ალავერდის ეპარქია მსოფლიო ბანკიდან აღებული ორ-მილიონიანი კრედიტით აშენებული ქვევრის სახლის ჩუქებას ითხოვსვიდეო -
http://rustavi2.ge/ka/news/77674მსოფლიო ბანკიდან აღებული კრედიტით აშენებული იყალთოს ქვევრის სახლის ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია. 2016 წელს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო ბანკიდან აღებული ორ-მილიონიანი კრედიტით აშენებული ქვევრის სახლის ჩუქებას ალავერდის ეპარქია ითხოვს.
ალავერდის მონასტრის ეზოში კურიერის კამერას გადაღების უფლებას არ მისცეს. ტაძრის წარმომადგენლის განცხადებით გადაღების უფლებას აქ მხოლოდ ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე დავითი იძლევა, რომელიც ადგილზე არ იმყოფებოდა.
კომპლექსი სამი ნაწილისგან შედგება. მათ შორის ერთ-ერთი სათვალთვალო ვიდეოკამერებით აღჭურვილი და კაპიტალურად გარემონტებული შენობაა სოფელ იყალთოში. ამ კომპლექსის ასაშენებლად თელავის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მსოფლიო ბანკისგან 2-მილიონნახევარი ისესხა და თანხა წლების განმავლობაში შესაბამისი პროცენტით უნდა დააბრუნოს.
კახეთში მსოფლიო ბანკის დაფინანსებული ქვევრის საწარმო დღემდე არ ამუშავებულამსოფლიო ბანკის დაფინანსებული 60-მილიონიანი პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებას გულისხმობს, წლის ბოლოს დასრულდება. გამოყოფილი თანხით დაფინანსებული რამდენიმე საწარმო ან არ ფუნქციონირებს, ან რა ხდება ამ საწარმოებში, უცნობია.
იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნო გასული წლის სექტემბერში პომპეზურად გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო-მუზეუმი 5 მილიონი ლარი დაჯდა. პროექტის მიზანი ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება იყო.
პრეზენტაციიდან შვიდი თვე გავიდა, საწარმო-სახელოსნო კი დღემდე არ ამუშავებულა. შენობაში, რომელიც ერთი დარაჯის ამარაა დარჩენილი, რუსთავი2-ს არც შესვლის და არც გადაღების უფლება არ მისცეს.
მაწვნის სახლიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში ააშენა და მოაწყო. ახმეტის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ მაწვნის სახლი მათ არ ეკუთნით. რესტორანს მთლიანად საპატრიარქო განკარგავს.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებული 60-მილიონიანი პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებას გულისხმობს, წლის ბოლოს დასრულდება. ტურისტული ობიექტების უმეტესობის მოწყობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფოს ფულით აშენებული ეს ობიექტებიც საჩუქრად ეკლესიას გადაეცეს.
ვიდეო -
http://rustavi2.ge/ka/news/72763______________________________________________________________
საქართველოს მოქალაქეებო, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ან ქრისტიანობასთან, ან რწმენასთან და რელიგიასთან?
თითოეული ჩვენგანის ხარჯზე,
როდემდე უნდა იპარპაშონ ამ უპროფესიო, გაუნათლებელი, კაბაგადაცმული და ეკლესიას თავშეფარებული, მუქთახორა კრიმინალების ჯოგმა და მათმა მფარველებმა?!!!!!!!
მიმაგრებული სურათი