Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > შავი ზღვა ( პონტოს ზღვა )


Posted by: gio-razma 11 Jun 2011, 19:26
შ ა ვ ი ზ ღ ვ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ფ ა რ გ ლ ე ბ შ ი

მდინარე ფსოუს შესართავიდან სოფელ სარფს შორის საქართველოს აკრავს შავი ზღვა . სანაპირო ხაზის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 330 კმ-ია . მდინარე ფსოუს შესართავიდან ქ. ოჩამჩირემდე სანაპირო მიმართულია ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოჩამჩირიდან ქობულეთამდე - სამხრეთით, ქობულეთიდან სახელმწიფო საზღვრამდე - სამხრეთ-დასავლეთით. სანაპირო ხაზი არ არის დანაწევრებული, თითქმის სწორხაზოვანია, მხოლოდ ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხები იჭრებიან რამდენადმე ზღვაში და წარმოქმნიან ზღვისაკენ ფართოდ გაშლილ უბეებს. სანაპირო ზოლი ნაპირის ხასიათის მიხედვით 3 მონაკვეთად იყოფა. მდინარე ფსოუს შესართავიდან სოხუმამდე ნაპირი ფლატიანი, მთიანი, ბორცვიანი და მეწყერიანია. არის დაბალი კონცხებიც. სოხუმიდან ქობულეთამდე ნარიყია, დაბალი და დანაოჭებული, ქობულეთსა და სახელმწიფო საზღვარს შორის ნაპირი ალაგ-ალაგ ფლატიანია, მაგრამ მეტწილად ნარიყი და დაბალი. შავი ზღვის ძირი წარმოადგენს ღრმა ქვაბულს ციცაბო კალთებით, თითქმის ბრტყელი ფსკერით და ძალიან სუსტად გამოხატული კონტინენტური მეჩეჩით. საქართველოს სანაპიროსთან კონტინენტური მეჩეჩი განსაზღვრულია საშუალოდ 200 მეტრიანი იზობათით, ძალიან ვიწროა (მეტწილად 2-4 მილი), ალაგ-ალაგ (ბათუმის კონცხთან, ქობულეთთან) თითქმის მთლიანად ქრება, მხოლოდ გუდაუთასა და ოჩამჩირესთან განივრდება მნიშვნელოვნად (10-15 მილამდე). კონტინენტური ფერდობი (რომელიც 200 მ სიღრმეზე იწყება) უფრო დამრეცი ხდება 1000-1500 მეტრზე. ქვემოთ შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში ერთვის მდინარეები რიონი, ბზიფი, კოდორი, ენგური, ჭოროხი და სხვა მრავალი პატარა მდინარე. საქართველოს ტერიტორიიდან წელიწადში ზღვაში ჩაედინება 50 კმ3-მდე წყალი (მთელი კონტინენტური ჩამონადენის 16%).
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზამთარი რბილი და თბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-7OC, ივლისისა - 22-23OC. ნალექები უხვადაა წლის ყველა დროს. განსაკუთრებით წვიმიანია კოლხეთის სამხრეთი ნაწილი, სადაც წელიწადში 2500 მმ-ზე მეტი ნალექი მოდის. ჩრდილოეთით ნალექები კლებულობს 1650 მმ-დან (ცენტრალურ ნაწილში) 1400 მმ-მდე (ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში).
ატმოსფეროს ზოგადი ციკლონური ცირკულაცია და კონტინენტური ჩამონადენი განსაზღვრავს ზღვის ზედაპირზე წყლის ციკლონურ წრებრუნვას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაპირის გასწვრივ. ნაპირიდან 2-5 მილზე წრის დიამეტრი 25-35 მილია. საქართველოს ნაპირებთან არის დინებათა სანაპირო წრებრუნვის ზონა. დინებები აქ ძლიერ განიცდიან ადგილობრივი ქარების ზეგავლენას. ტალღების დიდი გაქანებისა და საქართველოს ნაპირების თავისებურებების გამო ტალღების ელემენტები აქ უდიდეს მნიშვნელობას აღწევენ. ყველაზე ხშირია 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები, მაგრამ ტალღების მაქსიმალური სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს. ფლატიან ნაპირებთან ან სანაპიროს დამცველ კედლებთან ტალღათა სიმაღლე განსაკუთრებული შტორმების დროს 10 მეტრს აღწევს, ხოლო ნაშხეფების სიმაღლე - 20-30 მეტრს. საქართველოს სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე, სადაც განლაგებულია მრავალი კურორტი, ზღვა რეცხავს ნაპირს და აფუჭებს პლაჟს. დიდი გამოკვლევები ტარდება გადარეცხვის მიზეზის გამოსავლინებლად და აღსაკვეთად. წლის განმავლობაში საქართველოს ნაპირებთან ზღვის დონე სეზონურ რყევას განიცდის. მაქსიმალური დონე ივლისშია, მინიმალური - ოქტომბერში. დონეთა რყევის ამპლიტუდა (20 სმ) გაპირობებულია ჩამონადენის, ნალექებისა და აორთქლების ცვლილებით. დონეთა რყევა მოქცევა-მიქცევის დროს არ აღემატება 10 სმ-ს, ხოლო სეიშების დროს - 15 სმ. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყველაზე უფრო თბილია. ზამთრობით წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა იცვლება 8-10OC-ის ფარგლებში, გაზაფხულის ბოლოსათვის იგი შეადგენს 15-16OC-ს, ივლის-სექტემბერში - 23-26OC-ს, მაქსიმალური ტემპერატურა 27-28OC-ს აღწევს.
წყლის ზედაპირული ფენის მარილიანობის საშუალო სიდიდე ღია ზღვაში ირყევა 17.80/00 -დან (გაზაფხულზე) 18.30/00-მდე (ზამთრობით). ზედაპირიდან 200 მ სიღრმემდე მარილიანობა იზრდება 210/00-მდე. საქართველოს მდინარეები მნიშვნელოვნად ამტკნარებენ წყლის ზედაპირულ ფენას ნაპირთან, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, მაგრამ გამტკნარება, ჩვეულებრივ, არ ვრცელდება ნაპირიდან 2-4 მილს იქით. მხოლოდ მდინარეებში დიდი წყალმოვარდნების დროს მოიცავს შედარებით დიდ სივრცეს, მარილიანობა კი ხანმოკლე დროის განმავლობაში მცირდება, ისიც 12-80/00-მდე. საქართველოს სანაპიროზე დიდი ნავსადგურებია ბათუმი, ფოთი, სოხუმი; ნაკლებად მნიშვნელოვანია ოჩამჩირე და გაგრა. ბათუმიდან გააქვთ ნავთობი, ფოთიდან - მანგანუმი. შემოაქვთ ქვანახშირი, რკინის მადანი, სასუქები, ხორბალი. კურორტები განლაგებულია საქართველოს თითქმის მთელ სანაპიროზე (გაგრა, ბიჭვინთა, ქობულეთი და სხვ.).
საქართველოს სანაპიროსთან იქთიოფაუნა შედგება თითქმის მხოლოდ შავი ზღვის თევზებისაგან, რომლებიც აქ მუდმივად ბინადრობენ და გამოსაზამთრებლად მოდიან .


შავი ზღვის სანაპირო ხაზის სიგრძე 3962 კმ-ია , შავი ზღვის სანაპირო ხაზი ასე ნაწილდება !

1. თურქეთი - 1365 კმ
2. უკრაინა - 1340 კმ
3. რუსეთი - 395 კმ
4. საქართველო - 330 კმ
5. ბულგარეთი - 317 კმ
6. რუმინეთი - 215 კმ

Posted by: Jaguar paw 12 Jun 2011, 11:36
gio-razma, იმედია ამ თემას გაგრძელება ექნება smile.gif

Posted by: gio-razma 12 Jun 2011, 14:42
QUOTE (Jaguar paw @ 12 Jun 2011, 11:36 )
gio-razma, იმედია ამ თემას გაგრძელება ექნება smile.gif

Jaguar paw
ხოო რავი აბაა ვნახოთ smile.gif

მე მაენტერესებს შავი ზღვის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო და თუ ვინმემ იცით კარგად დაფოსტეთ თუ ჩაგიყვინთიად შავ ზღვაში 80 - 100 მეტრამდე და როგორია იქაური წყლის ბუნება მცენარეები და ასე შემდეგ ასეთი რაღაცეები დაფოსტეთ !

დაივინგი ზე მაენტერესებს

Posted by: MrFenix 12 Jun 2011, 17:06
gio-razma
QUOTE
დაივინგი ზე მაენტერესებს

შარშან აგვისტოში სარფში ჩავყვინთე, მაქსიმალური სიღრმე მგონი 15 მეტრი იყო smile.gif
45 წუთი ვიყავი წყლის ქვეშ.
ძალიან მაგარი რაღაც იყო wink.gif

Posted by: gio-razma 12 Jun 2011, 17:54
QUOTE (MrFenix @ 12 Jun 2011, 17:06 )
gio-razma
QUOTE
დაივინგი ზე მაენტერესებს

შარშან აგვისტოში სარფში ჩავყვინთე, მაქსიმალური სიღრმე მგონი 15 მეტრი იყო smile.gif
45 წუთი ვიყავი წყლის ქვეშ.
ძალიან მაგარი რაღაც იყო wink.gif

რომ ჩაყვინთეთ რა ნახეთ მერე ? არის წყლის ბუნება და მცენარეთა სამყარო და ცხოველთა სამყარო მრავალფენოვანი ? თუ მარტო ცარიელი ქვიანი ადგილებია ? მე ვუყურე ხმელთაშუა ზღვაში რომ ყვითავდნენ და ძაალიან მაგარი ლამაზი იყოო წყლის ბუნება და მცენარეთა და ცხოველთა სამყარო war.gif

ადრე ერთმა ტიპმა ასე თქვა , შავ ზღვაზე დაივინგს ვერ განვითარდებაო იმიტომ რომ შავი ზღვის ბუნება და მცენარეთა სამყარო ძალიან ღარიბი არისო ( კაროჩე არ ვარგაო დაივინგის სპორტისთვისო და საერთოდაც ეგ ზღვაო პრინციბში შავ ზღვას შეიძლება ვუწოდოთო მკვდარი ზღვაო ) პროსტა გამიტყდაა ეგ რაც თქვაა ტიპმა sad.gif

Posted by: A_N_R_I 12 Jun 2011, 17:59
ქართველი იყო თუ უცხოელი ?

ვინმემ ისე,თუ ჭყპ ექსპერტმა?

Posted by: Jaguar paw 12 Jun 2011, 18:18
gio-razma
QUOTE
ადრე ერთმა ტიპმა ასე თქვა , შავ ზღვაზე დაივინგს ვერ განვითარდებაო იმიტომ რომ შავი ზღვის ბუნება და მცენარეთა სამყარო ძალიან ღარიბი არისო ( კაროჩე არ ვარგაო ეგ ზღვაო პრინციბში შავ ზღვას შეიძლება ვუწოდოთო მკვდარი ზღვაო რაა ) პროსტა გამიტყდაა ეგ რაც თქვაა

ნაწილობრივად მართალიც იყო.
შავი ზღვა სხვა ზღვებთან შედარებით ნაკლებლად მარილიანია, რის გამოც პრაქტიკულად არ არის მარჯნები , შესაბამისად მარჯნების რიფებიც არ არის, რომლებიც თევზების უმეტესობასთვის ბუნებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენენ. ძირითადად თევზები ქვიან ფსკერზე ბინადრობენ (გომბეშო, კამბალა, ზღვის ჭორჭილა, სკორპენა, კეფალი, ბარაბულკა), ქვიშიან ფსკერზე სანაპიროსთან შესაძლებელია კრევეტების ნახვა http://forum.ge/?showtopic=33692686&view=findpost&p=19949022 (ქვემოთ თუ ჩაყვები, ცოტა კიბოებზეც წერია). კლდეების წყალქვეშა ნაწილზე დიდი ჯგუფებად მოლუსკები სახლდებიან (მიდიები, ასევე რაპანები). ასევე სანაპიროსთან თევზების, მაგალითად სტავრიდას ლიფსიტები დაცურავენ. წყალმცენარეები სადაც არიან, მანდ ზღვის ცხენები სახლდებიან და ზღვის ნემსთევზები

ღია ზღვაში და დიდ სიღრმეებში შავი ზღვის ზვიგენები (კატრანი) და 3 სახეობის დელფინი ბინადრობს. წყლის მცენარეების დიდ ნაწილს ზოსტერა წარმოადგენს.


* * *
მოკლედ რომ ვთქვათ, შავი ზღვის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი არ არის smile.gif

Posted by: MrFenix 12 Jun 2011, 18:24
gio-razma
მე ძირითადად ქვები ვნახე biggrin.gif
შიგა და შიგ თევზები, წყლის ობობები და დიდი ბუსუსებიანი ჭიაყელები.
მცენარეები არ შემხვედრია.

A_N_R_I
ორნი არიან.
მე ქართველთან ერთად ჩავყვინთე. ნამდვილად პროფესიონალი იყო smile.gif

პ.ს. პირველი ჩაყვინთვა იყო და მაგიტომ მხოლოდ ჩავყვინთე, წელს იმედი მაქვს ვინადირებ კიდეც.
ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება smile.gif

Posted by: rockataka 12 Jun 2011, 19:03
შავ ზღვაში არ ჩამიყვინთია არასდროს, მაგრამ წითელ ზღვაზე ყოველ წელს ვყვინთავ და საოცარი წყალქვეშა სამყაროა. smile.gif

Posted by: gio-razma 12 Jun 2011, 19:45
QUOTE (A_N_R_I @ 12 Jun 2011, 17:59 )
ქართველი იყო თუ უცხოელი ?

ვინმემ ისე,თუ ჭყპ ექსპერტმა?

არა არ იყო უცხოელი აჭარელი იყოო ბათუმელი დაივინგი ევასება და შავ ზღვაზე იბაზრა რაღაცეები არარისო ეგ ზღვა ცხოველებით და მცენარეებით მდიდარიო .

ისე ერთ რაღაცაზე კაიფობდა უცხოელებმაო დაივინგის მოყვარულებმაო შავ ზღვაში ჩაყვინთესო ძაან ღრმადოო სადღაც 200 მეტრამდეო და რომ ამოვიდნენო ისეთი მაგარი შეშინებულები იყვნენოო და სახეზე ფერი არ ედოთო და რომ ვკითხე რა მოხდაო ასე მიპასუხეს ზღვის სიღრმეში ქვემოთ რომ დავეშვით ისეთი საშინელი სიბნელე იყოო ძვლის ამოვედითო მაღლაოო თან ცუდად გავხდითო არაფერი საენტერესო არარისო შავი ზღვაშიო , ზღვის სიღრმეშიო წყალი მოყვითალო ფერის არისოო და თან საეჭვოა მანდ რამე საენტერესო იყოსო ესეთი რამე თქვესო უცხოელებმაო

Posted by: Jaguar paw 13 Jun 2011, 08:21
gio-razma, 200 მეტროს ქვემოთ შავი ზღვა მკვდარია, წყლის მეორე ფენა იწყება იქიდან, რომელიც უფრო მარილიანია და თითქმის არ ირევა ზემო ფენასთან, ის გამოც ჟანგბადს არ შეიცავს და ანაერობული ბაქტერიების გარდა არაფერი ბინადრობს მანდ.
სიბნელეს რაც შეეხება, ბაიკალში რომ ჩაყვინთო 200 მეტრის სიღრმეზე მანდ არ გამოჩნდება არაფერი და შავ ზღვაშიც რა თქმა უნდა ვერ ნახავდნენ ვერაფერს biggrin.gif
QUOTE
ზღვის სიღრმეშიო წყალი მოყვითალო ფერის არისოო

yes.gif მასეც იქნება, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს დაშლის პროდუქტებს smile.gif

Posted by: Jaguar paw 13 Jun 2011, 13:06
gio-razma, რუსული თუ გესმის, აი აქ ძალიან ვრცლად წერია ის, რის შესახებ მე მოკლედ დავწერე. http://nnm.ru/blogs/marcus74/katastrofa_chernogo_morya/ წაიკითხე და გაიგებ რატომ ნახეს ყვითელი ფერის წყალი და რისგან შედგება ის.

* * *
დანარჩენი რაც წერია მანდ, ყველაფერი გადამეტებულია biggrin.gif

Posted by: gio-razma 13 Jun 2011, 16:05
QUOTE (Jaguar paw @ 13 Jun 2011, 13:06 )
gio-razma, რუსული თუ გესმის, აი აქ ძალიან ვრცლად წერია ის, რის შესახებ მე მოკლედ დავწერე. http://nnm.ru/blogs/marcus74/katastrofa_chernogo_morya/ წაიკითხე და გაიგებ რატომ ნახეს ყვითელი ფერის წყალი და რისგან შედგება ის.

* * *
დანარჩენი რაც წერია მანდ, ყველაფერი გადამეტებულია biggrin.gif

არა რუსული მაგ დონემდე არ ვიცი რომ გავიგო რას სწერენ ,


Jaguar paw რა მაენტერესებს ამბობენ შავი ზღვაში გოგირდის დიდი მასაა არისო და არის მაგის შესაძლებობა რომ აფეთქდეს ეგ გოგირდი ? საერთოდ შავი ზღვისგან ცუდი რამ მოსალოდნელია ???

Posted by: Jaguar paw 13 Jun 2011, 19:12
gio-razma
QUOTE
Jaguar paw რა მაენტერესებს ამბობენ შავი ზღვაში გოგირდის დიდი მასაა არისო და არის მაგის შესაძლებობა რომ აფეთქდეს ეგ გოგირდი ?

ეხლა როგორ არის საქმე. როცა დავწერე, რომ 200 მეტრის ქვემოთ შავ ზღვაში მკვდარი ზონაა, ეს იმიტომ დავწერე, რომ ქვემოთ წყალი დიდი ოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს, რომელიც წამოიქმნება მკვდარი ორგანიზმების ფსკერზე დაშვების და დაშლის პროცესის დროს. იმის გამო, რომ შავ ზღვაში წყლის ქვედა და ზედა ფენები თითქმის არ ირევა ერთმანეთში, ეს დაგროვილი გოგირდწყალბადიც ქვემო ფენაში გროვდება და დროთა განმავლობაში ზედაპირზეც ამოდის.
თუ რა საფრთხეს წარმოადგეს რეალურად, ვერ გეტყვი.
QUOTE
საერთოდ შავი ზღვისგან ცუდი რამ მოსალოდნელია ???

ეკოლოგიური კატასტროფა, პირდაპირ რომ ჩაედინება მანდ კანალიზაცია mo.gif
პლიუს დაბინძურება დამსვენებლების მიერ. :/
და კიდევ გლობალური დათბობა და წყლის შემდგომი გამტკნარება.
ასევე მაზუთით და ნავთობპროდუქტებით დაბინძურება.

Posted by: AquariuMANIAK 13 Jun 2011, 21:17
QUOTE
შავი ზღვა


vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jun 2011, 21:35
gio-razma
QUOTE
რა მაენტერესებს ამბობენ შავი ზღვაში გოგირდის დიდი მასაა არისო და არის მაგის შესაძლებობა რომ აფეთქდეს ეგ გოგირდი ? საერთოდ შავი ზღვისგან ცუდი რამ მოსალოდნელია ???

მე ვფიქრობ ეს კონსისტენცია არ წარმოადგენს საფრთხეს ყოველ შემთხვევაში შავი ზღვა არაა ერთადერთი ასეთი ადგილი და რამე გლობალური კატრასტროფის შესახებ ამ ნივთიერებით არ მსმენია.
მართალია 200 მეტრს ქვევით მკვდარია, მაგრამ 200 მ მდე სავსებით ცოცხალია
http://pix.ge/ http://pix.ge/
http://pix.ge/ http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: Jaguar paw 13 Jun 2011, 21:42
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ე ვფიქრობ ეს კონსისტენცია არ წარმოადგენს საფრთხეს ყოველ შემთხვევაში შავი ზღვა არაა ერთადერთი ასეთი ადგილი და რამე გლობალური კატრასტროფის შესახებ ამ ნივთიერებით არ მსმენია.

ანალოგიურად smile.gif

Posted by: gio-razma 14 Jun 2011, 00:04
ზღვის კატა - ზე ამბობენ იკბინებაო და ძალიან შხამიანი არისო და მისი კბენა ადამიანისთვის მომაკვდინებელი არისო და შავ ზღვაში არ გინახავთ ??? gigi.gif

Posted by: Jaguar paw 14 Jun 2011, 21:41
gio-razma, კბენით არ იკბინება. კუდზე აქვს შხამიანი ეშვი/ეკალი, რომლითაც თავს იცავს.
არ მინახავს მე, მაგრამ ნამდვილად არიან, განსაკუთრებით ქვიშიან სანაპიროებზე smile.gif

Posted by: rockataka 14 Jun 2011, 22:33
QUOTE
კუდზე აქვს შხამიანი ეშვი/ეკალი, რომლითაც თავს იცავს.

მტერს მოხვდეს ეგ biggrin.gif

Posted by: green zone 14 Jun 2011, 23:19
QUOTE
ზღვის კატა

ამისგან მეზობელმა ბაჟე გააკეთა კამბალად შეატყუეს თაევზის ბაზარზე, biggrin.gif უგემურია და საკვებად არ იყენებენ კამბალა კი ვინც იცის დელეკატესია

Posted by: heart 29 Nov 2011, 05:15
საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიული წყლები

http://imageshack.us/photo/my-images/690/dsc01638l.jpg/


Posted by: sexi-bicola 5 Feb 2012, 23:51
იქითა მხარეს გაყინული შავი ზღვა ნახეთ
http://www.ireporter.ge/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90/
30 წელია არ გაყინულაო

Posted by: zonia 6 Feb 2012, 10:46
QUOTE (green zone @ 14 Jun 2011, 23:19 )
QUOTE
ზღვის კატა

ამისგან მეზობელმა ბაჟე გააკეთა კამბალად შეატყუეს თაევზის ბაზარზე, biggrin.gif უგემურია და საკვებად არ იყენებენ კამბალა კი ვინც იცის დელეკატესია

lol.gif lol.gif lol.gif

ა თქვენ შავ ზღვაზე

ბიბლიური წარღვნა და იდუმალი შავი ზღვა (იქნებ კიდევ უფრო დიდი ისტორია გვაქვს?..)


შავი ზღვის უძველესი სახელწოდებაც კი საიდუმლოებითაა მოცული. ხეთები მას "ცალპის ზღვას" უწოდებდნენ, იდუმალებით მოცული ქვეყნის, ცალპას მიხედვით, რომელიც ხეთების სამეფოს ჩრდილოეთით ამ ზღვის პირას მდებარეობდა ქრისტეს შობამდე 16 საუკუნის წინ. იმ მოსაზრების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც პროტოქართველური ტომების განსახლების არეალი ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცალპას ქვეყანაც ჩვენი წინაპრებით უნდა ყოფილიყო დასახლებული. აქედან გამომდინარე, აშკარაა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართველი ერის ისტორიის უძველესი პერიოდისათვის შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში ზღვის ფსკერზე ნებისმიერ ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას.

ბერძნებისათვის თავიდან "პონტოს აქსინოს" (არასტუმართმოყვარე ზღვა), ხოლო მოგვიანებით "პონტოს ევქსინოს" (სტუმართმოყვარე ზღვა), ანტიკურ სამყაროში ყველაზე იდუმალ ზღვად ითვლებოდა. ეპითეტები: "უღრმესი", "ბნელი" კიდევ მეტ მისტიკას მატებდა მას. უძველესი ლეგენდები, მითები და გადმოცემები მოგვითხრობენ დიდი კატასტროფების, წარღვნებისა და წარღვნამდელი მოსახლეობის შესახებ. ამ ლეგენდების მეცნიერული შემოწმება ბოლო წლებამდე შეუძლებელი იყო - არ არსებობდა მყარი გეოლოგიური, კლიმატოლოგიური თუ არქეოლოგიური მასალა, რომელიც საშუალებას მისცემდა თანამედროვე მეცნიერებს, დაედასტურებინათ ან უარეყოთ ლეგენდებში გადმოცემული ამბები.

ზღვებისა და ოკეანეების "ინდიანა ჯონსად" წოდებულმა ამერიკელმა ოკეანოგრაფმა და წყალქვეშა არქეოლოგმა რობერტ ბალარდმა 1985 წელს ატლანტის ოკეანის ფსკერზე ლეგენდარული "ტიტანიკის" აღმოჩენით მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი: "ბავშვობაში ვოცნებობდი კაპიტან ნემოს დავმსგავსებოდი", - უთქვამს ერთხელ მას. რობერტ ბალარდი აშშ-ის სამხედრო ფლოტის რეზერვის ოფიცერია. 14 საპატიო წოდება და ექვსი სამხედრო ჯილდო აქვს და 30 წელია დიდი წარმატებით ემსახურება ოკეანოგრაფიასა და წყალქვეშა არქეოლოგიას. "ტიტანიკის" გარდა, მისი აღმოჩენილია მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ლეგენდარული გერმანული სამხედრო ხომალდი "ბისმარკი", ამერიკული ავიამზიდი "იორკთაუნი", სამგზავრო ლაინერი "ლუზიტანია" და გუადალკანალის დაკარგული ფლოტი. 1999 წელს ბალარდმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, იმ თეორიის დასამტკიცებლად, რომლის მიხედვით ნოეს კიდობანთან დაკავშირებულ ბიბლიურ წარღვნას ნამდვილად ჰქონდა ადგილი შავი ზღვის ტერიტორიაზე.

ყველაფერი დაიწყო ამერიკელი გეოლოგების უილიამ რაიანისა და უოლტერ პიტმანის მიერ 1997 წელს დაწერილი წიგნით "ნოეს წარღვნა". წიგნის ავტორები ბიბლიურ წარღვნას უკავშირებენ 7500 წლის წინ შავ ზღვაში მომხდარ კატასტროფას, რომელმაც, მათი ვარაუდით, საფუძველი დაუდო ბიბლიაში აღწერილ ამბებს. მათ მიერ შავ და ხმელთაშუა ზღვებში ჩატარებულმა კომპლექსურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მასშტაბურ კატასტროფას რეალურად ჰქონდა ადგილი. ამერიკელი გეოლოგების მიერ აღდგენილი სურათი ასე გამოიყურება:

ძვ. წ. 6200 წელს შავი ზღვის ადგილას მდებარეობდა უზარმაზარი მტკნარი ტბა, რომელიც შედარებით მცირე იყო, ვიდრე მისი დღევანდელი მლაშე მემკვიდრე. იგი ხმელთაშუა ზღვიდან გამოყოფილი იყო ბუნებრივი ბარიერით იქ, სადაც დღევანდელი ბოსფორის სრუტეა. ოთხი საუკუნის განმავლობაში გრილმა და მშრალმა კლიმატმა, ტბის გარშემო არსებულმა ნოყიერმა მიწებმა ხელი შეუწყო მოსახლეობის სწრაფ ზრდას (და შეიძლება უცნობი ცივილიზაციის დაბადებასაც - კ.ტ.). დაახლოებით ძვ.წ. 5800 წელს დაიწყო სწრაფი დათბობა, რასაც მოჰყვა დიდი წვიმები. გამყინვარების ეპოქიდან ხმელთაშუა ზღვის დონე ისედაც ყოველთვის მატულობდა. და აი, ერთბაშად, ზღვა არღვევს დღევანდელ ბოსფორის სრუტესთან არსებულ ბუნებრივ ბარიერს და ნიაგარის ჩანჩქერზე 200-ჯერ მეტი სისწრაფით, 150 მეტრის სიმაღლიდან ეშვება მტკნარ ტბაში. სულ რამდენიმე დღეში წარმოიქმნა ღრმა და მლაშე შავი ზღვა.

ამ თეორიას უკვე მრავალი მხარდამჭერი ჰყავს. რობერტ ბალარდის კომენტარი ასეთია: "ძნელია ირწმუნო, რომ ეს დაკავშირებულია ბიბლიურ ლეგენდასთან, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ასეთი წარღვნა ნამდვილად მოხდა და რომ კატასტროფის ადგილზე ხალხი ცხოვრობდა. ეს იყო წარღვნათა წარღვნა".

უნიკალურმა კატასტროფამ უნიკალური გარემო შექმნა ახალ, თითქმის ჩაკეტილ მლაშე ზღვაში. შავი ზღვის სიღრმეები თავისებური, ხელუხლებელი კაფსულებია. 200 მეტრის სიღრმის ქვემოთ არის დედამიწაზე ყველაზე დიდი ანოქსიკური (უჟანგბადო) წყლის სივრცე. გასაოცარია გარემოს ასეთი თვისება. ბრიტანული გაზეთი "თაიმსი" წერს, რომ შავი ზღვა სამოთხეა წყალქვეშა არქეოლოგიისათვის. ამ უნიკალურ გარემოში მცენარეულობა, ქსოვილი თუ სხვა ორგანული მასალები არ ლპება და არ ქრება. რამდენიმე ათასწლეულის წინ ჩაძირული გემები უნაკლოდაა შენახული. 1999 წელს ბალარდის ექსპედიციამ აქ აღმოაჩინა 1500 წლის წინ ჩაძირული გემი, რომელიც "განსაცვიფრებლად კარგად იყო შენახული და ერთი კვირის წინ ჩაძირულს ჰგავდა". ადვილი წარმოსადგენია, თუ რა იდეალურად იქნება შენახული შავი ზღვის უჟანგბადო სიღრმეში რომელიმე ჩაძირული დასახლება თუ ქალაქი (ვთქვათ, ჩვენთვის ყველაზე სანატრელი აიეტისა და მედეას აია). საჭიროა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და მეცნიერის შემართება იმისათვის, რომ ცივილიზაციის ისტორიაში ახალი, აქამდე სრულიად უცნობი ფურცლები გადაიშალოს.

1999 წელს, თურქეთის ქალაქ სინოპის ჩრდილოეთით, შავ ზღვაში, 170 მეტრის სიღრმეზე ბალარდის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილ იქნა უძველესი ჩაძირული მტკნარი ტბის სანაპირო ზოლი - ეს ფაქტი მხარს უჭერს რაიანისა და პიტმანის თეორიას. კვლევის ადგილიდან ამოღებული ნიჟარებისა და დანალექი ქანების რადიოკარბონულმა დათარიღებამ და პალეონტოლოგიურმა შესწავლამ აჩვენა, რომ მასიური დატბორვა მომხდარა 7500 წლის წინ. დანალექ ქანებში ნაპოვნია ობსიდიანის ნატეხი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ისრის პირებისა და სხვა იარაღების წარმოებისათვის. სწორედ ამ ნაპოვნმა დაარწმუნა ბალარდი გაეგრძელებინა კვლევა უძველეს დასახლებათა კვალის ძებნაში.

2000 წელს, იმავე რეგიონში, 100 მეტრის სიღრმეზე მან აღმოაჩინა დიდი კატასტროფის შედეგად დატბორილი უძველესი სტრუქტურის ნაშთი. ეს არის ერთი მთლიანი, ხის შენობის ნარჩენები. ნაპოვნია ქვის იარაღები, სავარაუდოდ - ნაჯახები და კერამიკული ჭურჭლის საწყობი, აგრეთვე - სწორად დაწყობილი ქვის 30 ბლოკი. არქეოლოგების აზრით, ეს არის პირველი მყარი დადასტურება შავი ზღვის რაიონში წარღვნამდელი მოსახლეობის არსებობისა. ეს აღმოჩენა თავიდან გადაწერს ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციათა ისტორიას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კატასტროფას გადარჩენილი ადამიანები ალბათ გადაინაცვლებდნენ მთიან ადგილებში და არ დაკარგავდნენ თავიანთ კულტურას, ენას, ტრადიციებს. ზოგიერთი მეცნიერი თეორიულად უშვებს ფაქტს, რომ ამ კატასტროფის დროს ეგვიპტურსა და მესოპოტამიურ ცივილიზაციებზე ადრინდელი ცივილიზაცია დაიღუპა, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ წარღვნას გადარჩენილმა ხალხმა დაუდო სათავე სხვა ცივილიზაციებს. რობერტ ბალარდი დარწმუნებულია თეორიის სისწორეში: "უკვე არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ კატასტროფა ნამდვილად მოხდა და რომ იქ ხალხი ცხოვრობდა. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ ვინ იყო ეს ხალხი". ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებაც (Nატიონალ Gეოგრაპჰიკ შოციეტი), რომელიც მხარს უჭერს ბალარდის კვლევას, ასევე დარწმუნებულია თეორიის სისწორეში და სამომავლოდ დიდ აღმოჩენებს მოელის.

საინტერესოა ბალარდის დამოკიდებულება ნამარხებისადმი: "არქეოლოგიური გათხრა დესტრუქციული პროცესია", - ამბობს იგი. "შლიმანმა გათხრების დროს უდიდესი ზიანი მიაყენა ტროას. ჩვენ არ ვაპირებთ აღმოჩენილი ადგილის გათხრას. რაც ვიპოვეთ, ყველაფერს ხელუხლებლად დავტოვებთ და მხოლოდ იმ ნიმუშებს ავიღებთ, რომლებიც დათარიღებაში დაგვეხმარება. ოკეანეები და ზღვები იდეალური და უსაფრთხო ადგილებია ძველი ცივილიზაციის ნაშთების შესანახად" (საინტერესოა ის ფაქტი, რომ შლიმანი რუსეთისაგან ითხოვდა ნებართვას ფაზისის მოძებნაზე, მაგრამ უარი მიიღო - კ.ტ.).

გასულ წელს ბალარდმა განაცხადა, რომ ყოველ ზაფხულს მოაწყობს ექსპედიციას უნიკალურ შავ ზღვაში. "ეს აღმოჩენის დასაწყისია და არა დასასრული", - თქვა მან.

2001 წლის სექტემბერში, ამერიკულ-ბულგარული ექსპედიცია შეუდგა დაკარგული ცივილიზაციის ახალი კვალის ძებნას შავი ზღვის ფსკერზე. მიუხედავად იმისა, რომ ბალარდი არ მონაწილეობს ამ ექსპედიციაში, მუდმივი სატელიტური კავშირი აქვს მასთან. ბულგარეთის მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობს პროფესორი პეტკო დიმიტროვი, რომელმაც 1972 წელს ვარნასთან ახლოს ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ნეოლითის ხანის ნეკროპოლი, ხოლო 1985 წელს მანვე, ნაპირიდან 40 კილომეტრის მოშორებით, ზღვის ფსკერზე იპოვა უძველესი ქვის ფილა, რომელსაც "ნოეს ფილა" უწოდა. ნუთუ შავ ზღვასაც აქვს თავისი "ატლანტისი"?

ეროვნული გეოგრაფიის საზოგადოებამ 21-ე საუკუნე "აღმოჩენების ეპოქად" გამოაცხადა. უკვე მომხდარმა გასაოცარმა აღმოჩენებმა საფიქრებელში ჩააგდო მეცნიერები. ჩინეთში ნაპოვნია 100-მდე უძველესი პირამიდა, რომელთაგან უდიდესი 300 მეტრის სიმაღლისაა. იაპონიის ნაპირებთან, ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა უზარმაზარი შენობის ნანგრევები. დღევანდელი თურქმენეთისა და უზბეკეთის ტერიტორიაზე ნაპოვნია კვალი აქამდე სრულიად უცნობი ცივილიზაციისა, რომელიც ყვაოდა ქრისტემდე 2500 წელს. მონღოლეთში აღმოჩენილი ნაგებობათა კომპლექსი იდუმალებითაა მოცული.

სახელგანთქმულ ნორვეგიელ მეცნიერს ტურ ჰეიერდალს კავკასიის მთებში ძველ გერმანელთა ლეგენდარული ღმერთების ქალაქის, ასგარდის პოვნა განუზრახავს. 2000 წლის 9 სექტემბერს საქართველოში ყოფნისას მკვლევარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორია მოიცავს პასუხებს უამრავ ისტორიულ საიდუმლოებაზე.

ნორმალური ქვეყანა ნორმალური მთავრობით დიდად მოწადინებული იქნებოდა, რომ რობერტ ბალარდისა და ტურ ჰეიერდალის მსგავს მეცნიერებს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები ჩაეტარებინათ. თუმცა იქნებ ვინმეს არც კი სურდეს, რომ რომელიმე პატარა ერს კიდევ უფრო დიდი ისტორია აღმოაჩნდეს! - ამის მაგალითები საკმაოდ ბევრია.

Posted by: tatia@ 6 Feb 2012, 11:51
Jaguar paw
QUOTE
ეკოლოგიური კატასტროფა, პირდაპირ რომ ჩაედინება მანდ კანალიზაცია
პლიუს დაბინძურება დამსვენებლების მიერ. :/
და კიდევ გლობალური დათბობა და წყლის შემდგომი გამტკნარება.
ასევე მაზუთით და ნავთობპროდუქტებით დაბინძურება.

მანდ წასვლა საერთოდ აღარ ღირს

Posted by: heart 26 Feb 2012, 04:20
QUOTE (gio-razma @ 11 Jun 2011, 19:26 )
შ ა ვ ი    ზ ღ ვ ა   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს   ფ ა რ გ ლ ე ბ შ ი

მდინარე  ფსოუს  შესართავიდან   სოფელ  სარფს   შორის   საქართველოს აკრავს შავი ზღვა .  სანაპირო ხაზის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 330 კმ-ია .   მდინარე ფსოუს შესართავიდან ქ. ოჩამჩირემდე სანაპირო მიმართულია ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოჩამჩირიდან ქობულეთამდე - სამხრეთით, ქობულეთიდან სახელმწიფო საზღვრამდე - სამხრეთ-დასავლეთით. სანაპირო ხაზი არ არის დანაწევრებული, თითქმის სწორხაზოვანია, მხოლოდ ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხები იჭრებიან რამდენადმე ზღვაში და წარმოქმნიან ზღვისაკენ ფართოდ გაშლილ უბეებს. სანაპირო ზოლი ნაპირის ხასიათის მიხედვით 3 მონაკვეთად იყოფა. მდინარე ფსოუს შესართავიდან სოხუმამდე ნაპირი ფლატიანი, მთიანი, ბორცვიანი და მეწყერიანია. არის დაბალი კონცხებიც. სოხუმიდან ქობულეთამდე ნარიყია, დაბალი და დანაოჭებული, ქობულეთსა და სახელმწიფო საზღვარს შორის ნაპირი ალაგ-ალაგ ფლატიანია, მაგრამ მეტწილად ნარიყი და დაბალი. შავი ზღვის ძირი წარმოადგენს ღრმა ქვაბულს ციცაბო კალთებით, თითქმის ბრტყელი ფსკერით და ძალიან სუსტად გამოხატული კონტინენტური მეჩეჩით. საქართველოს სანაპიროსთან კონტინენტური მეჩეჩი განსაზღვრულია საშუალოდ 200 მეტრიანი იზობათით, ძალიან ვიწროა (მეტწილად 2-4 მილი), ალაგ-ალაგ (ბათუმის კონცხთან, ქობულეთთან) თითქმის მთლიანად ქრება, მხოლოდ გუდაუთასა და ოჩამჩირესთან განივრდება მნიშვნელოვნად (10-15 მილამდე). კონტინენტური ფერდობი (რომელიც 200 მ სიღრმეზე იწყება) უფრო დამრეცი ხდება 1000-1500 მეტრზე. ქვემოთ შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში ერთვის მდინარეები რიონი, ბზიფი, კოდორი, ენგური, ჭოროხი და სხვა მრავალი პატარა მდინარე. საქართველოს ტერიტორიიდან წელიწადში ზღვაში ჩაედინება 50 კმ3-მდე წყალი (მთელი კონტინენტური ჩამონადენის 16%).
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზამთარი რბილი და თბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-7OC, ივლისისა - 22-23OC. ნალექები უხვადაა წლის ყველა დროს. განსაკუთრებით წვიმიანია კოლხეთის სამხრეთი ნაწილი, სადაც წელიწადში 2500 მმ-ზე მეტი ნალექი მოდის. ჩრდილოეთით ნალექები კლებულობს 1650 მმ-დან (ცენტრალურ ნაწილში) 1400 მმ-მდე (ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში).
ატმოსფეროს ზოგადი ციკლონური ცირკულაცია და კონტინენტური ჩამონადენი განსაზღვრავს ზღვის ზედაპირზე წყლის ციკლონურ წრებრუნვას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაპირის გასწვრივ. ნაპირიდან 2-5 მილზე წრის დიამეტრი 25-35 მილია. საქართველოს ნაპირებთან არის დინებათა სანაპირო წრებრუნვის ზონა. დინებები აქ ძლიერ განიცდიან ადგილობრივი ქარების ზეგავლენას. ტალღების დიდი გაქანებისა და საქართველოს ნაპირების თავისებურებების გამო ტალღების ელემენტები აქ უდიდეს მნიშვნელობას აღწევენ. ყველაზე ხშირია 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები, მაგრამ ტალღების მაქსიმალური სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს. ფლატიან ნაპირებთან ან სანაპიროს დამცველ კედლებთან ტალღათა სიმაღლე განსაკუთრებული შტორმების დროს 10 მეტრს აღწევს, ხოლო ნაშხეფების სიმაღლე - 20-30 მეტრს. საქართველოს სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე, სადაც განლაგებულია მრავალი კურორტი, ზღვა რეცხავს ნაპირს და აფუჭებს პლაჟს. დიდი გამოკვლევები ტარდება გადარეცხვის მიზეზის გამოსავლინებლად და აღსაკვეთად. წლის განმავლობაში საქართველოს ნაპირებთან ზღვის დონე სეზონურ რყევას განიცდის. მაქსიმალური დონე ივლისშია, მინიმალური - ოქტომბერში. დონეთა რყევის ამპლიტუდა (20 სმ) გაპირობებულია ჩამონადენის, ნალექებისა და აორთქლების ცვლილებით. დონეთა რყევა მოქცევა-მიქცევის დროს არ აღემატება 10 სმ-ს, ხოლო სეიშების დროს - 15 სმ. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყველაზე უფრო თბილია. ზამთრობით წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა იცვლება 8-10OC-ის ფარგლებში, გაზაფხულის ბოლოსათვის იგი შეადგენს 15-16OC-ს, ივლის-სექტემბერში - 23-26OC-ს, მაქსიმალური ტემპერატურა 27-28OC-ს აღწევს.
წყლის ზედაპირული ფენის მარილიანობის საშუალო სიდიდე ღია ზღვაში ირყევა 17.80/00 -დან (გაზაფხულზე) 18.30/00-მდე (ზამთრობით). ზედაპირიდან 200 მ სიღრმემდე მარილიანობა იზრდება 210/00-მდე. საქართველოს მდინარეები მნიშვნელოვნად ამტკნარებენ წყლის ზედაპირულ ფენას ნაპირთან, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, მაგრამ გამტკნარება, ჩვეულებრივ, არ ვრცელდება ნაპირიდან 2-4 მილს იქით. მხოლოდ მდინარეებში დიდი წყალმოვარდნების დროს მოიცავს შედარებით დიდ სივრცეს, მარილიანობა კი ხანმოკლე დროის განმავლობაში მცირდება, ისიც 12-80/00-მდე. საქართველოს სანაპიროზე დიდი ნავსადგურებია ბათუმი, ფოთი, სოხუმი; ნაკლებად მნიშვნელოვანია ოჩამჩირე და გაგრა. ბათუმიდან გააქვთ ნავთობი, ფოთიდან - მანგანუმი. შემოაქვთ ქვანახშირი, რკინის მადანი, სასუქები, ხორბალი. კურორტები განლაგებულია საქართველოს თითქმის მთელ სანაპიროზე (გაგრა, ბიჭვინთა, ქობულეთი და სხვ.).
საქართველოს სანაპიროსთან იქთიოფაუნა შედგება თითქმის მხოლოდ შავი ზღვის თევზებისაგან, რომლებიც აქ მუდმივად ბინადრობენ და გამოსაზამთრებლად მოდიან .


შავი ზღვის  სანაპირო  ხაზის  სიგრძე  3962 კმ-ია ,   შავი  ზღვის  სანაპირო   ხაზი  ასე  ნაწილდება  !  

1. თურქეთი - 1365 კმ
2. უკრაინა - 1340 კმ
3. რუსეთი - 395 კმ
4. საქართველო - 330 კმ
5. ბულგარეთი - 317 კმ
6. რუმინეთი - 215 კმ

შავი ზღვის სანაპირო ხაზის ( საქართველოს ფარგლებში ) რეალური სიგრძე 318 კილომეტრია , მდინარე ფსოუს შესართავიდან სოფელი სარფამდე ( საქართველოს თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე ) . კომუნისტების დროს სანაპიროს ხაზის არასწორი გაზომვის შედეგად ჩვენი სანაპიროს სიგრძე 330 კმ-ი დაფიქსირდა ( რაც მანძილის უზოსტობა 12 კმ-ია და არა სწორია სამწუხაროდ თუმცა ჯობდა რომ სწორე ყოფილიყო მაგრამ რას ვიზამთ რეალობაა ასეთია 318 კმ -ი ) .

საქართველოს ცენტრალური მთავრობა შავი ზღვის სანაპიროს აკონტროლებს დაახლოებით 115 კილომეტრს დანარჩენი 203 კმ - ს აფხაზური სეპარატისტური მთავრობა და რუსი ოკუმპანტები აკონტროლებენ .

აფხაზეთი - 203 კმ
აჭარა - 53,7 კმ ,
სამეგრელო - 40 კმ
გურია - 21,3 კმ

რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის სანაპირო ხაზი სიგრძე დაახლოებით 410 კილომეტრია . მდინარე ფსოუს შესართავიდან ქერჩის სრუტემდე .

საქართველოს და რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ხაზს ერთმანეთისგან ყოფს მდინარე ფსოუს შესართავი შავ ზღასთან . აქ ნახეთ http://wikimapia.org/#lat=43.386353&lon=40.0085217&z=18&l=65&ifr=1&m=b

Posted by: Jgenti` 20 Mar 2012, 08:24
ამდენი რაღაც დაიწერა შავ ზღვაზე და ერთხელაც არ იყო ნახსენები სიტყვა ფეკალია?


Posted by: asuwa 18 Jul 2012, 01:26
მაენტერესებს შავ ზღვაში რამდენი სახეობის ცხოველი და მცენარეა და ძირითადად რომელი სახეობა გვხდება ? და არის ისეთი ცხოველები და მცენარეები რომელიც სხვა ზღვაში არ გხვდება ???
მყვითავები თუ ჩადიან შავ ზღვაში და თუ იკვლევენ რა ხდება შავი ზღვის ფსკერზე ?
მაგალითად ერთ ერთ საკაბელო არხზე იყო გადაცემა დოკუმენტური ფილმი წყლის ბინადარებზე რომელიღაც ზღვაში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი და შავ ზღაში რატომ არ იღებენ მსგავს ტიპის დოკუმენტურ ფილმებს ? smile.gif

Posted by: VIP Blogger 18 Jan 2013, 06:53
აკვალანგები, საყვინთაო კოსტიუმები და წყლისქვეშა ვიდეოკამერა მზადაა - დღეს შავი ზღვის ფსკერი მეცნიერებთან ერთად, დაინტერესებულმა მოხალისეებმაც უნდა ნახონ.

კვლევას ზურაბ გურიელიძე ხელმძღვანელობს: ბიოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ზოოლოგიური პარკის დირექტორი.

სანამ ჩავყვინთავთ, ბატონი ზურა ყვება, რომ შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. შედარებით მეტი იციან მეცნიერებმა სარეწაო თევზებზე. ნაკლები - სხვა წყალქვეშა ბინადრებზე.

„ცხოველები, რომლებიც მიყრუებულ წყალქვეშა კლდეებში ცხოვრობენ, აბსოლუტურად შეუსწავლელია. საერთოდ, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ ყოველთვის ცივილიზაციის ცენტრში მყოფი შავი ზღვა ყურადღების მიღმა დარჩა. მის გარშემო არსებული ქვეყნები დიდად არასოდეს ინტერესდებოდნენ მისი შესწავლით“, - ამბობს გურიელიძე.

კვლევა, რომელიც სარფიდან ურეკამდე შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესწავლას ითვალისწინებს, დღესაც გრძელდება. კვლევის დასაწყისში, მეცნიერებმა ზღვის ფსკერი დაასკანირეს. ახლა კი შეუსწავლელ ადგილებს თვალით უნდა შეხედონ.

„შავი ზღვა კვდება“, - ამბობს გურიელიძე.

რას ნიშნავს ეს?

შავი ზღვა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას მხოლოდ ვიწრო ბოსფორის სრუტით უკავშირდება და შეიძლება ითქვას, რომ იზოლირებულია, გლობალურ აკვაქსელში მობინადრე სახეობებს არ ცვლის. ამიტომ შავ ზღვაში მობინადრე ბევრი სახეობა სხვაგან არ გვხვდება – ენდემურია.

შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების სიღარიბეს სხვა მიზეზიც აქვს. შავ ზღვაში, დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე, გოგირდწყალბადის რეზერვუარია. ასეთ რეზერვუარში მხოლოდ ბაქტერიები თუ იცოცხლებენ – თევზებისთვის და სხვა სახეობებისთვის იქ ადგილი არ რჩება.

„თვალნათლივ ჩანს, როგორ მცირდება ცოცხალი რესურსები“, - ამბობს გურიელიძე.

დაინტერესებული მოხალისეები შავი ზღვის გონიოს მონაკვეთში ვყვინთავთ. დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეში, ზღვაში არაპროფესიონალი თვალი მხოლოდ მედუზებს, მოლუსკებს, ღორჯოებს და რაპანებს თუ აღიქვამს. ზღვის ფსკერზე, ქვიშაში, ერთი-ორი პოლიეთილენის პარკიცაა ჩამარხული.



ზედაპირზე ამოსვლის შემდეგ ზურაბ გურიელიძე გვეუბნება, დაახლოებით 25-26 ცოცხალი ორგამიზმი დაითვალა, რაც არაპროფესიონალი თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

ალბინოსი (თეთრი) დელფინები

შავი ზღვის კვლევა ზურაბ გულიელიძემ და ბიოლოგმა ნათია კოპალიანმა 2009 წელს, დელფინებით, დაიწყეს.

„დელფინები საინტერესო, ინტელექტუალურად ძალიან მაღალგანვითარებული ცხოველები არიან. ლოგიკური იყო, რომ კვლევა იმ ცხოველებით დაგვეწყო“, - ამბობს მეცნიერი.

დელფინები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ მიჩნეულნი არიან გადაშენების საფრთხეში მყოფებად. ამიტომ, მეცნიერებისთვის მათი შესწავლა მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნების თვალსაზრისითაც.

ქართველ მეცნიერებს სიურპრიზი პირველივე გასვლაზე დახვდათ: 2009 წელს, შავ ზღვაში აფალინა დელფინების ჯგუფი დაინახეს. მანამდე ეგონათ, რომ ამ სახეობის დეფლინები შავ ზღვაში საერთოდ არ ბინადრობდნენ.

3 წლის განმავლობაში, დაგროვდა სტატისტიკაც. დღეს შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში, გურიელიძე დაახლოებით 3 სხვადასხვა სახეობის: 60 ცალ აფალინას, 4000 ფაცენას და 7000 თეთრგვერდა დელფინს ითვლის.


„შეიძლება ჩვენთან რაოდენობა იმიტომ გაიზარდა, რომ სხვაგან შემცირდა. ჩვენს წყლებში, შედარებით სიწყნარეა და თბილა,“ - აღნიშნავს გურიელიძე.

მეორე სიურპრიზი ზურაბ გურიელიძეს, ნათია კოპალიანს და სტუდენტებს 2012 წლის 23 ივნისს შეხვდათ. მათ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი შეფერილობის დელფინები შენიშნეს.

ზურაბ გურიელიძე იხსენებს, რომ მაშინ თეთრი დელფინები მდედრების 5–ინდივიდიანი ჯგუფი იყო ერთ პატარა, ერთი წლის ასაკამდე ნაშიერთან ერთად.

თეთრი შეფერლობის დელფინი ბუნებაში იშვიათია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ დაბალი ტემპერატურის პირობებში, თეთრ ინდივიდს გაუჭირდება სითბოს შენარჩუნება. თუმცა, თეთრი შეფერილობის გამო, სამცნიერო დაკვრვებისათვის უფრო მოსახერხებელია.

პირველად თეთრი დელფინი სტუდენტმა ხატია ბასილაშვილმა ნახა. ამიტომაც, დელფინს მის საპატივცემოდ, ხატია დაარქვეს.

დელფინი "ხატია" ზრდასრული ინდივიდია. ზურგი ქათქათა თეთრი აქვს, სასუნთქ ხვრელთან შავი ლაქა აღენიშნება და თვალებიც შავი აქვს.

http://mzera.tv/news-headline-1/448-shavi-zgva-kvdeba

Posted by: Jaguar paw 18 Jan 2013, 08:41
VIP Blogger,დელფინს, ხატია, ჩვენი ფორუმელის საპატივცემლოდ დააქრვეს http://forum.ge/?showtopic=33692686&view=findpost&p=31909740 smile.gif

Posted by: Utopian 30 Apr 2013, 12:01
რატო კლავთ ამ თემას user.gif

დაწერეთ რა კიდევ არაფერი იცით?


სარფში რა ჯდება დაივინგი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Apr 2013, 20:25
QUOTE
დაწერეთ რა კიდევ არაფერი იცით?

უკანასკნელი 1-2 თვის მანძილზე დელფინების უპრეცენდენტო აქტივობაა ყოველდღე ვხედავ დილიდან საღამომდე და მოცემულ მომენტშიც არ ვიცი ეს რასთანაა დაკავშირებული მაგრამ ალბათ კარგია, რომ არიან ჯერ კიდევ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)