marimari11ჩემი დაკვირვებებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მანქანის არყოლა კომფორტია, როცა საჭიროება არ გაქვს.
სამსახურში ბიზნეს ბარათით ვმგზავრობ, ბოლტზეა მიბმული და არც ფულის გადახდა მიწევს და მერე ანაზღაურება და არც რაიმე სხვა დამატებითი ბუღალტერია.
პირადი მოხმარებისთვისაც ტაქსი.
თუ ქალაქის ცენტრში მიწევს წასვლა, სადაც მეტროცაა, რა თქმა უნდა მეტრო.
ოჯახში კი არის საჭირო ერთი მანქანა, როცა შვილები გყავს, მაგრამ მაგ პრივილეგიას ჩემს მომავალ მეუღლეს მივანიჭებ
ისედაც საჭიროა ზოგჯერ მანქანა, მაგალითად ქალაქგარეთ რო გახვიდე შენ გემოზე და მაგ მხრივაც არ მაქვს პრობლემა, მგონი ყველა ჩემს მეგობარს ყავს მანქანა, გოგოსაც და ბიჭსაც
ერთი მე ვარ უმანქანო პრივილეგირებული : )
ზედმეტი საზრუნავის გარდა, რაც ზემოთ დავწერე - დაღლა, პარკინგი, სიფხიზლე თუ ნერვების შლა, ფინანსურადაც წამგებიანია : )
ბევრი ამბობს ხოლმე, მაგ ტაქსებში ფულის ყრას იყიდე მანქანაო : )
ჩვენთან მაინც ბნელა შეგნების მხრივ, მანქანის ყოლა კაიტიპობასთან ასოცირდება : )
სადღაც 20 წლის წინ კი იყო მართლა მასე, მანქანა რო გყავდა, ტიპი იყავი.
არაერთი ნაცნობი მყავს 1000 ლარიანი სამსახური რო აქვს და მაგ ხელფასიდან 500 ლარს მანქანას ახმარს, ან მეტსაც : )
ან თუნდაც 2000 ლარი ქონდეს, ნორმალური ხელფასია საქართველოში.
მანქანა რო იყიდო განვადებით ან სესხით, ერთი 500 ლარი ხო სესხში უნდა იხადო მინიმუმ, ერთი მაგდენიც მანქანას უნდა ახარჯო : )
და ნახევარ ხელფასს იხდი იმაში რო მანქანა გყავდეს
უმუშევრებს რო ყავსთ ბევრს მანქანა, ყოველდღიური საზრუნავი ბენზინის ფულზე ჩალიჩი რო აქვთ, ეგ ხო სხვა თემაა საერთოდ
ან მარტო მანქანა, ბენზინი და სიგარეტი რო აქვთ და ეგაა მაგათი ყველაფერი
მოკლედ, ვერ შეგვეცვალა აზროვნება მაგ მხრივ,
"ჟეშტი" ბევრს გონია კაი პონტი : )
2008-ში ვიყიდე მანქანა, 20 წლის ვიყავი.
ისიც ძალით ვიყიდე, ყველა ტვინს მიბურღავდა, მეგობრებიდან დაწყებული ოჯახის წევრებით დამთავრებული, მუშაობ, ნორმალური ხელფასი გაქვს და მანქანა რა პონტში არ გყავსო : )
და მაყიდინეს ძალით
არადა არასოდეს მევასებოდა მანქანა.
ტარეებაც ყიდვის მერე ვისწავლე და მართვის მოწმობაც მერე ავიღე, ფაქტის წინაშე რო დავდექი.
ხო და ერთი წწელი ვიარე მანქანით ან ცოტა მეტი და ეგ იყო ყველაზე არაკომფორტული ეტაპი : )
თან ავარიები მომდიოდა ხშირად, ბოლოს კინაღამ მოვკვდი ისეთ ავარიაში მოვყევი და იმის მერე დავიკიდე
წლები რო გავიდა რამდენჯერმე დავჯექი მანქანაზე და არა რა, არაკომფორტულია ტარება, მითუმეტეს საქართველოში
პ.ს. ეხლაც მეკითხება ხოლმე ზოგჯერ ვინმე, რა პონტში არ გყავს მანქანაო და ეგეთებს "ვაი შე ###ო" მზერით ჩავუღიმებ ხოლმე