პირველ რიგში მოდერატორებს მინდა ბოდიში მოვუხადო. მეც მძულს მსგავსი სათაურით გახსნილი თემები და ვიცი რომ არანაირი გამართლება არ აქვს.
Facebook -თან დაკავშირებული პრობლემები ამ თემაში მინდოდა დაწერა მაგრამ ერთ დღეზე მეტ ხანს უნდა ვიყო დარეგისტრირებული და ამდენ ხანს ვერ მოვიცდი ნამდვილად.
მოდერებო, თუ ამის უფლება გაქვთ, ზემოთ ხსენებულ თემაში თუ გადააგდებთ ჩემს პოსტს , ძალიან დამეხმარებით
მოკლედ საქმეზე გადავალ. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მჭირდება დახმარება. რამდენიმე წლის წინ გავხსენი ფეისბუქი პირველად, დაახლოებით 2011- 12 წლებში ალბათ, იმედია საქმისთვის ზუსტი წლის ცოდნა არ დამჭირდება. ამ ფეისბუქის არც მეილი და მით უმეტეს არც პაროლი არ მახსოვს, მოკლედ ვერ აღვადგენ, არც მეგობრები მყავს ამ ფბზე რომ მაგ გზით აღვადგინო. ვერანაირი აღდგენის საშუალება, რაც ინტერნეტში მოვნახე, ვერ ჭრის ამ შემთხვევაში, ამიტომ მაინტერესებს, ფბს რომ მივწერო, რაც არ ვიცი როგორ კეთდება, არც იმდენი ინგლისური ვიცი, რომ გავაგებინო, მოკლედ გაგებაში არ ვარ როგორ დავუკავშირდე, მაგრამ თუ მოვახერხე, შესაძლებელია თუ არა რომ დავიბრუნო ეს ანგარიში? ჩემი სახელი და გვარი აწერია, აიდი ბარათის გაგზავნით ან რამე მსგავსით, არის მცირე შანსი მაინც თუ არა? თუ გსმენიათ მაინც, რომ მსგავს შემთხვევაში ფეისბუქს მიწერეს და აღდგენა შეძლეს? ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იმ ანგარიშში შესვლა (პრინციპში ეს რას ცვლის მარა მაინც) გთხოვთ, თუ შეგიძლიათ ჩემი დახმარება, იქნებ დაწეროთ. წინასწარ გიხდით ყველას მადლობას