forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (73) « პირველი ... 71 72 [73]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მესაქონლეობის ფერმა, ხომ არ გაქვთ ვინმეს ბიზნეს გეგმა?
kaxaberski66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 839
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 7 Sep 2017, 10:00  #51287724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩაკრულო
განსახორციელებლად თუ იყო, არ ვიცი მაგ რაოდენობის საქონლის გამოკვებისთვის თავისუფალი სარწყავი მიწები სად არის.
თუ ზოგადად პროექტი უნდა გაკეთებულიყო და მაგ საქმისთვის ფული იყო გამოყოფილი-ეს სხვა საქმეა.
ჩაკრულო
გამხიარულდი ბუხარო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4269
წევრი No.: 4567
რეგისტრ.: 13-March 04

გამოგზავნილია: 7 Sep 2017, 10:54  #51287986      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
kaxaberski66
არაwink.gif იყო იყო და არის კიდეც სამაგისო ტერიტორია wink.gif


--------------------
[B]კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი[/B]

[B]დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ[/B]
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2190
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 8 Sep 2017, 14:04  #51294413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩაკრულო
პროექტი კი დაწერე მარა განახორციელეს რო? რავი მე სიმენტალი მყავდა ბუღად ძალიან მაგარი ჯიშია, კი ფლექვი ბევრად მეტს იწველის მაგრამ სიმენტალიც საკმაოდ საკმარისია საქართველოსთვის.
ნატურალური ქართული რძე ადგილბრივი ბაზრის 20%საც კი არ ავსებს, სუ ფხვნილზე და პალმის კარაქზე მუშაობს ხალს, პფფ :@
ამიტომ გვინდა მეტი საქონელი. ისე მქონდა შეხება კომპანიასთან ვისაც ჩამოყავს საქონელი და 2500 ევრო ძალიან ძვირია. ჰოლანდიაში ველაპარაკე ერთი ფერმის წარმომადგენელს და იმან მითხრა აქ 1500 ში იყიდიო უბრალოდ ვეტ-ჯგუფი რომ მოყვება გზაში, თვითონ მანქანა და კარანტინი აჯენს ძვირსო ((
კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, ჯობია ჩამოიყვანო უშობელი (heifer) სადღაც 1100-1300 ევრო ცალი. უკეთესია შენ გამოზარდო და სანამ მაკეობას დაიწყებს ადგილობრივ ბალახს და ჰავას მიჩვეული იქნება რაც კარგია თვითონ ხბოსთვის.
ჩაკრულო
გამხიარულდი ბუხარო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4269
წევრი No.: 4567
რეგისტრ.: 13-March 04

გამოგზავნილია: 8 Sep 2017, 17:27  #51295481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
SoSeLa
არ განხორციელდა, ვიღაც ვიღაცეები ჩაერივნენ ცუდად wink.gif და აბსურდული პროექტები დადეს, საბოლოოდ ვერცერთი განხორციელდა და 80 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია წავიდა სახლში wink.gif

ibo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1964
წევრი No.: 9411
რეგისტრ.: 13-March 05

გამოგზავნილია: 10 Sep 2017, 20:57  #51308009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ნატურალური ქართული რძე ადგილბრივი ბაზრის 20%საც კი არ ავსებს, სუ ფხვნილზე და პალმის კარაქზე მუშაობს

მერე კიდე გამოეთრევა გირჩელი ჯაფარიძე და სოფელი უნდა დაიცალოს ტყუილად ვაკეთებთ აქცენტს სოფლის მეურნეობაზეო...
აკრძალონ საერთოდ რძის ფხვნილის შემოტანა ან თუ შემოტანას არ აკრძალავენ, გაყიდონ როგორც თეთრი ხსნარი სიტყვა რძეს ხმარების უფლება არ ჰქონდეთ საერთოს და ვნახავთ მერე როგორი მომგებიანი იქნება მესაქონლეობა... ჩვენ რძის ფხვნილს არამგონია ვაწარმოებდეთ, ვამდიდრებთ თურქებს ან სხვა ქვეყნებს და ამავდროულად ქართველ გლეხს საქმეს ვუსპობთ...
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2190
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2017, 21:59  #51308679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩაკრულო
აი, სანამ ამ ჩარევებს და პროვინციალიზმს არ მოვკლავთ ასე უკან უკან ვიქნებით (((
ibo
რძის ფხვნილი შემოდის უფრო ინდოეთიდან, აწერია რომ რძის ფხვნილით არის გაკეთებული. საქმე იმაშია რომ ნატურალური რძე უფრო იაფი გამოდის მომხმარებლისთვის ვიდრე რძის ფხვნილი მაგრამ ისეთ ადამიანები რომლებიც რეაგირებენ როგორც ცხვრები, მიჩვეულნი არიან იყიდონ ერთი და იგივე პროდუქტი, არიან ისეთები ვინც არ დაინტერესებულან რას ღებულობენ. სწორედ ასეთი მომხმარებლის ხარჯზე მდიდრდება Fake მწარმოებელი. მეორეს მხრივ მცირე ფერმებს არ აქვს საშუალება გააკეთონ თავისი წარმოება, ლაბოლატორია და ა.შ სწორედ ესეც ხელს უწყობს ამ რძის ფხვნილის გაყიდვას.
kaxaberski66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 839
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 11 Sep 2017, 01:48  #51310370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს თემა ჩემთვის ფასეულია და გული მწყდება ხოლმე როცა აქ სიწყნარეა.
ჩემს სოფელში საკმაოდ ბევრი ფერმები იყო როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა მესაქონლეობის. ასევე მეღორეობის და ერთი მეფრინველეობის ფერმაც იყო. ყველა ფერმას რა თქმა უნდა თავისი ძაღლები ჰყავდათ რომლებითაც ამაყობდნენ.
განსაკუთრებულად მეცხვარეობის ფერმები გამოირჩეოდნენ კარგი და გონიერი ძაღლებით.
6 წლის რომ ვიყავი, ერთი ლეკვი მეც მაჩუქეს მეცხვარეებმა ცხვარი მთიდან ბარში რომ ჩამოვიდა. მაგრამ ეხლა სხვა რამეს ვწერ.
როგორც უკვე დავწერე, ამაყობდნენ თავიანთი ძაღლებით და სხვადასხვა ამბებსაც ყვებოდნენ. ზოგ ძაღლზე იტყოდნენ- უცხო კაცზე ძალიან იწევენ მაგრამ ნადირზე არ ვარგაო. ზოგი პირიქით იყო, ნადირზე ან უცხო ძაღლზე ავდებოდნენ, მაგრამ უცხო კაცი თუ მივიდოდა ფერმაში, თითქოს ვერც ამჩნევდნენ.
მწყემსები ხშირად გადადიოდნენ ერთმანეთთან რაიმე საქმეზე და ძაღლებიც მიჰყვებოდნენ მათ. ორი სხვადასხვა ფერმის ძაღლი რომ შეხვდებოდა ერთმანეთს, უეჭველი მათ შორის ჩხუბიც ხდებოდა. ძოგჯერ ისეთიც რომ ვეღარ ააგლეჯავდი ძაღლებს ერთმანეთისგან.
ალბათ ისედაც ხდებოდა რომ, შეგნებულად აჩხუბებდნენ ერთმანეთთან, რომ თავისი ძაღლის უპირატესობა დაემტკიცებინათ.
ერთ ფერმაში თურმე ღამ-ღამობით ცხვარი იკარგებოდა. ღამის მორიგეობაც კი ჩამოაგდეს, რომ როგორმე მიზეზი ეპოვათ ცხვრების დაკარგვისა. თურმე იქვე ფარეხთან წვებოდნენ ნაბადში გახვეულები, მაგრამ სწორედ იმ ღამით არაფერი ხდებოდა. თუ მორიგეობას ჩააგდებდნენ, ცხვარი იკარგებოდა.
მერე თურმე ფარეხს ზედ მიაშენეს პატარა ოთახი რომელიც პალატკებით და ტოლით ყოფილა გადაფარებული და კედელიც ასეთივე ჰქონია. ამ პალატკაში ერთგან გამოუჭრიათ სათვალთვალო და იქიდან აკონტროლებენ თურმე თუ რა ხდება ღამე და რატომ იკარგებიან ცხვრები.
თურმე მისულა დათვი გათენებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე. დამდგარა ორ ფეხზე, დადის და რაღაცას ბუტბუტებს. თან თათებით იღებს რაღაცეებს . ფიჩხებს, დაჭრილი შეშის ნაჭრებს და გადააქვს აქეთ იქით ვითომ საქმეს აკეთებს. მერე გადასულა ფარეხში ისევ ორ ფეხზე. დადის ცხვრებს შორის ბუტბუტით და ცხვრის ზურგზე თათის გადასმით ამოწმებდა ცხვრის სიმსუქნეს. ყარაულში მყოფი კაცი თურმე კაი ხანი უყურებდა გაკვირვებული. ბოლოს დაუყვირა და ძაღლები წამოიშალნენ და დაიწყეს ყეფა. დათვი კი დინჯად აგრძელებს თავის საქმეს.
მეცხვარეს აუღია თოფი და გადავიდა ცხვრის ბაკში, ძაღლებიც შეჰყოლიან და ეცნენ დათვს. დაიწყეს ჩხუბი და ტრიალი აქეთ იქით. დომინანტი ძაღლი რომელიც იყო, ის პირისპირ მისულა. დანარჩენები აქეთ-იქიდან და უკნიდან უტევენ, მაგრამ დათვი ისე სწრაფად ტრიალებდა, რომ ძაღლები ვერაფერს აკლებდნენ.
დათვმა მოახერხა და დაიჭირა ის დომინანტი ძაღლი. ამოუჩრია ერთი თათით იღლიაში როგორც ბავშვი და მეორე გაშლილი თათით დაუწყია ძაღლის ცემა.
ბოლოს გადაუგდია ცოცხალ-მკვდარი ძაღლი გადასულა ბაკიდან და წასულა.
ძაღლის პატრონი ამბობდა ძაღლი გამიფუჭაო. მას შემდეგ იმ ძაღლს ნადირზე აღარ გაუწევია. სხვა დანარჩენში კარგი ყოფილა.

This post has been edited by kaxaberski66 on 11 Sep 2017, 02:24
KasperRiters
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 165
წევრი No.: 234661
რეგისტრ.: 16-August 17

გამოგზავნილია: 11 Sep 2017, 02:15  #51310509      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დათვიც ეგა ყოფილა! შეშებს აწყობს, ცხვრებს ფერხორცს უსინჯავს, ავყია ძაღლს ტაკიძე მოსცხებს...

ეგ დათვი უნდა მოეშინაურებინა ფერმის პატრონს. დროთა განმავლობაში კაი დიასახლისი-მეურნე დადგებოდა biggrin.gif



ibo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1964
წევრი No.: 9411
რეგისტრ.: 13-March 05

გამოგზავნილია: 11 Sep 2017, 22:47  #51315632      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SoSeLa
QUOTE
რძის ფხვნილი შემოდის უფრო ინდოეთიდან, აწერია რომ რძის ფხვნილით არის გაკეთებული. საქმე იმაშია რომ ნატურალური რძე უფრო იაფი გამოდის მომხმარებლისთვის ვიდრე რძის ფხვნილი მაგრამ ისეთ ადამიანები რომლებიც რეაგირებენ როგორც ცხვრები, მიჩვეულნი არიან იყიდონ ერთი და იგივე პროდუქტი, არიან ისეთები ვინც არ დაინტერესებულან რას ღებულობენ. სწორედ ასეთი მომხმარებლის ხარჯზე მდიდრდება Fake მწარმოებელი. მეორეს მხრივ მცირე ფერმებს არ აქვს საშუალება გააკეთონ თავისი წარმოება, ლაბოლატორია და ა.შ სწორედ ესეც ხელს უწყობს ამ რძის ფხვნილის გაყიდვას.

ინდური ხარისხის რძის ფხვნილი წარმომიდგენია რა იქნება facepalm.gif
აუკრძალოს სიტყვა რძის ხმარება ნაწარმის სახელში და უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ხალხი რას ჭამს. ცოტა საგანმანათლებლო რეკლამებიც არ აწყენდა საქმეს, სერიალების დროს რომ აუხსნან ხალხს რას მიაქციონ ყურადღება და რატომ უნდა იყიდონ მარტო ქართული სოფლის ნაწარმი. მარა მაგ რძის ფხვნილის იმპორტიორიც პოლიტიკოსებთან იქნება ჩახუტებული.
* * *
kaxaberski66
მსგავსი ისტორია ბიძაჩემს აქვს მოყოლილი biggrin.gif წარმოშობით მთიული ვარ და მამაჩემი და ბიძაჩემი ცხვარში დადიოდნენ ხოლმე ახალგაზრდობაში პაპაჩემთან ერთად ან როცა ენაცვლებოდნენ. ერთხელ ბიძაჩემს გაღვიძებია ღამით და ორ ფეხზე დამდგარი დათვი დაუნახავს, წყნარად მოაბიჯებდა ფშვიტინით და იღლიაში დიდი ტოტი ჰქონდა ამოდებულიო biggrin.gif
დათვს რა უჭირს, ერთი ცხვარი მიჰყავს ეგეც თუ ძაღლებმა არ გააბრუნეს მანამდე. მგლები ყოფილან საზიზღრები, ერთმა მგელმა შეიძლება 5 ცხვარს გამოღადროს ყელი თუ ფარაში შეძრომამდე არ გაუგეს ძაღლებმა.
kaxaberski66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 839
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 12 Sep 2017, 00:46  #51316423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ibo
5 ცხვარს კი არა, თუ ფეხი არაფერმა შეუშალა რამდენი ცხვარიც არის ფარაში, ყველას დაგლეჯს.
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2190
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 12 Sep 2017, 02:48  #51316762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ibo
თქვენ თვითონვე უპასუხეთ თქვენვე საკითხსვე. პოლიტიკოსები ან მათი ნათესავები სადაც %-ები განაწილებულია და რაც მეტს გაყიდიან მით მეტი შეხვდებათ. იმდეი მაქვს დანარჩენი საზოგადოება შექმნის ისეთ არეას მათ ირგვლივ რომ მათი არა სასარგებლო პროდუქტი დაულპებათ დახლებზე.
kaxaberski66
გეთანხმები, ცხელი სისხლი უყვართ და შეიძლება სულ არ შეჭამოს არც ერთი მაგრამ ყველა მოკლას. სამეგრელოშიაო მგლების შემოტევაო იმედია დაწყნარდა სიტუაცია
Don_Bandolero
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 194561
რეგისტრ.: 29-November 14

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 19:30  #51361744      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, ჩემმა მეგობარმა მთხოვა საწველი აპარატის მოძიება. ხომ ვერ დამაკვალიანებთ სად შეიძლება ვიყიდო?

caucasus genetics-ზე გავიგე და ხვალ ვაპირებ მათთან შეხმიანებას. იქნებ სხვა კომპანიაც იცოდეთ.

მადლობა წინასწარ
ghost471
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 96
წევრი No.: 233306
რეგისტრ.: 26-June 17

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 00:48  #51363505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kaxaberski66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 839
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 01:26  #51363687      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Don_Bandolero
ნათლუხში ბაზართან მარშუტკების სადგური რომ არის, იმის უკან 2 სართულიანი შენობა დგას. უკნიდან აქვს შესასვლელი. ზარი დააზარე კარებს გაგიხსნიან და კიბეებით ახვალ 2 სართულზე. იქ იყიდება საწველი აპარატები.
ამასთან ერთად ვეტერინარული წამლები და ფერმერებისთვის ყველანაირი საჭირო დანადგარები და ხელსაწყოები. როგორც მე ვფიქრობ სხვებთან შედარებით კომპეტენტურები არიან.
ჩემი ძმა დადიოდა მანდ თავისი ფერმის საჭიროებისთვის.
Don_Bandolero
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 194561
რეგისტრ.: 29-November 14

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 10:40  #51364410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ghost471
kaxaberski66

მადლობა დიდი
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (73) « პირველი ... 71 72 [73]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0391 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]