რეაქტის წიგნი ნახევრამდე წავიკითხე და რაც ვისწავლე უკვე გავაკეთე პატარა წიგნების ბიბლიოთეკის აპლიკაცია.
წიგნის დამატება, რედაქტირება წაშლა და გამომცემელზე მიბმა. გამომცემლის დამატება, რედაქტირება, წაშლა. წიგნების ძიება. გამომცემლით ძიება/ფილტრაცია. პაგინაცია (გვერდებზე გადასვლა როცა 1 გვერდზე არ ეტევა მონაცემები გვერდის ინდექს ღილაკებით, ასევე next previous ღილაკი).
კონფირმაციის მოდალური ფანჯარა ჩანაწერის წაშლაზე.
ბექი გაკეთებულია ASP.Net Core 5 Web Api-ზე Domain Driven Design-ით ვიზუალ სტუდიო-ში. ბაზა MS Sql Server.
როცა Web Api პროექტს გაუშვებთ ბაზას ავტომატურად შექმნის და სატესტო მონაცემებით შეავსებს.
UI-ში გამოყენებულია Bootstrap 5 და font awsome.
ჩემი შთაბეჭდილებები: თავიდან რო დავიწყე რაექტი რთული მომეჩვენა მაგრამ მერე როცა ამ აპლიკაციის კეთება დავიწყე და ბოლოში გავედი ძალიან გამიადვილდა და მომეწონა რეაქტი და შემიყვარდა
ვიდეო გიფი (გიფზე რო გადახვალთ დაბლა მარჯვნივ <> ისრებით დიდდება მთელ ეკრანზე რო კარგად გამოჩნდეს):
https://i.imgur.com/BjTVDn0.gifv This post has been edited by ac1001 on 12 Jul 2021, 02:17