ზოგი რამ რიპლის XRP შესახებ.
ქართველებში ცნობილი როგორც "ბანკებისაა" და ცოტა უფრო გარკვეულებში ცნობილი როგორც "სწრაფი ტრანზაქციები აქვს", ეს მონეტა ქართველებში პოპულარულია დაბალი ღირებულების და მაღალი ზრდის გამო.
რეალობაში რასაც RippleNet წარმოადგენს არის ის რომ ფინანსურ ინსტიტუტებს სთავაზობს დაბალფასიან ტრანზაქციებს. მოგეხსენებათ ყველა ფულადი გადარიცხვა საკომისიოს მოითხოვს. სწორედ ამ სერვისს სთავაზობს რიპლი ბანკებს, ოღონდ უფრო იაფად.
მეთოდი ასეთია:
1. დოლარის კონვერტაცია რიპლში,
2. გადამრიცხავის რიპლიდან მიმღების რიპლზე იაფი და სწრაფი გადაგზავნა
3. რიპლის კონვერტაცია საბოლოო ვალუტაში
როგორც ხედავთ რიპლის დანიშნულება ერთგვარი ხიდია სავალუტე გადარიცხვებისას. სწორედ ამ მეთოდის მომგებიანობაში უნდა დაარწმუნოს რიპლმა საბანკო სექტორი იმისთვის რომ წარმატებული გახდეს.
ცხადია ეს ავტომატიზირებული პროცედურაა და არავის ჩარევას არ მოითხოვს. რიპლი ბანკებს ასეთი გადარიცხვისას სთავაზობს დაბალ საკომისიოს, მაღალ სიჩქარეს და გადარიცხვის დადასტურებას.
ამ სერვისით დაინტერესებული არიან Santander, UniCredit, UBS და Standard Chartered. ასევე BBVA და MUFG როგორც ხედავთ საშუალო პოპულარობის მქონე კომპანიები. ჯერ ჯერობით ლიდერები არ ინტერესდებიან.
დამატებით, რიპლის მიზანი არ არის პოპულარული კორიდორები, როგორიცაა მაგალითად საერთაშორისო გადარიცხვები დოლარიდან ევროში. არამედ არაპოპულარული, არაეფექტური გადარიცხვები, როგორიცაა მაგალითად აშშ დოლარის გადარიცხვა ინდურ რუპიაში.
მაგალითად თუ დიდი კომპანიაა და 5-6 ქვეყანაში უნდა გადარიცხვები გააკეთოს მაშინ ამდენივე ვალუტაში უნდა აკონვერტიროს ან დოლარში გადარიცხოს და მერე მიმღებმა აკონვერტიროს, მოკლედ ამ ჩალიჩს ურჩევნია პირდაპირ რიპლი ქონდეს მომარაგებული და ყველა ქვეყანაში რიპლმა დაუკონვერტოს საჭირო ვალუტაში მიმღებს.
დამატებით, უმეტესობა XRP ისა თვითონ რიპლს აქვს დამარაგებული და მომავალშიც თვითონ იქნება მთავარი მფლობელი, ხელფასებს იხდიან ინვესტორებისგან რომელსაც ფული აქვს ჩადებული რიპლში და შესაბამისად მონეტების გაყიდვა არ ჭირდებათ იმისთვის რომ პროგრამისტებს ხელფასი უხადონ.
როჟები:
აღმასრულებელი დირექტორი:
https://twitter.com/bgarlinghouseერთერთი პროგრამული არქიტექტორი:
https://twitter.com/JoelKatzსაბოლოო ჯამში, ვერდიქტი ასეთია - რიპლმა უნდა დაარწმუნოს ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები რომ საერთაშორისო გადარიცხვებში SWIFT ის ალტერნატივაა, თუ ამას შეძლებს, მაშინ თითო რიპლი $5-$20 ზე უნდა ავიდეს, იმის მიხედვით, რამდენად კარგად შეძლებს ამას.
თუ ვერ შეძლებს და 0.
მიუხედავად იმისა, რომ ზღარბებს სტკიოდათ და ტიროდნენ, მაინც აგრძელებდნენ კაკტუსის ჭამას.