აჰა, გავხსენი თემა.
ადამიანების წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით გულისხმობს, ჯერ ერთი, იმას, რომ ხდება სიცოცხლის "დათესვა" - "კულტივირება", და შემდეგ მისი განვითარება ცალკეულ შემმეცნებელ ერთეულებად (და კერძოდ - პირველად, და არა რეინკარნაციის გზით, თუმცა ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ).
და მეორე - ხდება მეტ-ნაკლებად ბუნებრივ პირობებში.
ცხოვრება თითქოსდა "თავისით" მიედინება. თუ ადამიანი არ მოინდომებს, ან არ უჩვენებენ (თუმცა მეორე ნაკლებად ხდება; ვინც ფიზიკურად ვერ მოასწრებს, შეღავათები გათვალისწინებულია), ვერც შენიშნავს, რომ ღმერთი ან ზოგადად სხვა სამყარო - არსებობს. და ვერ შენიშნავს თეორიასაც - რომ ყველაფერი ერთგვარი "ბუნებრივი გადარჩევაა", რომლის მიზანია, მისცეს ადამიანებს განვითარების საშუალება მეტ-ნაკლებად თავისუფალ გარემოში.
მაგრამ მიზანი არაა ფიზიკური გადარჩენა. ის განისაზღვრება ნებელობის მეშვეობით "ცხოვრებისეულ სიტუაციებში" (უფრო ზუსტად, როცა სიტუაცია თავად ცხოვრებაა) საკუთარი თავის "ჩვენებით", იმის დასამტკიცებლად, რამდენად მზადაა ადამიანი, გადავიდეს შემეცნებისა და განვითარების შემდეგ საფეხურზე, და როგორ ხარისხში - იმისდა მიხედვით, როგორი "მაჩვენებლები" ჰქონდა ამ ცხოვრებაში.
ანუ მიზანი - სულიერი გადარჩევა და შერჩევაა, სამომავლოდ.
გავიმეორებ ადრე დაწერილს, რომელიმე ათეისტის მიმართ:
"შენ სუფთა ათეისტი ხარ?
ადრეც ვთქვი სადღაც - მკვახე ნაყოფნი ხართ.
დარვინის თეორია ხომ გაგიგიათ - ბუნებრივი გადარჩევა?
ეგაა მთელი ცხოვრება - ბუნებრივი გადარჩევა. გესმით? ბუნებრივ პირობებში, თავისი წვიმით, ყინვით და ქარიშხლით.
მცირედნი შევლენ "იქ", კიდევ უფრო მცირედნი - უფრო მაღალ ცაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას (გამოთქმა არაა ქრისტიანული).
ოღონდ ამ ცხოვრების ფარგლებში კი არა, ერთმანეთთან ჭიდილში ადგილისთვის მზის ქვეშ, არამედ შემდგომი ეტაპისთვის.
(ისე როგორც ზოგი სხვა რამ, "მარადიულზე" მითითება ასევე სიმბოლური და უნიფიცირებულია, და ასევე წარმოადგენს გარკვეულ მოტივატორს - გასაგებს იმდროინდელი ადამიანისთვის)
საშიშია, როგორც ჭექა-ქუხილის დროს? რას იზამ - სათბური არაა. სათბურში "მოწეულს" გემო არ ექნებოდა.
ადამიანი - ნაყოფია სიცოცხლის ხეზე.
ზოგი - მკვახე, თქვენსავით.
ზოგი - ჭიანი, ჩემსავით.
ზოგიც - მოწეული.
ასე...ვისაც აქვს შეხება ნებისმიერ მოსავალთან, იცის, რამდენად განსხვავებულია ერთსა და იმავე პირობებში მოწეული ნაყოფები (თუ არ ჩავთვლით ექსტრემალურ გარემოებებს, სადაც "პასუხისმგებელი" გარე ფაქტორია; ანდა იმას, რომ ხის ერთ მხარეს მზე მეტად ხვდება და მეორე მხარეს - ნაკლებად). არც ერთ დროს არ შემოდის. ამიტომ ხშირად საჭიროა დახარისხება და დაჯგუფება. საღ და მწიფე ნაყოფებთან არავინ დადებს დამპალს და თუნდაც დაბეჟილს - სხვასაც გააფუჭებს. არც უკვე შემოსულში შეურევს ჯერ კიდევ მწვანეს.
აქვე განმარტება, რატომაა მთელი ცხოვრება "წარმოშობისათვის", ვინაიდან ზოგი იტყვის, რომ დაბადებით ადამიანია. და არ იქნება მთლად მართალი, რადგან შეგნებული ადამიანობა თან არ მოჰყვება ახალდაბადებულს, ამისათვის აღზრდა, გამოცდილება და წლებია საჭირო. და არც ყოველთვის ხდება ასეთი მდგომარეობის მიღწევა, და არც ერთნაირად ადამიანურია (თუ არაადამიანურია) ყველა. ზოგი მეტადაა და ზოგი ნაკლებად. ერთი ცხოვრების მანძილზეც არავინ იცის, რა იქნება წინ - შეიძლება მთელი ცხოვრება წმინდანივით ცხოვრობდეს, და 80 წლისამ რაღაც ჩაიდინოს, ან ავაზაკი იყოს და მერე წმინდანი გახდეს. ამიტომ მთელი ცხოვრება - "გაადამიანების" პროცესია.
ჰოდა... ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ვართ ათეისტები, მაგრამ შეიძლება ვცდებოდეთ, და თუ ვცდებით - შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ გადარჩევის პროცესი განზე დაგვრჩა.
ამდენად ნათელია, რამხელა როლი აქვს რელიგიას და ეკლესიას ამ შემთხვევაში - თუ "თეორია" სწორია.
და რაოდენ შემცდარნი იქნებიან, ვისაც არ სჯერა მისი.
ცხადია, არ იგულისხმება, რომ ყველა, ვინც თვლის, რომ "თეორია" სწორია, ავტომატურად "ჩათვლას" მიიღებს მხოლოდ ამის გამო;
ისე როგორც ბევრი მიიღებს მას, თუ სულაც არ იქნება "თეორიის" მიმდევარი.
მაგრამ იდეალში სჯობია, რომ "სიტყვაც" იყოს და "საქმეც".
This post has been edited by ErK on 24 Aug 2013, 06:44