gif

http://www.dotr.gov.ge/

Posted by: paradox 4 Aug 2011, 04:09
QUOTE
3000 სთ ადამიანს ეძინა 3000 სთ
5000 სთ ადამიანი შრომობდა 3000 სთ
1000 სთ თავისუფალი დრო 3000 სთ

ეს გადათარგმნეთ რა, სთ რა შემთხვევაში რას ნიშნავს დავიბენი, ან ჩაასწორეთ თორემ ან სისულელე გამოდის ან მე დავბერდი ზედმეტად.

Posted by: მაჰათმა განდი 6 Aug 2011, 03:27
giorgitab
საინტერესო ინფორმაციაა, მადლობა smile.gif

ზოგიერთმა ტერმინმა, ღიმილი მომგვარა, მაგალითად ამან smile.gif

QUOTE
ფლაიტელი - სასტუმრო თვითმფრინავით მოგზაურთათვის

თვითმფრინავით მოგზაურობა გრძელდება მანამ, სანამ საწვავი ეყოფა ხომალდს. შესაბამისად, ეს დრო შეზღუდულია და ქალაქიდან ქალაქამდე მარშუტით განისაზღვრება. ერთი თვითმფრინავი არასდროს ასრულებს შეუსველებლივ მრავალ ქალაქებში ფრენებს, არამედ, ძირითად აეროპორტებში უნდა გაჩერდეს, საწვავის ასავსებად, თვითმფრინავის დასალაგებლად. ამ დროს, მგზავრები ანთავისუფლებენ ხომალდს და შემდეგ ფრენას ელოდებიან. აი, სასტუმროს მომენტი როგორ აღIქმევა ამ პროცესში მე ვერ გავიგე. ანუ, ყველა ვინც მგზავრია ავტომატურას ფლაიტელის სტუმარი ხდება?



QUOTE
საინტერესოა....

თუმცა მაინც როგორ ხდება სახელდობრ შემოსული ტურისტების რაოდენობის დადგენა. საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მთლიან ოდენობაში დიდი წილი უჭირავს იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ ვიზის აღება. ამ შემთხვევაში საზღვარზე პასპორტში ბეჭდის უბრალო ჩარტყმით როგორ ითვლება რომ ესა თუ ის პირი არის ტურისტი და არა მაგალითად "ტერორისტი"?

მათ პასპორტებს, ვისაც ვიზა არ ესაჭიროება, სკანირებას მაინც უკეთებენ საზღვარზე. ანუ, მათი მონაცემები ინახება ცენტრალურ ბაზაში და აღირიცხება, ვინ არის ქვეყანაში და ვინ დატოვა უკვე ქვეყანა. ვისაც არ სჭირდება ვიზა, წესით სასაზღვრო ოფიცერი უნდა ეკითხებოდეს მიზანს მოგზაურობისა, ტურიზმი თუ ბიზნესი თუ სხვა რამ. შესაბამისად, ესეც დაიწერება მონაცემთა ბაზაში.

თუ არ შეეკითხებიან პიროვნებას ამ კითხვას საზღვრის გადაკვეთისას, მაშინ გამოდის რომ სტატისტიკური მონაცემების სისწორეში ცდომილება გაიზრდება.





პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)