ივნისის ცხინვალის მოვლენები საინტერესო პერიოდია, მაგრამ ესე მარტივად ცხინვალში ვერ შევიდოდნენ. ჯერ კიდევ მაისის ბოლოს, ჩავიდა შევარდნაძე და იოსელიანი, კონფლიქტის მოსაგვარებლად, მათი ლიდერი თბილისშიც კი დაპატიჟეს, მაგრამ რათქმაუნდა სეპრატისტული მხარე არ იყო განწყობილი კონფლიქტის მოგვარებაზე საქართველოს სასარგებლოდ. ასევე რამდენდაც ვიცი იყო მოლაპარაკებები, ცხინვალიდან 292 ვერტმფრინავთა ცალკე პოლკის და 37-ე ინჟინერ მესანგრეთა პოლკის გაყვანაზე (მანამდე აქედან ეზიდებოდნენ ოსები იარაღს), მაგრამ ეს რამდენად რეალური იყო დიდ მარჩიელობას არ უნდა იწვევდეს. 4-ში უკვე მასიური ცეცხლი გახსნენ ქართული სოფლების მიმართულებით მეღვრისკევის, ნიქოზის და თამარაშენის, 6-ში ერედვთან გვარდიელები მოკლეს, საპასუხო შეტევისას კი 7-ში ქართულმა მხარემ აიღო სოფელი ფრისი და ცხინვალის შესასვლელთან არსებული ავტოინსპექციის საგუშაგო ე.წ. ГАИ, და ტეკი, გაანადგურა იქვე მდგარი ცხინვალის ომონი, გადარჩენილები გაიქცნენ, მაგრამ ქალაქში არ შესულან პატარა ნაწილს თუ არ ჩავთვლით, ანუ მდინარის მარცხენა ნაპირზე არ გადასულან.... ყარყარაშვილს შეიარაღება უკვე წამოღებული ჰქონდათ გორის სატანკო ბაზიდან...
ტეკი და ზოგადად სოფელი ფრისი საკმაოდ სტრატეგიული ადგილია, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანს და უპრობლემოდ შეგიძლია იქვე აღმოსავლეთის სიმაღლეზე საარტილერიო დანადგარის დაყენება, საიდანაც თითქმის მთელის ქალაქში არსებული გადაადგილების კონტროლია შესაძებელი. ვინც არ იცის, მათთვის, უფრო კარგად აღქმადი რომ იყოს სიტუაცია:
როგორც ხედავთ აღმოსავლეთ მხარეს არსებული მაღლობიდან ფაქტობრივად მთელი ქალაქის კონტროლია შესაძებელი... ამის შემდეგ სიტუაცია არ ჩაწყნარებულა პერიოდული სროლები კვლავ გრძელდებოდა, ძირითადად მათი მხრიდან, ერთის მხრივ რაც ცხინვალზე შეტევას აფერხებდა იყო ორივე მხარის ბრალდება ერთმანეთის მიმართ, რომ მიდიოდა არსანქცირებული შეტევა და მშვიდობის მტრედის თამაში, შესაბამისად შეტევის მაგიერ დაიწო მოლაპარაკეები, ცეცხლის შეტყვეტის თაობაზე, თუმცა აქ რამდენად შეიძლება მაშინდელი ქართული მხარის გამტყუნება ესეც ცალკე თემაა... ამავე დროს, ჩრ. ოსეთმა, რეალურად კი რუსეთმა გამოგვიცხადა ბლოკადა, გადაგვიკეტა გაზის მოწოდება და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, როგორც საქართველო, ისევე სომხეთი.
1992 წლის 10 ივნისს, დაბა ყაზბეგში შედგა შევარდნაძისა და ჩრდილოეთ ოსეთის სსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის გალაზოვის შეხვედრა, სადაც შეთანხმდნენ, რომ 12 ივნისამდე უნდა შექმნილიყო ავღანელი მეომრებისგან დაკომპლექტებული ინტერნაციონალური ერთობლივი ბატალიონები, რომლებიც იტვირთავდნენ სამშიდობოს ფუნქციას, რათქმაუნდა ეს რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა, რადგან ცისფერჩაფხუტიანის მანდატი თვითონ უნდოდა, რომ ჰქონოდა და არა ვიღაც ავღანელ ვეტერანებს... იყო ასევე საუბარი ბლოკადის მოხსნაზე და გაზის მიწოდების განახლებაზეც, იგივეზე კიდევ ერთხელ ისაბურა 11-ში შევარდნაძემ ტელეფონით ელცინთან. მოკლედ თითქოს ვითარდება წყნარდებოდა, ამიტომ ამ პერიოდში შეტევის განახლება არ მომხდარა, თუმცა ცხადი იყო, რომ ეს სიმშვიდე არც რუსულ და არც სეპარატისტულ მხარეს არ აწყობდა. ისტორიისთვის იყოს 10 ივნისის შეხვედრის სურათიც
შესაბამისად 13 ივნისს ყველაფერი შეიცვალა.. 13-ში ოსებმა ცადეს ტეკის აღება, მაგრამ მოვახერხეთ მათი მოგიერიება და უკან გაგდება, შეტევისთვის ოსმა სეპარატისტებმა იარაღის შევსება მოახერხეს ჩრ. ოსეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილზე თავდასხმისას, რომლის დროსაც იარაღი თითქოსდა დაიკარგა, მაგრამ სად გამოჩნდებოდა ეს დაკარგული იარაღი კი მიხვდებით
ამავე დღეს - 13 ივნისს, გორის სასწავლო სატანკო პოლკზე მოხდა თავდასხმა იარაღის გატაცების მოტივით, სადაც 200 ქართველი გვარდიელი ხაშურის, კასპის და გორის ბატალიონებიდან შეეცადნენ შესულიყვნენ პოლკის ტერიტორიაზე, რუსებმა შესასვლელამდე ქართველებს ცეცხლი გაუხსნეს, სადაც დაიღუპა 12 ქართველი გვარდიელი და დაიჭრა 20, რუსებმა დაკარგეს 2 ოფიცერი, შემდეგ რუსმა სახედროებმა ქალქში დაიწყეს ბოგინი და მოაწყვეს ქალაქის გარკვეული ნაწილის დარბევა, მოკლედ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს თავის დროზე.
თვითონ თავდასხმას რაც შეეხება, ზოგადად თავდასხმები რუსულ ბაზებზე, იარაღის მიტაცების მოტივით, ხდებოდა მხოლოდ შეთანხმებით, ანუ ჯერ ესენი მაგალითად ფულს აძლევდნენ რუსებს და შემდეგ აწყობდნენ თავდასხმის ინსცენირებას და ხელს იგდებდნენ სამხედრო ტექნიკის, ბეპაევი და ზავკო (ამიერკავკასიის სამხედრო კომისარიატი), ამას თავის გენშტაბთან, როგორ აპრავებდა ეს სხვა თემაა, მაგრამ რუსების თანხმობის გარეშე იასნია მათზე თავდასხმას ვერავინ გაბედავდა, აქ როგორც ჩანს ან გადააგდეს ესენი, ან სხვა დირექტივა მოვიდა, ფაქტია დაემთხვა იმ მომენტს, როცა ოსებმა განაახლეს შეტევა და რომლსაც უკვე ღიად უჭერდა მხარს მაშინდელი რუსი მაღალჩინოსნები.
ამას 18-ში მოჰყვა, რუსების და ოსი სეპარატისტების ერთობლივი შეტევა. ქვეითმა ოსმა სეპარატისტებმა, 3 რუსული შვეულმფრენის დახმარებით, რომლებმაც ნურსის ტიპის რაკეტებით ცეცხლი გაუხსნეს ქართველების საგუშაგოს. რუსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ხასბულატოვმა და რუცკოიმ პირდაპირ დაემუქრნენ, რომ პირდაპირ სამხედრო აგრესიას განხორციელებდნენ (ელცინი ამ დროს ამერიკაშია ვიზიტით). შევარდნაძის თქმით, რუცკოი მას დაემუქრა, რომ ესკადრილიეებს აუშვებდა ცაში და დაბომბავდა ჩვენს ქალაქებს. რაც რეალურად იყო პირდაპირი ჩარევა სუვერენული ქვეყნის საქმეებში, თუმცა ზავკოს ხელმძღვანელობა ამას "აპრავებდა" მათი პირადი მოსაზრებებით
ანუ რუსეთის ვიცე-პრეზიდენტის და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებები იყო პირადი მოსაზრებები
რამდენადაც ვიცი, თუმცა ეს ფაქტები ზუსტად არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ამიშ შემდგომ 22-23-ში მოხდა ქართველების საარტილერიო შეტევა ცხინვალის ასაღებად, მაგრამ 23-ში საღამოს ქართველი გვარდიელების შეტევა მოგერიებულ იქნა, საინტერესეოა ამის მოწმე თუ არის ვინმე, რომ მოჰყვეს.... შემდეგ დღეს 24-ში ჩატარდა უკვე 20-ში დაგეგმილი ელცინი-შევარდნაძის შეხვედრა, სადაც მოხდა საომარი მოქმედებების შეწყეტა და გადაწყდა რუსების ე.წ. სამშვიდობო მისიით შემოყვანა ივლისის შუა რიცხვებში.
This post has been edited by death85 on 8 May 2020, 05:11