forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა
NAPSTER
zonderator


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23896
წევრი No.: 70603
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:02  #50495120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამუკას წასვლა ცალკე თემას იმსახურებს
მე ერთს დავწერ მარტო: პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, თუმცა სასტიკად არ ვეთანხმები.



დიდი მადლობა კაპიტანო


ბორჯღალოსანთა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის.


მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:


“ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.



“უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.



“ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.



“ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს“ - თქვა მამუკა გორგოძემ.



4-ჯერ საუკეთესო მსოფლიო თასზე

გორგოძემ ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.



მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე - 2007, 2011 და 2015 - და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.



“ნაკრებში პირველად 2003 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშე. შეცვლაზე 10 წუთით შევედი, ამ პერიოდში ბურთიც მივიღე და რაღაცეები კარგად გამომივიდა. მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩავატარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.



“მოგება ისე არასდროს გამხარებია, როგორც ტონგასთან ბოლო მსოფლიო თასისას. კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო. ასევე ძალიან მაგარი იყო ახალ ზელანდიასთან შეხვედრა. მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სტადიონი ‘მილენიუმი’ და მე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.



“ძალიან მაგრად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება საქართველოში, გადაჭედილ ‘დინამოზე’ ჩატარებული თამაშები, განსაკუთრებით კი, წელს რუსეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განათებული ტრიბუნები. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, ‘ნოუ კამპზე’ 93 ათასი მაყურებელი იყო, მაგრამ იქაც არ იყო ისეთი ატმოსფერო, როგორც ჩვენთან 54-ათასიან დინამოზე“



ნაკრებიდან დამარცხებული არ წავალ!

გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში ‘ლელოში’ დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/2011 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/2013 წლების სეზონში, აღიარეს ტოპ 14-ისა და ‘ჰაინეკენის თასის’ (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.



2014 წლიდან ‘ტულონში’ გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ‘რასინგს’ 93-ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.



ბორჯღალოსნების კვართით 69 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.


მამუკამ ნაკრების კვართით ბოლო თამაში წელს მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, კოჭი და მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა. ის თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო და ამან გორგოძე ნაკრებში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებაზე დააფიქრა:


“არ მინდოდა გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!“


ერთად გავიზარდეთ

ზემოთნახსენები ტიტულების გარდა, მამუკა გორგოძე გულშემატკივრების გამოკითხვისას არაერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. ბორჯღალოსნების კაპიტანი ქომაგის სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა და მათ მიმართ თავადაც მუდამ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა:


“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, იმ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. ბევრი დიდი სარაგბო ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი გულშემატკივრით, როგორიც ჩვენ გვყავს. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ქომაგები მუდამ გვამხნევებდნენ და რაგბი ხელში ყავთ აყვანილი.


“პირველივე დღიდან მახსოვს მათი თანადგომა. საქართველოს ნაკრები და მისი ქომაგები ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით. როგორც ჩვენ მივიწევდით წინ, ისე მატულობდა ტრიბუნაზე გულშემატკივარი და რაც მთავარია, იზრდებოდა მათი სარაგბო განათლება. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნამდვილი პროფესიონალები არიან და მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც პირადად მე და ნაკრების თითოეული წევრი ყოველთვის გრძნობდა“.


ახალი თაობა უფრო მეტს მიაღწევს

იმ 14 წლის განმავლობაში, რაც მამუკა გორგოძემ ნაკრებში გაატარა, ბორჯღალოსნებმა არაერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ქართულ რაგბს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვეს სახელი. თუ ადრე პორტუგალიასა და ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პირველი დონის გუნდებს მსოფლიო თასს მიღმა შევხდებოდით, ახლა სიტუაცია შეცვლილია და საუკეთესოებთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტესტ-მატჩები გვაქვს.



გორგოძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო წლებში ეს წინსვლა გაგრძელდება და ამის იმედს ის თაობა იძლევა, რომელმაც ბორჯღალოსნების რიგები უნდა შეავსოს:


“იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში გავატარე, ჩვენი გუნდი ძალიან წინ წავიდა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდით ასეთი თამაშები თუ გვექნებოდა. საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგაც კი, ერთგვარი რიდით გავდიოდით, დაძაბულები ვიყავით, არ გვინდოდა შევრცხვენილიყავით. ახლა ასე აღარაა და დიდ გუნდებსაც თამამად ვეთამაშებით, შიში აღარ გვაქვს. შესაძლოა მათთან მოგებას ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შანსი გვექნება და რაღაცას მაინც ვატკენთ.


“მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი საგარეო მტერი გვყავს, რომლებსაც ჩვენი ადგილის დაკავება უნდა და მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანი მიღწეულის შენარჩუნება და ნელ-ნელა წინსვლა უნდა იყოს, რადგან დიდ ნახტომს აუცილებლად ვარდნა მოყვება. სადაც ვართ იმ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან და მათ უფრო მეტის მიღწევაც შეუძლიათ.


მაქვს ერთი სურვილი - ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი

This post has been edited by NAPSTER on 4 May 2017, 10:03


--------------------
სადმე საქართველოს ცაზე დიდმა ”###მზიდმა” ხო არ განიცადა კატასტროფა? © UZUL

2008-ში ხმა რომ გავრცელებულიყო, რუსი სამხედროები ქართველი მამაკაცების დასჯის მიზნით მათ ტრაკში #########ს აპირებენო, ომს არ წავაგებდით © ozzy_ka10

:amayi: © nuca
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4721
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:07  #50495148      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საოცარი ადამიანი და საოცარი მორაგბე.
წარმატებები მას ყველანაირ საქმეში.
emre
რ ა ჭ ვ ე ლ ი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5706
წევრი No.: 24161
რეგისტრ.: 8-October 06

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:18  #50495200      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
:/



--------------------
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ
ვაჰმე, როგორა ბნელაო...

Get_Off_of_My_Cloud
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 150
წევრი No.: 225213
რეგისტრ.: 21-October 16

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:20  #50495208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანუ ნოემბრის ტესტებზე იქნება? რაღა გვეშველება მეორე ხაზში....
NAPSTER
zonderator


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23896
წევრი No.: 70603
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:21  #50495218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნოემბერში არამგონია.
ალბათ ისევ ერთა თასზე, რუმინეთთან ითამაშებს ბოლო მატჩს
qobula
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 131679
რეგისტრ.: 25-May 11

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:22  #50495219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ინტერვიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნოემბრის ტესეტებზე არ იქნება. მადლობა მამუკას, ყველაფერსთვის, მაგრამ მეც ნაადრევი მეჩვენება მისი წასვლა.
სურამელი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5463
წევრი No.: 143324
რეგისტრ.: 19-February 12

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:23  #50495223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები მამუკას სადაც იქნება და რასაც გააკეთებს. დიდი წვლილი აქვს იმაში რასაც ჩვენმა გუნდა მიაღწია.

ბედნიერი ვარ რომ ამ კაცის თამაშები ნაკრებში ნანახი მაქვს <3
java83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7253
წევრი No.: 28161
რეგისტრ.: 11-January 07

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:24  #50495228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ საჭირო იყო ჯერ კიდევ ნაკრებისთვის. განსაკუთრებით მეორე ხაზში არსებული პრობლემების ფონზე sad.gif
პ.ს. ოთია გიორგაძე იქნება ალბათ შვიდზე სასტარტო შემდეგ მსოფლიოზე...........
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4974
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:52  #50495386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნაკრებში (შიდა სამზარეულო თუ როგორც ეძახიან) რომ ვერაა კარგათ საქმე ეს იმაზე მიუთითებს.. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა..

This post has been edited by Levan ch on 4 May 2017, 10:52


--------------------
Green and Gold...
Zestafans Oto
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8424
წევრი No.: 166860
რეგისტრ.: 8-May 13

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:53  #50495393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უდიდესი მოთამაშეა გორგიძილა, მსოფლიოშ ერთ-ერთ საუკეთესო თავის პოზიციაზე, თუ საუკეთესო არა. !

უდიდესი წვლილია მისი ჩვენი ნაკრების წარმატებებში, ეს ასაკი მაინც ყველაფერს შვება !

ამიტომ , მადლობა და წარმატებები ყველაფერში <3

This post has been edited by Zestafans Oto on 4 May 2017, 10:54
FinEx
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1374
წევრი No.: 187694
რეგისტრ.: 18-June 14

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:55  #50495405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობის მეტი რა გვეთქმის, არადა როგორი იმედი მქონდა რომ მეორე ხაზში დაგვეხმარებოდა sad.gif
ცოტა ადრე წავიდა ისევე როგორც ზირაქა მაგრამ საყვედურის თქმის უფლება ნაღდად არ გვაქვს
სურამელი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5463
წევრი No.: 143324
რეგისტრ.: 19-February 12

გამოგზავნილია: 4 May 2017, 10:58  #50495425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაცილება უნდა იყოს აუცილებლად, სადაც იქნება ზირაქაც, ჩაქუჩაც და ამ თაობის ნაკრებიდან უკვე წასული ბიჭები
Dr NULL
Fagopyrum in olio vafanсulo


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2262
წევრი No.: 62467
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 4 May 2017, 11:13  #50495503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მადლობა და წარმატებები ყველაფერში.
თავად ფაქტზე კი, თუ გრძნობდა რომ 2020-მდე ვერ გაძლებდა ნაკრებში და გუნდში ერთად, მაშინ ძალიან დროულად და სწორად მოიქცა, რაც არ ეშლება.


--------------------
"In a Hierarchy Every Employee Tends to Rise to His Level of Incompetence."
The Peter Principle

Давайте ходить по газонам, подвергаясь штрафу.
И. Ильф, Е. Петров
qobula
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 131679
რეგისტრ.: 25-May 11

გამოგზავნილია: 4 May 2017, 11:20  #50495548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმედია გაცილებას მოუწყობენ, მამუკასაც და საერთოდ მაგ თაობას. ეკუთვნით ნამდვილად.
Ronnie James Dio
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10233
წევრი No.: 47297
რეგისტრ.: 19-November 07

გამოგზავნილია: 4 May 2017, 11:32  #50495611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მგონია, რომ მსოფლიოსთვის თუ ჯანმრთელად და ფორმაში იქნება მისი რესურსი უნდა გამოვიყენოთ ნუ თუ თვითონ თანახმა იყო. აი ბოლო ამოსუნთქვა რომ იყოს მსოფლიო .


--------------------
Hugh
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0261 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]