ყარაჩოხლური ფრებრიტანეთის "ლომებისა" და ზელანდიის "ოლ ბლექსის" გადამწყვეტი ტესტი
ფრედ რომ დასრულდა, სერიაც ყაიმით დამთავრდაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))სრულიად რაგბეთი აღიარებს, რომ შედეგი სამართლიანია - წასაგებად ბრიტებიც ცოდონი იყვნენ და კივებიც, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ორივე მხარე მაინც გულ’ნაკლული დარჩა, რადგან ეპოქალურ გამარჯვებას ეშურებოდა
მერე კიდევ, თანამედროვე სპორტი ფსონაობამ რომ წალეკა და თამაშის ბოლოს მომხდარი ინციდენტიც თვალწინ გვიდგას - საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ თემიდამ ფრე განგებ "დასვა", რადგან მაგის "კოე" ბარემ 25 იყო და მავანნი ფრიად იხეირებდნენ. ერთი კია, მსოფლიო რაგბში ყველაფერი რომ ყვავის, ჩაწყობაზე საუბარი მკრეხელობად ითვლება
უსამართლოდ ეჩვენასამაგიეროდ, მედია ხალისით მსჯელობს ფრანგი მსაჯის ამჩატებასა და აშკარა შეცდომაზე, და კიდევ, რაგბის წესების სირთულესა და ორ’აზროვნებაზე. მესიე პუატი რომ კვლავ აურევდა, ეგ ნართაულად გვეწერა წინა მიმოხილვაში, წესთა მიმართ კი საყვედური ამჯერად უადგილოა, რადგან ყველაფერი უცხადესად წერია 11.7 მუხლში (გვ.54)
http://site.rugby.ge/_rugby/files/DIG/ragb..._2016_issuu.pdfპუატმაც თავიდან თუმც იჩქარა, მაინც სწორი განჩინება გამოიტანა, მაგრამ მერე უცებ მოტვინა, რომ მკაცრი, ოღონდ ულოგიკო წესის გამო "ოლ ბლექსი" თამაშს დაუმსახურებლად მოიგებდა, ხოლო "ლომები" ასევე წააგებდნენ. ჰოდა, მოსალოდნელი შედეგი რომ უსამართლოდ ეჩვენა, ჯარიმა შერკინებად აქცია (!) და "ყარაჩოხლური ფრე" დასვა!
აზრადაც არ მოსვლიათტურნემ ყოველ’მხრივ გაამართლა: ათივე მატჩზე ანშლაგი | სელ’აუთი აღინუსხა! მენცრები ლომებს 2005 წლის ყაიდაზე, 0-3 შერცხვენას უქადდნენ, მაგრამ ბრიტები თანდათან დალაგდნენ და შეთამაშდნენ
ტესტ-სერიაც დრამატული გამოვიდა: ორი რკენის კვალად ნანატრ მესამეში უნდა გამოვლენილიყო უკეთესი, მაგრამ რაგბი რომ ჯერაც ძაან ღრმა წარსულშია ჩარჩენილი, დაუწერელი (!) დებულების ავტორს აზრადაც არ მოსვლია ჯამური ანგარიშის დათვლა, ლელოთა შედარება ან სულაც ოვერ’ტაიმის | "ოქროს ქულამდე" თამაშის გათვალისწინება
გამართლებული ნდობამედიასა და ტოტალიზატორებსაც მასპინძელთა საბოლოო გამარჯვება არ აეჭვებდათ. ლომებმა დასკვნითი, ოქლენდის რკენისთვის უცვლელი 23-ეული დაასახელეს. კივებს ტრავმებისა და სასჯელის გამო ისევ მოუხდათ ხაზის გადალაგება. ნდობა გაამართლა ორივე ჯეელმა - ნ(გ)ანი ლაუმაპემ და ჯორდი ბარეთმა, მაგრამ კაპიტან ქიარან რიდს კი ჩამწარდა სანიშანსვეტო, მეასე, თეთრი (!) კეპის მიღება
შავებმა ორი ლელო დადეს, ლომებმა - ნული. სამაგიეროდ, ამათმა ქიქერმა ოუენ ფარელმა ხუთიდან ხუთი ჯარიმა შეაგდო, ბოდენ ბარეთმა კი 4 ცდით ორი გოლიღა გაიტანა, ხოლო მეხუთედ მსაჯმა აღარ დაარტყმევინა!
სტატიკაში იძალესუმეტესი სტატ’მაჩვენებელი თითქმის ტოლი გამოვიდა:
[ზელ-ლომ] ბურთი 51-49%, ტერიტორია 56-44%; პასი 148-142, ოფლოუდი 6-8; სოლო 109-119, ნავარდი 430-350 მეტრი; რაქი 74-83, მოლი 3-2; ბოჭვა 110-106, გატარება 15-17; ფეხით დარტყმა 21-23; ბურთის კარგვა 22-17, დაჯარიმება 9-6
და მხოლოდ ხაზის ჭრაში 9-2, და სტატიკაში იძალეს მასპინძლებმა: შერკინება 13-7 (ორი იმათი!), დერეფანი 16-5 (აქაც ორი იმათი!)
ჰარიქეინზის სამძოუფროსმა ბარეთმა 4’ წუთზევე ააცილა გასატანი. 7’ წუთზე ძმებმა დაგეზეს ნაკრებში ისევ ხმობილი ჯულიან სავეა, მაგრამ ამას ბურთი დაუვარდა
12’ წუთზე მარო ითოჟემ კივებს დერეფანი მოუგო და ლომებმა 15 ფაზით მეტოქის "წითელ ზოლს" უწიეს, მაგრამ 32 წლის ჯონი სექსთონს პასი ჩაუჭრა ბოდენმა და 93 მეტრიდან გაქუსლა; ლტოლვილს ლელოდან 70 მეტრზე დაეწია ლიამ ვილიამსი, მიმყოლი ლაუმაპე კი 18 მეტრზე ალაგმა ადევნებულმა ჯონათან დევისმა
"ჰარიქეინზის სამძომ" მაინც გამოაცხო ლელო: სავეა მიეძალა; ბოდენმა ფრთაზე გადაუკიდა ჯორდანს; ხოლო ამან დაასწრო ელიოთ დეილი’ს და ლაუმაპეს ჩამოუგდო * 7:0 @ 16’
თემიდა ჩააცივდათდაცვაში რომ დაჯარიმდნენ ბოდენი და ენთონ ლენართ-ბრაუნი, ფარელმა ორივეჯერ ზუსტად დაარტყა * 7:3 @ 21’ და 7:6 @ 33’
მალე ბროდი რეთალიქმა მოიგო დერეფანი; ბოდენთან სატყუარად მიეხეტა იზრაელ დეგი; მგეზავმა ბურთი იქვე გაატანა ლაუმაპეს, ამან კი ამოუგდო ლენართ-ბრაუნს და ჯორდიმ გამოიყენა მეტობა, მაგრამ ბოდენმა გარდასახვა გააფუჭა * 12:6 @ 36’
მეორე ტაიმის ქიქ’ოფზე რიდმა უბურთოდ დასცა ვილიამსი და სპეციალისტმა დეილიმ თავისი ნახევრიდან დაჰკრა * 12:9 @ 42’
47’ წუთზე ჯორდანს გაუმოჩხრიკა თემიდამ "წინ პასი"; 50’ წუთზე ჯერომ კაინოს მოქნეული მკლავი სახეში მოხვდა ალინ-ვინ ჯოუნზს და კივები 10 წუთით კაც’ნაკლულები დარჩნენ, 53’ წუთზე კი მსაჯებმა უკვე ენთონი ვოთსონს მოუგონეს, წინ მიაწოდე ვილიამსსო
განგებ გაარტყარეთალიქი მაღლა რომ წაეტანა ქორთნი ლოზს, ფარელმა 46 მეტრიდან პირველად გაათანაბრა ანგარიში * 12:12 @ 60’ და კაინოც დაბრუნდა
შავების ფორვარდებმა იძალეს: ლომების 22-ში რომ ჩაიქცა მათივე შერკინება, პუატმა ქაილ სინქლერი გაამტყუნა * 15:12 @ 68’
ანგარიში მეორედაც გათანაბრდა 78’ წუთზე, როცა რის ვებმა რაქში ბრიტთა მხარეზე ჩარჩენილ, მიწაზე უმწეოდ წოლილ ვაიეთ ქროქეთს განგებ გაარტყა ბურთი და რეფს კარიდან 48 მეტრზე გამოსძალა ჯარიმა, რომელიც ფარელმა იოლად შეაგდო * 15:15
ბრიყვულია, მაგრამ წესია!ვითარება დაიძაბა და მოსახდენიც მოხდა: რიდი ქიქ’ოფზე აუხტა ვილიამსს, ამის მიერ წინ (!) ჩამოგდებული კი ინსტინქტურად დაიჭირა ქენ ოუენსმა და თავ’ზარ’დაცემულმა უმალვე მოიშორა, რის შემდეგაც ოვალი კივებმა იხელთეს, ხოლო პუატმა სასწრაფოდ დაუსტვინა
ორივე’ნაირ: გინდ 15-კაცა და გინდ 13-კაცა რაგბში ეს ჯარიმაა! წესი ბრიყვული და უსამართლოა, მაგრამ წესია! პუატმაც უყოყმანოდ დანიშნა ჯარიმა, მაგრამ მერე შეეჭვდა და სტუმრებიც შეეცოდა - ამოტოლა ბრძოლის ბედი ამ ფათერაკმა როგორ უნდა გადაწყვიტოსო?
ფარულად ეთათბირა78’20’’ ნიშნულზე საქმე ტელე-რეფს გადაეცა. 11.7 მუხლის არსებითი წანამძღვარი - "წინ თამაში" ეჭვ’ქვეშ არავის დაუყენებია, ანალიზით კი ეგეც დადგინდა, რომ არც რიდი დასჯახებია ვილიამსს, შემტევი რომ იქეთ დაეჯარიმებინათ
პუატმა კიდევ გაიმეორა პირვანდელი დასკვნა, მერე კი რაციით ფარულად (!) ეთათბირა ფრანგსავე თანა’მსაჯს, ჟერომ გარსეზს, კაპიტნები იხმო და გამოუცხადა, "გარიგებას (დიილ) მივაღწიე და რაკი თამაშ’გარე უნებლიე იყო, ჯარიმის ნაცვლად შერკინებას ვნიშნავო"
მარჯვედ გადაათქმევინაოზელანდიის კაპიტანი ამაზე გაოგნდა და მსაჯს შეედავა, მაგრამ ამან მიუგო, "გვეყო, თამაში გავაგრძელოთო", ნამატჩევს კი ლომთა კივმავე გურუმ, ვორენ გეთლენდმა აქო თავისი სკიპერი სემ ვორბერთონი, ესაო და რა მარჯვედ გადაათქმევინა პუატს განაჩენიო!
თამაში შერკინებით განახლდა: ზელანდიამ 9 ფაზა აკინძა და სირენის შემდეგ წუთ’ნახევარი რომ იყო გასული, ლელოდან 3 მეტრზე კიდეზე გადავიდა. ასე უშედეგოდა და უღიმღამოდ დასრულდა ფრიადი სეირი, რომლის გამოც რაგბეთი კიდევ კარგა ხანს იკამათებს
რას ემდურიან მენცრები პუატს? იმას, რომ უმალვე დაუსტვინა და კივებს ხეირი არ ათამაშა, მერე კი, თუმც "წინ თამაში" არც აეჭვებდა, თვით’ნებურად შეცვალა 11.7 მუხლი წინათი - 11.6-ით, "უნებლიე თამაშგარე"თი, რომელიც ვითარებას არ ესადაგებოდა
დაბლინი კი დუმსნამატჩევს, პრეს-კონფერენციაზე, "ოლ ბლექსის" გურუმ, სთივ ჰანსენმა თავიდან თავი აარიდა მსაჯობაზე საუბარს, მაგრამ მერე მაინც თქვა:
"წესები რთულია; რეფმა თავიდან სწორად განაჩინა, მაგრამ მერე და მერე რომ ჩაუღრმავდა ვითარებას, შეცდა; ერთი კია, ბავშვობიდან რომ გვასწავლიან, მსაჯის სიტყვა კანონიაო, ამად კიდეც ვემორჩილებით"ო
სკანდალის აქეთ უკვე ოთხჯერ დაღამდა, მაგრამ "მსოფლიო რაგბს" ინციდენტზე კრინტიც არ დაუძრავს, რამაც თავისუფალი მედია აღაშფოთა. სამაგიეროდ, პუატიცა და გარსეზიც 19 აგვისტოს, "4 ერის" პირველსავე რაუნდში იმსაჯებენ!
რა თქმა უნდა, იმის არავის სჯერა, რომ 15-კაცა რაგბის წესთა გამარტივებაა შესაძლებელი - ეგეთი, მარტივი რაგბი ისედაც არსებობს და მას (13-კაცა) რაგბი’ლიგა ჰქვია!
მაგრამ იმას კი უჩივიან მენცრები დაბლინს, რომ კაპიტნები "ქესტუმს" ეუბნებიან მსაჯებს და განაჩენს უსწოროდ. უპრინციპოდ აცვლევინებენ
შავებს ჯადო აეხსნათოპრეს-კონფერენციაზე, რაღა თქმა უნდა, სხვა რამეებიც ითქვა საგულისხმო
ჰანსენმა ბრძანა, რომ "ოლ ბლექსი" მოგებას შეეჩვია, ამასობაში კი წამოიჩიტნენ მეტოქეები, რომლებსაც ასევე ხელ’ეწიფებათ რაგბის მაგრად თამაში და თანაც ... სხვა სტილში!
გეთლენდი მედიას ჯამბაზის წითელი ცხვირით წარუდგა, რაკი კივურმა გაზეთებმა ასე ბევრჯერ გამოაჭენეს, და თქვა, რომ ფრედ დასრულებული სერია ფრიადი მიღწევაა, და რომ ლომთა ტურნეების მომავალს აღარაფერი ემუქრება
თემა განავრცო ბრიტთა მენეჯერმა ჯონ სპენსერმა, მოსამზადებლად ერთი კვირით მეტი რომ გვქონოდა, სერიას სულაც მოვიგებდითო
თავად ბიჭებმა საუკეთესო ლომად უელსელი შუა’მარბი ჯონათან დევისი აირჩიეს, 2005 წელს, კივეთშივე ხელ’მოცარულმა სერ ქლაივ ვუდვორდმა კი ეგეც დაწერა, "ოლ ბლექსს" ჯადო აეხსნა - ჩრდილო ნახევარ’სფეროს მისი აღარ ეშინიაო!
ბრიტანეთის "ლომები" @ ზელანდია * 201710 <<
ზელანდია 15:15 ლომები (3ტ)
ზელ: ჯ.ბარეთ დეგ ლენართ-ბრაუნ ლაუმაპე (ფეკიტოა 67) ჯ.სავეა (ქრუდენ 73)
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 74) /
მუდი (ქროქეთ 58) თეილორ (ჰარის 73) ფრენქს (ფაუმუინა 58)
რეთალიქ ვაითლოქ (სქ.ბარეთ 78) კაინო სბ 50, ქეინ (ა.სავეა 60) რიდ^კაპ -
2ლ: ლაუმაპე ჯ.ბარეთ; გ ჯ: ბ.ბარეთ
ლომ: ლმ.ვილიამს ვოთსონ (ნოულ 73) ჯთ.დევის ფარელ დეილი
<10-9> სექსთონ (თე’ო 49-52, 73) მარი (ვებ 70) /
ვუნიპოლა (მაკ’გრას 60) ჯორჯ (ოუენს 70) ფურლონგ (სინქლერ 60)
ითოჟე ავ.ჯოუნზ (ლოზ 50) ვორბერთონ^კაპ (ჯოუნზ 67-72) ო’ბრაიენ (სტანდერ 41) ფალეტაუ -
5ჯ: ფარელ 4, დეილი (3)
რეფ პუატ (სფრ) 8/07 @ ოქლენდ, იდენ პარქ (48 609)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=14995545837:0(16) 7:3(21) 7:6(33) 12:6(36) /
12:9(42) სბ(50ზ) 12:12(60) 15:12(68) 15:15(78) ბოლო(80+2)
მიმაგრებული სურათი