Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > სამოქალაქო სამართალი


Posted by: dadssn 29 Mar 2021, 23:46
გამარჯობა მეგობრებო, იქნებ დამაკვალიანოთ, ჩემი ნათლულის მშობლებს აქვსთ საოჯახო დავა, გაშორებულები არიან და დედა ითხოვს შვილის წაყვანას საზღვარგარეთ, მამა კი ამის უფლებას არ აძლევს, აქედან გამომდინარე დედამ მიმამრთა სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ ალიმენტის დაწესება და შვილის ქვეყნიდან გაყვანის უფლება ( მეორე მშობელს რომ შეეზღუდოს გაყვანაზე უარის თქმის უფლება), რამოდენიმე დღის წინ მიიღო სარჩელი და შესაგებელის დაწერა როგორი პროცედურაა ? ვინ შეიძლება დაეხმაროს ?

Posted by: Правовед 29 Mar 2021, 23:51
dadssn
"შვილის ქვეყნიდან გაყვანის უფლებაზე" სარჩელს დიდი ალბათობით სასამართლო არ მიიღებდა - სხვანაირად ჟღერს, კარგი იქნებოდა თუ სიტყვასიტყვით გადმოწერდით სარჩელში მითებულ ჩანაწერს.

https://www.youtube.com/watch?v=2LwKIyVQ0YY

Posted by: dadssn 29 Mar 2021, 23:55
Правовед
იდეაში სარჩელი წარდგენილია ალიმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მაგრამ ადვოკატს ქვეპუნქტებათ აქვს გაშლილი ის გარემოებები რომ ბებია ცხოვრობს რუსეთში და ბებიას სურს ბავშვთან კომუნიკაცია და აღზრდაში მონაწილეობის მიღება, მშობელი კი ამ უფლებას ზღუდავს გაურკვეველი მიზეზით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Правовед 2 Apr 2021, 23:37
dadssn
მე გთხოვეთ, სასარჩელო მოთხოვნაში რა აქვს ჩაწერილი, არის ასეთი გრაფა. იდეების გარეშე - სიტყვასიტყვით ...
თუმცაღა ... ეს თქვენი საქმეა ...

Posted by: baggins 3 Apr 2021, 09:30
dadssn

ბებია დაკავებულია, მუშაობს და ვერ ახერხებს ცუდი დასაბუთებაა. მთავარი ბავშვის საუკეთესო ინტერესებია და მისი ემოციური და ფიზიური უსაფრთხოება. ანუ ბებია ვერ იცლისო აქ ჩამოსასვლელად და ბავშვი უნდა მიჰგვარონ იქ?

ბავშვისთვის რა იქნება უკეთესი ეგ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. მოუცლელი ბებიის კომფორტი კი არა.

Posted by: Правовед 3 Apr 2021, 13:44
baggins
რავარც მაგ ფრაზების ავტორი ადვოკატი არ ჰგავს იურისტს, ისე "შვილის წაყვანის საზღვარგარეთ" უფლება[!] აცილებულია იურიდიულ ინტერესს lol.gif

Posted by: ქაფქიანა 4 Apr 2021, 16:19
აუ ქალი რა გნიდა წაკლაა.

ბავშვს ართმევს მშობელ მამას და ფრიად დაკავებულ დედამისს უნდა აახლოს მოსკოვში.

კიდევ აქეთ რომ კერავს გულუბრყვილო როჟას, გაუგებარია, რატომ არ არის მოპასუხე თანახმაო.


Posted by: Правовед 4 Apr 2021, 16:50
ქაფქიანა

შეკითხვაა დასმული არეულად!
"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1. ნაწილით 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი[!!!] კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

რა ჩადო შეკითხვაში "შვილის წაყვანას საზღვარგარეთ"-ში ავტორმა რას ნიშნავს? დროებით გასვლა თუ ემიგრაცია? გაურკვეველია ... კვალიფიცირებული პასუხი მხოლოდ ამ მონაცემებითაა შესაძლებელი! უბრალოდ ...
არც სასამართლო დაიწყებს ამ საკითხის განხილვას, სანამ არ გამოიკვლევს, რისი მიღწევა სურს სარჩელის შემტან მშობელს! დანარჩენი ლაყბობა გამოუვა - დიდი აზრი არა აქვს! შემდეგი ინსტანცია მიუუქმებს და დაღსაც დაუტოვებს!

Posted by: ქაფქიანა 4 Apr 2021, 17:12
Правовед

იურისტი არ ვარ და ვერც სამართლებრივად გამართული დოგმატიკით ვისაუბრებ. უბრალოდ, რაც იმ იუზერს სპოილერში ჩაუსვამს, ჩემზე პირადად ქალის წაკლობაზე და სწერვობაზე ტოვებს შთავბეჭდილებას.

Posted by: Правовед 5 Apr 2021, 14:52
ქაფქიანა
ნუ ... მაგაში, მგონია ორივეს ბრალია ჩადებული ...
სპოილერშიც "ადვოკატის" შემოქმედებები შეიძლება იქოს - მსგავსი პერსონაჟები ბლომადაა საქართველოში
wink.gif

Posted by: Mmerisi 14 Apr 2021, 20:49
dadssn
1. შესაგებლის ვადა არ გაუშვა არცერთ შემთხვევაში (29 მარტს გაქვ დაპოსტილი და როგორც წესი 10 დღეზე მეტს არ მოგცემდა სასამართლო)
2. შობლის უფლების შეზღუდვაზეა ერთ - ერთი მოთხოვნა როგორც ჩანს და ამ საკითხს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტს სასამართლო და შეიძლება ვივარაუდოთ რომ მამას ეს უფლება (თანხმობა) აღარ მოეთხოვოს რადგან დროებით ჩაყვანას წერთ სარჩელში და არა სამუდამო საცხოვრისის განსაზღვრას (მაგრამ ეს ვარაუდია, სასამართლო რას გადაწყვეტს წინასწარ ვერავინ იტყვის დადასტურებულად)

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)