forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (68) « პირველი ... 52 53 [54] 55 56 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დიდი 10 (2017-2018 წ/წ), თავისი ტრანსფერებით და ამბებით... უკვე მე-3 სერია
 
ვინ გახდება წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული?
1. ჯიქი (გორი) [ 7 ]  [6.36%]
2. ბათუმი (ბათუმი) [ 21 ]  [19.09%]
3. აია (ქუთაისი) [ 48 ]  [43.64%]
4. ლელო-სარასენს (თბილისი) [ 14 ]  [12.73%]
5. ლოკომოტივი (თბილისი) [ 8 ]  [7.27%]
6. აკადემია (თბილისი) [ 4 ]  [3.64%]
7. არმია (თბილისი) [ 1 ]  [0.91%]
8. ბაგრატი (ქუთაისი) [ 2 ]  [1.82%]
9. არმაზი (თბილისი) [ 1 ]  [0.91%]
10. ხარები (რუსთავი) [ 4 ]  [3.64%]
11. სხვა "ანსვერი" არ არსებობსო უნდა მიმეწერა, მარგამ 2012 გამახსენდა - როგორ მოიპარა გრინჩმა შობა... :) [ 0 ]  [0.00%]
Total Votes: 110
Guests cannot vote 
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9406
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 09:46  #52535006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რუსთავი ისეთი შემართებით თამაშობდა თითქოს ფინალი იყო, არადა არაფერს ცვლიდა დიდად მათთვის ეს თამაში.

რატო არ უნდა ეთამაშათ? აბა შარშან აიამ ძალით რო დაკარგა პირველი ადგილი ეგ იყო კარგი? ან შარშანწინ არმაზთან რო გამოვიდა და წააგო (რუსთავი გავარდა მაგ წაგებით),თან დასვენებული სათადარიგოები დააყენეს და ითამაშეს რა ბიჭებმა smile.gif

არ არის აია საჩემპიონო გუნდი და შეეგუეთ.წელს ლოკოა ჩემპიონი!
NAPSTER
zonderator


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23895
წევრი No.: 70603
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 10:02  #52535054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dc120mm
QUOTE
არ არის აია საჩემპიონო გუნდი და შეეგუეთ.წელს ლოკოა ჩემპიონი!


თქვენს ჯინაზე მაინც მოვიგებთ დიდ10-ს biggrin.gif


--------------------
სადმე საქართველოს ცაზე დიდმა ”###მზიდმა” ხო არ განიცადა კატასტროფა? © UZUL

2008-ში ხმა რომ გავრცელებულიყო, რუსი სამხედროები ქართველი მამაკაცების დასჯის მიზნით მათ ტრაკში #########ს აპირებენო, ომს არ წავაგებდით © ozzy_ka10

:amayi: © nuca
enorme
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2911
წევრი No.: 127831
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 11:11  #52535338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
მეც ეგრე მგონია . მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ლოკოს მიმართ , სუბიექტური შეიძლება ვიყო , მაგრამ ობიექტურადაც ფავორიტია ლოკო ჩემპიონობის . მერე კი ბათუმს განვიხილავ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა რიგებში .
FullbackAce
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3438
წევრი No.: 190622
რეგისტრ.: 31-August 14

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 13:37  #52536081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (enorme @ 15 Apr 2018, 11:11 )
dc120mm
მეც ეგრე მგონია . მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ლოკოს მიმართ , სუბიექტური შეიძლება ვიყო , მაგრამ ობიექტურადაც ფავორიტია ლოკო ჩემპიონობის . მერე კი ბათუმს განვიხილავ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა რიგებში .

ეს მერამდენედ წავიკითხე და ლოკომოტივი არავის რო არ მოსწონს რა პონტია ? გულშემატკივარი არ ყავთ ? gigi.gif
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24793
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 14:02  #52536212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბათუმი გახდება. biggrin.gif შარშან ჩელენჯზე ნორმალური გამოსვლისთვის ვგულშემატკივრობ.
GioWEED
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1557
წევრი No.: 201708
რეგისტრ.: 30-April 15

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 14:32  #52536367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აფციაური რო მგეზავად ყავს გუნდს რაღაზეა საუბარი. ლოკოს შერკინება ძაან მაგარია.

აია ბევრად მაგარ სანაცაობას აწყობს...


რკინიგზამ და ქუთეისის მერიამ უნდა გაიყვანონ ლოკო და აია კონტინენტის ფარზე


--------------------
"მთელი ღამე ერთად ვიწექით და არ მომცა. მაგარი პატიოსანი გოგო იყო" © ეს ტიპი ანტიკვარია ნამდვილი

"ელაპარაკე რეგვენსა ყ#ე შამაარტყი კედელსა" © ხალხური

"სიფხიზლით უფრო ვკაიფობ" © pekineli
enorme
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2911
წევრი No.: 127831
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 16:52  #52537117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FullbackAce
მე ლოკოს გულშემატკივარი ვარ )))
გულშემატკივრების სიმრავლით არ გამოვირჩევით , მაგრამ ჩემპიონობას მცირე რაოდენობაც კარგად აღვნიშნავთ biggrin.gif biggrin.gif
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3549
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 17:45  #52537364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
იმედია ჩემი არმაზი მომავალ წელს მაინც მოხვდება ექვსეულში smile.gif


--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2295
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 18 Apr 2018, 15:19  #52554430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტურის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ პირველი ლიგიდან ელიტაში დაწინაურდა პატარძეულის (საგარეჯო) ვეფხვები და ელიტა დატოვა ქუთაისის ბაგრატმა.
ასევე ცნობილი იყო საპელიოფო ექვსეულის ყველა ბინადარი, თუმცა წინა სტატიაში მათშორის ე.წ. „ლოკალური“ ხასიათის ამოცანებს შევეხეთ, ახლა თიტოეული რკენა დეტალურად მიმოვიხილოთ:
არმაზმა 19:17 სძლია ლელოს, აქტივში ოთხი ქულა მიიმატა, თუმცა სატურნირო ცხრილში მერვე ადგილით დაასრულა გათამაშება - რადგან კონკურენტმა აკადემიამაც პრემიალური ქულით სძლია მეტოქეს. ცხრილში პოზიცია მარცხის მიუხედავად არ დაუკარგვს არც ლელოს - დიდ დიღმელებამ გათამაშება მეხუთე საფეხურზე დაასრულეს. უშუალოდ თამაშს თუ დავუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს არმაზელთა სამ ლელოს (ნიკა წიკლაური-შუამარბი, გოგა ჩანადირი-გარემაბრი და საბა ბერაძე-მარბიელი) საიდანაც მხოლოდ ორი (გივი ცინცაძე-მგეზავი) იქნა გარდასახული ლელომ ორი გარდასახული ლელოთ და ჯარიმით უპასუხა, რამაც სანუგეშო ქულა მოაპოებინა. ლელოელთა მხრიდან ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა მოაგროვეს ქულები: ლელო მერაბ კვირიკაშვილმა (მგეზავი) და სანდრო თოდუამ (შუამარბი) მითვალეს, ნიშნულიდან კი ორივეჯერ ზუსტი იყო ირაკლი ყიასაშვილი (ფულბექი).
ავჭალაში არმიის პირისპირ ლოკომოტივი წარსდგა, სადაც ნომინალური მასპინძელი 17:78 დამარცხდა შიდა ასპარეზის მრავალგზის ტრიმფატორთან.
ამ მარცხით არმია ბოლოსწინა, მე-9 საფეხურზე დარჩა და ელიტაში დასარჩენად თვის ბოლოს ბოლნისის ყოჩებთან ორმატჩიან დუელში გადაწყვეტს დიდი_10 ის საგზურის მაძიებლის ვინაობას.
თამაში საკმაოდ გახსნილი იყო, გუნდები ჯარიმებს კარში არ ურტყამდნენ და მხოლოდ ლელოზე თამაშბდნენ. არმიელებმა სტუმრების ლელოს სამჯერ უწიეს: შუამარბებმა ლუკა ბუტიაშვილმა და ნიკა ცირეკიძემ და გარემარბმა დავით მესხმა, საიდანაც უნივერსალმა ბექმა და ამ ჯერად მგეზავად მოთამაშე შაკო მახარაშვილმა მმხოლოდ ერთი გარდასახა.
აი რკინიგზელებმა კი თორმეტი ლელო მიითვალეს, მოპოებულ ოთ ქულად პრემიალური ქულაც შემატეს და მეტოქისა და კონკურენტის შედეგის გათვალისწინებით გათამაშება პირელი ადგილით დაასრუელს.
აღნიშნული თორმეტი ლელოდან რკინიგზელთა ფულბექმა წიკლაურმა ცხრა გარდასახა, ტუმცა უფრო საინტერესო ამ მატჩში ის იყო, რომ ლოკომოტივის უნივერსალმა ბექმა, გარემაბრმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა გიორგი შიკინინმა მეტოქის ლელოში ექვსჯერ შეაღწია, რითაც შიდა გათამაშების რეკორდსმენად შეიქმნა და სეზონის რეგულარულ ეტაპზე ჯამში 22 ლელო მოაგროვა, რითაც ასევე დასამახსოვრებელი სეზონი აღმოაჩნდა. შკინინის გარდა არმია დაალელოვეს გიორგი გაოშვილმა (შუამარბი), გიორგი ბეგაძემ (ჰავბექი), ლევან გოგოლაშვილმა (გარემარბი), ვახტანგ ქვათაძემ (ბურჯი), ფარნა გასვიანმა (მღლეტელი) და თამაშში მარქაფიდან ჩართულმა დათო ხიდეშელმა (კვაჭი). მიუხედავად მატჩამდე და მატჩის მსვლელობისას ინტრიგის არარსებობისა მე-60 წუთზე მსაჯმა არმიელთა კაპიტანი დავით დაუშვილი ათიოდ წუთით გაასინბინა.
დიდი ბრძოლა გაიმართა რუსთავში სადაც ადგილობრივი ხარები ქუთაისის აიას დაუპირისპირდა და 24:33 დამარცხდა. რუსთაველთა შემადგენლობაში არ იყო ბორჯღალოსანი და გუნდის კაპიტანი, ჰავბექი ვაჟა ხუციშვილი, რომელიც ასევე გუნდის ძრითადი დამრტყმელია. რუსთაველებმა ქუთაისელთა ლელო ოთხჯერ (დავით თაბკაშვილი-გარემარბი, ლაშა გოგიაშვილი-მღლეტელი, ბიჯინა ჯიმშიტაშვილი-მხტომელი და გიორგი ნარიმანიძე-შუამარბი) დალაშქრეს, საიდანაც მხოლო ორი გარდასახეს. ხარების აქტიურ თამაშს მომზადებული დახვდნენ რიონისპირელები და თავისმხრივ ხუთჯერ (გიორგი ტორაძე-კვაჭი, თორნიკე მანაგაძე-გარემარბი, თემო ირემაძე-შუამარბი, შოთა არეშიძე-შუამარბი, მიხეილ ბაბუნაშვილი-მხტმელი) აიღეს მასპინძლების ლელო, საიდანაც ოთხი გარდასახვა ზუსტი იყო. ორი დეტალი რომლითაც გამოირჩა მარტჩი: ერთი ის, რომ მელელოვეთა დავაში საკუთარ აქტივს ზურაბ ძნელაძემ ვერაფერი შემატა და მსაჯს მოთამაშეთა მიმართ ბარათები არ გამოუყენებია. აიამ ვერ მოიპოვა რა პერემიალურით გამარჯვევა, ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ხარები დარჩნენ საპლეიოფო ბოლო მე-6 საფეხურზე, რაც პირველი ლიგიდან წლეულს დაბრუნებული გუნდისთვის ალბათ არც თუ ურიგო შედეგია.
დაძაბული რკენა შედგა გორშიც, სადაც გასული წლის ფინალისტები ერთმანეთში არკვევდნენ მე-3 და მე-4 ადგილოსნის ბედს.
გორის ჯიქი 12:15 დამარცხდა ბათუმთან, თუმცა რვაზე ნაკლები ქულით მარცხისთვის სანუგეშო ქულა მოიპოვა და მიუხედავად იმისა რომ ზღვიპირელებმა აქტივში ოთხი ქულა შეიმატეს და ქულათა ტოლობა დაფიქსირდა, უკეთესი ადგილი ურთიერთშრის ბალანსით ჩემპიონ ჯიქს ერგო.
გორეთა მხრიდან შუამარბების რეზი ჯინჯიხაძსა და დევი დევსურაშვილის ლელოებს, მგეზავმა მამუკა ნინიძემ ერთი გარდასახვა მიაყოლა, რასაც გარემარბმა ბექა ტორაძემ და შემკვრელმა ხვიჩა ბუჯიაშვილმა ასევე ორი ლელოთი უპასუხეს, ფულბექმა ბახვა კობახიძემ ვიზავის მსგავსად ერთი გარდასახა, თუმცა ყველაფერი ერთმა საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა, როემლიც 78-ე წუთზე კობახიძემ უნაკლოდ შეასრულა. ბათუმელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მიუხეავად მატჩში ორი გასინბინებული მოთამაშისა (34-ე წთ. კვაჭი ბექა მამრიკიშვილი და 38-ე წთ. მხტომელი სანდრო ქოიავა) მოახერხეს მატჩის მოგება. ჯიქთა ორივე ლელო დროის იმ მონაკვეთზე მოდის, როდესაც ორკაციან უპირატესობას ფლობდნენ.
ერთაერთი მატჩი, რომელიც არაფერს წყვეტდა ქუთაისში შედგა, სადაც ბაგრატმა აკადემიას უმასპინძა და 7:40 დამარცხდა. ბაგრატის მხრიდან შვიდივე ქულა თამაშში მარქაფიდან საწყის წუთებზე ჩართულმა შუამარბმა ნიკა ხურციძემ ჩაიწერა აქტივში. არმაზმა კი თავისმხრივ ექვსჯერ (გელა მახარაშვილი-კვაჭი, საბა ილურიძე-გარემარბი, სანდრო ილურიძე-შუამარბი, იოანე ხელაია-გარემარბი, დავით მოძღვრიშვილი-მგეზავი, ბესო ჩინჩალაძე-ფულბექი) აიღო მეტოქის ლელო, საიდანაც საწყისწუთებზე ფულდექად მოთამაშე ამპლუით მგეზავმა დავით მოძღვრიშვილმა მიზნას ხუთჯერ უწია.
მცირე ინცინდენტისას მსაჯმა ორმხრივ სინბინით 10-10 წუთთ დასაჯა გუნდები: საბა ლიურიძე აკადემიის მხრიდან და გუჯა კიკვაძე ბაგრატის მხრიდან.

რეგულარული გათამაშება დასრულდა და ახლა წინ პლეიოფების სერია გველოდება სადაც მესამედ ფინალებად შერაცხულ პირველ წერეში ერთმაენთს 21 აპრილს 15:00_ზე გორში ჯიქი რუსთავის ხარებს უმასპინძლებს, ხოლო 22 აპრილს 16:30_ზე ბათუმში ადგილობრივი კლუბი ლელოს მიიღებს.

შესარჩევ ფინალში თვის ბოლოს ლოკომოტივი თბილიში უმასპინძებს აიას - მოგებული „დიდ ფინალში“ დაელოდება მეტოქეს, ხოლო ე.წ. მესამედ ფინალში გამარჯვებული გუნდები გავარდნაზე ეთამაშებიან ერთმანეთს, სადაც გამარჯვებული ლოკომოტივ-აიას შორის დამარცხებულს შეხვდება და „დიდი ფინალის“ საგზურისთვის იბრძოლებს.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

რეგულარული გათამაშების სტატისტიკასაც, რომ გავეცნოთ:
საუკეთესო მექულეთა დავაში (მხოლოდ დამრტყმელები) ლელოს ფულბექმა ირაკლი ყიასაშვილმა 138 ქულა მოაგროვა, მას ჯიქის მგეზავი მამუკა ნინიძე მცირედით ცამორჩა აქტივში 134 ქულას მოუყარა რა თავი. მესამე პოზიციაზე აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილია 126 ქულით, რომელმაც მეორე წრის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.
100 ქულიანი ნიშნული გადალახა აკადემიის მგეზავმა დავით მოძღვრიშვილმაც ოაგროვა რა 106 ქულა. ზემოთხსენებულ ნიშნულთან ახლოს არიან ბათუმის დამრტმელი და ფულბექი ბახვა კბახიძე 97 ქულით და აიას უნივერსალი ბექი, შუამარბი ზურაბ ძნელაზე 95 ქულით.

ბოლო ტურის წინ საუკეთესო მელელოვის დავაში ორი მორაგბე გამოიკვეთა აიადან ზურაბ ძნელაძე (შუამარბი) და ლოკომოტივიდან გიორგი შკინინი (გარემარბი), მარგამ ბლო ტურში თუ ძნელაძემ ლელოს გარეშე დატოვა მინდორი, შკინინმა ქართული რაგბის შიდა ასპარეზის ისტორიაში ახალ რეკორდს უწია მიითვალა რა ექვსი ლელო არმიასთან და ჯამში 22 ლელოთი გალიდერდა, ძნელაძე კი 17 ლელოთი მხოლოდ მეორე პოზიციას დასჯერდა.
უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე შიდა ასპარეზზე ყველაზე ბევრი ხუთი ლელო ყოფილა შედეგი, რაც წელს მეორედ დაიმეორა აიას ფულბექმა, ამღამად ტრავმირებულმა მირია მოდებაძემ.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

This post has been edited by Gio_G83 on 18 Apr 2018, 15:21


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
davita_1977
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3348
წევრი No.: 142520
რეგისტრ.: 1-February 12

გამოგზავნილია: 21 Apr 2018, 15:18  #52572006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მშვენიერი თAმაშია ჯიქი ვს ხარები, სწრაფი და სასიამოვნო საყურებელი
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12932
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 21 Apr 2018, 15:51  #52572195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვა დემე აღარ ხუმრობს biggrin.gif

საინტერესოა პირქარში თუ შეინარჩუნებენ უპირატესობას.


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
dishosdzisdze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1535
წევრი No.: 206770
რეგისტრ.: 23-August 15

გამოგზავნილია: 21 Apr 2018, 15:55  #52572227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვა დემე აღარ ხუმრობს


როგორი ,,სუპერ რაგბი" გააჩაღეს ბიჭებმა?!...
იმედია მეორე ტაიმიც ასეთივე სანახაობრივი იქნება!!!.

This post has been edited by dishosdzisdze on 21 Apr 2018, 15:56


--------------------
„ღმერთი სიმართლეა და არ უნდა რწმენას ღრუბლებზე ძებნა, შენს საკუთარ სიწმინდესა და სიკეთეში ეძიე.“
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7719
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 21 Apr 2018, 15:56  #52572229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან კარგი თამაშია, ტემპიც კარგია და ორივე გუნდი რაგბის თამაშს ცდილობს.
სისწრაფეებია გაზრდილი, ეს არის მთავარი

This post has been edited by SGG on 21 Apr 2018, 15:56
dishosdzisdze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1535
წევრი No.: 206770
რეგისტრ.: 23-August 15

გამოგზავნილია: 21 Apr 2018, 15:58  #52572239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ძალიან კარგი თამაშია, ტემპიც კარგია და ორივე გუნდი რაგბის თამაშს ცდილობს

და რიგ მომენტებში რომ გამოსდით ეგაა მთავარი!!!
jump.gif jump.gif jump.gif
* * *
QUOTE
სისწრაფეებია გაზრდილი


100%
yes.gif yes.gif yes.gif
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7719
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 21 Apr 2018, 16:03  #52572265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dishosdzisdze

ამ თამაშში, ხშირადაც კი გამოსდით, ინტერვალებში შეყვანა, მომსხეპი
პასები, ოფლოუდები... ნაშრომი იგრძნობა
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (68) « პირველი ... 52 53 [54] 55 56 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0426 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]