რა არ გაქვს კაცო?
ხომ ვთქვი მეტნაკლებად ყველას აქვს..
კბილებს არ იხეხავ დილით? პასუხისმგებლობა საკუთარ თავთან
ახლობელს რომ გაუჭირდეს არ დაეხმარები? პასუხისმგებლობა სხვის მიმართ, მაგრამ ესეც პირველ რიგში საკუთარ თავთან ასოცირდება
ლამაზ ნაშას რომ არ ახტები ქუჩაში, ეს ნებისყოფაა
ძალიან პრიმიტიული მაგალითებია, კიდე ბევრის მოყვანა შეიძლება, ამიტომ ნუ მეტყვი რომ არ გაგაჩნია ან ერთი ან მეორე..
ზედა პოსტი რაღაც რეკლამასავით გამომივიდა მგონი, ამიტომ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი სახის გემბლინგის
ჩემი ნება რომ იყოს ერთ აპარატს ვერ ნახავდით ქალაქში, მაგრამ ეს სხვა საკითხია და სხვა თემა, ახლა შევეცდები ჩემს მაგალითზე რაღაც პასუხები გაპოვნინოთ
პირდაპირ გეტყვით, რომ განათლებასთან არ არის დაკავშირებული, სკოლაში საერთოდ არ მივლია ბოლო 6 წელი, აღარაფერს ვამბობ უმაღლესეზე და ა.შ.
განათლებაზე როცა ამახვილებენ ყურადღებას ჩემის აზრით გულისხმობენ მათემატიკურ გამოთვლებს, ეს მართალია და თუ გეზარებათ მე უკვე გამოვთვალე და ქვემოთ აგიხსნით მოკლედ რა იგულისხმება ამაში
ერთხელ ახლობლებმა მთხოვეს კაზინოში გაგვიყვანეო (მანქანა არ ყავდათ) გავიყვანე და მეთქი სანამ ესენი გაასხავენ ცოტას გავერთობი, შევაცურე სლოტებში მეც დროს მოსაკლავად. (პირველად ვარ კაზინოში)
წავაგე, მივაკითხე ამათ დილერს ეთამაშებოდნენ პოკერის რაღაც სახეობას, იგებდენ/აგებდნენ.
ვუყურებ ახლა და რაღაც წარმოდგენა შემექმნა, ერთი მასტი იგებს, დაწყობილი ,1,2,3 იგებს, მოკლედ რომც არ იცოდე გადმოატრიალებ ბანქოს და გეტყვიან მოგე თუ წააგე
ერთერთი მეუბნება მგონი პალასა წამოვიდა დაჯექი, მე გავშარდავ და მოვალ, თან ვნახოთ რა ხელი გაქვსო, მეთქო ოკ
სადღაც მესამე დარიგებაზე ბანქო გადმოვატრიალე და მთელი მაგიდა ვა საღოლ ძმაუ და მთელი ამბები, მოკლედ ეგეთი მომენტი სადღაც 4-5-ჯერ იყო, რომ ყველა საღოლ, რა მაგარია და ა.შ.
ის რომ დაბრუნდა თითონ აღარც დაჯდა, არ ადგე მანდედანო და მართლა კარგად მოვიგეთ კიდე
თავიდან არ მქონია ემოციები, მაგრამ იმან მართლა გამაკვირვა, რომ ძალიან დიდი ფული მოვიგე, ნუ სიტყვაზე 200-ით დამტოვა და სადღაც 3000-ით ავდექით
500 მაჩუქა, კარგად ვჭამეთ, დავლიეთ და აბა ხვალამდეო
აი მერე კი ჩავუღრმავდი, მეთქი მთელი თვე ვირივით ვმუშაობ და იგივე თანხას მაძლევენ ბლიად, თან ისიც მახსენდება რომ გაბაზრებულია "ხიხია"
ჩემი თავის იმედი მაქვს, გავიფიქრე ერთხელ ვცდი კიდე თან რაღაცეებს გამოვითვლი, იქნებ რამე სუსტი წერტილი არსებობს, დავამუღამებ და ვიცხოვრებ არხეინად
ამათ მე თვითონ დავადექი დავაი წავედით-თქო
წავედით, მე ვიგებ ესენი აგებენ, მე ვიგებ ესენი აგებნ, ვუმატებ ფულს კიდე და კიდე
კაროჩე ვუთხარი წადით მანქანაში დამელოდეთ მოვალთქო (სულ წააგეს)
მოვიგე წამოვედით სახლში (ამათაც მივეცი რაღაც)
მესამედ მარტო წავედი, კიდე მოვიგე
ასე ვიგებდი სადღაც 1 კვირა, ანუ სანამ თამაში არ დავამუღამე, როგორცკი თამაში დავამუღამე დავიწყე წაგება, ანუ რომ გავერკვიე რა უნდა მომსვლოდა რომ მომეგო, რა მეტს იგებდა რა ნაკლებს
მოკლედ ამ ხალხივით რომ დავიწყე, ღმეღთო
გული-გული, ყვავი-ყვავი, აგური-აგური, აი მაშინ დავიწყე წაგება
დავიწყე ახალი თამაშის ძებნა, მივადექი ბლაქჯეკს დავჯექი, ხალხი მეუბნება აღარ ამოიღო მეტი დილერს ექვსიანი აქვს, მე არ ვუჯერებ ვარტყავ ოცდაერთებს დილერი ოცებს უბრახუნებს (არც ამის თამაში არ ვიცი) ყველა აგებს ჩემსგარდა
მართლა იმდენი მოვიგე წინა თამაშზე მთლიანობაში არ მომიგია ერთ კვირაში, თან რაღაც პირამიდის პონტში ვუმატებდი, სიტყვაზე 10 რომ მოვიგებდი 20 ვდებდი, მოვიგებდი 40, კიდე 80 და მოკლედ მაქსიმუმთან თავიდან ვიწყებდი
აქაც იგივე, რომ დავამუღამე დილერს რომ ექვსიანი ყავს არ უნდა ამოიღო, თუნდაც შენც იგივე გყავდეს, მაშინ დავიწყე აქაც წაგება
კარგად რომ დამენძრა $ პონტში, მოვედი სახლში გადავატრიალე ინტერნეტი, წიგნები რავი ყველაფერი დავსერჩე და ვისაც გეზარებათ ამ ყველაფრის მოძიება გეტყვით, რომ შანსი არ არის მოგების
კაზინოს ვერ მოუგებ დისტანციაზე, ანუ რას ნიშნავს ეს ----- კი მოიგებ 100, 200, 300, 1000, 2000, 10000, მეტსაც, მაგრამ ყველაფერს უკან მოიტან და წააგებ
ანუ ყველაზე კარგ ვარიანტში, მოიგე 5000 წახვედი მანქანა იყიდე ისა/ესა და დაბრუნდი წააგე 100, წახვედი, დაბრუნდი წააგე 200, წახვედი, დაბრუნდი წააგე 500, წახვედი მანქანა გაყიდე წააგე სულ, იშოვე ფული (ვალი, დანაზოგი, ლომბარდი, სახლი და ხზ რა კიდე) წააგე ისევ და ა.შ.
ახლა წაგებულის აზრები, მოგებულს ვინ ჩივის ის მაინც დამაბრუნებინა რაც წავაგე
ჩემი ღლე, რამდენსაც მიიტან + იმდენი დაემატება, უკვე აღარც გაქვს მოგებაზე რეაქცია, სიხარულს ვგულისხმობ ---- გუშინ რაც მიიტანე იმის მეოთხედი მოიგე, არადა ბოლო ნახევარი წელია დადიხარ
მოკლედ ვინც ასეთ დღეში ხართ გარანტია გაძლევთ რამდენჯერაც წახვალთ უფრო უარეს დღეში ჩაიგდებთ თავს, შანსი არ გაქვთ..
ერთ დღესაც ასეთ "გემბლერულ ბილიკზე" გადავეყარე "პოკერ რუმს", მეთქი ესეც წინასწარ გათვლილი ხომ არ არის მოვსინჯავთქო
თავიდან აქაც მთელი მაგიდა გავატყავე, ბოლო აუტს მივზდევდი რივერამდე
(ვინც პოკერი არ იცით სასწაულია) და ამოდიოდა ხოლმე
დავამუღამე კომბინაციები და აქაც "წავიდა წაგების პალას"
ერთი რაღაც კი მაკვირვებდა, კონკრეტული ადამიანები სულ იგებდნენ, მეთქი რა ბედი აქვთ
სახლში რაღაცის ყურებისას გადავაწყდი პოკერის სტრატეგიაზე საუბარს, მერე წიგნებს ჩავუჯექი, შემდეგ ვიდეოებს და მოკლედ გავიგე რომ სლოტები, ბლაქჯეკი, ნებისმიერი კაზინოს თამაში არის 100% წაგება და ინტელექტუალური თამაშები (ჭადრაკი, შაში, გო, პოკერი, ნარდი და ა.შ.) არის კონკრეტულად შენზე დამოკიდებული მოგებაც და წაგებაც, ანუ კაზინოში ვერანაირი სტრატეგიით ვერ მოიგებ, მაგრამ აქ გაქვს შანსი..
კიდე ერთხელ ვიმეორებ არაფრის პროპაგანდას არ ვაკეთებ, მაგრამ ეს ორი ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ, ერთი გემბლინგია - ანუ ბედი - ხზ, მეორე ინტელექტი - ანუ სტრატეგია
ერთში შანსი არ გაქვთ, მეორეში შანსი გაქვთ, მაგრამ ეს 100% გარანტია არ არის, შეიძლება არც ამ სფეროში საჭირო "თვისებები" არ გაქვთ
თუ გემბლერობთ მე მაინც ინტელექტუალურ თამაშების მოსინჯვას გირჩევთ, რადგან შესწავლა გრძელვადიანი პროცესია, დიდ შრომას და ნებისყოფას საჭიროებს
ასევე ბევრი სასარგებლო თვისებების გამომუშავეას, საკითხებზე დაფიქრებას, გამოთვლას, ფსიქოლოგიურ ანალიზს, დისციპლინას და ა.შ.
პროფესიონალი თუ ვერ გახდებით ამ სფეროში, დამიჯერეთ ძალიან დიდი ანი იმ მთავარი ჭაობიდან გამოგიყვანთ
ჩემ მაგალითზე გეტყვით, 5-6 წლის წინ რომ იჯდა ხლხი ისევ იმ ხალხს ვხედავ ხოლმე კაზინოში მივდივარ და სახეებზე რომ ვუყურებ გაუბედურებულები ზიან და ელოდებიან როდის მოიგებენ "ჯაკპოტს" ცხოვრება მიდის, ფული მიდის, ნერვები მიდის, ახლობლები მიდიან, მაგრამ ჯაკპოტი არ მოდის
(პოკერ რუმში როცა მივდივარ, მაშინ მიწევს კაზინოს დერეფნის გავლა 4 წელია 1 თეთრი არ მითამაშია კაზინოში, მხოლოდ პოკერს ვთამაშობ ადამიანებთან)
დასკვნა:
მადლობელი ვარ რომ ცხოვრებამ ასე "ჩამპიზდა" კაზინოს ისტორიის სახით.
კი, წაგებაში ვარ დიდი ფულის კაზინოსთან, მაგრამ გათვითცნობიერებული მაქვს რომ მანდ მოგების შანსი არ მაქვს და არასდროს ვითამაშებ
დიდძალი ფული წავაგე, მაგრამ მაგ გაკვეთილმა უფრო ბევრად დიდი ფული მაშოვნინა, ასევე ბევრი კარგი თვისება შევიძინე, ბევრ სხვა ცხოვრებისეულ ამოცანებს გავეცი პასუხი და მიხარია, რომ ასე მოხდა, თორე კაზინო თუ არა შეიძლება უარეს ცხოვრებისეულ ხაფანგში გავბმულიყავი ისე, რომ ვეღარასდროს გამომეღწია იქიდან.
ნუ იფიქრებთ ფულის ამოღებაზე, ამოღება არის იმის გაცნობიერება რომ ვერ ამოიღებ მანდ, ის თანხა აღარ არის და არ დაბრუნდება აღარასოდეს, ვერანაირად..
თუ ამას გააცნობიერებთ დამიჯერეთ ბევრად მეტს იშოვით სხვა გზით, იმიტომ რომ როცა ამას აცნობიერებ საქციელით(!) (თეორიულად ყველამ იცის) , ძალიან ძლიერი ადამიანი "იჩითები", იმდენად ძლიერი რომ ნებისმიერი რეალური სურვილის და მიზანის განხორციელება გძალუძს.............................................
წარმატებები
This post has been edited by Heahmund on 5 Mar 2018, 10:20