Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > Amazfit GTS ქართული ფონტი


Posted by: Pilot 23 Sep 2020, 01:50
გამარჯობა, შეიძლება ეს ინფო გამოგადგეთ ვინმეს.
მოკლედ 3 დღე ვეწვალე Azfit GTS-ში ქართული ფონტის ინსტალაციას და არაფერი გამომივიდა. სერვის ცენტრი მყისიერად ვერ დამეხმარა, თუმცა საათის 3 დღით დატოვება შემომთავაზა რაზეც არ დავთანხმდი.

მოკლედ ყველაფერი ძალიან მარტივი აღმოჩნდა ჯერ ტელეფონს ენა შევუცვალე რუსულზე და როდესაც ჩავრთე Zepp (ტელეფონში დაყენებული პროგრამა საათთან დასაკავშირებლად) ავტომატურად საათმა დაიწყო პრაშივკის განახლება და ფონტების გადმოწერა მოკლედ საათიც გადარუსულდა sad.gif, მაგრამ ჰოი საოცრებავ ქართული ფონტი დაინსტალირდა. ამის შემდეგ ტელეფონი ისევ ინგლისურზე გადავიყვანე, საათიც გადავიდა ინგლისურზე თუმცა ქართული ფონტის მხარდაჭერა დარჩა.

Posted by: ლაშა117 23 Sep 2020, 14:14
Pilot
ანალოგიურად შველის mi band-ებზეც როგორც ვიცი

Posted by: lasha-rustavski 23 Sep 2020, 17:04
ლაშა117
band 4 -ზე mi fit -ს ვიყენებ და რუსულიდან უკან დაბრუნებისას ქართულის მხარდაჭერა არ დარჩა drug.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ლაშა117 23 Sep 2020, 18:48
QUOTE (lasha-rustavski @ 23 Sep 2020, 17:04 )
ლაშა117
band 4 -ზე mi fit -ს ვიყენებ და რუსულიდან უკან დაბრუნებისას ქართულის მხარდაჭერა არ დარჩა drug.gif facepalm.gif facepalm.gif

ვა ეტყობა რამე შეიცვალა 4 მქონდა მეც და დამიტოვა ადრე

Posted by: Pilot 25 Sep 2020, 16:51
4 დღის წინ გავაკეთე და დამიტოვა ქართული, რეგიონში საქართველო გაქვს მითითებული ტელეფონში?

Posted by: GURO_STI 9 Apr 2021, 11:25
მუშაობს !!! მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის

Posted by: ლაშა117 11 May 2021, 16:18
გავაკეთე ამუშავდა და უკან ინგლისურზე რომ გადმოვიყვანე ტელეფონი საერთოდ გამორთო ნოთიფიქეიშენები

Posted by: ლაშა117 13 May 2021, 17:30
აპლიკაციამ გაატრაკა და გასწორდა


მოკლედ მუშაობს ჩვეულებრივად

Posted by: beka331 19 May 2021, 11:55
რამე შანსი არსებობს რომ ჰუავეი ჯი თი 2-ზე ქართული ფონტები ხელით ჩავაგდო?

ერთადერთი ეგ პრობლემა მაქვს შეტყობინება ქართულად არ მოდის, ცარიელი ადგილი ჩანს

Posted by: ლაშა117 19 May 2021, 15:27
QUOTE (beka331 @ 19 May 2021, 11:55 )
რამე შანსი არსებობს რომ ჰუავეი ჯი თი 2-ზე ქართული ფონტები ხელით ჩავაგდო?

ერთადერთი ეგ პრობლემა მაქვს შეტყობინება ქართულად არ მოდის, ცარიელი ადგილი ჩანს

როგორც ვიცი ვერ იზამ, გადავქექე მეც თავის დროზე ფორუმები და ბევრი ქართველი წერდა ფონტების ჩაყრაზე, ვერავინ ვრსად პასუხს ვერ იძლეოდა მათ შორის ჰუავეის ფორუმზეც

Posted by: beka331 19 May 2021, 21:39
ლაშა117
ძალიან ცოტას გვაქვს ეს მოდელი ქართველებს და კიდიათ რა თვითონ ჰუავეის..

მაგის გამო შაომის სმართ ვოჩის დათრევა მომიწევს sad.gif

Posted by: ლაშა117 20 May 2021, 10:27
QUOTE (beka331 @ 19 May 2021, 21:39 )
ლაშა117
ძალიან ცოტას გვაქვს ეს მოდელი ქართველებს და კიდიათ რა თვითონ ჰუავეის..

მაგის გამო შაომის სმართ ვოჩის დათრევა მომიწევს sad.gif

მეც ეგრე მოვიქეცი ბოლოს smile.gif




ზოგადად amazfit-ის მოდელები ჯობია ჰუავეის მოდელებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)