forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2019 წელს ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რამდენია?
Foreign-Affairs
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1285
წევრი No.: 219134
რეგისტრ.: 30-May 16

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 12:10  #55108758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდევ ერთი უბედურება გზაზე:

იგოეთთან ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ რენეში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ექვსიდან ათ წლამდე.

https://on.ge/story/42000-%E1%83%98%E1%83%9...HwkrwUbdUIRQoiQ

საქართველოში 2018 წელს მოხდა 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა.

https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/94080/20...ani-emskhverpla


--------------------
შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.
SNYPI
ნუ განიკითხავ, ცოდვაა, ამენ!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15186
წევრი No.: 59591
რეგისტრ.: 28-April 08

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 12:18  #55108791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზედმწტი ლიხაჩობა და ზედმეტი სიჩქარე არის მიზეზი 80%

ასე რომ ისევ ჩვენი ბრალია..


--------------------
აზაზელო :up: :up:

The Sound of Silence


In modern war... you will die like a dog for no good reason.
dega
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 103498
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 12:28  #55108843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
დაწყევლილი ერი ვართ
და ეს ჩემი აზრით
ზედმეტი "თავისუფლების" ბრალია
კანონის დარღვევა თავისუფლება სანამ ეგონება ქართველს
მანამ ასე იქნება


--------------------

თუ თვლი,რომ მარია შარაპოვა უფრო ლამაზია,ვიდრე ვენუს ვილიამსი - რუსეთუმე ხარ@ტანკე
RedShark
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4002
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 12:36  #55108877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პროცენტული მაჩვენებელი იქნება საინტერესო სხვა ქვეყნებთან შედარებით, მგონია რომ მთლად პირველი თუ არა, მინიმუმ მესამე ადგილას მაინც ვიქნებით მსოფლიოში ავტოავარიით სიკვდილიანობაში facepalm.gif

ყველაზე ცუდი ის არის, რომ მიეჩვია ხალხი ამას, თითქმის ყოველდღიურად სიკვდილთან ერთად ცხოვრებას. ლატარეა გახდა ყოველი ქუჩაში გასვლა, ან თვითონ მოკვდები ან უკეთეს შემთხვევაში სხვაბს ნახავ ტრუპებს facepalm.gif
ჩვეულებრივი ნორმა გახდა ადამიანების ხოცვაჟლეტა, როგორც მეორე მსოფლიო ომის ეპოქის ადამიანების ფსიქოლოგიაში, არადა ომი არ არის facepalm.gif


--------------------
If the radiance of a thousand suns were to burst into the sky, that would be like
the splendor of the Mighty One - I am become Death, the shatterer of Worlds...
Icewinds
Mjölnir


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9009
წევრი No.: 4318
რეგისტრ.: 11-February 04

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 13:03  #55108983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (RedShark @ 14 Aug 2019, 12:36 )
პროცენტული მაჩვენებელი იქნება საინტერესო სხვა ქვეყნებთან შედარებით, მგონია რომ მთლად პირველი თუ არა, მინიმუმ მესამე ადგილას მაინც ვიქნებით მსოფლიოში ავტოავარიით სიკვდილიანობაში facepalm.gif

არა, არც ისე "ცუდი" შედეგი გვაქვს ამ მხრივ, თუმცა ოდნავ მოძველებული მონაცემებია ვიკიპედიაზე.

https://en.wikipedia.org/wiki/List_of_count...ated_death_rate

აშშ-ს და ევროპის საშუალო მაჩვენებელს შორის ვართ.
koba_GOL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1203
წევრი No.: 1098
რეგისტრ.: 11-July 02

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 13:12  #55109018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
დაწყევლილი ერი ვართ
და ეს ჩემი აზრით
ზედმეტი "თავისუფლების" ბრალია
კანონის დარღვევა თავისუფლება სანამ ეგონება ქართველს
მანამ ასე იქნება


ვაუ, სასწაული მოხდა ! დეგამ რაღაც ისეთი თქვა, რაზეც 100% შემიძლია დავეთანხმო და არა მიჩნდება შეკითხვა "რატო აქვთ საგიჟეთში პაციენტებს ნეტში ძრომიალის უფლება"
ereklebarv
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3465
წევრი No.: 48407
რეგისტრ.: 3-December 07

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 13:21  #55109060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეში 2 კაცი კვდება ავარიით. გაიგეთ რამდენი დღეა გასული და ორზე გაამრავლეთ.
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 34332
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 13:25  #55109083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
RedShark
QUOTE
ყველაზე ცუდი ის არის, რომ მიეჩვია ხალხი ამას, თითქმის ყოველდღიურად სიკვდილთან ერთად ცხოვრებას. ლატარეა გახდა ყოველი ქუჩაში გასვლა, ან თვითონ მოკვდები ან უკეთეს შემთხვევაში სხვაბს ნახავ ტრუპებს 

ეგრეა, თვითონ ადამიანის სიცოცხლეა გაუფასურებული და ქართველი მოქალაქის ხო მითუმეტეს არაა ღირებული.

შენ ნელა ივლი? ვინმე გადაგივლის, ტროტუარზე ფეხით ივლი? შუშა დაგეცემა, მიწისქვეშ ჩახვალ? ჭერი ჩამოგენგრევა, აივანზე გახვალ? ბრმა ტყვია მოგკლავს და ა.შ.

არავინ არაფრისგანაა დაცული, ყველაფერი გარშემო ფინაჩურად და ფურთხით ნაკეთებია, რისგან და როდის უნდა ელოდო საფრთხეს მაგაზე თუ ფიქრი დაიწყე, მინიმუმ პარანოიას აიკიდებ და ამიტომ შეგუების მექანიზმი - ფეხებზე დაკიდებაა, ხანდახან იუმორი.

აქედან გამოსავალი მხოლოდ თავისუფალი სასამართლოა, სადაც მომჩივანს არ დარჩება იმის შეგრძნება რომ ღლეზე დაიკიდეს და დამნაშავე გამოაძვრინეს "ამას მაინც ვერ გამოვასწორებთ და ამას რატო დავუნგრიოთ ცხოვრება" ლოგიკით.


--------------------
/﹋\
(҂`_´)
<,︻╦╤─ ҉ - -
/﹋\
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7339
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 14:10  #55109283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Icewinds @ 14 Aug 2019, 13:03 )
QUOTE (RedShark @ 14 Aug 2019, 12:36 )
პროცენტული მაჩვენებელი იქნება საინტერესო სხვა ქვეყნებთან შედარებით, მგონია რომ მთლად პირველი თუ არა, მინიმუმ მესამე ადგილას მაინც ვიქნებით მსოფლიოში ავტოავარიით სიკვდილიანობაში  facepalm.gif

არა, არც ისე "ცუდი" შედეგი გვაქვს ამ მხრივ, თუმცა ოდნავ მოძველებული მონაცემებია ვიკიპედიაზე.

https://en.wikipedia.org/wiki/List_of_count...ated_death_rate

აშშ-ს და ევროპის საშუალო მაჩვენებელს შორის ვართ.

ღადაობ?

აშშ - 14,2 / 100 000 მანქნაზე
სომხეთი 18 / 100 000
ევროპა - საშუალო 19 / 100 000

საქართველო - 54 / 100 000

ციგნები და რუსებიც გვჯობნიან....

This post has been edited by [LoD]-Bagra on 14 Aug 2019, 14:14


--------------------
#instagram.com/bayobrewery
#facebook.com/Bayobrewery/
Icewinds
Mjölnir


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9009
წევრი No.: 4318
რეგისტრ.: 11-February 04

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 14:46  #55109429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE ([LoD]-Bagra @ 14 Aug 2019, 14:10 )
QUOTE (Icewinds @ 14 Aug 2019, 13:03 )
QUOTE (RedShark @ 14 Aug 2019, 12:36 )
პროცენტული მაჩვენებელი იქნება საინტერესო სხვა ქვეყნებთან შედარებით, მგონია რომ მთლად პირველი თუ არა, მინიმუმ მესამე ადგილას მაინც ვიქნებით მსოფლიოში ავტოავარიით სიკვდილიანობაში  facepalm.gif

არა, არც ისე "ცუდი" შედეგი გვაქვს ამ მხრივ, თუმცა ოდნავ მოძველებული მონაცემებია ვიკიპედიაზე.

https://en.wikipedia.org/wiki/List_of_count...ated_death_rate

აშშ-ს და ევროპის საშუალო მაჩვენებელს შორის ვართ.

ღადაობ?

აშშ - 14,2 / 100 000 მანქნაზე
სომხეთი 18 / 100 000
ევროპა - საშუალო 19 / 100 000

საქართველო - 54 / 100 000

ციგნები და რუსებიც გვჯობნიან....

მანქანების რაოდენობაზე რატომ ანგარიშობ? ამერიკელებზე და ევროპელებზე ბევრად ნაკლები მანქანა გვყავს, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, რაც ამახინჯებს სურათს. 100,000 სულ მოსახლეზე სიკვდილიანობით დაალაგე, უფრო ობიექტურია.

United States 12.4
Georgia 11.8
Europe 9.3
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7339
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 20:37  #55111005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Icewinds
იმიტომ რომ საქართველოში კაც სულ მოსახლეზე 5 ჯერ ნაკლები მანქნანა დადის ვიდრე ამერიკაში ან ევროპაში.

საქართველო 21,8 %
აშშ - 87,3%

ანუ საქართველოში ყოველ 100 000 კაცზე 21800 მანქანა მოდის და სიკვდილიანობა11,8
აშშ ყოველ 100 000 კაცზე 87300 მანქანა და სიკვდილიანობა 12,4

ვჯობივართ აშშ-ს ?....
Icewinds
Mjölnir


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9009
წევრი No.: 4318
რეგისტრ.: 11-February 04

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 20:44  #55111034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE ([LoD]-Bagra @ 14 Aug 2019, 20:37 )
Icewinds
იმიტომ რომ საქართველოში კაც სულ მოსახლეზე 5 ჯერ ნაკლები მანქნანა დადის ვიდრე ამერიკაში ან ევროპაში.

საქართველო 21,8 %
აშშ - 87,3%

ანუ საქართველოში ყოველ 100 000 კაცზე 21800 მანქანა მოდის და სიკვდილიანობა11,8
აშშ ყოველ 100 000 კაცზე 87300 მანქანა და სიკვდილიანობა 12,4

ვჯობივართ აშშ-ს ?....

ფაქტია რომ სულ მოსახლეზე ნაკლები ადამიანი იღუპება და "ვჯობივართ" ასეთ სტატისტიკაზე ცოტა უხერხული სათქმელია.

ხო, 5-ჯერ მეტი მანქანა კი არ "დადის," რეგისტრირებულია. დიდი რაოდენობა ამ მანქანების უბრალოდ ფარეხში დგას, ვინაიდან ოჯახების უმეტესობას რამდენიმე მანქანა ყავს, სხვადასხვა დანიშნულების.
ConservativeMind
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 256
წევრი No.: 227126
რეგისტრ.: 18-December 16

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 21:09  #55111152      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სულ აღარ მინდა მანქანის შეძენა sad.gif


--------------------
https://analytictalks.podbean.com/
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0290 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]