forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პირველი ლიგა, შიდა ასპარეზი: 2017-2018
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2298
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 2 Apr 2018, 13:13  #52458475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველი ლიგა:
წელს პირველი ლიგის ფინიშზე „ნამდვილი“ ფინალი შედგა!
პატარძეულში ადგილობრივი ვეფხვები შარშან დიდი_10 დან დაქვეითებულ, ბოლნისში გადაბარგებულ ყოჩებს დაუხვდნენ.
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/
ფინალში გარე-კახელებმა იმარჯვეს ვინც ამ მიზნის მიღწევას აგერ უკვე სამი წელია აქტიურად ცდილობდნენ. ელიტას უკვე კახეთიდანაც ეყოლება გუნდი და რაც მთავარია არსაიდან გადაბარგ-გადმობარგებული - არამედ მკვიდრი.
დინამო 14:15 იუნკერები
ივერია 15:14 არწივები
ვეფხვები 26:16 ყოჩები
არესი 43: 5 ხულიგანა
ბოლო ტურშიც არაერთი დეტალი უნდა „დაზუსტდეს“: მაგალითად
მეორე ადგილოსნის ბედი - ამ მდგომარეობით დიდი_10 _ში აღსაზევებლად მეორე საგზურისთვის ბრძოლის უფლებას ყოჩები იტოვებენ, მაგრამ თუ ვინიცობაა და ბოლნისელებს ბოლო ტურში ივერიასთან ფეხი დაუცდებათ, ხოლო არესი არწივებთან იმარჯვებს სწორედ ქუთაისელები იბრძოლებენ ელიტისთვის. ასევე საკუთარ მეტოქეს ელის პირველი ლიგის ბინადრები - გადათამაშებაში შეიძლება აღმოჩნდეს ოზურგეთის არწივები ან თბილისის ივერია. პირველ ლიგაში მხოლოდ ორი რამ არის ნათელი: გამარჯვებული (პატარძეული) - ვინც ელიტის საგზური მოიპოვა და რეგიონულ ლიგაში დასაქვეითებელი გათამაშების ბოლო ადგილოსანი ხულიგანა. დასკვნითი ტური 14/15 აპრილს შედგება:
არწივები - არესი
ყოჩები - ივერია
იუნკერები - ვეფხვები
ხულიგანა - დინამო
პირველი ლიგის წლევანდელი გათამაშებაში საინტერესო იყო ისიც, რომ ახალბედა და ახალგაზრდულმა იუნკერებმა ადგილი შეინარჩუნეს;
ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ კიდევ აქვთ ასევე პირველ ლიგაში გასული წლის შედეგებით დაწინაურებულმა ოზურგეთის არწივებმა;
შარშანდელივით ერთი ამოსუნთქვით და „რიხით“ ვერ განვლეს ესტაფეტა ელიტიდან დაქვეითებულმა ბოლნისელებმა;
სამომავალწლოდ პირველ ლიგაში თბილისს მინიმუმ ერთით (თუ ორით არა) ნაკლები წარმომადგენელი ეყოლება და ეს „შემცირება“ „გეოგრაფიის გაზრდის“ ხარჯზე მოხდება.


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4188
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 2 Apr 2018, 14:23  #52458812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ელიტას უკვე კახეთიდანაც ეყოლება გუნდი და რაც მთავარია არსაიდან გადაბარგ-გადმობარგებული - არამედ მკვიდრი.

bis.gif bis.gif bis.gif sa.gif sa.gif


--------------------
დო'დოო
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2298
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 2 Apr 2018, 14:36  #52458881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წლევანდელი პირველი ლიგის "გეოგრაფია"

აღმოსავლეთი:
ვეფხვები - პატარძეული/საგარეჯო [მკვიდრი] - კახეთი (მერე რა რომ გარე smile.gif )
ყოჩები - ბოლნისი/(ისე თბილისი) [გადაბარგებული] (ქვემო ქართლი)
ხულიგანა, ივერია, დინამო - თბილისი [მკვიდრი] )"გოროდ-ი"
იუნკერები - კიკეთი(ო)/(მაგრამ ეგეც თბილისია) "ზა_გოროდ_ი"

დასაველთი:
არესი - ქუთაისი (3) (იმერეთი)
არწივები - ოზურგეთი (გურია)

შანსი იმისა რომ მომავალ წელს აღმოჩნდეს:
ქუთაისი 2
თბილისი 2
ოზურგეთი 1
სამცხე-ჯავახეთი 1
და
თელავი 1

გეოგრაფიულად უკეთესია
OSTAP
სუპერ ფოკუზნიკი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3195
წევრი No.: 32964
რეგისტრ.: 12-April 07

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 00:28  #52462150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
Gio_G83,

მოიცა, რა როს გეოგრაფიაა smile.gif მომავალ წელს ერთი გუნდი "ზღაპრული" საქართველოდან უნდა იყოს 1-ლ ლიგაში smile.gif smile.gif
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2298
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 13:27  #52463853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
OSTAP
QUOTE
მომავალ წელს ერთი გუნდი "ზღაპრული" საქართველოდან უნდა იყოს 1ლ ლიგაში


user posted image
ალბათ ამათ გულისხმობ
ამ ჯერად არ ვუგულშემატკივრებ, რადგან დევებს მგონი დიდი_10 ში ასვლაზე მეტად მოყვარულობა სწადიათ - კოლორიტობა, რაგბის პოპულარიზაცია ბულდოგების, მეკობრეების, სხვადასხვა ქვეყენბის არმიელთა და მსგავსთა ძლევაი ან თუ ძლევაი არა რკენა_ი...
ამიტომ, თორემ დევები მშვენიერია
smile.gif
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2298
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 10 Apr 2018, 13:17  #52500998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1. ვეფხვები - 13(თ) – 11(მ) – 0(ფ) – 2(წ) – 8(+პ) – 2(+ნ) -591:134(ბალ) – 54 ქ
2. ყოჩები - 13(თ) – 10(მ) – 1(ფ) – 2(წ) – 5(+პ) – 0(+ნ) -399:216(ბალ) – 47 ქ
3. არესი - 13(თ) – 9(მ) – 1(ფ) – 3(წ) – 5(+პ) – 3(+ნ) -371:177(ბალ) – 46 ქ

თუ პატარძეულელები კონკურენტთათვის მიუწვდომლები არიან, მეორე პოზიცია ჯერ კიდევ მოსაპოვებელია.
მართალია ყოჩები „შინ“ მიიღებენ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ივერიას, მარგამ თბილისელებსაც არ აწყენდათ ცხრილში ერთი ადგილით დაწინაურება, იმ ფონზე, რომ
უახლოესი კონკურენტი არწივები ასევე ელიტაში დაწინაურებისთვის მებრძოლ არესს მასპინძლობენ.
დიდი_10 -ში ასასვლელი მეორე საგზური ამ მდგომარეობით ყოჩებს ეკუთვნის, რომელიც სავარაუდოდ საკუთარ მატჩს ივერიასთან მოიგებს, მაგრამ თუ ეს მოგება არ იქნა პრემიალური ქულით შეიძლება არესისთვის მეორე ადგილი მისაწვდომიც კი გახდეს, თუ: ყოჩები ვერ იმარჯვებენ ან იმარჯვებენ, მაგრამ პრემიის გარეშე და თავად ოზურგეთელებს დაამარცხებენ პრემიალური ქულით - რადგან გათამაშების მანძილზე ურთიერთშორის ბალანსია:
ყოჩები 7:27 არესი და არესი 21:26 ყოჩები, ანუ ურთიერთ ბალანსი თუ არის 1:1 ქულათა ბალანსი 48:33 არესის სასარგებლოდ.
ასე, რომ თუ გასულ ტურში პირველი ლიგის ფინალი ვიხილეთ, ამ ჯერად პირველი ლიგის პრაქტიკულად ორ მცირე ფინალს მივადევნებთ თვალყურს.
ყოჩების ამოცანა მკაფიო და ნათელია - საკუთარი მატჩი მოიგოს პრემიით, თუმც რამდენად მარტივი 15 აპრილს ერთად ვიხილავთ.
არესის მისამართით კითხვაც და ვარიანტიც არაერთია - გარდა საკუთარი მატჩის პრემიით მოგებისა ყოჩები-ივერიის მატჩს უნდა დაელოდოს.




0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0207 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]