Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > TV ლოტო


Posted by: GURAM 4 Jun 2009, 17:21
სალამი განყოფილების უზერებს! smile.gif
მოკლედ, რაშია საქმე:

შევიძინე ტვ ლოტოს ბილეთი, რომლითაც მოვიგე 2 ლარი.
ჩავიე ბილეთი ჯიბეში და გავედი ქალაქში, გზად კიოსკი შემხვდება და დავახურდავებ თქო.
მივედი ოთხგან. ერთგან მითხრეს, ფული არ გვაქვსო. მეორემ მითხრა, რომ არ აქვს გაზეთი, რომლითაც მოწმდება მოიგო თუ არა ბილეთმა.
მესამემ მითხრა, ხურდა არ მაქვს, 10 ლარიანები მაქვს და დაახურდავე და 8 ლარი მომიტანეო. biggrin.gif
და იმავე წუთას ვიღაც კაცს, რომელმაც გაზეთი იყიდა, ჩემ თვალწინ მისცა 5 ლარიანის ხურდა. gigi.gif
მესამემაც დაახლოებით იგივე პასუხი მომცა.
მოკლედ, ყველანაირად აარიდეს თავი თანხის გაცემას და ფაქტიურად, არ მომცეს.
ახლა არ მითხრათ, 2 ლარისთვის როგორ არ გეზარებაო.
არ მეზარება! biggrin.gif
ორი ლარის დედაც, პრინციპის ამბავია. baby.gif
მითუმეტეს, რომ ბილეთზე წერია, რომ 10 ლარამდე თანხის განაღდება შემიძლია კიოსკებში და პუნქტებში, სადაც იყიდება ბილეთები.
შესაბამისად, ეს ნიშნავს,რომ ეს კიოსკები, პირველ რიგში კი თვითონ ტვ-ლოტოს კანტორა, ვალდებულები არიან, რომ ჰქონდეთ თანხაც (და მე არ მითხრან დაახურდავე და 8 ლარი მომიბრუნეო) და ჰქონდეთ გაზეთიც, რომლითაც ამოწმებენ ბილეთებს. და აქვთ კიდეც, დარწმუნებული ვარ.
მაინტერესებს, როგორ შეიძლება, რომ რამენაირად მოვთხოვო პასუხი ამ ორგანიზაციას თუ შპს-ს თუ რაცაა.
ან იქნებ ჯობდეს, რამე შესაბამისი ორგანიზაცია დაინტერესდეს ამით. არასამთავრობო ან ჟურნალისტები ან რამე ასეთი, რავი.
იქნებ მირჩიოთ.
შეურაცხყოფილი ვარ biggrin.gif

წინასწარ მადლობა გამოხმაურებისთვის. smile.gif

Posted by: kodeqsi 4 Jun 2009, 17:40
მა ტვ-ლოტოს გენერატორ ორგანიზაციას ტელეფონი ან რამე საკონტაქტო არ აქვს მითითებული ბილეთზე? დარეკე ან მისწერე და პირდაპირ მიუთითე ის კიოსკები (ზუსტი ადგილმდებარეობით და დროით), სადაც ასე მოგექცნენ... თუ ძაან დაპირისპირება გინდა მეკიოსკიორებთან, ადგილზევე პატრული გამოიძახე და ბოლომდე მააწექი ოქმი შეადგინონ აღნიშნულ ფაქტებზე... თანაც პატრულს უთხარი მეკიოსკეს გასაგონად ოქმს ხელს მავაწერ ჩემი ადვოკატის თანდასწრებით, რომელსაც ახლა ვიძახებო... მერე ნახე რავა დაბზრიალდებიან... lol.gif p.s. ორი ლარი თუ ორი მილიონი თუ ორი თეთრი, პრინციპი პრინციპია!!! yes.gif

Posted by: GURAM 4 Jun 2009, 17:46
kodeqsi
გმადლობ.
სისხლს გავუშრობ მაგ თაღლითებს. smile.gif

biggrin.gif
* * *
კიდევ რა მაინტერესებს:

ვთქვათ, მივიყვანე პატრული. და ბილეთების გამყიდველი უარზე წავიდა, თქვა რომ არაფერ მსგავსი არ ყოფილა და ბილეთი გამინაღდა, პატრულის თანდასწრებით.
ასეთი სიტუაცია შეიძლება რომ ჩემს წინააღმდეგ შემობრუნდეს?
კიდევ ერთი:
მე, ფიზიკურ პირს, თუ მაქვს კანონიერი უფლება, რომ ფარული კამერით მოვიპოვო მტკიცებულება?

Posted by: revolution 6 Jun 2009, 23:00
QUOTE
მე, ფიზიკურ პირს, თუ მაქვს კანონიერი უფლება, რომ ფარული კამერით მოვიპოვო მტკიცებულება?

კი გაქვს, შენს წინააღმდეგ არის მიმართული ეს უკანონობა
QUOTE
ვთქვათ, მივიყვანე პატრული. და ბილეთების გამყიდველი უარზე წავიდა, თქვა რომ არაფერ მსგავსი არ ყოფილა და ბილეთი გამინაღდა, პატრულის თანდასწრებით.
ასეთი სიტუაცია შეიძლება რომ ჩემს წინააღმდეგ შემობრუნდეს?

არაფერი არ იქნება, პატრული ჩაჯდება და წავა

Posted by: stalker 5 Jul 2009, 13:38
და რომელ გაზეთშია შედეგები? სამი ბილეტი მქონია და გატამაშება რომ დღეს იყო სულ არ გამხსენებია

Posted by: Vako_Barca 5 Jul 2009, 13:42
stalker
http://www.tv-loto.ge/

Posted by: BAXY 5 Jul 2009, 13:42
აუ მომსახურების სფერო კლიენტებთან საქართველოსი არის უნაგვესი დონის ,
ათასი შემთხვევა მქონია ყველგან ერთიდაიგივეა , გაბოროტებულია ხალხი და პრინციპულად არ იქცევა ისე როგორც საჭიროა
ყველა დასა@$!!ვია თავიდან ბოლომდე რა

Posted by: pipa 5 Jul 2009, 13:44
GURAM
სულ 2 ლარს ვიგებ ხოლმე და უპრობლემოდ მაძლევდნენ.მაგრამ დღეს გათამაშება არ შედგა, იმიტომ რომ ფინანსთა სამინისტროდან წარმომადგენელი არ გამოცხადდა და ჩაიშალა გათამაშება.

Posted by: Mateo Falcone 5 Jul 2009, 17:05
QUOTE
სულ 2 ლარს ვიგებ ხოლმე და უპრობლემოდ მაძლევდნენ.მაგრამ დღეს გათამაშება არ შედგა, იმიტომ რომ ფინანსთა სამინისტროდან წარმომადგენელი არ გამოცხადდა და ჩაიშალა გათამაშება.


პროფესიონალიზმისა პასუხისმგებლობის ზეიმი!

Posted by: pipa 5 Jul 2009, 17:20
Mateo Falcone
ფინ.სამინისტრო წარმომადგენლების გარეშე. არ აქვთ Vატარების უფლება.მიზეზზი რა უთქვამთ რატომ არ დავესწრებითო და გადაიტანეს.რა ვიცი აბა

Posted by: Mateo Falcone 6 Jul 2009, 00:56
pipa
QUOTE
პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის ზეიმი!

ფინანსთა სამინისტრო ვიგულისხმე...

Posted by: ანუნაკი 6 Jul 2009, 01:53
მანდ ტვ ლოტო არაფერ შუაშია .... კიოსკს უნდა ედავო...ან დაუმტკიცო ტვლოტოს რომ ის აკეთებინებს მაგ მაიმუნობებს

Posted by: pipa 6 Jul 2009, 11:12
Mateo Falcone
QUOTE
ფინანსთა სამინისტრო ვიგულისხმე...

ხოო, მაშინ ხო

ანუნაკი
QUOTE
მანდ ტვ ლოტო არაფერ შუაშია .... კიოსკს უნდა ედავო...ან დაუმტკიცო ტვლოტოს რომ ის აკეთებინებს მაგ მაიმუნობებს

ზუსტად.

ისე ტვ-ლოტოს თამაში მის მერე დავიწყე, რაც ჩემი სამსახურის მძღოლმა 4000 ლარი მოიგო

შოკში ვიყავიტ ყველა smile.gifდავიწყეთ თამაში, მაგრამ ყველაზე დიდი პროგრესი მე მქონდა 8 ლარი

Posted by: Unknown 8 Jul 2009, 23:09
222-ე გატამასება როდის შედგება იციტ ვინმემ? რო დავრეკე, დაცვის ტანამშრომელის მეტი ვერავინ დავიჭირე ტელეფონთან იქ, იმან არ იცის...

Posted by: pipa 9 Jul 2009, 21:14
Unknown
დახურა ფინ.სამინისტრომ ყველა ლოტო.ის მეორეც დაიკეტა.ეხლა რაღაც სხვა ამერიკული ლატარეაას აქვს მარტო ლიცენზია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)