#54719238 · 27 May 2019, 11:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
4გბის და ნებისმიერი ეგეთი ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ადამინები. მათი მრავალფეროვნება და მათთან ურთიერობის დიდი არეალი. ეს ყველაფერი, ქართული რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად კარგად იყო. იმის ფონზე, რომ ამხელა მაშტაბებს მიაღწია, და რა თქმა უნდა 40 000 ადამიანიდან ყველა სუპერ მოხდილი მოგულავე ვერ იქნება. მაინც კარგად იყო ის ენერგეტიკა შენარჩუნებული, რაც კარგი განწყობისთვის საჭიროა, ეს პატარა ამბავი არ არის.
მუსიკის ნაწილი ნამდვილად არ იყო იმ დონის, რაც საკმაოდ მომწიფებულ ქართველ მსმენელს დაუვიწყარ შეგრძნებებს დაუტოვებდა და არც ბილეთის ღირებულების ექვივალენტი. უმეტეს შემთხვევაში ქართველმა არტისტებმა გამოასწორეს ზოგადი მდგომარეობა და ამ პირობებში ფასი ლოგიკურ ნიშნულს ბერვად აჭარბებდა.
საორგანიზაციო საკითხები, რიგ შემთხვევებში ძალიან კარგი იყო, რიგ შემთხვევებში საშინელება. გზა და ტრანსპორტირება 3 წელია დაუძლეველი პრობლემაა. სამედიცინო დახმარების კარავს ყველა ძალიან აქებს, ვისაც შეხება ჰქონდა, უბრალოდ ბოლო სტუმრამდე უნდა მუშაობდნენ. უზამაზარი პლიუსია რომ დაცვის სამსახურია შიგნით და არა პოლიციის ასეული.
ჯამში, რომ ვთქვათ ეს წელი წარამტებული ნამდვილად არ ყოფილა. იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი სტუმარი იყო და შესაბამისად ბევრი ფული დაიხარჯა კი, მაგრამ შემდეგ წელს იგივე გამოცდილების გაზიარება ამ ფასად ბევრს დააფიქრებს. პირველ რიგში არტისტების ბიუჯეტი კარგად უნდა გაზარდონ, მეტად მოარგონ ქართველ აუდიტორიას, კონკრეტულ სცენას და გარემოს. ყოველდღე მაგ გზაზე სიარულ ჯოჯოხეთია. ტრანსპორტირება ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ ტაქსის აუცილებლობა არ იყოს. ის ფული, რაც ტაქსში იხარჯებოდა, თავისუფლად შეეძლოთ ბარში დახარჯულიყო.
|