ყველაზე მარტივი კითხვა უნდა დაისვას ამ კონკრეტულ შემთხვევაში : ვის აწყობდა ერთი ამბავისა და აჟიოტაჟის ატეხვა , თან ისეთ მომენტში,
1. როდესაც უკვე არჩევნები პრაქტიკულად დამთავრებული იყო.
2. როდესაც საარჩევნო ყუთები დალუქული იყო.
3. როდესაც დაცვა საარჩევნო ყუთების ირგვლივ იდგა.
( მტკიცებულებისათვის იხილეთ ვიდეო :
https://youtu.be/Z-eb7LXRIl8 )
ასათიანს ? რომელსაც პრაქტიკულად შემჩნეული ჰქონდა, თუ რამხელა მხარდაჭერა გააჩნდა არათუ მხოლოდ თბილისში, არამედ ამა თუ იმ რეგიონებიდან და ადვოკატებიც არ მალავდნენ, მისადმი მხარდაჭერას თავად არჩევნებზე.
ჯანაშიას ? რომლის მომხრეებიც რეკავდნენ მობილურზე ადვოკატებთან და კითხულობდნენ, თუ ვისთვის აპირებდნენ უკანასკნელნი მიეცათ ხმას.
ლანჩავას ? 160 ხმაზე მეტი, რომ ვერ დააგროვა ? ( ბიულეტენები ხომ არ განადგურებულა, ასათიანს ედავებიან შენ ბიულეტენები ჩაყარეო, და არა გაანადგურეო )
ვის აწყობს ამ შემთხვევაში არჩევნების გაუქმება ?
პროვოკაციის მოწყობა ავტორობის სხვისადმი გადაბრალება, ალბათ ადვოკატის პროფესიაზე ძველი ხრიკი არის.
პ.ს. ხატიაშვილზე რასაც ახლა ლაპარაკობენ... მინიმუმ სირცხვილია და შეუფერებელი არის ადვოკატთა ასოციაციის ყოველი წევრისათვის.