მოგესალმებით, ვინმე თუ ხართ ახლა ზელანდიაში და ცხოვრობთ მანდ იქნებ დაწეროთ აქ დეტალები.
ძალიან საინტერესოა როგორ წახვედით, როგორი ცხოვრების ტემპია მანდ, როგორი ხალხია, რამდენად ხშირია ბუნებრივი კატასტროფები და საშუალო რა ხარჯები გაქვთ ყოველ კვირას და ა.შ.
ერთ ერთი ქვეყანაა სადაც განვიხილავ წასვლას, გარკვეული ინფორმაცია მოძიებული მაქვს მაგრამ ძირითადად ზოგად სტატისტიკაზე დაყრდნობით, მაგრამ სტატისტიკას ბოლომდე ვერ ენდობი, ჯობია ვინც ცხოვრობს მისგან მიიღო ინფორმაცია.
მე რა ინფორმაციაც მაქვს მცირეა მაგრამ მაინც დავწერ:
ეკონომიკა: განვითარებული ქვეყანაა საბაზრო ეკონომიკის კუთხით: სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი და კვების მრეწველობა და ტურიზმი
კულტურა: ტრადიციულები არიან, ყველაზე ძლიერია მაორების ტრადიცია
სტატისტიკა:დადებითი
ბავშვების აღსაზრდელად: ტოპ 10 ქვეყნიდან მერვე ადგილს იკავებს (წყარო:
Top 10 Best Countries to Raise Children in 2018 )
საუკეთესო ქვეყანა საცხოვრებლად: ტოპ 21 ქვეყნიდან მერვე ადგილს იკავებს (წყარო:
The Best Country to Live in )
ტოპ 80 ქვეყნიდან მეცამეტე ადგილს იკავებს (წყარო:
The top 80 best countries to live in 2018 )
საუკეთესო ქვეყანა საცხოვრებლად ქალების მიმართ დისკრიმინაციის მაჩვენებლით: ტოპ 21 ქვეყნიდან მეცხრე ადგილს იკავებს (წყარო:
The 21 best countries in the world to live in if you're a woman )
ბედნიერების მაჩვენებელი: ტოპ 10 ქვეყნიდან მერვე ადგილს იკავებს (წყარო:
Ranked: The 10 Happiest Countries In The World In 2018 )
ცხოვრების ხარისხი: ტოპ 80 ქვეყნიდან მეცხრე ადგილს იკავებს (წყარო:
Quality of Life Rankings )
უარყოფითი
ბუნებრივი კატაკლიზმები: 173 ქვეყნიდან 53-ე ადგილზეა 2016 წლის მაჩვენებლით (წყარო:
List of countries by natural disaster risk )
კანის კიბო: ერთ ერთია ყველაზე გავრცელებული კანის კიბო, რომლით დაავადების 80%ია დაფიქსირებული (წყარო:
NZ skin cancer statistics )
ავარიები: მესამე ადგილზეა მსოფლიო ქვეყნებში ავარიით დაღუპული ხალხის რაოდენობით (წყარო:
Health > Motor vehicle deaths: Countries Compared )
სუიციდი: პირველ ადგილს იკავებს 15-დან 24 წლამდე ასაკში თვითმკვლელობების რიცხვით (წყარო:
Crime > Suicide rates > Ages 15-24: Countries Compared )
ამფეტამინის მოხმარება: ამფეტამინის მოხმარებით მოფლიო ქვეყნებიდან მესამე ადგილზეა (წყარო:
Lifestyle > Amphetamine use: Countries Compared )
გადასახადები: აქ შეიძლება ყველაფერი სწორად ვერ გავიგე, მთლად ჩემს დასკვნას ნუ დაეყრდნობით, მაინც წყაროზე გადადით და იქ ნახეთ (წყარო:
Taxes )
საშემოსავლო გადასახადი: 33% წლიური 70,000$-დან; 30% წლიური 48,001 - 70,000$-დან; 17,5% წლიური 14,001 - 48,000$-დან; 10,5% 0$ - 14,000$-დან.
სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი: ზოგ ადამიანს აქვს პერსონალური დაზღვევა ვინც დასაქმებულია ის იხდის შემოსავლის 1,39%-ს.
დამატებითი გადასახადები: 15% უმეტეს შენაძენზე როგორიცაა: ბენზინი, თამბაქო, ალკოჰოლი და ა.შ.
ეს ძალიან ზოგადია და ინტერნეტში მაქვს მოძიებული.
რეალური ინფორმაცია მისგან ვინც ადგილზეა ნამდვილად კარგი იქნება.
მე თუნდაც მცირე დროით სასწავლებლად მაინც წავიდოდი სიამოვნებით.
This post has been edited by Wonderwall on 10 Oct 2018, 14:36