ხმა მივეცი სამივეს მოგებას - სურვილი თუ არ იქნა არაფერი გამოვა ისე
რაც შეეხება რეალობას - ნარიაშვილი დიდი ალბათობით ფინალში ითამაშებს, ალბათ ჩილაჩავაც სადღაც მაგ სტადიამდე მივა. დავანებოთ ამ 2 ბურჯს თავი, არაფერი სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს ამათ დაძახებას. მაგ კუნძულელებს მიწოლით კარლენა/ანტონაც მაგრად მიაწვებიან. თან ორივე დინამიურია, ჩვენი ბურჯების კვალობაზე. მაგათ შემცვლელებს, ვინც მოიაზრება სამსოფლიო რაზმში, იმათაც რომ მიეცეთ დრო კუნძულელებთან და ამომავალი მზის ბიჭებთან, საერთოდ უკეთესი. საქმეში მოუსინჯავდნენ კბილს.
ხაზზე თაზოს დაბრუნება გამიხარდებოდა ძალიან, ასევე მირიანის ასევე ბექა გორგაძის მაგრამ არამგონია მოესწროს ეს ბოლო 2.
მეკოს 15ზე თამაში, როცა გვყავს ხმალაძე 10ზე და მათიაშვილი, ცოტა გაუგებარია. რა უნდა დააშავოს მეკომ ისეთი, რასაც ხმალაძე არ აშავებს 10 ნომრად. ავიღოთ ბარემ და ვიტო დავაყენოთ 10, თუ მარტო დაცვას აქვს მნიშვნელობა.