forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) 1 [2] 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგები, მომავალი თაობა
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 29 Oct 2016, 18:31  #49147620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
თბილისის „ლელომ“ ჭაბუკთა „ბ“ ლიგის ფინალში ქუთაისის „ბაგრატს“ დიდი უპირატესობით, 44:9 მოუგო და ოქროს მედლების მფლობელი გახდა.

„ლელო“ გათამაშებაში ორი გუნდით ჩაერთო და პირველმა ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა. პირველ ეტაპზე, ჯგუფური ეტაპის ოთხ მატჩში დიდ დიღმელებმა ოთხივე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგეს, 226 ქულა აიღეს და თავად ერთიც [სამიც] არ მიუღიათ.

მეორე ჯგუფური ეტაპი „ლელო 1“-მა კვლავ დაუმარცხებლად დაასრულა და ამჯერად ექვსი თამაშიდან 5-ში აიღო პრემიალური ქულა, ოღონდ საკუთარი ლელო და კარი ხელშეუხებლად ვეღარ შეინახა და 205-ის წილ 25 ქულა მიიღო.

დასკვნით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე „ლელო 1“-მა ისევ 6 თამაში მოიგო და ამჯერადაც 5-ჯერ აიღო პრემიალური ქულა, გაიტანა 233 ქულა და თავად მხოლოდ 22 მიიღო.

ფინალამდე „ბაგრატიც“ დაუმარცხებლად მივიდა, თანაც პირველ და მეორე ეტაპზე 9-ვე თამაში პრემიით მოიგო, ხოლო დასკვნით ჯგუფურ ეტაპზე 6-იდან 4-ჯერ აიღო დამატებითი ქულა. მაგრამ „ლელო 1“ მისთვისაც ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა, რაც ანგარიშშიც სათანადოდ აისახა.

მესამე ადგილისთვის მატჩში „იუნკერები ჩოხოსნებმა“ ქუთაისის კიდევ ერთ გუნდს, „აია 1“-ს დაძაბულ ბრძოლაში 20:16 მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.


--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 3 Nov 2016, 21:06  #49187273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჭაბუკთა "ა" ლიგაში, ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, აღსანიშნავია გათამაშების პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდების შეხვედრა ქუთაისში, ,მატჩი "აია"-სა და "ლელო"-ს შორის ფრედ დასრულდა ანგარიშით 20-20. სხვა მატჩები:

ჯიქი$ 42:21 იუნკერ'ჩოხოსნები
ბაგრატი 15:24 ლოკომოტივი

საბოლოოდ, მოწინავე შვიდეულის ცხრილმა ასეთი სახე მიიღო:

1. აია - 52 ქულა
2. ლელო - 48 ქულა
3. ლოკომოტივი - 39 ქულა
4. ხარები - 25 ქულა
5. ჯიქი - 17 ქულა
6. ბაგრატი - 13 ქულა
7. იუნკერები ჩოხოსნები - 9 ქულა

* მერვე გუნდად არმია თამაშობდა, მაგრამ სექტემბრის მერე ამოღებულია ცხრილიდან. მიზეზი უცნობია.

ასე რომ გაირკვა ნახევარფინალისტთა ის წყვილები, ვინც 30/11-1/12 შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო მედლებისთვის შეხვედრები ერთი კვირის თავზე გაიმართება 7-8/12.

ნახევარფინალისტები შემდეგნაირად დაწყვილდა:

ქუთაისის "აია" - რუსთავის "ხარები
თბილისის "ლელო" - თბილისის "ლოკომოტივი"

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჭაბუკებს.

ავტორი: მე

ჰე წეიღეთ ეხლა თქვენს საიტებზე, სტატია გავაშვანშვალე
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 11 Dec 2016, 10:32  #49461227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ქუთაისის „აია არენამ“ ჭაბუკთა „ა“ ლიგის 2016 წლის ფინალს უმასპინძლა, რომელშიც „აიამ“ „ლელო“ მიიღო. მატჩი დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა 2 ქულის სხვაობით, 15:13 სძლიეს ქუთაისელ თანატოლებს და 2016 წლის „ა“ ლიგის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ ფინალში მესამე ადგილისთვის, გუშინ „შევარდენზე“ „ლოკომოტივი“ და „ხარები“ შეებნენ. 10:3 გამარჯვების შედეგად „ხარებმა“ მესამე ადგილი დაისაკუთრეს.
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 12 May 2017, 14:20  #50549006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველი წრის დასკვნითსა და გამორჩეულ შეხვედრას ქომაგი და დაძაბულობა არ მოჰკლებია: კიკეთში, "იუნკერები ჩოხოსნები" – "ლელოს" შეხვედრა რეგულარული სეზონის შუალედური ფინიშის გამარჯვებულს არკვევდა.

მატჩი, მოლოდინისამებრ, უშეღავათო გამოდგა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გაირკვა. მთელი შეხვედრის მანძილზე „იუნკერები ჩოხოსნები“ მდევრის როლში იყვნენ. მსაჯის მიერ წამატებულ დროში ზედიზედ ორი, კარში დასარტყამი ჯარიმა მათ აუტზე გადაიტანეს, მოგებაზე ითამაშეს და..“ლელომ“ 24:21 – მიჯრით ეექვსე მოგებით – პირველი წრე 28 ქულით ჩაამთავრა პირველ ადგილზე.

ცნობილი "ბორჯღალოსანი" მერაბ მარჯანიშვილი და გამოჩენილი მოშვიდკაცე გიორგი “მეხანიკა“ ასათიანი მასპინძელთა მარცხის მიზეზად, მრავალ უნებლიე შეცდომასთან ერთად, მეტოქის შეკრულობასა და თამაშის უკეთ მოწყობას მიიჩნევენ.

"ჩოხოსნები" "იუნკერებს" სულ ერთი წელია, რაც შეუამხანაგდნენ, მაშინ როცა „ლელოს“ ჭაბუკები ოვალს მრავალი წელია, ერთად ეწაფებიან. გუნდის თამაშის ხარისხზე მწვრთნელთა დუეტის – გამოცდილი "ბორჯღალოსნების": მიხეილ სუჯაშვილისა და ოთარ ბარკალაიას – გარჯაც დადებითად აისახა.

მარცხის მიუხედავად, იმედიანადაა "იუნკერებ-ჩოხოსნების" ერთ-ერთი დამრიგებელი ზურაბ მოგელაძე. წარსულში ცნობილი ლოკომოტიველი „ჩოხოსნების“ აღნიშნულ თაობას მეცხრე წელია ზრდის. მისთვის უმთავრესს მიზანი ხელთ-არსებული უამრავი ნიჭიერი ჭაბუკის დიდი რაგბისთვის შენარჩუნებაა.

სათანადო განათლება

მოგელაძის თქმით, ჭაბუკთა ლიგის სრულყოფისა და განვითარებისთვის აუცილებელია სტადიონების საკითხის მოგვარება. მზარდ მორაგბეებს კვირაში 4-5 ვარჯიში უნდა უტარდებოდეთ, არსებული ვითარება კი – გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით – მხოლოდ 3 ვარჯიშის ჩატარების საშუალებას იძლევა.

მოგელაძე ჭაბუკებთან მომუშავე მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ზურაბის აზრით, თანამედროვე რაგბის თამაშის ელემენტების დანერგვისა და მისი სრულყოფილად ასათვისებლად აუცილებელია მწვრთნელებმა სათანადო განათლება მოწინავე სარაგბო ქვეყნებში მიიღონ.

სრულად უნდა შეივსოს კლუბის სამწვრთნელო შტაბიც, რაც დიდი გუნდის მსგავსად, შტაბს ამპლუათა მიხედვით არსებული სათამაშო ხარვეზების დროულად და ეფექტურად აღმოხვრის შესაძლებლობას მისცემს.

სათანადო განათლების მიღებასთან ერთად, უნდა მოგვარდეს ანაზღაურების პრობლემაც. არსებული მოცემულობით, მწვრთნელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას ვერ აუდის, რაც მათ შემდგომ განვითარებას აფერხებს. ხსენებული პრობლემების მოგვარებას არცთუ მცირე თანხები ჭირდება...

მასშტაბური აზროვნება

ჭაბუკთა „ა“ ლიგაში ზაფხულის სამ-თვიანი არდადეგები დაიწყო. მოთამაშეთა ნაწილს „ცხელი ზაფხული“ დაუდგება – ჭაბუკებს სკოლის გამოსაშვები, საატესტატო და უმაღლესში მოსაწყობი გამოცდები ელით.

მოგელაძე ახალგაზრდა თაობაში ზეპური რაგბის ცნობიერების დამკვიდრების მთავარ ფაქტორად, თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, ზოგად განათლებასაც მიიჩნევს.

თანამედროვე პროფესიულ სპორტში – კოლოსალურად გაზრდილი სისწრაფეების ფონზე – წინააღმდეგობების დაძლევა სხარტი, მასშტაბური აზროვნების გარეშე წარმოდგენელია, რაც მატჩზე დამსწრე "ქართული რაგბის ბერმუხამ", ლეგენდარულმა თემურ ბენდიაშვილმაც საგანგებოდ აღნიშნა.

http://rugby.worldsport.ge/ge/page/6283_zafxulis-ardadegebze
mta
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 431
წევრი No.: 85835
რეგისტრ.: 3-March 09

გამოგზავნილია: 14 May 2017, 14:25  #50560494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩოხოსნები" "იუნკერებს" სულ ერთი წელია, რაც შეუამხანაგდნენ, მაშინ როცა „ლელოს“ ჭაბუკები ოვალს მრავალი წელია, ერთად ეწაფებიან. გუნდის თამაშის ხარისხზე მწვრთნელთა დუეტის – გამოცდილი "ბორჯღალოსნების": მიხეილ სუჯაშვილისა და ოთარ ბარკალაიას – გარჯაც დადებითად აისახა.
Lotkinski
კარგი იქნებოდა ავტორს ამ 2 კლუბის მანამდელ მრავალწლიან თანამშრომლობაზეც ესაუბრა, და აღენიშნა 2-წლიანი არაიურიდიული,მაგრამ ფაქტიური ახალი, ,,მერანი'' ,,ლელოს '' ურთიერთობაც, გავიხსენოთ შემოდგომა , ბ ლიგის ფინალი, 15-დან 5 მოედანზე ყოფილი ,,მერანელი'' იბრძოდა ,,ლელოში'', 7-დან 5 ლელო ყოფილმა მერანელებმა დადეს, გარდასახვა,ჯარიმებშიც ასევე. დღევანდელ 18-წლამდელებში,რომ მხოლოდ ყოფილი ,,მერანელი'' დემურ თაფლაძეა, ეს მხოლოდ ,,მერანელთა'' სწავლისადმი ზედმეტი პასუხისმგებლობის ბრალია,რის გამოც, 8 ნაკრებში დაძახებულმა,უარი თქვა და მათი წარმატებული თამაში სწორედ ავტორის მიერ ხსენებული ,,ზოგადი განათლების'' ,,ბრალიცაა'', რაც არამარტო,მათ არამედ ,,ჩოხოსნების'' მათმა თანაკლასელებმა და მეგობრებმა იკა მოგელაძემ და კოტიკო მარჯანიშვილმა ,,წმიდა გიორგის სკოლაში '' დაიწყეს,რაგბის ანბანთან ერთად. ზემოთხსენებულ თამაშშიც ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყეს ყოფილმა ,,მერანელებმა'' #3,8 ,12.13-ქვათაძემ,სხვიტარიძემ,მარგველაშვილმა,თაფლაძემ მალევე,2 ნომერზე ხვინთელიანიც შეუერთდა, მწვრთელებს რაც შეეხებაახლანდელი, უმცროსი ,,მერანელების'' მწვრთნელი ვანო ქაფიანიძეც ,რომ ყოფილ მერანელებთანაა ,,ლელოში'',რატომღაც ავიწყდებათ ჯურნალისტებს.
მცირე ჩავარდნის შემდეგ კვლავ,უდიდესი წარმატებით აღორძინდა ,,მერანის '' საფესტივალო ასაკი...
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15100
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 14 May 2017, 15:35  #50560833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სოსო, ჟურნალისტებს არაფერი ავიწყდებათ ...

ამ სფეროში ახალი პირი ეყრდნობა იმის სიტყვას,
ვისათანაც მიდის ჩანახატის დასაწერად --
მთლიანად მის სიალალეზეა დამოკიდებული

ინფოს მიმწოდებელს კი, როგორც წესი, აღარ ახსოვს წარსული --
მით უფრო მაშინ, თუ სხვამ გაუზარდა გუნდის მეტი წილი

ერთადერთი გამოსავალია ამ უზუსტობების გაჟღერება
და შემდეგი ნარკვევის დაწერა რაგბის იმ კერებზე, რომლებიც
ზრდიან ბიჭებს და მერე ეს კადრები სხვა გუნდებში გადადიან

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
mta
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 431
წევრი No.: 85835
რეგისტრ.: 3-March 09

გამოგზავნილია: 14 May 2017, 19:05  #50562053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
up.gif
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 7 Nov 2017, 11:22  #51629791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის სატიტულო შეხვედრაში ‘აია’ და ‘ლელო’ მიჯრით მესამედ შეიყარნენ. რიონისპირელებმა გადამწყვეტი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლებაც ირგუნეს. მიუხედავად ამისა, ‘აიას’ სწორედ მოედნის უპირატესობამ გაუწია დათვური სამსახური. რიონისპირელები, წინა სეზონის ასევე საშინაო ფინალში ‘ლელოსთან’ განცდილი დასანანი მარცხის გამო რევანშის აღებასა და ტიტულის დაბრუნებას ეშურებოდნენ. ქუთათურებმა მატჩის წინა მღელვარება ვერაფრით მოიცილეს და საკუთარი ქომაგის წინაშე მთელი შეხვედრა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჩაატარეს, რამაც მასპინძელთა თამაშის ხარისხს სერიოზული დაღი დაასვა. ‘აიას’ დამრიგებელ გიგა გურეშიძეს ბოლომდე ეიმედებოდა დიდი 10-ის ლიდერ ‘აიაში’ გადაბარგებულ ოთარ ძაგნიძისა და ლაშა ლომიძის დახმარების, თუმცა ამაოდ...



ქუთაისის მთავარ სარაგბო არენაზე ფინალური შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და პირველი ქულები ‘აიას’ ფულბეკმა დათო გობეჯიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან გატანილი ჯარიმით აიღო, 3:0. საწყისი 10 წუთის შემდეგ ინიციატივას ‘ლელო’ დაეუფლა. მასპინძელთა თამაშგარეში დარჩენის გამო, ‘ლელოს’ უნივერსალმა გიორგი ასათიანმა 2 გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდი 3:6 დააწინაურა. დამსწრე საზოგადოებამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ასათიანი მიიჩნია. ნიჭიერ ჭაბუკს ერთნაირი წარმატებით ხელეწიფება ერთბაშად 3 პოზიციაზე(მგეზავი; შუამარბი; ფულბეკი) თამაში.



მიშა სუჯაშვილის შეგირდები მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და მასპინძელთა ინდივიდუალურ იერიშებს იოლად უმკლავდებოდნენ. ‘ლელო’ მტკიცე სათამაშო დისციპლინასთან ერთად კარგად შლიდა თამაშს, უფროსი კოლეგების მსგავსად, მთელ მოედანს ეფექტურად იყენებდა და დაცვაში საიმედო თამაშითა და მაღალი დონის ბოჭვებით მასპინძლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. სტუმრებმა მასპინძელთა რამდენიმე დერეფანი მოიგეს და თან რიონისპირელთა ხშირ შეცდომებზე მაქსიმალური ხეირიც ჰპოვეს. ტაიმის შუაწელს ‘ლელოს’ მარჯვენა ფრთა ბექა აბულაშვილმა 40- მეტრიანი მონაკვეთი დიდ სისწრაფეზე დაფარა და შეხვედრის პირველი ლელო ‘აიას’ ალამთან გაუტანა. მახვილი კუთხიდან ზუსტად შესრულებულ გარდასახვას გიორგი ასათიანმა ჯარიმაც მიაყოლა და ჩემპიონმა ტაიმი 3:16 მოიგო.



თამაშის სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. მართალია, გობეჯიშვილმა ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა 10-ქულამდე შეამცირა, თუმცა ასათიანის ასევე ზუსტად დარტყმულ ჯარიმას, სტუმართა კიდევ ერთი ლელო მოჰყვა. ჰავბეკმა გიორგი მარგალიტაძემ მასპინძელთა მორიგი, უხეში შეცდომით ისარგებლა და ასათიანის გარდასახვის შემდეგ მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყდა, 6:26. ‘აიამ’ გაიბრძოლა და ჰავბეკი ზვიად ორმოცაძე თავისივე შეცურებულ ბურთზე სტუმრებმა საჯარიმო ლელოს ფასად შეაჩერეს, თუმცა მასპინძლებს შეხვედრის გადასარჩენად დრო და ღონე აღარ ეყოთ, 13:26. ‘ლელომ’ ბოლო 10 სეზონის მანძილზე ტიტული მეოთხედ მოიპოვა და აღნიშნული შედეგით რიონისპირელებს გაუტოლდა.



‘იუნკერი ჩოხოსნების’ პირველი პოდიუმი



ჭაბუკთა ’ა’ ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი ‘შევარდენზე’ ‘იუნკერი ჩოხოსნებისა’ და ‘ყოჩები ხულიგანას’ დაპირისპირებამ გამოავლინა. კიკეთელებს დასკვნით ეტაპზე მეტოქე 2-ჯერვე დამაჯერებელი ანგარიშებით (55:7; 44:10) ჰყავდათ დამარცხებული და განვლილ შეხვედრაშიც ფავორიტად ითვლებოდნენ.



‘ყოჩ’ხულის’ დამრიგებელმა ტოლიკა/სპირიდონი/ლიპარტელიანმა სრულ შემადგენლობას თავი ვერც ამჯერად მოუყარა. პირველლიგელმა ‘ხულიგანამ’ ჭაბუკთა გუნდს ერთბაშად 6 მორაგბე წაჰგვარა. პირველივე ტაიმში დაშავებული შუამარბის ბართლომე კალაძის გამოკლების შემდეგ ‘ყოჩხული’ პრაქტიკულად ძირითადის ბირთვის გარეშე დარჩა.



კიკეთელებმა ვირუსშეყრილი უნივერსალი ლუკა კალადაძე მოისაკლისეს, ფრთის მოთამაშე შოთა სეფაშვილმა კი გამოჯანმრთელება დროულად ვერ მოასწრო და შეცვლა პირველივე ტაიმში ითხოვა. მიუხედავად ამისა, გიორგი ენუქიძისა და ზურაბ მოგელაძის შეგირდებმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და დამაჯერებელ გამარჯვებასთან ერთად ქომაგს ლაღი, თვალსასეირო თამაშითაც ასიამოვნეს. ფავორიტის უკანა ხაზი უზადოდ მოქმედებდა. მაღალი დონის დინამიურ ესტაფეტასთან (მრავალი ოფლოუდი) ერთად, კიკეთელები მაღალ სისწრაფეზე მოქმედებდნენ, ხაზსაც ხშირად ჭრიდნენ, რასაც შედეგად 7 გატანილი ლელო მოჰყვა.



’ჰეთ-თრიკი’ /3 ლელო/ ‘იუნკერთა’ კვაჭმა ლუკა კობერიძემ შეასრულა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარბიელ იოანე იაშაღაშვილისა და მგეზავ ნიკუშა ასათიანის საუცხოო თამაში. გოლიათ იაშაღაშვილს მეტოქე ვერ გაუმკლავდა. გალაღებულმა იოანემ ძალისმიერი და ეფექტური თამაშით ლიანგის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ასათიანი კი იუველირული სიზუსტითა და გააზრებული თამაშით გამოირჩა. უმცროსმა ‘მეხანიკამ’ ორ ჯარიმასთან ერთად 7-ივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი, მატჩის საბოლოო ანგარიში 55:5 დააფიქსირა. ‘იუნკერი ჩოხოსნები’ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის პრიზიორთა შორის პირველად მოხვდნენ.
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1721
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 13 Nov 2017, 14:08  #51661398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"ბ"ლიგა პირველად ხვამლმა (დ.ცხვედიანი) მოიგო?

ხვამლი ვს ლელო-სარასანეს



--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 14 Nov 2017, 13:42  #51667264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის სატიტულო შეხვედრა ‘ლელოსა’ და ‘ ხომლს’ შორის პირველობის ნამდვილ მშვენებად იქცა.

ავჭალის მთავარ სარაგბო არენაზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი ქომაგის აქტიურმა მხარდაჭერამ მეტოქეებს თამაშისა და გამარჯვებისკენ სწრაფვა გაუორმაგა.

ფინალს ორივე გუნდი კარგად მომზადებული შეხვდა. ‘ლელოს’ და ‘ხომლს’ თავთავიანთი არენები გააჩნიათ და სრულფასოვან, ინტენსიურ წვრთნაშიც პრობლემები არ ექმნებათ. დიდ დიღმელებს ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოს’ მოქმედი მარბიელი თორნიკე ბუბუტეიშვილი დამრიგებლობს, ‘ხვამლელებს კი სათავეში ყოფილი ბორჯღალოსანი დავით ცხვედიანი უდგას. ‘ლელო’ მიჯრით მეოთხედ ასპარეზობდა ფინალში, ფავორიტად მიიჩნეოდა და ტიტულის მოპოვებას მესამედ ლამობდა. აღსანიშნავია, რომ უნარიანი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ‘ლელოს’ ჭაბუკთა ‘ა’ და ‘ბ’ ლიგის გუნდები საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებს რეგულარულად სოლიდურ შევსებას აწვდიან. ხვამლელებმა კი თავიანთ სადებიუტო სეზონშივე მოიპოვეს გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება.

ცხვედიანმა ‘ხომლს’ საფუძველი 2011 წელს დაუდო და გუნდში გლდანსა და მუხიანში მცხოვრები ბავშვები იახლა. საფესტივალო ასაკიდან მოყოლებული ხვამლელები საგრძნობლად პროგრესირებდნენ და ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის პირველივე სეზონში ფინალს ერთადერთი მარცხით(ისიც ლელოსთან) უწიეს. ცხვედიანს გუნდის გაძღოლაში დიდი დახმარება საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ყოფილმა მორაგბემ ერეკლე ფერაძემ გაუწია, ვინაც ამჟამად მთავარი მწვრთნელის თანაშემწის ფუნქციას ასრულებს. პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში ‘ლელომ’ სრულ საბრძოლო შემადგენლობას მოუყარა თავი, ‘ხომლმა’ კი დისკვალიფიცირებული ერთ-ერთი წამყვანი მარბიელი ტარიელ გვიმრაძე მოისაკლისა. ხვამლელთა ტრავმირებული კაპიტანი ზურა ლუტიძე კი თამაშში გამაყუჩებლების დახმარებით ჩაერთო.

მატჩი ‘ლელოს’ იერიშებით დაიწყო და უკვე მესამე წუთზე ფრთაზე სწრაფად ჩათამაშებული ბურთი გარემარბმა გიორგი კოკოლაშვილმა გაიტანა, ფულბეკმა კობა ირემაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახა და ჩემპიონი 7:0 დაწინაურდა. დიდ’დიღმელები 7-ქულიან უპირატესობას ტაიმის შუაწელამდე ინარჩუნებდნენ. ხვამლელებმა თამაში სწრაფ კონტრიერიშებზე ააგეს, ფეხით თამაშში ბადალი არ ჰყავდათ და თან მეტოქეს მცირე შეცდომასაც არ პატიობდნენ. ‘ლელომ’ უამრავი უნებლიე ჯარიმა აიღო, სივრცეც სათანადოდ ვერ გამოიყენა და შეტევაში არაერთი თერნოვერი შეემთხვა. ‘ხომლის’ მარბიელ საბა კურტანიძის აქტიურობით ჯერ მგეზავმა ნიკა ცინცაძემ იხეირა, რასაც ხომლელთა გარემარბ ბაჩანა მონიავას ლელოც დაერთო და დებიუტანტი 15:10 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს ლელოს გატანა უკვე თავად საბა კურტანიძემ შეძლო, თავისივე გადაკიდებული ოვალი ლელოდ აქცია და შესვენებაზე ‘ხომლი’ 7-ქულიანი უპირატესობით(13:20) წავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლელომ’ ჩვეულ სტილში, 30-მეტრიანი მოლი ააგორა და ჰუქერ გიორგი კანიაშვილის ძალისმიერი ეფექტური ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა. გარდამტეხი მომდევნო 3 წუთი გამოდგა. ‘ხომლმა’ ჯერ ხაზი გაჭრა, რითაც შუამარბმა ბესო თაყნიაშვილმა იხეირა, მომდევნო შეტევაში კი ფეხით შეგორებულ ბურთს პირველმა ხვამლელთა ფულბეკმა ზურა ქობელაშვილმა მიუსწრო, 18-34. კობა ირემაშვილის ჯარიმამ მატჩის საბოლოო ანგარიში 21:34 დააფიქსირა. ‘ხომლი’- ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ახალი ჩემპიონია!

‘აია’ მამაქალაქში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა

ფინალურ შეხვედრამდე, ავჭალაში პირველობის მესამე ადგილოსანი ქუთაისის ‘მწვანე აიასა’ და დედაქალაქელ ‘არმაზის’ შეხვედრამ გამოავლინა. რიონისპირელებს სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდათ წაგებული(‘ლელოსთან’) და დათო გორდულაძის შეგირდებმა ვაზისუბნელებთან დაპირისპირება მთავარ ფავორიტად დაიწყეს. ბორის აბაშიძისა და ნიკა პინაიშვილის გუნდს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი, მგეზავი და წამყვანი პივოტი გივი ცინცაძე ვერ დაეხმარა. ‘არმაზმა’ მთელი სეზონის მანძილზე სრულფასოვანი წვრთნის ჩატარება ვერ მოახერხა. დროებით საკუთარი არენის გარეშე მყოფი ვაზისუბნელები უკონტაქტო ვარჯიშებს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოასფალტებულ სტადიონზე ატარებდნენ, რის გამოც გუნდის თავკაცობამ მოწინავე კვარტეტში მოხვედრა დიდ წარმატებად მიიჩნია.

‘არმაზმა’ რიონისპირელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა საწყისი 20 წუთი უწია, რის შემდგომ გაშლილ შეტევაში ალამთან ლელოს გატანა ‘აიას’ შუამარბმა თემურ კოხოძემ მოახერხა. ფულბეკ დავით გასვიანის 30 მეტრიდან გატანილმა ეფექტურმა არეკნმა ფავორიტს ტაიმი 8:0 მოაგებინა. მეორე ტაიმი ‘არმაზის’ შუამარბ ლევან ბრაგვაძის გატანილი ჯარიმით დაიწყო, 8:3. ‘აიამ’ ტემპს უმატა. ვაზისუბნელები ფეხით თამაშში მოიკოჭლებდნენ და თან რაქში გადაყრის პრობლემის მოგვარებაც ვერ შეძლეს. კონტრშეტევაზე ჯერ რიონისპირელთა ბურჯმა გელა მუშკუდიანმა მოახერხა ლელოს გატანა, შეხვედრის მიწურულს კი ‘აიას’ პირველხაზელმა ჯანო მაისურაძემ გამოიჩინა თავი. საბოლოოდ დათო გორდულაძისა და მალხაზ ჩხეტიანის შეგირდებმა 21:3 იმარჯვეს და 2 წლის წინ მოპოვებულ ჩემპიონის ტიტულს, ამჯერად ბრინჯაოს მედლები შემატეს.
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1721
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 14 Nov 2017, 13:50  #51667305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ცხვედიანის გუნდი ხვამლია თუ ხომლი?
რომ ჩამოყალიბდეთ არა?

ლეჩხუმშია ეგ მთა ხვამლი ჰქვია, ხომლსაც ეძახიან მაგრამ მთავარია გუნდს რა ჰქვია..?
smile.gif
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 14 Nov 2017, 13:58  #51667348      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
ეს ცხვედიანის გუნდი ხვამლია თუ ხომლი?
რომ ჩამოყალიბდეთ არა?



ეგ ზუსტად არც მე ვიცი. კავშირის ოფიციალურ საიტზეც "ხვამლი ხომლი" წერია.
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1721
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 14 Nov 2017, 14:27  #51667504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ხვამლი ყოფილა და არანაირი ხომლი და ხუმლი

ხვამლი
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15100
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 14 Nov 2017, 15:20  #51667797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
წელს დათო ცხვედიანის კლუბიდან
"ბ" ლიგაში თამაშობდა ორი გუნდი :

1) "ხვამლი ხომლი" = რომელიც მერე-და-მერე გახდა ჩემპიონი
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-U16/#3O0

და

2) "ხვამლი თბილისი" = დაიკავა 10’ ადგილი აღმოსავლეთში
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-U16/#2SH0

გუნდებს საითზე სახელები ერქვათ ისე, როგორც
პატრონმა ჩაწერა განაცხადებში და ჩააბარა ოფისს


++ საშეჯიბროს ნაკლებად ადარდებს, როგორაა დარეგისტრირებული
ორგანიზაცია იუსტიციის სახლში

მაგალითად, ბაგრატს ოფიციალურად ჰქვია "საეკლესიო რაგბის კლუბი ...",
რკინიგზის კლუბს "ლოკომოტივი 2008" და ა.შ.

ჩვენ ესე ვერ დავწერთ ცხრილებში და ... 99% არც კლუბები გვიჩივიან

ხოლო თუ ვისმე უთხოვნია, სპონსორთან პრობლემა მექმნებაო, ჩაგვისწორებია

@
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1721
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 13:21  #51672586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
განსაკუთრებით ამ მოცემულობიდან თქვენთან ნაკლებად პრეტენზია, მითუმეტეს კლუბის პატრონი თუ ასეთნაირად აფიქსირებს - ელემენტარულ ამბად მეჩვენა - წმიდად იდენტიფიკაციის თემა

ლელო - დიღომი
ლელო - ვარკეთილი
ლელო - საბურთალო

აია - წითელი
აია - შავი

ლოკომოტივი - 1
ლოკომოტივი - 2

ხვამლი - ხომლი
ან შეცდომა გეგონება ან სხვადასხვა
smile.gif

წარმატებები დათოს და ხვამლს, ნათესი სრულად მოემკას
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 [2] 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0290 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]