forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (12) « პირველი ... 9 10 [11] 12   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბორჯღალოსნების ივნისის ტესტები 2018, ტონგა, ფიჯი, იაპონია
 
რამდენ თამაშს მოვიგებთ?
სამივეს [ 18 ]  [25.35%]
ორს [ 35 ]  [49.30%]
ერთს [ 13 ]  [18.31%]
ვერცერთს [ 5 ]  [7.04%]
Total Votes: 71
Guests cannot vote 
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7604
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 22:31  #52544994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხატიაშვილის ინტერვიუ არის ჩვეულებრივი სადღეგრძელო. ყანწი ეჭირა ტიპს და ისე ლაპარაკობდა.

არც ერთი ბევრად წარმატებული ქართველი მორაგბისგან მსგავს სისულელეს ვერ მოისმენ.

QUOTE
ფრანგია, არავინ აძალებს ვარჯიშს, შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებს, სატრენაჟორო დარბაზში მხოლოდ უცხოელებს თუ ნახავ.


მარტო ეს სიტყვები რად ღირს. კოსმიური მასშტაბის სისულეების მუზეუმშIა შესატანი ეს გამონათქვამი smile.gif

This post has been edited by SGG on 16 Apr 2018, 22:33
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3204
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 22:35  #52545017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SGG
რატომღაც მამუკასგანაც მოგვისმენია მსგავსი "სადღეგრძელოები" და ნემსოსგანაც. მაგრამ ნუ შენგან არ მიკვირს, ხატიაშვილი ლაპარაკობს სისულელეს და შენ ბრძენი ხარ smile.gif

გამგები გაიგებს არაუშავს. wink.gif

This post has been edited by giushki on 16 Apr 2018, 22:35


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7604
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 22:38  #52545042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giushki
QUOTE
რატომღაც მამუკასგანაც მოგვისმენია მსგავსი "სადღეგრძელოები" და ნემსოსგანაც. მაგრამ ნუ შენგან არ მიკვირს, ხატიაშვილი ლაპარაკობს სისულელეს და შენ ბრძენი ხარ 


რა მოგისმენია მამუკასგან? smile.gif))

ფრანგი არ ვარჯიშობს და დარბაზში ვერ ნახავო? biggrin.gif
ბევრი ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი ქართველებთან და ყველას ის აქვს ნათქვამი,რომ პირველ რიგში შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან ფრანგები smile.gif

სიბრძნე არ ჭირდება იმის მიხვედრას,რომ უდიდესი სისულელე თქვა ხატიაშვილმა თავის სადღეგრძელოშI.

This post has been edited by SGG on 16 Apr 2018, 22:41
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3204
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 22:48  #52545113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SGG
ხო ფრანგი არ ვარჯიშობს და ჩვენ ბაზუკა გვიჭირავს და ძალით ვავარჯიშებთო. ესე თქვეს. ნიანგას და დისეტუარს საერთოდ პასს არ ვაძლევთ შავები მაგენიო. რამის ცოდნაზე თავს სანამ დადებ, მანამდე შენი თუ არ იცი, საქმეში ვინცაა იმას მაინც უნდა მოუსმინო.
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7604
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 22:54  #52545167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giushki
QUOTE
რამის ცოდნაზე თავს სანამ დადებ, მანამდე შენი თუ არ იცი, საქმეში ვინცაა იმას მაინც უნდა მოუსმინო


აზროვნების სერიოუზული პრობლემა აქვს ყველა იმ ადამიანს,ვისაც ჯერა ხატიაშვილის ის ნათქვამი,რომ ფრანგი არ ვარჯიშობს,დარბაზში არ შედის და ყავას წრუპავს smile.gif

ასეთი ###ობა, ესტონეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისგანაც არ მომისმენია smile.gif



This post has been edited by SGG on 16 Apr 2018, 22:57
GioNage
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 616
წევრი No.: 213798
რეგისტრ.: 5-February 16

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 23:07  #52545260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ხატიაშვილის ინტერვიუ არის ჩვეულებრივი სადღეგრძელო. ყანწი ეჭირა ტიპს და ისე ლაპარაკობდა.

სადღეგრძელო მაშინ იქნებოდა რომ ეთქვა, ძალიან მაგრები ვართ რაგბისტები, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს და ფრენჩაიზი გაგვიკეთესო. ამან კიდევ მაღაროელების მდგომარეობაზე და მასწავლებლების დაბალ ხელფასზე დაიწყო საუბარი. ასეთი ჯანმრთელი (გონებრივად) ინტერვიუ ქართველი სპორტსმენისგან არ გამიგია, ძალიან გამიხარდა რომ გავიგე ცოტა ხნით ჩემი კურსელი ყოფილა თსუში იურიდიულზე.

ნუ ისიც ფაქტია,რომ ნიკა, როგორც ეპიცენტრში მყოფი ადამიანი სუბიექტურია და სხვებზე მეტად განიცდის იმას რასაც ხედავს. სიმართლე ალბათ სადღაც შუაშია.
თუნდაც მისი ძმაკაცის და ჩვენი კაპიტნის მაგალითი რომ ავიღოთ. შარიქაძე ფრანგი რომ იყოს ტოპ 14ს რომელიმე გუნდში უეჭველი იქნებოდა, თუნდაც სუსტ გუნდში სათადარიგოს დონეზე, მაგრამ იქნებოდა. თუმცა, მაა ნონუსის და ფეკიტოას ვერ შეედრება რა თქმა უნდა.
ფრაგნებთან ვისაც ქონია საქმიანი ურთიერთობა ყველამ იცის რა კატეგორიის ხალხიცაა, სულ ზემოდან გიყურებენ და 3 ჯერ უნდა ჯობდე ადგილობრივს რომ მისი ადგილი დაგითმონ. ეს სამართლიანიცაა, ფრანგ მილიონერს, რომელიც საშემოსავლოს გადასახადის სახით 75%ს იხდის ბიუჯეტში, სურს რაც შეიძლება მეტი ფრანგი ყავდეს გუნდში და უცხოელი მხოლოდ მაშინ მოიყვანოს,როცა ეს აუცილებელია. მაგრამ ეს "ნაციონალისტური" მიდგომა ხელს არ უშლის იმ რეალობას, რომ საფრანგეთის ნაკრების ძირითადი ბურჯი ზირაქაშვილი სათადარიგო იყოს კლუბში. გამოსავალი, გავზარდოთ ბევრი ზირაქა, მათ შორის ბექებიც smile.gif
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3204
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 23:09  #52545277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SGG
პირველრიგში შენ თავს თუ მოთოკავ და ზრდილობის ნორმებს დაიცავ, დიდად დაგვავალებ მეც, ხატიაშვილსაც და ყველას, ვინც ამ ფორუმზე წერს. ნუ დაარღვევ იმ ზღვარს, სადაც შენი უფლებები მთავრდება და სხვისი იწყება. ჰიპერბოლაზე არ გვსმენია არაფერი, თუმცა ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა. კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს ნუ მწერ, ნახე ინტერვიუები და თვალი გადაავლე რას საუბრობენ უთამაშებლობაზე სხვებიც, მარტო ნიკაზე არ არის საუბარი.
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7604
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 23:14  #52545311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GioNage

რაგბის სამყაროში,ყველაზე მეტი ლეგიონერი სხვადასხვა ქვეყნიდან,არის სწორედ საფრანგეთში smile.gif
საფრანგეთი რომ არა,ქართული რაგბი ეხლაც ვარკეთილის მეურნეობაში იქნებოდა smile.gif


QUOTE
შარიქაძე ფრანგი რომ იყოს ტოპ 14ს რომელიმე გუნდში უეჭველი იქნებოდა


ზღაპარია ეგ smile.gif შარიქაძეზე წინ ათეუობით ფიჯელია იმავე პრო დ2-შI,რომელიც ბუკაზე უკეთ თამაშობენ. შეგიძლია ნახო ყოველ კვირას ჰაილათები,რა ლელოებს დებენ.
ნახე ყოველი კვირის სიმბოლურები, მინიმუმ 2 ფიჯელია ყოველ ტურში სიმბოლურშI.

QUOTE
სიმართლე ალბათ სადღაც შუაშია.


რომელ შუაში,ფრანგი ვარჯიშობს,დარბაში არ შედის და ყავას არ წრუპავს?
ზირაქას რაც შეეხება,ზირაქა არის 35 წლის და კარიერას ამთავრებს smile.gif საფრანგეთის ნაკრების წევრები,მაგის შეცვლები იყვნენ მთელი ცხოვრება და ბევრი,სხვა გუნდებში გაუსტუმრებია smile.gif
ზირაქას კარიერა სწორედ იმის ნიმუშია,რომ თუ მაგარი ხარ, გინდ ქართველი იყავი და გინდ უცხოპლანეტელი, ლეგენდა გახდები.
ზირაქა კი კლერმონში,ლეგენდაა.

This post has been edited by SGG on 16 Apr 2018, 23:19
GioNage
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 616
წევრი No.: 213798
რეგისტრ.: 5-February 16

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 23:28  #52545406      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
[quote]რაგბის სამყაროში,ყველაზე მეტი ლეგიონერი სხვადასხვა ქვეყნიდან,არის სწორედ საფრანგეთში
საფრანგეთი რომ არა,ქართული რაგბი ეხლაც ვარკეთილის მეურნეობაში იქნებოდა [/quote]
მარტივი ლოგიკით, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ფული ფრანგულ რაგბიში ტრიალებს. ამის პარალალეურად, ნაკრები უსუსტდებათ, შესაბამისად, პუბლიკის მხრიდან დიდი მოთხოვნაა ფრანგ მოთამაშეებზე. ვინმე ნორმალური თუა ფრანგი ცდილობენ გუნდში ყავდეთ. ნუ მეტი ფული, რა თქმა უნდა, იწვევს ლეგიონერების ზრდასაც. მაგრამ როგორ ფიქრობ, რა უშლის ხელს იგივე ტულონს რომ 9ზეც და 10ზეც ექსპტრა კლასის უცხოელები ყავდეს?

[quote]ზღაპარია ეგ შარიქაძეზე წინ ათეუობით ფიჯელია იმავე პრო დ2-შI,რომელიც ბუკაზე უკეთ თამაშობენ. შეგიძლია ნახო ყოველ კვირას ჰაილათები,რა ლელოებს დებენ.
ნახე ყოველი კვირის სიმბოლურები, მინიმუმ 2 ფიჯელია ყოველ ტურში სიმბოლურშI.[/quote]
არ შემიდარებია ფიჯელებზე, მეთქი ფრანგი რომ იყოს თუნდაც ნაციონალური ქვოტით აიყვანდნენ უმაღლესი დივიზიონის კლუბებში -თქო. სულ სხვადასხვა ვითარებაა ფრანგზე და ფიჯელზე შედარება. ფიჯელის წარმატების მიღწევა შარიქაძეზე უფრო ძნელია. უფრო რთულ პირობებში უწევთ დაოსტატება და ფენომენალური ნიჭით ქაჩავენ.

[quote]რომელ შუაში,ფრანგი ვარჯიშობს,დარბაში არ შედის და ყავას არ წრუპავს? [/quote]

ტრენაჟორების დარბაზშიო .ფრანგი ბავშვობიდან სწორ სისტემაშია გაზრდილი იცის მაქსიმალურად როგორ გამოიყენოს მისი შესაძლებლობები, ამიტომ კლუბის სავალდებულო ვარჯიში შველის რომ ფორმაში იყოს. ქართველი კიდევ აქიდან შაურმების ნაჭამი ჯანიანი ბიჭი მიდის და ბევრი რამის თავიდან სწავლა უწევს, მაგრამ იმის გამო აყავთ რომ ღონიერია. ჰოდა, სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა რომ მისი კოზირი მაქსიმალურად დახვეწოს ტრენაჟორებს მიაკლას თავი. თან მეორე ლიგაზეა საუბარი,თორემ დარწმუნებული ვარ უმაღლესი დონის ფრანგები ისე ვარჯიშობენ, როგორც ზელანდიელი და აფრიკელი კოლეგები.

[quote]საფრანგეთი რომ არა,ქართული რაგბი ეხლაც ვარკეთილის მეურნეობაში იქნებოდა [/quote][/quote]
კი ბატონო! თუმცა, არც იმ ბიჭებს უნდა დავუკარგოთ ღვაწლი რომლებმაც ნულიდან ქართული რაგბის სახელი შექმნეს საფრანგეთში. გული მწყდება რომ ბოლო დროს ჭირს ჩვენების გადინება.
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7604
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 23:38  #52545454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GioNage
QUOTE
მარტივი ლოგიკით, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ფული ფრანგულ რაგბიში ტრიალებს. ამის პარალალეურად, ნაკრები უსუსტდებათ, შესაბამისად, პუბლიკის მხრიდან დიდი მოთხოვნაა ფრანგ მოთამაშეებზე. ვინმე ნორმალური თუა ფრანგი ცდილობენ გუნდში ყავდეთ. ნუ მეტი ფული, რა თქმა უნდა, იწვევს ლეგიონერების ზრდასაც. მაგრამ როგორ ფიქრობ, რა უშლის ხელს იგივე ტულონს რომ 9ზეც და 10ზეც ექსპტრა კლასის უცხოელები ყავდეს?


დღეს არ ყავთ,მარა გუშინ 10-ზე ვილკინსონი და გიტო ყავდათ. გატენილია ტულონი ლეგიონერებით.
მონპელიეს პრეზიდენტმა ალტრადმა, პირდაპირ თქვა, მე ჩემი მიზნები მაქვს, ყველაფერში პირველი მინდა ვიყო და სულ ფეხებზე მკიდია ფრანგები,მთავარია შედეგი დაიდოსო. ამიტომაც ყავს აფრიკის ნაკრები smile.gif
კვოტებს რაც შეეხება,მაგ კვოტებს სწორედ იმით ებრძვიან,რომ უკვე პატარაობიდანვე მიყავთ ქართველები,რომ ჟიფის სტატუსი მიიღონ და ეგიონერებად არ ჩაითვალონ.

იმავე ორიაკმა, 3 ახალი ქართველი აიყვანა წელს. ბევრი გუნდია საფრანგეთში, რომლებიც ქართველებს წყალობს. არის შედარებით ნაკლებად ქართული გუნდებიც. ორიაკში უამრავ ქართველს
უთამაშIა.

QUOTE
თან მეორე ლიგაზეა საუბარი,თორემ დარწმუნებული ვარ უმაღლესი დონის ფრანგები ისე ვარჯიშობენ, როგორც ზელანდიელი და აფრიკელი კოლეგები.


ჰოდა დიდი ტყუილია ეგ. ყველგან ვარჯიშOბს ფრანგი,სადაც საჭიროა და ქართველზე ნაკლები შრომისმოყვარე არაა. წამოწოლილ ფრანგ მორაგბეს,არავინ გააჩერებს გუნდში.
ასე ინდივიდუალურად, უამრავი ქართველი მორაგბე ვიცი, ვინც სწორედ სიზარმაცის გამო გამოუშვეს საფრანგეთიდან.

QUOTE
კი ბატონო! თუმცა, არც იმ ბიჭებს უნდა დავუკარგოთ ღვაწლი რომლებმაც ნულიდან ქართული რაგბის სახელი შექმნეს საფრანგეთში.


დავუკარგოთ კი არა,პირველ რიგში ამ ბიჭების დამსახურებაა,წარმოუდგენელი შეძლეს და მაგათი სიძლიერე სწორედ ისაა,რომ მაგარი ნავარჯიშები და შრომისმოყვარე ფრანგები დაჩაგრეს კონკურენციაშI და
არა ყავის მწრუპავი ფრანგები, როგორც ხატიაშვილმა თქვა

This post has been edited by SGG on 16 Apr 2018, 23:42
xDavid_S
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7632
წევრი No.: 172466
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 08:38  #52546467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
GioNage
QUOTE (GioNage)
საფრანგეთის ნაკრების ძირითადი ბურჯი ზირაქაშვილი სათადარიგო იყოს კლუბში

ეჰ დაგვიბერდა ზირაქა >>> ახლა პირიქით, თვითონ არის სლიმანის სათადარიგო


--------------------
http://airdefencegeo.blogspot.com/

დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9078
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 13:25  #52547829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფრანგებისა რა გითხრათ,მაგრამ მამუკასგან და ჩილაჩავასგან გამოგონია რო სულ პახმელიაზე და მთვრალები იჩითებიანო სუპერვარსკვლავები smile.gif ბოთა,ნონუ,კონრად სმიტი,კარტერი და მსგავსი ღვაწლმოსილი ევროპაში გადმობარგებული სამხრეთელები.

ბექა გორგაძემ მითხრა მონდემარსანში მედა ფრანგები ვვარჯიშობთ ყველაზე მაგრადო smile.gif კუნძულელებზე ჩაეღიმა და სულ რო არ ივაჯიშიონ თამაშზე შეიძლება ისეთი რამე გააკეთონ რო მაგით თამაში მოვიგოთო smile.gif

ისე ხატიაშვილმა რაც თქვა მაგაშიც არის რაღაც სიმართლის მარცვალი,ცოტა გააზვიადა რათქმაუნდა,მაგრამ არ გამოვრიცხავ სადღაც ერთეულების დონეზე იყოს ეგ მიდგომა!

SGG
სადღეგრძელო შენ გოჩა სვანიძის ინტევიუში უნდა ნახო,გუშინდელ კვირის პალიტრაში smile.gif

This post has been edited by dc120mm on 17 Apr 2018, 13:26
Werner Voss
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6899
წევრი No.: 101680
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 14:06  #52548105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
QUOTE
ბექა გორგაძემ მითხრა მონდემარსანში მედა ფრანგები ვვარჯიშობთ ყველაზე მაგრადო  კუნძულელებზე ჩაეღიმა და სულ რო არ ივაჯიშიონ თამაშზე შეიძლება ისეთი რამე გააკეთონ რო მაგით თამაში მოვიგოთო

ზაზა ფაჩულიასაც აქვს მსგავსი ნათქვამი, მე რომ ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო მთელი დღე უნდა დავაკვდე ტრენაჟორებს და ამერიკელები კიდე შეიძლება საერთოდ არ შემოვიდნენ სავარჯიშო დარბაზში და მაინც დაფრინავენო, ფერადკანიანებს ღვთით ბოძებული აქვთ ასეთი თვითმყოფადი ფიზიკა.

ფრანგების საჩკაობის მეც არ მჯერა, რაგბი ჩვეულებრივი ბიზნესია და თავისი მკაცრი კანონები აქვს და იქ ხალტურას არავინ გაპატიებს, არც ფრანგობის და არც არაფრის გამო, იზარმაცებ და შენს ადგილზე მთელი მსოფლიოდან ჩამოსული უამრავი მორაგბე და ბევრიც ადგილობრივი ფრანგი მორაგბე მოდის, არავის გაუჭერდება შენი შეცვლა.

This post has been edited by Werner Voss on 17 Apr 2018, 14:07
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7604
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 15:13  #52548572      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
Werner Voss

კარგით ეხლა ხალხო, ვინმე ბავშვი არ შემოვიდეს და არ დააჯეროთ,
რომ ზელანდიელი და აფრიკელი მორაგბეები, ან ამერიკელი კალათბურთელები შრომის
გარეშე აღწევენ ამ დონესsmile.gif

მთელი რაგბი ლიგა ლოთია, მარა ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ არ ვარჯიშობენ smile.gif
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9078
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 16:34  #52549051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SGG
QUOTE
კარგით ეხლა ხალხო, ვინმე ბავშვი არ შემოვიდეს და არ დააჯეროთ,

კაცო თუ ყურადღებით წაიკითხავს და თან სწორად გამოიტანს აზრს ეგრე არ იფიქრებს smile.gif

რა გიკივირს რო ბოთა არ იკლებს დალევას? ან კონრად სმიტი? ხო არ ვიძახი ვინმე ახალგაზრდა მორაგბეზე? smile.gif აკერმანები თურმე რო მივიდნენ გლოსტერში თურმე გამოაყლევეს ინგლისელები თავისი შრომისმოყვარეობით smile.gif

ყველა სამხრეტელი წონაში მომატებული და შენელებულია სუპერ რაგბთან შედარებით. ანუ ნაკლებს შრომობენ სამხრეთთან შედარებით,ნუ ყველა არა რათქმაუნდა,მაგრამ არიან ასეთებიც. ძირითადად ღვაწლმოსილი ვარსკვლავები.

თორე ქართველი მანდ ვინც არის ვარსკვლავი,ტიპებს იმდენი აქვთ ნაშრომი რო რავი smile.gif

ერთხელ ზირაქა კანადა ამერიკის ტურნედან რო იყო ჩამოსული 2012 წელს მეუბნებოდა რო წესით 3 კვირის მერე ვარ დაბარებული ,აგრამ ხვალ მივდივარ იმიტომ რომ ადრე უნდა დავიწყო ვარჯიში რო შეკრებას ცოტა მომზადებული შევხვდეო.და შეკრება ისე მომიყვა რო მოყოლით დავიღალე,ხო წარმოგიდგენია რა შეკრება იქნებოდა.... წინასასეზონო შეკრებაზე ყველა პახაობს ვინც გინდა ის იყოს...

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (12) « პირველი ... 9 10 [11] 12  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0260 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]