სავარჯიშო:
ყოველ ძილის წინ უნდა გაიხსენო დღის პერიოდში მომხდარი მოვლენები,
ასე უკუმიმართულებით, ვინაიდან ყველაზე ახლოს რაც მოხდა ის უფრო გახსოვს და ბოლოს
დღის დასაწყისამდე ჩახვიდე, ნუ ეს ერთი თვალის გადავლებით, აქ მთავარი ისაა რომ
ამ გახსენებისას ზოგიერთ უფრო დასამახსოვრებელ მოვლენებს ან შეხვედრებს უფრო
უნდა ჩავუღრმავდეთ, ერთი ან ორი ასეთი უნდა ავირჩიოთ მთელი დღიდან და ჩავუღრმავდეთ,
ეს ნიშნავს იმას რომ უნდა გავიხსენოთ არა მარტო ის რაც გვახსოვს არამედ ისიც რაც არ
გვახსოვს ანუ ქვეცნობიერის მიერ დამახსოვრებული უნდა ამოვიღოთ ამ დროს...
მაგ. ვინმე პიროვნებას შეხვდით და ელაპარაკეთ, რაზე იყო საუბარი გახსოვთ მაგრამ
თუ როგორი ღილები ქონდა პერანგზე ან როგორი ფეხსაცმელი ეცვა ან ზონრები როგორი
ქონდა ან როგორ შეკრული არ გახსოვთ, ეს ნიშნავს რომ პატარა მოგზაურობას აკეთებს ადამიანი
ამ დროს წარსულში, იმ სიტუაციას წარმოდიგენ რომ იქ ხარ და ელაპარაკები იმ პიროვნებას და
შეხედავ მის ღილებს რაც ქვეცნობიერში არის უკვე ჩაწერილი ამ დროს აცნობიერებ ამას, ამოგაქვს..
ეს ანვითარებს ძალზედ ძლიერ მეხსიერების თუ წვდომის უნარს, რომლითაც ადამიანი ცხოვრებაში
უფრო ღრმად დამკვირვებელი ხდება ანუ ქვეცნობიერის ცნობიერებას ეზიარება...
თავიდან შეიძლება ისე არ გამოვიდეს ეს სავარჯიშო როგორც გვსურს მაგრამ უნდა ეცადოთ და
მთავარია ყოველ ღამით რეგულარულად ამის გაკეთება, ერთ თვეში ისეთ საოცარ შედეგს მიიღებთ
თვითონვე გაგიკვირდებათ, შესაძლოა ეს უნარი ქვეცნობიერის წვდომისა იმდენად გაძლიერდეს რომ
სხვა ადამიანებშიც კი ამოიცნოთ მათი განცდითი აზროვნება, ამ დროს აზროვნების განცდა ხდება ეს
უნარი წვდომისა მეხსიერებას მაღალ ხარისხში აყვანით აძლიერებს...
პს.
გარეგნული რაიმე თუ გჭირდებათ, თაფლში ამოვლებული ორი ლებანი ნიგოზი დღეში...
This post has been edited by Artist on 27 Jan 2017, 17:25