უჰ... ის უფრო მარტივი საპასუხო იქნებოდა რა არ გვაწუხებს რომ გეკითხა...
შევეცდები ჩამოვწერო
1. სამარშუტო ტაქსები ( ასეთი გულისამრევი ტრანსპორტი არცერთ შედარებით ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს, ავტობუსები ტრამვაი, ტროლეიბუსი და მეტროა კარგ მდგომარეობაში, საოცრება ხდება ხოლმე მარშუტებში, ადრე როცა მიწევდა სიარული მახსოვს კართან გადმოკიდებული რამდენჯერ ვდმგარვარ, უჰაერობა, საშIნელება მოკლედ და არანორმალური სიარული, ჩაპრესილი ხალხი და ა.შ)
2. განუზომელი რაოდენობის მათხოვარი ( ციგნების კლანს მიაქვს მთელი თბილისი, დიახაც კლანს, დიდ ფულს აკეთებენ ძალიან და მერე საერთოს კრებენ , გულისამრევია ციგნები)
3. მტვერი და სიბინძურე ქუჩებში, (თეთრი ფეხსაცმლით, რომ გახვიდე რამდენიმე საათში ნაცრისფერი ხდება, არცერთ წესიერ ქალაქში ეს პრობლემა არ არის არსად! ამას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, მშენებლობები, რომლებსაც არავინ სთხოვთ დაიცვან სისუფთავის წესები, შუა ვაკეში გაჯი ცვივა მშნებლობებიდან და რა სისუფთავეზეა საუბარი, ასევე მეორე პრობლემა ყველა მანქანას ნუ უმრავლესობას მაინც კატალიზატორები ამოგლეჯილი აქვთ და ეს გამონაბოლქვი ჰაერში კი არ რჩება ჩვენ ვსუნთქავთ და დანარჩენი კედლებზე ილექება, უბრალოდ დააკვირდით ჯავახიშვილის კოპურსის კედლებს გარედან და მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ..)
4. გაუთავებელი წყლის მილების პრობლემა (სულ სადღაც არის გამსკდარი რაღაც მილი და ჯვპ ატარებს სამუშაოებს, სინამდვილეში დიდ ფულს აკეთებენ ამაში)
5.დაუხარისხებელი ნაგავი,( ყველაფერი ერთ ყუთში რომ იყრება, როდის გვეღირსება სხვადასხვა ყუთები რომ ნაგავი დახარისხდეს შემდეგ გადამუშავდეს და ა.შ)
6. სადარბაზოებში აუტანელი სიტუაცია !!!! ( ნაძირალა ხალხი ლიფტებთან, რომ ფსამს, გულის ამრევია, ზაფხულში ხომ სუნი დგება და არის სასწაული პირდაპირ, აუცილებელია სადარბაზოებში ვიდეო კონტროლი და მკაცრი ჯარიმები, ესეთ ველურ ხალხს არაფერი ეშველება, ლიფტებში ყველაფერი დამტვრეული და დანგრეული)
7. არანაირი პარკები და ბაღები..( სულ რამდენი ,,მწვანე" ადგილი გვაქ? ლისი, კუს ტბა, ეთნოგრაფიული, ბოტანიკური და ვაკის პარკი... ერთი სული აქვთ კორპუსებს როდის ჩათხრიან ყველგან.. არადა ევროპაში ხალხი ცდილობს პირიქით... აი რატომ არ შეიძლება სადმე მაგალითად იპოდრომზე მიხედონ მინდვრის საფარს ისე, რომ მიხვიდე წამოწვე წიგნი წაიკითხო, მუსიკას მოუსმინო და ა.შ? ბევრ ქალაქშია ასე !! არა იპოდრომზე მანქანებით შედიან და სახეს ახევენ იქაურობას)
კიდევ ძალიან ბევრის ჩამოწერა შეიძლება....