Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > "როცა არ არის შენი საქმე ლექსის წაკითხვა, უნდა


Posted by: სურამელი 26 Sep 2013, 16:09
"როცა არ არის შენი საქმე ლექსის წაკითხვა, უნდა დაანებო თავი, ჩემო საყვარელო თიკა კანდელაკო..."


- მაპატიეთ, მაგრამ თიკა კანდელაკი ვინ არის, ჩვენ რომ იმას მოვთხოვოთ, ლექსი გამართულად რატომ არ წაიკითხა? თუ თიკამ კომენტარი გააკეთა ლექსზე ამას და ამას ეძღვნებაო და სინამდვილეში ასე არ არის, თუ თქვა, სუსტი ლექსიაო, მაშინ ეს ჩემი სფეროა და ყველანაირად ვალდებული ვარ ვუპასუხო...

- საზოგადოების მხრიდან ამას მწვავე კრიტიკა მოჰყვა... სოციალურ ქსელებში ხუმრობის საგანი იყო მთელი დღე. თქვენ ამ ხალხს რას ეტყოდით?

- ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს, მთელი საქართველო გადაირია?! თიკა კანდელაკი როგორ წაიკითხავს ლექსს, ეს არის ახლა ჩვენი პრობლემა? აგერ რუსეთი ყოველ დღე მცოცავი ანექსიით მოდის საქართველოსკენ და ვინც იმაზე აღშფოთდა, თიკა კანდელაკმა ლექსი ვერ წაიკითხაო, ის არის სულელი. კარგად რომ წაეკითხა მერე რა, რა მოგვემატებოდა ამით? ან ძალით წაიკითხა ცუდად, აგერ ნახეთ, ასეთი ცუდი ლექსები იწერება საქართველოშიო? უბრალოდ დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და ალბათ ქართული დაავიწყდა. ლამაზი გოგოა, სანდომიანი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ქართული დავიწყებოდა?!. თქვა, "ჭკვნება, ჭკვნებაო", კი ბატონო, რა მერე?! ქვეყანა დაიქცა ამის გამო? ქართული რომ არ იცის, იმიტომაც წავიდა რუსეთში და არის რუსული ტელევიზიის დიქტორი. ჩვენ ქვეყანა თავზე გვენგრევა, რუსი ყოველდღე ხუთ კოლომეტრს გვაჭრის საცაა თბილისში მოვა, ამ დროს იმდენად გამოჩერჩეტდა და გამოყრუვდა ერი, რომ ვნებათაღელვაა ატეხილი იმაზე, თიკა კანდელაკმა ლექსი კარგად არ იცისო. მას რომ დაედო დასკვნა, აი რა სუსტ ლექსებს წერდა გალაკტიონიო, მაშინ სხვა საქმეა... სხვათა შორის, რამდენიმე ახალგაზრდა ქართველმა პოეტმა ეგეც კი განაცხადა გალაკტიონი ბანძი იყოო... მსოფლიოს მეოცე საუკუნის უპირველეს პოეტზე თქვეს ასე. იმ თავხედებს არ უპასუხა ქართველმა ერმა, ამ "მაღალი გემოვნების მქონე", ჩემმა უსაყვარლესმა ქართველმა ხალხმა და ვიღაც თიკა კანდელაკი რატომ ვერ კითხულობს ლექსს კარგადო, ამაზე არიან გამწარებული? მე რადიკალურად ვემიჯნები ასეთ შეფასებას, რადგანაც თიკა კანდელაკს არ წაუკითხავს ცუდად ლექსი, მან უბრალოდ უკეთესად ვერ წაიკითხა. პროფესიონალ ქართველ მსახიობებშიც კი ლექსის კარგად წამკითხველი დღეს ძალიან ცოტაა. სულ ცოტა ხნის წინ, ლექსის ყველაზე ბრწყინვალედ წამკითხველი ადამიანი– გურამ საღარაძე წავიდა ამ ქვეყნიდან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძალიან ძნელია ქართული ლექსის უშეცდომოდ წაკითხვა, მაგრამ თუ არ შეუძლიათ, არ ჯობია თავი აარიდონ უკვდავი ლექსის დამახინჯებით წაკითხვას?

- ამას მე რატომ მეკითხებით, თიკა კანდელაკს კითხეთ... შეიძლება, იცოდა ბავშვობაში და დაავიწყდა, ამისთვის გავასამართლოთ? თუმცა, ეგეცაა, რომ როცა არ არის შენი საქმე, უნდა დაანებო ლექსის წაკითხვას თავი, ჩემო საყვარელო თიკა კანდელაკო.


http://www.kvirispalitra.ge/public/18814-qroca-ar-aris-sheni-saqme-leqsis-tsakithkhva-unda-daanebo-thavi-chemo-sayvarelo-thika-kandelakoq.html

Posted by: forumeli64 26 Sep 2013, 16:14
სურამელი


რაც მაგ "კვირის პალიტრის" დამფუძნებელ/დამაარსებელი გარდაიცვალა, მის მერე ეგ გაზეთი აღარ მაინტერესებს და აქ რატომ გვატენი მის სტატიებს ასე გულმოდგინედ, მაინც ვერ გავიგე....

Posted by: ცერცვა 26 Sep 2013, 16:17
forumeli64
QUOTE
მის მერე ეგ გაზეთი აღარ მაინტერესებს

up.gif ჭორბიუროა სუფთა....



ხალხს აღარ შეუძლიათ ნორმალური გაზეთების დაბეჭდვა, ჭორის ან ზღაპრების გარეშე.

Posted by: რეკეტი 10 May 2014, 17:13
ლექსის წაკითხვის ძალიან ###ობა ტენდენცია რო დამკვიდრდა საქართველოში თქვენც ატყობთ თუ მარტო მე მეჩვენება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)