Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > რას ჩუქნის თოვლის ბაბუა/სანტა კლაუსი თქვენს პატარებს


Posted by: Perseus12 27 Nov 2010, 22:11
შეიძლება ზოგისთვის ცოტა ადრე იყოს ამაზე ფიქრი, ზოგსაც შესაძლოა უკვე მომზადებული გაქვთ თოვლის ბაბუას საჩუქარი. არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებული სურვილები აქვთ, რომელთა შოვნაც ხშირად რთულია ჩვენს ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფართო არჩევანია. ამ ახალ წელს, ჩემმა შვილა თოვლის ბაბუას დაბარა winx-ის თოჯინები, რომლებიც 89$ ღირს თითო სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე, +ამას ჩამოტანა, რაც თოვლის ბაბუას შესაძლებლობებს აღემატება. იქნებ, შემჩნეული გქონდეთ ვინმეს ჩვენს მაღაზიებშიეს თოჯინები,ძალიან გამეხარდება smile.gif

Posted by: lelukaa 27 Nov 2010, 22:21
ვფიქრობ რა შეიძლება მოუტანოს ჩემ 11 თვის ბარტყს(11ის იქნება ახალ წელს) თოვლის ბაბუამ

იდეები მინდაა smile.gif

Posted by: agr_bak 27 Nov 2010, 22:42
lelukaa
QUOTE
11 თვის ბარტყს

სათამაშო, უბეწვო, ფერადი და ხმაურიანი

Posted by: blblbl 27 Nov 2010, 23:43
Perseus12
ზუსტად ვერ დავდებ თავს რომ ეგენია,მაგრამ მაგდაგვარები მაქვს შემჩნეული მაღაზიებში თუმცა იმ მაღაზიებში ფასები
QUOTE
89$
ასეთივეა სამწუხაროდ sad.gif ისე ახლა წლამდე მთელი თვეა იქნრბ ნახოთ სადმე შედარებით იაფად

* * *
lelukaa
QUOTE
ვფიქრობ რა შეიძლება მოუტანოს ჩემ 11 თვის ბარტყს


user posted image
user posted image

Posted by: upwave 28 Nov 2010, 01:06
ჩემმა თოვლის ბაბუას საკუთარი კომპიუტერი შეუკვეთა და რა ვქნა?
5 წლის ბავშვს PC ვუყიდოოოო vis.gif
ალბათ რამე სხვას მოვიფიქრებ (ან მოვაფიქრებინებ) boli.gif biggrin.gif

Posted by: chixuaxua 28 Nov 2010, 01:45
upwave
ასეთი ლეპტოპი უყიდეთ biggrin.gif
http://unicard.ge/index.php?m=4&cat_id=1234&pid=487
გაერთობა და ისწავლის კიდეც smile.gif
დიდი ბიჭი/გოგო რომ იქნები თოვლის ბაბუაც უფრო დიდ კომპიუტერს მოგიტანს-თქო biggrin.gif

Posted by: upwave 28 Nov 2010, 01:53
chixuaxua
მსგავსი გამოვიწერეთ JCP-იდან და არ დააკმაყოფილა მისი გემოვნება biggrin.gif
ნამდვილი მინდაო user.gif

Posted by: Chi_taaa!!! 28 Nov 2010, 12:44
ჩემმა ორწლინახევრის შვილმა ნაძვის ხე შემიკვეთა მარტო smile.gif
ოღონდ იმხელა მინდა რომ შემოვუაროო biggrin.gif
ხოდა საფიქრალი გამიჩინა.
თქვენი აზრით რამხელაა ბავშვის წარმოდგენაში ნაძვის ხე რომელსაც შეიძლება შემოუაროს? smile.gif

Posted by: keti8181 28 Nov 2010, 13:55
გოგოებო ჩემმა 3 წლის შვილმა სახლი შეგვიკვეთა თვითონ რომ შეძვრეს და ითამაშოს. ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?

Posted by: agr_bak 28 Nov 2010, 14:24
Chi_taaa!!!
QUOTE
თქვენი აზრით რამხელაა ბავშვის წარმოდგენაში ნაძვის ხე რომელსაც შეიძლება შემოუაროს?

დაახლოებით მამიკოს სიმაღლის yes.gif

Posted by: baby-bobo 28 Nov 2010, 14:38
ნიას უნდა ფიფქიას და კონკიას კაბა user.gif

მომიწევს გამოწერა.

Posted by: Nanuka444 28 Nov 2010, 14:53
keti8181
QUOTE
გოგოებო ჩემმა 3 წლის შვილმა სახლი შეგვიკვეთა თვითონ რომ შეძვრეს და ითამაშოს. ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?

საბავშვო მაღაზიებში ხომ იყიდება ასეთი სახლები, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირს, დაახლოებით 1000 ლარი tongue.gif

მე ვნახე ლილოში, გასაბერი სახლი, ფანჯრებით, კარით, საკვამურით და თავისი ეზოთი, დაჟე ხეც იდგა იმ ეზოში biggrin.gif
საკმაოდ რბილი იყო და თან გამძლე ჩანდა, რეზინა იყო მგონი, 150 ლარი ღირდა.
მომეწონა ძაან, მეც სიამოვნებით შევძვრებოდი შიგნით smile.gif

Posted by: agr_bak 28 Nov 2010, 15:02
baby-bobo
QUOTE
კონკიას

მთელი ბავშვობა მინდოდა მაგ კონკიას რომ სამი კაკალი ჰქონდა

დედაჩემი ნაზი ღიმილით მიყურებდა ალბათ იმ კაკლიდან კაბა უნდაო
მე კიდევ მინდოდა კაკალი ხელში ჩამეგდო და ''დებილი'' კონკიასგან განსხვავებით ველოსიპედი ამომეღო შიგნიდან biggrin.gif


Posted by: upwave 28 Nov 2010, 15:45
keti8181
QUOTE
გოგოებო ჩემმა 3 წლის შვილმა სახლი შეგვიკვეთა თვითონ რომ შეძვრეს და ითამაშოს. ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?

მე კარავი ვუყიდე სახლის მაგივრად, ფანჯრებიც ,,იღება" და სახურავიც ,,ეხსნება", თანაც ადვილი დასაკეცი და გასაშლელია და დაკეცილი კომპაქტურად პატარა ადგილს იკავებს smile.gif

Posted by: khatia88 28 Nov 2010, 17:54
მე დიდი საფიქრალი მაქვს რა შეიძლება რომ აჩუქოს თოვლის პაპამ თომას, წლინაზევრის იქნება მაგ დროისთვის. ჯერ შეკვეთებს ვერ აკეთებს smile.gif ანუ რეალურად კიდია თოვლის პაპაც და ახალი წელიც. ამას ნაზვის ხის ყურება გააღტობს. მინდა რომ ელმოს თოჯინა ვაჩუქო სეზამის ქუჩიდან.
http://www.radikal.ru

ამაზონიდან გამოვუწერ. სხვას ვერაფერს ვფიქრობ.

Posted by: Perseus12 28 Nov 2010, 21:43
baby-bobo

ეგეთი კაბები არის დიღმის გუდვილში და არც ძვირი არ ღირსsmile.gif გაგიმართლაsmile.gif

Posted by: nimfunia 28 Nov 2010, 21:49
ჩემი 3 თვის მარიამისთვის სულ ერთია რას ვაჩუქებ , მისთვის მთავარია რძე არ მოაკლდეს , მაგას კი იცოცხლე ახალი წლის ღამეს გემრიელი გემო ექნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ამიტომაც გადავწყვიტე ჩემ თავს ვაჩუქო რამე სანამ დროა wink.gif
http://smiles.geo-samyaro.com/smile.142291.html

Posted by: keti8181 28 Nov 2010, 21:56
Nanuka444
upwave
დიდი მადლობა გოგოებო მომიწევს ესეიგი ლილოში გასეირნება

Posted by: Cecy Elliott 28 Nov 2010, 22:24
nimfunia

+1 http://www.SmileS.ge

Posted by: baby-bobo 28 Nov 2010, 22:32
Perseus12
QUOTE
ეგეთი კაბები არის დიღმის გუდვილში და არც ძვირი არ ღირს გაგიმართლა

მართლა??? არასდროს დავკვირვებივარ.

მადლობა დიდი.

Posted by: n_j 28 Nov 2010, 22:40
Perseus12
QUOTE
winx-ის თოჯინები, რომლებიც 89$ ღირს

მაგას თბილისის მაღაზიებშიც იშოვი, უფრო იაფად

Posted by: lelukaa 28 Nov 2010, 22:42
დღეს დავლაშქრე ჭიტა და ცეროდენა, აირჩევა რამე
მამამისმა დიდი მანქანა მინდა ვუყიდოო, დისტანციური მართვით, თან რო ჩაჯდესო
რავი ვერ გაიგებს ჯერ ეგეთებს და გადავაფიქრებინებ ალბათ, იმხელა ფასები ღირს მე მიყიდოს მანქანა ჯობია, ნუ ველოსიპედი მაინც biggrin.gif biggrin.gif

Posted by: pravinia 28 Nov 2010, 23:07
რა კარგია ვახუნა რომ არ ლაპარაკობს biggrin.gif
მომთხოვდა კაბრიოლეტს boli.gif


givi.gif

Posted by: agr_bak 28 Nov 2010, 23:56
pravinia
პმ ნახე 2kiss.gif შენ გელოდებით

Posted by: nebiera28 29 Nov 2010, 06:40
pravinia
QUOTE
რა კარგია ვახუნა რომ არ ლაპარაკობს
მომთხოვდა კაბრიოლეტს

biggrin.gif
მეც ვსარგებლობ მაგით რომ ჯერ ვერ ლაპარაკობსsmile.gif

სანტას ფორმით მინდა ვინმე მოვიდეს სახლში, თუ არ შეეშინდაა.

აი,საჩუქარი? rolleyes.gif

ისე რამდენიმე დღის წინ მამამისმა წიგნი უყიდა, მოვკვდი სიცილითbiggrin.gif
დიდი წიგნია ენციკლობედია ,,ცხოველები", სწორედ იმ მოტივით რომ
გაიზრდება და წაიკითხავსო, ხოდა ორი დღე მე ვერ გამაგდებინა ხელიდან.

Posted by: trendy 29 Nov 2010, 14:57
თოჯინის ხის სახლი უნდა ვაჩუქოთ
ამდაგვარი იყიდება სუპერში

http://www.dollhousesgalore.com/dollhouse-kits/assembled-kits/realgoodtoysfinishedprincessannedollhouseblue.cfm?alt=results

Posted by: bachi24 29 Nov 2010, 15:15
trendy
ასე ძვირი ღირს? თან ავეჯის გარეშე

Posted by: trendy 29 Nov 2010, 15:45
bachi24
QUOTE
ასე ძვირი ღირს?

აქ ვყიდულობ, სუპერში.238 ლარი ღირს.

Posted by: baby-bobo 29 Nov 2010, 17:48
trendy
QUOTE
თოჯინის ხის სახლი უნდა ვაჩუქოთ ამდაგვარი იყიდება სუპერში

http://www.dollhousesgalore.com/dollhouse-...cfm?alt=results

ძალიან მაგარია.
ნიასთვის მინდოდა, მაგრამ პატარაა. ელოს ასაკი აქვს კარგი სამაგისოდ.

Posted by: Du bist Deutschland 29 Nov 2010, 17:50
და პატარა დაიკო რომ ვაჩუქო???

love.gif
ამ წელს ვერა და შემდეგზე ღირს ფიქრი.

Posted by: tamo7779 29 Nov 2010, 17:52
Chi_taaa!!!
მამიკოს სიმაღლის ნაძვისხე smile.gif

ჩემი არაფერს ამბობს და 6 თვენახევრის ბანძიტკას რა ვუყიდო? smile.gif თორე ამოირებს ხმას და ისეთს მეტყვიიიიიიის wink.gif
* * *

lelukaa
მამიკოს ცოტა ადრე მოუვიდა ეგ იდეა smile.gif ჩვენ გაზაფხულ-ზაფხულისთვის ვგეგმავთ - ველოსიპედს და პიპიას. ვინც ეხლა აპირებთ შეძენას იქნებ მირჩიოთ..... სად, რა ფასში. ნორმალური ხარისხის რომ იყოს. ფერარი არ მინდა smile.gif არც ლამბორჯინი

Posted by: tako-dachi 29 Nov 2010, 18:10
QUOTE (Nanuka444 @ 28 Nov 2010, 14:53 )
keti8181
QUOTE
გოგოებო ჩემმა 3 წლის შვილმა სახლი შეგვიკვეთა თვითონ რომ შეძვრეს და ითამაშოს. ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?

საბავშვო მაღაზიებში ხომ იყიდება ასეთი სახლები, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირს, დაახლოებით 1000 ლარი tongue.gif

მე ვნახე ლილოში, გასაბერი სახლი, ფანჯრებით, კარით, საკვამურით და თავისი ეზოთი, დაჟე ხეც იდგა იმ ეზოში biggrin.gif
საკმაოდ რბილი იყო და თან გამძლე ჩანდა, რეზინა იყო მგონი, 150 ლარი ღირდა.
მომეწონა ძაან, მეც სიამოვნებით შევძვრებოდი შიგნით smile.gif

აუ დაწერე რა ზუსტად რა ადგილას იყიდება ლილოში? მამამისი უნდა გავაგზავნო

Posted by: lelukaa 29 Nov 2010, 18:22
tamo7779
QUOTE
მამიკოს ცოტა ადრე მოუვიდა ეგ იდეა

აშკარად biggrin.gif
QUOTE
ჩვენ გაზაფხულ-ზაფხულისთვის ვგეგმავთ - ველოსიპედს და პიპიას.

მეც ასე ვაპირებ
ველოსიპედი ჩიკო მინდა
კიდსშიპზე ვნახე 129 ლარი ღირდა
მანქანა მამამისზეა
მრგვალფარიანს ეძებს, ერთნაირები გვეყოლებაო biggrin.gif

Posted by: კორდელია 29 Nov 2010, 18:25
მეც მინდა მივწერო წერილი თოვლის ბაბუას... boli.gif

აუ რამდენ რამეს ჩავაქსოვდი



http://www.SmileS.ge

Posted by: Take_Off 29 Nov 2010, 18:29
კორდელია
QUOTE
მეც მინდა მივწერო წერილი თოვლის ბაბუას...

აუ რამდენ რამეს ჩავაქსოვდი



აუუ რას დამხატავდაააა

Posted by: QET151 3 Dec 2010, 19:15
გოგოებო იცით რამინდაააა საახალწლოდ საჩუქრად მინდა გავუგზავნო ახლობელს ბავშვის დიდი მანქანები რომ არის, პულზე როა ისინი არა რო ჩაჯდებიან და დაატარებენ. ხოდა არსებობს რამე ინტერნეტ მაღაზია რო შევუკვეთო და გავუგზავნო? თუ იცით ინტერნეტ მაღაზიაები მითხარით რა baby.gif

Posted by: tamo7779 3 Dec 2010, 21:26
QET151
თუ გამოიწერ იქნებ მეც გაგახსენდე რა, ძალიან მაინტერესებს რა ფასი დაჯდება და როგორი ხარისხია

Posted by: kato_Bato 3 Dec 2010, 21:32
Perseus12
პეკინზე არის მაღაზია, თუ არ ვცდები ქვია "პეპელა", ოკაიდის ჩაყოლებაზე, იქ აქვთ საკმაოდ ნორმალური სათამაშოები, მაგალითად ორიგინალი პერსონაჟები, "ლეგოს" წარმოებისა. Toy Soryს და სხვა მულტფილმის გმირები..

ყველაფრის ფასი არ ვიცი, მაგრამ მაგალითად ეს კონსტრუქტორი
http://www.amazon.com/DUPLO-Story-Great-Train-Chase/dp/B00387FYKI/ref=sr_1_3?ie=UTF8&s=toys-and-games&qlEnable=1&qid=1291397537&sr=8-3-catcorrმანდ 100+ ლარი ღირს...
იქნებ ნახო იაფი ალტერნატივა, ან იქნებ საახალწლოდ სეილი ჰქონდეთ.

მე მატარებელი ტომასი მინდა ავუწყო, თუ არ დალეწა შუა გზაში ან დასაწყისშივე biggrin.gif
http://www.amazon.com/Thomas-Friends-Wooden-Railway-Engine/dp/B00000JHX6/ref=pd_bxgy_t_img_b
თუ აქ ნახავთ, მითხარით smile.gif
არ ვიცი სათამაშოების გამოწერაში რას გადამახდევინებენ ჩვენი გადამზიდები.

Posted by: *Snow* 4 Dec 2010, 10:27
მე ჩემ დიშვილებს ვყიდულობდი ხოლმე
1. ახალი წიგნები (რომელსაც ძილისწინ ვკითხულობდით)
2. ახალი მულტფილმის დვდ (2 ცალი ერთი გოგოსთვის და მეორე ბიჭისთვის)
3. მსუბუქი სათამაშო


ნუ,ჩემს გარდა მშობლებიც ჩუქნიდნენ,ახლობლებიც და ყოფნიდათ სავსებით smile.gif


ახლა გაიზარდნენ და მოთხოვნილებები გაეზარდათ.
ერთი 9-ის რის მეორე 7-ის. შარშან PC დაუდგეს , ორივეს საერთო ჯერ-ჯერობით biggrin.gif

Posted by: Perseus12 4 Dec 2010, 19:25
n_j
blblbl

დიღმის გუდვილში ვიყიდე winx-ის ყველა თოჯინა 47 ლარად. რაც მთავარია მეორე ყუტს ზუსტად იგივეს 81 ლარი ეწერა. კონსულტანს ტომ ვკიტთხე, უი არ ვიციო, კოდები შეამოწმადა ერთზე მართლა 47 ამოაგდო კომპმა მეორეზე 81. რა თქმა უნდა 47-იანი ვიყიდე. სხვათაშორის ადრე 12 ლარიან ბავშვის კალგოტკაზე კომპმა 5 ლარი ამომიგდო, ეტყობა ხშირია იქ ეგეთებიbiggrin.gif

Posted by: agr_bak 4 Dec 2010, 19:27
თოვლის ბაბუ აქეთ შემოიხედე

http://forum.ge/?f=97&showtopic=34192220


გოგოებო სასწრაფოდ გვჭირდება ინფო, სად იყიდება ბალერინას ფორმა ?

შემოდით ამ თემაში რააა

Posted by: tamo7779 4 Dec 2010, 22:59
Perseus12
კი, რამდენიც გინდა. წვერისაპარსი იყიდა მეგობარმა. 170 ლარი ეწერა და სალაროში 80 გადაახდევინეს


Posted by: Tak 4 Dec 2010, 23:25
Chi_taaa!!!
QUOTE
ჩემმა ორწლინახევრის შვილმა ნაძვის ხე შემიკვეთა მარტო smile.gif ოღონდ იმხელა მინდა რომ შემოვუაროო biggrin.gif ხოდა საფიქრალი გამიჩინა. თქვენი აზრით რამხელაა ბავშვის წარმოდგენაში ნაძვის ხე რომელსაც შეიძლება შემოუაროს? smile.gif


ვაიმე შემოგევლეეეეეეე lol.gif 2kiss.gif

მეც მაინტერესებს ეს თEმა.

1. მაინტერესებს ვისაც გაქვთ გამოცდილება,წლის ბავშვს მოეწონება თოვლის ბაბუ რო გამოვიძახო თუ შეეშინდება?
2. შუშხუნების და ხლაპუშკების შეეშინდება? მაინც 11ზე იძინებს ხანდახან და ვიფიქრე გავაქაჩინებთქო, თან მეგობრები მოდიან ჩემთან ბავშვებით და მგონია რომ მოეწონება, მაგრამ მაშინებენ შეეშინდებაო user.gif
3. ისეთი რამე მინდა ვაჩუქო, რომ მღეროდეს და ცეკვავდეს თან, გიჟდება მსგავს რამეებზე. სად ვნახო მსგავსი სათამაშოები?
4. თოვლის ბაბუა სად უნდა გამოვიძახო? 09-ზე ეცოდინებათ ალბათ ხო ? თუ იცით ვინმემ დაწერეთ რაა

Posted by: buuus 4 Dec 2010, 23:30
Tak
QUOTE
წლის ბავშვს მოეწონება თოვლის ბაბუ რო გამოვიძახო თუ შეეშინდება?

შეიძლება არ შეეშინეს მაგრამ ბევრსაც ვერაფერს გაიგებს biggrin.gif მაგას ჯობია თოვლის ბაბუის ფორმა იყიდო, და ოჯახის რომელიმე წევრმა ჩაიცვას რამოდენიმე წუთი, წვერებიან ქუდიანად იყიდება smile.gif მომავალ წელსაც გამოგადგებათ biggrin.gif

Posted by: Tak 5 Dec 2010, 00:51
buuus
QUOTE
შეიძლება არ შეეშინეს მაგრამ ბევრსაც ვერაფერს გაიგებს biggrin.gif მაგას ჯობია თოვლის ბაბუის ფორმა იყიდო, და ოჯახის რომელიმე წევრმა ჩაიცვას რამოდენიმე წუთი, წვერებიან ქუდიანად იყიდება smile.gif მომავალ წელსაც გამოგადგებათ biggrin.gif


მინდა ერთად შევხვდეთ სამივე და რაღაც არ ჯდება წარმოსახვაში რომ მერე ლექსო გაიქცეს და გადაიცვას და შემოვიდეს. თან აი რო დაინახავს ამ თოვლის ბაბუს მინდა რომ აი ჩვენ რომ შემოგვხედავს ერთად ვიყოთ....

თუ არ შეეშინდა ზუსტად ვიცი რო მოეწონება....

ისე ერთი პრიკოლი ისტორია მაგაზე:

ჩემმა ახლობელმა ეგრე იყიდა ფორმა, გაიკეთა და შემოვიდა. 2 წლის იყო მაშინ მისი ბიჭი.
შეეშინდა ამას, დაიწყო ტირილი. მოიხსნა ამ კაცმა ნუ გეშინია მამა მე ვარო, ამაზე სულ გადაირია და 1 კვირა ეშინოდა მამამისის არ მიდიოდა lol.gif

Posted by: buuus 5 Dec 2010, 01:01
Tak
QUOTE
მინდა ერთად შევხვდეთ სამივე და რაღაც არ ჯდება წარმოსახვაში რომ მერე ლექსო გაიქცეს და გადაიცვას და შემოვიდეს. თან აი რო დაინახავს ამ თოვლის ბაბუს მინდა რომ აი ჩვენ რომ შემოგვხედავს ერთად ვიყოთ....

მაშინ გამოიძახე, ოღონდ ადრე უნდა ჩაეწერო როგორც ვიცი, შარშან ორში და სმში მიდიოდნენ ხალხთან ისეთი ამბავი იყოო biggrin.gif
QUOTE
1 კვირა ეშინოდა მამამისის არ მიდიოდა

საწყალი მამაbiggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tak 5 Dec 2010, 01:25
buuus
QUOTE
შარშან ორში და სმში მიდიოდნენ ხალხთან ისეთი ამბავი იყოო biggrin.gif


რა კოშმარია gigi.gif

QUOTE
საწყალი მამაbiggrin.gif biggrin.gif


mo.gif ქო smile.gif)))))))))

აი თუ გადაწყვიტა ჩემმა დაქალმა რო ერთად შევხვდეთ ოჯახებით გამოვიძახებ, თუ არადა ვიფიქრებ და იქითა წელს მოვა მერე თოვლის ბაბუ, დააგვიანდება user.gif givi.gif

QUOTE
მე ბუსუნა მყავსო ♥ დიდი და პატარა ბუსუნა ♥


ჩემი ქმარი ამბობს ხოლმე ასე gigi.gif

მე კიდე ვეუბნები რომ მე ალექსანდრე მყავსო, დიდი და პატარა ალექსანდრე : ))))))))

Posted by: buuus 5 Dec 2010, 01:29
Tak
QUOTE
აი თუ გადაწყვიტა ჩემმა დაქალმა რო ერთად შევხვდეთ ოჯახებით გამოვიძახებ, თუ არადა ვიფიქრებ და იქითა წელს მოვა მერე თოვლის ბაბუ, დააგვიანდება

ეჭვი მაქვს პატარა ალექსანდრემ საათის ცნობა არ იცის biggrin.gif ამიტომ თუნდაც დღის პერიოდში, ჩააცვით ვინმეს, შემოუსხედით ნაძვის ხეს შენ და დიდი და პატარა ალექსანდრე, და ზარზეიმით გადასცეს საჩუქარი თოვლის ბაბუამ biggrin.gif

Posted by: Tak 5 Dec 2010, 01:34
buuus
QUOTE
ეჭვი მაქვს პატარა ალექსანდრემ საათის ცნობა არ იცის biggrin.gif ამიტომ თუნდაც დღის პერიოდში, ჩააცვით ვინმეს, შემოუსხედით ნაძვის ხეს შენ და დიდი და პატარა ალექსანდრე, და ზარზეიმით გადასცეს საჩუქარი თოვლის ბაბუამ biggrin.gif



ოოოF, ეგრე არ მინდა givi.gif ვერ მოვატყუებ user.gif

ეგრე ხო შობას დაბდღე აქვს და ვაჩუქებთ ისედაც რამეს : )))))))

მოკლედ მე უფრო მიხარია ამისი თოვლის ბაბუა smile.gif
რას ვიზამთ ჩემთან არასდროს მოსულა და იქნებ ახლა მეც მომიტანოს რამე user.gif givi.gif

Posted by: keto22 5 Dec 2010, 15:08
მე ამის გამოწერას ვაპირებ საახალწლოდ
რადგან არ ლაარაკობს და არაფერს მეუბნება მე ესე გადავწყვიტე
ყველაზე მეტად მემგონი ამისი თამაში მოწონს
და მისი ზომა ჩოგანიც ექნება
კიდევ დავამატებ რამეს ბევრი ყუთები რომ გამოვიდეს ნაძვისხის ქვეშ
http://www.radikal.ru

Posted by: tatusia 5 Dec 2010, 21:00
მე არ ვიცი რა ვაჩუქო, თვითონ ჩვეულებრივი რაღაცეები უნდა, მორიგი მანქანა, მორიგი ხმალი, სუპერგმირის მორიგი კოსტიუმი...

რაიმე განსაკუთრებული და კეთილი მინდა.

Posted by: upwave 6 Dec 2010, 00:29
დღეს დილით უტას საწოლში ვეკითხები, არ გადაწყვიტე რა უნდა მოგიტანოს თოვლის ბაბუამთქო?
კი, უკვე გადავწყვიტე და დავაბარე კიდევაცო.
ვერ გაუგია და კიდევ ერთხელ გაუმეორეთქო (მე რომ გამეგო), საბანი თავზე დაიფარა და ,,იქ" უთხრა lol.gif
შენ არ გეტყვი, მარტო მე და თოვლის ბაბუამ უნდა ვიცოდეთო biggrin.gif
აბა, ორივემ ვუთხრათ, თორემ უჩემოდ შეიძლება არ მოგიტანოსთქო და ქაუნთერის ფორმა მინდაო biggrin.gif
საიდან მოუტანოს ეხლა თოვლის ბაბუამ ქაუნთერის ფორმა vis.gif

Posted by: TETISA 6 Dec 2010, 00:56
დღეს დავუწერეთ წერილი. მთელი დღე წაგვივიდა ფაქტიურად ამის წერაზე. პირველად დაწერა ამდენი.
დაიტანჯა biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: chixuaxua 6 Dec 2010, 01:21
TETISA
ჯადოსნური ბეჭედი, ცული, ცული, კარტი, გასაფერადებელი და ბოლოს ვერარ ვარჩევ biggrin.gif
საყვარელი love.gif

Posted by: ტაბუ 6 Dec 2010, 11:23
ჩემს დიშვილს რომ ვკითხეთ, რა გაჩუქოს თოვლის ბაბუმო, თვითონ იფიქროსო, ასე გვითხრა biggrin.gif
ასეა, რა - იმდენი სათამაშობი აქვს, ნატვრა აღარ დარჩა საწყალ ბავშვს smile.gif

Posted by: algulga 6 Dec 2010, 14:05
ჩემსას სახანძრო მანქანა უნდა ნამდვილი კიბეებით,
სად იშოვის თოვლის ბაბუა ნეტა?
სანტას დახმარება დაგვჭირდება მგონი
biggrin.gif

Posted by: nebiera28 6 Dec 2010, 14:58
TETISA
ყველაფერი უყიდეთ რააა...
რამდენი უწერია ბავშვს love.gif

Posted by: TETISA 6 Dec 2010, 23:41
chixuaxua
QUOTE
ჯადოსნური ბეჭედი, ცული, ცული, კარტი, გასაფერადებელი და ბოლოს ვერარ ვარჩევ საყვარელი

smile.gif ბოლოს BEN 10 დაწერა - ეგ მულტფილმი ძალიანაა მოდაში თურმე.
ეგ უკვე ვუყიდე.
კარტიც არაა პრობლემა.
აი ბიჭის ბეჭედი სად ვიშოვო არ ვიცი. თან რაღაც სალტოებს უნდა აკეტებდეს. ცული ხო საერთოდ - ზემოთა და გვერდითა ... biggrin.gif
nebiera28
QUOTE
ყველაფერი უყიდეთ რააა... რამდენი უწერია ბავშვს
smile.gif ხო, ძაან ბევრი იწვალა. პრაგმატისტია. სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს, რაც ამდენი ხანი ესეთ შრომატევად საქმეს შეასრულებინებდა biggrin.gif

Posted by: veriko_zuka 7 Dec 2010, 11:59
რა კარგი თემაამ ძაან მომეწონა, მეც მსგავს ამბავში ვარ, ვერ გამირკვევია 1 წლის და 4 თვის ბავშვს თოვლის ბაბუა რო გამოვუძახო გაიგებს რამეს? ან რა ვაჩუქო,არ ვიცი

Posted by: blblbl 7 Dec 2010, 12:01
TETISA
ცული იყიდება მაღაზიებში,პლასტმასის რა თქმა უნდა biggrin.gifაი ჯდოსნური ბეჭედი მომავალი წლისთვის გადადეთ biggrin.gif

Posted by: OBEXE 10 Dec 2010, 14:27

user posted image

თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი გამოძახებით !


თუ გინდათ, რომ ცხადში ახდეს
საახალწლო ზღაპარი
და მოვიდეს ფანტელებით
თქვენთან წელი ახალი,
დაურეკეთ თოვლის ბაბუს
საჩუქრები მზად არის !

გამოძახების ღირებულება 40 ლარი

ტელ : 47-78-62 მობ : 899 33–60–11

Posted by: lelu bl 10 Dec 2010, 22:45
OBEXE
40ლარში რა შედის?

Posted by: l_i_l_u 13 Dec 2010, 11:21
თოვლის ბაბუას გიტარა დააბარა, დაბადების დღეზე მიკროფონი მოითხოვა smile.gif
ვარსკვლავი მეზრდება, დედა ენაცვალოს 2kiss.gif

Posted by: Perseus12 15 Dec 2010, 13:29
რჩვევა მინდა თქვენი. ჩემი უკვე საკმაოდ დიდია, რომ თოვლის ბაბუა სახლში გვესტუმროს, ბოლო 2 წელია ხან სადარბაზოს კართან ტოვებს საჩუქარს, თვითონ ზარს რეკავს და გარბის biggrin.gif ხან აივანზე ჩამოაგდებს ხოლმე. ახლა რამე ორიგინალური ვერსია მინდა რომ მოვიფიქრო და იქნებ ვინმემ რამე საინტერესო მირჩიოთ. (ბუხარიც არ მაქვს).

Posted by: Darlunia 16 Dec 2010, 23:23
TETISA
ბენ10-ის საათი სულ უნდოდა ჩემს დიშვილს. ბოლოს იძულებული გავხდი გამემხილა, რომ ისეთი საათი მარტო მულტფილმშია და სინამდვილეში არ არსებობს sad.gif

Posted by: SuperGirl 20 Dec 2010, 04:25
ბრჭყვიალა ფეხსაცმელები სთხოვა ჩემმა შვილმა თოვლის ბაბუას, სად ვიშოვო ეხლა მე ბრჭყვიალა ფეხსაცმელები biggrin.gif

Posted by: teonala 20 Dec 2010, 07:40
3 წლის გოგოს რა ვაჩუქო ? რამე შემოქმედებასთან დაკავშირებული ?


Tak
QUOTE
ჩემმა ახლობელმა ეგრე იყიდა ფორმა, გაიკეთა და შემოვიდა. 2 წლის იყო მაშინ მისი ბიჭი.
შეეშინდა ამას, დაიწყო ტირილი. მოიხსნა ამ კაცმა ნუ გეშინია მამა მე ვარო, ამაზე სულ გადაირია და 1 კვირა ეშინოდა მამამისის არ მიდიოდა


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: bachi24 20 Dec 2010, 13:07
Darlunia
QUOTE
ბენ10-ის საათი სულ უნდოდა ჩემს დიშვილს. ბოლოს იძულებული გავხდი გამემხილა, რომ ისეთი საათი მარტო მულტფილმშია და სინამდვილეში არ არსებობს 

http://www.amazon.com/Bandai-27606-Ben-Ultimate-Omnitrix/dp/B0018MGLXE/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1292835812&sr=8-1

Posted by: upwave 20 Dec 2010, 14:07
teonala
QUOTE
3 წლის გოგოს რა ვაჩუქო ? რამე შემოქმედებასთან დაკავშირებული ?

ჩემი გოგო გაზაფხულზე ხდება 3 წლის და ერთ-ერთ საჩუქრად სინთეზატორს მოუტანს თოვლის ბაბუა smile.gif

Posted by: Iris87 20 Dec 2010, 17:45
http://www.amazon.com/Fisher-Price-Laugh-Learn-Learning-Puppy/dp/B000284ZNI

ეს მინდა ვუყიდო ჩემ 11 თვის ბიჭს საახალწლოდ და თბილისში ხომ არ გინახავთ სადმეე? მემგონი ძაან საყვარელი რაღაცაა

http://www.youtube.com/watch?v=2zAhny-ybGg

Posted by: Perseus12 23 Dec 2010, 13:45
Darlunia

მოიცა ჯერ არ გაუმხილო, დღეს ვნახე ეგ საათი ვაკის გუდვილთან რომ მიწისქვეშა გადასასვლელში საკანცელარიო ნივთები იყიდება იქsmile.gif

Posted by: sophya 23 Dec 2010, 16:37
კესოს ბარამბოს შოკოლადს აჩუქებს სანტა, ამაზე ძაან არაფერი გაუხარდება მსუნაგ ბავშვს smile.gif biggrin.gif
არ ვიცი როგორ შეაყვარა მაგ რეკლამამ თავი, რო დილას გაიღვიძებს თუ არა მაშინვე ბარამბოს იძახის. ვინმეს რო ნახულობს, ბარამბო-თი ეგებება და მოკლედ, ბარამბო ძალიან აქტუალურია biggrin.gif

Posted by: agr_bak 18 Nov 2012, 20:06
აფ---------------------------------------------------------------------

Posted by: Cecy Elliott 18 Nov 2012, 22:57
ორნახევრისაა ჩემი გოგო, ალბათ წელს უკვე ღირს თოვლის პაპამ მოაკითხოს... biggrin.gif მთლადაც კი ვერ გაერკვევა რაშIა საქმე, მაგრამ იყოს, დედა გაერთობა პაწას.. biggrin.gif smile.gif

Posted by: tamusinka 18 Nov 2012, 23:24
sesi-eliot

წვერებიანი კაცის არ შეეშინდება? smile.gif

Posted by: ebi_chan 18 Nov 2012, 23:53
Perseus12
winx ის თოჯინები არ ვიცი მაგრამ, ჩანთები, თმისამაგრები და საკანცელარიო ნივთები არის აღმაშენებელზე რო არის თურქული საკანცელარიო "გურ ქაინაქი" მანდ smile.gif ჩემი დის შვილიც აფანატებს და მანდედან ვამარაგებ biggrin.gif

QUOTE
ჩემმა ორწლინახევრის შვილმა ნაძვის ხე შემიკვეთა მარტო
ოღონდ იმხელა მინდა რომ შემოვუაროო

ვაიმეე ძალიან ბევრი ვიცინე რა საყვარელია love.gif

Posted by: lelukaa 19 Nov 2012, 11:52
დავიწყე უკვე შეგროვება smile.gif
რეზინის მაშა და დათვი უკვე ნაყიდია <3
ფრანჩესკო ბერნული, მეტერი, ჯეფ კორვეტი უნდა გამოვუწერო ამაზონიდან, რკინის მოდელები ოღონდ smile.gif
გზადაგზა მოვიფიქრებ კიდე რაღაცეებს. წელს ალბათ პირველად გაიაზრებს ახალ წელს და მინდა რო ძალიან კარგად დაამახსოვრდეს.
უზარმაზარი ნაძვის ხე, უამრავი საჩუქრით <3 მეც როგორ მიხარია და ველო ახალ წელს smile.gif))

Posted by: Cecy Elliott 19 Nov 2012, 12:10
tamusinka
QUOTE
წვერებიანი კაცის არ შეეშინდება? 

gigi.gif არა ხოო.... ვიგულისხმე ღამე დაუტოვოს ჩუმად.... biggrin.gif

Posted by: მარიამი 19 Nov 2012, 12:24
წიგნი და სათამაშო გვაქვს შეკვეთილი ზოგადად. კიდევ საკერავი მანქანა. ამას დეიდასთან მოუტანს მეორე თოვლის ბაბუა. წიგნი უკვე ვიყიდე და სათამაშოზე ვფიქრობ.
ბიჭი ჯერ სურვილებს ვერ გამოთქვამს და ჩვეულებრივი პულტით სამართავი მანქანა მოუვა.

ჩემი გამოცდილებიდან: 1,5 წლის რომ იყო, ეს ვაჩუქე და გადაირია ბავშვი სიხარულისგან. ახლაც კი თამაშობს.
http://www.amazon.com/gp/product/B004081EKS/ref=oh_details_o02_s00_i00
ესეც შთაბეჭდილებები: http://www.youtube.com/watch?v=zfMVUllXry0 smile.gif

Posted by: tamar1586 19 Nov 2012, 12:45
მარიამი
QUOTE
ჩემი გამოცდილებიდან: 1,5 წლის რომ იყო, ეს ვაჩუქე და გადაირია ბავშვი სიხარულისგან. ახლაც კი თამაშობს.
http://www.amazon.com/gp/product/B004081EK...ils_o02_s00_i00
ესეც შთაბეჭდილებები: http://www.youtube.com/watch?v=zfMVUllXry0

ვაიმე, რა კარგი რამეა up.gif
მერეც ერთობოდა?

ჩემი იქნება 1წლის და 3 თვის ახალ წელს და ვფიქრობ, მეც ხომ არ გამოვუწერო smile.gif

ძალიან საყვარლები ხართ სამივე love.gif

Posted by: sophya 19 Nov 2012, 12:50
მე მინდა ვუყიდო დიდი დაფა, ფეხებიანი, თავისი საანგარიშოთი. ადრე ინტერნეტ მაღაზიაზე იდო, ახლა ვეღარ ვნახე.
ხომ არ იცით სად იქნება?
თან მინდა რო მაგნიტით მისაკრობი ქართული ასოები და ციფრებიც ვუყიდო.
ისე ინტენსიურად სწავლობს ინგლისურს ტელევიზორიდან, მინდა დავასწრო და ჯერ ქართული ანბანი ვასწავლო, ასნამ ინგლისური შემოესწავლა biggrin.gif

Posted by: khatunia 19 Nov 2012, 15:25
baby-bobo
მე გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას. ფიფქიას კაბები გამოვუწერე ჩემს გოგონებს ამაზონიდან(3 წლის და 5 წლის). თითო ღირდა 19 დოლარი, მაგრამ გამოწერის დღეს ვნახე რომ ერთი დასეილდა 10 დოლარამდე. მოკლედ რასაც ველოდი იმაზე ათჯერ უკეთესია. ახლავს მოსასხამი და აბადოკი. ულამაზესებია, მაგრამ ერტი ნაკლი აქვს რაც ჩამოვიდა ეს კაბები მას შემდეგ ვერ ვხდი. ტუ დაგაინტერესებს მოგწერ ლინკსაც. თუ გინდა რეალშიც ნახე როგორებია.

Posted by: მარიამი 19 Nov 2012, 16:47
tamar1586
QUOTE
ვაიმე, რა კარგი რამეა up.gif
მერეც ერთობოდა?

ჩემი იქნება 1წლის და 3 თვის ახალ წელს და ვფიქრობ, მეც ხომ არ გამოვუწერო smile.gif

ძალიან საყვარლები ხართ სამივე

კი, კარგა ხანს ერთობოდა და ახლაც ერთობა ხანდახან. სუფრას უშლის თოჯინებს მაგ საჭმელებით. თან სასწავლო დანიშნულებაც აქვს მაგ ასაკში. აბა მომიძებნე სიმინდი, ნამცხვარი, ბროკოლი.... თან სწავლობს დასახელებებს.

მე არ ვჩანვარ მაგ ვიდეოში. მესამე ჩემი დაა smile.gif ჩემს დასთან ცალკე თოვლის ბაბუა მოდის ხოლმე ბავშვების საჩუქრებით და თან გაცილებით გულუხვი biggrin.gif
* * *
sophya
QUOTE
მე მინდა ვუყიდო დიდი დაფა, ფეხებიანი, თავისი საანგარიშოთი. ადრე ინტერნეტ მაღაზიაზე იდო, ახლა ვეღარ ვნახე.
ხომ არ იცით სად იქნება?

ასეთი?
http://shop.georgia.ge/blackboard-and-abacus-ge.html

Posted by: Iris87 19 Nov 2012, 16:57
lelukaa
ვაიმეე ჩემი ბიჭი გიჟდება მაშა და დათვზე და იყიდება სადმე მაგათი სათამაშოები?? არ შემხვედრია არსად, თუ არ გეზარება მომწერე სად იყიდე? smile.gif

Posted by: მარიამი 19 Nov 2012, 17:04
გადავუხვევ ცოტას თემის გარშემო. გუშინ ჩემმა გოგომ ძალიან გააბრაზა ბებო, სანამ მე აბაზანაში ვიყავი. რომ გამოვედი, ქალი ჭკუაზე აღარ იყო უკვე. მე, ცხადია, დავტუქსე და სხვათაშორის ისიც ვუთხარი: იცოდე, თოვლის ბაბუას ცუდად ვინც იქცევა, იმ ბავშვთან საჩუქრები არ მიაქვს-მეთქი. ერთი და ორი შეიძლება ვერ დაინახოს თოვლის ბაბუამ და მერე თუ გაგიგო, დარჩები უსაჩუქროდ-თქო. მაშინვე გაჩუმდა, იფიქრა ცოტა ხანს და მერე მეუბნება: დედიკო, ბოდიში, აწი კარგად მოვიქცევიო smile.gif ნეტა უსაჩუქროდ დარჩენის შეეშინდა თუ თავისი საქციელი ინანა? biggrin.gif

Posted by: makosha 19 Nov 2012, 17:05
Iris87

"ჭიტა"-ში ვუყიდე მე რეზინის მაშა და დათვი smile.gif

Posted by: Iris87 19 Nov 2012, 17:18
makosha
დიდი მადლობა smile.gif და ნეტა რბილები თუ იშოვება სადმე..

Posted by: მარიამი 19 Nov 2012, 17:42
QUOTE (Iris87 @ 19 Nov 2012, 18:18 )
makosha
დიდი მადლობა smile.gif და ნეტა რბილები თუ იშოვება სადმე..

კი არსებობს, ამხელა ფასს თუ გადაიხდი...

http://www.amazon.com/Masha-Talking-Russian-Medved-Plush/dp/B0082C1HLE/ref=sr_1_1?s=toys-and-games&ie=UTF8&qid=1353332474&sr=1-1

http://www.amazon.com/Medved-Talking-Russian-Masha-Plush/dp/B0082CPXMI/ref=sr_1_3?s=toys-and-games&ie=UTF8&qid=1353332497&sr=1-3

cry.gif

Posted by: sophya 19 Nov 2012, 17:44
მარიამი
QUOTE
ასეთი?
http://shop.georgia.ge/blackboard-and-abacus-ge.html

კი, მადლობა smile.gif


Posted by: მარიამი 19 Nov 2012, 17:49
sophya
აი, კიდევ: http://shop.georgia.ge/product-29951.html
ეს მარტო სახატავი: http://shop.georgia.ge/3-base-support-blackboard-ge.html

მეც მინდა ჩემებისთვის. გაისად ვუყიდი ალბათ.


უი, პირველი გაიყიდაო წერია. მაგრამ მე მითხრეს ამას წინათ ამ მაღაზიიდან, რომც ეწეროს რომ აღარ არის, მაინც დარეკე და იკითხეო. ხანდახან საიტზე არასწორად წერიაო და სინამდვილეში გვაქვსო.

Posted by: sophya 19 Nov 2012, 17:55
მარიამი
http://www.amazon.com/Crayola-Magnetic-Double-Easel/dp/B0009DPQUM/ref=sr_1_16?s=toys-and-games&ie=UTF8&qid=1353333237&sr=1-16&keywords=Standing+Easel
ეს მომწონს ძალიან
მაგრამ ქართული ასოები მინდა ძალიან,


ეს კიდევ უფრო იაფი და მსუბუქი ვარიანტია biggrin.gif
http://www.amazon.com/Standing-Learning-Board-Magnetic-Alphabet/dp/B005JTD4IW/ref=sr_1_18?s=toys-and-games&ie=UTF8&qid=1353333237&sr=1-18&keywords=Standing+Easel
* * *
მარიამი
მშვენიერია. აქედან ვიყიდი. გამოწერა უფრო ძვირი დამიჯდება, ტრანსპორტირება ერთი დაფის ფასი ღირს biggrin.gif
მაგნიტით მისაკრობი ქართული ასოები და ციფრები თუ იშოვება ნეტა სადემე?

Posted by: მარიამი 20 Nov 2012, 10:02
sophya
მაგის ტრანსპორტირება მართლა ძვირი დაჯდება, თუ მოცულობითი წონით იანგარიშეს. ისე ბესტექსს აქვს წლის ბოლომდე აქცია, მანქანის ნაწილების გარდა ყველაფერი რეალური წონით ჩამოაქვთ. მეორეს რეალური წონა არ არის დიდი, გაცილებით იაფი დაჯდება.
ქართული მისაკრობი ასოები მეც მინდოდა და ვეძებდი ერთი პერიოდი, მაგრამ ვერ ვნახე ვერსად. იმედია მოიფიქრებს ვინმე და გააკეთებს. უმაგნიტოები კი იშოვება.

Posted by: makosha 20 Nov 2012, 10:45
მარიამი

მე ვიყიდე ქართული მისაკროები ასოები ოღონდ დაახლოებით ერთი წლის წინ ეგეც "ჭიტაში". მიყვარს ეგ მაღაზია. პატარა დაფით ოღონდ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Iris87 20 Nov 2012, 12:12
QUOTE
კი არსებობს, ამხელა ფასს თუ გადაიხდი...

http://www.amazon.com/Masha-Talking-Russia...53332474&sr=1-1

http://www.amazon.com/Medved-Talking-Russi...53332497&sr=1-3

უი,უი რაამბავია sad.gif არადა რა კარგებიაააა sad.gif(((

Posted by: მანიაჩკა 20 Nov 2012, 12:24
ჩემსას არ ვატყუებ თოვლის ბაბუით. იცის რომ ოჯახის წევრები ჩუქნიან ახალ წელს საჩუქრებს. ერთ წელს ბაღში მოახვიეს თავს ეს თოვლისბაბუის ზღაპრები და 3 წლის ბავშვს აღარ გავუტეხე და ვუთხარი, ტყუილიათქო. წელს ვიღაცას ვუყვებოდი, ახალ წელს ვუყიდე სალომეს ველოსიპედი და ერთხელ არ მჯდარათქო და თურმე გაიგონა, და ეგრევე მომვარდა, აბა მომატყუე თოვლის ბაბუამ მოგიტანაო? მეთქი, ხოიცი რომ თოვლის ბაბუას არ მოაქვს და ჩვენ ვყიდულობთ, რა გაგიკვირდა... და მოვუყევი წმინდა ნიკოლოზზე და საერთოდ საიდან მოდის თოვლის ბაბუის ფენომენი. ნუ, ის არ მითქვამს, რომ სანტა კოკა-კოლას რეკლამამ "შექმნა".

არ მესმის ბავშვს ტყუილი ილუზიები რატომ უნდა შევუქმნა. მეთვითონაც ყოველთვის ვიცოდი, რომ მშობლებს მოქონდათ საახალწლო საჩუქრები და ისიც ვიცოდი რომ თოვლის ბაბუები გადაცმულები იყვნენ.

Posted by: sophya 20 Nov 2012, 13:01
მანიაჩკა
QUOTE
არ მესმის ბავშვს ტყუილი ილუზიები რატომ უნდა შევუქმნა. მეთვითონაც ყოველთვის ვიცოდი, რომ მშობლებს მოქონდათ საახალწლო საჩუქრები და ისიც ვიცოდი რომ თოვლის ბაბუები გადაცმულები იყვნენ.


ჩემი ბავშვი არის 3,5 წლის და მის ცნობიერებაში ბევრი პერსონაჟი სახლობს. ზოგი გაიდეალებული ყავს და მისთვის სამაგალითოა (მაგალითად ფიფქია, რომელიც ჯუჯებს ასწავლის, როგორ უნდა დაიბანონ ხელები საჭმლის წინ, როგორ უნდა მოიყვანოს წესრიგში თავისი სივრცე, როგორი კარგი სიმღერები უნდა იცოდეს, როგორი კარგი უნდა იყოს ზოგადად). ზოგიერთი პერსონაჟი- გარკვეული ცუდი თვისებების მატარებელია, მაგალითად მელაკუდა, რომელიც მუდმივად იტყუება და ტყუილებს ამბობს. ამიტომაც მელაკუდას ისეთი გრძელი კუდი აქვს, ლამაზ კაბებს ვერ იცმევს biggrin.gif
კიდევ მგელი, რომელიც არის ბოროტი, იმიტომ რომ კურდღლებს და სუსტ ცხოველებს ერჩის.
გუშინ მეუბნება, მოდი მგელი მოვკლათო
მე ავუხსენი, რომ მოკვლა არ შეიძლება. მგელი იმიტომ არ გვიყვარს, რომ კურდღლებს კლავს. ჩვენ თუ მგელს მოვკლავთ, ჩვენც ხო მკვლელები და ბოროტები გავხდებით?
ამიტომ მგელს უნდა ვერიდოთ. ღამე ტყეში არ ვიაროთ- გამოსავლის პოვნაში ვეხმარები.
რეალურად, მეძლევა საშუალება რომ ავუხსნა უფრო "ზოგადსაკაცობრიო" რამ, რომ დანაშაული დანაშაულით არ უნდა ჩაანაცვლო. ამას სხვანაირად ვერ ავუხსნი ახლა.

კიდევ სხვა მრავალი პერსონაჟი, რომლებსაც გარკვეულ თვისებებს მიაწერს, უკავშირებს, ერთმანეთს ადარებს, პარალელს ავლებს თავისი ბავშვური ტვინით. ფანტაზიას ავითარებს და ბევრი საკითხი მისთვს უფრო გასაგები ხდება ამათი საშუალებით. მეც მიადვილდება მასთან ურთიერთობა "პერსონაჟების" ენით. მე გადავცემ მას ინფორმაციას რასაც საჭიროდ მივიჩნევ და ის ძალიან კარგად იგებს პერსონაჟების დახმარებით.
ერთ-ერთ ასეთი პერსონაჟია ჩვენთვის თოვლის ბაბუა, რომელიც მთელი წელი აკვირდება ბავშვებს როგორ იქცევიან და იმის მიხედვით შეარჩევს საჩუქრებს.
და რომ ბავშვს აქვს არჩევანი- ამაში არავინ ზღუდავს. შეუძლია მოიქცეს ცუდად- მაგრამ სასურველ საჩუქარს ვერ მიიღებს. შეუძლია მოიქცეს კარგად- მიაღწევს შედეგს.
თოვლის ბაბუა მოდის დადგენილ დროს- ახალ წელს. ეს რომ მშობელი იყოს, მაშინ გაუჩნდება კითხვა- რატომ მაინცდამაინც ახალი წლის წინა ღამეს. მოდი რა, მიყიდე საჩუქარი დღეს და ეგაა biggrin.gif

მე მიყვარს მისი სამყარო და კომფორტში ვართ. ფანტაზიას ვივითარებთ, ბევრ რამეს ვსწავლობთ იმიტომ რომ სახალისოა.
შემიძლია ერთი ხელის მოსმით დავუმსხვრიო ეს ფანტაზიები biggrin.gif და ვუთხა რო თოვლის ბაბუა არ არსებობს და მე და მამა ვყიდულობთ საჩუქრებს, მაგრამ ჯერ არ მინდა და არ ვჩქარობ. როცა უკვე თვითონვე შეეპარება მის არსებობაში ეჭვი, არ ვაპირებ ნაგლად მოვატყუო biggrin.gif მერე ასევე კონსტრუქციულად ავუხსნი, რომ ბავშვებს სჯერათ თოვლის ბაბუის და რომ გაიზარდა, უკვე არც ისე პატარაა და გაიგო სიმართლე smile.gif


Posted by: chaPPek 20 Nov 2012, 13:06
sophya
QUOTE
ჩემი ბავშვი არის 3,5 წლის და მის ცნობიერებაში ბევრი პერსონაჟი სახლობს. ზოგი გაიდეალებული ყავს და მისთვის სამაგალითოა (მაგალითად ფიფქია, რომელიც ჯუჯებს ასწავლის, როგორ უნდა დაიბანონ ხელები საჭმლის წინ, როგორ უნდა მოიყვანოს წესრიგში თავისი სივრცე, როგორი კარგი სიმღერები უნდა იცოდეს, როგორი კარგი უნდა იყოს ზოგადად). ზოგიერთი პერსონაჟი- გარკვეული ცუდი თვისებების მატარებელია, მაგალითად მელაკუდა, რომელიც მუდმივად იტყუება და ტყუილებს ამბობს. ამიტომაც მელაკუდას ისეთი გრძელი კუდი აქვს, ლამაზ კაბებს ვერ იცმევს
კიდევ მგელი, რომელიც არის ბოროტი, იმიტომ რომ კურდღლებს და სუსტ ცხოველებს ერჩის.
გუშინ მეუბნება, მოდი მგელი მოვკლათო
მე ავუხსენი, რომ მოკვლა არ შეიძლება. მგელი იმიტომ არ გვიყვარს, რომ კურდღლებს კლავს. ჩვენ თუ მგელს მოვკლავთ, ჩვენც ხო მკვლელები და ბოროტები გავხდებით?
ამიტომ მგელს უნდა ვერიდოთ. ღამე ტყეში არ ვიაროთ- გამოსავლის პოვნაში ვეხმარები.
რეალურად, მეძლევა საშუალება რომ ავუხსნა უფრო "ზოგადსაკაცობრიო" რამ, რომ დანაშაული დანაშაულით არ უნდა ჩაანაცვლო. ამას სხვანაირად ვერ ავუხსნი ახლა.

კიდევ სხვა მრავალი პერსონაჟი, რომლებსაც გარკვეულ თვისებებს მიაწერს, უკავშირებს, ერთმანეთს ადარებს, პარალელს ავლებს თავისი ბავშვური ტვინით. ფანტაზიას ავითარებს და ბევრი საკითხი მისთვს უფრო გასაგები ხდება ამათი საშუალებით. მეც მიადვილდება მასთან ურთიერთობა "პერსონაჟების" ენით. მე გადავცემ მას ინფორმაციას რასაც საჭიროდ მივიჩნევ და ის ძალიან კარგად იგებს პერსონაჟების დახმარებით.
ერთ-ერთ ასეთი პერსონაჟია ჩვენთვის თოვლის ბაბუა, რომელიც მთელი წელი აკვირდება ბავშვებს როგორ იქცევიან და იმის მიხედვით შეარჩევს საჩუქრებს.
და რომ ბავშვს აქვს არჩევანი- ამაში არავინ ზღუდავს. შეუძლია მოიქცეს ცუდად- მაგრამ სასურველ საჩუქარს ვერ მიიღებს. შეუძლია მოიქცეს კარგად- მიაღწევს შედეგს.
თოვლის ბაბუა მოდის დადგენილ დროს- ახალ წელს. ეს რომ მშობელი იყოს, მაშინ გაუჩნდება კითხვა- რატომ მაინცდამაინც ახალი წლის წინა ღამეს. მოდი რა, მიყიდე საჩუქარი დღეს და ეგაა

მე მიყვარს მისი სამყარო და კომფორტში ვართ. ფანტაზიას ვივითარებთ, ბევრ რამეს ვსწავლობთ იმიტომ რომ სახალისოა.
შემიძლია ერთი ხელის მოსმით დავუმსხვრიო ეს ფანტაზიები  და ვუთხა რო თოვლის ბაბუა არ არსებობს და მე და მამა ვყიდულობთ საჩუქრებს, მაგრამ ჯერ არ მინდა და არ ვჩქარობ. როცა უკვე თვითონვე შეეპარება მის არსებობაში ეჭვი, არ ვაპირებ ნაგლად მოვატყუო  მერე ასევე კონსტრუქციულად ავუხსნი, რომ ბავშვებს სჯერათ თოვლის ბაბუის და რომ გაიზარდა, უკვე არც ისე პატარაა და გაიგო სიმართლე


up.gif

Posted by: მარიამი 20 Nov 2012, 14:03
sophya
გეთანხმები.

და დავამატებ, რომ მე თვითონ დიდხანს მჯეროდა თოვლის ბაბუის და ამას ჩემზე უარყოფითი გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია. ძალიან ტკბილად მახსოვს ყველაფერი, რაც თოვლის ბაბუასთან იყო კავშირში. ამოიღეთ ჩემი ბავშვობიდან ეს ეპიზოდები და რაღაც ძალიან დიდი მოაკლდება ჩემს ტკბილ მოგონებებს. სანამ პატარაა ბავშვი, ცხოვრობს ზღაპრების სამყაროში და რატომ უნდა დავუმსხვრიო ეს სამყარო უხეში რეალობით?
კარგად ვერ ვხსნი რისი თქმა მინდა, მაგრამ ვეცდები. აი, წარმოვიდგინოთ სურათი: ბავშვების კოლექტივი, მაგალითად, ბაღი. ახალი წელი. ყველა ბავშვს სჯერა, რომ მოვა თოვლის ბაბუა, ემზადება, ელოდება. ამ დროს ერთმა ბავშვმა იცის, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეში არ არსებობს და ყველას მშობლები ჩუქნიან საჩუქრებს. მე ეს ბავშვი უფრო შემეცოდებოდა, ვიდრე დანარჩენები. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს ბავშვი შეიძლება თავისი "სიმართლით" უფრო მაღლა იდგეს, მაინც თითქოს რაღაც აკლია სხვა ბავშვებთან შედარებით, თითქოს საერთო განწყობიდან ამოვარდნილია...

თუ გავაგებინე ვინმეს რისი თქმა მინდა, ხო კარგი, თუ არა და, არა უშავს smile.gif
* * *
ცოტას გადავუხვევ და მოვყვები ჩემი ბავშვობიდან smile.gif

მამაჩემი ფიზიკის დიდი მოყვარული იყო და შეეძლო ელექტრო-მოწყობილობების თავის ჭკუაზე მართვა (ეს იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი). ერთ-ერთ ახალ წელს მამაჩემმა გრძელი კაბელით მიაერთა მიკროფონი რადიოს და ისე გააკეთა, რომ თვითონ რომ მეორე ოთახში მიკროფონში ლაპარაკობდა, ხმა რადიოში ისმოდა. მერე დაგვსვა მე და ჩემი და რადიოსთან და პირდაპირ ეთერში მოვუსმინეთ "თოვლის ბაბუას სიტყვას" biggrin.gif : ბავშვებო, ვინც წელს კარგად იქცეოდით, დედიკოს და მამიკოს არ აბრაზებდით, მე ყველასთან მოვალ და დაგიტოვებთ საჩუქრებს აივანზე. ვისაც აივანი არა აქვს, იმათ ნაძვის ხის ქვეშ. სიტყვის დამთავრება ვინ აცალა, გავცვივდით მაშინვე აივანზე და დაგვხვდა თოკზე გადაკიდებული საქანელა, რომლის ორივე ბოლოზე თითო ცელოფანი იყო ჩამოკიდებული საჩუქრებით.

ახლა წარმოვიდგინოთ ამ ისტორიის სხვა ვარიანტი: მე ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ველოდები საჩუქრებს დედიკოსგან და მამიკოსგან. თან ამ დროს ცხადია მექნებოდა მუდმივი კითხვები: როდის უნდა მომცეთ? ჰე, მომეცით ახლა - იმ იდუმალი ლოდინის ნაცვლად, როცა არ იცი როდის ჩამოიქროლებს თოვლის ბაბუა შენს სახლთან smile.gif და მერე პირდაპირ ხელში გადაცემული საჩუქარი აივანზე დაკიდებულის ნაცვლად... რა ვიცი, ეს უფრო ლამაზია? მე წინა ვარიანტი უფრო მომწონს smile.gif

და კიდევ ერთი მომენტი: ყოველი ახალი წლის წინ ფარული შიში: ვაითუ არ მომიტანოს თოვლის ბაბუამ საჩუქარი, მე ხომ დედიკოს და მამიკოს ვაბრაზებდი. მოკლედ, მთელი წლის ცოდვები მახსენდებოდა ხოლმე ახალ წელს biggrin.gif და ბოლოს გვირგვინდებოდა სიხარულით: მაინც მომიტანა! smile.gif

Posted by: niniko09 20 Nov 2012, 14:15
ჩემმა ნამდვილი თოვლის ბაბუაც იცის და გადაცმულიც smile.gif, ავუხსენი, რომ ნამდვილი ლაპლანდიაში ცხოვრობს, იქიდან აკვირდება ყველა ბავშვს და ვინც ყოველთვის ცდილობს, კარგად მოიქცეს, სანუკვარ საჩუქარს უმზადებს. მერე ამ საჩუქარს თავის მოადგილეებს – გადაცმულ თოვლის ბაბუებს ურიგებს, რომ ბავშვებამდე მიიტანონ, თორემ ქვეყნად იმდენი ბავშვია, ყველასთან მისვლას ნამდვილი თოვლის ბაბუა ვერ მოასწრებს.

Posted by: natia_m77 20 Nov 2012, 14:34
QUOTE
არ მესმის ბავშვს ტყუილი ილუზიები რატომ უნდა შევუქმნა


არ უნდა შეუქმნა
თავიდანვე უნდა უთხრა, რომ ადამიანები ერთმანეთს კლავენ, სამყარო ძალიან სასტიკია და მეგობრებისგან ღალატიც ხშირია, სიყვარულიც ძალიან საეჭვო რამაა და ან არსებობს, ან არა
თავიდანვე უნდა მოამზადო yes.gif

niniko09
QUOTE
ჩემმა ნამდვილი თოვლის ბაბუაც იცის და გადაცმულიც

ჩვენც ეგრე ვართ smile.gif
გადაცმულები მოდიან ზეიმებზე, კონცერტებზე, ნამდვილი მოდის ღამით და ტოვებს საჩუქარს
თან ისეთი მოქნილია, მაშინ ასწრებს შემოპარვას, როცა ჩვენ მაშხალებით გავდივართ გარეთ, ახალი წლის შესახვედრად user.gif

შიშის ზარს მცემს წერილი, რომელიც თოვლის ბაბუას უნდა მისწეროს gigi.gif
უკვე რამდენჯერმე დაწერა და დახია, ვერ გადაწყვიტა რა უნდა.

Posted by: blblbl 20 Nov 2012, 14:46
ბავშვს აუცილებლად უდნა სჯეროდეს თოვლის პაპის ,აუცილებლად love.gif

პ.ს.როგორ გამიტყდა კარადაში დამაული საჩუქრები რომ ვიპოვნე ახლაც მახსოვს ის გრძობა,მაშინ მივხვდი რომ არავინაც არ არსბეობდა ,მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე დაველდოე ახალწელს და დიდი აღფრთოვანებით შევხვდი biggrin.gif წლების მერე გაიგო დედაჩემმა ეს biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 20 Nov 2012, 14:54
QUOTE
როგორ გამიტყდა კარადაში დამაული საჩუქრები რომ ვიპოვნე ახლაც მახსოვს ის გრძობა,მაშინ მივხვდი რომ არავინაც არ არსბეობდა ,მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე დაველდოე ახალწელს და დიდი აღფრთოვანებით შევხვდი biggrin.gif წლების მერე გაიგო დედაჩემმა ეს

+ 1 მეც ასე გამიტყდა პირველად რომ ვნახე კარადაში დამალული ის ნივთები, რომლებიც პირველ იანვარს ბალიშის ქვეშ აღმოჩნდა smile.gif

მე ჯერ ბაია არ მყავს და არ გადამიწყვეტია, რას და როგორ ვეტყვი, არც მიფიქრია ჯერ ამაზე smile.gif

Posted by: მანიაჩკა 20 Nov 2012, 14:56
რავიცი, რავიცი, მე მაინც ვცდილობ კითხვებზე სწორი პასუხი გავცე, რაც მაქსიმალურად სინამდვილეს შეესაბამება, არამარტო თოვლის ბაბუაზე, წეროების მოყვანილ და მაღაზიაში ნაყიდ ბავშვებზეც არ ვუყვები სისულელეებს, პირველივე ჯერზე როცა იკითხა, ბავშვები როგორ ჩნდებიან, ავუხსენი და მშვენივრად გაიგო.
თოვლის ბაბუის ფენომენი საახალწლო სეზონზე გაყიდვების გეგმის შესრულების საშუალებად მიმაჩნია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილი, ან მე ახალ წელს მოწყენილები ვართ. ძაან მიყვარს საახალწლო სამზადისი და ძალიან ბევრ საჩუქარს ვყიდულობ ყველასთვის. ჩემ შვილსაც არც იმით ვუჭედავ ტვინს, რომ აი, თოვლის ბაბუა საჩუქარს მოუტანს, და არც იმით, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. უბრალოდ ახალ წელს ვაღვიძებ, ნაძვის ხე ნახე, სიურპრიზები გელოდებათქო. იმას აღარც კითხულობს, ვინ დადო და როდის შემოიპარა smile.gif როცა კითხვას სვამს, ვეუბნები, რომ თოვლის ბაბუის ამბავი მოგონილია და ერთ დროს მართლაც იყო წმინდა ნიკოლოზი და იქიდან მონდის ეს ტრადიცია.

მარიამი
QUOTE
მამაჩემი ფიზიკის დიდი მოყვარული იყო და შეეძლო ელექტრო-მოწყობილობების თავის ჭკუაზე მართვა (ეს იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი). ერთ-ერთ ახალ წელს მამაჩემმა გრძელი კაბელით მიაერთა მიკროფონი რადიოს და ისე გააკეთა, რომ თვითონ რომ მეორე ოთახში მიკროფონში ლაპარაკობდა, ხმა რადიოში ისმოდა. მერე დაგვსვა მე და ჩემი და რადიოსთან და პირდაპირ ეთერში მოვუსმინეთ "თოვლის ბაბუას სიტყვას"  : ბავშვებო, ვინც წელს კარგად იქცეოდით, დედიკოს და მამიკოს არ აბრაზებდით, მე ყველასთან მოვალ და დაგიტოვებთ საჩუქრებს აივანზე. ვისაც აივანი არა აქვს, იმათ ნაძვის ხის ქვეშ. სიტყვის დამთავრება ვინ აცალა, გავცვივდით მაშინვე აივანზე და დაგვხვდა თოკზე გადაკიდებული საქანელა, რომლის ორივე ბოლოზე თითო ცელოფანი იყო ჩამოკიდებული საჩუქრებით.

რა მაგარია! smile.gif ჩვენ ბავშვობაში ხშირი იყო ეგეთი რამეები, ახლა უფრო მატერიალისტი ბავშვები არიან სამწუხაროდ sad.gif ჩემმა ტყუილში რომ გამომიჭიროს, გადამაყოლებს ზედ და არ დაივიწყებს, ყოველ დღე დამაყვედრის, ისეთია.

Posted by: niniko09 20 Nov 2012, 14:59
natia_m77
QUOTE
შიშის ზარს მცემს წერილი, რომელიც თოვლის ბაბუას უნდა მისწეროს 

+1
რამდენჯერმე შეცვალა ვერსია

Posted by: blblbl 20 Nov 2012, 15:00
serapita
არც მე მყავს,მაგრამ აუცილებლად ეცოდინება ჩემს შვილს თოვლის პაპაზე და მოუტანს საჩუქრებს ყოველ წელს smile.gif

Posted by: მანიაჩკა 20 Nov 2012, 15:03
natia_m77
QUOTE
არ უნდა შეუქმნა
თავიდანვე უნდა უთხრა, რომ ადამიანები ერთმანეთს კლავენ, სამყარო ძალიან სასტიკია და მეგობრებისგან ღალატიც ხშირია, სიყვარულიც ძალიან საეჭვო რამაა და ან არსებობს, ან არა
თავიდანვე უნდა მოამზადო 

არ ვიცი ამას მართლა გულისხმობ, თუ ირონიულად იძახი, მაგრამ ჩემი 5 წლის შვილი, რომ მეუბნება, ბაღის ჯგუფელი თავიდან რომ მემეგობრებოდა ახლა აღარ მემეგობრებაო, რა ვუთხრა აბა? რომ მეკითხება, შენ და მამა რატომ დაშორდითო, რა ვუთხრა? ადამიანები რომ ერთმანეთს კლავენ და ბოროტი ადამიანები რომ არსებობენ, მაგას ხო ყოველ დღე ისმენს. რა ვქნა, ვუთხრა, რომ ეგ ყველაფერი უფროსების თამაშია?

Posted by: მარიამი 20 Nov 2012, 15:03
QUOTE
პ.ს.როგორ გამიტყდა კარადაში დამაული საჩუქრები რომ ვიპოვნე ახლაც მახსოვს ის გრძობა,მაშინ მივხვდი რომ არავინაც არ არსბეობდა ,მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე დაველდოე ახალწელს და დიდი აღფრთოვანებით შევხვდი biggrin.gif წლების მერე გაიგო დედაჩემმა ეს biggrin.gif


მე და ჩემმა დამაც ვიპოვეთ ერთხელ საახალწლოდ გადამალული ფლომასტერები კარადაში. გავაცუნცულეთ მაშინვე მშობლებთან და - ეს საიდან და რატომ დევს კარადაში-თქო, შევეკითხეთ. ერთი კი გადახედეს ღიმილით ერთმანეთს და ჩაილაპარაკეს: საიდან იპოვეს ახლაო... მერე მამაჩემმა უცებ მოიფიქრა: ეგ ჩემი თანამშრომლის შვილებს უნდა ვაჩუქო დაბადების დღეზე და მაგისთვის ვინახავდიო. ჩვენ სასწრაფოდ შევუთანხმდით, რომ ჩვენთვისაც ეყიდა ისეთივე, თანხმობა მივიღეთ და ახალი წლის საჩუქრებში რომ დაგვხვდა იგივე ფლომასტერები, მე პირადად ეჭვი არ შემპარვია, რომ მამაჩემმა ისინი თანამშრომლის შვილს აჩუქა და მე თოვლის ბაბუამ ისეთივე მიყიდა, რადგან ძალიან მინდოდა smile.gif ეტყობა მე ვიყავი ზედმეტად გულიბრყვილო smile.gif
* * *
QUOTE
წეროების მოყვანილ და მაღაზიაში ნაყიდ ბავშვებზეც არ ვუყვები სისულელეებს

ეგ ხო smile.gif მაგაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს. რომც მოვატყუო, არ გამომივა. მშვენივრად ხედავდა, უზარმაზარი მუცელი რომ მქონდა და იცოდა, შიგ იჯდა თავისი პატარა ძამიკო. ასე რომ, თავიდანვე იცის: ბაია ჯერ დედიკოს მუცელში გაჩნდება, იქ გაიზრდება და მერე ექიმი გამოიყვანს მუცლიდან.
პირველად "დაიკო მინდა" ფრაზა ასეთი ფორუმილირებით მითხრა: "დედიკო, კიდევ გაგეზარდოს რა მუცელი" biggrin.gif
* * *
და კიდევ ჩემი ერთი დაკვირვება (შეიძლება მცდარი იყოს ეს დაკვირვება, არ ვამტკიცებ არაფერს): ბავშვები, რომლებსაც არ სჯერათ თოვლის ბაბუის არსებობა, უფრო ცინიკოსები და ირონიულები არიან. ზემოდან უყურებენ დანარჩენების "უმეცრებას". ხშირია დაცინვა: შენ რა, მართლა გჯერა, შე სულელო და ა.შ. პიროვნული ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მირჩევნია ჩემი შვილი ისევ "გულუბრყვილოდ მოტყუებული" იყოს რაღაც ასაკამდე, ვიდრე ცინიკოსი.

ეს აზრი რამდენიმე ბავშვზე დაკვირვებით გამიჩნდა და თუ ზოგადად ასე არაა, საწყენად ნუ მიიღებს ნურავინ. გამიხარდება, თუ ვცდები.

Posted by: Milena 20 Nov 2012, 15:27
3 წლის ბავშვს ვერ ვეტყვი, რომ არ არსებობს თოვლის პაპა.
სკოლის მოსწავლემ ( მე -3 კლასი) კი იცის, რომ არ არსებობს და მშობლები ვყიდულობთ. ისევე, როგორც ყოველ წელს, წელსაც ყველამ მივიტანეთ სკოლაში "ერთი" სათამაშო, ღარიბი ქვეყნების ბავშვებთან გასაგზავნად.

საშობა საჩუქარი კი განსაკუთრებულია, მხოლოდ თოვლის პაპას თუ აქვს თავის " ჯადოსნურ სახელოსნოში". თოვლის პაპა, ბებია და ბაბუასთანაც ტოვებს საჩუქარს და ნათლია-მეგობრებთანაც biggrin.gif და საჩუქრების დღეებიც, სტუმრიანობასთან ერთად ხანგრძლივდება : ) ყველაფერს ერთ დღეს არ იღებენ.

Posted by: natia_m77 20 Nov 2012, 15:38
მანიაჩკა
QUOTE
ადამიანები რომ ერთმანეთს კლავენ და ბოროტი ადამიანები რომ არსებობენ, მაგას ხო ყოველ დღე ისმენს


ჩემი არ ისმენს user.gif
როცა მოისმენს და გაიგებს, მაშინაც ეყოფა
ახლა ძირითადად ბაზ ლაითიერის და მაშას და დათვის თემატიკითაა დაკავებული
და სწავლით კიდე
თუ ბაღში ვიღაც აღარ ემეგობრება, აუცილებელი არაა უთხრა, რომ მეგობარმა უღალატა
და არც ისაა აუცილებელი, 5 წლის ასაკში გაიგოს, დაშირდნენ თუ არა მშობლები და რა იყო მიზეზი.

Posted by: tamo7779 20 Nov 2012, 16:38
sesi-eliot
კი, მეც ვფიქრობ გვესტუმრება smile.gif

ერთი ჭიტას უნდა ვესტუმრო მაშა და დათვი მინდა smile.gif

Posted by: მარიამი 20 Nov 2012, 16:38
საჩუქრის იდეა ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის:
http://www.amazon.com/Patriot-Memory-Jolly-Santa-PSF16GUSBHDST/dp/B009WIW73O/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1353414998&sr=8-2&keywords=santa+flash+drive
ფლეშ-მეხსიერება smile.gif მე ვაჩუქე შარშან 10 წლის მაზლის შვილს რაღაც ასეთი და მგონი კმაყოფილი იყო smile.gif

Posted by: Cecy Elliott 20 Nov 2012, 16:48
tamo7779
QUOTE
ერთი ჭიტას უნდა ვესტუმრო მაშა და დათვი მინდა

მაგათ სალომე არ იცნობს biggrin.gif ისე მეც ვაპირებ ნელ-ნელა დაზვერვა-დათვალიერებას.... smile.gif
ყველაზე დიდი ჭიტა სადაა ისე? ან სხვა რამ...? ბევრი როა კი ვიცი, მარა დიდად არ ვარ გარკვეული biggrin.gif

Posted by: ვასასი 20 Nov 2012, 16:53
ერთ ახალ წელს სპაიდერმენის ფორმა "მოუტანა" თოვლის ბაბუამ. აღფრთოვანებული დარჩა ჩემი ბიჭუკა.

Posted by: ინფინიტი 21 Nov 2012, 00:07
მანიაჩკა
QUOTE
ჩემსას არ ვატყუებ თოვლის ბაბუით. იცის რომ ოჯახის წევრები ჩუქნიან ახალ წელს საჩუქრებს. ერთ წელს ბაღში მოახვიეს თავს ეს თოვლისბაბუის ზღაპრები და 3 წლის ბავშვს აღარ გავუტეხე და ვუთხარი, ტყუილიათქო. წელს ვიღაცას ვუყვებოდი, ახალ წელს ვუყიდე სალომეს ველოსიპედი და ერთხელ არ მჯდარათქო და თურმე გაიგონა, და ეგრევე მომვარდა, აბა მომატყუე თოვლის ბაბუამ მოგიტანაო? მეთქი, ხოიცი რომ თოვლის ბაბუას არ მოაქვს და ჩვენ ვყიდულობთ, რა გაგიკვირდა... და მოვუყევი წმინდა ნიკოლოზზე და საერთოდ საიდან მოდის თოვლის ბაბუის ფენომენი. ნუ, ის არ მითქვამს, რომ სანტა კოკა-კოლას რეკლამამ "შექმნა".

არ მესმის ბავშვს ტყუილი ილუზიები რატომ უნდა შევუქმნა. მეთვითონაც ყოველთვის ვიცოდი, რომ მშობლებს მოქონდათ საახალწლო საჩუქრები და ისიც ვიცოდი რომ თოვლის ბაბუები გადაცმულები იყვნენ.


აუ, ამეტირა, მე ვიყო თოვლის ბებო ბაბალე
ტუჩი ამებრიცა სატირლად , სერიოზულად smile.gif


Posted by: _იუზერნეიმი_ 21 Nov 2012, 00:23
QUOTE
კიდევ მგელი, რომელიც არის ბოროტი, იმიტომ რომ კურდღლებს და სუსტ ცხოველებს ერჩის.გუშინ მეუბნება, მოდი მგელი მოვკლათომე ავუხსენი, რომ მოკვლა არ შეიძლება. მგელი იმიტომ არ გვიყვარს, რომ კურდღლებს კლავს.


sad.gif
ეჰ

Posted by: khatia88 21 Nov 2012, 00:26
რამდენიმე დღის წინ დადგა მაცივრის გვერდით კუთხეში და დააბარა თოვლის პაპას........ ვინტილატორი.
დღეს რომ ვაძინებდი კიდევ ერთხელ ვკითხე რა გინდა , რომ მოგიტანოს მეთქი და ჭეღსი ჩამოსაკიდებელი ნათურაო rolleyes.gif rolleyes.gif
ვინმეს გეუბნებათ თქვენი შვილი ასეთ რამეს?

Posted by: მანიაჩკა 21 Nov 2012, 09:17
მარიამი
QUOTE
და კიდევ ჩემი ერთი დაკვირვება (შეიძლება მცდარი იყოს ეს დაკვირვება, არ ვამტკიცებ არაფერს): ბავშვები, რომლებსაც არ სჯერათ თოვლის ბაბუის არსებობა, უფრო ცინიკოსები და ირონიულები არიან. ზემოდან უყურებენ დანარჩენების "უმეცრებას". ხშირია დაცინვა: შენ რა, მართლა გჯერა, შე სულელო და ა.შ. პიროვნული ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მირჩევნია ჩემი შვილი ისევ "გულუბრყვილოდ მოტყუებული" იყოს რაღაც ასაკამდე, ვიდრე ცინიკოსი.

smile.gif კი, მეც მყავდა კლასში ასეთები smile.gif მაგრამ მეც ხომ ვიცოდი რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ამ ინფორმაციით სხვა ბავშვებს არ ვტკენდი გულს. ანუ, ბავშვს გააჩნია, თუ ზოგადად სხვების დაჩაგვრა წესად აქვს, ნებისმიერი ხერხით დაჩაგრავს sad.gif

Milena
QUOTE
სკოლის მოსწავლემ ( მე -3 კლასი) კი იცის, რომ არ არსებობს და მშობლები ვყიდულობთ

ახლა აკვნიდან ინფორმირებულები არიან ბავშვები. ჩემ დროს მეხუთე კლასშიც ბევრს ჯეროდა smile.gif

natia_m77
ხო, რავიცი, მაშას და დათვს ესეც უყურებს, მაგრამ დისნეის მულტფილმებსაც აქტიურად უყურებს, სადაც აუცილებლად არიან ბოროტი პერსონაჟებიც.
QUOTE
და არც ისაა აუცილებელი, 5 წლის ასაკში გაიგოს, დაშირდნენ თუ არა მშობლები და რა იყო მიზეზი.

4 თვის იყო მე და მამამისი რომ დავშორდით და თავიდან ვერც აცნობიერებდა, 3 წლიდან უკვე დაიწყო ამ საკითხზე კითხვების დასმა. მაშინ ვერ იგებდა რას ნიშნავს სიტყვა "დაშორებულები" და თვითონ ასე ახსნა "ერთად ყოფნა გაეთიშათ"-ო sad.gif
კარგი, რა, როგორ არ არის აუცილებელი, რომ ბავშვმა იცოდეს, რომ მშობლები დაშორებული არიან. smile.gif მეორე ქორწინებაში ვარ უკვე და ბავშვს ველოდები, და 5 წლის ბავშვს იმას უნდა ვეუბნებოდე, მამიკო მივლინებაშიათქო?




tamo7779
QUOTE
ერთი ჭიტას უნდა ვესტუმრო მაშა და დათვი მინდა 

მაშა და დათვი მეც მინდა smile.gif

ინფინიტი
QUOTE
აუ, ამეტირა, მე ვიყო თოვლის ბებო ბაბალე
ტუჩი ამებრიცა სატირლად , სერიოზულად

შენ ფიქრობ რომ სასტიკი დედა ვარ და ბავშვს ილუზიებს/ფანტაზიებს ვუნგრევ?

khatia88
QUOTE
რამდენიმე დღის წინ დადგა მაცივრის გვერდით კუთხეში და დააბარა თოვლის პაპას........ ვინტილატორი.

lol.gif რა გინდა, ბავშვი მეოჯახე გეზრდება smile.gif საყვარელიიიიი smile.gif

Posted by: Solveig 21 Nov 2012, 09:20
khatia88
QUOTE
რამდენიმე დღის წინ დადგა მაცივრის გვერდით კუთხეში და დააბარა თოვლის პაპას........ ვინტილატორი.
დღეს რომ ვაძინებდი კიდევ ერთხელ ვკითხე რა გინდა , რომ მოგიტანოს მეთქი და ჭეღსი ჩამოსაკიდებელი ნათურაო



ოჯახის მუჭუჭი smile.gif

Posted by: memevar 21 Nov 2012, 12:31
tamo7779

ერთი ჭიტას უნდა ვესტუმრო მაშა და დათვი მინდა


მაშა და დათვის მულტფულმი? თუ სათამაშოც არის? ჩემსაც ძალია უყვარს smile.gif ტუ ნახავ დაწერე რა აქ smile.gif smile.gif

Posted by: ინფინიტი 21 Nov 2012, 12:42
მანიაჩკა
QUOTE
ენ ფიქრობ რომ სასტიკი დედა ვარ და ბავშვს ილუზიებს/ფანტაზიებს ვუნგრევ?

ვაიმე, კაი რა, სასტიკი არა სისხლისმწოველი biggrin.gif
უბრალოდ, იმდენად კეთილი ზღაპარია , იმდენად დიდი სიკეთეა და სიყვარულია, ისეთი სიღუნღულეა ეს თოვლის ბაბუა გრძელი წვერით და ციმციმა თვალებით, საახალწლოდ მორთულ სახლში, მქრქალად განათებულ თბილ ოთახში, დიდ ნაძვისხესთან ჩამოპარვით, საჩუქრებით და ჩურჩხელებით და შოკოლადებით, იმის შეგრძნებით, რომ სადღაც შორეული ლაპლანდიიდან (გინდაც სვანეთის მთებიდან) მოდის მოხუცი პაპა , რომ აგვისრულოს სურვილები და მაშინ, როცა ახალი წლის ღამეს, ტკბილად გვძინავს ოჯახობას, დაგვხედოს, ჩაიღიმოს ულვაშებში და ისევ ჩუმად გაუჩინარდეს, ისეთი მშობლიურია ეს ფუმფულიკობა და ქუნქულიკობა, რო ლამის მეც მჯერა biggrin.gif და მინდა ჩემს შვილსაც ჰქონდეს ეგ სიამოვნება ცოტა ხანს კიდევ biggrin.gif შეიძლება მართალიც ხარ, რომ არ კვებავ ტყუილებით , მაგრამ მაინც , რავი mo.gif

Posted by: natia2203 21 Nov 2012, 12:56
ბაღის ასაკის ბავშვისთვის თოვლის პაპის ლამაზი ზღაპრის დაჯერება არ არის ბავშვის მოტყუება. მე ის უფრო ცუდად მიმაჩნია 2-3 წლის ბავშვს რომ დავსვათ და ავუხსნათ რომ თოვლის პაპა არ არსებობს და საჩუქარს მე კიგეთებო, ვიდრე ის რომ ჯეროდეს ახალი წლის ღამის საჩუქრების. ვისაც გგონიათ რომ ბავშვისთვისაა უკეთესი სიმართლის ცოდნა, შეადარეთ თოვლის პაპისგან მიღებული საჩუქრის ემოციები მშობლის საჩუქრისგან მიღებულ ემოციებს და მიხვდებით.

Posted by: tamo7779 21 Nov 2012, 13:05
memevar
ვეღარ ვიპოვე ლინკი რომ დავდო smile.gif
დღეს ვაპირებ ყიდვას. smile.gif

Posted by: მანიაჩკა 21 Nov 2012, 13:22
ინფინიტი
smile.gif ხოოო, ეგ სიხარულები ისედაც თან სდევს ახალ წელს. ძაან მიყვარს მეც მთელი სამზადისი, სიურპრიზები, თოვლის ბაბუები, ბებიები და ყველაფერი. მაგ ისედაც კი გვიხარია. თან მაგაზე არც უმახვილებს ყურადღებას არავინ, რომ აი, შეხედე, ყალბი თოვლის ბაბუა smile.gif ან შეხედე, ჩემი ნაყიდი საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ smile.gif მაგ დროს არც სვამს კითხვებს, უბრალოდ უხარია. აი, როცა კითხვებს სვამს, მაშინ იმდენად ბურღავს ტვინს, მაინც გამოგიჭერს ტყუილში. ვთქვათ, ვუპასუხე, რომ არსებობს თოვლის ბაბუა. მერე მოყვება გამოძიებას. ხოდა ჯობია თავიდანვე ვუთხრა, რომ ლეგენდაა უბრალოდ წმინდა ნიკოლოზზე.


შარშან ძალიან ბევრი საჩუქრები დავუდე ნაძვის ხის ქვეშ, ერთი დიდი და ძვირფასი საჩუქრის ჩუქებას, ასე მირჩევნია. თან დისშვილები-ძმისშვილები იმდენი არიან, ბავშვები, იმათთვისაც ვდებ ხოლმე ნაძვის ხესთან საჩუქრებს. აუ, ახლა ამ თემამ ისე მომანდომა ახალი წელი smile.gif

ნაძვის ხეები არ იყო ჯერ ლილოში. ალბათ ასე 2 კვირაში შემოვა.

natia2203
რავიცი, ნაძვის ხესთან რაც ხვდება საჩუქრები, არც კითხულობს, ვინ მიყიდაო smile.gif უბრალოდ უხარია. ჩვენ არ ვუმახვილებთ ყურადღებას, რომ თოვლის პაპა შემოიპარა ისე, რომ ვერცერთმა ვერ გავიგეთ, ან იმას, რომ აი, ეს მე გიყიდე, ეს ბებიამ, ის ბიცოლამ... smile.gif უბრალოდ დილით საჩუქრები ხვდება ნაძვის ხესთან. იმისთვის აღარ ცალია ხოლმე, რომ იკითხოს, ვისი მოტანილია.

Posted by: upwave 21 Nov 2012, 13:36
მანიაჩკა
რაღაც ძალიან მგონია, რომ შენ შვილს უფრო ენდომებოდა თოვლის ბაბუსი სჯერებოდა yes.gif

ჩემი შვილი 7 წლისაა, მე-3 კლასში და მაინც სჯერა.

შარშან ასეთი ინციდენტი მოხდა მის კლასში, დამრიგებელმა უთხრა ბავშვებს გაკვეთილზე, ახალი წელი ახლოვდება და თოვლის ბაბუას წერილი მისწერეთ თქვენი სურვილებისო.
ზოგი ბავშვი წამომხტარა და ყვირილი დაუწყია, არ არსებობს თოვლის ბაბუა, ჩვენს მშობლებს მოაქვთ საჩუქრებიო.
დამრიგებელს უთქვამს, ვისაც გჯერათ რომ არსებობს და საჩუქრებს მოუტანს, იმათ მისწერონ წერილიო.

დაჯდა უკლებლივ 20-ივე და თოვლის ბაბუას წერილი დაუწერა smile.gif smile.gif smile.gif







მერე ეს წერილები ჩამოართვა მასწავლებელმა ბავშვებს და კრებაზე ჩუმად გადმოგვცა smile.gif
ზოგს ტელეფონი უნდოდა, ზოგს ტყავის კურტკა და ჩემმა შვილმა ყალბი ფულიო facepalm.gif biggrin.gif biggrin.gif

მერე სახლში მითხრა დედა, თოვლის ბაბუას მივწერე ყალბი ფული მომიტანოსო, მე ვუტხარი, ნამდვილი ფული მაინც გეთქვა, რაღა ყალბს აბარებდითქო lol.gif

P.s. ინგლისში მასწავლებელი სკოლიდან გარიცხეს მხოლოდ იმის გამო, რომ მე-3 კლასელ ბავშვებს გაკვეთილზე თოვლის ბაბუის არარსებობის შესახებ არწმუნებდა.

შენ როგორც გინდა შენი შვილი ,,დიდი" იყოს, მას თავისი ასაკი აქვს და მის ფსიქოლოგიურ განვითარებას ესაჭიროება ფანტაზია და კეთილი ზღაპრები smile.gif

Posted by: tamar1586 21 Nov 2012, 13:50
upwave
QUOTE
ჩემმა შვილმა ყალბი ფულიო

ვაიმე, ყალბი რატომო, აგიხსნა მერე? biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 21 Nov 2012, 13:53
upwave
QUOTE
დაჯდა უკლებლივ 20-ივე და თოვლის ბაბუას წერილი დაუწერა 

ხო, ეს ასეა smile.gif მე 12 წლამდე ვწერდი წერილებს თოვლის ბაბუას, რომ ჩემი მშობლები დამენამუსებია smile.gif ბოლო წერილში ისე გავნაგლდი, 3 გვერდი გავავსე და რომ არაფერი მომიტანა, იმის მერე შევწყვიტე წერილების წერა smile.gif
QUOTE
ჩემმა შვილმა ყალბი ფულიო   

lol.gif lol.gif lol.gif რამ მოაფიქრა? smile.gif

QUOTE
შენ როგორც გინდა შენი შვილი ,,დიდი" იყოს, მას თავისი ასაკი აქვს და მის ფსიქოლოგიურ განვითარებას ესაჭიროება ფანტაზია და კეთილი ზღაპრები

კი, ამაში გეთანხმები. 3 წლის რომ იყო, მაინც თვითონ იგონებდა რაღაცეებს. ერთხელ შევუსწარით, მუხლებზე დამხობილი ტუალეტში იატაკს ხეხავდა ჭურჭლის სარეცხი ქაფით და გუბკით, კონკია სულ რომ შრომობს, მეც ხომ უნდა გავაკეთო რამეო. და მართლა სჯეროდა, რომ კონკიად გადაიქცეოდა. როცა მეკითხებოდა, კი ვეუბნებოდი, რომ ეგ ზღაპრებია და ფერიებიც მარტო ზღაპრებში არსებობენ, მაგრამ ფიქრს კიარ ვუკრძალავდი smile.gif კონკიას კაბაც გამოვუწერე და ბაღის ზეიმზე კონკიას როლი მისცეს, ისე შეასრულა, ლამის მეც დავიჯერე, რომ კონკიად გადაიქცა smile.gif

Posted by: upwave 21 Nov 2012, 14:02
მანიაჩკა
QUOTE
იატაკს ხეხავდა ჭურჭლის სარეცხი ქაფით და გუბკით,

love.gif

QUOTE
ვაიმე, ყალბი რატომო, აგიხსნა მერე?

ვაიმე, არ ვიცი, მამამისი აძლევს და მე სულ ვჩხუბობ :X

ეტყობა ნამდვილ ფულს რომ ვუკრძალავ, იმიტომ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: lelukaa 21 Nov 2012, 14:57
გოგოებო მაშა და დათვი ვიყიდე კარფურში, 5.9ლ ღირდა smile.gif

Posted by: _SisterofNight_ 21 Nov 2012, 15:40
ძალიან კარგი და იაფიანი მაღაზიაა ბავშვთა სათAმაშოები-საკანცელარიო ვაკის პიქსელში, 1 სართულზე აი სანამ გუდვილში ჩახვალთ, შესასვლელი გარედანაც არის, მართლა იაფია, ჩემი შვილის ბაღელების დაბადებისდღე იყო და იქ ვიყავი ვიყიდე რაღაცეები საკმაოდ იაფად. ჯერ ახალი წლის რაღაცეები არ არის მაგრამ მივიღებთო smile.gif

Posted by: მანიაჩკა 21 Nov 2012, 16:29
lelukaa
სურათი შეგიძლია დადო, თუ არ გეზარება?
მაგხელა გზაზე მარტო მაგისთვის რა წავა, მაგრამ თბილისი მოლში რომ ვაიკიკი გახსნეს, მანდ ისედაც მინდა წავიდე ამ დღეებში, ამბობენ ძალიან კარგი ფასებიაო. ქუდი და ხელთათმანები მინდა.
* * *
_SisterofNight_
ვაა, ძაან კარგია, თუ იაფი ღირს. მე მივაქციე ყურადღება, მაგრამ არ შევედი, იმიტომ რომ ჩავთვალე, საშინელი ფასები ექნებოდათ. პიქსელში მეორე სართულზეა საბავშვო/საკანცელარიო მაღაზია და იქ რომ შევიყვანე, 55 ლარიანი პატარა ჩანთა და 20 ლარიანი საფულე მაყიდინა smile.gif იმის მერე პიქსელს ვერიდები smile.gif თან ამას ხატვა ისე უყვარს, სულ ზის და ხატავს და კარგ სახატავებსაც ვუყიდდი საახალწლოდ, ძაან გაუხარდება.

Posted by: lelukaa 21 Nov 2012, 16:46
მანიაჩკა
ა ბატონო, ვითომ საახალწლო საჩუქრად ვიყიდე და მიაგნო smile.gif)))
http://www.radikal.ru

რაც შეეხება ვაიკიკის, სტამბულ ბაზარში ვიყავი ვაიკიკიში და ფასებმა მომხიბლა smile.gif
გოგოს ტანსაცმელი იყო ძალიან, ძალიან კარგები, ბიჭის 1 რამეც ვერ ვიყიდე, სულ დაქარგულ, მულტიკებიან, დათუნებიანი ტანსაცმელი იყო sad.gif
სამაგიეროდ ქალის შარვლები იყო სუპერ, კაცის პერანგები, შარვლები, სპორტული ფეხსაცმელები.
ნუ მაშინ 50 $იანი სეილი იყო პრინციპში smile.gif

Posted by: მანიაჩკა 21 Nov 2012, 16:51
lelukaa
QUOTE
ა ბატონო, ვითომ საახალწლო საჩუქრად ვიყიდე და მიაგნო )))

lol.gif უკვე მიეცი? ლოლ
ბავშვი რა საყვარელია 2kiss.gif
მომეწონა მაშა და დათვი smile.gif

QUOTE
გოგოს ტანსაცმელი იყო ძალიან, ძალიან კარგები

ხო, მეც გოგო მყავს და რა მენაღვლება smile.gif ვაიკიკიში ტანსაცმლის ფერებზე ვგიჟდები. პეკინზე რომ მაღაზიაა, იქ საშინელი ფასებია. 50% ფასდაკლებაზე ვყიდულობდი ხოლმე. ხარისხით დიდად არ აღვფრთოვანდი. ბევრი რამე ყიდვისთანავე გაფუჭდა კნოპკები/ღილები/პომპონჩიკები დაძვრა. მაგრამ მაინც მიყვარს ეგ ბრენდი.

Posted by: lelukaa 21 Nov 2012, 16:53
მანიაჩკა
QUOTE
უკვე მიეცი? ლოლ

რო მივიტანე რო არ დაენახა უცებ მივჩქმალე უჯრაში და დამავიწყდა მერე გადამალვა უფრო საიმედო ადგილას :დ

Posted by: tamo7779 22 Nov 2012, 10:53
lelukaa
biggrin.gif საყვარელი
ფაფუ საახალწლო საჩუქარი biggrin.gif
მოკლედ წავედი კარფურში.... თუ პიქსელს ვესტუმრო, ვეღარ მოვიფიქრე smile.gif

Posted by: ninitini 22 Nov 2012, 13:59
რა ბედნიერებაა რომ ამ საკითხზე მე სრთოდ არ ვფიქრობ, ბებომ აირო თავის თავზე,
ჩვენ უბრალოდ შევუკვეთეტ რა გვინდა და სიას ყოველდღე ვზრდით.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: lelukaa 22 Nov 2012, 14:27
tamo7779
QUOTE
მოკლედ წავედი კარფურში....

გუშინ ვიყავი და ეხლა სხვანაირი კომპლექტია, დათუნია და 2 მაშა, ერთი ვარდისფერ კაბაში, მერე ლურჯში smile.gif

ninitini
QUOTE
რა ბედნიერებაა რომ ამ საკითხზე მე სრთოდ არ ვფიქრობ, ბებომ აირო თავის თავზე,

მე კიდე საოცარ სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი <3

Posted by: ninitini 22 Nov 2012, 15:27
lelukaa
სასიამოვნო კია მაგრამ მაგ სიამოვნებას ისედაც ვიღებ ხოლმე, რამე საჩუქარს მეც ვუყიდი რა თქმაუნდა მაგრამ ძირითადს ბებო გვიყიდის..
რაც ამან ჩამოთვალა ყველაფერი მე რომ ვუყიდო მძთელი წლის ბიუჯეტი დამჭირდება და მაგიტომაც მიხარია

Posted by: natiko22 22 Nov 2012, 18:01
ჩემს შვილს იმდენი რამე უნდა საიდან დავიწყო არ ვიცი: მიკროტალღური ღუმელი უნდა,სინთეზატორი თავის მიკროფონით და ჭიამაიას ან კონკიას ფორმა. ესენი აქვს შეკვეთილი biggrin.gif P.S. 4 წლისაა ქალბატონი.სამზარეულო აქვს,ავეჯი,სარეცხის მანქანა,უთო თავის მაგიდით. მიკროტალღური ღუმელი აკლია ოჯახში biggrin.gif ფორმები სად შეიძლება რომ ვნახო ვერ მეტყვით? თუ მოგიკრავთ სადმე თვალი და რა ფასი აქვს დაახლოებით?

Posted by: niniko09 23 Nov 2012, 22:31
natiko22
QUOTE
S. 4 წლისაა ქალბატონი.სამზარეულო აქვს,ავეჯი,სარეცხის მანქანა,უთო თავის მაგიდით. მიკროტალღური ღუმელი აკლია ოჯახში

პატარა დიასახლისი, საყვარელი 2kiss.gif

ფანტაზიაში გავიჭედე სერიოზულად, კლასი ვაპირებთ ბავშვთა ცენტრში ახალი წლის აღნიშვნას და გვინდა, სიმბოლური საჩუქრები მოგვიტანოს თოვლის ბაბუამ. გოგონების მშობლებმა თვითონ გაარკვიონ და მე ბიჭების საქმე მადარდებს biggrin.gif რა შეიძლება სიმბოლურ ფასად (მაქს. 5 ლარი) თოვლის ბაბუამ მოუტანოს ბიჭს? ანუ 15-16 ბიჭისთვის ერთნაირი უნდა ვიყიდოთ მერე, რომ ერთმანეთის საჩუქრებზე გული არ დაწყდეთ (თვალი არ დარჩეთ). ამ ფასად ნორმალური და საოცნებო ვერაფერი წარმომიდგენია და რა მეშველება არ ვიცი biggrin.gif

Posted by: tamar1586 23 Nov 2012, 23:39
niniko09
QUOTE
რა შეიძლება სიმბოლურ ფასად (მაქს. 5 ლარი) თოვლის ბაბუამ მოუტანოს ბიჭს?


სხვადასხვანაირი კანფეტები (დიდი შეფუთვებით თუ იყიდით იაფი დაგიჯდებათ) + პატარა ბლოკნოტი + საწერი კალამი. ჩაეტევით ალბათ 5 ლარში wink.gif

Posted by: buuus 23 Nov 2012, 23:45
სუპერში თუ იცით იყიდება უკვე ნაძვის ხის სათამაშოები და საახალწლო მოსართავები?

Posted by: kozet 24 Nov 2012, 00:13
buuus
კი,იყიდება უკვე, მაგრამ ძააან ბევრი ნაგავი ყრია, თუმცა ამოარჩევ კარგ რამეებსაც

Posted by: buuus 24 Nov 2012, 00:15
kozet
შარშან კარგი არჩევანი იყო user.gif
გუდვილში და კარფურში არ არის ჯერ ხო ?

Posted by: anuka2009 24 Nov 2012, 00:17
buuus
QUOTE
კარფურში


არის, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, დიღმის სუპერთან ვერ მივა

Posted by: niniko09 24 Nov 2012, 00:19
tamar1586
ბლოკნოტი და საწერი კალამი მეც ვიფიქრე, ხო იცი! მაინც სკოლასთან და სწავლასთან ასოცირებული საგნებია. მაგრამ ამ ცელქებს სათამაშო ხომ არ ურჩევნიათ მაინც? აუფ, რა სადარდებელი გამიჩნდა, რომ იცოდე smile.gif ალბათ, მაინც ბლოკნოტები ჯობია, სპაიდემენებით ან ბენთენებით მოხატული

Posted by: kozet 24 Nov 2012, 00:20
buuus
მე ვაკეში, კავსაძის კუთხეში რომ სუპერია იქ ვნახე და დიდად მოხიბლული არ დავრჩი, შეიძლება სხვაგანუკეთესები აქვთ გამოტანილი, არ ვიცი ნამდვილად.

Posted by: buuus 24 Nov 2012, 00:24
anuka2009
kozet
წავალ დიღომში, მადლობა 2kiss.gif

Posted by: blblbl 24 Nov 2012, 00:25
niniko09
სპაიდერმენზე გამახსენდა,აი ასეტია სპაიდერმენები და სპაიდერმენსი სიმგერას მღერის,5ლარი ღირს პეკინზე და ვაგზალზე უფრო იაფად იყიდით ,მგონი არაა ძაან პატარა ბავშვის რომ პირველკლასელებმა აითვალწუნონ



http://www.facebook.com/photo.php?v=524102517604776&set=vb.100000150984958&type=3&theater

Posted by: niniko09 24 Nov 2012, 00:44
blblbl
ფეისბუქის ამ გვერდზე ვერ შევედი, არადა დამაინტერესა sad.gif

Posted by: blblbl 24 Nov 2012, 00:45
niniko09
ჩემთან შედი ფბზე ,მერე ვიდეობში შედი და იქ ნახე ვიდეო "ნიკა და ბრაზიანი ჩიტი"

Posted by: tamar1586 24 Nov 2012, 00:46
niniko09
QUOTE
მაგრამ ამ ცელქებს სათამაშო ხომ არ ურჩევნიათ მაინც?

სათამაშო ჯობს რა თქმა უნდა, უფრო გაუხარდებათ.
ისე, არსებობს ლეგოს პატარა მანქანები, სულ რამდენიმე ნაწილისგან იწყობა, შეიძლება ღირდეს 5 ლარის ფარგლებში, არ ვიცი.

Posted by: niniko09 24 Nov 2012, 00:47
blblbl
tamar1586
მადლობა, ვნახავ აუცილებლად smile.gif

Posted by: tamo7779 24 Nov 2012, 02:22
lelukaa
smile.gif ვერ მივაღწიე smile.gif
კვირას ვიკარფურებ smile.gif

Posted by: ათულია 24 Nov 2012, 02:25
რა შეიძლება ვუყიდო 1,3 თვის ბავშვს?

Posted by: forumeli007 26 Nov 2012, 10:48
ათულია
რა უყვარს თათი იმას დააკვირდი... ანუ მანქანა როგორც სათამაშო, ასევე სატარებელი, კარფურში 60 ლარი რომ ღირს, ბურთი, საქანელა (ოთახის, კარებზე რომ იკიდება, 40 ლარი რომ ღირს) მოკლედ დააკვირდი რაზე ერთობა ძალიან, მე პირადად უკვე ვიცი, ერთი აუცილებლად დიიიიიდი ბურთი, სახელურით რომ არის, ჩემ ძმიშვილებთან ნახა და მთელი დღე, აი მართლა მთელი დღე ხელიდან არ გაუგდია, ტირლილი დაიწყო, წამოღება უნდოდა, და მეორე აუცილებლად ცხენი! ბორბლებიც აქვს იმ ცხენს და ბორბლებს რომ აუკეცავ ჩვეულებრივი საქანელა ("კაჩალკა" ) ცხენი ხდება smile.gif
დასაკიდ საქანელაზე ტირლით სკდება ბოთე.....

Posted by: მანიაჩკა 26 Nov 2012, 10:55
მოკლედ, უკვე დავიწყე საჩუქრების შეგროვება smile.gif

მინი მაუსის კურტკა გამოვუწერე. დღეს უნდა გამოვუწერო საღებავების პალიტრა თავის ფუნჯით, ძაან საკაიფო რაღაცაა. კიდევ მინდა რამე კარგი სათამაშო ვუყიდო. ალბათ ლეგოს გამოვუწერ, მაგრამ რამე ორიგინალური ვერაფერი ვიპოვე ჯერ.

ძალიან მინდა საზეიმო ფორმა ვუყიდო, მაგრამ ვერაფერი ვნახე. სად შეიძლება, რომ ვიშოვო?

Posted by: ESCADA 26 Nov 2012, 11:32
ესეიგი ამ 1 კვირაში უნდა ვიყიდო ეტლი, საწოლი და ბავშვის აბაზანა და თავი ამეხადა, დავიარე ყველაფერი sad.gif არ მომწონს არაფერი ან თუ მომწონს ძალიან ძვირიაა
http://www.radikal.ru
ასეთი მინდა რამე 1000 ლარამდე ჯდება ყველგან მაღაზირბში უფრო მეტი თუ არა თავისი მატრასით ,
ეტლი მინდა კალათა და ეტლი რომ იყოს ავტოკრესლო არ მინდა მაქვს, ყველგან ან 3 ნაჭერია ან მხოლოდ ეტლი sad.gif

Posted by: tamo7779 26 Nov 2012, 11:40
ძალიან ლამაზი მაშა და დათვი + 2 შველი-ბემბი და ბაჭია 8,90 მივეცი როგორც მახსოვს. არის მარტო დათვი და მაშა 5,90.
კარგი ხარისხია smile.gif

Posted by: forumeli007 26 Nov 2012, 11:49
tamo7779
სად???? ჩემი გიჟდება მაშაზე და დათუჩაზე

Posted by: tamo7779 26 Nov 2012, 14:43
forumeli007
კარფური. ქვემოთ რომ სართულია იქ. შიგნიდან თუ ჩადიხარსაახალწლო სათამაშოებს უნდა გაცდე. ლამის ბოლოში. სათამაშოების მერე რიგშია
ძალიან გაუხარდა გუშინ რომ დახვდა მაგიდაზე. ჯერ გაიპრანჭა და მერე ამოღებაში რომ ვეხმარებოდი ცქმუტავდა სიხარულით biggrin.gif

Posted by: mattildaa 28 Nov 2012, 16:04
http://www.radikal.ru

ახალი წლის ნაძვის ხის ზეიმი Holiday Inn ♥
29 დეკემბერი

https://www.facebook.com/emgevent

Posted by: მარიამი 28 Nov 2012, 16:35
ჩემს ძველ თემას ვეღარ ვპოულობ, რომ ამოვწიო და საახალწლო საბავშვო ღონისძიებებზე თუ რამეს გაიგებთ, აქ დაწერეთ რა.

Posted by: ლუნა 28 Nov 2012, 21:05
ESCADA
QUOTE
უნდა ვიყიდო ეტლი, საწოლი და ბავშვის აბაზანა

უფროსი გოგოსი არ დაგრჩა არაფერი? wink.gif

Posted by: natiko22 28 Nov 2012, 21:56
QUOTE
ძალიან მინდა საზეიმო ფორმა ვუყიდო, მაგრამ ვერაფერი ვნახე. სად შეიძლება, რომ ვიშოვო?



საზეიმო ფორმა მეც მაინტერესებს.გუდვილში ან კარფურში ხომ არ გინახავთ შემთხვევით? ან სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: niniko09 29 Nov 2012, 00:30
დისნეის გვერდზეა ფორმები ნაირნაირი, მაგრამ გამოწერით რა ჯდება, ვერ გეტვით, არ მაქვს გამოცდილება. ფასები 30–დოლარიდან იწყება

Posted by: natia2203 29 Nov 2012, 09:28
natiko22
ამაზონზე 19 დოლარიდან იწყება და ყველანაირს ნახავ.

Posted by: მანიაჩკა 29 Nov 2012, 09:51
niniko09
QUOTE
დისნეის გვერდზეა ფორმები ნაირნაირი, მაგრამ გამოწერით რა ჯდება, ვერ გეტვით, არ მაქვს გამოცდილება. ფასები 30–დოლარიდან იწყება

დისნეიდან 2 პრინცესას კაბა აქვს უკვე 3 წელია და მობეზრდა. ახლა რამე განსხვავებული მინდა.

natia2203
QUOTE
natiko22
ამაზონზე 19 დოლარიდან იწყება და ყველანაირს ნახავ.

კი, მაგრამ Customer Reviews რომ წავიკითხე, ერთ ჩაცმაში ფუჭდება ეგენი, ან თავიდანვე გაფუჭებული ჩამოდის, ძალიან უხარისხოები უნდა იყოს.
natiko22

QUOTE
დისნეის გვერდზეა ფორმები ნაირნაირი

აი ესენი მართლა ხარისხიანია, ორი კაბა გვაქვს, უკვე 3 წელია გაიგდეს ბავშვებმა და მაინც ახალივითაა. თან ძალიან ლამაზებია. ფასი თავის შიფინგიანად ადის სადღაც 50 დოლარამდე. სეილზე უნდა იყიდო, მაგრამ შიფინგს და ტაქსებს უმატებს ხოლმე საკმაოდ დიდ თანხას, საშუალოდ 15 დოლარი ემატება ხოლმე რა. 75 დოლარს ზევით უფასო შიპინგია და 7-8 დოლარი ტაქსი ემატება.

Posted by: natia2203 29 Nov 2012, 10:02
მანიაჩკა
ისე რასაც ამერიკიდან იწერთ ტაქს რომ ემატება, usa2georgia-თი თუ გამოიწერთ აღარ დაემატება, ისეთ შტატში აქვთ საწყობი რომ იქ არ არის ეგ გადასახადი.

Posted by: მანიაჩკა 29 Nov 2012, 10:48
natia2203
უ2გ-თიც გამომიწერია და ბესტექსითაც, დისნეიდან ყველა ვარიანტში ემატება ტაქსი.

Posted by: natia2203 29 Nov 2012, 11:01
მანიაჩკა
დღეს გამოვწერე, უსადან 19720 შტატზე არ დაემატა ტაქსი, და დიდი პლუშის სატამაშო გამოვწერე და მოცულობითი წონა არ მაწყობდა და ბესტექსი მივუთითე და 3 დოლარამდე დაამატა ტაქსი

Posted by: მანიაჩკა 29 Nov 2012, 11:42
natia2203
Disneystore.com - აქედან??

Posted by: natia2203 29 Nov 2012, 12:49
მანიაჩკა
ხო, შენ უსა2გეორგიაზეც ტაქს ი რომ დაგიმატა ადრე ხო არ იწერდი? შეცვალეს მაგათ მისამართი და რაც ახალ შტატში გადავიდნენ არცერთი საიტიდან თანხა აღარ ემატება. მაგრამ დიდ სათამაშოებზე მოცულობით წონას ითვლიან, ამიტომ გამოვწერე სხვა ჩამომტანის მისამართზე, ტაქსის 3 დოლარანად მაინც უფრო ნაკლები დამიჯდება ტრანსპორტირებასთან ერთად ჯამში რეალური წონა. ტანსაცმელს თუ გამოიწერ მაშინ კი ჯობია უსათი გამოწერო

Posted by: მანიაჩკა 29 Nov 2012, 13:14
natia2203
ვააა, ძალიან კარგიიი. მართალია, უ2გ-თი კაი ხანია საერთოდ აღარ ვსარგებლობ და ეტყობა ადრე ემატებოდა. აუ, ძაან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის 2kiss.gif

Posted by: SECRET 29 Nov 2012, 14:21
გოგოებო კაბა მინდა რამე საახალწლო 3 წლამდე გოგოსთვის, რამე სანტას სტილში, ხომ არ იცით საიდან შეიძლება გამოვწერო ან ხომ არ ყიდით ვინმე?

Posted by: Nko 29 Nov 2012, 15:00
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif ჩემი პატარა ამ ახალ წელს მხოლოდ 5 თვის იქნება, მაგრამ ვიფიქრე, რისი წელიც მოდის იმის ფუმფულა სათამაშოს ვუყიდო-თქო...
და რაღა მაინცდამაინც გველის წელიწადი მოდის?! sad.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
SECRET
აბა ეს ნახე: https://www.facebook.com/photo.php?fbid=404669756268190&set=pb.108998095835359.-2207520000.1354186698&type=3&theater

თუ ძვირი არ იქნება...

Posted by: tamar1586 29 Nov 2012, 15:09
Nko
QUOTE
და რაღა მაინცდამაინც გველის წელიწადი მოდის?!

რატომ? საყვარელი გველუკები იქნება გასაყიდად, მაუგლიში რომ გველია არ მოგწონს? biggrin.gif
user posted image

Posted by: მანიაჩკა 29 Nov 2012, 15:19
Nko
smile.gif ახალი წლის თემაზე რომ აჩუქო რამე? სანტას ფუმფულა ირემი ძაან მომწონს მე

Posted by: Nko 29 Nov 2012, 16:26
tamar1586
QUOTE
მაუგლიში რომ გველია არ მოგწონს?

არა gigi.gif

მანიაჩკა
QUOTE
სანტას ფუმფულა ირემი

მართალი ხარ smile.gif წელს რამე ეგეთს ვუყიდი და მომავალი წლიდან დავიწყებ წლების მიხედვით შეგროვებას smile.gif

Posted by: ESCADA 29 Nov 2012, 16:59
ლუნა
QUOTE
ESCADA
QUOTE
უნდა ვიყიდო ეტლი, საწოლი და ბავშვის აბაზანა

უფროსი გოგოსი არ დაგრჩა არაფერი?

smile.gif საწოლში ჯერ თვითOნ წევს ქალბატონი ვის დაუთმობს smile.gif
აბაზანა და კალიასკა მე არ მიყიდია ჩემი პატარა დეიდაშვილის ნაქონი თითქმის ახალი იყო და ჩვენ ბოლო მოუღეთsmile.gif თAნ ისეთები იყო ვანნა უზარმაზარი, მერე ვაჩუქეთ ვიღაცას, და ეტლი კიდე დაიშალა, ლილოსი იყო თან კაი ხნის biggrin.gif ტანკივით მძიმე,

ვიყიდე საწოლი და აბაზანას, ეტლი დამრჩა მარტო smile.gif


Posted by: gvants 29 Nov 2012, 18:21
სამართავ ვუუუუუს .
ამასწინათ გუდვილში ნახა და გადაირია, მე პატარა მეგონა ჯერ ამისთვის, მარა smile.gif


--------

Posted by: Unitended 29 Nov 2012, 18:44
QUOTE
სამართავ ვუუუუუს .ამასწინათ გუდვილში ნახა და გადაირია, მე პატარა მეგონა ჯერ ამისთვის, მარა 


პატარაა დამიჯერე
ბუნდღა აღარ არი 2 უსერიოზულესი პულტიანი ვუვუუუუ სი user.gif


სათამაშოებს ტანსაცმელს ისედაც ვყიდულობთ
ხოდაა ვიიიფიქრე ვიიიფიქრე ვიიფიქრე და....
გამომდინარე იქიდან რომ დიდად ვერაფერს აღიქვამს - უფრო სწორედ ყველაფერსაც აღიქვამს მაგრამ 5 წუთში მოიწყენს გადავწყვიტე ნაძვის ხე დავუდგა ძალიან ლამაზი (სიახლე იქნება) და რამე ხმოვანი ან სანტა ან ირემი რავიცი

Posted by: tamo7779 29 Nov 2012, 22:01
მაგიდა და სკამი მინდა
და ბასტიბუბუს წიგნი-კარაოკე
სამზარეულო ჯერ ადრეა 2,5 ბავშვისთვის? თუ ადრეა, მაშინ სახლი მცირეოდენი ავეჯით რომაა ეგეც ადრეა? აი პატარა ნაკრებები რომაა იმას ვფიქრობ, დიდებში ძალიან ბევრი ნივთია მგონი.........

Posted by: natiko22 29 Nov 2012, 23:34
natia2203

დიდი მადლობა. ვნახავ დისნეიზეც და ამაზონზეც.
* * *
tamo7779


QUOTE
სამზარეულო ჯერ ადრეა 2,5 ბავშვისთვის? თუ ადრეა, მაშინ სახლი მცირეოდენი ავეჯით რომაა ეგეც ადრეა? აი პატარა ნაკრებები რომაა იმას ვფიქრობ, დიდებში ძალიან ბევრი ნივთია მგონი.......



სამზარეულო ეხლა ვუყიდეთ ჩემსას,4 წლისაა,თავიდან კი თამაშობდა კარგად. ეხლა უკვე მობეზრდა და ქვაბები და საჭმელ-სასმელი სულ ძირს აქვს მიმოყრილი. 2.5 წლის ბავშვისთვის ჯერ ადრეა მე მგონი.

Posted by: ESCADA 30 Nov 2012, 00:30
დღეს დიღმის გუდვილში ვუყიდე ეს პლასტილინის ნაკრები, მაკარონების გამოსაშვები აპარატია biggrin.gif და 1 კილო პლასტილინი ცალკე, 21 ლარი ის ღირდა და 17 პლასტილინი, ამაზონზე რატომღაც უფრი ძვირია smile.gif
http://www.amazon.com/Hasbro-Playdoh-50th-Birthday-Factory/dp/B0035G0BRS/ref=sr_1_11?ie=UTF8&qid=1354220166&sr=8-11&keywords=play+doh+fun+factory
მოკლედ ისე გავერთეთ , 3 წლისაა ჩემი შვლი და ესე არცერთი სათამაშო არ მოსწონებია არადა მილიონი აქ.
ადრე ვუყიდე დორას კუბიკები გუდვილში და მაგითაც მაგრად ერთობოდა ეხლა მობეზრდა.

http://www.amazon.com/Mega-Bloks-02901U-Megabloks-Adventure/dp/B0050JZ7PO/ref=sr_1_17?s=toys-and-games&ie=UTF8&qid=1354220775&sr=1-17&keywords=mega+bloks+dora
ეს კიდე უაზროდ ძვირი ღირდა, 80 ლარი, არადა მერე ვნახე ამაზონზე დამწყდა გული. smile.gif
კიდე უყვარს საკასო აპარატი აქვს მაგითი თამაში ბარათები მოყვება და ფულები smile.gif, ექიმობანას ვთამაშობთ ხოლმე, კიდე პაზლებიან წიგნებს ვაწყობთ, ნახატებიან კუბიკებს ვაწყობთ, ვაფერადებთ, ერთადერთ თოჯინები არ უყვარს, გახდის და დივანის ქვეშ ჩააგდებს დასჯილიაო biggrin.gif ცოცხალი გონია და ეჭვიანობს smile.gif ცხოველები უყვარს biggrin.gif

Posted by: მარიამი 30 Nov 2012, 09:30
http://www.radikal.ru

Posted by: მანიაჩკა 30 Nov 2012, 09:36
tamo7779
QUOTE
სამზარეულო ჯერ ადრეა 2,5 ბავშვისთვის?

გააჩნია ბავშვს. ჩემი დაქალის ბავშვი სულ ნამდვილი ჯამ-ჭურჭელით თამაშობდა და დაბადებისდღეზე დიდი გაზქურა ვაჩუქე და ბავშვი თურმე ჭკუაზე არ იყო სიხარულისგან.
ჩემსას 2 წლიდან ქონდა სარკიანი მაგიდა, აი, ის, საპრანჭავები რომ მოყვება და მალენკაია Fეიას კრემებს ისეთი შთაგონებით ისმევდა ამ სარკის წინ, გული აგიჩუყდებოდა smile.gif

ESCADA
QUOTE
კიდე უყვარს საკასო აპარატი აქვს მაგითი თამაში ბარათები მოყვება და ფულები

ეს სად უყიდე? ჩემსასაც გაუსწორდება, ვიცი, ჩეკები უყვარს ძაან smile.gif
თოჯინებით ჩემიც არ თამაშობს დიდად. დაბადებიდან უამრავი პლუში ქონდა და ზედაც არ უყურებდა და გარაჟში ჩავიტანე იმდენი იყო და ახლა შეუყვარდა პლუშები რატომღაც smile.gif
ხატვა უყვარს უზომოდ ჩემსას და Crayola-ს ფერადი პალიტრა ვნახე ვოლმარტზე, ძალიან საკაიფოა. ფუნჯს რა ფერის საღებავშიც ჩადებ, პალიტრა იგივე ფერად ანათებს smile.gif აუცილებლად უნდა გამოვუწერო.

მარიამი
რა კარგი ინფო დადე.

ერთად ხომ არ წავიყვანოთ ბავშვები ქარვასლაში?

Posted by: tamo7779 30 Nov 2012, 10:23
natiko22
მადლობა smile.gif

მანიაჩკა
დედაჩემთან თამაშობს ნამდვილი ჭურჭელით, ჩაის ყრის ერთი ჭიქიდან მეორე ფიალაში და ა.შ. და თავის სახლში რომ სათამაშო ჭურჭელი აქვს დიდად არ თამაშობს (საერთოდ სახლში სათამაშოებით ბოლო 2 თვის მანძილზე მარტო მაშინ თამაშობს თუ ვინმე ბავშვი ჰყავს სტუმრად. ისე წიგნებს დაათრევას აქეთ-იქით და უნდა წაუკითო ტოპო-ტიპი და ლექსები)
მოკლედ ვერ გადავწვიტე რა ვქნა smile.gif

მანიაჩკა
ვოლმარტს თუ დამილინკავ, რა, როცა დრო გექნება
მადლობა
მწვანე ფერი მოსწონს ჩემს ქალს smile.gif ნეტა რას ნიშნავს biggrin.gif

Posted by: algulga 30 Nov 2012, 10:25
ESCADA

აუ არის პლეიდო?
რა მაგარიაააა

ამას ვიშოვი?
http://www.amazon.com/gp/product/B00160HTYI/ref=s9_simh_gw_p21_d0_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=0MRTW705N4GNRD8HGGDP&pf_rd_t=101&pf_rd_p=1389517282&pf_rd_i=507846

Posted by: მანიაჩკა 30 Nov 2012, 10:33
tamo7779
ესაა კრაიოლას პროდუქცია, ბევრი საინტერესო რამეა http://www.walmart.com/cp/Crayola-Brand-Shop/1082534
ეს კი ის პალიტრა, რომ გეუბნებოდი, ისე მომწონს, მგონი ერთი ცალი ჩემთვისაც უნდა გამოვწერო smile.gif http://www.walmart.com/ip/Crayola-Color-Wonder-Paint-Pallette/21904010
ამაზონზე თუ მოძებნი იგივე პროდუქციას, კრაიოლას ბრენდის, ვიდეოებიც დევს და უფრო ადვილად გაარკვევ რა რისთვის არის, ძაან საკაიფო სახატავებია. ამაზონზე შიპინგი ემატება უფრო მეტი, ამიტომ ვოლმარტიდან გამოწერა ჯობია, თუ რამოდენიმე ნივთს შეუკვეთავ, მაშინ ამაზონი ჯობია, იმიტომ რომ ერთჯერადად დაერიცხება შიპინგი. მოკლედ, ორივეზე ნახე ფასები და შეადარე.

Posted by: tamo7779 30 Nov 2012, 10:40
მანიაჩკა
გაიხარე!
სათამაშოებიო ჯერ არ გამომიწერია
http://www.walmart.com/ip/Crayola-Color-Wonder-Sound-Studio/14663237
რა მაგარია smile.gif მივყვე ახლა biggrin.gif შევათვალიერო
თბილისში იყიდება კრაიოლა?
* * *
გამოვშტერდი!
რა მძიმე ბავშვობა მქონია biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 30 Nov 2012, 11:15
tamo7779
QUOTE
თბილისში იყიდება კრაიოლა?

არ ვიცი, არ შემხვედრია. ისე, მეც ვაპირებ, აქაც დავძებნო, მაგრამ არ მგონია აქ ნაკლებ ფასში იყოს. ყოველ შემთხვევაში, როცა გუდვილში ან დიდ საკანცელარიოებში მოვხვდები, დავაკვირდები.
QUOTE
გამოვშტერდი!
რა მძიმე ბავშვობა მქონია 

აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა smile.gif რას ამბობ, პირიქით, აქ ისეთები მოყვა ერთმა გოგომ, მამამისი რა სიურპრიზებს უკეთებდა მას და მის დას ახალ წელს.... მაშინ სხვა ენთუზიაზმი იყო. ახლა მთავარია აიფედი უყიდო, სულ არ აინტერესებს თოვლის ბაბუის ცერემონიები sad.gif
* * *
გოგოებო, ლილოშია სათამაშოები ძალიან კარგ ფასებში. ორი რიგია მარტო სათამაშოების. პლუშებია ძალიან იაფად. დიდი ჰელო კიტის პლუში ვუყიდე 12 ლარად, ისეთი ლამაზია, ორიგინალი ჰელო კიტი არაა, მაგრამ ძალიან ლამაზია. მაღაზიებში შემხვდა თავისუფლებაზე smile.gif ფასი არ მიკითხავს.

მე ლილოში ვმუშაობ და როცა მანქანით ვარ და რამე საყიდელი მაქვს შესვენებაზე გავდივარ ხოლმე ბაზრობაზე, ასე რომ, ათვისებული მაქვს smile.gif

Posted by: tamar1586 30 Nov 2012, 11:41
გოგოებო, თქვენ გეცოდინებათ, ჩემი ბავშვისთვის მინდა სახატავი კომპლექტი ოღონდ შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
პლასტიკატის დაფა უნდა მოყვებოდეს და მარკერები, ასევე გარეცხვადი/მოშორებადი, ხელებიდანაც რომ ადვილად მოშორდეს დაბანისას.
სასურველია რომ მარკერები ბევრნაირი მოყვებოდეს, სხვადასხვა ფერის.

Posted by: ESCADA 30 Nov 2012, 12:26
მანიაჩკა
QUOTE
ESCADA
QUOTE
კიდე უყვარს საკასო აპარატი აქვს მაგითი თამაში ბარათები მოყვება და ფულები

ეს სად უყიდე? ჩემსასაც გაუსწორდება, ვიცი, ჩეკები უყვარს ძაან 

სად ვუყიდე და ბანაში ვაჟაზე, სამედიცინოს წინ. ძალიან კარგი ხარისხის არ არის როგორც ჰასბროს ან მეგაბლოკის სათამაშოები, მაგრამ უკვე 3 თვეა აქვს და არ გაფუჭებულა , ტან სახალისოა ძალიან, წრიპინებს რაღაცას რომ ატარებ smile.gif ტერმინალი აქვს და Aშ, 51 ლარი ღირდა მგონი ესე..algulga
algulga
QUOTE
ESCADA

აუ არის პლეიდო?
რა მაგარიაააა

ამას ვიშოვი?
http://www.amazon.com/gp/product/B00160HTY...&pf_rd_i=507846

ეგ არ მინახავს სიმართლე გითხრა, ისე რამოდენიმე არის , ერთი პატარა სტენდიაა და იქ ნახავ, პიცების გასაკეთებელია და სტომატოლოგის აპარატი, კიდე იყო რაღაცეები

Posted by: algulga 30 Nov 2012, 13:28
ESCADA

ძალიან ცუდ დღეში ვარ. ნაყინის ფლეიდო უნდა, ან აიფონი, ან ნიძა ლეგო smile.gif)))

ეს ნინძა ლეგოები ისეთ ფასებშია გადავირიე

სამივე ვარიანტში გაწეწილი ვარ smile.gif)))

ალბათ 70 ლარიან ჩინურ აიფონს მოუტანს თოვლის პაპა biggrin.gif

Posted by: Marikruz@ 30 Nov 2012, 13:46
QUOTE
Disneystore.com

გოგოებო, ეს ჩვენ ბარათებს იღებს???

Posted by: blblbl 30 Nov 2012, 14:23
algulga
50შიც არის ჩინურები,მაგ ასაკისას მეტი არც უნდა biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 30 Nov 2012, 14:42
[b}Marikruz@[/b]
კი, იღებს. უსა2ჯორჯიათი როცა იწერ, ტაქსებს არ ამატებსო და სცადე აბა. თორემ ეგ საიტი ტაქსებს ამატებს ბევრს. 75 დოლარს ზევით უფასო შიპინგია, SHIPTODAY კოდი უნდა შეიყვანო. ორშაბათს იყო კაი ფასდაკლება sad.gif და ბარათმა გამიჭედა, ვერ შევუკვეთე

Posted by: algulga 30 Nov 2012, 14:58
blblbl

აიფონი?
თან ის კრუტუნა ფისოც რომ იყოს ჩატვირთული?
biggrin.gif

Posted by: blblbl 30 Nov 2012, 15:13
algulga
ჩAტვირთული არსად არაა ,თითონ უნდა ჩატვირთო,არც ორიგინალშია ჩატვირთული და არც ჩინურში,ეგ მერე უდნა გადმოწერო უკვე.

Posted by: tamusinka 30 Nov 2012, 15:45
blblbl

ხოო? 50 ლარად არის? ჩემიც შენატრის და შესციცინებს smile.gif

Posted by: blblbl 30 Nov 2012, 16:44
tamusinka
კი ვაგზალზე პასაჟის წინა მხარეს რომ იყიდება ,იქ იყიდი ჩინუნრ აიფონს 50ლარში.

Posted by: tamusinka 30 Nov 2012, 17:20
blblbl

ვუთხრა ერთი თოვლის ბაბუას biggrin.gif

Posted by: ESCADA 30 Nov 2012, 18:24
algulga
QUOTE
თან ის კრუტუნა ფისოც რომ იყოს ჩატვირთული?

ის კრუტუნა ფისო აიპადში რომ გვყავს ჩვენ, ბებიამ უყიდა ცეროდენაში biggrin.gif იცი რა საყვარელია დიდი ზომისაა Talking Tom ქვია, და ყურები აქვს დაცქვეთილი რასაც ჩასძახებ ამოგძახებს smile.gif ძალიან უყვარს ამას
http://www.radikal.ru
აი ასეთია, ელემენტებზე მუშაობს, თათებზე რომ ეხები არ უყვარს, ძალიან საყვარელია

Posted by: arazam 30 Nov 2012, 22:32
ESCADA
QUOTE
ბებიამ უყიდა ცეროდენაში

რა ღირდა?

Posted by: ESCADA 1 Dec 2012, 12:57
arazam
QUOTE
QUOTE
ბებიამ უყიდა ცეროდენაში

რა ღირდა?

21 თუ 23 ლარი ესე სადღაც

Posted by: blblbl 1 Dec 2012, 13:01
ESCADA
ვაიმე ეგ მეც უდნა დავაბარო სანტას lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tamo7779 1 Dec 2012, 21:57
მანიაჩკა
კიიიი. მე არაერთი საჩუქარი მიყიდია ლილოში. პლუშების მოხვარული არ ვარ: აი მანქანები და მსგავსი სათამაშოები. რაც იქ მიყიდია 35 ლარად, თბილისში მინიმუმ 50 ღირს.

Posted by: z g a r b i 1 Dec 2012, 23:53
გოგოებო, ასეთი დათუნია მინდა, ოღონდ სულ არ ჰქონდეს ბეწვები უკეთესი იქნება.
სულ ბალიშს ეხუტება და ისე იძინებს და მინდა დათუნია ჩავუსვა, ოღონდ ნაჭრის ეფექტი უნდა ჰქონდეს, ბეწვები არ ესიამოვნება იმიტომ რომ ტუჩებს ადებს და თითქოს წოვსო ისე აკეთებს ხოლმე smile.gif))
ვერსად ვერ მივაგნი, ამაზონზე არის მაგრამ ძვირია და ჩამოტანაც ძვირი დამიჯდება sad.gif

user posted image

Posted by: blblbl 2 Dec 2012, 00:56
z g a r b i
ბაზრობა სასვეა ასეთი დათვებით,ბეწვიანიც და უბეწვოებიც ,გოგოც და ბიჭიც biggrin.gif

Posted by: z g a r b i 2 Dec 2012, 23:12
QUOTE (blblbl @ 2 Dec 2012, 00:56 )
z g a r b i
ბაზრობა სასვეა ასეთი დათვებით,ბეწვიანიც და უბეწვოებიც ,გოგოც და ბიჭიც biggrin.gif

არაა..
ბეწვიანებით ნამდვილად სავსეა მაგრამ ასეთი უბეწვოები არსად შემხვედრია.
არც ვაგზალზე, არც ლილოში, არც გუდვილში არც პეპელაში, არც კარფურში... smile.gif

Posted by: მანიაჩკა 3 Dec 2012, 12:55
z g a r b i
მე პეპელაში ვუყიდე ჩემსას თოთო რომ იყო, საერთოდ ბეწვი არ აქვს და ძალიან კარგი ხარისხისაა, ოღონდ ფასზე რა გითხრა, ძალიან პატარაა, ხელის გულის ზომა და 35 ლარი მივეცი smile.gif

Posted by: mattildaa 3 Dec 2012, 17:03
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: მარიამი 3 Dec 2012, 17:40
mattildaa
ძალიან ძვირია sad.gif მით უმეტეს, ეს თუ ერთი ბილეთის ფასია და ბილეთი დიდსაც უნდა და პატარასაც. გამოდის, 2 ბავშვი რომ წაიყვანო 90 ლარი უნდა გადაიხადო. დავიჯერო ასეთი მდიდრები ბევრი არიან საქართველოში? მე პირადად ნამდვილად ვერ გადავიხდი ამდენს 2 საათის გართობაში.
შესადარებლად:
შარშან თოჯინების თეატრის საახალწლო წარმოდგენა 3 ლარი ღირდა, მულტი-პულტის სპექტაკლი - 7 ლარი. ერთი ბასტი-ბუბუ იყო ძვირი და ისიც მაქსიმუმი - 35 ლარი, 15 ლარიანი ბილეთებიც იყო ცოტა ცუდ ადგილებზე.

Posted by: z g a r b i 3 Dec 2012, 22:38
მანიაჩკა
QUOTE
z g a r b i
მე პეპელაში ვუყიდე ჩემსას თოთო რომ იყო, საერთოდ ბეწვი არ აქვს და ძალიან კარგი ხარისხისაა, ოღონდ ფასზე რა გითხრა, ძალიან პატარაა, ხელის გულის ზომა და 35 ლარი მივეცი

მასეთი ზომები კი იყო უბეწვოები. მე უფრო დიდი მინდა დიდები სულ ბეწვიანებია...

Posted by: elizaveta 4 Dec 2012, 01:29
ESCADA
QUOTE
Talking Tom

ნიკოლოზს აჩუქა ჩემმა ნათლულმა დაბადების დღეზე. ბავშვი გადაირია smile.gif ორი-სამი დღე არ გაუშვია ხელიდან. ტომი, წამო ვჭამოთ, ტომი, დავიძინოთ, ტომი, წამო ეზოში, ტომი, იცი მე დედა გავაბრაზე, ტომი, ტომი... და ეს ტომიც რომ სულ ჩართულია და ოჯახის ყველა წევრის ხმას იმეორებს... მერე კიოდა ხმამაღლა, აბა ტომი როგორ იკივლებსო biggrin.gif ბოლოს მე ვხაოდი, კატა გამორთეთ, გადავირიე-მეთქი smile.gif ახლა მობეზრდა, მაგრამ ტომი მაინც სულ ჩართულია და გვეხმიანება პერიოდულად biggrin.gif

Posted by: natia_m77 4 Dec 2012, 10:26
ESCADA
QUOTE
ცეროდენაში


ეს მიმასწავლეთ, რა
სადაა

Posted by: upwave 4 Dec 2012, 10:40
მარიამი
გეთანხმები ნამდვილად, ჩვენ 120 ლარი დაგვჭირდება ე.ი., მთელი ოჯახი რომ წავიდეთ.

ძალიან, ძალიან ძვირია.

დაახლოებით ერთი და იგივე პროგრამაა ყველგან: ლექსები სიმღერები, იაფფასიანი საჩუქრები და ასე ძვირი რატომ უნდა ღირდეს?

Posted by: tamo7779 4 Dec 2012, 11:09
რა არის ეს მოლაპარაკე ტომი ერთი ვნახო smile.gif თან ცეროდენაშია ჰო? სკამის ნაწილი მაქვს წამოსაღები და ბარემ დავაზუსტები.
რამდენი გააკეთოს ამ საწყალმა თოვლის ბაბუამ?! biggrin.gif
* * *
sad.gif დავრეკე პეკინის ცეროდენაში.
მოლაპარაკე ფისუნია არ გვქონიაო sad.gif

Posted by: ESCADA 4 Dec 2012, 12:16
elizaveta
QUOTE
ESCADA
QUOTE
Talking Tom

ნიკოლოზს აჩუქა ჩემმა ნათლულმა დაბადების დღეზე. ბავშვი გადაირია  ორი-სამი დღე არ გაუშვია ხელიდან. ტომი, წამო ვჭამოთ, ტომი, დავიძინოთ, ტომი, წამო ეზოში, ტომი, იცი მე დედა გავაბრაზე, ტომი, ტომი... და ეს ტომიც რომ სულ ჩართულია და ოჯახის ყველა წევრის ხმას იმეორებს... მერე კიოდა ხმამაღლა, აბა ტომი როგორ იკივლებსო  ბოლოს მე ვხაოდი, კატა გამორთეთ, გადავირიე-მეთქი  ახლა მობეზრდა, მაგრამ ტომი მაინც სულ ჩართულია და გვეხმიანება პერიოდულად

აი ზუსთად იგივე ჩვენთან biggrin.gif
და ამან კიდე ერთ 3-4 Dღეში ეეე ეს მგონი დამცინისო და დაახეთქა ძირს, სულ ელემენტები აყრევინა biggrin.gif ავხიკე ავამუშავე და ეხლა უფრო ისეაა მშვიდათ მაგ კატის მიმართ biggrin.gif, ეხლა თვითონ ისწავლა, მე რასაც ვეტყვი მიმეორებს ნატუკა, მე ტომი ვარო, ეგ ხო არ მყოფნიდა ერთი კატა მეორეც დამემატა biggrin.gif

Posted by: n_o 4 Dec 2012, 12:32
მარიამი

QUOTE
თოჯინების თეატრის საახალწლო წარმოდგენა


თუ შეიძლება თოჯინების თეატრის კოორდინატები მომეცით

წარმოდგენაზე მინდა ბავშვის წაყვანა smile.gif

Posted by: ESCADA 4 Dec 2012, 12:55
tamo7779
QUOTE
ავრეკე პეკინის ცეროდენაში.
მოლაპარაკე ფისუნია არ გვქონიაო

ვკითხავ ჩემს დედამთილს ზუსტად სად იყიდა, მე მგონი თავიანთ სახლთან იყიდიდა ყაზბეგზე, ელიტელექტრონიქს რომ გამოყვები, აქსისს და მანდვეა.
მე კიდე გუშინ დანიურ სახლში რა მაგარი რამე ვუყიდეეეე ვაიმე ისე მოსწონს აღარ გამოდის smile.gif პალატკაა სახლივით
http://www.radikal.ru მოკლედ ჩემს სახლში ჩემი ადგლი აღარ არის უკვე

Posted by: mattildaa 4 Dec 2012, 13:03
მარიამ
ბილეთი ბავშვს უნდა მშობელს არა
ბასტი-ბუბუს ნუ ადარებ,ხვა ერთობა და შენი შვილი უყურებს
აქ ყველა პატარა ერთობა
3 დარბაზი იქნება,ერთში თოჯინების თეატრიც იქნება
გმირები
და თვითონ ერთობა,თამაშები, ხელნაკეთი ნივთების გაკეთება,სახეზე მოხატვა და უამრავი რაღაც

Posted by: tamo7779 4 Dec 2012, 13:18
ESCADA
კიი, ჰელოუ კიტის სახლ-კარავი გვაქვს ჩვენ, ძალიან მოსწონს ქალს. შიგნით უამრავი ურთები უყრია smile.gif შეიკეტება ხოლმე და მერე ჭირას იძახის smile.gif

Posted by: მანიაჩკა 4 Dec 2012, 13:41
მე ვიყავი შარშან ჰოლიდეი ინში, ამ საახალწლო ნაძვის ხეზე. დიდი არაფერი. მე პირადად არ მომეწონა. ბავშვიც შეიძლება გაცილებით უკეთესად გაართო, რამე წარმოდგენაზე თუ წაიყვან.

Posted by: SECRET 4 Dec 2012, 14:05
tamo7779
QUOTE
ჰელოუ კიტის სახლ-კარავი

რა მასალაა? ჩვენ გვქონდა გასაშლელი რომ არის რაღაც თხელი და დაგლიჯა 2 დღეში biggrin.gif რკინები დატეხა biggrin.gif

Posted by: tamo7779 4 Dec 2012, 14:08
SECRET
ჰაააააა biggrin.gif არაააა smile.gif არ ვიცი რა მასალაა მაგრამ ყველა და ყველაფერი დრეკადი აქვს. სახლში ხან "კარებიდან" შედის და ხან "სახურავიდან" სადღაც 4 თვეა რაც აქვს. არაფერი ეტყობა რომ საერთოდ იყენებს smile.gif რაქ ვაი ამ მასალას, აი სათამაშოს ცასაყრელი ჩანთები რომაა ხომ ორნაირია: ერთი ტილოსი და მეორე პლაშოვკასავით რომაა. აი ეს ე.წ. პლაშოვკაა smile.gif

Posted by: lelukaa 4 Dec 2012, 14:29
გოგოებო მოლაპარაკე ფისო ე.წ თომ ქეთი იყიდება ჭიტაში, თუ არ ვცდები 21 ლარი ღირს smile.gif

Posted by: Splash 4 Dec 2012, 14:36
z g a r b i
მე მივაგენი ჰოლანდიური სათამაშოების მაღაზიას. საიტზეც უდევთ. სხვა რბილ სატამაშოებთან შედარებით, კარგი ხარისხი ჩანს. მინდა მივაკითხო. დიღომშია. hollandtoys.ge
* * *
მოლაპარაკე კატა არის 2 ზომა. პატარა ღირს 21.50 (23.50 ბატარეიც ჩათვლით) და დიდი 23.50 (25.50 ბატარეის ჩათვლით0. უფასო მიტანის სერვისი აქვთ 20 ლარზე მეტი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. ამ კატებს შორის კიდევ ერთი სხვაობა ისაა, რომ პატარა იწერს ნათქვამს და ცოტა ხნის მერე იმეორებს და დიდი ეგრევე :დ ნეტა რომელი აჯობებს?

Posted by: მარიამი 4 Dec 2012, 15:03
QUOTE
მე მივაგენი ჰოლანდიური სათამაშოების მაღაზიას

ასეთი რამე მგონი მარტო ქართულ საიტებზე ხდება biggrin.gif მაღაზიის საიტია და პროდუქციის ფასები არ წერია. ამით კლიენტებს აფრთხობენ, თუ რას ფიქრობენ ნეტა? ან მეორე ვარიანტია: ფასები აქვთ ისეთი მაღალი, ეგ რომ დააწერონ, არავინ არ მივა.

Posted by: natia2203 4 Dec 2012, 15:20
მარიამი
ჭიტას კიდე გაუხსნელ სათამაშოებზე გადაღებული სურათები უდევთ და აღწერის მაგივრად მიტანის პირობები წერია ყველაფერზე. მანქანა მინდა და არც ზომა წერია და არც ის ელემენტზეა თუ აკუმულატორზე. სურათით კიდე რა მივხვდე 1 მეტრიანი მანქანაა თუ 5 სანტიმეტრიანი smile.gif))

Posted by: Splash 4 Dec 2012, 15:44
მარიამი
მე დავრეკე. დათვების ფასი მაინტერესებდა (რბილი სათამაშოების) და 6-დან 40 ლარამდე ღირსო. არაა მაღალი ფასები. თან რომ ვნახე სურათები, ნამდვილად ჯობია სხვა მარაზიის ბეწვის სათამაშოებს. აკ რომ დადეს სურათი, იამს წააგავს ბეწვი.
* * *
natia2203
მე რომ ვკითხე პროდუქტზე, საიტზე ნახეო და აქ ბევრი ვერაფერი ვნახე :დ

Posted by: gvants 4 Dec 2012, 16:37
z g a r b i
https://www.facebook.com/photo.php?fbid=510525825646246&set=pb.494513563914139.-2207520000.1354624533&type=3&theater
ეს ნახე აბა.

Posted by: მანიაჩკა 4 Dec 2012, 16:38
ვიყიდო მეც ერთი თოქინგ ტომი სანამ დაიტაცებთ და გაქრება smile.gif

Posted by: SECRET 4 Dec 2012, 17:06
tamo7779
ხოო ეგ პლაშოვკა დაგლიჯა ამან biggrin.gif 2 დღეში აღარ გვქონდა biggrin.gif

Posted by: arazam 4 Dec 2012, 17:50
ვინმემ არ იცით აქ სად ვიყიდი პლუტო გუფს დონალდს მიკი მინის , ესენი უნდა რო მოუტანოს თოვლის ბაბუამ და სად ვუყიდო?

Posted by: natia2203 4 Dec 2012, 17:55
arazam
გამოწერის საშუალება თუ გაქვს დისნეიდან გამოიწერე, შედარება არაა ისეთი სხვაობაა ფასშიც და ხარისხშიც. თოვლის ბაბუისთვის მოასწრებ, ჩამოვა

Posted by: მანიაჩკა 4 Dec 2012, 17:55
arazam
გოგო, disneystore.com-ზე არის ეხლა ძაან კარგი ფასდაკლება პლუშებზე და სათამაშოებზე.
5 დოლარად იყო მინი/მიკი და დანარჩენები, ცოტა უკეთესები 8 და 10 ღირდა. 20 დოლარად ბავშვის სიმაღლის პლუშებია.
ისე, მიკი/მინი ლილოშიც არის, საკმაოდ იაფად. მაგრამ პლუტო/გუფი/დონალდი არ ვიცი, უნდა მოძებნო, მე არ შემიმჩნევია. ძირითადად უსახური პლუშებია ლილოში, მაგრამ კარგად თუ დაძებნი სათამაშოების რიგებში, მშვენიერი სათამაშო შეიძლება იშოვო ძაან იაფად. ერთი ეს განთქმული ჰელო კიტი არის ძალიან ლამაზი, 12 ლარი ღირს დიდი და მაღაზიაში აღმაშენებელზე იმის ნახევარი ზომა ღირდა 18 ლარი და შესეული იყო ხალხი.

Posted by: arazam 4 Dec 2012, 17:56
ხო მაგრამ შიპინგი მემატება თუ აქ ვნახე ბარემ აქვე ვიყიდი
* * *
მანიაჩკა
QUOTE
არის ეხლა ძაან კარგი ფასდაკლება


გუშინ ვაპირებდით 15% იანი კოდიც იყო და 75 ის ზევით ფრი შიპინგი ,ახლა კოდი აღარაა და ფრისაც ვერ ავცდები ამიტომ ვფიქრობ აქ სადმე ყიდვას,
გავალ ხვალ ლილოში თუ ვიპოვე ეგენი ვიყიდი თუ არადა რომც შიპინგის დამატება მომიწიოს უნდა გამოვუწერო თორე ძაან ელოდება და ცოდოა

Posted by: natia2203 4 Dec 2012, 18:02
arazam
ლილოში ვნახე 50 სანტიმეტრამდე მიკი მაუსები 29 ლარი ღირდა. სათამასოებში, ლამაზი კი იყო მაგრამ ბარხატივით ნაჭერი რომაა მასეთი იყო. დისნეიდან ბევრად უკეთესები ჩამოვიდა, მიკი და მინი გამოვწერე 50 სანტიმეტრამდე იყო ორივე და თავის შიპინგიანად 27 დოლარი დამიჯდა

Posted by: z g a r b i 4 Dec 2012, 21:57
gvants
Splash
დიდი მადლობა გოგოებო, მომეწონა სათამაშოები და ორივეგან აუცილებად მივალ smile.gif
მგონი ვნახავ რაც მინდა bis.gif

Posted by: მანიაჩკა 5 Dec 2012, 09:21
ჭიტას საიტზე ვერ ვნახე მოლაპარაკე კატა smile.gif დამილინკეთ რა, მაგის გარეშე როგორ შევხვდეთ ახალ წელს smile.gif

Posted by: lelukaa 5 Dec 2012, 11:19
მანიაჩკა
ა ბატონო
http://chita.ge/product-3593.html

arazam
ამით ვერ მოატყუებ?
http://chita.ge/product-3674.html

Posted by: მანიაჩკა 5 Dec 2012, 11:43
lelukaa
მადლობა smile.gif


ნაძვის ხე უნდა ვიყიდო ამ დღეებში. კარფურში ვნახე და არ მომეწონა. ლილოში ვაპირებ გასვლას, მანქანით როცა ვიქნები. და რამე რჩევებს ვერ მომცემთ? კიდევ სად შეიძლება ნაძვისხის ყიდვა?
გუდვილში რა ფასებია? თუ ძვირი არ არის, ვიყიდდი.
საშუალო ზომის ნაძვის ხე მინდა.

Posted by: tamo7779 5 Dec 2012, 11:45
მანიაჩკა
მაგიტომ დავრბივარ 2 დღეა მარაზიებში biggrin.gif ცეროდენოაში არსად არაა. აი ჭიტაში ყოფილა smile.gif აბა რომელი დავასწრებთ? biggrin.gif

lelukaa
შენ გაიხარე! smile.gif გავქანდები დღეს ან ხვალ smile.gif თუ მაინაჩკამ არ დამასწრო wink.gif

Posted by: ESCADA 5 Dec 2012, 11:50
tamo7779
QUOTE
მანიაჩკა
მაგიტომ დავრბივარ 2 დღეა მარაზიებში  ცეროდენოაში არსად არაა. აი ჭიტაში ყოფილა  აბა რომელი დავასწრებთ?

მე შეგიყვანეთ გაუგებრობაში smile.gif ჭიტაში უყიდია ჩემ დედამთილს საბურთალოს გუდვილთან რომაა smile.gif ცეროდენა მახსოვდა , სორრი :smile.gif smile.gif

Posted by: tamo7779 5 Dec 2012, 11:56
ESCADA
smile.gif არაუშავს smile.gif
მე როგორც სუპერ უსაქმურმა მოვიარე ლამის ყველა ცეროდენა biggrin.gif სამაგიეროდ სხვა სათამაშოების ფასები გავიგე ცეროდენაში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ერთიდაიგივე ხარისხი სხვადსახვა ადგილებში სხვადასხვა ფასი ღირს smile.gif
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ვასასი 5 Dec 2012, 12:08
ადრე დანიურ სახლში ვიყიდე ძალიან ლამაზი ნაძვის ხე.წიწვებიც ანათებს და ზედ ფერადი სათამაშოები უკეთია, ეგენიც ანათებს.90 ლარად.

ჩემმა ბიჭმა გუშინ დამაწერინა yahoo-ს მეილიდან თოვლის ბაბუასთვის წერილი. მისამართი მე მოვიფიქრე-tovlisbabua@yahoo.com , უბრალო სათამაშოები "შეუკვეთა", ამდენი ბავშვია მსოფლიოში და სად ექნება საშუალება ბევრი და ძვირიანი მომიტანოსო love.gif ჩემი კნუტი

Posted by: მანიაჩკა 5 Dec 2012, 12:34
tamo7779
აჰაჰაჰა smile.gif მე როგორ დაგასწრებ, შაბათ-კვირის გარდა მარკეტში შესვლასაც კი ვერ ვახერხებ smile.gif

მერე არ გავაცნოთ ფორუმელი მოლაპარაკე ტომები ერთმანეთს? smile.gif

Posted by: arazam 5 Dec 2012, 12:53
lelukaa
QUOTE
ამით ვერ მოატყუებ?

smile.gif)))
გოგო გამოვუწერე დისნეიდან,მეზარებოდა სირბილიდა აქ ძებნა ,
თან რაც ლილოში გზაში უნდა დამეხარჯა 5 შიპინგს გადავიხდიდი biggrin.gif ახლა მთავარია ჩამოასწროს

Posted by: Iris87 5 Dec 2012, 13:18
მანიაჩკა
ეხლა მომიტანეს მოლაპარაკე ტომი სამსახურში smile.gif ჭიტაში შევუკვეთე, 1 საათში მომიცუნცულეს, 25 ლარი გადავიხადე თავისი ელემენტებიანად. ძალიან საყვარელია

Posted by: arazam 5 Dec 2012, 13:23
Iris87
პატარაა ძაან? რამსიმაღლეა?

Posted by: Iris87 5 Dec 2012, 13:31
30 სანტიმეტრია, საკმაოდ დიდია. ჩემ თანამშრომელს ისე მოეწონა ეგრევე მეორეზე დამარეკინა, ასე რომნ იჩარეთ არ გათავდეს smile.gif))))))))

Posted by: tamo7779 5 Dec 2012, 13:39
ვასასი
ცა-ცაააა, კაი ბაია smile.gif გაუფრთხილდა თოვლის ბაბუის ჯიბეს, სხვებიც არსებობენო smile.gif საყვარელი smile.gif

მანიაჩკა
biggrin.gif აუცილებლად smile.gif მოიკითხავენ ერთმანეთს.
ისე მოტანის ერვისით ხომ არ მესარგებლა.... არადა სირცხვილია აქვეა, მაგრამ რამდენად მოვახერხებ გასვლას არ ვიცი sad.gif
მომწერე აბა გინდა შენთვისაც ავიღო?


Posted by: lelukaa 5 Dec 2012, 13:54
მანიაჩკა
tamo7779
თქვენ არ ინერვიულოთ, წერეთლის ჭიტაში ვიყიდე მე და ბევრი იყო კიდე smile.gif))

მოკლედ მე მინდოდა გამოწერა ამაზონიდან სათამაშოების და ტრანსპორტირება გამოდიოდა ძააან ძვირი, ჰოდა გადავიფიქრე.
მატარებელი ტომასი ვიყიდე აქ, ტომ ქეთი კიდე.
დღეს მინდა ბანაში გავლა ფრანცესკო ბერნულიზე და ჯეფ კორვეტზე თუ სასწაული ფასები არ იყო, კიდს კლაბშიც არის შედარებით იაფადო.

ნაძვის ხეზე მაქვს საფიქრალი, დედაჩემმა გამომიგზავნა 2.1 მეტრიანი, უფუმფულესი ნაძVის ხე, ამას სათამაშოები დაჭირდება მთელი ჩემი 1 თვის ხელფასის ალბათ sad.gif((

Posted by: მანიაჩკა 5 Dec 2012, 14:24
Iris87

ვააა, გილოცავ 2kiss.gif თანხა ხელზე გადაიხადე? თუ ინტერნეტით? მე ლილოში ვმუშაობ და აქ მასე ოპერატიულად არამგონია მომიტანონ smile.gif ისევ მაღაზიაში გავიდე ჯობია. მაგრამ სახლში მივატანინებდი.

tamo7779

მე კი მინდა, მაგრამ მოტანის სერვისი თუ აქვთ, მეც მაგით ვისარგებლებ. ჩემი ქმრის სამსახურში გავაგზავნი : ))))))))))))))))

lelukaa

აუ, რა მაგარია მაგხელა ნაძვის ხე!!!! საიდან გამოგიგზავნეს?

Posted by: arazam 5 Dec 2012, 14:25
დისნეიდან ვისაც გამოგიწერიათ თანხას ეგრევე ბლოკავს?

Posted by: ESCADA 5 Dec 2012, 14:26
მოკლედ ჭიტამ რეკლამისთვის ფული უნდა გადამიხადოს biggrin.gif biggrin.gif
რა აჟიოტაჟი ატყდა ამ კატებზე biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 5 Dec 2012, 14:32
arazam

კი, გაუქმება გინდოდა?
მე მაშინვე მომდის სმს თანხის ჩამოჭრაზე და ინტერნეტ-ბანკში ბლოკებში ჩანს ხოლმე.
ტაქსი გადაგახდევინა? რომელი გადამზიდით გამოიწერე?

ESCADA

ხოდა კატების შეხვედრაც შენ იკისრე smile.gif ბარემ

Posted by: tamo7779 5 Dec 2012, 14:35
მანიაჩკა
კიკი, 20 ლარის ზემოთ მოტანა უფასოა. smile.gif

Posted by: arazam 5 Dec 2012, 14:37
მანიაჩკა
არ მინდა გაუქმება პირიქით რო არ დაბლოკეს თანხა მეშინია არ გააუქმონ sad.gif
ტაქსი არა უსა თი გამოვწერეთ და არ დაამატა ტაქსი

Posted by: lelukaa 5 Dec 2012, 14:37
მანიაჩკა
საბერძნეთიდან, ვითომ ჩემ შვილს გამოუგზავნა მარა მე მიხარია სასწაულად smile.gif))

ისე ამაზონს მომსახურება აქვს საუკეთესო, ამასწინ ზომა შემეშალა და დაშიპვამდე გავაუქმე შეკვეთა, ეგრევე მომწერეს შეკვეთა გაუქმებულია და ამის გამო თქვენს ანგარიშზე თანხა არ დაიბლოკებაო

Posted by: მანიაჩკა 5 Dec 2012, 14:43
arazam

უი, რა კარგია, ტაქსებს მაინც რომ აცდი. მე დებილივით 7 დოლარი მივათხლიშე ტაქსებში, ბესტექსით გამოვიწერე.
გოგო, არაუშავს თუ არ დაუბლოკია. რამე personalized ხომ არ გამოიწერე? ჩვეულებრივ მეორე დღესვე შიპავს ხოლმე, მაგრამ თუ personalized ნივთს იწერ, მაშინ ძაან დიდხანს უნდება დაშიპვას. მე დავაწერინე ჩემი ბავშვის სახელი კურტკაზე და 10 დღეში დაშიპეს.

lelukaa

აუ, რა მაგარია, მიყვარს ნაძვის ხეები smile.gif ნათურებით მორთე და ბანტებით და შეივსება სიცარიელე smile.gif იმდენი სათამაშო აღარ დაგჭირდება.

tamo7779

გადასარევია smile.gif ფულს ხელზე აძლევ, ხო, როცა მოაქვთ ადგილზე?

Posted by: regenbogen 5 Dec 2012, 14:43
მაგ კატას სანდროს აუცილებლად ვუყიდი biggrin.gif
და "ჭიტაში" მუსიკალური ხალიჩები თუ აქვთ,ვინმემ იცით??? ეგ ძმისშვილისთვის მინდა და ცეროდენაში ვნახე,"ჭიტას" ფასი მაინტერესებდა......

Posted by: natia2203 5 Dec 2012, 14:44
arazam
არა, დისნეიდან რომ გამოგზავნის მერე დაბლოკავს. მე მომივიდა ეგრე, ვიყიდე რაღაც, ყურადღება არ მიმიქცევია რომ არ დაიბლოკა თანხა და ბოლომდე გავანულე ბარათი, და როცა უნდა გამოეგზავნათ უკვე მომწერეს ანგარიშზე არ გაქვს თანხაო smile.gif

Posted by: lelukaa 5 Dec 2012, 14:46
მანიაჩკა
ჰო, ვნახოთ.
ბაფთები აუცილებლად, არც გადატვირთული და აჭრელებული არ მინდა, ალბათ 2 ფერში გადავწყვეტ, სადად.
გამიჩნდა რა საფიქრალი smile.gif)))

მაგის მესამედი მქონდა აქამდე და ვერ გამოვყავდი ჩემ ქმარს სუპერიდან, ეხლა რა მეშველება smile.gif)))))))



მართლა ბავშვივით მიხარია ახალი წელი, ნაძვის ხე, მორთულ-განათებული ქუჩები, მაღაზიის ვიტრინები, ზამთრის სუხსის სუნი...
<3 <3 <3

Posted by: regenbogen 5 Dec 2012, 14:48
tamo7779
QUOTE
მე როგორც სუპერ უსაქმურმა მოვიარე ლამის ყველა ცეროდენა  სამაგიეროდ სხვა სათამაშოების ფასები გავიგე ცეროდენაში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ერთიდაიგივე ხარისხი სხვადსახვა ადგილებში სხვადასხვა ფასი ღირს
 

ცეროდენას ნორმალური ფასები აქვს მგონი, არა?/?

Posted by: arazam 5 Dec 2012, 14:52
მანიაჩკა
QUOTE
რამე personalized ხომ არ გამოიწერე?

პლუტო გუფი და დონალდი გამოვიწერე, მიკი ყავს და მინის აქაც ვიყიდი ქვეყანაა smile.gif))
მთავარია დაიშიპოს მოვკვდი ნერვიულობით biggrin.gif
natia2203
შენ გაიხარე biggrin.gif

Posted by: lelukaa 5 Dec 2012, 14:55
arazam
ეხლა დავათვალიერე რა კარგებიააააააააა <3

პროსტა მე მძაგს პლუშის სათამაშოები, მტვრის ბუდეა ჩემთვის.
ეხლახანს მოვხვიე ხელი თითქმის ყველას და გავაჩუქე.
ბაზ ლაითერი და ვუდი დავიტოვე მარტო, სინდისმა არ გამიშვა smile.gif)))

Posted by: arazam 5 Dec 2012, 14:58
lelukaa
QUOTE
პროსტა მე მძაგს პლუშის სათამაშოები, მტვრის ბუდეა ჩემთვის

ზუსტაად biggrin.gif
უბრალოდ ზუსტად ვიცი ძალიან გაუხარდება და იმიტომ ვყიდულობ თორე მე ატანა არ მაქვს biggrin.gif

Posted by: natia2203 5 Dec 2012, 15:01
arazam
ისე ეგენი უსათი რამ გამოგაწერინა. მოცულობით წონას გიანგარიშებენ თუ დიდები გამოწერე. ბესტექსით რომ გამოწერო და ტაქსი გადაიხადო მაინც ბევრად იაფი ჯდება, იმიტომ რომ წონით ჩამოგიტანენ.

Posted by: მანიაჩკა 5 Dec 2012, 15:02
arazam

გოგო, შენ ხო ბიჭი გყავს, და ავატარზე ვისი სურათი გიდევს? რა საყვარელი ბავშვია.

Posted by: arazam 5 Dec 2012, 15:06
მანიაჩკა
ჩემი დის შვილის love.gif love.gif მე ქაჯი მყავს და ეს ნაზი ბავშვია biggrin.gif

natia2203
გადაფუთვას თუ მიუთითებ აღარ დაგითვლიან მოცულობითო rolleyes.gif
რა ვიცი აბა

Posted by: natia2203 5 Dec 2012, 15:19
arazam
მე დავრეკე და ვიკითხე, რა არისო რო მკითხეს და ვუთხარი პლუშის სათამაშო მეთქი, მაგას არ ვფუთავთო. ფეხსაცმელების გადაფუთვაა შესაძლებელი, მაგისი არაო

Posted by: ESCADA 5 Dec 2012, 15:22
მანიაჩკა
QUOTE
ESCADA

ხოდა კატების შეხვედრაც შენ იკისრე  ბარემ

მოიცა კაცო მაცადე ჯერ ვიმშობიარო biggrin.gif

Posted by: agr_bak 5 Dec 2012, 15:27
arazam
QUOTE
გოგო, შენ ხო ბიჭი გყავს,

QUOTE
მე ქაჯი მყავს

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tamo7779 5 Dec 2012, 16:16
ESCADA
აშკარად გეკუთვნის % რა!

regenbogen
არც მაინცდამაინც
ბანისაც სამედიცინოს პირდაპირ. ადრე მეგონა კარგი ფასები ჰქონდა. მაგრამ 7-10 ლარიანი (ორნაირია და ზუსტად რომელი იყო არ მახსოვს) ფაიფურის ჭურჭლის ნაკრები 16 ლარად რომ დავინახე, მივხვდი რომ არც მთლად ასეა smile.gif



მანიაჩკა
დიახ smile.gif დამირეკეს გამოდის და 25 და 20 თეთრი გამოდის (სათამაშო 23.50 ღირს და ბატარეაც დამიმატეთ-მეთქი) და ზუსტად გაქვთ თუ ხურდა რამდენი გამოვატანოთო. ჩეკიც თავზე ჰქონდა დამაგრებული ყუთს (ნუ ამ ჩეკით მე რა ხეირი, მაგრამ მაინც)

Posted by: niniko_022 5 Dec 2012, 16:52
khatia88
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3112194&p=8

აი რას წავაწყდი იქნებ დაგაინტერესდეს

Posted by: tamo7779 5 Dec 2012, 17:44
რა მაგარი დივანჩიკია smile.gif
.............................................

Posted by: makosha 6 Dec 2012, 16:57
უფფფფ, დღეს ვიყიდე საჩუქრები ბევრი-ბევრი. ძალიან კარგი ფასებია "ჭიტაში". მიხარია ძალიან, მაგრამ რა გაძლებს სამი კვირა, სანამ ამას გამოვუჩენ smile.gif

Posted by: tamo7779 7 Dec 2012, 11:52
makosha
აბააა biggrin.gif მოლაპარაკე ტომს ყოველ საღამოს ვიღებთ ყუთიდნა მე და ჩემი ქმარი, კარგად მოვითამაშებთ და მერე ისევ ვინახავთ biggrin.gif დროზე შევფუთო, თორე ვერ გაძლებს კიდევ 3 კვირა biggrin.gif

Posted by: natuka_ra 7 Dec 2012, 12:00
ჩემი დუდა წლისა და 8 თვისაა, საახალწლოდ უკვე წლისა და 9 თვის იქნება, ნუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, მინდა რაიმე შთამბეჭდავი საახალწლო საჩუქარი გავუკეთო, რა შეიძლება ამ ასაკის ბიჭისთვის მომაფიქრეთ, ველოსიპედი, ცხენი, სპილო, რბილი ვირუკელა, ხის ბლოკები და ასეთი რაღაცეები აქვს უკვე

Posted by: tamo7779 7 Dec 2012, 13:27
უი, გახსენებაზე: ხის ბლოკები მომეწონა ძალიან კარგურში: ორნაირია: 1: ახატია ხილი და 2. უბრალოდ კუბიკებია - ნახატების გარეშე. 23 ლარი თუ რაღაც მსგავსი ღირს

Posted by: Splash 7 Dec 2012, 15:50
makosha
მეც, ვუყიდე საჩუქარი და კიდევ მიდნა რაღაცის ყიდვა და მეც ეგეთი გრძნობა მაქვს. ვერ ვითმენ. მინდა მივცე და თან საახალწლოდ მინდა შევუნახო biggrin.gif
* * *
ESCADA
ნამდვილად მოგების წილი უნდა მოგცეს ,,ჭიტა"-მ. მადლობა შენ! კარგი სათამაშო რომ გვირჩიე smile.gif

Posted by: ESCADA 7 Dec 2012, 16:19
Splash
QUOTE
ESCADA
ნამდვილად მოგების წილი უნდა მოგცეს ,,ჭიტა"-მ. მადლობა შენ! კარგი სათამაშო რომ გვირჩიე

2kiss.gif 2kiss.gif არაფრის smile.gif მართლა ისეთი გახარებული იყო ჩემი შვილი მაგას როგორ დავმალავდი biggrin.gif

Posted by: Elizabet Arden 7 Dec 2012, 23:09
იყიდება ამერიკიდან გამოგზავნილი ნაჭრის 3D წიგნი,ნოეს კიდობანიძალიან საინტერესო და უცხო საჩუქარია.(წიგნი არის ნაჭრის და მოყვება 3D ცხოველები)რაც მთავარია თქვენი პატარა ძალიან გაერთობა, ვერც დახევსsmile.gif)) და რაც მთავარია ისწავლის ცხოველებს....დააწყობს ყველა ცხოველს თავ-თავის ადგილას,ანუ კენგურუ-კენგურუსთან,მგელი-მგელთან და ასე შემდეგ..
http://www.amazon.com/Noahs-Soft-Play-Felt-Playset/dp/B001R1VKB4/ref=sr_1_53?ie=UTF8&qid=1354899426&sr=8-53&keywords=Noah%C2%92s+Ark+3-D
http://www.gifts-h.com/product.php?id_product=2733

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ტელ:593-28-99-66

Posted by: მანიაჩკა 8 Dec 2012, 13:33
გუშინ ვიყიდე ორი ცალი მოლაპარაკე ტომი bis.gif პავლოვზე მარტო პატარები ქონდათ დარჩენილი და წერეთლის ჭიტაში ვიყიდე. კიდე 2 ცალი მინდა ახალ წლამდე smile.gif
რომ მივედი წერეთელზე, კონსულტანტმა გაკვირვებულმა მკითხა, პავლოვზე გაუთავდათო? ხოდა მოვუყევი ფორუმზე ყველა ამ კატის დატაცებაზე რომ ვართ გადასულები smile.gif

Posted by: tamo7779 9 Dec 2012, 19:39
აბაააა
სულ ესცადას ბრალია, ყველოს რომ ფისო გვყავს სახლში biggrin.gif

Posted by: regenbogen 10 Dec 2012, 19:05
tamo7779
გოგოებო,ეს ფისო ინგლისურად მოლაპარაკეა,ქართულად თუ საერთოდაც ვერ ლაპარაკობს და თავისთვის არის?? biggrin.gif

Posted by: algulga 10 Dec 2012, 19:25
მანიაჩკა
QUOTE
გუშინ ვიყიდე ორი ცალი მოლაპარაკე ტომი  პავლოვზე მარტო პატარები ქონდათ დარჩენილი და წერეთლის ჭიტაში ვიყიდე. კიდე 2 ცალი მინდა ახალ წლამდე 
რომ მივედი წერეთელზე, კონსულტანტმა გაკვირვებულმა მკითხა, პავლოვზე გაუთავდათო? ხოდა მოვუყევი ფორუმზე ყველა ამ კატის დატაცებაზე რომ ვართ გადასულები



პატარა მოლაპარაკე ტომი რამხელა იყო დაახლოებით?

და რა ღირდა?

Posted by: მანიაჩკა 10 Dec 2012, 20:23
algulga
პატარას და დიდს შორის ძაან ცოტა განსხვავებაა ზომაში. პატარა იქნებოდა ასე 35 სმ. და მგონი 21.50 ღირდა.
ეს დიდი ერთი 5 სმ-ით მეტია და 23.50 ღირს.

regenbogen
არა, თვითონ არ ლაპარაკობს, რასაც ეუბნები, იმას იმეორებს სასაცილო ხმით და რომ ურტყამ ხმებს გამოცემს, ვითომ ტკივა.

Posted by: EXHALATING 10 Dec 2012, 20:28
დღესცხენი უყიდა რომ Qანაობს მამაჩEმმა
მაგიდა Dა სკამი მინდა Vუყიდო და სად შევიძინო ხარისხიანი?

Posted by: მანიაჩკა 10 Dec 2012, 21:19
ჩემ ქმარს ვანახე გუშინ ეს კატა smile.gif ხოდა ვეღარ მოითმინდა და მისცა სალომეს smile.gif ისე მოწონს, ჭკუაზე არ არის. მაგრამ ახლა ახალი თავსატეხი მაქვს, საახალწლოდ რა სათამაშო ვაჩუქო?

უკვე ვუყიდე და შევუფუთე მინი მაუსის კურტკა. გამოვუწერე საღებავების პალიტრა და ჩამოუვა 1 კვირაში. კიდე მინდა ქუდი, შარფი და ხელთათმანები თეთრი ფერის და ვერ ვპოულობ. და ამ კატის შემცვლელი რამე სათამშო, ისეთი, რომ გაუხარდეს.

Posted by: algulga 11 Dec 2012, 10:55
მანიაჩკა

და სად იყო მაღაზია გამახსენეთ რააა
ამ დღეებში ვიყიდი

Posted by: ESCADA 11 Dec 2012, 16:08
მანიაჩკა
როგორ ხარ?
იცი რა მაინტერესებს სახლში მოტანის სერვისი რომელ მაღაზიას აქვს? შენ რომ გეწერა მომიტანესო... ჭიტას? რაღაცა მინდა ბავშვისთვის და გასვლა მეზარება, ანუ რომ დავურეკავ და შევუკვეთავ მომიტანენ სახლშI> და რა ჯდება ეგ?

Posted by: A. Durer 11 Dec 2012, 16:10
მანიაჩკა
მოლაპარაკე კატა რა ასაკის ბავშვებისთვისაა? smile.gif

Posted by: Splash 11 Dec 2012, 16:45
ESCADA
ჭიტას აქვს, ოღონდ 20 ლარზე ზემოთ პროდუქციის შეკვეთის შემთხვევაში და უფასოდ მოაქვთ. უფრო ნაკლებზე არ ვიცი. დაურეკე.

Posted by: მარიამი 11 Dec 2012, 17:15
ეს ვიყიდე: http://www.swoop.ge/index.php?task=deal&id=2170&lang=ge&city=58
ადგილზე მოტანითაა. საჩუქრებს უნდა დავადო ზემოდან. მგონი გაუხარდებათ smile.gif

Posted by: მანიაჩკა 11 Dec 2012, 17:40
algulga
პავლოვზე არის პავლოვის ბოლოში და ქავთარაძის დასაწყისში, ალდაგი ბისიაის ოფისი რომაა, იმის მოპირდაპირე მხარეს. მანდ მარტო პატარა ზომის ტომებია დარჩენილი.
და წერეთელზე არის ზუსტად მაკდონალდსის მოპირდაპირე მხარეს, შუქნიშანთან.

ESCADA
მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? გააჩინე? გოგო მე არ მიყიდია ონლაინ, მაღაზიაში ვიყიდე. აქ როგორც წერდა ერთი გოგო 20 ლარს ზევით თუ იყიდი უფასოდ მოგიტანენ სახლში chita.ge-დან.

A. Durer
3+ აწერია ყუთზე


Posted by: tamo7779 11 Dec 2012, 18:07
მანიაჩკა
მე მოვასწარი პერეხვატი გავუკეთე. Xემმა ქმარმაც, არიქა დღესვე მივცეთ, რა მოითმენს ახალ წლამდეო. მე კიდე თავიმისკდება ამ თოვლის ბაბუამ რა უნდა მოუტანოს და და ტან სულ დრესასწაულებია biggrin.gif და არ დავთმე ცოცხალი თავით biggrin.gif

A. Durer
ფაქტიურად ყველაფერს +3 აწერია.



ESCADA
20 ლარის ზემოთ უფასოამოტანა - ცჰიტა.გე ჭიტა ოღონდ ონლაინ რეგისტრაციაზე დრო არ დაკარგო - შედეგი 0. დაურეკე. ჩაიწერენ მისამართს. დაგირეკავენ ხურდა რამდენი წამოვიღოთ თუ ზუსტად გაქვთო და ვსიო.

Posted by: anuka2009 11 Dec 2012, 18:28
თქვენი წყალობით მოლაპარაკე ტომმა ჩვენს ოჯახშიც შემოაბიჯა biggrin.gif

Posted by: ESCADA 11 Dec 2012, 20:27
მადლობთ გოგოებო, ვიყავი წავედი მაინც კი მეზარებოდა მაგრამ.... ვუყიდე უკვე,
მერე აღარ მეცლება მაგისთვის, ვუყიდე გოჭი ფუმფულა და კუბიკები მეგა ბლოქსი ბევრი რომ დევს, მერე მივწემ, მანქანის ბაგაჟნიკში შევინახე smile.gif




მანიაჩკა
ჯერ არა აი ამ დღეებში smile.gif პარასკევს დამინიშნეს საკეისრო მაგრამ არ ვიცი თუ გავძლებ იქამდე ძალიან მქაჩავს უკვე და ჩამოწეული მაქვს მუცელი საკმაოდ...
ჯანმრთელობის სახლი გადავწყვიტე.... მერე გაგაებინებთ რას ვიზამ

Posted by: მანიაჩკა 11 Dec 2012, 21:55
tamo7779
QUOTE
მე მოვასწარი პერეხვატი გავუკეთე. Xემმა ქმარმაც, არიქა დღესვე მივცეთ, რა მოითმენს ახალ წლამდეო. მე კიდე თავიმისკდება ამ თოვლის ბაბუამ რა უნდა მოუტანოს და და ტან სულ დრესასწაულებია  და არ დავთმე ცოცხალი თავით

smile.gif მეც მოვიკალი თავი, მაგრამ შენ თუ არ მიცემ, მე მაინც გამოვუტანო smile.gif ხოდა გავიჩინე ახლა თავსატეხი, ეს კატა რა სათამაშოთი შევცვალო?

anuka2009
bis.gif ოჯახში ერთი მოლაპარაკე კატა უნდა ყავდეს ყველას

ESCADA
smile.gif აუ, რა მაგარია, გახვედი უკვე დამკაში biggrin.gif აბა შენ იცი, გბალეშიკობთ სულით და გულით

Posted by: lelukaa 12 Dec 2012, 12:11
გოგოებო მგონი მოგეწონებათ, კარგი აქციაა აშკარად.
თამამშრომელმა 50 მივეცი მე ლილოშიო smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=6f9ghYqzMnI&feature=player_embedded

ბიჭის თუ გაქვთ რომელიმეს გამიზიარეთ რა შთაბეჭდილებები


Posted by: A. Durer 12 Dec 2012, 12:15
tamo7779
მანიაჩკა
კი 3+ აწერია იმიტომ რომ პატარა ნაწილები არ გადაყლაპონ
ის მაინტერესებდა 2 წლის ბავშვი თუ გაერთობა მეთქი

Posted by: natia2203 12 Dec 2012, 13:58
A. Durer
ლაპარაკი თუ იცის გაერთობა

Posted by: ქინქლა 13 Dec 2012, 12:58
გოგოებო პეკინზე რო მიკიმაუსის სათამაშოების მაღაზია იყო გაუქმდა და ხო არ იცით საერთოდ დაიხურა თუ სადმე გადაიტანეს??????

Posted by: მარიამი 13 Dec 2012, 13:02
მულტი-პულტის საახალწლო წარმოდგენაზე ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ პირდაპირ ინტერნეტით:
http://biletebi.ge/?id=19&hi=29
ბილეთს ამობეჭდავ პრინტერზე და წაიღებ. 1,30 დამიმატა ფასზე, მაგრამ მაგდენი კი დამიჯდებოდა რომ წავსულიყავი და მეყიდა. მშვენიერი სერვისია smile.gif
* * *
ცირკის საახალწლო წარმოდგენა:
28 დეკემბრიდან გიწვევთ გრანდიოზულ საცირკო წარმოდგენაზე. ვეფხვები, მაიმუნები, მოჯირითეები, აკრობატები, ჟონგლიორები, განუმეორებელი ჯამბაზი და სხვა ჟანრის მსახიობები შვედეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შეგიქმნიან დაუვიწყარ საახალწლო განწყობას.
ბილეთის ფასი 10-25 ლარი.
ასევე biletebi.ge-ზე შეიძლება ბილეთის ყიდვა.

Posted by: makosha 13 Dec 2012, 15:03
ორივე ნაყიდი გვაქვს და ძალიან გვიხარია smile.gif

ქინქლა

მეც დავრეკე მაგ მაღაზიაში და დაიხურაო sad.gif

Posted by: ქინქლა 13 Dec 2012, 15:13
makosha
ვაიმე ძალიან მინდა მიკიმაუსის ან მიკიმაუსის კლუბის რომელიმე პერსონაჟის სათამაშო. ელენე გიჟდება ისე უყვარს ეს მულტფილმი. მთელი დღე მაგას მღერის: "მიკიმაუსის კლუბშიიიი, მობრძანდით და გაერთეთ..." biggrin.gif biggrin.gif

Posted by: arazam 13 Dec 2012, 15:16
ქინქლა
მიკი და მინი აქა იყიდება თითქმის ყველგან და ჩვენ ჩამოგვივა დანარჩენი გმირები <3 გაგიჟდება ესეც ისე უყვარს

Posted by: makosha 13 Dec 2012, 15:20
ქინქლა

მეც მიკი და მინი ბევრგან მაქვს ნანახი, დაბადების დღეზე ვუყიდე შარშან და კლუბის სხვა პერსონაჟებიც მინახავს ბაზრობაზეც და მაღაზიებშიც smile.gif

Posted by: ქინქლა 13 Dec 2012, 15:22
ხო მეც მინდა ბაზრობაზე გავიდე, პეკინი შემოვიარე დღეს და თითქმის ყველა მაღაზია დახურულა, რაც იყო არსად არ აქვთ არცერთი პერსონაჟი, ერთი საცოდავი დონალდი ჰქონდათ ჭიტაში. არ მომეწონა. ისევ ბაზრობას დავლაშქრავ; სხვა რა გზაა

Posted by: tamo7779 13 Dec 2012, 17:42
lelukaa
ვაააა! 25?! ზალიან კარგი ფასია. მაგრამ მგონი ეს ისაა, რომელიც მე ვნახე - ხარისხი დიდი ვერაფერი. საერთოდ 30-35 ლარიდან იწყება სამზრეულოები და800 ლარზე ადის.... ნუ 8000ს მე მაგაში კიდევ ერთი 100 წელი არ მივცემ biggrin.gif მაგრამ 50-60 ლარში უკვე საკმაოდ კარგებია
* * *
A. Durer
უამრავ ისეთ სათამაშოს აწერია +3 რომელშიც დეტალები საერთოდ არ არის smile.gif

მარიამი
გაიხარე!
ბასტი ბუბუს ბილეთები როდის იქნება გაყიდვაში?
პლასტიკურით ხდება ბილეტები.გე-დან შეძენა?

Posted by: მარიამი 13 Dec 2012, 18:27
QUOTE
უამრავ ისეთ სათამაშოს აწერია +3 რომელშიც დეტალები საერთოდ არ არის

მგონი მაგით თავს იზღვევენ მწარმოებლები. 3 წლამდე ბავშვი საკმაოდ შტერუკაა და 3 წლიდან ცოტა ჭკუა მოეკითხება, რომ სათამაშო არ შეჭამოს, ან რამე ეგეთი არ უქნას smile.gif
QUOTE
ბასტი ბუბუს ბილეთები როდის იქნება გაყიდვაში?

ეგ მეც მაინტერესებს. ბილეტები.გე-ზე არ ჩანს რაღაც ფილარმონიის ბილეთები. ალბათ მისვლა მოგვიწევს და სალაროსთან 1 საათიან რიგში დგომა (შარშან მასე მომიწია).

Posted by: tamo7779 13 Dec 2012, 21:49
მარიამი
დღეს ვიყავი, არ იყო არც პლაკატი არც ბილეთიsmile.gif სუხიშვილებზე იყო გაიწიე-გამატარე

Posted by: მანიაჩკა 13 Dec 2012, 21:54
A. Durer
არანაირი პატარა ნაწილები მაგას არ აქვს, ერთი მოხეული კატაა smile.gif

Posted by: Elizabet Arden 13 Dec 2012, 22:03
http://forum.ge/?showtopic=34470744&hl=

Posted by: natuka_ra 14 Dec 2012, 11:32
მანიაჩკა
[quote]


[quote]მე ვიყავი შარშან ჰოლიდეი ინში, ამ საახალწლო ნაძვის ხეზე. დიდი არაფერი. მე პირადად არ მომეწონა. ბავშვიც შეიძლება გაცილებით უკეთესად გაართო, რამე წარმოდგენაზე თუ წაიყვან[/quote]

შარშან ამათ რედისონში ქონდათ, ანუ ახლა ვინც ჰოლიდეი ინნ-ში აკეთებს

Posted by: tamo7779 14 Dec 2012, 14:12
natuka_ra
ჰო რა
მეც თითქოს მინდოდა, მაგრამ მერე გამახსენდა, შარშან ვინ ციყვნენ ფორუმიდან დიდად არავინ გაგოჟებულა და სხვაობა თუ არაა 30 ლარიანსა და სხვაგან, სიტყვაზე 15 ლარიანს შორის, რა ძალაა smile.gif

Posted by: natuka_ra 14 Dec 2012, 15:51
tamo7779

ვიყიდე ცირკის ბილეთები, 29ში ჩემი მეგობრები წავლენ ჰოლიდეიში და მეტყვიან რა ხდება

Posted by: მარიამი 14 Dec 2012, 15:57
მულტი-პულტის კარნავალზე გავიგე დღეს და რომ დავრეკე, ყველა ბილეთი გაყიდულიაო sad.gif ტირილის ხასიათზე დავდექი. აი, ზუსტად ის იყო, რაც ჩემს შვილებს ყველაზე მეტად გაართობდა.

Posted by: natuka_ra 14 Dec 2012, 16:28
მარიამი

ეს კიდევ სხვა რამეა?
ბილეთები.ჯი-ზე დევს რაღაც მულტი პულტის

Posted by: მარიამი 14 Dec 2012, 16:39
natuka_ra
ეგ წარმოდგენაა, ეს კარნავალი იყო. განსხვავება ძალიან დიდია. წარმოდგენა სცენაზეა და ბავშვი უყურებს. კარნავალში კი თვითონ იღებს მონაწილეობას. ძალიან მინდოდა ეს კარნავალი. ვიკითხე და მეორედ აღარ იქნებაო. გამოცხადებიდან პირველივე დღეს გაიყიდა ბილეთებიო sad.gif

Posted by: tamo7779 14 Dec 2012, 16:49
მარიამი
არც ვიცოდი კარნავალიც თუ ჰქონდათ - ჯერ ადრეა ჩვენთვის
ხვალ გავალ და წარმოდგენის ბილეთს ვიყიდი..... იმედია იქნება კიდევ smile.gif

Posted by: natuka_ra 14 Dec 2012, 16:55
მარიამი

შინაარსთან დაკავშირებით არ მქონია კითხვა smile.gif)) არასწორად გამიგე, მე ის ვიგულისხმე ბილეთები, ჯი-ზე ეგ კარნავალის ბილეთები არ იყიდება? ნუ როგორც ვხვდები რომ არა

Posted by: მარიამი 14 Dec 2012, 16:56
natuka_ra
არა, ბილეთების საიტზე კარნავალის ხსენება არ ყოფილა.

Posted by: cickna 14 Dec 2012, 18:43
khatunia
ლინკი დადე რა ძალიან გთხოვ

Posted by: gio_ch 14 Dec 2012, 19:46
QUOTE (მარიამი @ 13 Dec 2012, 18:27 )
ეგ მეც მაინტერესებს. ბილეტები.გე-ზე არ ჩანს რაღაც ფილარმონიის ბილეთები. ალბათ მისვლა მოგვიწევს და სალაროსთან 1 საათიან რიგში დგომა (შარშან მასე მომიწია).

ხვალიდან დავდებთ ბასტი-ბუბუსაც smile.gif

http://biletebi.ge

Posted by: makosha 14 Dec 2012, 23:02
gio_ch

ხვალ იქნება? გაიხარეთ!

Posted by: მანიაჩკა 15 Dec 2012, 00:02
natuka_ra
QUOTE
შარშან ამათ რედისონში ქონდათ, ანუ ახლა ვინც ჰოლიდეი ინნ-ში აკეთებს

ხო, ხო, რედისონში ვიყავი. ეს ჰოლიდეი ინი საიდან მოვიტანე...

Posted by: gio_ch 15 Dec 2012, 12:49

ბასტი-ბუბუ, ბილეთები ონლაინ: http://biletebi.ge/Default.aspx?id=19&hi=22 smile.gif

Posted by: tamusinka 15 Dec 2012, 13:47
წარმოდგენებზე და საახალწლო გასართობზე აქ დაწერეთ ხოლმე

http://forum.ge/?f=97&showtopic=34473439
* * *
gio_ch
QUOTE
ხვალიდან დავდებთ ბასტი-ბუბუსაც 

Biletebi.ge


მუსკომედიის ბილეთებს არ დადებთ?

Posted by: niniko09 15 Dec 2012, 23:15
ხომ არსად გეგულებათ სპაიდერმენის ხელთათმანი, რომელიც ქსელებს უშვებს. გუდვილში იყიდება ხელზე დასამაგრებელი,რომელიც ისვრის ტყვიებს და ხელთათმანი, რომელიც ხმას გამოსცემს – ესენი არ მინდა. მხოლოდ ქსელების გასაშვები მაინტერესებს, სადმე თვალს თუ მოკრავთ, შემატყობინეთ, თუ არ შეწუხდებით, მთელი წელი გულისფანცქალით ელოდებოდა და ახლა აღარსად იყიდება, რომ თოვლის ბაბუმ მოუტანოს sad.gif

Posted by: gio_ch 16 Dec 2012, 11:41
QUOTE (tamusinka @ 15 Dec 2012, 13:47 )
მუსკომედიის ბილეთებს არ დადებთ?


უახლოეს დროში ჩაირთვება თავისუფალი თეატრი, გრიბოედოვი და იმედია ოპერაც.

მუსკომედიას დავუკავშირდებით...

Posted by: makosha 16 Dec 2012, 11:42
gio_ch

დიდი მადლობა ჩვენი კომფორტისთვის smile.gif

Posted by: gio_ch 17 Dec 2012, 15:55
QUOTE (makosha @ 16 Dec 2012, 11:42 )
gio_ch

დიდი მადლობა ჩვენი კომფორტისთვის smile.gif

თქვენც მადლობა რომ ინტერესდებით ჩვენი სერვისით smile.gif smile.gif

Posted by: მარიამი 17 Dec 2012, 15:59
gio_ch
ბასტი-ბუბუზე ბილეთების ძალიან მწირი რაოდენობაა თქვენს საიტზე. მე რომელი რიგიც მინდა, იმ რიგში არ არის ბილეთები. არ შეიძლებოდა ვერტიკალურად გაყოფილიყო დარბაზი და ისე დადებულიყო გასაყიდი ბილეთები?
ახლა სალაროში უნდა მივიდე მაგისთვის. არადა როგორ მაწყობდა საიტიდან ყიდვა sad.gif

Posted by: tamo7779 17 Dec 2012, 17:09
მარიამი
ფილარმონიაში ჯერ არაა გაყიდვაში, იქ გაიყიდება სავარაუდოდ ის ადგილები.
დეკემბრის ბილოს

Posted by: mattildaa 19 Dec 2012, 14:25
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
მოიყვანეთ თქვენი პატარები!!!
29 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე!!!!
Holiday Inn
3 დარბაზი,სხვადასხვა გართობა
თოჯინების თეატრი
თოვლის ბაბუა
ილუზიონისტი
მიკი მაუსი
მინი მაუსი
სპაიდერ მენი
ჰელოუ კიტი
ფიფქია
ბევრი სიურპრიზი და მაგარი გართობაsmile.gif))
ბილეთის ფასი 30 ლარი

Posted by: natuka_ra 24 Dec 2012, 13:51
http://www.mothercare.com/Roadster/134360,default,pd.html#q=elc

ცოტა ძვირია 59 ლარი ღირს მაზერქეაში, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია, სამი დღეა ხელიდან არ უშვებს ჩემი შვილი, და მანქანაში თუ ჯდება ხო ლამის გონია რომ თვითონ ატარებს smile.gif
1. აქვს თავისი გასაღები;
2. სიჩქარეების გადამრთველი;
3. ე.წ. პავაროტნიკი, რომლის გადართვისას ისრები ინთება შესაბამისი მიმართულებით;
4. სიგნალი;
5. შესაბამისი ღილაკით შუაში არსებული პატარა მანქანა იწყებს მოძრაობას ტრასაზე, და საჭის ტრიალით მანევრირებს, აქვს უკან სვლაც;
6. მუსიკალურია;
7. აქვს სასწრაფოს სირენა და თუ არ ვცდები სახანძროსი

მოკლედ მე ყველა ბიჭის მშობელს გირჩევთ 12+ აწერია, მაგრამ დუდა 1 წლისა და 9 თვისაა და ამასთან ერთად ძინავს

Posted by: მარიამი 24 Dec 2012, 15:52
natuka_ra
დაახლოებით მასეთი გამოვუწერე ჩემს შვილს ინგლისური საიტიდან. ჯერ აზრზე ვერ მოვიდა, რა უნდა გააკეთოს biggrin.gif 1,5 წლისაა. სათამაშოს 18 თვიდან აწერია. იმედია, მალე დაამუღამებს smile.gif

ასეთია ჩვენი:
http://www.radikal.ru

Posted by: gio_ch 24 Dec 2012, 16:55
QUOTE (მარიამი @ 17 Dec 2012, 15:59 )
gio_ch
ბასტი-ბუბუზე ბილეთების ძალიან მწირი რაოდენობაა თქვენს საიტზე. მე რომელი რიგიც მინდა, იმ რიგში არ არის ბილეთები. არ შეიძლებოდა ვერტიკალურად გაყოფილიყო დარბაზი და ისე დადებულიყო გასაყიდი ბილეთები?
ახლა სალაროში უნდა მივიდე მაგისთვის. არადა როგორ მაწყობდა საიტიდან ყიდვა sad.gif

ამ სეზონზე ალბათ ვერა და მომავალში სავარაუდოდ გავხსნით მთელ დარბაზს, როგორც სხვა ღონისძიების ადგილებში...

Posted by: მარიამი 24 Dec 2012, 16:59
რა მაგის პასუხია და, დღეს ბასტი-ბუბუს ბილეთების ყიდვის მესამე წარუმატებელი მცდელობა მქონდა sad.gif
ხვალ კიდევ უნდა ვცადო. შარშან მეორე მისვლაზე ვიყიდე ერთი საათის ლოდინის შემდეგ.

არადა ძალიან მაწყობს ინტერნეტით ყიდვა, სულ გადარბენაზე ვარ.

Posted by: Mafanya 24 Dec 2012, 17:02
გოგოებო მოკლედ მიმყავს ჩემი შვილი ჰოლიდეი ინში საახალწლო ღონისძიებაზე, 1.8 თვისაა და ვფიქრობ ახლა გამოვპრანჭო კაბაში და რამე თუ ჩვეულებრივად მოხერხებულად ჩაცმული წავიყვანო რომ თამაშში ხელი არ შეეშალოს? პირველად მივდივართ ასეთ ადგილას და არ ვიცი როგორ დაყავს ხალხს

Posted by: natuka_ra 24 Dec 2012, 17:42
Mafanya
QUOTE
პირველად მივდივართ ასეთ ადგილას და არ ვიცი როგორ დაყავს ხალხს


smile.gif

Posted by: Mafanya 24 Dec 2012, 17:45
natuka_ra
ელასტიკით და ჟაკეტით რომ წავიყვანო არ დამხდნენ იქ პრინცესები და ფერიები biggrin.gif გული დამწდება მერე

Posted by: natuka_ra 24 Dec 2012, 18:15
Mafanya

ელასტიკ და ჟაკეტსაც გააჩნია და თუ ვის მოსავს smile.gif
არ ვიცი მარ, არც მე არ ვყოფილვარ ეგეთ ივენთებზე ჯერ smile.gif გავმაზე ეგ ჰოლიდეი ინნიც sad.gif

Posted by: khatunia 24 Dec 2012, 18:27
გოგოებო არ არის თემასთან მაგრამ მაინც გკითხავთ რა.
სამსახურში ვთამაშობთ სიკრეტ სანტას და მინდა ვიყიდო სასაცილო საჩუქარი. ყუთი როცა გახსნი მასხარა ამოხტება.. ან რაიმე ასეთი. ადრე იყო მაღაზია ონლაინ სადაც მსგავსი რამეები იყიდებოდა, მაგრამ ახლა არ ვიცი თუ არსებობს .
იქნებ იცით ვინმემ და მომწერეთ რა

Posted by: Galo 24 Dec 2012, 19:35
ჩემმა 5წლის შვილმა მოტოციკლიანი ნაკლეიკები სთხოვა თოვლის ბაბუას! facepalm.gif lol.gif

Posted by: tamar1586 24 Dec 2012, 21:48
khatunia
QUOTE
გოგოებო არ არის თემასთან მაგრამ მაინც გკითხავთ რა.
სამსახურში ვთამაშობთ სიკრეტ სანტას და მინდა ვიყიდო სასაცილო საჩუქარი. ყუთი როცა გახსნი მასხარა ამოხტება.. ან რაიმე ასეთი. ადრე იყო მაღაზია ონლაინ სადაც მსგავსი რამეები იყიდებოდა, მაგრამ ახლა არ ვიცი თუ არსებობს .
იქნებ იცით ვინმემ და მომწერეთ რა

აი ეს მაღაზია ვიცი მე: http://prikolshop.ge/
არის პრიკოლი რაღაცეები და აარჩევ რამეს ალბათ wink.gif

Posted by: khatunia 25 Dec 2012, 11:02
tamar1586
2kiss.gif
მადლობა

Posted by: gio_ch 26 Dec 2012, 11:37
დაინიშნა ცირკის ახალი წარმოდგენები: http://biletebi.ge/Default.aspx?id=19&hi=20

Posted by: ingiloo 26 Dec 2012, 13:14
tamar1586
თუ იცი მაგ მაღაზიას. პრიკოლ შოპ-ს, კურიერის მომსახურება ხო არ აქვს? biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 26 Dec 2012, 13:15
Mafanya
QUOTE
გოგოებო მოკლედ მიმყავს ჩემი შვილი ჰოლიდეი ინში საახალწლო ღონისძიებაზე, 1.8 თვისაა და ვფიქრობ ახლა გამოვპრანჭო კაბაში და რამე თუ ჩვეულებრივად მოხერხებულად ჩაცმული წავიყვანო რომ თამაშში ხელი არ შეეშალოს? პირველად მივდივართ ასეთ ადგილას და არ ვიცი როგორ დაყავს ხალხს

მე მყავდა შარშან მაგ ივენთზე, ოღონდ რედისონში იყო. ჩვეულებრივი კაბა ეცვა, რასაც ბაღშიც ვაცმევ ხოლმე ყოველდღიურად. ფერიების და საღამოს კაბებით არ ყავდათ ბავშვები, უბრალოდ, ლამაზად ჩაცმულ-დავარცხნილები იყვნენ smile.gif
ისე, 1.8 თვის ვერც გაიგებს ვერაფერს, ჩემი აზრით. იქ იყო ასეთი აქტივობები: სახის მოხატვა, რაღაც აპლიკაციების აწყობა ხელით - სათვალე, ნიღაბი, ბისერები; რაღაც თამაშები იყო, თოვლის ბაბუასთან და მიკი მაუსთან სურათის გადაღება, მერე ფერია და კიდე ვიღაც პერსონაჟი ართობდნენ ბავშვებს პარაშუტივით ზეწარს რომ აფრიალებენ ჰაერში და იმის ქვეშ რომ ძვრებიან, და ბოლოს თოვლის ბაბუა შემოვიდა ფანჯრიდან. ფურშეტი იყო და ეგაა რა. მეტი არ მახსოვს. ხო, ბოლოს ყველა ბავშვს დაურიგეს ტკბილი ქვეყნის საჩუქრები - ტკბილეული.

მოკლედ, საბოლოო ჯამში კარგი იყო, მაგრამ მეორედ აღარ ვაპირებ წასვლას. ანუ, უკეთესს ველოდი. უფრო მეტად წარმოდგენის პონტი მეგონა თუ იქნებოდა. ეს კიდე, უფრო ისეთი პონტი იყო, რამდენიმე მაგიდა იყო სადაც სხვა და სხვა რაღაცეებით ართობდნენ ბავშვებს და რიგები იდგა. მოკლედ, რავიცი, დიდი არაფერი.

Posted by: tamar1586 26 Dec 2012, 13:43
ingiloo
QUOTE
თუ იცი მაგ მაღაზიას. პრიკოლ შოპ-ს, კურიერის მომსახურება ხო არ აქვს?

აზრზე არ ვარ. არაფერი მიყიდია ამ საიტიდან.

Posted by: DOLPHIN 27 Dec 2012, 15:54
ახალი იდეა საჩუქრად:
http://karchkhadze.ge/?product=105
up.gif

Posted by: Mafanya 27 Dec 2012, 16:05
მანიაჩკა
მეც მაინც და მაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმდენად პატარაა რომ ცირკი, კონცერტი, თეატრი ჯერ ადრეა.
გავითვალისწინებ შენს რჩევას და ჩვეულებრივი კაბით წავიყვან
იმედი მაქვს თოვლის ბაბუათან და გმირებთან გაერთობა და თან სხვა თუ არაფერი ბევრ ბავშვებს რომ ნახავს ეგეც კარგია. სამწუხაროდ იშვიათად აქვს ბავშვებთან კონტაქტი, ერთი სული მაქვს გაზაფხულდეს რომ ბაღში მივიყვანო

Posted by: მანიაჩკა 27 Dec 2012, 16:40
Mafanya
აუ, ახლა ჩემი შვილი გამახსენდა მაგ ასაკში smile.gif რა საყვარლები არიან, ლაპარაკს რომ იწყებენ.

Posted by: crystal 27 Dec 2012, 16:43
წელს თავისუფლები ვართ ბაბუისგან bis.gif

Posted by: Mafanya 27 Dec 2012, 16:54
მანიაჩკა
QUOTE
აუ, ახლა ჩემი შვილი გამახსენდა მაგ ასაკში  რა საყვარლები არიან, ლაპარაკს რომ იწყებენ. 

თავის ენაზე რომ ბურტყუნებენ რაღაცეებს biggrin.gif

Posted by: gzaabneuli 3 Jan 2013, 09:49
გამარჯობათ გოგოებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს


ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო ბასტი ბუბუს კარაოკე

Posted by: მანიაჩკა 3 Jan 2013, 10:05
აუ, რა კარგი იყო smile.gif 31-ში შევუფუთე ყველაფერი და დავულაგე ნაძვის ხესთან.
წინა დღეებში ჩემ დასთან იყო და იქ დაუწერია წერილი, პლანეტებზე, ოღონდ ნამდვილ პლანეტებზე წიგნი მინდა და ავრორას სათამაშო სასახლეო smile.gif
31-ში რომ წამოვიყვანე სახლში, უკვე მაგრად ეძინებოდა და გზაში მკითხა, პლანეტებზე წიგნი მიყიდეთო? lol.gif
დილით რომ ადგა, მივიყვანეთ ნაძვის ხესთან და ეს რა ცოტაა, მე უფრო ბევრი საჩუქარი მინდოდაო. არადა ზუსტად 7 ცალი შეფუთული საჩუქარი იდო smile.gif
მერე დაიწყო გახსნა და პირველი პლანეტების წიგნი გახსნა smile.gif ძაან გაუხარდა, ეგრევე თვალიერება დაიწყო. მერე ფერადი საღებავების პალიტრა გახსნა, ისიც მაგრად მოეწონა, პრინციპში მაგით მეც კარგად ვერთობი smile.gif მერე ხელთათმანები-ქუდი-შარფი და დაიჯღანა biggrin.gif დიდად არ აღაფრთოვანა მაგ საჩუქარმა. მერე მინი მაუსის კურტკა, რომ გახსნა, თვალები გაუბრწყინდა, ძალიან მოეწონა. აი, მაგ ემოციას არ ჯობია არაფერი ცხოვრებაში smile.gif და ბოლოს თოჯინების სახლი, ამითაც კარგად გაერთო. ჩემმა დამ და სიძემაც გამოგვატანეს ერთი პარკი საჩუქრები, ისიც მოეწონა და მოკლედ, ამდენი საჩუქარი ახალ წელს მე არ მახსოვს. მემგონი ძალიან გავანებივრე, მაგრამ ამ ყველაფერს 2 თვე ვაგროვებდი. შარშან ველოსიპედი ვაჩუქე და წელს ვიფიქრე, ერთი და ძვირფასი საჩუქრის ჩუქებას, ბევრი საჩუქარი და სხვა და სხვა სახის ჯობდა. მართლაც, უფრო გაუხარდა მემგონი. თან რაღაც ერთი კონკრეტული სურვილი არ ქონდა, რომ ის შემესრულებია და გახარებოდა.

მერე ჩემ ქმარს კითხა, დღეს მეტ საჩუქარს არ მომიტანენო? smile.gif



Posted by: მარიამი 3 Jan 2013, 10:05
gzaabneuli
პალიტრის გამოცემაა ეგ მგონი. ჩვენთან ჰქონდათ სამსახურში მოტანილი პალიტრის წიგნები ფასდაკლებით და ეგ წიგნიც დავინახე. შესაბამისად, ბიბლუსის მაღაზიებში შეიძლება იყოს.

Posted by: gzaabneuli 3 Jan 2013, 12:02
მარიამი
დიდი მადლობა smile.gif
* * *
ფიზიკურად აღარ არისო კარაოკე sad.gif


* * *
QUOTE
პალიტრის გამოცემაა ეგ მგონი

ბაკმის გამომცემლობა ყოფილა . მომიტანეს სამსახურში შეკვეთიდან 1 საათში
დიდი დიდი მადლობა შპს არის.გე-ს

Posted by: nopiahopi 22 Dec 2015, 01:15
UP..... ..............,.....

დროულია smile.gif

Posted by: ingiloo 22 Dec 2015, 10:11
გაყინული გოგოს მიკროფონი უნდა და ახალი პლანშეტი biggrin.gif
კიდევ შევუკვეთე თოვლის ბაბუს წერილი და სიგელი კარგი ქცევისთვის, მაგრამ ისე მაბრაზებს, მიცემას გადამაფიქრებინებს ეს.

Posted by: angelgirl 22 Dec 2015, 13:55
მოკლედ წელს ჩვენს თოვლისბაბუას ძან დაერხა :დ
გვინდა ყველაფერი რაც კონკიას ანუ სინდერელას ეხება
კაბა,ქოშები,გვირგვინი,ხელთათმანი,ჯადოსნური ფერიას ჯოხი
შემდეგ მეჯიქ დოლ სინდრელა და ერიელ თავისი კაბებით
სინდერელას ფლეიდო
და კდიევ არის რაღცეები :დ
გამოვიწერეთ ეს ყველაფერი მაგრამ ერთრთი დებილი გადამზიდის გამო ერთი თვეა გზაშია და ვერა და ვერ შესრულდა ეს წყეული რეისი,იმედი ახალწელს ისტერიკები არ მექნება ოჯახში და ჩამოახწევს ყველაფერი თავის დროზე

Posted by: nopiahopi 29 Dec 2015, 00:49
angelgirl
QUOTE
ყველაფერი რაც კონკიას ანუ სინდერელას ეხება
კაბა,ქოშები,გვირგვინი,ხელთათმანი,ჯადოსნური ფერიას ჯოხი
შემდეგ მეჯიქ დოლ სინდრელა და ერიელ თავისი კაბებით
სინდერელას ფლეიდო
და კდიევ არის რაღცეები

რა მაგარია smile.gif აბა ჩემს ბავშვობაში მოსკოვიდან კონკიას ანიმაციის ოფიციალური, ორიგინალი ვიდეო კასეტა რომ ჩამომიტანეს ( მანამდე ხო კუსტარულად,ჩვენით ვიწერდით ტელევიზორში გასულ მულტფილმებს ვიდეოზე), უბანში ლამის ქუდის მოხდით და პატივისცემით მესალმებოდნენ სხვა ბავშვები biggrin.gif

პ. ს. ჩამოგისწროთ საჩუქრებმა?

Posted by: bukuna 29 Dec 2015, 08:50
ჩემმა შვილმა დიდი სახლი შეუკვეთა და მორჩა,მეტი არაფერი მინდაო.მე რა გაჩუქოთქო და ყველაფერი მაქვს,შოკოლადებს თუ ჩამიყრი პარკშიო smile.gif)

Posted by: anano-ana 29 Dec 2015, 09:45
გოგოებო იქნებ ვინმემ იცოდეთ ელზას კაბა სად ვიყიდოო? x-brand ქონია და აღარ გვაქვსო,რაღაც მაღაზიაში ვნახე და ძვირი იყო ძალიან და სადმე ნორმალურ ფასად არ იციით?

Posted by: Princess 29 Dec 2015, 15:28
anano-ana
პეპელაში იყო რაც კი რამე შეიძლება იყოს ელზასიც და ანასი biggrin.gif
ცეროდენაშიც ვნახე. ფასები არ ვიცი.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 30 Dec 2015, 17:39
anano-ana

http://ideals.ge/bestdeal/princesa-elzas-kaba-multfilmidan-Frozen-
იქნებ გამოგადგეს smile.gif

Posted by: angelgirl 30 Dec 2015, 17:51
sopiasopi

კი დღეს ავიღეთ ამანათი როგორც იქნა :დ
მაგრამ მეორე პრობლემა მაზლიშვილი იქნება ჩვენთან ერთად და იმის არ ჩამოსულა,ამიტომ ვერ გადავცემ ვერც ამას ,მისი ამანათიც რომ ჩამოვა მერე გვქენება თვოლისბაბუის ახალიწელი,მანამდე უბრალოდ ახალიწელი :დ

bukuna

საყვარელი :დ
ხო რაც უხარია ის უნდა აჩუქო რაოდენეობას რა მნიშვნელობა აქვს,ჩემი შვილი იუთუბმა გააგიჟა და აწყვეტილია ,ყველაფერი უნდა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)