გუშინ საღამოს მეგობართან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვდიოდი, რომ ორი ყმაწვილი დაგვესხა თავს და ენერგიულად გამომგლიჯეს ჩანთა ხელიდან. წარმოვიდგინე რა, რომ უნდა გამოვმშვიდობებოდი ჩანთაში არსებულ ტელეფონს, პასპორტს, ფინანსებს, ისეთი დავიკივლე, აშკარად სმენა დაეხშო თავდამსხმელს და ფრჩზილები (სხვა რაღა?
) მკლავში ვატაკე .
ნამდვილად არ მეგონა თუ ასე გამოვადგებოდი საკუთარ თავს ასეთ შემთხვევაში
მეგობარი ერთ-ერთს ქამარში ეცა და თმებით დათრევას ცდილობდა
(აშკარად იმოქმედა ვარჯიშმა). "დახმარება" მხოლოდ 2-3 წუთში მოვიდა, ეს იყო ხალხი, რომელიც ასე თუ ისე, მაინც შეშინებულია მსგავსი რამეებით და ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს...
მოკლედ, გადავრჩით, მაგრამ შინ რომ მივედი, გული ისევ ამოვარდნაზე იყო:(
რამე მაგდაგვარი ხომ არ შეგმთხვევიათ?