forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (51) « პირველი ... 49 50 [51]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> = ახალი წიგნები Vol.2 =, ახლად გამოცემული წიგნები, ანონსები და ა.შ.
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8969
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 12:07  #52024593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image


ზუსტად 79 წლის წინ, 1939 წლის 19 იანვარს “Random House”-მა უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ გამოსცა.

„ველური პალმები“ იმ სიყვარულის ამბავია, რომლის გადასარჩენადაც გმირები დამყაყებული ყოფიდან თავის დაღწევას ლამობენ. თუმცა, ბედისწერას ვერც ისინი გაურბიან – ამავე წიგნის ორი სხვა პერსონაჟის მსგავსად, რომელთაც დროებით ერთმანეთთან ერთი საგანგებო გარემოება აკავშირებს... ამ ორი წყვილის თავგადასავალი პარალელურად ვითარდება, რაღაცით ჰგავს კიდეც ერთიმეორეს და თან სრულიად განსხვავდება კიდეც. და მაინც, ორივე შემთხვევაში იკვეთება დანაშაულისა და სასჯელის თემა. რის იმედადღა შეიძლება იყოს გარდაუვალთან პირისპირ დარჩენილი ადამიანი? ისევ და ისევ – გაძლების, სულის სიმტკიცის შენარჩუნების, როგორც ეს საერთოდ სჩვევიათ ხოლმე ფოლკნერის გმირებს.

შეგახსენებთ, წიგნის ზაზა ჭილაძისეულ თარგმანს „არტანუჯი“ გაზაფხულზე შემოგთავაზებთ.


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1217
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 15:58  #52041633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ლიტერატურული ოდისეა წარმოგიდგენთ


--------------------
No one writes to the colonel..

"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."
თარხუჯი
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 239463
რეგისტრ.: 6-January 18

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 16:18  #52041748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MITIATO
QUOTE
ზუსტად 79 წლის წინ, 1939 წლის 19 იანვარს “Random House”-მა უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ გამოსცა.
შეგახსენებთ, წიგნის ზაზა ჭილაძისეულ თარგმანს „არტანუჯი“ გაზაფხულზე შემოგთავაზებთ.

რატომ ამ სათურით?

ფოლკნერის ორიგინალური სათაურია ''უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ.'' ეს 136, თუ 137 ფსალმუნიდანაა:

''მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი. 2 ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი; 3 რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყვანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა! 4 ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? 5 უკუეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი 6 აღექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არათუ მოგიჴსენო შენ და არათუ პირველ განგებულ ვყო იერუსალემი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა! 7 მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისაჲ, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა! 8 ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! 9 ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!''



ჰოდა, ეს მრავლის მთქმელი სათაური, პირველმა გამომცემელმა შეცვალა, არფრისმთქმელი ''ველური პალმებით.'' ოღონდ რომანის შემდეგი გამოცემები, გამოვიდა ავტორისეული სათურით.

https://en.wikipedia.org/wiki/If_I_Forget_Thee,_Jerusalem

არამგონია, ზაზა ჭილაძემ ეს პოსტი ნახოს, მაგრამ თუ არატანუჯიდან ვინმე ნახავს, იქნებ სთხოვონ მთარგმნელს რომ რომანი ქართულად ფოლკნერისული სათაურით გამოვიდეს.

This post has been edited by თარხუჯი on 22 Jan 2018, 16:30
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8969
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 18:34  #52042504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თარხუჯი
QUOTE
რატომ ამ სათურით?

მე რა ვიცი. biggrin.gif
არც მთარგმნელი ვარ და არც_გამომცემლობის წარმომადგენელი.
vaho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9744
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 18:38  #52042530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ლიტერატურული ოდისეა


ჟურნალია რამე?

არსად შემხვედრია...
ValenTine_Kelly
Disappointed Idealist


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9736
წევრი No.: 113435
რეგისტრ.: 22-February 10

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 18:49  #52042582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vaho
სულაკაურის გამომცემლობის სერიაა


--------------------
I will treat you as my leather, and ride you as much as my Harley
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1217
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 19:49  #52042863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

⭕ მაისის ფესტივალამდე, ლიტერატურული ოდისეაში, ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება'' და იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური''.

⭕ რომლის მოლოდინში ხარ შენ? ^_^

⭕ „იესოს სახარება'' - მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე; ყდის დიზაინერი: ნათია კვარაცხელია; ყდის ილუსტრატორი: რუსლან ბერიძე

⭕ „თუ ზამთრის ღამით მოგზაური'' - მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე; ყდის დიზაინერი: ნათია კვარაცხელია
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (51) « პირველი ... 49 50 [51]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0340 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]