forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (31) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აფხაზეთის ომი
death85
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3123
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 05:08  #55036899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბევრს აღარ ახსოვს კარგად, რა როგორ მოხდა, ბევრი კიდევ თვლის, რომ აქ მხოლოდ აფხაზი სეპარატისტების ბრალეულობა იკვეთება, და ის დიდი მეზობელი, მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა ამ ყველაფერს, კარგად აღქმისთვის დავასურათებ ამ პოსტს, თან ზოგს არ უყვარს ცარიელი ტექსტის კითხვა, გრაფიკის გარეშე და რაც მთავარია უმრავლესობამ, საერთოდ არ იცის რა მოხდა.

დავიწყებ იმით, რომ 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთი აცხადებს დამოუკიდებლობას, ყოველგვარი ქართული გენოციდის ან შევწროვების გარეშე, პირდაპირ აი ესე ჰაერზე თუ არ ჩავთლით იმ ინციდენს, რაც სოხუმში მოხდა 1989 წელს, სადაც ძირითადად ქართველები დაიღუპნენ, მაგრამ ეგ შორს წაგვიყვანს, რასაც მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა [1992 წლის 14 აგვისტოს ქართული შენაერთების აფხაზეთში შესვლა მოჰყვა. ბევრი კამათობს ამის შესახბ, რომ ეს არ უდნა მომხდარიყო, ბევრი იძახის საერთოდ საყაჩაღოდ შევიდნენო, (საინტერესოა ისე როდის მოასწრეს), მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო ომს თავიდან მაინც ვერ ავიცილებდით. მოკლედ... მათი გადაადგილების დროს პირველი შეტაკება სოფელ ოხურეისთან მოხდა, ოჩამჩირის მისასვლელთან, შემდეგი გულრიფშის რაიონ სოფელ აგუძერასთან, შემდეგ კი იქვე სოფელ მაჭარასთან. გზად აგრეთვე მოხდა შეტაკება სოფელ ტამიშთან, სადაც აფხაზებმა ხიდი ააფეთქეს, მაგრამ ბრძოლის შედეგად უკან დახევა დაიწყეს.

user posted image

მოკლედ თუ არ ვცდები თარიღში 14-შივე, ქართველები სოხუმთან დაბანაკდნენ, იმ დღეს არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოცხადა და ყველას მოუწოდა ქართველების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმულიყვნენ. ამ დროს დაიწყო მოლაპარაკება ქართულ და აფხაზურ მხარეს შორის, რაც ვერანაირი შედეგით ვერ დასრულდა და რის შემდეგაც ქართული შენაერთები 18 აგვისტოს სოხუმში შევიდნენ, სადაც მათ წინააღმდეგობას 300 კაციანი აფხაზური მებრძოლი უწევდა, რაც მალევე სოხუმის სრული გაკონტროლებით და აფხაზების გუდაუთისკენ გაქცევით დასრულდა.

აქამდე 3 დღით ადრე 15 აგვისტოს, ქართველებმა სრულიად დროული ნაბიჯი გადადგეს და მოახდინეს გაგრაში დესანტის გადასხმა, იმავე დღეს დესანტმა ფსოუმდე არსებული ტერიტორია მთლიანად დაიკავა, ხოლო 19 აგვისტოს შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და სოფელი კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა, აფხაზები იქვე სოფელ ბზიფთან გამაგრდნენ. ანუ ქართველების ხელში აღმოჩნდა ტერიტორია მამძიშხის და გაგრის ქედის დასავლეთით:

user posted image

ამის შემდეგ 21 აგვისტოს მთილ ხალხთა კონფედერაციამ ომი გამოგვიცხადა, რომელთა შემოდინება ძირითადად დაიწყო მთიდან და ზღვიდან, რადგან რუსეთთან მიმავალი გზა ჩაკეტილი გვქონდა. ფრონტის ხაზი გადიოდა გაგრასთან, მდინარე გუმისთასთან და ტყვარჩელი-ოჩამჩირეს აფხაზებით და ნაწილობრივ სომხებით დასახლებული სოფლები რჩებოდა სეპარატისტების კონტროლ ქვეშ, სადაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეტაკებებს. ქვემოთ მოცემულ რუკაზე წითლად მოხაზულია, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები (აცდენა შეიძლება იყოს რამოდენიმე სოფელთან მიმართებაში)

user posted image

ამის შემდეგ დგება ისტორიული მომენტი და 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში ხელი ეწერება შეთანხმებას ცეცხლის შეყვეტის თაობაზე, სადაც ერთმენეთს ხვდება ბ. ელცინი (რუსეთის პრეზიდენტი) ე. შევარდნაზე, და ვლადისლავ არძინბა (აფხაზეთის სეპარატისტების მეთაური), ახალგაზრდებისთვის ვწერ ამას დეტალურად შეიძლება ზოგმა არ იცოდნენ. სადაც გადაწყდა, რომ 5 სექტემბერს ცეცხლი, უნდა შეწყვეტილიყო და მხარეები უნდა დაბრუნებოდნენ თავიანთ პოზიციებს. ამ შეთანხმების მიზანი იყო მარტივი, სეპარატისტების მოძლიერება გაგრაზე შეტევისთვის, რადგან გაგრის ვერ აღების შემთხვევაში, აფხაზეთის საქმე დამთავრებული იქნებოდა - მოვიდოდა ზამთარი ჩაიკეტებოდა მთის გზები და მათი გუდაუთის რაიონი ბლოკადაში მოექცეოდა. ანუ რუსეთმა, რომელიც ამ კონფლიქტში, როგორც თვითონ ამბობს მხარე არ ყოფილა და უბრალოდ იყო "მირატვორეცი", ამის შედეგად კიდევ უფრო ინტერნსიურად მოახდინა აფხაზების აღჭურვა, როგორც სამხედრო კუთხით გუდაუთის ბაზიდან, ისევე ცოცხალი ძალით... გუდაუთა ზედა რუკაზე არ დამიტანია, მაგრამ ალბათ ყველამ იცით სადაცაა.

რათქმაუდნა საქართველომ ეს ხელშეკრულება პირნათლად შეასრულა, ხოლო დამრღვევი სეპარატისტების მხარე გამოვიდა

1 ოქტომბერს დაიწყო შეტევა გაგრის მიმართულებით...

user posted image

როგორც ზემოთ ვთქვი, გაგრის აღება და ასევე მამიშხას მთიდან არსებული ბილიკების კონტროლი აფხაზებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლოვდებოდა ზამთარი. მათი მძიმე ტექნიკა ადვილად გადაადგილდებოდა, იმ ადგილებზე, რომელიც წესით ჩვენს მიერ დანაღმული უნდა ყოფილიყო. აფხაზთა მთავარ ძალას შამილ ბასაევის ჩრ. კავკასიელთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ, საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ადამიანი უტევდა. პირველ დღეს სოფელი კოლხიდა დაიკავეს, შეორე დღეს შეტევა გაგრის მიმართულებით განაახლეს, იმ მომენტში გაგრაში არსებული 3 000 მეომარიდან, მას მხოლოდ 109 ადამიანი იცავდა, რაც იქ არსებულ არეულ სიტუაციაზე მიანიშნებდა, მოკლედ ამაზე ბევრ აღარ გავაგრძელებ არ მსიამოვნესბს, ამაზე წერა, 2 ოქტომბერს სეპარატისტებმა გაგრა აიღეს და ხოლო 5-ში თუ 6-ში უკვე ფსოუსთან თავიანთი დროშა ჩამოკიდეს. ადგილობრივ მოსახლეობას კი სასტიკად გაუსწორდნენ, რომელთა გვამები თუ როგორ იყო ქალაქის ქუჩებში მოფენილი, ალბათ ეს კადრებიც გექნებათ ნანახი. მოკლედ გახსენეს საზღვარი "მირატვორცებთან" და დაიწყეს საბრძოლო ძალის შემომატება უფრო მეტი ინტენსივობით, მარტში მათ ბაგრამიანის ბატალიონიც შეურთდა.

ამის შემდგომ ბრძოლა ორ ფრონტზე მიდის, მდ. გუმისთაზე (ზედ ქ. სოხუმის მარცხნივ) და ტყვარჩელის და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში, როგორც ეს წინა რუკაზე იყო დახაზული, გაგრის რ/ნ-ის გამოკლებით.

პირველ ფრონტზე, კერძოდ მდინარე გუმისთასთან

user posted image

აფხაზები აგრძელებდნენ პერიოდულ შეტევებს, 4 ნომებერს კამანი-შრომის მიმართულებით.
15 ნომბერს რუსული ავიაცია, რომელიც თავისი თქმით არაფერ შუაში არ იყო ამ კონფლიქტში და მხოლოდ გარედან უყურებდა და "იტანჯებოდა" იმის ყურებით თუ როგორ ხოცავდნენ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს, ბომბავს მდ. გუმისთზე არსებულ საქართველოს საჯარისო ნაწილების პოზიციებს.
18 ნომბერს რუსული ავიაცია ბომბავს სოფ. კელასურას.
2-5 დეკემბერს რუსული ავიაცია კვლავ ბომბავს გუმისთასთნ არსებულ ქართულ ნაწილებს.
9 დეკემბერს რუსეთის ავიაცია ბომბავს სოხუმის საცხოვრებელ უბნებს, სადაც იღუპება 13 ადამიანი.
10 დეკემბერს რუსული ავიაცია ბომბავს სოფ. ახალდაბას, სადაც იღუპება 11 ადამიანი.
13 მარტს მოხდა გუმისთის პოზიციების და სოხუმის დაბომბვა, მსხვერპლი არ ყოფილა.
14 მარტს რუსული ავიაციის მიერ დაიბმობა ქ. სოხუმი, დაიღუპა 2 და მძიმედ დაიჭრა 12.
ამ რუსული დაბომბვების მიზანი კი, სოხუმში არსებული ქართულ შენაერთებში შიშის და პანიკის დათესვა იყო, მსგავსად ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, მოტივით "აი, რუსული ავიაცია მოდის და მაგას რას ვუზამთ", რასაც არათქმაუნდა არ აჰყვნენ იქ მყოფი მეომრები.

ამ დროს ანალოგიურად შეტაკებები მიდის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის სეპრატისტებით კონტროლირებად სოფლებში:

user posted image

წითლად მონიშნული აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია (შეიძლება იყოს უზუსტობა), შავი და იისფერი ფერებით შეტაკებების ადგილები:

26 ოქტომბერს შეტევა ხდება ოჩამჩირეზე, სადაც აფხაზებს ეღუპებათ 40 მებრძოლი, ხოლო 20 ვარდება ტყვედ.
29-30 ნომბერს შამილ ბასაევი იღებს ქართულს სოფელს ქოჩარას და ანადგურებს მას. ამავე დროს რუსი ინსტრუქტორები სოფელ ჭლოუში ქმნიან საბრძოლო მომზადების ცენტრს, სოფლე რეკაში ხდება აფხაზთამორიგი ბატალიონის ფორმირება.
9 დეკემბერს სოფელ კოჩარაში მოხდა შეტაკება.
27 დეკემბერს ოჩამჩირის რ/ნ-ში სეპარატისტების მიერ ავტომაგისტრალზე პერიოდული შეტევების გამო, ქართველები დაიძრნენ ტყვარჩელის მიმართულებით და დაიკავეს პოზიციები სოფელ აკვასკვამდე.
3 იანვარს სოფელ ცხენიწყალთან მოხდა აფხაზური შეტევის მოგერიება.
7 იანვარს სოფ. კინდღთან მოხდა შეტაკება, აფხაზებმა უკან დაიხიეს.
11 იანვარს ოჩამჩირე გალის რაიონის საზღვარზე ქართველებმა გაანადგურეს აფხაზთა დივერსიული ჯგუფი.
13 იანვარს სოფელ ფოქვეშთან (აკვასკვას მარჯვნივ) მოხდა აფხაზების შეტევის მოგერიება.
15 იანვარს მოხდა შეტაკება სოფელ კუტოლთან.
1-2 მარტს აფხაზებმა დაიკავს სოფელი მერკულა და ლაბრა.
5 მარტს აფხაზები შევიდნენ სოფელ ბედიაში.
12 მარტს რუსულმა ავიაციამ დაბომბა სოფელი ცაგერას მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიღუპა 2 დაიჭრა 9.

მოკლედ, გაგრის დაკარგვის შემდეგ, მცირედი შეტაკებები კლავ გრძელდება, ორივე ფრონტზე... გადავიდეთ ეხლა გუმისთას ფრონტზე, სადაც ზემოთ თქმული რუსული ავიაციის იერიშების შედეგ, იწყება აფხაზების შეტევა გუმისთაზე ქ. სოხუმის მიმართულებით.

1993 წლის 16 მარტს ღამის 2.00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ.

user posted image

აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა . თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა. ღამის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ, რომელიც ისე და ისევ ვითომდა საერთოდ არ ერეოდა ამ კონფლიქტში, კიდევ მოახდინა ქალქის დაბომბვა. 16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. რის გამოც აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა. მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა, ყველაზე დიდი ზარალი ბაგრამიანმა და კონფედერატებმა ნახეს.

აფხაზებმა ქართვლების ამ შეტევით იმხელა სტრესი მიიღეს, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ უკან, გუდაუთისკენ თუ ფსოუსკენ თვითონაც ვერ აცნობიერებდნენ ბოლომდე სად მირბოდნენ, მაგრამ ქართული მხარე იერიშზე კვლავ არ გადაასულა, ამაოდ ელოდა ბრძანებას ამის შესახებ, თუ რატომ გაუგებარია.

ამის შემდეგ არძინბა მოსკოვში გავარდა და დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, რუსეთის მეშვეობით უკვე მეორედ დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, 1993 წლის 14 მაისს, რომელიც ძალაში 20 მაისიდან უნდა შესულიყო. ჩვენ რათქმაუნდა ისევ დიდი პარადით მოვაწერეთ ხელი და ვიყავით იმის იმედად, რომ ომი დამთავრდა, რუსეთი გადაგდებით, როგორ გადაგვაგდებდა? ესეთი პატიოსანი ქვეყანა. რის შედეგადაც, აფხაზებმა დაიწყეს განცდილი სტრესის მოხსნა და თავისი პოზიციების გამაგრება, ახალი ძალებით.

ამ შეტაკებით რუსები (და არა აფხაზები) მიხვდნენ, რომ სოხუმს ესე პირდაპირი ბრძოლით ვერ აიღებდნენ და შეიმუშვეს ესეთი გეგმა, ჯერ უნდა დაეკავებინათ სოხუმის ჩრდილოეთით არსებული სოფლები, რომლებიც მაღალ სიმაღლეზემდებარეობდნენ და საიდანაც სოხუმი ხელის გულივით ჩანდა და დესანტით მოეხდინათ ოჩამჩირე სოხუმის გზის პარალიზება, ტყვარჩელი-ოჩამჩირის მიმდ. სოფლებიდან გადმოსროლილი დამხმარე რაზმებით, რათა ქართველები სოხუმს ვერ დახმარებოდნენ.

ამის გამო 17 მაისს ტყვარჩელიდან აფხაზებმა შეუტიეს უშედეგოდ ოჩამჩირეს, რათა მოეხდინათ გზის კონტროლი - მოსინჯეს ძალები. ხოლო 21 მაისდან დაიწყეს დღეში 7-8 რუსული შვეულფრენით, რომელთა ტვირთამწეობაც რამოდენიმე ტონა იყო, ჩამოკიდებული ტვირთით, ტყვარჩელის მიმართულებით ფრენა. ამ მიმართულებით:

user posted image

24 და 26 მაისს ქართველებმა ჩამოგდეს თითი თითო ვერტმფრენი. 27 მაისს რუსეთიდან ტყვარჩელში შვეულმფრენებით გადაიყვანეს 120 ბოევიკი, შემდეგ კიდევ 200. 9-10 ივნისს სოფლ თხინაში გააკეთეს 6 რეისი, სადაც ჩაიყვანეს ბოევიკები და ჩაიტანეს შეიარაღება.
16 ივნისს სოხუმის გავლით მანქანებით, ჩაიტანეს ვითომ მარტო ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ქართველებმა სათანადოდ არ შეამოწმეს. მოკლედ მიდიოდა ინტენსიური მზადება სოფელ ტამიშში დესანტის გადასასხმელად და მათ დასახმარებლად.

ქართველებისთის მოულოდნელად 2 ივლისს დაბა ტამიშთან აფხაზებმა საზღვაო დესანტი გადმოსხეს. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა, რომლის ძირითად ბირთვს, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის დნესტრის და ტირასპოლში დისლოცირებული 14 არმიის მებრძოლები შეადგენდნენ, ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. 2 ივლისს ტამიშის მუნიციპალიტეტში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ახორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა ცაგერა-ტამიშის სამხრეთი მონაკვეთი დაიკავა (ზღვის სანაპირო ზოლიდან) და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო. 2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს, რის შედეგადაც გამაგრდნენ ლაბრასა და ტამიშში. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჯგერდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის კონტროლი დაიწყო.

2-10 ივლისს სოფ. ცაგრესთან დაიწყო გააფთრებული ბრძოლები, სადაც აფხაზთა ფორმირებები განადგურდა. ქართული არტილერიის მიერ მოხდა ხელახალი დესანტის გადმოსხმის შეჩერება. ქართველებმა ჩაძირეს 3 კატარღა და 1 გემი. გაანადგურეს 2 ტანკი და ჩამოაგდეს 2 ვერტმფრენი.

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში დესანტმა ანუარხუს შტურმი დაიწყო. 9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი სიმაღლის აღებას ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ. განუწყვეტელი ბრძოლა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკულ წუთებში, ახალ კინთხში ბაზირებულმა საარტილერიო დივიზიამ დესანტზე იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგემ ამოცანა ვერ შეასრულა. დაღუპულების სახით დესანტმა 150-მდე მებრძოლი დაკარგა. მწყობრიდან გამოვიდა სამი ტანკი. საქართველომ აღადგინა კონტროლი გზის მონაკვეთზე, სოფელ ტამიშტან ახლოს. 10-ში აფხაზებმა დატოვეს ტამიში. ანუარხუზე წარუმატებელი იერიშის შემდეგ მოწინააღდეგეების დესანტმა 10 ივლისს კინდღის მიმართულებით გაჭრა სცადა, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. სეპარატისტებს გზა ქართველებმა გადაუჭრა. დესანტმა წინ წაწევა ვერ შეძლო და გაიფანტა. აფხაზებმა ტყვარჩელისკენ პატარა ჯგუფებით გადასვლა დაიწყეს. 11 ივლისს ოჩამჩირიდან წამოსულმა დაჯგუფებამ დესანტის ნარჩენები საბოლოოდ გაანადგურა.

user posted image

ამის პარალელურად, რუსებმა დაიწყეს თავისი გეგმის განხორციელება, სოხუმის ჩრ. მდებარე სოფლების დაკავებით, სოხუმის (მდ. გუმისთა) ფრონტზე:

აფხაზებმა შრომა-კამანის მიმართულებით მძიმე ტექნიკა გადაისროლეს და სამი დღის განმავლობაში სოხუმ-ჰესი, სოფელი გუმა და ახალშენი აიღეს. მოწინააღმდეგე სტრატეგიულ დასახლებას კამანს მიუახლოვდა. რასაც ქართულმა მხარემ სამწუხაროდ თავის დროზე დიდი ყურადღბა არ მიაქცია.

4 ივლისს ახბიურქის აღება სცადეს, მაგრამ ქართველებმა მათ მოგერიება შესძლეს, გაანადგურეს 2 ვერტმფრენი და 50 მებრძოლი.
5 ივლისს სოფელ კამანს კვლავ შეუქტის და რისი აღებაც მოახერხეს, ადგილობრივი ეთნიკურად ქართული მოსახლეობა გაანადგურეს.
9 ივლისს მოახერხეს სოფელი შრომის აღება.
14 ივლისს მოახერხეს სოხუმი ჩრდილოეთით არსებული ყველა სიმაღლის დაკავება
17 ივლისს ქართველებმა სიმაღლეების დაბრუნების ოპერაცია დაიწყო მაგრამ ეს ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდა.

user posted image

3 ივლისს სადესანტო ნაწილებმა სიმაღლე ანუაარხუს პირველად შეუტიეს. ბრძოლა დაზვერვით ხასიათს ატარებდა და იგი ნახევარ საათში დასრულდა. თუ სიმაღლეს აიღებდნენ, სეპარატისტები ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალზე სრულ კონტროლს დააწესებდნენ. ქართულმა მხარემ დესანტის ლიკვიდაციისათვის მზადება დაიწყო. მოლაპარაკების შედეგად დესანტის ლიკვიდაციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ფორმირებებმა.

ამის შემდეგ, როდესაც სოხუმის სიმაღლეები უკვე დაკავებული იყო, ხოლო ოჩამჩირეში არც თუ ისე დიდი წრმატება ჰქონდათ მიღწეული აფხაზ სეპრატისტებს, მათ ახალი შეტევისთვის კვლავ ძალების მობილიზება ესაჭიროებოდათ და რაიმე სახით სოხუმის დაცვის მორღვევა უნდა მოეხერხებინათ, ამიტომაც რუსეთმა კვლავ მორიგ ხერხს მიმართა და ახალი ე.წ. სამშიდობო ხელშეკრულება გააფორმა. წინა 2-ის შემთხვევაში პირდაპირ თუ ირიბად გადაგვაგდო, რაც ნორმანულად მოაზროვნე ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ ამ ჯერად ამ შეთანხმებას გაუგაონარი სირობა მოჰყვა თან, ჩვენი მხრიდან.

1993 წლის 27 ივლისს, სოჭში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით, მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, რაც რეალურად არ მომხდარა, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა, რაც მოხდა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. რაც აგრეთვე მოხდა და არათუ სოხუმიდან, არამედ მთელი აფხაზეთიდან, ხოლო ამ ყველაფრის გატანაში რუსეთს ტრანსპორტირების ფულიც კი გადავუხადეთ biggrin.gif აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა. მოკლედ ეს ხელშეკრულება იყო კაპიტულაციაზე ხელის მოწერა. ამის შემდეგ სოხუმში მოსახლეობამ დაბრუნება დაიწყო, აგრეთვე გაუგონარი სიდებილე, განსაკუთრებით სექტემბერში, განახლდა სწავლის პროცესი 1 სექტემბერს, ამავე დღეს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი გაიტანეს. ქართულმა მხარემ კვლავ ივაშკაცა და გუმისთის ხაზის განაღმვასაც დასათანხმდა რუსებს.

აფხაზები რუსების დახმარებით კვლავ აქტიურად ემზადებოდნენ და ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უკვე მესამედ დარღვევას აპირებდნენ, საინტერესოა კიდევ რამდენჯერ უნდა დაერღვიათ რომ ჩვენი მხარე მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავდა რუსების მიერ ორგანიზირებული ცეცხლის შეწყვეტა? მოკლედ რუსებმა დასახეს გეგმა, შეტევა დაიწყებოდა ეშერადან გუმისთას გავლით სოხუმის მიმართულებით, მერე ფლანგს სოხუმის მხარეს გახსნიდა, მის ჩრ. დაკავებული სიმაღლეები, ხოლო ტყვარჩელში და ოჩამჩირის რ/ნ-ში გამაგრებული სეპარატისტები სოფელ ახალდაბაში მოახდენდნენ ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვას და ოჩამჩირეს მახლობად მცირერიცხოვანი შეტევების ორგანიზებას, რაც ქართულ ძალებს გადაუკეტავდა სოხუმისკენ დამატებითი ძალების გადასროლის შესაძლებლობას. სოხუმში შესაღწევად მხოლოდ სახაერო სივრცე დარჩებოდა, რომლის ჩაკეტვასაც რუსები ბაბუშერას აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აფხაზთა კატარღის გაჩერებით მოახერხებდნენ... რუსები ამ ბრძოლის დამთავრებას 4 დღეში აპირებდნენ

16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა, სეპარატისტების მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა, რომელიც მშვიდობის გარანტი უდნა ყოფილიყო. სეპარატისტებმა 17 სექტემბერს მდ. გუმისთა გადმოლახეს და შრომიდანაც დაიძრნენ, არტილერიის და მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილი სოხუმი, რომელიც ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო "მირატვორცი" რუსული ავიაციის მიერ იბომბებოდა. 19 სექტემბერს მძიმე ბრძოლის შედეგად აფხაზებმა აჩანდარა აიღეს და აფხაზურმა კატარღებმა სოხუმის საჰაერო სივრცე გადაკეტეს.

user posted image

მაგრამ 19 სექტემბერს რუსეთი აღშფოთდა აფხაზების ამ ქმედებაზე, დაგმო მათი ქმედება და განაცხადა რომ აფხაზეთს ელ. მომარაგებას შეუწყვიტავდა თუ ისინი საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტდნენ. ანუ თვითონ დაგეგმეს სამხედრო კამპანია, ინტენსიურად ახორციელებდნენ აფხაზების გაწვრთაას ამ ბრძლისთვის, თავისი თვითმფრინავებით ბომბავდნენ ჩვენ ტერიტორიებს, მაგრამ გმობდნენ აფხაზთა ქმედებას და მოუწოდებდნენ ბრძლის შეწყვეტისკენ biggrin.gif

ამ დროს სოფელ ჯგერდიდან გამოსულმა 300 კაციანმა ფორმირებამ, სოფელი ახალდაბასთან მდინარე კოდორზე გადასასვლელი ხიდი გადაკეტა, ასევე ტყვარჩელი-ოჩამჩირის დაჯგუფებამ ანუაახუში, ლაბრაში და კინდღში წინააღმდეგობის მცირე რაზმები გაამაგრა, რათა სოხუმისკენ მიმავალი ქართული ფორმირებები გაჩერებინდათ, სოხუმი სრულ ალყაში მოექცა, აფხაზებმა სოფელ აძიუბჟაში გადაჭრეს ელ. ენერეგიის მიწოდება სოხუმისთვის და ქალაქი სულ ვაკუუმში მოაქციეს. სოხუმზე ინტენსიური შეტევა 2 მხრიდან მძიმე ტექნიკის და რუსული ავიაციის დახმარებით გრძელდებოდა, შრომადან ინტენსიურად ჩამოსულ სეპარატისტებს ძირითადად რუსი ოფიცრები მეთაურობდნენ, სადაც ქართველები თითქმის მხოლოს იარაღის ამარა იყვნენ დარჩენილები, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავან აფხაზებმა, მხოლოდ უმნიშვნელოდ წაიწიენ წინ, ქართველები წარმოუდგენელი თავგანწირვით იცავდნენ სოხუმს.

21 სექტემბერს ოჩამჩირედან სოხუმის გადასაჩენად 5 000 კაცი დაიძრა, სადაც 40 ერთეული ჯავშან ტექნიკა იყო, გზაში ქართველები აფხაზებს გადააწყდნენ და სწრაფი გაგრძელების ნაცვლად მათთან შეტაკებაში ჩაბმა მოუხდათ. 22 სექტემბერს ოჩამჩირე-სოხუმი მაგისტრალის გახსნის ოპერაცია დაიწყო, 5 000 კაციანი რაზმი ახალდაბის ხიდთან 300 კაციან აფხაზების რაზმს შეეჯახა. აფხაზებმა ქართული 2 ტანკი ააფათქეს, რიც გამოც შეტევა შეჩერდა, 23 სექტემბერს იგივე მოუვიდა წინ გაუშვებულ ტანკებს, რომელბიც აფხაზებმა კვლავ ააფეთქეს. 5 დღე მათ გარღვევას უშედეგოდ ცდილობდნენ.

22 სექტემბერს აფხაზებმა ქალაქში შესვლა დაიწყეს, დაიწყო ქალაქის ბრძოლები. ქართველები მაინც თავგანწირვით იცავდნენ ქალაქს, მოსახლეობა ყველა მეთოდებით გარბოდა ქალაქიდან, მაგრამ აფხაზები ქალაქის აღებას მაინც ვერ ახერხებდნენ და 24 სექტემბარს უკვე ქალქის წინააღმდეგ ყველა არსებული რეზერვი ჩართეს, მაგრამ კვლავაც უშედეგოდ. ქართველბი კი 5 000-იან დამხამრე ძალის მოლოდინში იყვნენ. 25 სექტემბერს სეპარატისტები ინტენსიურ შეტევაზე გადავიდნენ და აიღეს შუქურას რაიონი, რკინიგზის სადგური და ფუნიკულიორი, ქალაქი ფაქტიურად დაკარგული იყო, რასაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა მოჰყვა, ამ ხნის მანძლზე ქართულმა შენაერთებმა კვლავ ვერ მაოხერხეს კოდორის გადაკვეთა და სოხუმის ალყაში მყოფი მებრძოლების დახმარება.

28 სექტემბერს გრძლედება გულრიფშის რაიონის დაბობმბვა, 29 სექტემბერს აფხაზები უბრძოლველად გულრიფში შედიან. სოხუმის მებერძოლებმა კოდორისკენ დაიხიეს, საიდანაც მასობრივად ხდებოდა დევნილების გადასლა 25-28 სექტემბრიდან. უკან დაიხიეს ახალდაბასთან განალაგებულმა ქართულმა შენაერთებმაც, რომლებიც აფხაზეთიდან გავიდნენ და ოჩამჩირესთან გამაგრება არც მოახდინეს, რის შედეგადაც 30 სექტებმბერს ოჩამჩირე და გალი აფხაზმა სეპარატისტებმა და მათ მოკავშირეებმა უბრძოლველად დაიკავეს.

This post has been edited by death85 on 28 Jul 2019, 06:21
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26936
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 07:27  #55036927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვახ!
ყოჩაღ!

შენ 85-ში დაბადებული ვერ იქნები და, 85 მტერი გყავს მოკლული?


ახლა სერიოზულად, შეკითხვა.
შეგიძლია რომ დამიდასტურო, რომ ჯერ რუსული ავიაცია ჩაერთო საქმეში და შემდეგ ამოქმედდა ბაგრამიანის ბატალიონი?


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ME
Custom member title


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11484
წევრი No.: 58
რეგისტრ.: 17-April 01

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 07:28  #55036928      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ შევარდნაძის დედას რო ###### პირველ რიგში,
მერე კიტოვანის და სიგუასი, და მერე ყველა მოღალატის.


--------------------
А с поцелуями торопиться не будем, сказал Принц, слезая со Спящей Красавицы...
OtherWorld
Administrator


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3799
წევრი No.: 78623
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 07:44  #55036935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საერთოდ არაა საინტერესო იმის ფონზე რომ ხალხი დღეს ამაზე მსჯელობს

რამდენად საინტერესოა ჩვენი ღვინისთვის რუსული ბაზარი

facepalm.gif


--------------------
uBiCa™
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26936
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 07:53  #55036940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
OtherWorld
აზზრზე არ ხართ ეს ქართველები რაა. რა ირინიაა ახლა ეს, ღვინოზე არ უნდა ჯლაპარაკონ, ვინაიდან აფხაზეთში ომი იყო?

აგერ არ ვიცნობ და ისე დამემოწმება deagh85, რომ ო მ ი პირველ რიგში არის ფულის მდინარე, რომელიც უნდა ჰქონდეს სადღაც დაგუბებული სახელმწიფოს, რომ ომში მიუშვას.


ჩვენ ომი წავაგეთ ფ უ ლ ი ს მდინარის ამოწურვის და არა ტაქტიკურსტრატეგიული ბათქაბუთქის ვამო.

იმ ბიჭებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე იყვნენ, უ ღ ა ლ ა ტ ა სახელმწიფომ და ხალხმა.
ხალხმაც, იმით, რომ ბიუჯეტი ვერ უზრუნველყო და შევარდნაძე ა ი ძ უ ლ ა ხელი მოეწერა ბოლო ხელშეკრულებას რუსეთთან.


ღვინო ბიუჯეტში მიდის, ესეიგი ტანკია!

This post has been edited by axalirevolucia on 28 Jul 2019, 08:03
LuxAeterna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 218139
რეგისტრ.: 4-May 16

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 08:03  #55036943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ომს ქვია რუსეთ საქართველოს ომი. ახლა ილაპარაკეთ....


--------------------
მტრის ენა არ უნდა იცოდე.
მტრის უპირველესი იარაღებია ენა და ტყუილი.
ნებისმიერი პოლიტ პრობლემის წამალი - ყველა მაღალი თანამდებობის პირს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ვალდებულება უნდა გააჩნდეს.
dega
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 107409
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 08:11  #55036952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
რამდენი იშრომა ადამიანმა და საინტერესოდ თანაც
რათქმაუნდა ბევრი საუბარი შეიძლება
მაგრამ მე ერთ აზრზე ვრჩები მაინც...
მე და ჩემი ძმა მესამე პირმა ერთმანეთში გვაჩხუბოს??
გამორიცხულია
ესეიგი არ გვქონია ძმობა
უდიდესი ზიზღი იყო დაგროვებული და გასკდა....
ეგაა და ეგ


--------------------
”ჩვენ კი არ ვართ საფრთხეში, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი საფრთხე”@ოლივერ სტოუნი
mtasiqiteli
High voltage


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2909
წევრი No.: 141474
რეგისტრ.: 12-January 12

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 08:24  #55036962      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
death85
This post has been edited by death85 on 28 Jul 2019, 06:21
ყოჩაღ!

რა თემაა...
sad.gif
ჩემი აზრით უნდა აიპინოს, მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ეს!

რუსეთის ტრაკის მლოკველებს რო ჰკითხო (ფორუმს არ ვგულისხმობ, სამწუხაროდ ბევრს ვიცნობ პირადად, ძირითადად ქოცები არიან და არც მალავენ) ყველა მთავრობა უგუნური და უტვინო გვყავდა და რუსეთთან საერთო ენის ვერ გამონახვის გამო მოგვივიდა ის რაც მოგვივიდა (ანუ ირიბად ამბობს რომ რუსეთი აქ არაფერ შუაში არა არისო და რუსის დანაშაულს საერთოდ არც კი ახსენებს და ვერც ხედავს).
ისემც მაგათი...

არადა რამდენი შარი მაქ აკიდებული იმის გამო, რომ ვიღაცა არის გაუნათლებელ-განუვითარებელი და რამეს რო გიმტკიცებს თან.
ხშიად სახეზეა ხოლმე, რომ რუსული პროპაგანდის მსხვერპლია და სადღეგრძელოების დონეზე იცის რაღაცა და ისიც ოჯახიდან.
არადა კაი ტიპია, სხვანაირად რო აზროვნებდეს შეიძლება მასთან მეგობრობა ძმაკაცობა მარა რათ გინდა?!
სასარგებლო იდიოტია უცოდინარობის გამო. გაგებით აღარ (ვეღარ) გავაგებინებ (ბევრჯერ ვცადე) და მოკვლით კიდე ვერ მოვკლავ.
ამიტომ განათლებაა საჭირო (და თანაც არა მარტო ამ მიმართულებით)
არ შეიძლება რო უფრო კარგი დოკუმენტური გადაიღონ? (წიგნიც კარგი იქნება მარა ვინაა წამკითხველი?)
რამდენიმე დოკუმენტური არის მაგრამ ჩემი აზრით არაა სრულყოფილი,
45 წუთიან დოკუმენტურში მთელი კონფლიქტია ჩატეული.
დეტალური რო იყის და რამდენიმე სერია კარგი იქნებოდა.
რაც მთავარია ხშირად უნდა გადაიცეს ტელევიზიით (მაგ საზმაუთი, რეგიონალური ტელევიზიებით) რომ ახალგაზრდებმა ნახონ,
ქოცები ამის გამკეთებლები არ არიან და ნაცებმა კიდე რაც გადაიღეს ტრაკში გაიკეთონ!
ორივე რუსულ საქმეს აკეთებს ამათი სუყველაფერი...

mad.gif

პ.ს.
V, VII და X სურათებზე (Google earth) წერია Republic of Abkhazia
ამაზე აქ თემებიც იყო გახსნილი
რეაგირება სახელწიფოს მხრიდან - 0 (გინდაც საგარეო, გინდაც შიანაგან და გინდაც ნებისმიერი სამინისტროსგან)
ესე ეჩვევა მერე თვალი, ყური და ა.შ.
მტერი რო დაამარცხო, მტრად უნდა აღიქვამდე და არა ტურისტად ან ინვესტორად!

This post has been edited by mtasiqiteli on 28 Jul 2019, 08:45


--------------------
Tu natus es non tibi, non mihi, sed patriae!
Vivere militare est!
ნანა, მაკარონი დადგი, ორნი ვართ!
Jodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 85991
რეგისტრ.: 5-March 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 09:04  #55036998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
death85 - ჩემი პატივისცემა.

გამოვთქვამ ჩემ მოკრძალებულ აზრს: სამწუხაროდ, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს, საქართველო ვერ შეინარჩუნებდა....
ყველაფერი დასრულდა შედარებით მცირე მსხვერპლით. შედარებისთვის, გავიხსენოთ რუსეთ-ჩეჩნეთის ომი.
2008 წელი - აშკარა რუსული აგრესია და ჩვენი მხრიდან წარმოებული სამხედრო ავანტურა(მეტ-ნაკლებად წარმატებული)

This post has been edited by Jodo on 28 Jul 2019, 09:12
LuxAeterna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 218139
რეგისტრ.: 4-May 16

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 09:33  #55037037      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (dega @ 28 Jul 2019, 08:11 )
რამდენი იშრომა ადამიანმა და საინტერესოდ თანაც
რათქმაუნდა ბევრი საუბარი შეიძლება
მაგრამ მე ერთ აზრზე ვრჩები მაინც...
მე და ჩემი ძმა მესამე პირმა ერთმანეთში გვაჩხუბოს??
გამორიცხულია
ესეიგი არ გვქონია ძმობა
უდიდესი ზიზღი იყო დაგროვებული და გასკდა....
ეგაა და ეგ

ეგ ზიზღი როგორ დაგროვდა?! მესამე პირმა პატარაობიდან გაზარდა ასე. ჩვენმა უმცროსმა ჩრდილოელმა მეზობელმა ყველაფერი მოამზადა ამისათვის....
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9513
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 09:40  #55037047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
death85
QUOTE
ბევრს აღარ ახსოვს კარგად, რა როგორ მოხდა, ბევრი კიდევ თვლის, რომ აქ მხოლოდ აფხაზი სეპარატისტების ბრალეულობა იკვეთება, და ის დიდი მეზობელი, მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა ამ ყველაფერს, კარგად აღქმისთვის დავასურათებ ამ პოსტს, თან ზოგს არ უყვარს ცარიელი ტექსტის კითხვა, გრაფიკის გარეშე და რაც მთავარია უმრავლესობამ, საერთოდ არ იცის რა მოხდა.

შენ გაიხარე ამ თემისთვის. რა თმქა უნდა თავიდან ბოლომდე რუსების მოწყობილია ყველაფერი.

QUOTE
მე და ჩემი ძმა მესამე პირმა ერთმანეთში გვაჩხუბოს??
გამორიცხულია

უბრალოდ ამ თემაში არ მინდა.
* * *
QUOTE
1993 წლის 27 ივლისს, სოჭში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით, მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, რაც რეალურად არ მომხდარა, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა, რაც მოხდა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. რაც აგრეთვე მოხდა და არათუ სოხუმიდან, არამედ მთელი აფხაზეთიდან, ხოლო ამ ყველაფრის გატანაში რუსეთს ტრანსპორტირების ფულიც კი გადავუხადეთ 

აი ერთი-ერთში გავს ეს ყველაფერი იმას რასაც ქოცები აკეთებენ. ტიპებმა სკუთარი ძალების ტრანსპორტირებაში ფული გადაგვახდევინეს. ახლაც ტურისტების ტრანსპორტირება შევტენეს.

საბოლოოდ:
92ში აფხაზებმა არაფრიდან გამოაცხადეს დამოუკიდებლობა.
92შივე ჯაბა იოსელიანმა შეყარა ხალხი აფხაზეთში სასაკლაოზე. შევარდნაძე შეინახეს და არ გასვარეს.
3ჯერ მოაწრენიეს ხელი შევარდნაძეს ცეცხლის შეწყვეტაზე: სამჯერვე რუსებმა ძალები შეავსებინეს აფხაზებს და ჩვენ ქვემეხებიც კი გაგვატანინეს და სამჯერვე დაარღვიეს შეთანხმება და შეტევაზე გადმოვიდნენ.
მთელი ომის განმავლობაში რუსული არტილერია და მფრინავი საშუალებები ბომბავდა ქართულ მიწებს. მთელი მის განმავლობაში რუსული ხომალდები ახდენდნენ დესანტირებას.

აი არ ვიცი პირდაპირ.....

death85
თემისთვის მადლობა


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
turatura
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1744
წევრი No.: 66451
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 10:28  #55037120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (death85 @ 28 Jul 2019, 05:08 )
ბევრს აღარ ახსოვს კარგად, რა როგორ მოხდა, ბევრი კიდევ თვლის, რომ აქ მხოლოდ აფხაზი სეპარატისტების ბრალეულობა იკვეთება, და ის დიდი მეზობელი, მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა ამ ყველაფერს

იმედია თითზე ჩამოსათვლელი არიან მსგავს აზრზე.


--------------------
ნებისმიერ ცხვარს მწყემსი გენიოსი ჰგონია,
ხოლო ძაღლი – ფარის დამცველი,
თუმცა პატრონიც და ძაღლიც მგლებზე მეტ ცხვარს ჭამენ.
<ფრანკლინი>


გაიღვიძა საქმე ვერ ნახა და გახდა ესქპერტი..
gochino80
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26075
წევრი No.: 65291
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 10:32  #55037128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხოო იმიტომაა იქ ნაბრძოლ ხალხს მაგრად აფასებდა და აფასებს ჩვენი ხელისუფლებები გინდ შევარდნაძის ,გინდ სააკაშვილის და გინდ დღევანდელი .
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9513
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 10:36  #55037142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
turatura
QUOTE
იმედია თითზე ჩამოსათვლელი არიან მსგავს აზრზე.

უბრალოდ თემაში მოყვანილი ისტორიული ფაქტები არ მინდა გადავფარო, მაგრამ ყველა ვინც აცხადებს ჩვენ დავიწყეთ ომიო 2008ში ამ პლეადიდან არის.
მოსახლეობის 70% მაინც გამსახურდიას აბრალებს ომის დაწყებას. ყველა რუსეთუმე და მოღალატე რამე სხვას დაგიწერს გარდა იმისა რომ რუსეთმა მოაწყო ყველაფერი.
აგერ ზემოთ არც მორიდებია იმ სუბიექტს: რუსეთი რა შუაშიაო კაცო, ჩვენ და აფხაზებმა დავიწყეთო ომი.
turatura
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1744
წევრი No.: 66451
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 10:38  #55037147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (dega @ 28 Jul 2019, 08:11 )
მაგრამ მე ერთ აზრზე ვრჩები მაინც...
მე და ჩემი ძმა მესამე პირმა ერთმანეთში გვაჩხუბოს??
გამორიცხულია
ესეიგი არ გვქონია ძმობა
უდიდესი ზიზღი იყო დაგროვებული და გასკდა....
ეგაა და ეგ

რასა ბრძანებთ. facepalm.gif

ზუსტადაც წლობით ხდება მსგავსი დამოკიდებულებების შექმნა-გაღვივება. ყველაზე ცოტა რაც კაკებეს შემოგდებული მახსენდება ზეპირსიტყვიერი დამახინჯებული ლექსი იყო "ქართლ კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა , ყველა ჩემი სამშობლოა აფხაზეთის გარდა",რომელსაც მაშინ გაუცნობიერებლად თუ გულის მოსაფხანად ბევრი იმეორებდა.

იგივე ითქმის ოსებზეც, რაც ლამის სალანძღავ სიტყვად გამოიყენებოდა იმ პერიოდებში. ეს თავისით არ მომხდარა და ჩვენს უკაცრავად და უტვინობაზე და ანკესზე ადვილად წამოგებაზე იყო გათვლილი.

This post has been edited by turatura on 28 Jul 2019, 10:49
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
2 წევრი: 4L3X, GARFIELD123
Topic Options Pages: (31) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0362 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]