მჯერა რომ წინა წლის მინუსებს გამოასწორებენ (შეეცდებიან ყოველშემთხვევაში).
1. ამინდის ღმერთებს ვერას ვუბრძანებთ ასე რომ ამაში არანაირად არ ვადანაშაულებ ორგანიზატორებს, უბრალოდ უმჯობესი იქნება ადგილი იქნეს შერჩეული ისეთი რომ გადაუღებელი წვიმის შემთხვევაში ცურვის სწავლა ტალახში არ მოუწიოს მსმენელთა ნაწილს.
2. ზვუკის პრობლემა (ჩემთვის პირადად და ალბათ არამარტო ჩემთვის) დგას უპირველეს პლანზე ფესტის დროს. თუ ღია ცის ქვეშ ჩატარდება მითუმეტეს, მეტი სტანდარტები მოითხოვება და ჩემთვის პირადად ლაინაფზე მეტად ზვუკია მნიშვნელოვანი!
3. დაწყების პრობლემა. ეხლა თუ დაწერთ რომ დაიწყება 3-ში 16:00 სთ-ზე მაინც არ დავიჯერებ, იმიტო რო ალბათ 18:00 სთ-ზე გააღებენ კარებს, 19:00 სთ-ზე დაიწყებენ საუნდჩეკს და სადღაც 2 საათში მორჩებიან. და ეს საუნდჩეკი რო ჯგუფის გამოსვლაზე დიდხანს გრძელდება ეგაა ყველაზე დიდი უბედურება. რამდენ ფესტივალზე ვყოფილვარ უცხოეთში და ეგეთი არსად არ მინახავს. დროა ამაზე იზრუნოს ორგანიზატორებმაც.
4. ჭამა-სმა. ფესტივალის ფარგლებში ბუნებრივია არავინ არ ითხოვს დაბალ ფასებს და უმაღლეს ხარისხს, მაგრამ ელემენტარულად ისეთი არაყი არ უნდა იყოს რომელსაც სვამ და გაბრმავებს და ჰოთ-დოგში კიდე სოსისი არაა.
ეს მინუსები. ეხლა პლიუსებიც უნდა ვთქვათ
1. კაი ბენდები იყო წინა წელს და არანაკლებს ველოდებით.
2. ოუფენ ეარის მომხრე ვართ ყველანი რათქმაუნდა. ჩაკეტილი სივრცის დედაც (თუნდაც უკეთესი ზვუკი იყოს).
3. 3 დღიანი რო აღარაა საწყენია მარა 2 დღიანიც კაი იქნება. ყოველ წელს წინა წლისას უნდა აჯობოს ნამდვილად.
4. ფესტივალის ფასი იყო ძალიან კარგი და იმედია არ გააძვირებთ მაინცდამაინც.
პ.ს. ისე თქვენ Agalloch ჩამომიყვანეთ და ზვუკის გარდა ყველა ზემოთჩამოთვლილ მიზეზებს დავივიწყებ სამუდამოდ
This post has been edited by madridman on 24 Feb 2016, 17:35
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again