forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (183) « პირველი ... 166 167 [168] 169 170 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შვიდკაცა რაგბი – თემა N3, წელს ავსტრალია უკანაა, ახლა დუბაის ჯერია, 2012-13
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7717
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 8 Apr 2018, 23:49  #52493378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi77

მინუმუმ 4 მწრთნელი შეცვლილი გვყავს, საქართველოს
ჩემპიონატში თუ ვინმეს ოდნავ მაინც გაუფართხალებია,
აბსოლუტურად ყველას აქვს შვიდკაცას ნაკრებში ნათამაშები.

მეტი არ შეუძლიათ, ტურბო და ჩორტიკა მეტს ვერ შეძლებენ,
სულ რომ გორდოდ ტიეჩენსი მოვიყვანოთ.

შენ რაც გინდა, მაგას ჭირდება შვიდკაცას პრიორიტეტად დასახვა,
ყველაფერზე რესურსი არ გვყოფნის.

პრიორიტეტად კი შვიდკაცას არასოდეს არავინ დაისახავს და
ამას არც ის შემოგდებული ბოლი უშველის, თითქოს
შვიდკაცა ოდესმე 15 კაცას გადაუსწრებს smile.gif
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24786
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 8 Apr 2018, 23:54  #52493411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არანაირი ცვლილებები არ იქნება. ისეთი რომ შეიცვალოს კარდინალურად სიტუაცია შვიდკაცაში. მაგას არც არავინ ელის.
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7717
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 9 Apr 2018, 00:02  #52493450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi77

რა თქმა უნდა არ იქნება.
მაქსიმუმი არის რომ კარგი ახალგაზრდები დავტვირთოთ და იქნებ მაგათ მაინც
წაადგეთ. უცხოელი მწვრთნელიც არამგოიმნია ძვირი ღირდეს,
თან მთელ სეზონზე მუშაობა არ ჭირდება.

კავშირის ეს პოლიტიკა, მარტო კავშირიდანაც არ მოდის.
არც ერთ გუნდში არავინ სერიოზულად არ უყურებს შვიდკაცას.
მწვრთნელების აბსოლუტურ უმრავლესობას, ეცინება შვიდკაცაზე.

giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24786
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 9 Apr 2018, 00:06  #52493475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უცხოელი მწრთვნელი საჭიროა... მაგრამ ნაღდად არა მგონია რომ ეგ მოხდეს.

შვიდკაცას მწრთვნელზე გამახსენდა, ედი ჯონსმა მიიწვია ფიჯის 7 კაცას ახლანდელი მწრთვნელი თავის შტაბში... იმან უარი შეუთვალა biggrin.gif
zaal1969
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3169
წევრი No.: 137153
რეგისტრ.: 19-October 11

გამოგზავნილია: 9 Apr 2018, 02:12  #52494278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემთვის შვიდკაცა არის საშუალება იმისთვის, რომ კლასიკურ რაგბში წინსვლა გვქონდეს ანუ 15 კაცა რაგბის მოთამაშეების მომზადების და განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა
lankasteri
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2343
წევრი No.: 194779
რეგისტრ.: 4-December 14

გამოგზავნილია: 10 Apr 2018, 10:39  #52500027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არა სერიოზულად მიდგომით, მეორე ხარისხოვანი როლის დაკისრებით და ა.შ., არც თვითონ სახეობაში გვექნება პროგრესი და ვერ ნაკრების ხალხს გავზრდით.

არ მესმის, რა აზრი აქვს მორკინალების გამოძახებას 7 კაცაში, თან ისეთების, რომლებიც 15 კაცა ნაკრებში ვერ ხვდებიან.

და ეს უაზრო სელექცია კიდევ, ყველა ტურნირზე მინიმუმ 5-7 ახალ-ახალი მოთამაშის გამოცდა. აზრი რა არის?

ერთ ტურნირს რომ ითამაშებს მოთამაშე, ვსიო, დახვეწავს უკვე 7 კაცას უნარებს და ახლებს ვრთათ საქმეში, იმათაც რომ დახვეწონ?

თუ ნაკრებში თუ არ გამოიძახეს ყველა, ისევ ვერ ხვდებიან ვის რისი თავი აქვს მიახლოებით?

ქართული 7 კაცას წარუმატებლობის მთავარი მიზეზი უაზრო სელექციაა პირველ რიგში.
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2291
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 10 Apr 2018, 13:14  #52500987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალბათ 7_კაცა უბალოდ უნდა გვქონდეს, რომ სარაგბო ქვეყნად მიგვიჩნინონ...

boli.gif


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15537
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 11 Apr 2018, 21:09  #52511568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

თანა’მეგობრობის გადამკიდე

ფიჯი არ ხუმრობს – ჰონკონგში ზედიზედ მეოთხედაც რომ მოიგო შვიდკაცა,
მსოფლიო სერიის ჩემპიონსა და ლიდერს – აფრიკის "ბლიც ბოკეს" 3 ქულამდე წამოეწია


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები -- ქვემოთაა! ))

ჰონკონგის ტურნირი 1976 წლიდან იმართება. იგი რომ არა, შვიდკაცა სერიოზულ სპორტად ვერ იქცეოდა, ახლა კი გასართობად მოგონილი თამაში ოლიმპიური ოჯახის წევრი ხომაა და მავანთ თურმე დიდი რაგბის კონკურენტადაც ესახებათ

ჰონკონგი ფიჯისთვის წმიდათა’წმიდა ადგილია – შინ რომ დაგაფასონ, მანდ უნდა გქონდეს ნაჩაუქები. ჰოდა, "ჯერ კიდევ ბრიტანულ ჩინეთში" თუმც უკლებლივ ყველა ბობოლამ მარქაფა ანაც ჯეელობა მიავლინა – კუნძულელებმა სულ ნარჩევი რაზმი გაიმეტეს

და არ იკითხავთ, რად დაზოგეს სხვებმა ძალები? რადა და დამდეგ ვიქენდზე "ბრიტანეთის თანა’მეგობრობის" თამაშების ტურნირია და ამ ანგარიშიან, მედლებსა და ქულებზე გადარეულ დროში, რომანტიკა, ვაგლაჰ, რომ აღარავის იზიდავს ... ფიჯისა და კენიის გარდა

5 მეტოქის წინააღმდეგ

ფინალშიც სწორედ ეს ორი გუნდი გავიდა. გადამწყვეტი გამოდგა პირველი ტაიმის ბოლო, როცა ფიჯი * 5:0 იგებდა. კენიას შეტევა ჩაუფლავდა და ქოლინ ინჯერამ მიიღო სინბინი, ფიჯელთა განავარდების აღკვეთა კი ვილი ამბაკას დაუჯდა "ყვითლად"

5 მეტოქის წინააღმდეგ უმალ გაიჯეჯილეს "ეტაპის უჩაუქესმა" ერონი საუმ და "ფინალის უმარგესმა" ამენონი ნასილა’სილამ [ფოტოზე]. ტაიმი * 17:0 მორჩა, მატჩი კი * 24:12

ასე და ამგვარად, ფიჯი ზედიზედ მეოთხედ, ბოლო 7 წელში მეექვსედ და დასაბამიდან მე-18-ედ გახდა ჰონკონგის ფალავანი. კუნძულელებმა ზელანდია ჯგუფში * 50:7 მოსრეს, აფრიკას კი ნახევარ’ფინალში 14 ქულიანი ფორა გაუბათილეს და წკიპზე’ღა * 26:24 მოუგეს

რუსეთს დაშორდნენ

დასის სისუსტით ისარგებლა სერიაში დასარჩენად მებრძოლმა ესპანეთმა და თასის მეოთხედ’ფინალში გავიდა, რითაც 10 ქულა შეჰმატა აქტივს და დაშორდა რუსეთს, ვინაც ახლა იმის იმედადაა, რომ დარჩენილ სამ ეტაპზე 11 ქულას გაუბათილებს ვის, ვის და ... უელსს

პარალელურად, იმავე მოედანზე, შემდეგი სეზონისთვის მოეწყო ქალთა და ვაჟთა შესარჩევები. ქალებში იპირველა ჩინეთმა, ვაჟებში კი იშვიათი დრამა დატრიალდა – კუნძულელებით გაძეძგილმა და ამად, აშკარად უფრო ნიჭიერმა იაპონიამ ბოლო ორ მატჩში დააშამათა ევროპელები – ჯერ ირლანდია და მერე ერთობ უიღბლო გერმანიაც

თავიდანვე ბევრით

განგებამ ჰონკონგის მოხილვა არგუნა ჩვენს ბიჭებსაც. მათ შარშან "ევროპის სერიაში" ოდნავ მოეცარათ ხელი, მაგრამ რაღაც მანქანებით ჩრდილოეთ ამერიკას ჩამოერთვა მეორე გუნდის მივლინების უფლება და ქვოტა ევროპას გადმოაეცა, ანუ სამი გაუხდა

ვაკანსია ერგო პირველ ხელ’მოცარულს. საქართველოს. ჯგუფში სამივე თამაში უშანსოდ წავაგეთ – თავიდანვე ბევრით ჩამოვრჩით, მაგრამ თქმულა, ზოგი ჭირი მარგებელიაო:

ნაადრევი გავარდნით ბიჭებს დღე’ნახევარი გამოუთავისუფლდათ შორეთის იმ უნიკალურ სიამეთა დასაჭაშნიკებლად, რომელთა წარმოდგენაც "ძველ დროში" – 1989 წლის 9 აპრილამდე – ძნელი იყო


შვიდკაცის მსოფლიო სერია


XIX სეზონი * 2017-18

VII ეტაპი * 6-8/04 ჰონკონგ (ჩინეთი)

<< ჯგუფები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)
(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) კენია^ ესპანეთი 2-1 / კანადა^ ავსტრალია 1-2
(გ) აფრიკა 3-0, შოტლანდია 2-1 / ინგლისი 1-2, კორეა# 0-3
(დ) შტატები 2-0*1, არგენტინა 2-1 / უელსი 1-2, საფრანგეთი 0-2*1

<< მეოთხედ’ფინალი
რჩეული >> https://youtu.be/dmTISaJH9Xo

ფიჯი (ა1) 40:14 არგენტინა (დ2)
აფრიკა (გ1) 38:5 ესპანეთი (ბ2)
შტატები (დ1) 7:35 ზელანდია (ა2)
კენია (ბ1) 19:12 შოტლანდია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 26:24 აფრიკა
კენია 21:12 ზელანდია

<< ფინალი

(XIII) უელსი 33:5 სამოა
ალაფა (IX) საფრანგეთი 33:7 კანადა
(V) არგენტინა 14:12 შტატები
ბრინჯაო (III) აფრიკა 29:7 ზელანდია
ოქრო + თასი (I) ფიჯი 24:12 კენია
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...05&d=1523230393

<< ფიჯი

2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 კალიონე ნასოკო, 6 სამისონი ვირი’ვირი, 7 მესულამე კუნავულა,
9 ჯერი ტუვაი^კაპ, 11 ერონი საუ, 12 ამენონი ნასილა’სილა *
1 სემი კუნატანი, 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 5 ისაკე კატონი’მბაუ, 8 ვატემო რავოუ’ვოუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 13 ვაისეა ნათუნქუ *
მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
ერონი საუ (ფიჯ) – 53 ქმედება

<< ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

126 აფრიკა (თ: დუბაი);
123 ფიჯი (3თ: ჰემილთონ ვანქუვერ ჰონკონგ);
107 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ); 90 არგენტინა;
89 ავსტრალია (თ: სიდნი); 85 შტატები (თ: ლას’ვეგას);
83 კენია; 71 ინგლისი; 46 შოტლანდია+31 საფრანგეთი+9;
44 კანადა; 43 სამოა; 35 ესპანეთი;
30 უელსი – 19 რუსეთი (ვარდება) /
6 პაპუასეთი##; 4 უგანდა##; 2 ურუგვაი##; 1 კორეა#

<< განრიგი

1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)
5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)
7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)

8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)
9 2-3/06 ლონდონ (ინგ)
10 9-10/06 პარიზ’ი (სფრ)
მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)

>> თასის მფლობელი

1999-2018 (163 ეტაპი)

56 ზელანდია; 34 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;
2 არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი

>> სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010


XX სეზონის * 2018-19 შესარჩევი

<< ჯგუფები

(ე) ჩილე(+29) იაპონია(+21) უგანდა(+6) 2-1 / საქართველო(-56) 0-3
(ვ) გერმანია(+51) 3-0; ჰონ’კონგი(+2) ზიმბაბვე(-18) 1-2 / პაპუასეთი(-35) 1-2
(ზ) ირლანდია(+98) 3-0, ურუგვაი(+19) 2-1 / იამაიკა(-41) 1-2, ქუქეთი(-76) 0-3

11#საქართველო – იაპონია 10:26, უგანდა 10:26, ჩილე 5:29 (ლ 5/13)
* 9#იამაიკა, 10#პაპუასეთი, 12#ქუქეთი

<< მეოთხედ’ფინალი

2#გერმანია (ვ1) 26:0 7#უგანდა (ე3)
3#ჩილე (ე1) 24:12 6#ჰონ’კონგი (ვ2)
4#იაპონია (ე2) 26:19 5#ურუგვაი (ზ2)
1#ირლანდია (ზ1) 38:5 8#ზიმბაბვე (ვ3)

<< ნახევარ’ფინალი

გერმანია 19:12 ჩილე
ირლანდია 7:12 იაპონია

<< ფინალი

გერმანია 14:19 იაპონია

<< საქართველო

1 ილია სპანდერაშვილი (ლ), 2 გიორგი მჭედლიშვილი (ლ),
3 ზურაბ ძნელაძე, 4 გიორგი გოგოლაძე, 5 ნიკო აფციაური (2ლ),
6 გიორგი კვესელაძე (ლ სბ), 7 ლევან გოგოლაშვილი,
8 ანზორ სიჭინავა, 9 საბა შუბითიძე^კაპ, 10 ირაკლი სვანიძე,
11 აკა ტაბუცაძე, 12 ლუკა იურინი * მწ) ზაზა ლეჟავა

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
hopla123
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 261
წევრი No.: 241666
რეგისტრ.: 25-March 18

გამოგზავნილია: 12 Apr 2018, 18:49  #52518945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შვიდკაცა არაა ჩვენი საქმე შევეშვათ
enorme
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2904
წევრი No.: 127831
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 16:25  #52618554      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მხოლოდ ფიჯის შეუძლია იმის გაკეთება რაც ეხლა გააკეთეს ავსტრალიასთან ფინალში <3

იმენა არაამქვეყნიურები არიან ტიპები
ჯერი ტუვაი ხო ძალიან , ძალიან მაგარია , მაგრამ ნასილასილა არის სასწაული კაცი
lankasteri
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2343
წევრი No.: 194779
რეგისტრ.: 4-December 14

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 13:12  #52623020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (hopla123 @ 12 Apr 2018, 18:49 )
შვიდკაცა არაა ჩვენი საქმე შევეშვათ

თუ არ მოვინდომებთ, არაფერი არ იქნება ჩვენი საქმე.

გარედან რასაც ვუყურებ, არანაირი მიზანი 7 კაცასთან დაკავშირებით ფედერაციას არ აქვს.

პროსტა ნაკრები რომ უნდა გვყავდეს, მაგიტომ გვყავს.
tarash07
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 86527
რეგისტრ.: 13-March 09

გამოგზავნილია: 4 May 2018, 17:59  #52649960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლიტვაში მიემგზავრება, სადაც ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირიცაა.
საბა კურატიშვილი (არმაზი), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), დავით გობეჯიშვილი (აია), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), გიორგი მიქანაძე (არმაზი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), თეიმურაზ კოხოძე (აია), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), იაგო ხაბულიანი (აია).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

ფიზ. მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი

ექიმი: გიორგი სვანიძე

მენეჯერი: პაატა მაისურაძე
* * *
პირველი მოვიგეთ.
29-12
ბელგიასთან.
* * *
მეორე თამაში ლიტვასთან გვაქვს
16:52 ზე იწყება.
http://www.rugbyeurope.eu/live-rugby-europ...ampionship-2018

მიმაგრებული სურათი
U187s_WPRACADEMY_Instory_1__1_.jpg
davita_1977
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3332
წევრი No.: 142520
რეგისტრ.: 1-February 12

გამოგზავნილია: 5 May 2018, 13:36  #52653380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბელგიასთან მართლა მაგრად იბურთავეს გადაურბინეს რასაც ქვია! ხელდახელ ძალიან კარგ რაგბს თამაშობდენ
NON-GRATAS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1417
წევრი No.: 180927
რეგისტრ.: 1-February 14

გამოგზავნილია: 6 May 2018, 13:10  #52658338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფრანგები დაგვცინიან და გვეღადავებიან)))


--------------------
"И черт под старость в монахи пошел" [B]
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1335
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 6 May 2018, 13:16  #52658366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამას ჯობია საერთოდ არ გვყავდეს გუნდი.

შეიძლება შვიდკაცა რაგბის თამაშობდე და სირბილი არ იცოდე? ბოჭვებზე არაფერს ვამბობ.

ფიზიკა 0. 3 წუთის შემდეგ ვეღარ სუნთქავდნენ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (183) « პირველი ... 166 167 [168] 169 170 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0762 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]