Mezzo და www.staatsopertv.de პირდაპირ გადმოსცემენ "უჩრდილო ქალს" მიუნხენიდან.
მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული მიუნხენის ეროვნული თეატრი 1963 წლის 21 ნოემბერს კაილბერტის "უჩრდილო ქალით" გაიხსნა:
http://www.deutschegrammophon.com/en/cat/4495842ამ თარიღის 50 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად წლევანდელი სეზონი 21 ნოემბერს ისევ "უჩრდილო ქალის" ახალი დადგმით დაიწყო.
დადგმა ამავე დროს ბავარიის სახელმწიფო ოპერის ახალი მუსიკალური დირექტორის, კენტ ნაგანოს შემცვლელი კირილ პეტრენკოს დებიუტს წარმოადგენს. თავად ოპერა კუპიურების გარეშე მიუნხენში პირველად სრულდება.
მომღერლებმაც და პეტრენკომაც, რომელმაც ბაიროითის წლევანდელ ფესტივალზე დიდი ეფექტი ვერ მოახდინა, ტილემანის ამასწინანდელი "ფროში" ბეჭებზე დასცეს. რას ვიფიქრებდი, თორემ ყველაფერს გავაკეთებდი და ეხლა იქ ვიჯდებოდი.
This post has been edited by WAGNERITE on 1 Dec 2013, 22:19
მიმაგრებული სურათი