forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (92) « პირველი ... 90 91 [92]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბავშვთა რაგბი, ძალიან მაგარი თაობები მოდის!
კუდ
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 73
წევრი No.: 166260
რეგისტრ.: 27-April 13

გამოგზავნილია: 16 Feb 2017, 01:54  #49942814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GiorgiG83
ლუკასა და ნიკოს მამა
ramazi-rugby
გაიხარეთ, მადლობა !
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 16 Feb 2017, 13:28  #49944844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
 ბავშვთა რაგბი, ძალიან მაგარი თაობები მოდის!

QUOTE
გამოგზავნილია: 2 May 2008, 22:25  #9446140

QUOTE
ძალიან პოპულარულია ბავშთა შორის რაგბი! წელიწადში ორჯერ იმართება ფესტივალები.
8-9 წლიდან მოყოლებული, ყველა ასაკში არსებობს გუნდები და მაგათ ყურებას არაფერი სჯობს.
მშობლებმ,ა, მწვრთნელებმა, გულშემატკივრებმა არ დაიშუროთ პოსტები, სურათები და ა.შ. ამ თემაში.
აბა ჩვენ ვიცით!


ისე smile.gif
9 წლის წინ გაიხსნა ეს თემა

...8-9 წლის ბავშვებიდან მოყოლებულიო და ზუსტად ამ ასაკს 2 თვეში U 18 უწევს... smile.gif smile.gif

იქნებ იმ ფესტივალზე მობურთავეთაგან რამდენიმე, ან რომელიმე ქენთერბერისაც მოირგებს
smile.gif
* * *
http://site.rugby.ge/ka-GE/youth-rugby/

2016 კი, მარგამ 2017_ის კალენდარს ჯერ მზე არ უნახავს


--------------------
"Rugby is a Hooligans Game played by Gentlemen"
W. Churchill
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1224
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 23 Mar 2017, 12:49  #50209851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჭაბუკთა "ა" ლიგა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-U18/


ჭაბუკთა "ბ" ლიგა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-U16/


ბავშვთა რაგბი - საფესტივალო ასაკ(ებ)ი
http://site.rugby.ge/ka-GE/youth-rugby/

უახლოესი შეჯიბრები:

25 მარტი - 14 წლამდე ასაკის ფესტივალი ქ.ფოთი " პარკი არენა"
http://site.rugby.ge/news-view/?newsid=591...llerModID=17430

25 მარტი - 14 წლამდე ასაკის ფესტივალი ქ.თბილისი "შევარდენის სანაკრებო ბაზა"
http://site.rugby.ge/news-view/?newsid=591...llerModID=17430

26 მარტი - 14 წლამდე ასაკის ფესტივალი ქ.რუსთავი "რუსთავის რაგბის სტადიონი"
http://site.rugby.ge/news-view/?newsid=591...llerModID=17430


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
leluchiko
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 228967
რეგისტრ.: 9-February 17

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 11:47  #50259185      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ,
რომელიმე კეთილმა ადამიანმა მირჩიეთ გთხოვთ, ბავშთა რაგბის გუნდებში ყველაზე კარგი და საუკეთესო რომელია და რომელს მირჩევთ?
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1224
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 12:03  #50259277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
leluchiko
ბავშვის ასაკი?
* * *
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news...%83%9C%E1%83%94

ბრიტანელი მოსწავლეების ქართული ტურნე

რომ ვიკითხო გაშუქდებაო კი არადა ვინმე გადაიღებს და იუთუბზე დადებს მეთქი მგონი უადგილოა, თუ როგორაა?
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11521
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 1 Apr 2017, 15:48  #50274518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
-G-

ეგ ბოვშები ახლა რუსთავში არიან და სვარკას უყურებენ biggrin.gif


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1224
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 6 Apr 2017, 13:02  #50307884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news...%83%9A%E1%83%98

ჩვენი მომავალი
ავტ. დიტო მარინაშვილი

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-U18/#2M0
2017 * ჭაბუკთა *ა* ლიგა

მადლობა დიტოს
* * *
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news...%83%96%E1%83%94

თელავის ‘ჭადარი’ პრაღის ფესტივალზე
ნათან ვოლფიო?
თელაველი ვოლფი...
boli.gif
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3220
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 12 May 2017, 21:06  #50550899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
http://rugger.info/news/13920
http://rugger.info/news/13919
http://rugger.info/news/13921

კარგია, რომ შუქურად გვაღიარებენ აღმოსავლეთ ევროპაში, მისაბაძები გავხდით. smile.gif


--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3220
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 11:35  #51788211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ნოემბრის ბოლო შაბათ-კვირას ‘ხვამლი არენაზე’ ‘თბილისის მერიის თასი 2017’-ის პირველი ღია პირველობა გაიმართა, რომლის ფინალშიც ‘ხომლმა’ ‘ლელო-სარასენსი’ 14:7 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ეს იყო 14-წლამდე მორაგბეთა დასკვნითი, ფინალური ტურნირი, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს 12 და დასავლეთ საქართველოს 4 უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. ეს გუნდები იყვნენ: ‘ლელო-სარასენსი’, ‘თბილისი’, ‘აკადემია’, ‘ხულიგანა’, ‘ლოკომოტივი’, ‘ხომლი’, ‘წიქარა’, ‘ხვამლი’ (ყველა თბილისი), ‘აჭარა’ (ჩაქვი), ‘არმაზი’ (მარნეული), ‘აია’ (ქუთაისი), ‘კოლხი რაინდები’ (ფოთი), ‘ვეფხვები’ (პატარძეული), 22-ე სკოლა (ქუთაისი), ‘ხარები’ (რუსთავი) და ‘ჯიქი’ (გორი).

თბილისის ღია პირველობა 12-კაცა რაგბში გაიმართა. თითოეულიგუნდის
-0:18
განაცხადში 18 მოთამაშე იყო და ჯამში მასში 288 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.

გუნდები ოთხ 4-გუნდა ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული და პირველ დღეს (25 ნოემბერი) ჯგუფური ეტაპის სამ-სამი თამაში გამართეს. მეორე დღეს გუნდებს ასევე სამ-სამი შეხვედრის ჩატარება მოუწია და როგორც უკვე გითხარით, ‘თბილისის მერიის თასი 2017’ ‘ხომლმა’ შემართა, ‘ლელო-სარასენსი’ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ‘აკადემიამ’ (დაამარცხდა ‘ხვამლი’ 24:5) დაიკავა.

„წელს პირველად 14-წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის თბილისის ღია პირველობაგაიმართა,ფაქტობრივად საქართველოს ჩემპიონატი 12-კაცა რაგბში - ‘თბილისის მერიის თასი’. თბილისის მერიის სურვილია, რომ ტურნირი ტრადიციული გახდეს. გვსურდა, რომ თბილისის ღია პირველობაში აღმოსავლეთ საქართველოს 10 და დასავლეთ საქართველოს 6 საუკეთესო გუნდს ეთამაშა. საბოლოოდ დასავლეთიდან 4-მა გუნდმა მოახერხა ჩამოსვლა და შესაბამისად, აღმოსავლეთიდან მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ზაფხულში გახსნილი ‘ხვამლი არენაზე’ სამი მოედანია და ეს მსგავსი მასშტაბური ტურნირების ჩატარებას მომავალშიც გაგვიიოლებს“ - გვეუბნება საფესტივალო რაგბის ხელმძღვანელი ლევან ობოლაძე.

მზარდი დინამიკით

ბორჯღალოსანთა წარმატებისა და მუდმივი წინსვლის ფონზე, საქართველოში რაგბში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.მას შემდეგ, რაც სავარჯიშო და სათამაშო მოედნები მომრავლდა, რაოდენობა და რაც მთავარია ხარისხი, კიდევ უფრო გაიზარდა.

2013 წელს ფესტივალებში მონაწილე მოზარდთა რაოდენობა 2462 იყო, წელს კი ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 4209-ს მიაღწია. 2012 წელს აღმოსავლეთ საქართველოში 17 საფესტივალი კვირა იყო, ბოლო წლებში მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, რასაც კლუბების მიერ ორგანიზებული ტურნირებიც ემატება, მაგალითად: „წრიპას თასი“ (იუნკერები), „დავით ზირაქაშვილის თასი“ (რუსთავის ‘ხარები’), გუჯა სურგულაძის ხსოვნის ტურნირი (ლელო-სარასენსი).

2014 წლიდან დაიწყო რესპუბლიკური ტურნირების ორგანიზება 14-წლამდე მორაგბეთა შორის, როგორც 7-კაცა, ასევე 12-კაცა რაგბში და მათ წინ უსწრებდა შესარჩევი ტურნირები. განვითარების ჯგუფის წევრებმა უცხოეთში მიღებული გამოცდილებით დახვეწეს და გაამკაცრეს წესები. გაკეთდა მოთამაშეთა ერთიანი ბაზა, სადაც განთავსებულია მორაგბეების ფოტოსურათიანი ლიცენზიები, რითაც 100% გამოირიცხა ფესტივალსა თუ ტურნირში გადაზრდილი, ან არალიცენზირებული მოთამაშის ჩართვის ალბათობა.

„გაზაფხულისა და შემოდგომის 3-3 თვეში 12-12 საფესტივალო კვირა გვაქვს. თითოეულ ციკლში 4 კვირა 7-კაცა და 8 კვირა 12-კაცა რაგბს ეთმობა. წესები იმგვარადაა შედგენილი, რომ მაქსიმალურად ბევრი იყოს ხელით თამაში. ფესტივალები და ტურნირები მონაცვლებით ტარდება - თუ ერთი კვირა 8-10-12 წლამდე მოთამაშეთა ფესტივალებს ეთმობა, მეორე კვირას 14-წლამდელთა ტურნირებია. წლის განმავლობაში გვაქვს 4 გასვლითი ტურნირი, ან ფესტივალი იმ რეგიონებში, რომელთა მუნიციპალიტეტბმა მინიმუმ სტადიონით უზრუნველყოფა მოახერხეს.

ტურნირები მხოლოდ 14-წლამდელთა შორის იმართება, რადგან ესაა გარდამავალი ასაკი, ბავშვებისთვის შემდგომი ნაბიჯი ჭაბუკთა „ბ“ ლიგაა და სატურნირო სისტემასთან მათი ადაპტირება ხდება. დაბალ ასაკში არ გვყავს მსაჯები და ამ ფუნქციას მწვრთნელები ითავსებენ, რაც მათ განვითარებაში ეხმარება.14-წლამდელთა ტურნირებს დამწყები მსაჯები ემსახურებიან, მათ მოყვებიან მასწავლებლები და პარალელურად ხდება მსაჯების განვითარება“ - ამბობს ობოლაძე.

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ფესტივალებში მონაწილე ბავშვების რაოდენობა 1000-ს აღწევს, რასაც ამ ბავშვების მშობლებიც ემატება და ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, საფესტივალო რაგბის ხელმძღვანელობაკერძო სექტორთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

‘ხვამლი არენას’ გახსნის შემდეგ, სადაც სამი მოედანია (ერთი ბუნებრივი და ორი ხელოვნური საფარით), ფესტივალების დაგეგმვა უფრო გამარტივდა და 2018 წლის განრიგი უკვე სრულადაა გაწერილი - რიცხვების, დღეების და სტადიონების მიხედვით. განრიგი ითარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე, ის დაეგზავნა სხვადასხვა ქვეყნებს და თუ მსურველები გამოჩნდებიან, შესაძლოა, გაისად საქართველომ პირველად უმასპინძლოს საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალს.
qobula
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 155
წევრი No.: 131679
რეგისტრ.: 25-May 11

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 12:54  #51788713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც ახალი და სასიამოვნო ინფო ბავშვთა რაგბიზე
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1224
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 13:34  #51788949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ცხვედომ ბოლო 2 კვირაში უკვე ორ ასაკობრივჯგუფში იზეიმა პირველი ადგილი
smile.gif smile.gif smile.gif
dendo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 127
წევრი No.: 238165
რეგისტრ.: 18-November 17

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 15:50  #51795678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ბავშვები რო წამოიზრდებიან უკეთეს შედეგებს დადებენsmile.gif)))
mta
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 431
წევრი No.: 85835
რეგისტრ.: 3-March 09

გამოგზავნილია: 9 Dec 2017, 13:01  #51805401      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
4 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირისა და „წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის“ ორგანიზებით მეთორმეტედ ჩატარდა ღია სასკოლო ტურნირი რაგბში - "გიორგობისთვე" , რომელშიც 8-დან 12 წლამდე ასაკის თორმეტმა გუნდმა, ანუ 150-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
8 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის სკოლის კლუბმა "მერანმა" გაიმარჯვა. ხოლო 12 წლამდე ბავშვთა შორის კი "მერანმა" ფინალი "აკადემიასთან" დათმო, ანგარიშით 1:2.

ტურნირი სტადიონ "შევარდენზე" სახალისო და აზარტული გამოდგა. გამარჯვებულები და მონაწილეები სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სასკოლო რაგბის პროპაგანდას წარმოადგენს. თუმცა, "წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის" კლუბი "მერანი" ამჯერად მარტო გამოვიდა პროფესიონალური კლუბების შეგირდებთან საასპარეზოდ.

This post has been edited by mta on 9 Dec 2017, 13:10

მიმაგრებული სურათი
FB_IMG_1512486932507.jpg
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (92) « პირველი ... 90 91 [92]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4952 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]