forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (95) « პირველი ... 93 94 [95]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კაკალი - ნიგოზი, საერთო თემა
REVERS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8559
წევრი No.: 56110
რეგისტრ.: 19-March 08

გამოგზავნილია: 22 Aug 2019, 15:05  #55142234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou
QUOTE
ბოდიში რომ გაწვალებ, მაგრამ მართლა მაინტერესებს როგორებია.


რა საწვალებელი ეგაა smile.gif სოფელში ვიყავი ეს ორი დღე, ხვალ გადავუღებ სურათს და დავდებ.

QUOTE
კარგი გიქნია, რომ ასე შვები. მაგრამ მანდ არის ერთი "ნო", კერძოდ, კალიუმის მიცემა მიწას თუ სერიოზული კალიუმის დეფიციტი არ აქვს არ არის საჭირო დიდი რაოდენობით (ამიტომ არის მიწის ანალიზი საჭირო და აუცილებელი რამ), იმიტომ რომ კალიუმი მცენარეს სჭირდება ძირითადად ნაყოფის მოცემისათვის და შენ ეს წლები (ვინაიდან ნაყოფს მაინც არ მოგცემდა, რახან პატარაა) გამოვიდა რომ ტყუილად აძლევ.


აწი ნაყოფი ექნებათ მომავალ წელს და გრაფიკის მიხედვით კალიუმი 0.175 უწერია( ეს რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში უნდა მიეცეს ? )

QUOTE
მე სექტემბერში აზოტის მიცემას არ გირჩევ. თბილისის შემოგარენში თუ გაქვს ბაღი, მაშინ რისკია რომ ყინვებმა მოუწიოს ადრე და შემოდგომაზე გამოსულ ნაზარდს (ვთქვათ აზოტს რომ მისცემ სექტემბერში და კიდევ გაიზრდება...), რომელიც დაუსრულებელი, ნორჩი ხეა, ადვილად წაყინავს და გაფუჭდება ძირი მაგრად. დასავლეთ საქართველოში რომ იყო, მაშინ შეიძლებოდა აზოტის მიცემის გაგრძელება სექტემბერში, მაგრამ შენს შემთხვევაში ძალიან სარისკოა.


არ მივცემ მაშინ smile.gif

QUOTE
ქარებზე წერდი და ამაზე მინდა გავამახვილო შენი ყურადღება (ამას ზრდისთვის აქვს ასევე გადამყვეტი მნიშვნელობა და თუ აქამდე არ გაგიკეთებია, ახლა აუცილებლად უნდა გააკეთო.): თუ გინდა რომ კარგად გაიზარდოს ცენტრალური ლიდერი და სიმაღლეში გავარდეს, ხეებს აუცილებლად უნდა დაურჭო სარი (ასე 2.5 მეტრის სიმაღლის მაინც რომ იყოს, რომ როდესაც ჩაარჭობ მიწაში 2 ან 2.2 მეტრი დარჩეს სიმაღლეში), რომელსაც დაარჭობ იმ ხარეს საიდანაც მოდის ბაღში წლის განმავლობაში არსებული დომინატი ქარები. ანუ, ქარი საიდანაც უბერავს, იმ მხარეს უნდა დაურჭო სარი (სარზე რომ მიაბავ ხეს, ქარი უნდა ექაჩებოდეს ხეს სარის საწინააღმდეგო მიმართულებით.) და ხე მიაბა სარზე თოკით რვიანის გაკეთებით სიმაღლეზე ყოველ ნახევარ მეტრში.


ეს ყველაფერი მქონდა გაკეთებული გარდა რვიანისებური მიბმისა, მაგასაც გავაკეთებ.

ისე სიმაღლეში სწორად აქვთ ზრდა შოლტებივით არიან smile.gif

QUOTE
ძალიან მნიშვნელოვანია რწყვა (ძალიან!!!) და ამ მხრივ რა სიტუაცია გაქვს გამაგებინე.


რწყვა არ მომიკლია გაზაფხულიდან მოყოლებული, ასე 3 დღეში ერთხელ მაინც ვრწყავ, საკმაოდ დიდი ჯამი მაქვს გაკეთებული ძირზე და 25-30 ლიტრს იტევს .

სამწუხაროდ წყლის მცირე წნევის გამო წვეთოვნებს ვერ ვამუშავებ sad.gif სამომავლოდ იქნებ მაგასაც მოვუხერხო რამე

QUOTE
ბევრი თუ გინდა მოისხას, მაგ შენს ჩანდლერებს უნდა დაურგო დამტვერავი ჯიში (კარგია "ფრანკეტა" - ფრანგული ჯიშია). ჩანდლერის ბაღში დაახლოებით 5 % ფრანკეტა უნდა იყოს (შენს შემთხვევაში 1 ძირი საკმარისზე მეტია).
ფრნაკეტა უნდა დარგო ისე, რომ დომინანტი ქარები რომ დაუბერავს, მტვერი ჩანდლერებისკენ წავიდეს.


კი ამ შემედგომაზე ან გაზაფხულზე ვგეგმავ ერთი ფრანკეტას და ერთიც ჩანდლერის ჩამატებას, თუ ვიშოვე რათქმაუნდა smile.gif


--------------------
GIO GEORGIA III.10

hattrick.org

ტიტულები : IV.52 ( 10 სეზ ), III.5 ( 16 სეზ ), II.1 ( 17 სეზ ), II.1 ( 21 სეზ ), III.7 ( 25სეზ ) , IV.3 ( 32სეზ ), IV.3 ( 33სეზ ), III.1 ( 34სეზ ),
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4925
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 22 Aug 2019, 17:35  #55142877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
REVERS
QUOTE
რა საწვალებელი ეგაა  სოფელში ვიყავი ეს ორი დღე, ხვალ გადავუღებ სურათს და დავდებ.

ოკ, დაველოდები სურათებს.
QUOTE
აწი ნაყოფი ექნებათ მომავალ წელს და გრაფიკის მიხედვით კალიუმი 0.175 უწერია( ეს რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში უნდა მიეცეს ? )

კი მთელი წლის განმავლობაში. მაგრამ მანდ არ იგულისხმება ის რაოდენობა კალიუმისა, რაც მცენარეს გამოაქვს მიწიდან, მაშინ როდესაც ნაყოფს ისხამს მასიურად (1-დან 6 წლამდე არ ასხმევინებენ ეგენი მასიურად და მაგიტომ წერია მხოლოდ ეგ რაოდენობა. იგულისხმება რომ არ ასხმევინებ.).
ნაყოფის მოსხმას რომ დაიწყებს მასიურად, ანუ 6 წლის შემდეგ, მერე დაგჭირდება 0.750 კგ K2O-ს მიცემა 1 ხეზე.
QUOTE
არ მივცემ მაშინ

არ მისცე, შეუწყვიტე აგვისტოს ბოლოდან-სექტემბრის დასაწყისიდან.
QUOTE
ეს ყველაფერი მქონდა გაკეთებული გარდა რვიანისებური მიბმისა, მაგასაც გავაკეთებ.

კი, კარგი იქნება. დაიცავს ხის ღეროს დაზიანებისაგან. აღარ ითამაშებს თავისუფლად.
QUOTE
რწყვა არ მომიკლია გაზაფხულიდან მოყოლებული, ასე 3 დღეში ერთხელ მაინც ვრწყავ, საკმაოდ დიდი ჯამი მაქვს გაკეთებული ძირზე და 25-30 ლიტრს იტევს .

სამწუხაროდ წყლის მცირე წნევის გამო წვეთოვნებს ვერ ვამუშავებ  სამომავლოდ იქნებ მაგასაც მოვუხერხო რამე

გაზაფხულზე კვირაში ერთხელაც მოსულა, ზაფხულში, დიდი სიცხეების დროს მოგიწევს 3 Dღეში ერთხელ-ზე გადასვლა. თუმცა მიწას გააჩნია, თუ ძალიან ქვიშნარი მიწაა და წყალი არ ჩერდება საერთოდ (მდინარის კალაპოტიაო, ამბობდი...), მაშინ შეიძლება უფრო ხშირი რეჟიმი (3 დღეში 1-ხელ) უკეთესი იყოს. დაკვირვება უნდა ადგილზე და მცოდნე თვალი არ მოტყუვდება.
QUOTE
კი ამ შემედგომაზე ან გაზაფხულზე ვგეგმავ ერთი ფრანკეტას და ერთიც ჩანდლერის ჩამატებას, თუ ვიშოვე რათქმაუნდა

რა პრობლემაა მაგის შოვნა, თუ რამე შემეხმიანე და მე გაშოვნინებ ნამდვილებს, რომ არ მოგატყუონ. გვინა შემოდგომაზე (ნოემბრის ბოლო, ან დეკემბერი) სჯობს დარგვა.

This post has been edited by grou on 22 Aug 2019, 17:38
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42937
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 22 Aug 2019, 21:49  #55143766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou
მადლობა დახმარებისთვის.

მოდი, ცოტა ზედაპირულად და მიახლოებით სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, ჩანდლერის გაშენებისას:
მე ესეთი ინფორმაცია მაქვს 1 ჰა-ზე:

230 ძირი
თითო ძირი სრულ მსხმოიარობაზე 20კგ (ცუდი ვარიანტი ავიღოთ, თორე ზოგან 60-70-კგ-ები წერია, კი გეცოდინება)
230X20=4600 კგ
ჩაბარების ფასი 4 ლარი.
4600X4=18400 ლარი

ანუ ეს გამოგვდის შემოსავალი ჰექტარზე, საშუალო კონსერვატორული გათვლებით ხო.
რამდენად რეალისტური ციფრებია და რაში ვცდები?

მიახლოებით წლიური ხარჯები თუ იცი ჰექტარზე, თვითმფრინავით რო წამლავენ და ნანო ტექნოლოგიებით რო მტვერავენ, მასეთი არა. smile.gif
საშუალოდ პროფესიონალური მოვლით რომ ავიღოთ..


--------------------
არავინ იფიქროს ვახტანგა შალითურს სიკვდილისა სრცხვენიაო!!!
REVERS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8559
წევრი No.: 56110
რეგისტრ.: 19-March 08

გამოგზავნილია: 24 Aug 2019, 02:47  #55148966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou

user posted image

დაპირებული სურათი smile.gif
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4925
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 24 Aug 2019, 23:15  #55152363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
REVERS
მაგარია, მომეწონა.
აი შენ ჩემი რჩევაც, სურათის ნახვის მერე (დაგინომრე და მოგინიშნე წითლად):

1. ტოტი ნომერი 1 უნდა მოაშორო (გასხლა ძირშივე) იმიტომ რომ ძალიან დაბლაა და ძირს ხოხვას დაიწყებს რომ გაიზრდება, ასევე ნაკლები მზე ექნება და კარგად არ მოსხამს. ზოგადად, ნომერ 4 ხაზის ქვევით (მიწიდან 1 მ. ან 90 სმ.-ზე ქვევით) ყველა გვერდითა ტოტი უნდა მოაშორო უკვე.
2. ტოტი ნომერი 2 და ნომერი 3 (განსაკუთრებით ნომერი 3, ვინაიდან მისი სიმძლავრის და სიდიდის გამო, მან შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ხის ლიდერს, რისი დაშვებაც არ შეიძლება) უნდა დააბა ისე რომ ისინი ამოზრდილი იყვნენ დაახლოებით 45 გრადუსსზე მათი ზრდის წერტილიდან (ამისათვის ხის გვერდზე ჩაარჭე პალო ,რომელზედაც დაამაგრებ თოკს და ამ თოკს მოაბავ ტოტს სადღაც შუისკენ, რომელსაც თოკის მობმის ადგილას წინასწარ მოახვევ მანქანის საბურავის კამერის ნაჭერს (ტოტი რომ არ დააზიანოს თოკმა), დაქაჩავ და დააფიქსირებ ისე რომ ტოტი დარჩეს 45 გრადუსზე. ამგვარად გაზრდილი ტოტი აღარ შეუქმნის კოკურენციას ხის ცენტრალურ ლიდერს, ვინაიდან ნაკლებად იქნება მიდრეკილი ზრდისაკენ და მეტად მსხმოიარობისაკენ.
3. ნომერი 4 ხაზის დაბლა გვერდითა ტოტები ძირშივე უნდა მიასხლა და მარტო ღერძი დატოვო.
4. სურათზე კარგად არ ჩანდა, მაგრამ მაინც დავეჭვდი... ნამყენი ადგილს მიწა არ უნდა ეხებოდეს (გააფუჭებს), თუ ეს ასეა, მაშინ მანდ მიწა დაადაბლე და ოაშორე. ნამყენი მიწიდან 7-10 სმ-ზე დატოვე.
* * *
Kobalty
QUOTE
230 ძირი
თითო ძირი სრულ მსხმოიარობაზე 20კგ (ცუდი ვარიანტი ავიღოთ, თორე ზოგან 60-70-კგ-ები წერია, კი გეცოდინება)
230X20=4600 კგ
ჩაბარების ფასი 4 ლარი.
4600X4=18400 ლარი

ანუ ეს გამოგვდის შემოსავალი ჰექტარზე, საშუალო კონსერვატორული გათვლებით ხო.
რამდენად რეალისტური ციფრებია და რაში ვცდები?

რეალისტური ციფრებია, არ ცდები.
QUOTE
მიახლოებით წლიური ხარჯები თუ იცი ჰექტარზე, თვითმფრინავით რო წამლავენ და ნანო ტექნოლოგიებით რო მტვერავენ, მასეთი არა.
საშუალოდ პროფესიონალური მოვლით რომ ავიღოთ..

კი, უბრალოდ თან არ მაქვს ახლა, მოვძებნი და დეტალში დაგიწერ მერე.

This post has been edited by grou on 24 Aug 2019, 23:23

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
forum1.jpg
REVERS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8559
წევრი No.: 56110
რეგისტრ.: 19-March 08

გამოგზავნილია: 25 Aug 2019, 00:51  #55152700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou
QUOTE
1. ტოტი ნომერი 1 უნდა მოაშორო (გასხლა ძირშივე) იმიტომ რომ ძალიან დაბლაა და ძირს ხოხვას დაიწყებს რომ გაიზრდება, ასევე ნაკლები მზე ექნება და კარგად არ მოსხამს. ზოგადად, ნომერ 4 ხაზის ქვევით (მიწიდან 1 მ. ან 90 სმ.-ზე ქვევით) ყველა გვერდითა ტოტი უნდა მოაშორო უკვე.


ხო ეს დაპინჩული ტოტია და არც ვაპირებდი ზრდაში გაშვებას, მივაჭრი ხვალ რო მივალ smile.gif

QUOTE
2. ტოტი ნომერი 2 და ნომერი 3 (განსაკუთრებით ნომერი 3, ვინაიდან მისი სიმძლავრის და სიდიდის გამო, მან შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ხის ლიდერს, რისი დაშვებაც არ შეიძლება) უნდა დააბა ისე რომ ისინი ამოზრდილი იყვნენ დაახლოებით 45 გრადუსსზე მათი ზრდის წერტილიდან (ამისათვის ხის გვერდზე ჩაარჭე პალო ,რომელზედაც დაამაგრებ თოკს და ამ თოკს მოაბავ ტოტს სადღაც შუისკენ, რომელსაც თოკის მობმის ადგილას წინასწარ მოახვევ მანქანის საბურავის კამერის ნაჭერს (ტოტი რომ არ დააზიანოს თოკმა), დაქაჩავ და დააფიქსირებ ისე რომ ტოტი დარჩეს 45 გრადუსზე. ამგვარად გაზრდილი ტოტი აღარ შეუქმნის კოკურენციას ხის ცენტრალურ ლიდერს, ვინაიდან ნაკლებად იქნება მიდრეკილი ზრდისაკენ და მეტად მსხმოიარობისაკენ.


გასაგებია ამასაც მივხედავ

QUOTE
4. სურათზე კარგად არ ჩანდა, მაგრამ მაინც დავეჭვდი... ნამყენი ადგილს მიწა არ უნდა ეხებოდეს (გააფუჭებს), თუ ეს ასეა, მაშინ მანდ მიწა დაადაბლე და ოაშორე. ნამყენი მიწიდან 7-10 სმ-ზე დატოვე


ნამყენის ზევით არ არის მიწა აქ კარგათ არ ჩანს, სანტიმეტრობით არ ვიცი მაგრამ მაგასაც 10 სანტიმეტრზე დავტოვებ ზევი, ჩემ ხელში არ არის ? smile.gif

გაიხარე რჩევებისათვის მადლობა smile.gif
abes777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16406
წევრი No.: 109411
რეგისტრ.: 16-January 10

გამოგზავნილია: 25 Aug 2019, 13:10  #55153761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმეს უკვე გაქვთ რეალურად მსხმოიარე და ნახეთ რო 30 კილო მაინც დაისხა?


--------------------
/ / / M
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (95) « პირველი ... 93 94 [95]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0601 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]