ნუ მე ჩემს თავს პროფად არ მივიჩნევ ამ საკითხში, მაგრამ ჩემ გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებთ.
ტელევიზორის შემოწმების გზა:
1. მაღაზიაში მისვლამდე ფლეშკაზე ვტვირთავსთ შემდეგ ფაილებს: შავი სურათი 4K ან FHD რეზოლუციით (ინტერნეტი სავსეა მსგავსი მასალით), ვიდეორგოლები (ექშენი, დინამიური კადრები და ბუნების ანუ ე.წ. ნეიჩერ კადრები). ვეცადოთ ფოტოები და ვიდეოები გუგლის შემოტავაზებიდან არ იყოს ჩამოწერილი. უმჯობესია გადახვიდეთ იმ საიტებზე, რასაც გუგლი ამოყრის.
2. მაღაზიაში მისვლისას და სასურველი მოდელის შერჩევისას პირველი ვრთავთ ფოტოს და ყურადღებით ვაკვირდებით ეკრანს რამე ხომ არ ემჩნევა. მაგალითად, თეთრი წერტილოვანი ლაქები (განსაკუთრებით კუთხეებში), ან ზოლები ან ნებისმიერი მსგავსი დეფექტი. შავი სურათის გაშვებისას თუ ეკრანი მუქი შავია და სუფთაა ესეიგი ყველაფერი რიგზეა.
შემდგომ აუცილებლად გაუშვით დინამიური კადრები ანუ ექშენი და ნახეთ როგორია. ტელევიზორების უმეტესობას სხვადასხვა რეჟიმი აქვს (დინამიკური, სტანდარტი, სინემა და ა.შ.) და ყველა რეჟიმზე მოსინჯეთ და ნახეთ როგორ მუშაობს. თუ გაჭედვები აქვს ესეიგი ხარვეზია. დინამიურ სცენებს კარგად ეტყობა დეფექტი და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ნუ თუ ტელევიზორმა ეს ტესტიც წარმატებით ჩააბარა შემდეგ გაუშვით ნეიჩერ კადრები და ფერები შეამოწმეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სხვადასხვა ბრენდის ტელევიორს ტავისებური დანასტროიკება აქვს ხოლმე. ზოგს რაღაცის ჩართვა უნდა, ზოგს გამორთვა უკეთესი გამოსახულების მისაღებად. ამიტომ ცუდი არ იქნება შეძენამდე აქ დაპოსტოთ ხოლმე რომელ მოდელს ფიქრობთ და ვეცდებით მაქსიმალურად დაგეხმაროთ ყველაფერში.
თუ ეს ტესტიც წარმატებით გაიარა და გამოსახულების ხარისხით კმაყოფილი ხართ მაშინ გილოცავთ ნივთი თქვენია!!!
3. არასდროს აიღოთ სტენდზე ნადები და კონსულტანტების მიერ შემოთავაზებული ტელევიზორები! ნუ გახდებით ტრეფიკინგის მსხვერპლი!
თუ რაიმეს ყიდვა გინდათ ჯობია კითხოთ აქაურ ხალხს. ასი თავით პროფები არიან მასხარა მატრიოშკებზე
4. თუ გაქვთ შესაძლებლობა ნაყიდი ტელევიზორი წაიღეთ თქვენ თვითონ, რადგან ხშირად მიტანის სერვისის სამსახური უდიერად ექცევა ნივთებს. ტელევიზორი საკმაოდ ფაქიზი თემაა. ერთმა მსუბუქმა მირტყმამ ან არასწორმა ტრანსპორტირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ტელევიზორი, მითუმეტეს ლედ სერია. თუ ვინმე გამოწერას აპირებთ აუცილებლად დააზღვიეთ ნივთი!!!
5. ყურადღება მიაქციეთ სმარტ სისტემასაც და ნახეთ რამდენად გამართულად მუშაობს. თუ რეგიონი აქვს შესაცვლელი შეუცვალეთ და ა.შ. ნებისმიერ ხარვეზზე მოთხოვეთ პასუხი მაღაზიას!!!
პ.ს. სასურველი მოდელის შერჩევისას გამოიყენეთ ინტერნეტ წყაროები და განსაკუთრებით ფორუმის ეს თემა!!!
ესაა ის ძირითადი ინსტრუქცია რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოთ ტელევიზორის შეძენისას. თუ რამე გამომრჩა დაამატებენ პროფ იუზერები!
This post has been edited by ilia132 on 26 Jun 2020, 11:10