forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (23) « პირველი ... 21 22 [23]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რეჩ2018 მეორე მატჩი:გერმანია-საქართველო!, ოფენბახი,გერმანია 17:30 მსაჯი ევანს(ულს)
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2051
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 19 Feb 2018, 14:36  #52213411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუმცა ამ ბოლო დროს უფრო ყურადღებას აქცევენსავით

QUOTE
აქცევენსავით


ვალიადოლიდის და საკლუბოს შემხედვარე ეგრე ჩანს(სავით) + 7_კაცა...


მარგამ არ მჯერა მე მაგათი რაგბის
პორტუგალიის არ იყოს...
რით დაამახსოვრა თავი სარაგბო მსოფლიოს? ჰიმნის შესრულებით...
boli.gif



ეს ისე კი არ მითქვამს...
ეგეთი მონდომებით ეთამაშათ, იქნებ ხელი რამესთვის გამოეკრათ...

This post has been edited by Gio_G83 on 19 Feb 2018, 14:51


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15367
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 12:30  #52225767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გვიან, მაგრამ მაინც ... სისრულისთვის = "მატიანე"ში შესატანი თავის მასალად
(( თუკი ოდესმე კიდევ გამოვა ... მაგალითად, 2035 წელს = 100 წლის’თავზე ))


user posted image

იყო და არა იყო რა

"ბორჯღალოსნებმა" საწყისი ორი ევრო’ღლაბუცი ჯამში 111:0 მოიგეს მაჩანჩალებთან,
ესპანეთმა კი რუმინეთის გაბითურებით იაპონიის საგზური თითქმის დაიბევა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))

უკვე ბევრ’გან და უამრავ’ჯერ თქმულა, რომ "რაგბი ევროპის" დონე აღარ შეგვეფერება, და მასში მხოლოდ იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ რაგბეთში არ არსებობს სხვა რეგიონული შეჯიბრი, ჩვენი ჩაბმა და ამატება რომ სურდეს

"ოვალურ სამყაროში" 2020 წლამდე არაფერი შეიცვლება, და მერეც ალბათ – სულ ოდნავ. ჰოდა, მე-19 სეზონში 92-დან 75-ე თამაშიც რომ მოვიგეთ, ქულათა სხვაობა +1771 გაგვიხდა, ხოლო ლელოებისა +291

ძია აღარ უშვებს

გერმანია მეშვიდე შეყრაზე მეშვიდედ’ვე გავაბურთავეთ * ჯამში366:32 (ლ 55/3)

მეტოქე ამჯერად ვალის მოსახდელადღა გვერაგბა. საქმე ისაა, რომ ამ, სხვაფრივ ერთობ წარმატებულ, ქვეყანაში რაგბი, ეტყობა, გულ’ღრძო უნიჭოთა თავ’შესაფარია

ჰოდა, ორი კლანი რომ ერთმანეთს გადაეკიდა, ბევრად უფრო მდიდარმა ძიამ მთელი ნაკრები ჰაიდელბერგის კლუბში წალალა და რჩეულ ბიჭებს ქვეყნის ღირსების დასაცავად აღარ უშვებს!

ცოდვა გამხელილი სჯობს და ეგ ერთად’ერთი პროფ’კლუბიც ბათუმში 19 კვართის ამარა ჩამოვიდა "კონტინენტის ფარზე" სათამაშოდ და შეცვლაზე შემავალი გამომავალს ხდიდა მაისურს

ამის მერე წარმოიდგინეთ, რანი იქნებიან ის ალალი მოყვარულები, ნაკრებში წლეულს, "საგანგებო მდგომარეობის" გამოცხადების წყალობით’ღა რომ მოხვდნენ

კავკასიური ფანდებიო

ბორჯღალოსნები გერმანიაში ინგლისიდან ჩაბრძანდნენ, სადაც ჩვენი ძველი მოშუღარის, აწ’კი უპირველესი პრომოუტერის – ედი ჯოუნზის ახირებით, "ვარდებს" უნდა შერკინებოდნენ და მათთვის მიწოლის კავკასიური ფანდები ესწავლებინათ

აკი ბრძანა კიდეც სპარინგით ფრიად კმაყოფილმა გურუმ, "ჯოჯა"ზე უფრო ღონიერი და გონჯი შერკინება მსოფლიოში არავისა ჰყავს, და ეგ გუნდი სწორედ მაგით ჭამს პურსო!

წარმოიდგინეთ ლევან ჩილაჩავას მდგომარეობა, შუა კვირაში მაკო ვუნიპოლას რომ ებუღრავებოდა, შაბათს კი დაუყენეს მარკუს ბენდერი, ვინაც იმით’ღაა სახელ’განთქმული, რომ ბურჯი ... არეკნს ურტყამს

სხვებიც – პირველი ნომრები და ვეტერანები – უთუოდ ვერ იქნებოდნენ თამაშის იშტაზე და თანაც – უმწეო მეტოქესთან. აქედან გამომდინარე, მონდომება უფრო ახლებს ეტყობოდათ

ჰოდა, გიორგი კვესელაძემ არათუ გახსნა სანაკრებო მონაგარი, არამედ ჰეთ-თრიქიც შეასრულა, კოლორიტმა ზურაბ ჟვანიამ კი 31-ე მატჩში მეათე (!) ლელო მიითვალა თავისსავით ფოთელთან – ანზორ სიჭინავასთან წაბურთავებით

მოყვარულები დაიღალნენ

ჩვენმა ფორვარდებმა და ბექებმა ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს და 5-5 ლელო გაიტანეს, მესამეზე კი ჩილაჩავა და კაჭარავა კიდეც შელაპარაკდნენ, რაც რაგინდარა სპორტში ჩვეულებრივი ამბავია

ისე, შოუ ამჯერადაც დაიდგა. გვეცვა სანაცვლო, რუხი კვართი და ღვინის’ფერი შორტი; ლამის სრულად შეიკრიბა გერმანიის ქართული თემი და 5-ჯვრიანი დროშები აფრიალა, მასპინძლებს კი სპონსორმა – "დჰლ"მა გასაბერი, ყვითელი კეტები ჩამოურიგა

გერმანიას 0:19-ზე შეეძლო ანგარიშის დასველება, მაგრამ ქემერონ-დოუმ 33 მეტრიდან ააცილა ჯარიმა. მეხუთე, გარდამტეხ, "მიშო" გაჩეჩილაძის ლელოს იმათ 5-მეტრა ნიშნულზე 6 (!) "სადაო" უძღოდა, ბოლო მეოთხედში კი მოყვარულები დაიღალნენ და კიდევ 5 გაუშვეს

მეათე ლელოს გარდასახვისას კიდის მსაჯებს კარის უკან დადგომა დაეზარათ, უელსელი კომისარი კი ნაღდად დათვრა და "ექსელის ოქმი" შინ ჩასულმა’ღა, ორშაბათ დილით, გადაუგზავნა "რაგბი ევროპას"

ერთიც ყოფნით

ამ დროს მოსახდენი უკვე მომხდარი იყო: ესპანეთმა კვირას ხელიდან არ გაუშვა "ახალ ათას’წლეულში" პირველად რგებული შანსი და რუმინეთი გეგმის გადაჭარბებით – 12 ქულით დაამარცხა, რისი წყალობითაც ბოლო ორ მატჩში, სუსტებთან, ერთი ბონუსიც ყოფნის

ესპანეთი ცოტათი თვალთ’მაქცობდა – რუსეთის სტუმრად ჯობნის შემდეგ მეორე ადგილსა და სამოასთან რაგბობაზეც ყაბულსა ვარო

ჩვენ დავითვალეთ და საკმარად მივიჩნიეთ მასპინძელთა 8-ქულიანი გამარჯვება, რაღაი რუმინეთმა შარშან, შინ, ძლივს, 10 ქულიღ’თა მოიგო, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და "ლომებმა" იმდენი ჰქნეს, რომ დასკვნით ორ რკენაში ორი ბონუსი აღარ ჭირდებათ!

13 ფრანგი და მსაჯიც

ესპანეთს დაშავებოდა ბებერი კაპიტანი – 8 ნომერი ხაიმე ნავა

მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა 15-ეულში 9 ფრანგი (მალიე პერენ ასკარა ბელი გ.რუე \ ბარერა ბარტერ გიომ ჟიბუენ^კაპ) დააყენა და ოთხიც (ფიუსტე ს.რუე \ სივილ ვიზანსონგ) მარქაფაში დასვა, კიდევ სამი "ლომი" (ლინქ’ლეითერ სნი \ ნგავინდი) კი ინგლისურად უქცევს

"მუხებს" თავიდანვე მაგრად მისდგა ფრანგი რეფიც – კისრით დაჭერისთვის გაუსინბინა კუნძულელი ტანგი’მანა ფონოვაი, რასაც უმალ მის ფრთაზე დადებული ორი ლელო მოჰყვა * 10:0 @ 9’

საშოვარზე წამოხეტებულან

3:13-ზე რუმინეთი სტრატეგიაში ჩაიჭრა – კარის წინ, 5 მეტრზე, 4-ჯერ მიეცა შერკინება, მაგრამ კარში ეგრეც არ დაურტყამს იმის მიუხედავად, რომ 7 ქულით წაგება ხელს აძლევდა

ესპანეთმა ჩოქ’ბჯენს თავი დააღწია, მეორე ტაიმში კი, მსაჯი ხშირად რომ აჯარიმებდა შემტევს, მეთოდურად ზარდა სხვაობა * 22:3 @ 72’

"მუხები" მთლად წახდნენ – ბურთი უვარდებოდათ! მეასე კეპი ჩამწარდა ოდენ მეორე კარპატელ ცენტურიონს – კეტელინ ფერკუს, და ვერც ნატურალიზებულმა ხაზმა (ფონოვაი კინი’კინი’ლაუ ფაკაო’სილეა შენან) ივარგა, რაკი ეს ხალხი თვისტომთა შორის უკეთეს 200 მორაგბეშიც ვერ ჩაითვლება და საშოვარზე წამოხეტებულა


რაგბი ევროპა * 2018

მეორე რაუნდი


საქართველო$ 64:0 გერმანია

წარსული >> http://site.rugby.ge/ka-GE/2018-H2H/#GER
23 მოთამაშე >> http://site.rugby.ge/ka-GE/2018-SQD/#GER
ბარათი >> http://site.rugby.ge/ka-GE/2018-CARD/#GER

საქ: წიკლაური თოდუა (ფრუიძე 74) კაჭარავა (მალაღურაძე 65) კვესელაძე სიჭინავა
<10-9> ხმალაძე აფრასიძე (ლობჟანიძე 41) /
ნარიაშვილი (ჟვანია 58) მამუკაშვილი (ალხაზაშვილი 58) ჩილაჩავა (ფეიქრიშვილი 41)
ნემსაძე^კაპ ჭეიშვილი (ო.გიორგაძე 61) გაჩეჩილაძე კოლელიშვილი (ცუცქირიძე 65) ლომიძე –
10ლ: კვესელაძე (1 6 9) თოდუა ჩილაჩავა ფეიქრიშვილი გაჩეჩილაძე გიორგაძე ჟვანია ხმალაძე; 7გ: წიკლაური

გერ: კოხ ფიშტერერ სბ 52, პლუმპე (აიაჩი 70) ფონ’გრუმბკო^კაპდემბელე (ფიშერ 10)
<10-9> ქემერონ-დოუ პეინ (პიოსიკ 66) /
ბენდერ (რემზი 75) ვალეტ (ნგუბანე 56) მარტელ (ვაის 55)
მარკს მაუ (ლიშტმან 61) დუვე რიკს დიკჰოფ (ლანგ 74)

რეფ ევანს (უელ) 17/02_2018 @ ფრანკფურტ, ოფენბახ (2 150)

7:0(11) 12:0(14) 19:0(29) შეს(40+1) /
26:0(50) სბ(52გ) 33:0(60) 40:0(64) 47:0(69) 52:0(73) 57:0(77) 64:0(80+3)


რუსეთი$ 48:7 ბელგია

7ლ: ბაბაევ გარბუზოვ ჰაჯიევ ელგინ (4 6) გალინოვსკი ფედოტკო; 5გ ჯ: კუშნარიოვ –

ლ გ: არ

რეფ ატორა’საგასტი (ესპ) 17/02 @ კრასნოდარ, ყუბან’ (6 ათასი)

7:0(9) 12:0(25) 19:0(40) /
19:7(49) 22:7(53) 27:7(57) 34:7(67) 41:7(73) 48:7(76)


ესპანეთი 22:10 რუმინეთი

2ლ: ბ.აუსკი ასკარა; 4ჯ: ლინქ’ლეითერ / სბ: ასკარა –

ლ: კინი’კინი’ლაუ; გ: კალაფეტეანუ; ჯ: ვლაიკუ / სბ: ფონოვაი

რეფ შარაბა (სფრ) 18/02 @ მადრიდ, უნივერსიდად (15 ათასი)

სბ(2რ) 5:0(5) 10:0(9) 10:3(14) 13:3(22) სბ(27ე) /
16:3(47) 19:3(63) 22:3(72) 22:10(78)


რაგბი ევროპა 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

10/02 საქართველო $ 47:00 ბელგია ქუთაისი, აია
10/02 რუსეთი $ 13:20 ესპანეთი კრასნოდარ
10/02 რუმინეთი $ 85:06 გერმანია კლუჟ

17/02 გერმანია 00:64 საქართველო $ ოფენბახ
17/02 რუსეთი $ 48:07 ბელგია კრასნოდარ
18/02 ესპანეთი 22:10 რუმინეთი მადრიდ

2 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $

საქართველო 10 +111 17/00 111:000 2-0 2
ესპანეთი 8 +19 05/02 042:023 2-0 0
რუსეთი 6 +34 08/04 061:027 1-1 2
რუმინეთი 5 +67 14/02 095:028 1-1 1
ბელგია 0 -88 01/14 007:095 0-2 0
გერმანია 0 -143 00/23 006:149 0-2 0

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0

+1 ბონუსი ($) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) ან
ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
ოღონდაც წაგებული ერთ’ბაშად 2 ბონუსს ვერ აიღებს!

+1 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 5) სხვაობა, 6) ლელო, 7) გატანილი ქულა

ოფიციოზი_EN >> http://www.rugbyeurope.eu/competitions/201...l-championships
დებულება >> http://www.rugbyeurope.eu/sites/default/fi...c_2017-2018.pdf

03/03 საქართველო 18.00 ესპანეთი თბილისი, მესხი
03/03 რუმინეთი 18.00 რუსეთი კლუჟ
03/03 ბელგია 18.00 გერმანია ბრიუსელ


10/03 რუსეთი 16.00 საქართველო კრასნოდარ
10/03 რუმინეთი 15.00 ბელგია ბუზეუ
11/03 ესპანეთი 15.30 გერმანია მადრიდ

18/03 საქართველო 16.00 რუმინეთი თბილისი, დინამო
18/03 გერმანია 16.00 რუსეთი კიოლნ
18/03 ბელგია 16.00 ესპანეთი ბრიუსელ


მსოფლიო თასი * 2019

ევროპის შესარჩევი

7 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $

ესპანეთი 21 +66 13/05 123:057 5-1 1
რუმინეთი 20 +110 29/10 209:099 4-2 4
რუსეთი 15 +38 20/14 154:116 3-3 3
გერმანია 8 -115 14/33 121:236 2-3 0
ბელგია 2 -99 08/22 071:122 0-5 2

2019 წლის მსოფლიო თასისთვის შერჩევა წარმოებს
"რაგბი ევროპის" 2017 და 2018 წლების ჯამით
ოღონდაც ცხრილში არ ითვლება საქართველოს შედეგები
^ პირისპირ ესპ 25:23 რუმ

სქემა >> http://a.pix.ge:81/r/lp42u.jpg

გამარჯვებული პირდაპირ გადის მსოფლიოზე – "ა" ჯგუფში "ევრ’1"-ად ჯდება
მეორე’ადგილოსანი უმასპინძლებს ქვედა დონეთა გამარჯვებულს – პორტუგალიას
ამ წყვილში მოგებული ორჯერ ეთამაშება სამოას – 2/06 შინ, 16/06 გარეთ
ამისი გამარჯვებული ჯდება ასევე "ა" ჯგუფში – "ევრ’2 | სამ"-ად.
წაგებული კი მიდის 4-გუნდა "მსოფლიო რეპეშაჟში" (2018 შემოდგომა)


30 წლის (1989-2018) მონაგარი

208 თამაში (84 შინ, 84 გარეთ, 40 ნეიტრ)
128 მოგება - 73 წაგება * 7 ფრე
ქულა 4879:3731 (+1148)
ლელო 584/382 (+202)

19 ერთა თასზე (2000-2018)

92თ (45შ 44გ 3ნ) 75-13*4
ქ 2855:1084 (+1771) ლ 377/86 (+291)

გერმანიასთან (1995-2018)

7თ (4შ 3გ) 7-0 ქ 366:32 ლ 55/3

254 ბორჯღალოსანი

101 ბექი, 143 ფორვარდი და 10 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 283, ხოლო ფორვარდებმა 301 ლელო

ბორჯღალი (კეპი)

108 კვირიკაშვილი; 106 კაჭარავა; 100 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
81 მალაღურაძე; 78 ნემსაძე; 77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი;
73 მაჩხანელი; 71 გორგოძე; 70 ურჯუკაშვილი;
69 თოდუა; 67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე; 64 ა.გიორგაძე, შველიძე;
63 სუთიაშვილი; 61 ხამაშურიძე, სამხარაძე; 60 ბეგაძე;
59 ხმალაძე; 57 ჯიმშელაძე, შარიქაძე; 54 მიქაუტაძე;
53 ზირაქაშვილი; 51 მამუკაშვილი

ქულა (მარტო დამრტყმელები)

833 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 124 წიკლაური, 105 ნ.ძაგნიძე

ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 22 კაჭარავა; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი; 16 კვირიკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი; 13 ნემსაძე; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე, შარიქაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი, ჟვანია;
9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი, თოდუა

1989 – 2017

206 ტესტი >> http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/
252 ბორჯღალოსანი >> http://site.rugby.ge/ka-GE/Vin-Meramdenea/
სრულად >> http://site.rugby.ge/ka-GE/Lelos/

2018 წლის რაზმი >> http://site.rugby.ge/ka-GE/national-team/

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
dendo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 703
წევრი No.: 238165
რეგისტრ.: 18-November 17

გამოგზავნილია: 23 Mar 2018, 14:54  #52404523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nu anattan ginda gitamashia ginda ara. varjishia chveulebrivi
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (23) « პირველი ... 21 22 [23]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0267 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]