6iani
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 231875
რეგისტრ.: 11-May 17
|
#52925938 · 17 Jun 2018, 16:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კინო როგორც სინთეზის ხელოვნება და უცხო პოტენციალი მის შესაძლებლობებში ჩემი ღრმა რწმენით კინოს როგორც ხელოვნების ყველზე დიდებული პერიოდი, ნაწილობრივ სამწუხაროდ ადრეული წლების მუნჯურ კინოს დროს გახლდათ. მაშინდელი რეჟისორული კონცეფციები, გადმოცემის ფორმების მრავალფეროვნება, მუსიკის სისადავე და სრულიად განსხვებული ფერის კორექცია განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. სწორედ იმ პერიოდში კინო ცდილობდა შეექმნა ალტერნატიული ხელოვნება, რომელიც საკუთარ თავზე ჩაატარებდა უამრავ ექსპერიმენტს და ამ ექსპერიმნეტების საშუალებით ეცდებოდა გამოევლინა ხელოვნებაში ახალი გზა, რომელიც იტყოდა საკუთარ სიტყვას და მძაფრ კონკურენციას გაუწევდა ლიტერატურას, მხატვრობას, ფილოსოფიას და ა.შ, რადგან კინოს აქვს ორი უპირატესობა სხვა ხელოვნების დარგებთან. ეს არის დროში ასახული დინამიკის ცოცხალი განვითარება და სხვადასხვა ხელონების სინთეზის პოტენციალი, რომელიც მას საშუალებას აძლევს საკუთარ თავზე უამრავი ექსპერიმენტის ჩატარების უნარს. მუნჯური კინოს ჟამს ეს ექსპერიმენტირება ძალზედ ფართო სახის იყო და რეჟისორები ცდილობდნენ ამბის მოყოლის ტექნიკა და სინეთეზის სტრუქტურა რაც შეიძლება ხელოვნების მაღალ რეგისტრში გადმოეცათ. უსიტყვობის მიუხედავად სწორედ იმ პერიოდში არის შექმნილი ყველაზე ჩახლართული ხელოვნების ნიმუშები და ფორმებით ყველაზე მეტად ის პერიოდი გნუსხავს. რეჟისორები ცდილობდნენ შეექმნათ მარტივი ამბის დროის დინამიკაში არსებული უპირატესობებით რთულად ქცევის შესაძლებლობა. ისინი იღებდნენ ისეთ ფაბულებს რისი ლიტერატურაში გამოყენება ვერ მოქცემდა ვერანაირ შედეგს, რადგან ის ლიტერატურაში ბანალური იქნებოდა და განვითარბის უქონელი, რადგან ლიტერატურა სიღრმისა და ექსტაზის ხელოვნებაა და საკუთარ თავთან გაცილებით მაღალი მოთხოვნილებები აქვს. კინოში კი მარტივი ფაბულები გენილაურმა რეჟისორებმა დროში მინდინარე მოცემულობების მეშვეობით აქციეს რთულ ფსიქოლოგიურ ტრაგედიებათ და ძლიერი აზრის კომპოზიციურობის მატრებელ მოვლენებად, რაც გამოწვეული იყო მათი ნიჭით აეგოთ სიუჟეტი ზუსტად. მსახიობისგან შეექმნათ ის რაც ჭირდებოდა მაყურებელს. კინოს უმთავრესი უპირატესობანი გამოეყენებინათ, რაც ნიშნავს თვალის გარედან აღქმას. თვალი გარედან აღიქვამს რა ხდებ სხვის თვალში. მე ვუყურებ მის ჟესტებს, მოძრაობას და მის დამოკიდებულებას ფაქტებისადმი და მე ასოცირებას ვახდენ უამრავ მოვლენასთან და ვციდოლობ გამოიტანო ფსოქოლოგიური და ფილოსფიური დასკვნები პიროვნებასთან დაკავშირებით. იმ დროის რეჟისორები გადმოგცემდნენ მარტივ ისტორიებში ადამიანის უღრმეს ფსიქოლოგის. ეს ფენომენი მის შემდეგ უამრავჯერ გადამუშავდა, მაგრამ შემდეგი დროის კინოში გაცილებით უფრო დამახინჯდა ვიდრე გასრულდა, რადგან მაშინდელი რეჟისორები (გრიფიტი, კრისტენსენი, მურნაუ , ლანგი და ა.შ) ხელოვნებას უფრო ავანგარდულად და უფრო მაღალი გემოვნებით აღიქვამდნენ ვიდრემ შემდეგი თაობის თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით და მასზეც ვისაუბრებ. თუმცა სანამ მუნჯურ ხელოვნებას დავტოვებდე არ შემიძლია არ ავღნიშნო ამ ეპოქის რეჟისორების მცდელობა შეექმნათ ხელოვნება, რომელიც მართლაც საპირწონე იქნებოდა დიდი ლიტერატურის. მათ ქონდათ მცდელობანი ეპქსპერიმენტირბის მეშვეობით ფორმებსა და სინთეზზე გადმოეცათ ძალიან ღრმა საკითხები და ძალზედ ორიგინალური ფორმით. შესაძლებელია ადამიანმა ერთხელ თქვას. კინო დიდებული ხელოვნებაა, მაგრამ ყოფილა თუ არა მასში კაცობრიობისთვს ისეთი გარდამტეხი ნაწარმოები, როგორიც სხვა დარგებშია. იშვიათად, ის მიიღებს პასუხს, რადგან ამის მცდელობები მას არ ქონია და ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. რა თქმა უნდა ხელოვნების შედევრები კინოში შექმნილა. მაგრამ ყველაზე დიდი მცდელობა კინოსგან რაღაც ახალი დაებადებინათ სწორედ იმ ხანაში იყო. დავასახლებ რამდენიმე ფილმს. ეს არის გრიფიტის შეუწყნარებლობა, მურნაუს ნოსფერატუ, ბენჟამინ კრისტენსენის ჟადოქრები და მეტროპოლისი. ეს კინოშდევრები არის დიდი და არნახული მცდელობა კინოსგან შეექმნათ სრულიად ახალი ფენომნი და ამდაგვარი სტილის მცდელობები სამწუხაროდ მომავალში აღარ გაგრძელებულა. ოთხივე მათგანი იცავს დიდი ხელოვნების უმთავრეს კრიტერიუმს. ცდილობს გადმოსცეს ძლიერი და ნოვატორული იდეები და გააკეთოს ეს მაღალი ესტეტიკისა და ფორმის მრავალფეროვნების ხარჯზე. გრიფიტმა დრო ეპოქებში გადაანაწილა და ეცადა გადმოეცა საკუთარი სათქმელი ისეი რთული ქსოვილით, რომ ეს გათანასწორებოდა ლიტერატურას და მან ეს მაოხერხა. ცალკე საკითხია ბენჟამიან კრისტენსენის ჯადოქრები, რომლის დარი მას შემდეგ კინმატოგრაფში აღარ შექმნილა. ამ ფილმის გამოსახულების ექსპერიმენტირება და ფერის კორექცია არის ზმანებისდარი. კადრები და მისი ფერები შენ გახვედრებს ზმანებათა სამყაროში და უცხო ქვეყნებში გამოგაზურებს და გაძლევს ისეთი დოზის ექსტაზს, რომ ეს წინაპირობას იძლევა შიდა სასუფევლის, რაც სხვა ხელოვნების უპირატესობებია ფილმთან და ანდერსენი ამტკიცებს რომ ეს ფილმს შეუძლია. შენში გამოიწვიოს ინრელექტუალური ექსტაზი. ამას კი ის ახერხებს სინთეზის ხელოვნებით. ის აქტიურად იყენებს ფერწერას და მისი გამოძრავებით შენ ფერწერის არნახული შედევრების ტყვეობაში გამყოფებს დინამიკურად მძიმე და უზადო მუსიკის ქვეშ რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შენს ჩაძირვას. ამავდროულად შესავალს ის არც აკდრებში უარყოფს და სიუჟეტური დინამიკაც არის ფერწერა და საიდუმლოებით მოცული გავლენა. ის ახერხებს ფილმში შექმნას ზმანებები და ისეთ ფერებში რომ შენ გექმნება ილუზია რომ კინოს დამტებითი თავისი ფერადი სტრუქტურა აქვს, რომელიც ისევე დამტყვევბლად მოქმედებს შენზე როგგორც ფუნჯი და ფერწერა. რა თქმა უნდა მუსიკა გრძელდება. ამასთან ანდერენი გადმოსცემს მისტიკური საკითხებს, რთულ პოეტურ ქსოვილეში რაც ავსებს მთლიანობას და ჩვენ ვღებულობთ შედევრს. ეს სურათი იყო რევოლუცია კინოში, რაც სამწუხაროდ გაუთვალისწიებელი დარჩა მომავლისთვის, როგორც მეტროპოლისი, სადაც დაირღვა ყოველი კანონი, რაც შეიძლება დაწესდეს კინოსთვის. ამ ფილმში გაცოცხლდა ფატასტიიკური ხილვები, რაც დღეს მარტოოდენ ანიმაციაში ვლინდება, რადგან კინოს დღევანდელი გაგებით მას ეს ან არ შეუძლია ანდა შეუძლია ოღონდ აბსოლიტურად ყალბად, ჰოლივუდური ფანტასტიკების მეშვეობით. ამასთან ამ ფილმში არის წარმოჩენილი მსახიობთა შესრულების არასტანდარტული და უზადო ფაქტი. დღეს ამდგვარ შესრულებას ზედმეტ თეზტრალიზებას და დრამატურგიის გავლენას დააბრალებენ, არადა ეს ასე არ არის. მაშინდელმა რეჟისორებმა ზუსტად იცოდნე სინთეზის ფასი და იყნებდნენ ამას როგორც მსახიობის ასევე დეკორირების და გადმოცემის მეშვეობით. ისინი გრაციოზულად ექსპრიმენტირებდნე ფორმებზე ფერის, მუსიკის, მსახიობთა შესრულების და პოეტური თუ ფილოსფიური ქსოვილის მეშვეობით და ჩვენ ხელთ გვაქვს უდიდესი ეპოქა, რომელსაც დროის შესაძლებლობის გამო არ ქონდა მხოლოდ ერთი რამ და ეს არის "სიტყვა". სიტვა არს ღმერთი. ფილმში სიტყვის შემოსვლის შემდგომა ის ახალ და უფრო ღრმა სტადიაზე უნდა გადასულიყო, მაგრამ ეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვებში მოხდა და ისიც ისე არა როგორც უნდა მომხდარიყო. მეოცე საუკუნეში კინოს მომავლის ილუზიისთვის რამოდენიმე გენიოსმა გადადგა ნაბიჯი, რომელთაგანც ყველაზე დიდი და ჩემს კინომოდელთან ყველაზე ახლოს მყოფი ჩემი ღრმა რწმენით გახლავთ ინგმარ ბერგმანი. გენიალურმა შვედმა რეჟისორმა შექმნა კინო, რომელიც ხელოვნების უმაღლეს რეგესტრში ათავსებს მას, რადგან მან ზუსტად იცოდა რა იყო სინთეზი. 1957 წელს იქმნება კინოშედევრი "მეშვიდე ბეჭედი", რომლის ფასი დღემდე განუსაზღვრელი და შეფასებელია. ამ ფილმს აქვს უნიკალური ფილოსფიური ფაბულა რაც ბერგმანს აძლევს უფლებას თქვას, რომ მან შექმნა ისეთი ნაწარმოები, რომელიც შენს აზროვნებაში მოახდენს გარდატეხას, მაგრამ მან ეს ფაბულა გადმოსცა სინთეზის სასწაულებრივი უნარით, რომელმაც ახალი კინო დაბადა. სტრინდბერგისეული პიესის კონცეფციის საოცარი გადმოტანა. პერონაჟთა ირაციონალურობა და ზღაპრული გარემო, რომელშიც ისინი ერთ ქსოვილში ერთინადებიან და ბრეიგელისული მხატრული კონცეფციების გაცოცხლება, რომელიც ქმნის ამბავს და ტოვებს ახალ კვალს ისტორიაში. ეს იყო დასტურყოფა იმისა რომ კინოს შეუძლია შექმნას ირაციონალური ზღაპარი, რომელცი ისეთოვე ძლიერ ქსოვილს ეფუძნება როგოროც დიდი რომანი, რადგან აქ სიტყვა, პოეზია, სიმღერა და აზრი შეუზღუდავია და სინთეზირებული ფორმასთან. მისი მეორე რევოლუციური შედევრი არის პერსონა, რომელიც იმდენად რთულ იდეურ ქსოვილს შეიცავს, რომ მას ნებისმიერი დიდი მწერალი დიდ რომანად აქცევდა, მაგრამ ეს კინოში მოხდა. მისი დასაწყისი, როდესაც ბერგმანი მონტაჟის მეშვეობით წარმოსახვით ექსტაზში გაგდებს თითქმის კრისტენსენის ჯადოქრების პროლოგის ირაციონალურ ექსტზას, ხოლო მისი სიმბოლურ-ალეგორიული ქსოვილი და სიტყვის მეშობით არსებული სიღრმის გადმოტანა, მარტოოდენ ბერგმნამა შეძლო ფილმში და სხვა არავინ. უნიკალურია მისი მუშაობა მსახობებზეც. ეს არის სუბიექტურ-ობიექტური კამერა. კამერა გადმოსცემს პეროსნაჟის სუბიექტურ ემოციასაც და ამვდროუალდ მას გარედან უთვალთვალებს და შენ გაძლევს მისი შეფასების საშუალებას. ორი ერთში. მსახიობზე მუშაობა ახლო კადრით სახეზე არის მისი უდიდესი მიგნება ამ ორმაგ სარტყელში. ის ექსპერიმენტირებდა ფორმებზე რეგულარულად სამოციან წლებში, მაგრამ ბერგმანი სამოციანი წლების შემდეგ ფერად გამსახულებაში ისეთი მაშტაბური ექსპერიმენტალისტი აღარ არის, რასაც ალაბთ თავისი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზები აქვს, ამიტომაც ამ უდიდესი რეჟისორის შემოქედების რევოლუციური ხასიათი, ალაბთ უმეტეს გამოვლენას მაინც ადრეულ პერიოდში ტოვებს, რომელიც კონფეფცებმა დატოვეს ნამდვილი შედევრები, მაგრამ მისი გამრავალფეროვნება და მეტის შექმნა შესაძლებელია. ბერგმანი ჩემი საყვრელი რეჟისორია, მაგრამ ვთვლი რომ მას მეტი ექსპერიმენტის ჩატერება და უფრო დიდი კონცეფციების გადმოტანა ევალებოდა და შეეძლო კიდეც, რადგან ამის ტალანტი გააჩნდა. ფორმის თვალსაზრისთ უნიკალურია პაზოლინიც, რადგან მისი სივრცის აღქმა, ბუნებრივი ილუზიურობა და ოპერატიული ნამუშევრები ფანტასტიკურია, მაგრამ მან შინაარსობრივ ქსოვილში ვერ შექმნა დიდი კინო, რასაც უთუოდ ცდილობდა. ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა იტალიელი რეჟისორისადმი. კინოხელოვნებაში უდიდსი ფენომენია სერგო ფარაჯანოვი, რომელის ინდივიდუალრმა ესტეტიკამ, კულტურულმა სინთეზმა და ზმანებისდარმა დინამიკამ და სიმბოლურმა გამომსახველობამ სრულიად ახალი სამყარო მოავლინა და უთუოდ იმსახურებს საკუთარ ადგილს ისტორიაში. მისი ნამუშევრები ნამდვილად არის საოცარ ინდივიდუალური და ექსტაზისშემცველი, მაგრამ ვფიქრობ მის კონცეფციასაც შეეძლო განვითარება და წინსვლა. ფარაჯანოვმა საკუთარ სცენარებში არ გაითვალისწინა სიტყვა და მის პოეტურ კინოში პოეტური ქანარის უფრო მაღალ რეგისტრში აჟღერება ვერ შეძლო. გრადამტეხია ტარკოვსკიც შემოქედებაც, რომლის სურათები "სარკე" და "სტალკერი" არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება სინთეზის საშუალებით გადმოსცე რეჟისორულ უბრალოებაში და დროითი გამოსახულების მეშვეობით ურთულესი სიმბოლურ-ალეგორიული სიუჟეტი და საკუთარი იდეა. სტალკერი ალაბთ ყველაზე ლიტერატურული დაიალოებით არის ნასაზრდოები, რომელიც ვაკუუმის სტრუქტურაში აზროვნებას გიცლის. თანამედროვე რეჟისორებიდან უდაოდ დიდი ნოვატორია კვენტინ ტარანტინო, რომელიც კომერციული ეპოქის და ჰოლივუდის მიუხედავად საკამოდ საინტერესოდ ექსპერიმენტირებს ერთდროულად ფორმაზეც და შინაარსზეც, მაგრამ სრულად ცალკე მოვლენაა ბელა ტარის ხელოვნება, რომლის გადმოცემის ფორმები არის უდიდესი მოვლენა ამ ხელოვნების ისტორიაში. ალაბთ ცალკე დისერტაციის დაწერა შეიძლება თუ რაა გააკეთა ბელა ტარმა "ტურინის ცხენში", მაგრამ აქ ამ საკითხს აღარ განვაგრძობ. თუმცაღა ჩვენ დავივიწყეთ რომ ოციან წლებში კინო ახერხებდა იმას, რაც მისმა შემდეგმა ისტორიამ მხოლოდ ცალკეულ შემთხვებში და ისიც ნაკლულად შეძლო. ჩვენ ფილმში ვერ შევქმენით კიდევ ერთხელ ვიმოერებ ცალკეული მაგალითების გარდა ისეთი შედევრები, რომლებიც შექმნიდნენ არა დროით გამცდილებას არამედ ალტერნატიულ დროს და ირაცინალურ სამყაროს გავზირებდნენ. ჩვენ არ ვექსპერიმენტირებთ ფორმებით და თუ ვექსპერიმენტირებთ შეზღუდულად განსხვებით ჩვენი ფუნდამენტალისტი წინაპრებისგან. დღევანდელი ევროპელი რეჟისორები ბევრს ექსპერიმენტირებენ ფორმებზე, მაგრამ აქ ერთი უდიდესი შეცდომაა დაშვებული. ისინი ცდილობენ შექმნან შეზღუდვები კინოს მეტაენაში და უარყოფენ სინთეზის უნაიკლაურ შესაძლებლოებებს და უმთავრესად სიტყვისა და ალეგორიულ-სიმბოლური მეთოდიკის არსს. ფერსა და მუსიკაშიც კი ოციან წლებში იყო გაცილებით არაორდინალური მიღწევები. მე ვფიქრობ რომ კინოს მომავალი არის სწორედ ფორმათა მრავალმხრივ სინთეზურ ექსპერიმენტირებაში და დებულებაში, რომელიც კინოს უყენებს იდეას რაც შეიძლება რთულად ალეგორიულ, ფილოსფიურ, იდეურად ნოვატორულ და პოეტურ ქსოვილში წარმოაჩინოს შინაარსი და არ უარყოს და შეზღუდოს სიტყვა. ფორმისა და შინაარსის მარავლმხრივ ექსპერიმენტებში და რეჟისორული კონცეფციებისა და სცენრის იდეური მახასაითებელის საუკთეს შერწყმაში იმალება არნახული კინო, რომელის დარი ჯერ არ შექმნილა ცალკეული შემყხვების გარდა და ისიც მხოლოდ ნაწილი თუ შეძლება ჩავთვალოთ ახალი კინო მომავლისთვის იდეალურებად (მეშვიდე ბეჭედი, პერსონა, სარკე, საიათნოვა, ტურინის ცხენი, მაკულატურა). მსახიობთა შესრულებაც არ უნდა მოვაქციოთ ჩარჩოებაში და არ უნდა დავუმორჩილოთ დროს. დღეს როგორც სიტყვა ასევე მსახობის თავისუფლებაც შეზღუდულია. პიესის კონცეფციები და თეატრი სინთეზის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც კარგად გაკეთების შემთხევაში კინოს გამოყოფს თეატრისგან და ამ მეთოდიკის საშუალებით მასში სრულად ახალ ხელოვნებას შექმნის. ასევე ფერთა გამაზეც შესაძლლებელია სრულად ახლებური კინოფერის შექმნის შესაძლებლობებიც. საქართველოში არსებობს რამოდენიმე ახალგაზრდისგან შექმნილი ჯგუფი, რომელიც შეიძლება ასეც ითქვას ბავშობიდან ქმნის ხელოვნებას სხვადასხვა ჟანრში. იქმნება ნაწარმობები ლიტერატურის ყველა ჟანრში, ფილოსფიაში, ფსიქოლოგიაში, დრამტურგიაში, თეოლოგიაში და თეორიულ მეცნიერებაში. ჩვენ კარგად ვუწყით სინთეზის ფასი და გადავწყვიტეთ შეგვექმნა სცენარები, რომელიც ჩვენს იდეებს გადაიტანდა კინოში და შექმნიდა ახალ კინოერას. ჩვენ გაქვს დაწერილი სცენარები, რომლებშიც ხდება მუდმივი ექსპერიმენტირება ფორმასა და შინაარსზე. ჩვენ არ ვზღუდავთ სიტყვას, ალეგორიას, სიმბოლოს, მსახიობის შესრულების მანერას და ამ სცენრებში ვცდილობთ შექვქმანთ სრულად ახლებური რეჟისორული კონცეფციები, რომელიც ჩვენს იდეებს და ნოვაციას ხორცს შეასხამს. სამწუხაროდ ჩვენ ახალგაზრდები ვართ და თანაც უფულოდ. შესაძლებელია, რომ ეს სცენრები და სიახლები მარად თაროზე დარჩეს თუ არავინ არ დაინტერესდა მისით და არ გაიმეტა ის, რაც კინოს შემთხევაში აუცილებელია. სამწუხაროდ ფული...
--------------------
გოგი ვარ ეს აკკაუნტი მაჩუქა night-blue მ 10/02/2018 მდე რაც კი რამე დაწერილა ამ აკკაუნტიდან ყველა მესიჯი ეკუთვნის მასე 10/02/2018 ის მერე უკვე გოგის პოსტებია!!!
|