Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ნიორი

Posted by: ldimka 30 Mar 2011, 12:03
ვისაც გაქვთ ნიორის მოყვანაზე და დათესვაზე, მოვლაზე პრაქტიკა ძალიან გთხოვთ დაწვრილებით დამიწეროთ!!! დიდი მადლობა წინასწარ!!!

Posted by: giorazmadze 30 Mar 2011, 13:20
რა გითხრა აბა დათესვა შეგილია როგორც შემოდგომით ისე ადრე გაზაფხულზე ეხლა უკვე დათესილი უნდა იყოს, საერთოდ შემოდგომაზე დათესილი ნიორი ჯობია მოსავლით, ერთი კილო ნიორიდან სადღაც საშვალოდ 10 კილოს მოიყვან

ბევრი მორწყვა ნიორს არ ჭირდება მაგრამ ნიადაგი რაც უფრო კაია მით უკეთესია ასევე სასუქების შეტანა დაგჭირდება აუცილებლად

სხვამ ტუ რამე იცის იმან განავრცოს ეს თემა wink.gif

Posted by: ldimka 30 Mar 2011, 18:51
მადლობა ინფოსთვის!!! მაგრამ უფრო ზუსტად ვინც იცის მომწერეთ რა!!!

Posted by: gigibuba 31 Mar 2011, 01:18
http://sense.ge/index.php?act=view_news&id=46&lang=ge

Posted by: gixoni 2 Apr 2011, 13:27
მგონი ნიორის მოსავლის შენახვაა ცოტა ძნელი, ანუ სიმშრალე და სპეციალური ადგილი უნდა....

Posted by: ksovreli 2 Apr 2011, 14:31
ნიორის გაზრდა
20/02/2011
user posted image

ნიორის სახეობები

ნიორის კულტივაცია ხორციელდება უკვე 10,000 წელიწადზე მეტი. მისი გაზრდა უფრო მოსახერხებელია ცივი კლიმატის პირობებში, მას უხდება მზიანი ადგილი, მაგრამ ნიადაგი არ უნდა იტბორებოდეს წყლით.

ნიორი კლასიფიცირდება 2 სახეობად: მყარკისრიანი და რბილკისრიანი. პირველის შემთხვევაში მცენარის ღეროზე იზრდება ყვავილი, ხოლო მეორეს შემთხვევაში არ იზრდება. კლიმატურ პირობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ სახეობის შერჩევისას, რეკომენდირებულია პირველად რამოდენიმე წელიწადის განმავლობაში გამოსცადოთ სხვადასხვა სახეობები და შეარჩიოთ ყველაზე სასურველი.

მყარკისრიანი სახეობები (Allium sativum var. ophioscorodon) რომელიც ძირითადად ზრდის პერიოდში წარმოქმნის ყვავილს ღეროზე. პირველი მოსავლის დროს ნიორის ბოლქვები მცირე ზომისაა, ორი ან მეტი წელიწადი სჭირდება კარგი მოსავლის მიღებას მიღებული ბოლქვებიდან. საშუალოდ ერთ ღეროზე ვითარდება 4-დან 12-მდე ბოლქვი. აგრეთვე არ გამოირჩევა კარგი შენახვის უნარით.

რბილკისრიანი სახეობები (Allium sativum var.sativum) არ წარმოქმნის ყვავილს ღეროზე, უფრო მეტად გამოიყენება კომერციული წარმოებისას. გამოირჩევა მეტი მოსავლიანობით, ვიდრე მყარკისრიანი სახეობები. თუმცა ცივი კლიმატური პირობების შემთხვევაში უკანასკნელის მოსავლიანობა შეიძლება იყოს ეგეთივე ეფექტური და უფრო მეტიც.
თვითოეული ღეროზე იზრდება საშუალოდ 10-დან 40-მდე ბოლქვი და აღნიშნული სახეობა გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვის უნარიანობით.

Garlic 1

დათესვა

დათესვის პერიოდი არის გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე, რაც დამოკიდებულია ნიორის სახეობაზე. მნიშვნელოვანია რომ ზრდის პერიოდში მცენარემ გაიაროს ცივი ტემპერატურული რეჟიმი, რათა მოსავლიანობა იყოს ოპტიმალური.

მიწის სასურველი სიმჟავიანობა PH 6,5-7,0;

დათესეთ ნიორის ცალკეული კბილი 10 სმ-ს დაშორებით, 2,5სმ სიღრმეში, რიგებს შორის მანძილი 45სმ. დააყარეთ ორგანული სასუქი, რათა ნიადაგის დრენაჟი იყოს ეფექტური, რადგან დატბორვის შემთხვევაში შესაძლებელია ნიორის ლპობა.

1 ცალი ნიორი შეიცავს დაახლოებით 20 კბილს, რომელიც უნდა განცალკევდეს, აქედან აირჩიეთ საშუალოდ 8 ცალი ყველაზე მოზრდილი.
შემოდგომაზე დათესილი ნიორის მიწიდან აღმოცენება ხორციელდება მარტი-აპრილის დასაწყისში. გაზაფხულზე დათესილი ნიორის წარმოქნის სუსტ ღეროებს და გამოირჩევა შედარებით დაბალი მოსავლიანობით.

სასურველია სათესლე ბოლქვების შესყიდვა სპეციალური მწარმოებელი კომპანიებიდან, მაღაზიიდან შესყიდული ბოლქვები იძლევა მცირე მოსავალს და არ გამოირჩება კარგი შენახვის უნარიანობით.

შესყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ 1 კგ საშუალოდ შეიცავს 100 ცალ ნიორის კბილს, საშუალოდ 1კგ დათესილი ნიორიდან მიიღება 8-დან 16-კგ მდე მოსავალი, რაც აგრეთვე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.

მულჩირება

მცენარის დათესვიდან 3-5 კვირის შემდგომ უნდა დაეფინოს მცენარეზე ბუნებრივი მულჩა ფირი (თივა, გამომშრალი სარეველა თავისუფალი თესლებისაგან), რომელიც დაეხმარება მცენარეს ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში და ზრდის პერიოდში სარეველებისგან კონტროლში.
მულჩა ფირის აღება შესაძლებელია გაზაფხულზე, როდესაც ყინვების პერიოდი განვლილია. მცენარეს შეუძლია გაუძლოს ისეთ დაბალ ტემპერატურას როგორიც არის -6C.

გაზრდა

ნიორის მცენარეს შეუძლია გაიზარდოს ისეთ ნიადაგში, რომელზეც არ ხორციელდება მუდმივი მორწყვა, ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი.
შეამცირეთ მცენარის მორწყვა მისი მოკრეფიდან რამოდენიმე კვირით ადრე, როდესაც ფოთლების ფერი ხდება ყვითელი.
გაანოყიერეთ მიწა თვეში 1-2 ჯერ, გაწმინდეთ სარეველისგან და მორწყით იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი მშრალია.
დათესვამდე შეიტანეთ მიწაში ორგანული სასუქი (ტორფი, ნაკელი და ა.შ) 40-60 ტონა 1 ჰექტარზე, მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.

მოკრეფა

მცენარე მზად არის მოსაკრეფად ივნისი-ივლისის პერიოდში, თუმცა არის ადრეული სახეობები რომლებიც მზად არის მოსაკრეფად მაისში.
მცენარის მოკრეფა უნდა ხორციელდებოდეს ოპტიმალურ პერიოდში-ადრე მოკრეფისას ნაყოფი არის მცირე ზომის, ხოლო დაგვიანებული მოკრეფის შემთხევაში დაავადებების რისკი მატულობს.

იმისათვის რომ დაადგვინოთ მისი დამწიფების სტადია, დააკვირდით ფოთლებს, რომელიც უნდა იყოს გაყვითლებული და იწყებდეს ჭკნობას.

დაავადებების რისკი მატულობა წვმიმიანი ზაფხულის პერიოდში- ფოთლები იწყებს გაყვითლებას, ხოლო ნიადაგში რომელიც მუდმივად სველ კონდინციაშია, სწრაფად იწყება დაავადებების აღმოცენება.

ხარისხიანი მოვლის და თესლის შერჩევის შემთხვევაში საშუალოდ მოსავლიანობა შეადგენს 8,000-10,000 კგ-ს.
შენახვის პირობები: 0-4C-ს ტემპერატურული რეჟიმი, 60-70% ტენიანობა. რბილკისრიანი სახეობების შენახვა შესაძლებელია 6-დან 8 თვემდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ხოლო მყარკისრიანი სახეობების შენახვა ასეთი ტიპის პირობებში ინახება 3-4 თვე , თუმცა 0C ტემპერატურული რეჟიმისას მისი შენახვა 7 თვემდე შესაძლებელია

წყარო: აშშ-ს მინესოტას უნივერსიტეტი

Posted by: ldimka 2 Apr 2011, 15:01
გაიხარე დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Woodrow 7 Apr 2011, 09:52
ვინმემ მაღაზია იცით სადაც კარგი ნივრის თესლის ყიდვა შეიძლება ???

Posted by: dega 7 Apr 2011, 09:57
პოლიტიკაში რომ იყოს ეგ თემა დავწერდი ვერ გაასაღებ მეთქიsmile.gif
................
ღმერთმა ხელი მოგიმართოს
ისე კარტოფილზე უკეთესი მოგება მოაქვს..სადღაც 1 კილოდან 8-10

Posted by: ლლევ 7 Apr 2011, 10:04
ნივრის ნივრის ნივრის ნივრის ნივრის

და არა ნიორის

ჯერ სახელი ისწავლეთ ამ კულტურის და მერე მაიყვანეთ biggrin.gif

Posted by: Woodrow 7 Apr 2011, 10:10
dega
QUOTE
პოლიტიკაში რომ იყოს ეგ თემა დავწერდი ვერ გაასაღებ მეთქი

აქ დაწერე ,მაინტერესებს yes.gif

Posted by: ldimka 10 Jul 2011, 10:35
რა მაინტერესებს!!! ვინც დათესეთ ნიორი, რამდენი კილოგრამი დაითესეთ რამდენ ფართობზე? და თესლის ყიდვა სად შეიძლება და რომელი ჯობია? წინასწარ დიდი მადლობა!!!

Posted by: ldimka 11 Jul 2011, 23:58
რა იყოთ არავის არ დაუთესია წეელს ვითომ? sad.gif(((((((((

Posted by: 1715 12 Aug 2011, 19:35
ესეეგი მაქვს 1 ჰექტარამდე მიწა, ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში, ვაპირებ ნივრის მოყვანას, მაინტერესებს როგორ უნდა ნიორის დარგვა თავიდან, მიწის შემზადება, შემდეგ მოვლა და ასე შემდეგ, როდის ირგვება, მოსავალი როდის მოდის, რანაირად უნდა მოვუარო, მოკლედ ვინც რაც იცით დაწერეთ, ოღონდ არა მონაჭორები და უბანში გაგონილები, ვინც ნამდვილად იცით, წინასწარ დიდი მადლობა, ვისაობროთ ამ თემის გარშემო........................................................................................................................

ასევე შეგიძლიათ დააკოპიროთ სასარგებლო ბმულები ამ თემის შესახებ , სასარგებლო საიტები და ასე შემდეგ, ვინც რა იცის მოკლედ, ზოგადი დისკუსია ნივრის შესახებ და ყველაფერი რაც მას ეხება, დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდება, საკმაოდ მომგებიანი საქმეა და დავეხმაროთ ერთმანეთს

Posted by: shilaida 12 Aug 2011, 19:45
1715
ამბობენ წელს აღარ იქნება ნივრის ისეთი საოცარი ფასი,როგორიც იყო 10-11 ლარი!
მთელ კახეთს ნიორი აქვს მოყვანილიოsmile.gif

Posted by: zabzu 12 Aug 2011, 20:30
QUOTE (1715 @ 12 Aug 2011, 19:35 )
ესეეგი მაქვს 1 ჰექტარამდე მიწა, ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში, ვაპირებ ნივრის მოყვანას, მაინტერესებს როგორ უნდა ნიორის დარგვა თავიდან, მიწის შემზადება, შემდეგ მოვლა და ასე შემდეგ, როდის ირგვება, მოსავალი როდის მოდის, რანაირად უნდა მოვუარო, მოკლედ ვინც რაც იცით დაწერეთ, ოღონდ არა მონაჭორები და უბანში გაგონილები, ვინც ნამდვილად იცით, წინასწარ დიდი მადლობა, ვისაობროთ ამ თემის გარშემო........................................................................................................................

ასევე შეგიძლიათ დააკოპიროთ სასარგებლო ბმულები ამ თემის შესახებ , სასარგებლო საიტები და ასე შემდეგ, ვინც რა იცის მოკლედ, ზოგადი დისკუსია ნივრის შესახებ და ყველაფერი რაც მას ეხება, დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდება, საკმაოდ მომგებიანი საქმეა და დავეხმაროთ ერთმანეთს

ზესტაფონში არა მგონია მაგან გაამართლოს, ხარისხი არ აქვს ისეთი როგორიც დავუშვათ აღმოსავლეთის ნიორს აქვს, იმერეთში ნიორი ასე რომ ვთქვათ არ ხარობს, მარტო იმერეთში კი არა დასავლეთში ნიორს არ აქვს ისეთი ხარისხი როგორიც აღმოსავლეთში და გაგიჭირდება დისტრიბუცია ჩეი აზრით

Posted by: 1715 12 Aug 2011, 23:07
10-11 ლარი თუ არ იქნება 7-8 ლარი ყოველთვის იქნება,სათესლე ნიორი ღირს 5-6 ლარი ყოველთვის და ნიორის ფასი ოქტომბრის მერე ყოველთვის ზრდას იწყებს smile.gif თან მოსავალი კარგი მოაქვს, აათმაგებს თითქმის, 1 ტონა რო დარგო 8-9 ტონას გაძლევს დაახლოებით თუ მოუვლი, იმერეთში კიდე აქვს ბევრს ნიორი, ორი ჟიშის ნიორია სულ საქართველოში, იმერული და გურული და იქ არ იქნება , პროსტო არ მასწავლა ერთი ორმა იქ, რაღაცეები მებოდიალა დიდი საქმეა და ესე ვერ აგიხსნი და რაღაცეები, ვინც რამე იცით ნიორზე დაწერეთ აქ smile.gif დასავლეთში კიდე სიცივეები როა უხდება ნიორს პირიქით, ყინვები უნდა მაგას smile.gif რაღაც რაღაცეები შევისწავლე უკვე , მაგრამ ბევრი მაკლია კიდე აბა დაწერეთ ხალხო საიტები, ლინკები, პირადი ინფორმაციები ვინც რა იცით smile.gif დარგვით უნდა დაირგოს დეკემბერში დაახლოებით, ყინვები რო უნდა დაიწყოს უკვე რამდენიმე კვირით ადრე . ვიძიებ ნელნელა რაღაცეებს და თქვენგანაც ველი მოვლა წარმოება და ესეთ რამეებზე პასუხებს

Posted by: b149 13 Aug 2011, 12:19
1715

მე შენნაირად 0 გამოცდილებით დავთესე შარშან ნიორი კახეთში. სათესლე ვიყიდე ბაზარში ჩვეულებრივ 1-2 კილოს რომ ყიდულობენ ისე, ოღონდე მეტი, არ მახსოვს რამდენი... გიორგობამდე უნდა დათესოო, მიწა ვერ იყო კარგად დამუშავებული და მხოლოდ ნაწილი დავთესე, გაზაფხულამდე მიწა დაიშლება და დანარჩენი მერე დათესე, სულ ერთიაო გლეხებმა მირჩიეს...

შედეგი: შემოდგომაზე დათესილი იყო მართლა თამამი და მსხვილი. დათესე მხოლოდ გარეთა კბილები! მე ყველაზე მეტად ეს არ დავიჯერე, მეთქი კბილი-კბილია, თან მიწა დამუშავებული იყო და ბოლო ზიგებში ის პატარა შიდა კბილებიც მივაყოლე: ძალიან პატარები გაიზარდა და ვვარაუდობ რომ დაიკარგა და არც ამოგვიღია... მეც ასე ვიყავი, სხვისი ნათქვამი არ მჯეროდა smile.gif, სანამ თვითონ არ ნახავ არ დაიჯერებ smile.gif

დაახლოებით 0.5%-ს გაუჩნდა რაღაც ჭია, გულში შეჭამა, გლეხებმა თქვეს ხუჭუჭდებაო... დიდი არაფერი მიზარალია, მაგრამ რასაც ის ჭია ყავდა გაფუჭდა, ანუ თუ მასიაურად გაუჩნდება შეიძლება იზარალო. რაღაც ქიმიკატები მომცეს მაგ ჭიისთვის, მაგრამ დიდი არაფერი შედეგი. ჩემი პირადი ეჭვია (რა ნაგლი ვარ!) რომ გვერდით ეთესა ხახვი და იმ ხახვიდან გადმოვიდა ეგ მავნებელი. მე მგონი ხახვი და ნიორი გვერდი გვერდ არ შეიძლება.

ეხლა არ ვიცი ეს აღებული ნიორი იმ ჭიის თესლს შეიცავს და მომავალ წელს გამომადგება თუ არა.

სასუქი არაფერი შემიტანია. მაგრამ რამდენადაც ვიცი იმავე ადგილას დათესვა არ შეიძლება. ან თუ იმავე ადგილაას დათესავ უნდა სასუქი შეიტანო. ამ ნიორს სულ მე არ შევჭავ (საერთოდ წლის მანძილზე 3 თავ ნიორს ვიყენებ) მაგრამ რაღაცა სასუქებით მოყვანა მაინც არ მინდა.\

სხვებსაც სიამოვნებით მოვუსმენ

Posted by: 1715 13 Aug 2011, 15:06
სასუქი ნივრისთვის აუცილებელია საერთოდ, თორე მიწას აფუჭებს smile.gif ეს ყველამ გაითვალისწინოს, ხო მარტო დიდი კბილები ითესება ეგეც გავარკვიე. ის მიწა რომელზეც მე მინდა ნივრის გაკეთება არის ერთი 5 წლის დაუმუშავებელი და ეხლა რო დავამუშავებ ეგეთ მიწაზე უფრო კარგად იზრდება...

მადლობ ამხელა კომენტარისთვის, იმედია ეს დისკუსია გაგრძელდება, ველოდები საიტებს და ლინკებს ნივრის მოვლაზე და წარმოებაზე ................ ქართულ ენაზე თუ იქნება უკეთესი, ერთ ლინკს მე დავდებ ოღონდ ქართული არაა >>>>>>>>>>>>>>>>>>> http://www.garlicfarm.ca/growing-garlic.htm . ასევე გაგვიზიარეთ ხალხო პირადი გამოცდილება მცოდნე ხალხმა. >>>>>>>>>>>>

ხო ეხლა გამახსენდა ჭორი იყო თემაში წელს ნიორი იმხელა ფასამდე არ ავაო, მამაჩემს აქვს ხილბოსტნის ოპტავოი ვკითხე და ნიორი უკვე 6-7 ლარამდე ავიდა და ზამთრისკენ 12-15 ლარამდეც ავაო wink.gif ჰექტარზე ცოტა ნაკლებ მიწაზე უნდა დავრგო 800-1000 კილომდე , ბევრი ხო არაა ? ხოდა რაღაც მომიჭორეს რო იმერეთში ვერ გაიხარებსო და ვინმემ იცის რამე ამის შესახებ ? მე მგონია პირიქით ნიორს უხდება ყინვა , თან იმერული ჟიშის ნიორი იმერეთში არ გაიხარებს, მოგეხსენებათ რომ უმეტესი ნიორი დღეს საქართველოში იმერული ჯიშია. ველოდები მაისს მოსავალი მოვიდეს, ლარის ფარგლებში ვყიდულობ კილო სათესლე ნიორს და იმენა ველოდები, მანამდე მიწას მოუვლი და გავარკვევ ყველაფერს

Posted by: Paranormal 13 Aug 2011, 15:11
1715
თუ საიდუმლო არ არის
ზესტაფონის რომელ სოფელში
გაქვს მიწა

Posted by: 1715 13 Aug 2011, 15:17
არგვეთაში მაქვს, ფეროს რომ გაცდები იქვეა ერთ-ორ კილომეტრში გადასახვევი smile.gif არავის აინტერესებს მგონი ნიორი, რაღაც ცოტა მპოსტავები გვყავს

Posted by: Paranormal 13 Aug 2011, 15:30
1715
ხო ვიცი არგვეთა გუშინ ვიყავი მანდ, ჩოლაბურში ვიბანავე..
რაც შეეხება ნიორს გამოცდილი ადამიანი გჭირდება მაგ სფეროში
პირადად მე ვერაფერს გირჩევ.

Posted by: b149 13 Aug 2011, 17:26
1715

რამდენი წონა დაგჭირდება დასათესად მე ასე გავიგე: ერთ თავს რამდენი დიდი კბილი აქვს დათვალე, მერე ვთქვათ 20 თავი რა წონა გამოდის დავთვალე და გავიგე წონა რამდენი ცალი კბილია. ეხლა აღარ მახსოვს თორემ დაგიწერდი.

მერე დათვლი რიგში 15 სმ-ზე და რიგთაშორის 25 სმ-ზე ფართობზე რამდენი კბილი დაგჭირდება და დაახლოებით მიიღებ რა წონა გჭირდება რა ფართობის დასათესად.

იმ პატარა კბილებს რავუყოთ მერე? smile.gif

Posted by: 1715 13 Aug 2011, 18:01
ხო ჩოლაბურში ჩაწვებოდა ისე კაცი smile.gif smile.gif

b149

მადლობა თემაში აქტიურობისთვის, კარგი იქნება თუ ამ თემის გარშემო ვიაქტიურებთ, დამიჯერეთ მომგებიანი საქმეა smile.gif აბა ვინც რა იცით ნიორზე ჩამოყარეთ smile.gif smile.gif

Posted by: b149 13 Aug 2011, 20:44
1715

გახსენებაზე ვიანგარშე და მივიღე რომ 0,5 ჰექტარს უნდა 1,250 კგ სათესლე, იმ გათვლით რომ 1 კგ 10 თავია და ერთი თავიდან 8 დიდ კბილს იყენებ. და ერთ მეტრში 3 რიგს თესავ და რიგში ყოველ 15 სმ თესავ smile.gif

Posted by: 1715 13 Aug 2011, 21:24
გაიხარე გაიხარე smile.gif შემდეგ ჩემი გამოანგარიშებით 1250 კგმ უნდა მოგცეს მოსავალი 10 ტონა, ანუ 1250X8 smile.gif ნუ ეს რათქმაუნდა ყველაფერი დაახლოებითი ამბებია რასაც ჩვენ ვანგარიშობთ აქ smile.gif მაგრამ იმედია სხვაც დაპოსტავს ამასობაში ვინმე რამეს საინტერესოს.......... ველით ცხელ-ცხელ პოსტებს ( ხო თან ვასწორებთ ერთი კგ 10 თავზე ბევრია. თან 8კბილი მინიმუმია, ანუ ვანგარიშობთ მინიმალურს) კიდე არავინ იცით რამე ამ საქმის შესახებ ხალხო ?

Posted by: ჯიმი ლევი 15 Aug 2011, 12:58
1715
QUOTE
ხოდა რაღაც მომიჭორეს

ჰოდა რომ არავინ არაფერი მოგიჭოროს , ვინმე პატიოსანი გლეხი იპოვე , ვისაც მაგის გამოცდილება აქვს და დაეკითხე .
მერე ჩვენც მოგვიყევი smile.gif .

Posted by: ignorant 15 Aug 2011, 23:54
პირველ არხზე რომ გადაცემაა "ჩვენი ფერმა", იქ საუბრობდა გამოცდილი ფერმერი, რომ 500კგ-ს დათესვით 20 ტონამდე მოსავალი მოდის ყველაზე ცუდ ვარიანტშიო.

QUOTE
არგვეთაში მაქვს, ფეროს რომ გაცდები იქვეა ერთ-ორ კილომეტრში გადასახვევი

ნიადაგი უნდა შეამოწმო მარგანეცით დაბინძურებული არ იყოს, ფერო ფილტრებს არ იყენებს და მთელი მტვერი სწორედ დასავლეთით მიდის.

Posted by: 1715 16 Aug 2011, 16:15
"ჩვენი ფერმა" მაგ გადაცემის ლინკი ხო არ აქვს ვინმეს ნიორზე რო საუბრობენ ? ან რა დღეებში გადის ეგ გადაცემა რომელ საათზე ? ? ?

Posted by: ignorant 16 Aug 2011, 16:28
QUOTE (1715 @ 16 Aug 2011, 16:15 )
"ჩვენი ფერმა" მაგ გადაცემის ლინკი ხო არ აქვს ვინმეს ნიორზე რო საუბრობენ ? ან რა დღეებში გადის ეგ გადაცემა რომელ საათზე ? ? ?

ყოველ ხუთშაბათს გადის 18:30 პირველი არხით. მაივიდეოზე შეგიძლია ნახო ჩანაწერი, თუმცა სამწუხაროდ 10 დღეზე ძველი გადაცემის ნახვა შეუძლებელია.

Posted by: 1715 16 Aug 2011, 16:36
არ არის დაბინძურებული იმიტო აქვთ გლეხებს მაგ სოფელში ნიორი და კარგად იხარებს ,მადლობ ყურადღებისთვის smile.gif 500 კგსგან 20 ტონა ? შეუძლებელია 4-5 ტონა შეიძლება smile.gif 500 კგ მაშინ 30 სქელი კბილი უნდა ქონდეს სათესლეს მარა მაინც შანსი არაა. ეგ კბილების მიხედვითაა და 8-10 კბილი აქვს სათესლე ნიორს და 500 კგ გაამრავლე 8-10ზე smile.gif

Posted by: musha_boquladze 16 Aug 2011, 16:50
1715
სხვათაშორიც მეც დიდი ხანია ვფიქრობ ნივრის მოყვანას მაგრამ ვერ გამიბედია, ჩემი ბედი რომ ვიცი რომ მოვკიდო ხელი მერე ბუმი ატყდება და ფასი დავარდება. მგონი უკევ ატყდა მაგის ბუმი smile.gif))
წარმატებები

Posted by: ჯიმი ლევი 17 Aug 2011, 00:32
musha_boquladze
ისე არ დავარდება ფასი , რომ ვერ იხეირო .
დაახლოებით ათმაგს იღებ დათესილიდან .
ასაღები ფასი მინიმუმ ლარებში იქნება და არა თეთრებში , როგორც მრავალი სხვა კულტურა , რომელიც დაახლოებით იგივე რაოდენობის მოდის როგორც ნიორი , ერთნაირ ფართობზე .

Posted by: mariusi 17 Aug 2011, 10:27
ნიორი საინტერესო თემაა და გასაღება როგორ ხდება იცის ვინმემ? ჯერ შენახვა უნდა მაგას სათანადო პირობებში და მერე გასაღება, კილოობით გაყიდვას ხომ არ დაიწყებ?

Posted by: 1715 17 Aug 2011, 11:36
გასაღება ? ვაჭრები თვითონ მოვლენ და იყიდიან , მაგალითად თუ საბითუმოში 9 ლარი ღირს და შენ 7.5 მიცემ სულ იყიდის რაც გაქვს biggrin.gif biggrin.gif მოთხოვნა დიდია... ჩვენი ფერმა მეც ვნახე გადაცემა, დიდი არაფერი უთქვამთ smile.gif 500კგ სათესლეს რაც შეეხება ის გარჩეული სათესლეზეა ლაპარაკი

Posted by: LARSI 17 Aug 2011, 11:51
აი საინტერესო მეთოდები ნივრის გაზრდის,წარმატებები
http://www.foodsmarket.info/news/content.php?id_news=989&id_groups=17
http://www.saduda.ru/?q=node/94
http://grunt.at.ua/publ/tekhnologii_vyrashhivanija_chesnoka/78

Posted by: 1715 17 Aug 2011, 15:09
მადლობა ლინკებისთვის smile.gif შეგიძლიათ ასევე შეხვიდეთ myvideo.geზე და ნახოთ პირველი არხი, 9 აგვისტოს 18 საათი არის გადაცემა "ჩვენი ფერმა" იქაც ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ ნივრის შესახებ >>>>>>>>>>>>>>>>>>>>> http://www.georgia-racha.ge/ge/main.php?id=1305745180 ესეც ცხელ-ცხელი ლინკი ქართულ ენაზე

Posted by: pawo_pawo 21 Aug 2011, 19:54
მასალა სად ვნახოთ იქნებ იცოდეს ვინმემ

Posted by: tavadze 14 Sep 2011, 02:35
1715 - წმინდა ბიზნესის კუთხით არასოდეს მომიყვანია ნიორი, მაგრამ სოფელში, გურიაში ყოველთვის გვქონდა ოჯახში და რაღაც პრაქტიკული გამოცდილება მაქვს. ჩვენ გვეთესა ვენახის მწკრივებში ისევე ჩაყოლებული, როგორც თავად ვაზია დარგული, მწკრივებს შორის კი სიმინდი გვეთესა ყოველტვის. სპეციალურად არ ვუვლიდით ნიორს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ვაზს და სიმინდს ვპატრონობდით ანუ გათოხნა, ბალახისგან გაწმენდა. არც სასუქი შეგვიტანია არასოდეს, მაგრამ ნაკელი კი შეგვქონდა ვენახში და ეგეც საზრდოობდა იმით. სამწუხაროდ, ახლა ვენახის მომვლელი იქ არავინ მყავს და რაკიღა არ იბარება, ნიორმა გადაფარა ყველა და ყველაფერი - სეზონზე ტყესავით არის. თუმცა ბალახს თუ მოაცლი, ბევრად უკეთეს მოსავალს მოგცემს. მიწაც ძაან ნოყიერი ვერ არის - თიხანარევია, მსუბუქი და შედარებით ცხელიც, მაგრამ რაკიღა ცოტა ფხვიერია, ნიორი მაინც კარგად ეგუება. ვერ იტანს სქელ, მოჭერილ, წითელ და აყალო მიწებს, რაც სალტესავით ეჭირება - ესეც გაითვალისწინე, უფრო ფხვიერი მიწა შეურჩიე. მე არ გამომიცდია, მაგრამ მეზობლისგან გამიგონია, რომ ყვავილობას როცა დაიწყებს, თავი უნდა გადაატეხოო - მთელი საკვები იმ ყვავილედში მიდის, ხოლო ტუ გადატეხავ, მაშინ ბოლქვი დამსხვილდებაო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ლოგიკურად სწორიც ჩანს და ცდაც შეიძლება, თუნდაც რამდენიმე ინდივიდზე.
დარგვა ხდება ოქტომბერში, მაქსიმუმ - ნოემბერში. ამდენად, უკვე მოდის მაგის დრო. ჩვენ დარგვაზე სპეციალურად არასოდეს შევწუხებულვართ - მაგას რომ იღებ მიწიდან, დიდ თავებთან ერთად მოყვება პატარ-პატარა თავებიც, დაახლოებით სიმინდის მარცვლის ოდენა. აი, იმას იქვე ვაცილებდით, როგორც ნაგავს, მაგრამ მიწაში ხომ რჩებოდა და ის ამოდიოდა. ზოგი მოჭრილ თავებსაც გამოყვებოდა და მერე დასუფთავებისას რაც გროვდებოდა, მეზობლებს მიჰქონდათ - მოაბნევდნენ თავის ბაღ-ბოსტანში და ამოდიოდა. ოღონდ ჩვენ რაღაც სხვა ჯიში გვაქვს - ხახვივით მთელი თავებია, უკბილო, მაგრამ ბოლო წლებში, კბილიანებიც მომრავლდა, ოღონდ ის კბილებიც ბევრად დიდებია, ვიდრე - ჩვეულებრივი ქართულისა. ეს დამტვერვის ბრალია თუ რისი, ვერ გეტყვი. არადა, არც მეზობელი მყავს იმდენად ახლოს, დამტვერვა მოეხდინა, ხოლო ჩვენ იშვიათად ვრგავდით ჩვეულებრივ ნიორს - ეს უფრო ცხარეცაა და შესაბამისად ცოტა გჭირდება, თან დიდებია და უფრო ხვავრიელი, დასამუშავებლადაც ბევრად მოსახერხებელი.
სასუქის ნაცვლად, საშუალება თუ გაქვს და ნაკელს შეიტან, ორმაგად კარგია - ნიადაგსაც მოუხდება და ნიორიც იფეთქებს, უყვარს მასეთი მიწა. ნაკელზე ამოსულს ფოთლებიც კი განსხვავებული ჰქონდა - უფრო ხასხასა მწვანე, უფრო ფართო და სქელი.
და მექანიზაციის ამბები ხომ არ იცის ვინმემ ანუ მანქანა-დანადგარი, რომელიც დატესვა-კულტივაცია-ამოღებიდან რომელიმეს მაინც რომ აკეტებდეს? ყველაზე შრომატევადი ამოღებაა, თორემ დანარჩენს კიდევ მოუვლი კაცი.

Posted by: 1715 15 Sep 2011, 01:29
tavadze

გაიხარე დიდი მადლობა, თემა ნუ მოვკალით, ცოტა ვიაქტიუროთ ხალხო smile.gif

Posted by: iase 15 Sep 2011, 15:12
არის ვინც ერთნაირად აიღებს 9-10 ტონას?

6-7 ლარში კილოს

Posted by: ekonomika 15 Sep 2011, 22:56
QUOTE
არის ვინც ერთნაირად აიღებს 9-10 ტონას?

ერთი ოთხი ცალი მაინც მომეცი . მემგონი გრიპი მეპარება smile.gif)))))

Posted by: 1715 16 Sep 2011, 01:32
გურიაში მქონდაო ადამიანმა ნიორიო, მე ზეტაფონში მინდა გავაკეთოთქო და დასავლეთში არ მოდისო, გურიაში თუ მოდის ზესტაფონში არ მოვა ?

Posted by: Mateo Falcone 22 Sep 2011, 18:32
1715
QUOTE
გურიაში მქონდაო ადამიანმა ნიორიო, მე ზეტაფონში მინდა გავაკეთოთქო და დასავლეთში არ მოდისო, გურიაში თუ მოდის ზესტაფონში არ მოვა ?

გურული რას გეტყოდა აპა...

Posted by: tavadze 25 Sep 2011, 17:36
Mateo Falcone
QUOTE
გურული რას გეტყოდა აპა...

დაგეწვას ჰუმორი, მარა სად გქონია რო. biggrin.gif
1715
QUOTE
გურიაში მქონდაო ადამიანმა ნიორიო, მე ზეტაფონში მინდა გავაკეთოთქო და დასავლეთში არ მოდისო, გურიაში თუ მოდის ზესტაფონში არ მოვა

დასავლეთში როგორ არ მოდის, თუ მოიყვან. ამ ზაფხულს ბიზნეს-კურიერში ცაგერიდან ჰქონდათ რეპორტაჟი მომზადებული, რომელიღაც სოფელში ადგილობრივ მასწავლებელს გრანტით წამოუწყია ნივრის ბიზნესი.
ზესტაფონზე მხოლოდ იმას გირჩევ, რომ შედარებით ფხვიერი ნიადაგი შეურჩიე - ის აყალო მიწები, ქვევრებს და ამგვარებს რომ აკეთებენ, არ გამოადგება, სქელი მიწებია და არ გაუშვებს, კარგად ვერ გაიხრდება.

Posted by: Mateo Falcone 25 Sep 2011, 20:00
შაიძლება ჩაინიკური კითხვებია ნამეტანი მაგრამ, სრულიად სერიოზულად ვფიქრობ ნივრის მოყვანას, ჰოდა:

1. რა მდგომარეობით უნდა დაითესოს ნიორი, ანუ ყუნწი საით, ქვევით თუ ზევით?

2. გაზაფხულზე დათესილი ნიორი რით განსხვავდება შემოდგომაზე დათესილისგან?

3. დამთესავი ტრაქტორი არ არსებობს რამე ნივრის? რამდენიმე ჰექტარზე 15 ს.მ დაშორებაზე სათითაოდ ნიორს რა დათესავს ხელით ხალხო?

4. დათესვის მერე მორწყვა უნდა?

5. დათესვას სპეციალური კვლები სჭირდება ხომ და როგორ კეთდება?

5. ნაიონჯარ მიწაზე თუა რამე პრობლემა?

6. ოპტიმალურ ვარიანტში რამდენი ხნით ადრე უნდა მოიხვნას მიწა და კიდევ რაა საჭირო დათესვამდე?

7. ნივრის შემდეგ რა კულტურის დათესვა-მოყვანა შეიძLება იგივე ტერიტორიაზე.

8. ნანიორალი მიწის გამდიდრების შანსი არ არსებობს რომ იმავე წელს ნიორი დავთესო?

* * *
tavadze
QUOTE
დაგეწვას ჰუმორი, მარა სად გქონია რო. 

user.gif

Posted by: tavadze 25 Sep 2011, 21:47
Mateo Falcone
QUOTE
შაიძლება ჩაინიკური კითხვებია ნამეტანი მაგრამ, სრულიად სერიოზულად ვფიქრობ ნივრის მოყვანას, ჰოდა:

რაც გამოცდილებით ვიცი, იმაზე გიპასუხებ.
QUOTE
1. რა მდგომარეობით უნდა დაითესოს ნიორი, ანუ ყუნწი საით, ქვევით თუ ზევით?

ცხადია, ზევით. smile.gif
QUOTE
2. გაზაფხულზე დათესილი ნიორი რით განსხვავდება შემოდგომაზე დათესილისგან?

რით განსხვავდება, არ ვიცი (მგონი, საერთოდ ვერ იხარებს), მაგრამ ოქტომბერია საუკეთესო ვადა. ჰა-ჰა - ნოემბერიც, მაგრამ ეგ ცოდა დაგვიანებულად კი ითვლება უკვე.
QUOTE
4. დათესვის მერე მორწყვა უნდა?

რადგან შემოდგომაზე ითესება, როცა ნესტი ისედაც საკმარისია, დათესვისას არ უნდა. ეგ ტენს ისეც ვერ ეგუება.
QUOTE
3. დამთესავი ტრაქტორი არ არსებობს რამე ნივრის? რამდენიმე ჰექტარზე 15 ს.მ დაშორებაზე სათითაოდ ნიორს რა დათესავს ხელით ხალხო?

ეგ მეც ვიკითხე. საერთოდ - ტექნიკა ნებისმიერი სამუშაოსთვის, თუმცა დატესვაზე უფრო რთული ამოღების პროცესი მგონია.

QUOTE
5. დათესვას სპეციალური კვლები სჭირდება ხომ და როგორ კეთდება?

არის მინი-ტრაქტორები და კვლები იმითაც შეგიძლია, გაავლო, თუ არადა, მამაპაპური მეტოდი - თოხი და მისი ჯანი. სპეციალური სატესი ტრაქტორებიც არის - მიდიხარ, ტან კვალს ავლებს და ტან თესლს ყრის შიგ, მაგრამ ეგ რაკიღა კბილებით იტესება, არა მგონია, ის გამოგადგეს.

QUOTE
5. ნაიონჯარ მიწაზე თუა რამე პრობლემა?

რატომ უნდა იყოს რამ,ე პრობლემა? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, არანაირი პრობლემა არ იქნება.
QUOTE
8. ნანიორალი მიწის გამდიდრების შანსი არ არსებობს რომ იმავე წელს ნიორი დავთესო?

წელიწადში ორს ვერ ასწრებს, როგორც ვიცი.

QUOTE
7. ნივრის შემდეგ რა კულტურის დათესვა-მოყვანა შეიძLება იგივე ტერიტორიაზე.

ნიადაგს ფიტავსო, აქ დაწერეს, რაც, შესაძლოა, მართალიც იყოს - ჩემი დაკვირვებით.

Posted by: Mateo Falcone 25 Sep 2011, 23:35
tavadze
QUOTE
ეგ მეც ვიკითხე. საერთოდ - ტექნიკა ნებისმიერი სამუშაოსთვის, თუმცა დატესვაზე უფრო რთული ამოღების პროცესი მგონია.

ინტერნეტში შემხვდა ჩინური ტრაქტორები კარტოფილის და ნიორის ასაღები. დასათესი ვერ ვნახე.

QUOTE
წელიწადში ორს ვერ ასწრებს, როგორც ვიცი.

არა, 1 წელიწადში ორი მოსავალი არ მიკითხავს. ანუ მიყოლებით, წლების გამოტოვების გარეშე ნივრის დათესვა თუ შეიძლება მეთქი იგივე მიწაზე?

Posted by: 1715 26 Sep 2011, 02:32
კი შეიძლება, მაგრამ მოკლედ 3ჯერ უნდა ნიორს სასუქი, რომ მიწა არ გააფუჭოს smile.gif მაგრამ ზუსტად რომელი სასუქი არ ვიცი, ანუ სანამ დათესავ მანამდე უნდა მიცე მიწას სასუქი, დათესილზეც მერე ორჯერ მგონი ეგრე უნდა და ვსო მოიყვან შემდეგ წელსაც smile.gif

Posted by: Makulatura 26 Sep 2011, 02:38
QUOTE
ნიორი

ამ ურჩხულზე წიგნის დაწერას ვაპირებ

10 ლარიო!

Posted by: 1715 26 Sep 2011, 02:39
Makulatura

???????????????????????????????????????????

Posted by: Mateo Falcone 26 Sep 2011, 05:26
tavadze
QUOTE
ცხადია, ზევით. 

დარწმუნებული ხარ?

http://www.radikal.ru
სურათში რომ ყუნწიდან ფესვები მოდის?

Posted by: akkai 26 Sep 2011, 06:55
QUOTE
შაიძლება ჩაინიკური კითხვებია ნამეტანი მაგრამ, სრულიად სერიოზულად ვფიქრობ ნივრის მოყვანას, ჰოდა:

Mateo Falcone
სად აპირებ მოყვანას?

მააანდ სადაც ხაარ?

Posted by: tavadze 26 Sep 2011, 12:04
Mateo Falcone
QUOTE
დარწმუნებული ხარ?

სურათში რომ ყუნწიდან ფესვები მოდის?

ყუნწში მე ვიგულისხმე ის მწვანე ნაწილი, ხოლო ფესვები საიდანაც მოდის, ეგაა ძირი და ეგ უნდა ჩაიდოს მიწაში. ახლა შენ როგორც გინდა, ისე ჩარგე. biggrin.gif
QUOTE
ინტერნეტში შემხვდა ჩინური ტრაქტორები კარტოფილის და ნიორის ასაღები.

ინწერესნა... baby.gif

Posted by: Mateo Falcone 26 Sep 2011, 12:26
akkai
არა კაცო, აქ მიწა ვინ მომაშავა... biggrin.gif

tavadze
QUOTE
ინწერესნა

როგორ მუშაობს, რა ეფექტურობით და რამე არ ვიცი, გუგლში ჩავწერე ნივრის მკრეფავი და ამოაგდო biggrin.gif

http://spanish.alibaba.com/product-gs/automatic-garlic-harvesting-machine-0086-15238020689-426311562.html

http://spanish.alibaba.com/product-gs/high-efficiency-garlic-harvesting-machine-459043774.html

http://www.radikal.ru
* * *

* * *
აჰა. საბოლოოდ ვიპოვე.

დასათესიც არსებობს და ასაღებიც.

http://www.erme-france.com/esp/plantadoras_de_ajo.html

Posted by: tavadze 27 Sep 2011, 13:07
Mateo Falcone
QUOTE
აჰა. საბოლოოდ ვიპოვე.

დასათესიც არსებობს და ასაღებიც.

აუ, ასაღები ნაღდად შემეხარბა - ასეთი რომ მომცა, გავარტყი ამ ჩემს კატორღა სამსახურს. biggrin.gif
ხუმრობის გარეშე კი რა სერიოზულად ჩამოვრჩებით, მსგავსი რამეები ჩვენთვის ხომ წარმოუდგენელია. sad.gif sad.gif რამხელა შრომას იადვილებენ ადამიანები ამით, ჩვენ კი თოხის და ბარის იმედზე ვართ. თოხით და ბარით იქნებ ტავი ირჩინო როგორმე, ისიც დიდი გაჭირვებით, მაგრამ ბიზნესის წარმოება გამორიცხულია.

Posted by: ჯიმი ლევი 27 Sep 2011, 13:28
tavadze
და ბიზნესის საწარმოებლად რაა საჭირო ირაკლი ?
სერიოზულად . ჩათვალე , რომ ადამიანი დაინტერესებულია მაგ ბიზნესით . შეგიძლია ბიზნეს გეგმა შეადგინო ? მგონი არ უნდა გაგიჭირდეს შენი გამოცდილების გათვალისწინებით .
ბიზნესგეგმა რა ... ისე რა , ზედაპირული . ხარჯთაღრიცხვა - მიწის და მაგ ჩინური ტრაქტორების საყიდი ფულით დაწყებული , დასარგავი ნიორით და მიხედვით დამთავრებული .

უბრალოდ მაინტერესებს smile.gif .

Posted by: xucishvili 27 Sep 2011, 14:06
მოკლედ ყველაზე მომგებიანია ადრეულა ნიორი ,ანუ გაზაფხულის ბოლოს უკვე მოსავალი დაბინავენული იქნება ,
ხო კიდევ პოსტებში შევნიშნე რომ როგორ უნდა დაითესოსო თავი საით უნდა ქონდეს , ასეთი ცოდნის ნიორს ვერ მოვიყვანს ნანახი მაინც უნდა ქონდეს კაცს

რამდენიმე ზოგად სასარგებლო რჩევას დავწერ
მოკლედ თუ ნიადადი წინა წელს დაუმუშავებელი იყო და პირველად ვამუშავებთ ზაფხულში უნდა მოიწამლოს ეს ნიადაგი (დაუმუშავებელი) ბალახის საწინააღმდეგო პრეპარათით დამუშავების შემდეგ ისევ მოიწამლოს ნიადაგი და ისე დაითესოს
დათესვა უნდა მოხდეს აუცილებლად ხელით შეიძლება არსებობს დასათელი მოწყობილობა (რაც მე არ მინახავს) მარა ის ისე ვერ დათესავს ,(ზედმეტ ხარჯებთან გვექნება საქმე)

Posted by: Mateo Falcone 27 Sep 2011, 15:57
xucishvili
QUOTE
დათესვა უნდა მოხდეს აუცილებლად ხელით შეიძლება არსებობს დასათელი მოწყობილობა (რაც მე არ მინახავს) მარა ის ისე ვერ დათესავს ,(ზედმეტ ხარჯებთან გვექნება საქმე)

ვერ დაგეთანხმები. მაგალითისთვის 10 ჰექტარი რომ მქონდეს დასათესი, რომელ ზედმეტ ხარჯებზეა ლაპარაკი? ხელით 10 ჰექტარი როგორ უნდა დათესო, რამდენ ხანში და რამდენი ხელით?
* * *
QUOTE
ასეთი ცოდნის ნიორს ვერ მოვიყვანს ნანახი მაინც უნდა ქონდეს კაცს

ვერც ამაში ვერ დაგეთანხმები.

არასდროს მიწაზე არ მიმუშავია, მომავალი შემოდგომისთვის შევადგენ ბიზნეს გეგმას (შიდა მოხმარებისთვის, ანუ ჩემთვის მხოლოდ) შევაგროვებ მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციას, რჩევებს, იდეებს, მიწასაც ვიყიდი (ან ვიქირავებ), საცდელად დავთესავ პირველ წელს მაქსიმუმ 1 ჰექტარს, თუ გაამართლა მერე ტრაქტორსაც ვიყიდი თავის დასათეს-ასაღებიანად და თუ ვერ მოვიყვან მაგასაც ვნახავთ smile.gif
* * *
xucishvili
QUOTE
მოკლედ ყველაზე მომგებიანია ადრეულა ნიორი ,ანუ გაზაფხულის ბოლოს უკვე მოსავალი დაბინავენული იქნება ,

რატომაა მომგებიანი?

Posted by: tavadze 27 Sep 2011, 17:34
ჯიმი ლევი
QUOTE
და ბიზნესის საწარმოებლად რაა საჭირო ირაკლი ?

უპირველესად - კაპიტალი მაგ ტექნიკის შესაძენად, თორემ მიწაც არსებობს (ბლომადაც) და მუშახელიც მოიძებნება. უბრალოდ, ასე უცებ მართლა ვერ გეტყვი, მუშას რამდენი დასჭირდება და ამგვარები. კაპიტალში ტექნიკის შესაძენი ფული ვიგულისხმე.

Posted by: xucishvili 29 Sep 2011, 07:57
Mateo Falcone
QUOTE
ევადგენ ბიზნეს გეგმას

არანაირი ბიზნეს გეგმის შედგენა აარ სჭირდება ნიორს თესავ
QUOTE
ტრაქტორსაც ვიყიდი თავის დასათეს-ასაღებიანად

75 ათასი უნდა მარტო ტრაქტორს და დასათეს ასაგებიც ხომ უნდა იყიდო უკვე 6 ნიშნა თანხააა
მიმიმუმ 100 000 ი მქონდეს და ნიორი დავთესო biggrin.gif
QUOTE
რატომაა მომგებიანი?

იმიტომ არის მომგებიანი რომ ადრ ე მოდის მოსავალი გვალვაც ვერ აფუჩებს იმიტომ რომ მაისში გვალვა არ არის , ხოდა მერე ამ ნივრის აღების შემდეგ შეგიძლია ნიადაგი კიდევ გამოიყენო, ბაზარში მაგ დროს ფასი აქვს ნიორს ძვლელი ილევა და ახალი არ არის ხოლმე ამიტომაა მომგებიანი

QUOTE
თუ გაამართლა

წარმატებები

Posted by: tavadze 29 Sep 2011, 09:17
xucishvili
QUOTE
იმიტომ რომ მაისში გვალვა არ არის ,

ამ დროს ერთ-ერთი გვალვიანი თვეა - ტრადიციულად, როგორც ივნისი - წვიმიანი. wink.gif
QUOTE
ბალახის საწინააღმდეგო პრეპარათით

შეგიძლია, ამაზე ცოტა დაწვრილებით? baby.gif სახელი, სად ვიყიდო, ფასიც - მიახლოებით და ა. შ.

Posted by: xucishvili 29 Sep 2011, 10:16
tavadze
მაისი სულ წვიმიანია

QUOTE
შეგიძლია, ამაზე ცოტა დაწვრილებით?სახელი, სად ვიყიდო, ფასიც - მიახლოებით და ა. შ.

ძირითადად გავრცელებულია კლინი და ნოკდაუნი ერთი აგარ მახსოვს ,კიდევ არის ურაგანი ბიომასის გამანადგურებელია ცოტა ძვირი ღირს
ვენახის შესაწამლებთან ერთად იყიდება

Posted by: GunsN 29 Sep 2011, 10:22
აქამდე უნდა დამუშავებულიყო უკვე მიწა, არც ეხლა არის გვიანი.

Posted by: Mateo Falcone 29 Sep 2011, 13:39
xucishvili
QUOTE
75 ათასი უნდა მარტო ტრაქტორს და დასათეს ასაგებიც ხომ უნდა იყიდო უკვე 6 ნიშნა თანხააა

ტრაქტორს ვიქირავებ, ასღებ-დასათესი გაცილებით ნაკლები ჯდება და გარდა ამისა ყიდვას პირველივე წელს არ ვაპირებ smile.gif

QUOTE
არანაირი ბიზნეს გეგმის შედგენა აარ სჭირდება ნიორს თესავ

ძალიან ძალიან ცდები. ბიზნეს გეგმა ცოტა შთამბეჭდავად ჟღერს biggrin.gif , მაგრამ ელემენტარული გათვლების გარეშე ნივრის დათესვაც არ შეიძლება.

QUOTE
იმიტომ არის მომგებიანი რომ ადრ ე მოდის მოსავალი გვალვაც ვერ აფუჩებს იმიტომ რომ მაისში გვალვა არ არის , ხოდა მერე ამ ნივრის აღების შემდეგ შეგიძლია ნიადაგი კიდევ გამოიყენო, ბაზარში მაგ დროს ფასი აქვს ნიორს ძვლელი ილევა და ახალი არ არის ხოლმე ამიტომაა მომგებიანი

აი ეს არ ვიცოდი, საინტერესოა smile.gif ყველაზე საინტერესო კი მგონის მიწის მეორედ გამოყენება უნდა იყოს.

Posted by: xucishvili 29 Sep 2011, 15:15
Mateo Falcone
შთაბეჩდილება ასეთი რჩება შენ რომელსაც არანაირი გამოცდელება არ გაქვს ამ სფეროში მე რომელსაც თითქმის ყველა კულტურასთან მქონია შეხება მასწავლი როგორ გაკეთდეს რა და როგორ .კაი გენაცვალე ამის მერე შენ შეგეკითხება როგორ გავაკეთო ხოლმე .

QUOTE
ყველაზე საინტერესო კი მგონის მიწის მეორედ გამოყენება უნდა იყოს.

რათქმა უნდა ორი წლის მისაღებ მოსავალს ერთ წელში იღებ

Posted by: Mateo Falcone 29 Sep 2011, 16:01
xucishvili
QUOTE
შთაბეჩდილება ასეთი რჩება შენ რომელსაც არანაირი გამოცდელება არ გაქვს ამ სფეროში მე რომელსაც თითქმის ყველა კულტურასთან მქონია შეხება მასწავლი როგორ გაკეთდეს რა და როგორ .კაი გენაცვალე ამის მერე შენ შეგეკითხება როგორ გავაკეთო ხოლმე .

ძალიან უცნაური და მცდარი დასკვნაა. არ ვიცოდი სხვა დადებით თვისებებთან ერთად ნიორი ჰალუცინოგენიც თუ იყო. კონკრეტული კულტურების მოყვანაში რა უნდა გასწავლო შე კაი კაცო, ნიორი რა მდგომარეობით ითესება ის არ ვიცი და რჩევებს ვითხოვ აქ, არ ვარიგებ. მაგრამ ტრაქტორი ხარჯებს გაგიზრდისო ეგ მარგალიტია smile.gif

Posted by: tavadze 30 Sep 2011, 03:48
xucishvili
QUOTE
tavadze
მაისი სულ წვიმიანია

ვითომ? biggrin.gif
QUOTE
ძირითადად გავრცელებულია კლინი და ნოკდაუნი ერთი აგარ მახსოვს ,კიდევ არის ურაგანი ბიომასის გამანადგურებელია ცოტა ძვირი ღირს
ვენახის შესაწამლებთან ერთად იყიდება

აი, ამისთვის კი დიდი მადლობა. გავითვალისწინებ.

Posted by: dubrovski 30 Sep 2011, 13:01
zabzu

QUOTE
ზესტაფონში არა მგონია მაგან გაამართლოს, ხარისხი არ აქვს ისეთი როგორიც დავუშვათ აღმოსავლეთის ნიორს აქვს,

მე პირადად იმერეთში და განსაკუთრებით გურიაში მაქვს ნანახი გიგანტური ზომის ნივრები, მართალია ეს უბრალოდ ბოსტანში საოჯახო მეურნეობისთვის მოყვანილი ნიორი იყო, მაგრამ ზომებით მართლა ძალიან დიდები იყო.
თუმცა ამ საქმეში გამოცდილი აგრონომების და პრაქტიკოსი მეურნეების აზრის დაკითხვა სჯობს, ჩემი აზრით ფინანსისტ-ეკონომისტების მოსაზრებების გაგებას.

Posted by: zumbito 2 Oct 2011, 18:42
და რეალიზაციის ამბავი როგორაა
რა მოთხოვნაა ნიორზე საქართველოში და რა კანალებია უცხოეთში
ბაზარში ხომ არ გაყიდი 10 ტონა ნიორს
ვიღაცას უნდა ჩააბარო ოპტომ, ერთს ან ორს

Posted by: 1715 3 Oct 2011, 00:49
რეალიზაციას რაც შეეხება, კახეთში მოსავლის დროს თვითონ მოდიან მანქანები და ამოღებასაც არ გაცლიან ეგრევე ყიდულობენ, ტონაში 2700-3000 იხდიან დაახლოებით smile.gif მაგას რო შევესწარი ერთი 2 ნაკვეთზე , მაგიტომ გამიჩნდა სურვილი დამეწყო ეგ საქმე, იმიტო სათესლე რაც გაქვს დაახლოებით 11-12მაგდება, ანუ ტონა 12 ტონამდე გაძლევს და თან ერთი ჰექტარი საკმარისია რომ 20ტონამდე მოიყვანო (თან კიდე სათესლეს იაფად ვშოულობ) biggrin.gif

Posted by: batutra 3 Oct 2011, 01:11
1715

1 ჰექტარზე მოდის 12 ტონა ნიორი? ეგ რამე განსაკუთრებული თესლია თუ საერთოდ ეგრე მოდის? მე მინდა ნივრის მოყვანა, უბრალოდ ჯერ საკმარისი ცოდნა არ მაქვს და ვსწავლობ რაღაცეებს, საკმარისად რო ვისწავლი და დავთვლი კი გავაკეთებ მერე smile.gif

უბრალოდ ეგ მართლა მაინტერესებს, რამდენი მოდის 1 ჰექტარზე, მიახლოებით მაინც რო თქვათ კარგი იქნება. და სადაა მაგისთვის ყველაზე კარგი მიწა? რომელი რეგიონში?

Posted by: dubrovski 3 Oct 2011, 03:56
batutra
QUOTE
1 ჰექტარზე მოდის 12 ტონა ნიორი? ეგ რამე განსაკუთრებული თესლია თუ საერთოდ ეგრე მოდის? მე მინდა ნივრის მოყვანა, უბრალოდ ჯერ საკმარისი ცოდნა არ მაქვს და ვსწავლობ რაღაცეებს, საკმარისად რო ვისწავლი და დავთვლი კი გავაკეთებ მერე

ეგრეა-ეგრე, ერთ ჰექტარზე 12-15 ტონა მოდის, თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების გამოყენების 20 ტონამდეც კი ასის მოსავალი.

მაგრამ ხახვი მაინც შეუდარებელია 1 ჰა-ზე 80-110 ტ. მოდის... თუმცა ნივრისა და ხახვის ფასთა სხვაობის გათვალისწინებით შემოსავალი მიახლოებით ტოლი გამოდის.

Posted by: b149 3 Oct 2011, 15:42
xucishvili

გასულ წელს ცოტა ნიორი მოვიყვანე და რაღაც გამოცდილება მაქვს...

შეგიძლიათ დამაკვალიანოთ, იმავე ნაკვეთში შეიძლება თუ არა წელს ისევ დათესვა?

მაქვს სხვა ნაკვეთიც, მაგრამ ის დაუმუშავებელია. მოდი იმ ნაკვეთისთვის ჩამომიწერეთ რა უნდა გავაკეთო?

1. კლინით შეწამვლა
2. მოხვნა
3. ისევ კლინით შეწამვლა
4. კულტივაცია
(თუ პირიქით, მოხვნა/კულტივაცია/ისევ შეწამვლა?)
5. დათესვა

ამოსვლის შემდეგ მაინტერესებს რამდენჯერ უნდა გათოხვნა, გამარგვლა, შეწამვლა ან თუ რამ სხვა ჭირდება და სავარაუდოდ რომელ თვეში?

ბიზნეს გეგმა არა, მაგრამ ამ პროცედურების ფასებს რომ ჩამწერთ ერთ ჰექტარზე 12-ის 3000-ზე გამრავლება უკვე არც ისე მომხიბვლელი იქნება smile.gif, თუმცა მოგება მაინც უდავოა!!

Posted by: Mateo Falcone 4 Oct 2011, 13:08
batutra
QUOTE
1 ჰექტარზე მოდის 12 ტონა ნიორი?

მოვა, მაგრამ ცოტა ძვირი დაჯდება ამდენის მოყვანა. მხოლოდ დათესე-ამოიღე პროცედურით ამდენს ვერ მოიყვან.

დამწყები მენივრე ცოტა ხარჯების დაზოგვით 7-8 ტონას მოიყვანს უპრობლემოდ. მაგრამ თუ ხარჯებს არ დაზოგავ და გამოცდილებასაც დაამატებ, მიიღებ 12 ტონასაც და მეტსაც.

batutra
QUOTE
საკმარისად რო ვისწავლი და დავთვლი

ვისწავლი და დავთვლი მეთქი რომ ვთქვი, აქ ქოქოლა მომაყარეს - ჭკუას ნუ გვარიგებ, ნიორს რა დათვლა უნდაო...

Posted by: batutra 6 Oct 2011, 00:24
b149

დახმარებით ვერ დაგეხმარები სამწუხაროდ, მაგრამ 1 შეკითხვა მაქვს შენთან, რამდენი მოიყვანე? და რეალიზაციის ამბავი როგორ იყო? თუ უბრალოდ საცდელი ვარიანტი იყო და არ გაგიყიდია? თუ საიდუმლო არაა, კარგი იქნება თუ გვეტყვი. smile.gif

dubrovski

ნივრისთვის შესაბამისი მიწები რომელ მხარეში უნდა ვეძებო უფრო? და მაინტერესებს კახეთის მიწები ყხდეა თუ არა?!

Mateo Falcone

თუ მაგდენი ინფორმაცია და ცოდნა გაქვს ნიორთან დაკავშირებით, შეგიძლია რო ზემოთ დასმულ შეკითხვებზე მიპასუხო და კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს და რჩევა მჭირდება. თუ შეგიძლია ან პირადში მომწერო, ან სკაიპში ან რავიცი სადმე რა biggrin.gif
დიდად მადლობელი დაგრჩები .

Posted by: b149 6 Oct 2011, 23:21
batutra

დავთესე 0.2 ჰექტარზე, ჩემთვის ეგ ბევრიც იყო smile.gif, 16X100მ რიგი, აქედან 9 რიგი შემოდგომაზე დავთესე, 6 გაზაფხულზე

შემოდგომის ნათესი აშკარად უფრო ყოჩაღი იყო, გლეხები მეუბნებოდნენ, გაზაფხულზეც შეიძლებაო და მეც გადავდე, მაგრამ ყველას გირჩევთ შემოდგომით დათესოთ.

რაოდენობა ბევრი არ იყო, არ გამიყიდია, ვფიქრობ რაც ავიღე ეხლა სათესლედ გამოვიყენო, მაგრამ მუშახელის და ტრაქტორების ამბავს მამაჩემი აგვარებს და იმდენს უხდის (ჩემი ჯიბიდან) და ისე ეფერება მუშებს, ისე მიხსნის რომ ისინი მთელი დღე მუშაობენ და ეს ძნელია, შეიძლება ნერვებმა ვერ გამიძლოს და აღარ დავთესო.

Posted by: NITSA_144 6 Oct 2011, 23:24
სერიოზულად მაინტერესებს , ხუმრობის გარეშე, რამ გამოიწვია ნიორის ასე გაძვირება ვინმემ ამიხსნას რა, ინტერესი მკლავს..
მადლობა
smile.gif

Posted by: batutra 6 Oct 2011, 23:30
b149

ხო, ეგ მეც გავიგე რო შემოდგომის უკეთესიაო, ე.ი. სიმართლესთან ახლოს ყოფილა ეგ ნათქვამი. მთავარია ეგ ყველა ხარჯი ამოიღო და მოგებაში წახვიდე, ისეთ მოგებაზე რო ღირდეს. თუ რის წვალებად და კარგი ფული მოაქვს მაშინ კარგია, ნუ წვალების გამო არაფერი გამოდის, ეგ თავისთავად. მეც რო დავაპირებ ისე მაქვს გათვლილი რო ეკონომიის გაკეთება არ მინდა. ანუ ფულის ყრას კი არ ვაპირებ, მარა მოჟმოტვაც არ მინდა, მინდა მაქსიმალურად ყველაფერი სწორედ, დროულად და კარგად გავაკეთო რო კარგად გამოვიდეს რა. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ნივრისთვის შესაფერისი მიწები საითაა და აქ ჯერ ვერავინ დამეხმარა. sad.gif

Posted by: b149 7 Oct 2011, 11:12
batutra

მაშინ მეც გკითხავ რა smile.gif
საითაა მიწები ისიც რომ არ იცი, საითმე რომ აირჩევ იქ მუშახელი როგორ უნდა იშოვო? ან ტრაქტორი როგორ უნდა იპოვო მისახნავად? ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ეგაა

Posted by: Mateo Falcone 7 Oct 2011, 12:09
b149
QUOTE
საითაა მიწები ისიც რომ არ იცი, საითმე რომ აირჩევ იქ მუშახელი როგორ უნდა იშოვო? ან ტრაქტორი როგორ უნდა იპოვო მისახნავად? ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ეგაა

კაცო, ოკლაჰომას შტატში კი არ ეძებს მიწებს.... საქართველოა.. ან მუშახელი რა პრობლემაა, ან ტრაქტორი?

QUOTE
ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ეგაა

ეხლა უფასოდ თუ გინდა, იქნება პრობლემა, მაგრამ ტრაქტორი როგორ ვერ უნდა იშოვო კარგი რა...

Posted by: 1715 7 Oct 2011, 13:45
შევეცდები გიპასუხოთ გასაგებად მაგ კითხვებზე : მოკლედ კახეთში არის ყველაზე კარგი ეგ ამბავი, მიწას გასინჯვაც კი არ სჭირდება ყველგან მოდის, მაგლითად თუ სხვაგან დათესავ და 7-8ტონა მოვა კახეთში 15 ტონა მოვა იგივე ზომის მიწაზე, ერთი ჰექტარის ფასი 250-350 ლარის ფარგლებში მერყოებს ქირაობა smile.gif ჩემ მამიდაშვილს აქვს ეხლა კახეთში 300 ლარად ჰექტარი სადაც გაშვებული აქვს ნიორი, ელოდება 15ტონას ან ცოტა მეტს smile.gif ტრაქტორი და მუშა ხელი კიდე პრობლემა არაა, ტრაქტორს სალიარკას მისცემ და ცოტა ფულს ზევიდან მოგიხნავს კი არა თან გადაყვება, დათესვავს სჭირდება დაახლოებით 10 ქალი, რო ერთ ჰექტარზე ერთ დღეში დაგითესონ , 17ლარს აძლევ თითოს smile.gif

მოსავლის აღებას და რელიზაციას რაც შეეხება იგივე პრინციპით იღებ მოსავალს, ისევ ქალები გინდა, იგივე თანხაში ჯდები smile.gif იხვეწებიან იქ დათესვაზე ქალები მოვლენ 10 მიცემ 170 ლარს გაიყოფენ, ეგრეა ამოღების დროსაც... მერე დადიან მარშუტკებით და იბარებენ ნიორს, ანუ სადმე გატანა წესით არ უნდა მოგიწიოს, აიღებ ნიორს ერთი 2 ტონა სათესლეს შენთვის შეინახავ გასაშრობად დანარჩენს იქვე რო მოვლენ 2ლარიდან 2.8ამდე მაგ ფასებში აბარებ რა დაახლოებით wink.gif

კახეთში ვაბშე ახლობელი თუ გყავს ხო საერთოდ მაგარია ეგ ამბავი რა, იქვე მიწა თუ აქვს გააკეთებ იმის მიწაზე, ყარაულიც გეყოლება , მომვლელიც და რათქმაუნდა პატარა წილსაც მიცემ ბოლოს smile.gif

Posted by: Mateo Falcone 7 Oct 2011, 18:57
1715
მიწას მარტო მოხვნა უნდა? გაფხვიერება? სხვა რა სამუშაოებია კიდევ მიწაზე გააკეთებელი? დათესვის შემდეგ თოხი ან სხვა რაე არ უნდა?

Posted by: 1715 7 Oct 2011, 19:14
მაგდენი აღარ ვიცი, მეც გასაგები მაქვს, მაგრამ ვიცი რო მარტო მოხვნა არ უნდა, მეც ეხლა ვსწავლობ მაგ საქმეს, რაც მოვასწარი დავლაპარაკებოდი ჩემ მამიდაშვილს მარტო ეგ მითხრა, კიდე ვნახავ მერე smile.gif მარა ლინკები მაქვს ბევრი და ვისაც სერიოზულად უნდა ამ საქმის შესწავლა წაიკითხეთ :

http://sense.ge/index.php?act=view_news&id=46&lang=ge

http://www.georgia-racha.ge/ge/main.php?id=1305745180

http://www.garlicfarm.ca/growing-garlic.htm

http://www.foodsmarket.info/news/content.php?id_news=989&id_groups=17

http://www.saduda.ru/?q=node/94

http://grunt.at.ua/publ/tekhnologii_vyrashhivanija_chesnoka/78

2 ლინკი ქართულად არის, 2 რუსულად, ერთი ინგლისურად smile.gif

Posted by: batutra 7 Oct 2011, 20:26
b149

ჩემის აზრით მგონია რო ფული უშველის ტრაქტორის მოძებნასაც და მუშა ხელს, მითუმეტეს თუ შევხედავთ ხალხის ეკონომიურ მდგომარეობას, ფული ყველას ჭირდება, მე მუშა ხელი მჭირდება და ვიხდი, მგონი ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩებით. ტრაქტორზეც იგივე აზრის ვარ. შეიძლება ვცდები კიდეც მაგრამ მთლად ასე მაგრად ვცდებოდე მეეჭვება.

1715

მეც კახეთისკენ უფრო მინდა, მაქეთ მირჩიეს სხვებმაც. უბრალოდ სარწყავიანი მიწა რო ვიშოვო ეგაა ცოტა პრობლემა. თან ჯერ ადგილზე არ ჩავსულვარ, რაღაც პრობლემები მქონდა ბოლო პერიოდი და ქალაქიდან გასვლა არ შემეძლო. ეხლა წავალ, და დავივლი კახეთს. მე უფრო ყიდვა მინდა დაახლოებით 5 ჰა, მაგრამ თუ ვერ ვიშოვე ვიქირავებ, სხვა რა გზა მრჩება. მოვლა-პატრონობას არ მოვაკლებ, ყველაფერი რაც საჭირო იქნება გავუკეთებ და იმედია არც მოსავალი თვითონ არ დამაღალატებს, არც ბუნება გამწირავს. smile.gif

Posted by: 1715 7 Oct 2011, 21:27
ყიდვით 1.5-2$ამდე ღირს კვადრატული... სარწყავი მგონი კიდე არც უნდა ნიორს მაგდენი smile.gif

Posted by: b149 7 Oct 2011, 21:33
batutra

ნიორს მორწყვა არ უნდა

მუშებსაც და ტრაქტორსაც ფულს ვუხდი ცხადია smile.gif, არასწორად გაიგეთ ჩვენი ოჯახის თაობათა ბრძოლა smile.gif

1715
QUOTE
ერთი 2 ტონა სათესლეს შენთვის შეინახავ გასაშრობად

ორი ტონა ნიორი სად უნდა დატიო და როგორ შეინახო?

Posted by: 1715 7 Oct 2011, 23:49
როგორ და სადმე გაშლილ ადგილას, ერთმანეთს არ უნდა ედებოდეს სანამ არ გაშრება თორემ სულ დაგიობდება. მაგალითად ზოგი წვრილ სეტკაზე ყრის სულ რო ჰაერი ქვევიდანაც მოძრაობდეს და ყველა მხრიდან, მაგრამ ყველაზე საუკეთესო არჩევანია რო იმ ქალებს ვინც ამოიღებენ მიწიდან უთხრა რო ვთქვათ ერთი 5 ლარს დაგიმატებთ თითოსთქო და დაგიწნან, წნავენ ნიორს ისე რო ერთმანეთს საერთოდ არ ეხება, და მაგრად არის, თითო ნაწნავზე 40ამდე ნიორია, მაგრამ რთული დასაწნავია თუ არ იცი, ჯობს ვინც იცის იმას გადაუხადო ისევ და მერე უნდა დაკიდო ეგ სადმე smile.gif ბევრს უფუჭდება ისე სათესლე ნიორი, სანამ არ გაშრება არავითარ შემთხვევაში აყრილად და რაღაცნაირად არ უნდა ეყაროს, გაშლილი უნდა იყოს კარგად ან აწნული, 2ტონა სველი ნიორი გაშრობის მერე ერთი 300 კილოს მოიკლებს მაქსიმუმ 400 ეგეც გაითვალისწინეთ smile.gif ხო და გარჩევას რაც შეეხება დარგვამდე 2-3დღით ადრე უნდა გაირჩეს, ზოგი წინასწარ არჩევინებს ხოლმე და დიდი აზრი არ აქვს, მაგრამ ადრე გარჩეული წებოვნებას კარგავს, ჯობს გვიან გაარჩიო ცოტა და მერე სექტემბრის ბოლოსკენ ან ოქტომბერში დათესო............

სათესლე ნიორის არჩევასაც ცოდნა უნდა, უნდა გაარჩიო და ნახო რო ვთქვათ არ იყოს რთული გასარჩევი, უნდა იყოს სქელი კბილები როგორც გარედან ასევე შიგნიდან. იმიტო არის შემთხვევა რო გარედან სქელი კბილებია და შიგნით მერე სულ წვრილები და წვრილი კბილები არ ითესება საერთოდ, იმიტო მერე ამოსაღებად არის საშინელება უმეტესობა მიწაში დაგრჩება.... მოკლედ ვისაც მართლა უნდა ეს ბიზნესი იმ ლინკებში ყველაფერია რაც მე მოგეცით, როგორ ითესება, როგორ უნდა მოვლა და ყველაფერი, ყველა ლინკში რაღაც საინტერესოს ნახავთ, რუსულებში მითუმეტეს

Posted by: batutra 8 Oct 2011, 01:12
1715

15000-20000$ ღირს კვადრატული? ეგეთი ძვირია? sad.gif ჩემმა ახლობელმა იყიდა მიწა ამ წლის დასაწყისში, ლაგოდეხში 10 თუ 12 ჰექტარი და 18000 ლარი გადაიხადა. ერთმა ალაზნის ველზე იყიდა, მარა ეს ალაზნის ველი ვარგა თ არა, გონზე არ ვარ. ამან კიდევ უფრო იაფად იყიდა biggrin.gif

ისე, ჰექტარზე რამდენი ითესება? ანუ უხეშად რო ვთქვათ, რამდენია დანახარჯი ჰექტარზე და დაახლოებით რამდენად იყიდება? ან სიტყვაზე ჩაბარება რო ვთქვათ 2 ლარი, არაფერი რო არ მოაკლო რაც კარგ მოსავალს ჭირდება, ამ 2 ლარიდან, თვითღირებულება დაახლოებით რამდენი იქნება?

ხო კიდევ, ნიორს მორწყვა საერთოდ არ უნდა?

Posted by: 1715 8 Oct 2011, 02:29
საიდან მოიტანე მაგხელა თანხა, კვადრატული დოლარნახევარი დაახლოებით (1.5$) ესე ეწერა, მორწყვა არ უნდა, დიდი დიდი თავიდან ჰა, მგონი ისიც არა,ეგ ზუსტად არ ვიცი... ჰექტარზე მიდის 600 კილო გარჩეული ნიორი დაახლოებით ...გააჩნია როგორ დათესაც, ზოგი დაშორებას 12სანტიმეტრს აძლევს ზოგი 15ს და ზოგიც 20ს, ნუ 600 კილო გარჩეული ნიორი გინდა რა ,ოღონდ იმენა გარჩეული მარტო კბილები, შეიძლება 600 კილოც არ დაგჭირდეს,

დანახარჯი არის ვთქვათ 2ათასი ვიანგარიშოთ სათესლე ნიორი, +300 ლარი მიწის ქირა, პლიუს 200 ლარამდე მოხვნა, 170 ლარი დათესვა... მერე მაქსიმუმ უხეშად რო ვთქვათ მიწის შეწამვლიანად რო ბალახი არ ამოვიდეს და სასუქებიანად და ყველაფრიანად 1000ლარი , ნუ პატარ-პატარა ხარჯები თუ გამოყოფს თავს 200 ლარიც ეგ უნდა იანგარიშო ყოველთვის და 170 ლარი აღება ნივრის smile.gif (იმედია რამე არ გამომრჩა, თუ კი შემისწორედ) 2000+300+200+170+1000+200+170=4040 ლარი, მაგრამ ჩვენ ვიანგარიშოთ 4500 ლარი, ტრანსპორტირების ფული გვინდა თბილისიდან, იქ კიდე გამოხტება რამე და ესე...... ეს დანახარჯი

ეხლა მოგება , მოდით ვთქვათ ესე, თუ კარგად გააკეთებ ჰექტარზე 17-18 ტონას მოიყვან თავისუფლად, დაჯე 20საც , მაგრამ ისევ როგორც დანახარჯი ჩვენს საწინააღმდეგოთ 4500 ვთქვით უხეშად ისე ესეც, ვთქვათ მინიმალური 15 ტონა მოგვივიდა smile.gif 15 ტონას ვაბარებთ 2.5ლარი კილო 15000X2.5=37.500 ლარი ,მაგრამ ესეც ჩვენ დავიკლოთ და ცოტა შეგვევაჭრებიან ფასში და 35ად მივცეთ tongue.gif ვსო ეს არის და ეს, თუ რამე გამომრჩა ან რაღაც მაპატიეთ, მაგრამ იმდენად უხეშად ვიანგარიშე რო მგონი რაც არ უნდა გამომრჩენილიყო მაინც დავფარავ 4500 ლარის ხარჯით

ხო ეხლა კიდე სუფთა მოგება, მივიღეთ 35 ათასი დავხარჯეთ 4.5 , 35000-4500= 31000, მაგრამ აქაც ვიზარალოთ და ვთქვათ სუფთა მოგება 30 ათასი ლარი tongue.gif მოკლედ ცუდი არ არის ხომ ? ნუ მე ვიანგარიშე ძალიან უხეში დანახარჯით, და მინიმალური მოგებით, მაგრამ მაინც არ არის ცუდი. ისე ერთ ჰექტრაზე თუ გამოცდილს დაიხმარ ვინმეს მოგების ერთი 10-15 ათასით გაზრდაც შეიძლება, რადგან ვიცი ხალხი ვინც იმენა ბოლომდე უდგება საქმეს 21-22 ტონა მოყავთ ჰექტარზე, მერე 2.5დან 2.8ლარი ამ ფასებში აბარებენ და კი ნახავ მერე რამხელა მოგება იქნება smile.gif უუუუუფ რამდენი ვწერე, იმედია აბდაუბდად არ დავწერე და გაგაგებინებთ

Posted by: Mateo Falcone 8 Oct 2011, 02:51
1715
+ბევრი

ასე მარტივად და სრულად ჯერ არავის დაუწერია აქ...

ჩემი აზრით

1. დამწყები 15 ტონას ვერაფრით ვერ მოიყვანს.
2. თუ რამდენიმე ჰექტარს გეგმავ, შესანახი პირობებიც უნდა გქონდეს გათვალისწინებული, იმიტომ რომ 2 და 2.5 ლარი გასაყიდი ფასი ძალიან ცოტაა. თუ შეინახავ კარგად, მგონი კარგ სეზონზე უფო ძვირი უნდა იყოს.
3. ნიორს მორწყვა უნდა
4. და 1.5$ კვადრატული ძალიან ძვირია

პ.ს. გარჩევა როგორ უნდა, ბოლომდე თუ კბილები რომ დააცალკევო მხოლოდ?

Posted by: 1715 8 Oct 2011, 12:14
Mateo Falcone

1. 15 ტონას ნორმალური მოვლის შემთხვევაში ნებისმიერი მოიყვანს, ოღონდ კახეთში smile.gif გამოცდილ ხალხს 22 ტონა მოყავთ სადღაც, დამწყებებს 16-17... დამწყებებს რა, უბრალოდ ვინც ისე არ უვლის

2. 2ლარში 2.5ლარში რო ყიდი ის არის სველი, იგივე გამოდის 1 ტონა სველი=700კილო მშრალს... ფასი იმატებს წონა იკლებ .. თან მერე უკვე ვეღარ გაყიდი ეგრე ადვილად, კლიენტებზე უნდა იჩალიჩო მაშინ, ბევრად მარტივია ამოიღებ თუ არა იქვე მიაყიდო 2.5ლარში, ვიდრე იცადო და იმან ყოველ ტონაზე 300 კილო იკლოს და რაღაც 1.5ლარით ძვირად ჩააბარო ისიც თუ იშოვი კლიენტს smile.gif

3. ეგ გასარკვევია ჯერ, მე როგორც მახსოვს მგონი არ უნდა smile.gif ან უნდა თავიდან მარტო, ნუ ისე რო სარწყავიანი მიწაა მაინც და მაინც საჭირო არა, მე ვიცი არ მიწის გაფხვიერება არ უნდა და არც მორწყვა...

4. 1 $აზე ნაკლებად მაინც ვერ იშოვი, კახეთში ისეთი მიწისთვის რომელზეც ყველაფერი მოდის მაგრად მგონი ჰექტარში 1500 დოლარი არაა ძვირი smile.gif

ხო მაგრამ მე პირადად დასაწყისისთვის ნაქირავები მიწა მირჩევნია, თორე შენ მიწაზე რო ნიორი გექნება განსაკუთრებული მოვლა უნდა, ანუ სასუქები და ეგეთი რაღაცეები ბევრი უნდა,თორე მიწას აფუჭებს და ვეღარ დათესავ ვერაფერს...... მერე უკვე ერთი 2 სეზონი რო ვისწავლი კარგად მოვლას და ყველაფერს ნიორზე მერე უკვე მიწის ყიდვაც შეიძლება ერთი 5 ჰექტარის smile.gif

გარჩევა მხოლოდ კბილების განცალვებაც ეყოფა, ის ყველანაირად გაიფესვება, სულ რომც არ გაარჩიო მაინც biggrin.gif (ისე მორწყვაზე თუ უეჭველი გაიგებს ვინმე კარგი ინქება, თავიდან შეიძლება დასჭირდეს და მერე არამგონია)

Posted by: Mateo Falcone 8 Oct 2011, 13:00
1715
QUOTE
1 $აზე ნაკლებად მაინც ვერ იშოვი, კახეთში ისეთი მიწისთვის რომელზეც ყველაფერი მოდის მაგრად მგონი ჰექტარში 1500 დოლარი არაა ძვირი

ჰექტარი არის 10 000 კვადრატული მეტრი. 15000$ არის ზღაპარი თანხა ჰექტარში.

მორწყვას რაც შეეხება როგორც როგორც ვიცი გაზაფხულზე ირწყვება

Posted by: batutra 8 Oct 2011, 14:15
ნუ ჩემს ბოლოს პოსტზე ბოდიში, კვადრატული დამიწერია, ჰექტრის ნაცვლად. და თუ ამბობთ რო 1$ ღირს კვადრატი, მაშინ ჰექტარი 1000$ როგორ გამოგყავთ? 1ჰა=10000 კვადრატულ მეტრს ანუ 1$ X 10000=10000$ და ეს ძვირი არაა? 1000-1500$ რო გამოვიდეს ჰექტარი, მაგ შემთხვევაში კვადრატული უნდა ღირდეს 0.10-0.15 ცენტი.

Mateo Falcone
1715

ორივეს დიდი მადლობა რო მპასუხობთ და ამდენ საინტერესო რამეს წერთ.

ისე, ინტერნეტში რამდენჯერმე წავაწყდი მიწებს ალაზნის ველზე, ხოდა ნივრისთვის კარგია? მანდ როგორც ვიცი სულ ვენახები აქვთ. და წყალს რაც შეეხება, სარწყავის გარეშე რო იყოს მიწა გამიფუჭდება საქმე? რო დაჭირდეს სად ჯანდაბიდან მოვიტანო წყალი?! sad.gif

Posted by: Mateo Falcone 8 Oct 2011, 17:14
batutra
QUOTE
რო დაჭირდეს სად ჯანდაბიდან მოვიტანო წყალი?! 

biggrin.gif

Posted by: 1715 8 Oct 2011, 19:08
უი მე მაპატიეთ გამოთვლაში შემეშალა მიწის ფასის, ჩემი ბრალია თუ შეცდომაში შეგიყვანეთ ............... დანარჩენი პოსტში კარგად მიწერია ყველაფერი smile.gif smile.gif ისე ჩემი ლინკები გამოგადგათ ვინმეს ? რუსულ ლინკებში კარგი რაღაცეები წერია ჩისნოკ იპოვეთ და

Posted by: s@h@a@k@o 9 Oct 2011, 21:05
წელს ახლობელმა მოიკვანა და ზუსტად ვიცი 1 ჰექტარის მოვლა 10 000 ლარი დაუჯდა,მოსავალი 8 ტონამდე მიიგო ოგონდ უმახლესი ხარისხის ნიორი იყო და ამოღებისთანავე 6 ლარად გაყიდა

Posted by: ckluleteli 9 Oct 2011, 21:37
QUOTE
batutraQUOTE
რო დაჭირდეს სად ჯანდაბიდან მოვიტანო წყალი?!

This post has been edited by Mateo Falcone on 8 Oct 2011, 17:14

* * *
ბოროტი ძალებისგან დასაცავად რომ ვილოცოდ ჩვენი ეხლანდელი მთავრობა გაქრებაckluleteli

Posted by: luka_B 9 Oct 2011, 23:22
17-20 ტონა ჰექტარზე ეს არის ზღაპარი ხალხო რას ლაპარაკობთ biggrin.gif ძალიან კარგი მოვლის შემთხვევაში თეორიულად შესაძლეველია 15 ტონის მოყვანა, ოღონდ უნდა გქონდეთ პროგრამა მოვლის და მიწას და ნიორს არაფერი არ მოაკლოთ. წავიკითხე ნაწერები და ბევრ რაღაცეებში გეთანხმებით, ბევრში კი არა მაგრამ აქ ამ საქმით დაინტერესებული ხალხია და კარგია რომ უზიარებთ ერთმანეთშ მოსაზრებებს. შარშან გლეხის შრომა იყო 20 ლარი და ჭამა ან 23 ლარი ჭამის გარეშე, დაკბილვას ტონა ნიორზე ჭირდება დაახლოებით 30 კაცი რომ დღეში მორჩეს, მერე ნიორის თესლს ჭირდება დამუშავება სოკოსგან და სხვადასხვა დაავადებებისგან, ზოგადად როგორ არის იცით რაც მიწა ნაკლებია ადვილია უფრო მოყვანა რაც მიწა იზრდება უფრო რთულდება და მოსავალიც იმდენი არ გამოგდიტ რაც ვთქვათ პატარა მიწაზე პროპორციულად აღებული, წელს იმხელა ბუმია ნიორზე გაისად ფასი დავარდება და არც ჩინური და თურქული ნიორი იქნება თუმცა შეიძლება თურქებმა იყიდონ და თავისი უგემყური ნიორი შემოიტანონ smile.gif

უმეტესობა ნიორს მიწიდანვე ყიდის მაგრამ არის ხალხი რომლებიც ინახავენ ნიორს ნუ აქაც თავისი პლუსებია და მინუსები, ნიორი წონაში იკლებს რაც გამოშრობას იწყება, ასევე მისი შენახვა ძალიან კარგად უნდა შეძლოთ თორემ ობს აიკიდებს და ზარალში წახვალთ..

მე მინდა წელს ყვავილოვანი ნიორის მოყვანა ანუ იგივე რუსულს რო ეძახიან და მინდა სუფთა სათესლე მასალა მივიღო რომელსაც ჩავაბრუნებ ისევ მიწაში, საინტერესო რამეა სხვათაშორის ამოიწვერება რაღაც პერიოდის მერე აჭრით და მას რგავთ საიდანაც ამოდის არა კბილი არამედ ხახვივით ერთ თავიანი სარგავი მასალა რომლისგანაც იღებთ კიდეც კბილა ნიორს.

ასევე გაითვალისწინეთ რომ მორწყვა ნიორს ჭირდება ესე არაა დათესე და წავიდა მე ახლა დავთესავ თუ არა 2 კვირაში მოვრწყავ თუ წვიმები არ იქნა.

რაც შეეხება დათესვას არაა მიზანშეწონილი მეორეჯერ იმავე ადგილას დათესვა, ასევე არის კულტურები რომლებიც კარგია ნივრის დათესვამდე და არის კულტურები რომლებიც ცუდია მაგალითად თუ კარტოფილი გქონდათ დათესილი ცუდია ლობიო კარგი, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენს სოფლებში ისევ ხელის შრომაა და თოხით აკეთებენ ყველაფერს ნიორი კი წვეროთი ზევით უნდა დაითესოს მაგრამ აბა წარმოიდგინეთ 20 ჰეტარზე რო თესავ როგორი დასათესია და ხარჯი სად მიგდის, მე მაქვს ნანახი ძალიან კარგი მეურნეობა რომელიც სრულიად მექანიზებულია და ადამიანის შრომა არის მინიმუმამდე დაყვანილი დაწყებუილი დაკბილვიდან დამთავრებული დათესვა ამოღება და ყალიბებად დახარისხება ყველაფერს მანქანები აკეთებენ მაგრამ ამ სიყვარულობების ფასი იმხელაა ბევრ ჩვენგანს რო მისცა ნიორს სულ დაივიწყებს და სოფელს საერთოდ smile.gif მე დასაფრეზი მაქვს მიწა და 2 დღეა ველოდები იმიტომ რომ ტრაქტორს კარდანი გაუფუჭდა და მაგის კრესტავინები არაა პლიუს მეორე ტრაქტორს საბურავი აქვს ჩაშვებული მოკლედ მაგრად ნერვებზე ვარ ვიყურები ცაში და ღრუბლის გამოჩენაზე გული მიქანდება მაგრამ რას იზამ ესეთია ეს საქმე. მილიონებს რო ხარჯავენ ვიღაცეები სისულელეებში რეალურად ტექნიკის ნაკლებობაა სოფელში მე პირადად დავრწმუნდი ამაში მაგრამ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება წარმატებებს გისურვებტ ბიჭებო ნიორია თუ რაცაა ეს არის კაი საქმე და ღირსეული საქმე და რაც ბევრი ხალხი მოკიდებს ხელს უკეთესი იქნება!

Posted by: 1715 10 Oct 2011, 00:00
luka_B
s@h@a@k@o

ჩემი მამიდაშვილი და ასევე ჩემი მეუღლის ბიძა ორივე მაგ ბიზნესშია, მეც ასე თუ ისე ვეხმარები (ნუ თან ნათესავს ვეხმარები და თან იმიტო ვეხმარები რო მეც ვისწავლო) კახეთში აქვს ორივეს მიწა , ჰექტარნახევარი აქვს მამიდაშვილს და წელს 10-12 სექტემბრისკენ დათესა ზუსტად არ მახსოვს 14 ქალი ყავდა 17 ლარი მისცა თითოს და ერთ დღეში გააკეთეს ამ ქალებმა ყველაფერი smile.gif ნუ მანამდე მიწა დაამუშავა იასნად smile.gif მეორე მიწა აქვს 3 ჰექტარიანი, იქ ცალკე მოწილე ყავს იმასთან ერთად აკეთებს, ამ ჰექტარნახევარზე კიდე შარშან 28 ტონა აიღო... მიწაზე და სასუქებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ეს იცოდეთ smile.gif რაც შეეხება აქ ნაწერი ვნახე 10 ათასი ლარი დაჯდა ჰექტარივო (რა გაუკეთეთ ეგეთი ნიორს??) და ამმოღებისთანავე 6 ლარადა გაყიდავო (იქნებ ეგ კლიენტი მომასწავლოთ ამოღებისთანავე სველ ნიორში 3-4 ლარზე მეტი რო მომცეს biggrin.gif მეორეჯერ იმავე ადგილას მართლა არ არის მიზანშეწონილი ეგ მართალია, ამიტომ არის კარგი მიწა ქირით, მაგრამ თუ სასუქებს კარგად უზავ და მოუვლი მიწას თუ გინდა 20 წელი თესე ერთ ადგილას smile.gif ნუ მანქანები და რაღაცეებით თუ გააკეთე ყველაფერი 10 ათასი კი არა ჰექტარზე შეიძლება 50 დაგიჯდეს smile.gif

ანუ გაითვალისწინეთ დიდი აზრი აქვს ადგილს, ანუ მიწას. როგორც ვთქვი ვთქვათ ზესტაფონში ან გურიაში 7 ტონა თუ მოვა 2ჯერ მეტი კახეთში მოვა, ასევე დიდი აზრი აქვს მოვლას , ნაყოფის გაძლიერების პონტში და ასევე მიწის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების პონტში smile.gif

Posted by: tavadze 10 Oct 2011, 00:30
კახეთს ვ ერ გეტყვით, მაგრამ დასავლეთსი მორწყვა არ უნდა - ეგ ისედაც ტენიან პერიოდშია მიწაში.
luka_B
QUOTE
მილიონებს რო ხარჯავენ ვიღაცეები სისულელეებში რეალურად ტექნიკის ნაკლებობაა სოფელში მე პირადად დავრწმუნდი ამაში

ტექნიკა მართლაც დიდი დეფიციტია. ჩემი მხარის - მთიანი გურიის მაგალითზე ვიტყვი: იქ, პრაქტიკულად არაა ტექნიკა. ჩემს სოფელში ბავშვობაში 4 ტრაქტორი იყო, ახლა კი იმათ ნარცენებზე აწყობილი ერტადერტია დარჩენილი და ისიც სამუზეუმო ექსპონატად იქცა უკვე - ბოლო ორი წელიწადია, ვეღარ მუშაობს. ეგ ტრაქტორები ჩემს ბავშვობაში იყო დაძვველებული და მას მერე ლამის 40 წელიწადი გავიდა უკვე. შარშან ჩოხატაურიდან ამოიყვანეს იმ ზონის სოფლებში პრეზიდენტის ტრაქტორები, საჩვენებლად რომ ჰყავთ სადღაც-სადღაც დაყენებული და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებენ.

Posted by: b149 10 Oct 2011, 01:12
luka_B

დიდი მადლობა რაც დაწერე მაგისთვის!!

დასაფრეზი რას ნიშნავს?
QUOTE
მე დასაფრეზი მაქვს მიწა
უკვე მოხვნის დროა?

QUOTE
2 დღეა ველოდები იმიტომ რომ ტრაქტორს კარდანი გაუფუჭდა და მაგის კრესტავინები არაა პლიუს მეორე ტრაქტორს საბურავი აქვს ჩაშვებული მოკლედ მაგრად ნერვებზე ვარ

ეგაა მუდმივი პრობლემა, შეიძლება შენ დაგეგმო მოხვნა, მაგრამ ტრაქტორისტებს შორის სირბილში 3 დღე დაგეკარგოს და მაინც ვერ მოხნა.

და ესეც ვერ გავიგე

QUOTE
რაც მიწა ნაკლებია ადვილია უფრო მოყვანა რაც მიწა იზრდება უფრო რთულდება და მოსავალიც იმდენი არ გამოგდიტ რაც ვთქვათ პატარა მიწაზე პროპორციულად აღებული,

Posted by: Mateo Falcone 10 Oct 2011, 14:15
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა:

ნივრის შემდეგ შეიძლება თუ არა მიწის გამდიდრება ან შეწამვლა ისე, რომ წლის გამოტოვების გარეშე დაითესოს ნიორი (ან სხვა კულტურა მაინც) იმავე მიწაზე.

Posted by: zXXXz 10 Oct 2011, 14:28
კი შესაძლებელია .

Posted by: gigi47 12 Oct 2011, 19:03
მეც ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი ან როგორ უნდა შევარჩიოთ დასათესი ნიორი? რომ უარგისი ჯიშის არ შომოგვტენონ ყიდვისას?აუცილებელია თუ არა დათესვის შემდეგ თივის ზემოდან მოფანტვა ან რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყათ?თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება იქნებ გვიპასუხოთ რა?

Posted by: 1715 13 Oct 2011, 18:57
UUUUUUUUUUUUUP ..................................................

შეიძლება, ოღონდ კარგად უნდა მოუარო მიწას თავიდანვე რომ ნიორმა არ გაგიფუჭოს smile.gif

Posted by: ჯიმი ლევი 17 Oct 2011, 03:14
QUOTE (tavadze @ 27 Sep 2011, 17:34 )
ჯიმი ლევი
QUOTE
და ბიზნესის საწარმოებლად რაა საჭირო ირაკლი ?

უპირველესად - კაპიტალი მაგ ტექნიკის შესაძენად, თორემ მიწაც არსებობს (ბლომადაც) და მუშახელიც მოიძებნება. უბრალოდ, ასე უცებ მართლა ვერ გეტყვი, მუშას რამდენი დასჭირდება და ამგვარები. კაპიტალში ტექნიკის შესაძენი ფული ვიგულისხმე.

ჰო , მაგაზე გელაპარაკები მეც .
ჩათვალე , რომ არის კაპიტალი , ტექნიკის შესაძენად .
შეგიძლია პატარა ბიზნესგეგმა დადო ?
მიახლოებითი თანხებით .
ანუ ხარჯი ამაში ამდენი და ა.შ.
სავარაუდო შემოსავალი .

Posted by: დავი 18 Oct 2011, 20:36
ბალახის გასაქრობად რა წამლით შევწამლო ნაკვეთი მირჩიეთ რა

კლინი კაია?

Posted by: Excel Expert 19 Oct 2011, 21:04
გამარჯობათ, მოკლედ თუ ვინმემ იცით კარგი სათესლე ნიორი კარგი იქნება თუ შემეხმიანებით. ვიყიდი 150-200 კგ-ს რათქმაუნდა თუ ფასიც ზომიერი იქნება.

Posted by: 1715 19 Oct 2011, 21:20
150-200 კილო ? ისე მე გირჩევ მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში გადი დილით 6-7ისკენ ვაგზალზე და იქ ჩამოაქვთ ხალხს და მაგდენს კი იყიდი ზომიერ ფასსში smile.gif

Posted by: Excel Expert 19 Oct 2011, 21:40
1715

ალბათ ვერ გამიგე, მე ეხლა ვაპირებ დათესვას და ამისთვის მჭირდება სათესლე ნიორი. ვაგზალზე ვნახე რამდენიმე ადგილას და არა დილის 6-7 საათზე, დამერწმუნე შუადგისითაც მონახავს დაკვირვებული თვალი wink.gif უბრალოდ სანამ ჯერ კიდევ მაქვს დრო უკეთესი ვარიანტის ძიებაში ვარ smile.gif

Posted by: დავი 19 Oct 2011, 22:08
Mrexcel86

რა ღირდა ვაგზალზე? მეც ვაპირებ ამ დღეებში ყიდვას

Posted by: 1715 19 Oct 2011, 22:23
რაში დაგერწმუნო , რაც ვიცი იმას გეუბნები, მამაჩემს უკვე 10 წელია ხილბოსტანი აქვს, მეც ვეხმარები მასიურად და დილის 6საათზე კარტოფილს თუ 70 -80თეთრად იყიდი ამჯამად, 9ის მერე უკვე 1დან 1.2ლარამდე ადის......... ნუ ეს მაგალითისთვის......... ეს იქიდან გამომდინარე რომ თვითონ ბაზრის ხალხიც კი დილის 6-7ზე ყიდულობს მაგ ოპტავოებში და მერე დებენ დახლებზე smile.gif ნუ მოკლედ რა

Posted by: Excel Expert 19 Oct 2011, 22:47
1715

ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სიტუაციაა, შემოდგომის ბოლოსკენ ადგილობრივი ნიორი ილევა და ვერც დილის 6-7 საათზე მისვლა გიშველის კაცს, რადგან ფასში დიდ განსხვავებას ვერ ნახავ. იმპორტირებულზე გასვლა კი ნამდვილად ღირს მაგ დროს wink.gif

Posted by: 1715 20 Oct 2011, 00:26
ისე ამ დროს რგავთ ხოლმე ნიორს, ბევრი ახლობელი მყავს მაგ საქმეში და 10 სექტემბერს დავრგეთ ჩვენ, უკვე თავები ამოყო საკაიფოდ smile.gif

Posted by: დავი 20 Oct 2011, 00:54
1715
QUOTE
ისე ამ დროს რგავთ ხოლმე ნიორს, ბევრი ახლობელი მყავს მაგ საქმეში და 10 სექტემბერს დავრგეთ ჩვენ, უკვე თავები ამოყო საკაიფოდ

ოქტომბრის ბოლოს უნდა დაირგასო, მაქსიმუმ ნოემბრის პირველ რიცხვებშიო

ისე კი ჯიშსაც გააჩნია

Posted by: Excel Expert 20 Oct 2011, 00:57
1715

თუ კახეთში გყავს ახლობლები ალბათ უნდა იცოდე რომ არამარტო ადრე შემოდგომაზე, არამედ არსებობს ჯიშები რომელსაც გვიან შემოდგომაზე თესავენ, გიორგობისთვის რომ მოესწროს

მოდი საქმეზე ვისაუბროთ, მგონი ასეთი არაფრისმომცემი გამოხმაურებები ზედმეტია და ამით არც საქმე გაკეთდება და დროსაც ტყუილად დავკარგავთ.

P.S. იმედია ვინმე შეძლებს გამარკვიოს და მომაწოდოს ინფო თესლზე

Posted by: b149 20 Oct 2011, 14:39
Mrexcel86

სწორედ ეგ რაოდენობა ნიორი მაქვს, თუ გინდა მოგყიდი, მაგრამ მირჩევია სადაც დათესვას აპირებ იმის გვერდით შემოგიამხანაგდე და თავად დავთესო smile.gif

მოვლა/დამუშავება მოვახდინოთ შეთანხმებულად

რას იტყვი?

Posted by: Excel Expert 20 Oct 2011, 19:15
b149

ძალიან კარგი მაგრამ ჩემს გვერდზე ადგილი სამწუხაროდ არაა, ეს საკარმიდამო ნაკვეთია და ამჟამად მხოლოდ ცდას ვატარებ, დავაკვირდები რამდენად გაამართლებს.

P.S. თუ შეგიძლია რომ მომყიდო პმ-ში მომწერე ფასი.

Posted by: SPLIYVI 21 Oct 2011, 03:38
გულის გასახეთქად გეტყვით რომ ჩინური ნიორი 2,5 ლარი ღირს უკვეsad.gif

Posted by: xxx_boy 5 Nov 2011, 22:02
გამოზაფხულზე რო დავთესო ნიორი გაქაჩავს?

Posted by: vaguria 17 Nov 2011, 20:13
გავიგეთ რომ კახეთში კარგია ნიორი დათესვა, მაგრამ მაინტერესებს ქვემო ქართლში და კერძოდ თეთრიწყაროს რაიონში, შავსაყდარში, ასურეთში, ჯორჯიაშვილში როგორი იქნება ნიორის დათესვა??? მივიღებთ კი იმდენივე მოსავალს როგორც კახეთში?

Posted by: ldimka 17 Nov 2011, 20:20
ფხვიერი მიწა იყოს და წყლის პრობლემა არ გქონდეს !!!

Posted by: xxx_boy 18 Nov 2011, 10:30
vaguria
მიწა შეამოწმე სინჯები აუღე და მერე ნიორი რა მიწაზე მოდის ნახე და იმის მიხედვით გაიგებ

Posted by: vaguria 19 Nov 2011, 18:59
xxx_boy
სად ვნახო ინფორმაცია თუ რომელ კულტურას როგორი ნიადაგი სჭირდება???

Posted by: zsh 20 Nov 2011, 17:10
QUOTE
vaguria
       
შეიძლება ეს გამოგადგეს
http://sense.ge/index.php?act=view_news&id=46&lang=ge

Posted by: Excel Expert 21 Nov 2011, 22:56
http://sense.ge/index.php?act=view_news&id=46&lang=ge

ეს არაფერში გამოგადგებათ გირჩევთ კვალიფიციური პიროვნებისგან მიიღოთ ინფორმაცია ვისაც აქვს ამ სფეროში გამოცდილება

Posted by: SPLIYVI 22 Nov 2011, 01:08
ნიორი მაქვს დიდი რაოდენობით
ჩინური
მსურველები პმ

Posted by: Excel Expert 22 Nov 2011, 13:16
SPLIYVI

ფასი? და სათესლედ როგორია?

Posted by: ldimka 22 Nov 2011, 16:34
აი მასე ღუპავენ სასოფლო მეურნეობას ჩინელები!!!

Posted by: SPLIYVI 22 Nov 2011, 16:59
Mrexcel86
სათესლედ არ ვიცი

ტონა 2200ლ

Posted by: ჯიმი ლევი 22 Nov 2011, 17:13
SPLIYVI
QUOTE
ტონა 2200ლ

კილო ერთი ევრო ?

ბაზარში რა ღირს ? smile.gif

Posted by: SPLIYVI 22 Nov 2011, 19:55
ჯიმი ლევი

სამი ლარი დაზემოთ

Posted by: MeGaLine 23 Nov 2011, 00:57
მე მაქ სამეგრელოში 6 ჰექტარი მიწა და ღირს დათესვა? მთლიანად 6 ჰექტარზე რო დავთესო რა ხარჯებზეა ლაპარაკი? ერთი ჰექტარი რო მოიცვას რა ღირს თესლები?

Posted by: ჯიმი ლევი 23 Nov 2011, 00:59
SPLIYVI
QUOTE
სამი ლარი დაზემოთ

დაიცა
რამე მეშლება ?
ეგ ის ნიორია , ყველა რომ 15 ლარად უპირებდა გაყიდვას ?

Posted by: SPLIYVI 23 Nov 2011, 01:32
ჯიმი ლევი
QUOTE
რამე მეშლება ?

no.gif

ეგრეა

წინა გვერდზეც გავაფრთხილე ხალხი ფასი რომ ეცემოდა

აქ ვერ მოიყვან იმაზე იაფად რაც ჩინელებს უჯდებათ

Posted by: Mateo Falcone 23 Nov 2011, 04:06
SPLIYVI
QUOTE
წინა გვერდზეც გავაფრთხილე ხალხი ფასი რომ ეცემოდა

რა გაფრთხილება უნდა კაცო იმას, რომ ტონობით ნიორს რომ 10 და 15 ლარად ვერ გაყიდი givi.gif

მაინც მომგებიანია, თანაც საკმაოდ, ოღონდ გურჯული გულმოდგინებით არ უნდა მოუარო...

QUOTE
აქ ვერ მოიყვან იმაზე იაფად რაც ჩინელებს უჯდებათ

იმ ფასად ვერ მოიყვან, მაგრამ რომ მოიგო იმ ფასად მოიყვან. 1000 ლარი რომ გახდეს ტონა, მაინც მოიგებ.

Posted by: Geor_gia 23 Nov 2011, 14:32
QUOTE
მე მაქ სამეგრელოში 6 ჰექტარი მიწა და ღირს დათესვა? მთლიანად 6 ჰექტარზე რო დავთესო რა ხარჯებზეა ლაპარაკი? ერთი ჰექტარი რო მოიცვას რა ღირს თესლები?

6 ჰექტრის დათესვა თუ დამწყები ხარ ალბათ ცოტა სარისკოა. დაიწყე 1 ჰექტრით. მითუმეტეს თუ არ იცი ნიადაგის თვისებების შესახებ. 1 ჰექტრის დამუშავება დაგიჯდება სავარაუდოდ 7000 ლარი( ამაში შედის მიწის დამუშავება, თესლის ფასი, სასუქები, ჰერბიციდები და ა.შ)
რაც შეეხება ნივრის მორწყვას: როგორც ლიტერატურაში წერია არ არის აუცილებელი ნივრის მორწყვა,გარდა იმ შემთხვევებისა თუ გვალვიანი წელიწადი არ იყო.

Posted by: SPLIYVI 23 Nov 2011, 23:28
Mateo Falcone
წინა წელმა მაგრად შეაცდინა ხალხი

6-7 ლარად იყიდებოდა ბაზარში და...

Posted by: geocom 1 Dec 2011, 23:20
QUOTE
მე მინდა წელს ყვავილოვანი ნიორის მოყვანა ანუ იგივე რუსულს რო ეძახიან და მინდა სუფთა სათესლე მასალა მივიღო რომელსაც ჩავაბრუნებ ისევ მიწაში, საინტერესო რამეა სხვათაშორის ამოიწვერება რაღაც პერიოდის მერე აჭრით და მას რგავთ საიდანაც ამოდის არა კბილი არამედ ხახვივით ერთ თავიანი სარგავი მასალა რომლისგანაც იღებთ კიდეც კბილა ნიორს.

მეც მაინტერესებს ეგ ნიორი და სად შეიძლება ყიდვა ? და ზუსტად რა ქვია მაგ ჯიშს?

Posted by: სან 10 Dec 2011, 13:50
წელს რა იქნება ნივრის ფასი დაახლოვებით? ღირს ამ საქმის წამოწყება?

Posted by: სან 10 Dec 2011, 13:54
წელს რა იქნება ნივრის ფასი დაახლოვებით? ღირს ამ საქმის წამოწყება?
* * *
Geor_gia
დასაწყისისთვის მინდა პატარა მიწაზე დავთესო, დაახლოვებით 15 მეასედზე და რამდენი დამიჯდება?

Posted by: luka_B 13 Dec 2011, 00:49
QUOTE
დასაწყისისთვის მინდა პატარა მიწაზე დავთესო, დაახლოვებით 15 მეასედზე და რამდენი დამიჯდება?

ეს სასწავლად გინდათ ალბათ, ისე ნივრის ფასი დაეცემა გაისად ისე გაპაპასავიკდა ნიორი, იმდენად რომ უგემურ ჩინურ ნიორსაც აღარ შემოიტანენ აზრი არ ექნება უბრალოდ იმდენი იქნება ადგილობრივი პროდუქტი, ამ ჩვენ მთავრობას რო ტვინი მიცა საერთოდ დაკეტავდა საზღვრებს ისეთ პროდუქტებზე რომელიც საქართველოში მოდის ჭარბად მარა აბა რა ნიორი კი იქნება ბევრი აი ტვინის კი რა მოგახსენოთ....

Posted by: სან 13 Dec 2011, 01:01
luka_B
QUOTE
ეს სასწავლად გინდათ ალბათ

yes.gif yes.gif yes.gif
QUOTE
ისე ნივრის ფასი დაეცემა გაისად

რამდენს ვარაუდობ ფასს?
QUOTE
აი ტვინის კი რა მოგახსენოთ....

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: luka_B 13 Dec 2011, 01:12
2-2,5 საბითუმო ფასი, მიწიდან თავიდან ძვირს დაადებენ მარა მერე რო ამოვა ბევრი დააგდებს ბევრი ფასს. პლუს ბევრს გაუფუჭდება, კახეთში პირდაპირ ყარეს მარა არც მიწა გაასწორეს, არც თესლი დაამუშავეს, შედეგიც შესაბამისი იქნება მარა მაინც ბევრი იქნება და ფასი სავარაუდოდ ეგეთი გამოვა.

Posted by: სან 13 Dec 2011, 01:15
luka_B
ესეგი არ მაინცდამაინც არ ღირს წელს მაგის დათესვა ხო? იყოს ბევრი, მე სულ არაფერს დავთესავ, ოღონდ თურქული და ჩინური ნაგავი მოშორდეს ჩვენი ბაზრიდან.

Posted by: luka_B 13 Dec 2011, 01:27
წელს სამწუხაროდ დააგვიანე უკვე, ნიორი დიდი ხანია მიწაში უნდა იყოს და მუშაობდეს, მარა გაისად სინჯე აუცილებლად.

Posted by: SPLIYVI 13 Dec 2011, 01:31
1.3 ლარი არის უკვე ფასი

ნიორზე ვინც ჩალიჩობდნენ მოშნად თქვეს რომ ნივრის სუნს დავავიწყებინებთ შემომტანებსო და დააგდეს მაგრად

ჩინეთშიც დავარდა ფასი

ამ ეტაპზე არ ღირს ჩალიჩი

მენდეთwink.gif

Posted by: სან 13 Dec 2011, 01:35
QUOTE
ნივრის სუნს დავავიწყებინებთ შემომტანებსო

აუ ძაან მაგრათ გამეხარდება, რამე შეზღუდვა უნდა დააწესოს მთავრობამ უცხოურ პროდუქტზე, ან საბაჟო გააძვიროს, ან ლიმიტი დაუწესოს, თორე იმათ უკეთესი ტექნოლოგიები აქვთ და იაფი უჯდებათ წარმოება, ქართველი ფერმერები და გლეხები კი იჩაგრებიან....

Posted by: tavadze 13 Dec 2011, 01:59
ჯიმი ლევი
QUOTE
ჰო , მაგაზე გელაპარაკები მეც .
ჩათვალე , რომ არის კაპიტალი , ტექნიკის შესაძენად .
შეგიძლია პატარა ბიზნესგეგმა დადო ?
მიახლოებითი თანხებით .
ანუ ხარჯი ამაში ამდენი და ა.შ.
სავარაუდო შემოსავალი .

დაგეწოს ავატარი, ახლა ვნახე ეს პოსტი. გიპასუხებ ამ დღეებსი, მაგრამ 2-3 დრე ფეხებიტ ვარ დაკიდებული სამსახურში და ქვეშიდანაც ცეცხლი მინთია, ცოტა მაცალე. biggrin.gif
QUOTE
ეგ ის ნიორია , ყველა რომ 15 ლარად უპირებდა გაყიდვას ?

არა, ეგ ჩინურია, თუმცა ქართულიც 5-7 ლარის ფარგლებშია და არა 15.

geocom
QUOTE
მეც მაინტერესებს ეგ ნიორი და სად შეიძლება ყიდვა ? და ზუსტად რა ქვია მაგ ჯიშს?

მე მაქვს, ოღონდ ბევრი არა. და დიდი თავები გამოდგება სათესლედ თუ პატარები უნდა იყოს? baby.gif

Posted by: ჯიმი ლევი 13 Dec 2011, 02:10
tavadze
QUOTE
დაგეწოს ავატარი

მოგეწონა ? biggrin.gif
QUOTE
ახლა ვნახე ეს პოსტი. გიპასუხებ ამ დღეებსი, მაგრამ 2-3 დრე ფეხებიტ ვარ დაკიდებული სამსახურში და ქვეშიდანაც ცეცხლი მინთია, ცოტა მაცალე

ოკ ოკ , გელოდები .
QUOTE
არა, ეგ ჩინურია, თუმცა ქართულიც 5-7 ლარის ფარგლებშია და არა 15.

და ჩინურის მოყვანას რა უდგას წინ ?

Posted by: სან 13 Dec 2011, 21:58
ჯიმი ლევი
QUOTE
და ჩინურის მოყვანას რა უდგას წინ ?

ჩინური არ მოყავთ, ჩინეთიდან შემოაქვთ, წელს სავარაუდოთ ქართული ნიორიც იაფი იქნება, შესაბამისად მოთხოვნა მოიმატევს და ჩინური აღარ გაიყიდება smile.gif და შესავამისად ნაკლები რაოდენობით შემოვა yes.gif

Posted by: giojero 31 Dec 2011, 01:56
ნიორი უნდა იყოს ქართული ფასი მაგას აქვს გემო და კლიენტი, ჰექტარზე იტესება სადგაც 800-850 კილო მოსავალი 7-8 ტონიდან 11-12 ამდე კარგ მიწაზე , 3 ლარამდეც რო ჩამოუვარდეს ფასი უკვე მოგებაში ხარ (წვალებად და ლოდინად გირს) , დათესვა შემოდგომაზე უფრო კაია კინვებს რო გადაიტანს უხდება მ, მიწა თუ არ ირწყვება ეგეც არაა დიდი პრობლემა მარა ჯობია სარწყავი , ალია ბალია 6000 ლარი გინდა ჰექტარზე ამოღებიან მოვლიანად , ყველაზე ცოტა 7 ტ რო მოვიდეს ყველაზე გაიაფებულ წელს მაგალითად 3 ლარობაზე უკვე 21000 ლარია მინუს ჩადებული სუფთა 15 000 გიჭირავს ხელში 7 თვეში, ნიორს კაი ის აქვს რო ამტანია და გამძლეა სეტყვა წვიმა სიცხე კიდია მაგრად , გაზაფხულზე დათესილს ზაფხულში ცოტა შეიზლება ჭია გაუჩნდეს რაღაც ნაწილს , ფასი ამ შემოდგომაზე მაძლევდნენ 4.50 კილოს კაი დიდ ქართულ კბილებს. ვტქვათ ამ ფასებზე ნიორი 800 კილო 3600 ლარი დაგიჯდეს 2400 გინდა მიწის ქირიან დახვნიან დამუშავებიან მუშა ხელიან სასუქებიან და კიდე რაღაცეები ჩირდება მიწას მოახმარო რამოდენიმე დასახელებაა აღარც მახსოვს სულ 6 000 გინდა რა . ქარელი ყველაზე მაგარია ნივრისთვის , მე ასე ვიცი და გაგიზიარე , ყველაზე ცოტა მოსავალი გითხარი ყველაზე დაბალ ფასებით , როგორც ამ შემოდგომაზე მიტხრეს იმენა პროფესიონალებმა , წარმატება

Posted by: სან 31 Dec 2011, 02:06
giojero
გაიხარე :*
იმერეთზე რას იტყვი, მოდის მანდ ნიორი?
რა სასუქი უნდა და რა რაოდენობით?
თუ იცი, იქნებ ეგეც გვითხრა

Posted by: giojero 31 Dec 2011, 02:23
რაც ვიცოდი ის გითხარი ,smile.gif თუ გადაწყვეტ აქ შეკითხვას ჯობია იმენა ვისაც მოყავს იმ გამოცდილ გლეხებთან მიდი და დაგაკვალიანებენ , ეგ კაი საქმეა ნიორი მე რაღაც სხვა პრობლემების გამო ვერ დავთესე 3 ჰექტარი მოხნული მქონდა უკვე ამ შემოდგომას 18000 ლარით კაი თანხაზე ვვარაუდობდი მეთქი გავმდიდრდითქო მარა ვერ დავთესე , ხო და ადგილი ყველგან ნორმალურია (ამტანია ნიორი)როგორც ვიცი მთავარია მიწა როგორია სინჯი უნდა აღო და ჩააბარო ლაბოლატორიას პასუხს მიუტან კომპეტენტურ ხალხს და გეტყვიან ღირს თუარა დათესვა მაგ ადგილში

Posted by: სან 31 Dec 2011, 12:10
giojero
გაიხარე, გავითვალისწინებ ყველაფერს :*

Posted by: Geor_gia 3 Jan 2012, 12:46
QUOTE
დასაწყისისთვის მინდა პატარა მიწაზე დავთესო, დაახლოვებით 15 მეასედზე და რამდენი დამიჯდება?

1 ჰა-ს დამუშავება ჯდება 7-8 ათასი. სადღაც 1000 ლარამდე უნდა დაგიჯდეს. წელს დააკვირდი რამდენად შეინარჩუნებს ფასებს და იმის მიხედვით დათესე.
მე 0.5 ჰა დავთესე წელს. smile.gif

Posted by: vaguria 8 Jan 2012, 01:01
გამარჯობათ. უკვე შარშან ნოემბერში ჩემ ახლობლებს უნდა დაეთესათ ნიორი ქართლში, მაგრამ უამინდობამ ხელი შეუშალათ, ხოდა გადაწყვიტეს გაზაფხულზე დათესონ. მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია ეს? არის კი გაზაფხულზე დათესილი რენტაბელური და ხარისხიანი?
პ.ს. ნიადაგი რომელზედაც უნდა დაითესოს ნიორი ირწყვება.

Posted by: b149 8 Jan 2012, 10:53
ნიორისტებო, ჩაბარებისას სულ ერთია რა ჯიშის ნიორი იქნება?

და ჩამბარებლებს როგორ დავუკავშირდე PM-დ მომწერეთ რა ვინმემ

Posted by: bolota 10 Jan 2012, 12:38
ერთი შეკითხვა მაქვს; დავუშვათ ვიყიდე 1 ჰ მიწა და დავთესე ნიორი მოვიდა კაეგი მოსავალი ავიღე თუკი მეორედ აღარ შეიძლება იგივე მიწაზე ნივრიას დათესვა მაშინ როგორ უდნა მოვიქცე ???? რა ვუყო 1 ჰ მიწას (ეხკა არ თქვათ სხვა რამე გაუშვიო სიმინდი ლობიო მასე რო მდომოდა თავიდანვე სიმინდს გავუშვებდი)

Posted by: Nismо 23 Jan 2012, 19:47
მთლიანი თემა დეტალურად გადავიკითხე, ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გვიზირებთ გამოცდილებას დამწყებებს !
გთხოვთ კიდევ იაქტიუროთ და თემა არ ჩაიძიროს !
განსაკუთრებით მადლობა 1715 ბერვი რამე კარგად ახსნა smile.gif

კითხვა:
ნიორის ფასი თვეების მიხედვით როგორ იცვლება ?
რაც დავასკვენი სეზონზე ფასი არის 2.5-3 ლარამდე.
როგორია დაახლოებით ფასი სეზონის გასვლიდან 2-3 თვეში ? ვთქვათ და არ გაყიდე სეზონზე, როგორ პირბოებში უნდა შეინახო ნიორი რო არ გაფუჭდეს ? (მშრალი თუ ტენიანი და ა.შ)

წელს ვაპირებ საცდელად დათესვას, ჯერ ყველაფერი იდეაშია და ბევრი რამ მაქვს გასაგები მოსაგვარებელი.
ვთესავ 0.45 ჰექტარზე მინდა მთელი ინტენსვობით დავთესო, არ მოვაკლო მიწას დამუშავება, სასუქი, მორწყვა და ა.შ. ყველანაირად მინდა მივხედო და არაფერი მოვაკლო რო გავიგო მაქსიმუმ რამდენი მოვა ნახევარ ჰექტაზრზე კარგად მოვლის პირობებში.
ჯამში ამ ნახევარ ჰექატრიანი მიწის ჩათვლით მაქვს სადღაც 1.5 ჰა მიწები წეროვანში, დევნილების დასახლებიდან 3-4 კილომეტრში და მინდა სრულად დავტვირთო ეს ფართობი.
რამოდენიმე გლეხი ვნახე ვისაც მოყავდა აქ ნიორი, მაგრამ მიწას ლაბორატორიაში თავისთავად გავასინჯებ.

კითხვა:
არის თუ არა საკმარისი 3000 ლარი 0.45 ჰექატზე სრული დატვირთვით რო დავრგო და მოვუარო ?

QUOTE
1.3 ლარი არის უკვე ფასი

ნიორზე ვინც ჩალიჩობდნენ მოშნად თქვეს რომ ნივრის სუნს დავავიწყებინებთ შემომტანებსო და დააგდეს მაგრად

ჩინეთშიც დავარდა ფასი

ამ ეტაპზე არ ღირს ჩალიჩი

მენდეთ

ამ პოსტმა შემაშინა !
რა ფასებს ველოდებით 2012-ში სავარაუდოდ ?

Posted by: Nismо 25 Jan 2012, 21:44
არავინ აღარ პოსტავს აქ ?

ჩარსჩარსჩარსჩარს

Posted by: skorzeni 27 Jan 2012, 12:24
სასუქი ნივრისთვის აუცილებელია საერთოდ, თორე მიწას აფუჭებს

Posted by: iko-iko 30 Jan 2012, 15:59
ნიორი ამჟამად საკმაოდ გაიაფებულია, თუმცა ადგილობრივი ნიორი ჩემის აზრით მაინც რენტაბელური უნდა იყოს.

Posted by: Nismо 30 Jan 2012, 23:53
iko-iko
რა ფასზეა ეხლა ?
ჩინური ნიორის იმპორტის გამო ხდება ხო ?

თუ ჩვენებმა დაწიეს ფასები და ჩინურზე დაბლა და გაყარეს იმპორტიორები წელს
წესით იქითა წლისთვის კარგი ფასი უნდა იყოს არა ?!

Posted by: marao111 31 Jan 2012, 15:18
რამდენიმე წელი მომყავდა ნიორი ჩემს ეზოში ,მერე დავანებე თავი რადგა იაფი იყო, ეხლა ისევ უნდა მოვიყვანო.

Posted by: დიაბლო 31 Jan 2012, 23:27
მაქ 1 ჰა მიწა კასპში

მდინარესთან ახლოს
ანუ სარწყავი სისტემის პრობლემა მოგვარებული მაქვს.

თუ ვინმეს უნდა თანამშრომლობა მომწეროს

Posted by: gigilo2323 13 Feb 2012, 15:31
QUOTE
პირველ არხზე რომ გადაცემაა "ჩვენი ფერმა", იქ საუბრობდა გამოცდილი ფერმერი, რომ 500კგ-ს დათესვით 20 ტონამდე მოსავალი მოდის ყველაზე ცუდ ვარიანტშიო.

ეგ ძალიან არ მგონია რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს,ნიორი კარგია მაგრამ თავისი ხარჯებიც აქვს და აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.ისე მე გირჩევდი რომ ჯერ ცოტა დათესო და ყველაფერს მერე მიხვდები.შენთვიტონ გამოცდი ყველაფერს.ისეთი ძნელი არაფერია მაგრამ ყურადღება უნდა.

Posted by: zsh 13 Feb 2012, 18:23
დიაბლო
?
QUOTE
მაქ 1 ჰა მიწა კასპში

თუ შეიძლება დააკონკრეტე,რა ადგილია

Posted by: დიაბლო 16 Feb 2012, 17:41
zsh

კასპის რაიონი სოფელი კოდისწყარო

ტორტლასთან ახლოსაა
მორწყვა პრობლემა არაა

Posted by: gigi47 6 Mar 2012, 22:42
მე მაგალიტად 2011-ის ნოემბერში პირველად დავთესე პატარა ნაკვეთი მაქვს ჩემი ხელით ამ ინფორმაციის მიხედვით და უკვე თავები გამოჩნდა smile.gif

ნიორი კლასიფიცირდება 2 სახეობად: მყარკისრიანი და რბილკისრიანი. პირველის შემთხვევაში მცენარის ღეროზე იზრდება ყვავილი, ხოლო მეორეს შემთხვევაში არ იზრდება. კლიმატურ პირობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ სახეობის შერჩევისას, რეკომენდირებულია პირველად რამოდენიმე წელიწადის განმავლობაში გამოსცადოთ სხვადასხვა სახეობები და შეარჩიოთ ყველაზე სასურველი.

მყარკისრიანი სახეობები (Allium sativum var. ophioscorodon) რომელიც ძირითადად ზრდის პერიოდში წარმოქმნის ყვავილს ღეროზე. პირველი მოსავლის დროს ნიორის ბოლქვები მცირე ზომისაა, ორი ან მეტი წელიწადი სჭირდება კარგი მოსავლის მიღებას მიღებული ბოლქვებიდან. საშუალოდ ერთ ღეროზე ვითარდება 4-დან 12-მდე ბოლქვი. აგრეთვე არ გამოირჩევა კარგი შენახვის უნარით.

რბილკისრიანი სახეობები (Allium sativum var.sativum) არ წარმოქმნის ყვავილს ღეროზე, უფრო მეტად გამოიყენება კომერციული წარმოებისას. გამოირჩევა მეტი მოსავლიანობით, ვიდრე მყარკისრიანი სახეობები. თუმცა ცივი კლიმატური პირობების შემთხვევაში უკანასკნელის მოსავლიანობა შეიძლება იყოს ეგეთივე ეფექტური და უფრო მეტიც.
თვითოეული ღეროზე იზრდება საშუალოდ 10-დან 40-მდე ბოლქვი და აღნიშნული სახეობა გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვის უნარიანობით.

Garlic 1

დათესვა

დათესვის პერიოდი არის გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე, რაც დამოკიდებულია ნიორის სახეობაზე. მნიშვნელოვანია რომ ზრდის პერიოდში მცენარემ გაიაროს ცივი ტემპერატურული რეჟიმი, რათა მოსავლიანობა იყოს ოპტიმალური.

მიწის სასურველი სიმჟავიანობა PH 6,5-7,0;

დათესეთ ნიორის ცალკეული კბილი 10 სმ-ს დაშორებით, 2,5სმ სიღრმეში, რიგებს შორის მანძილი 45სმ. დააყარეთ ორგანული სასუქი, რათა ნიადაგის დრენაჟი იყოს ეფექტური, რადგან დატბორვის შემთხვევაში შესაძლებელია ნიორის ლპობა.

1 ცალი ნიორი შეიცავს დაახლოებით 20 კბილს, რომელიც უნდა განცალკევდეს, აქედან აირჩიეთ საშუალოდ 8 ცალი ყველაზე მოზრდილი.
შემოდგომაზე დათესილი ნიორის მიწიდან აღმოცენება ხორციელდება მარტი-აპრილის დასაწყისში. გაზაფხულზე დათესილი ნიორის წარმოქნის სუსტ ღეროებს და გამოირჩევა შედარებით დაბალი მოსავლიანობით.

სასურველია სათესლე ბოლქვების შესყიდვა სპეციალური მწარმოებელი კომპანიებიდან, მაღაზიიდან შესყიდული ბოლქვები იძლევა მცირე მოსავალს და არ გამოირჩება კარგი შენახვის უნარიანობით.

შესყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ 1 კგ საშუალოდ შეიცავს 100 ცალ ნიორის კბილს, საშუალოდ 1კგ დათესილი ნიორიდან მიიღება 8-დან 16-კგ მდე მოსავალი, რაც აგრეთვე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.

მულჩირება

მცენარის დათესვიდან 3-5 კვირის შემდგომ უნდა დაეფინოს მცენარეზე ბუნებრივი მულჩა ფირი (თივა, გამომშრალი სარეველა თავისუფალი თესლებისაგან), რომელიც დაეხმარება მცენარეს ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში და ზრდის პერიოდში სარეველებისგან კონტროლში.
მულჩა ფირის აღება შესაძლებელია გაზაფხულზე, როდესაც ყინვების პერიოდი განვლილია. მცენარეს შეუძლია გაუძლოს ისეთ დაბალ ტემპერატურას როგორიც არის -6C.

გაზრდა

ნიორის მცენარეს შეუძლია გაიზარდოს ისეთ ნიადაგში, რომელზეც არ ხორციელდება მუდმივი მორწყვა, ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი.
შეამცირეთ მცენარის მორწყვა მისი მოკრეფიდან რამოდენიმე კვირით ადრე, როდესაც ფოთლების ფერი ხდება ყვითელი.
გაანოყიერეთ მიწა თვეში 1-2 ჯერ, გაწმინდეთ სარეველისგან და მორწყით იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი მშრალია.
დათესვამდე შეიტანეთ მიწაში ორგანული სასუქი (ტორფი, ნაკელი და ა.შ) 40-60 ტონა 1 ჰექტარზე, მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.

მოკრეფა

მცენარე მზად არის მოსაკრეფად ივნისი-ივლისის პერიოდში, თუმცა არის ადრეული სახეობები რომლებიც მზად არის მოსაკრეფად მაისში.
მცენარის მოკრეფა უნდა ხორციელდებოდეს ოპტიმალურ პერიოდში-ადრე მოკრეფისას ნაყოფი არის მცირე ზომის, ხოლო დაგვიანებული მოკრეფის შემთხევაში დაავადებების რისკი მატულობს.

იმისათვის რომ დაადგვინოთ მისი დამწიფების სტადია, დააკვირდით ფოთლებს, რომელიც უნდა იყოს გაყვითლებული და იწყებდეს ჭკნობას.

დაავადებების რისკი მატულობა წვმიმიანი ზაფხულის პერიოდში- ფოთლები იწყებს გაყვითლებას, ხოლო ნიადაგში რომელიც მუდმივად სველ კონდინციაშია, სწრაფად იწყება დაავადებების აღმოცენება.

ხარისხიანი მოვლის და თესლის შერჩევის შემთხვევაში საშუალოდ მოსავლიანობა შეადგენს 8,000-10,000 კგ-ს.
შენახვის პირობები: 0-4C-ს ტემპერატურული რეჟიმი, 60-70% ტენიანობა. რბილკისრიანი სახეობების შენახვა შესაძლებელია 6-დან 8 თვემდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ხოლო მყარკისრიანი სახეობების შენახვა ასეთი ტიპის პირობებში ინახება 3-4 თვე , თუმცა 0C ტემპერატურული რეჟიმისას მისი შენახვა 7 თვემდე შესაძლებელია

Posted by: gigi47 6 Mar 2012, 22:58

Posted by: bacavi 29 Mar 2012, 12:58
http://www.radikal.ru
ჩემი ნიორი

Posted by: gigi47 29 Mar 2012, 14:10
QUOTE (bacavi @ 29 Mar 2012, 12:58 )
http://www.radikal.ru
ჩემი ნიორი

ბარაქა ! ბარაქა!
მეც ძაან პატარა ფართზე დავთესე და მაგხელებია ,გულს უხარია ! მაგრამ რამდენად გაიკეთებს ძირს მთავარი ეგაა wink.gif
givi.gif

Posted by: ugvino 29 Mar 2012, 19:56
bacavi
gigi47

სად, რომელ სოფელში გაქვთ ნაკვეთები? რა ფასებს ელოდებით წელს?

მე ვიცი გადამყიდველები უკვე დარბიან, წინასწარ იძლევიან ფულსო

Posted by: forumeli64 29 Mar 2012, 20:10
და 1 ჰა-ზე რამდენი კგ-ს მიღება შეიძლება?

Posted by: gigi47 29 Mar 2012, 23:56
მე პირადად თბილისის ერთ ერთ გარე უბანში მაქვს ბოსტანი ,პირელად დავთესე-საცდელად სულ 5 კილო ვიყიდე და აქედან 3 კილო დავთესე იმედი მაქვს რომ 20 კილოს მაინც ავიღებ მოსავალს smile.gif

Posted by: bacavi 31 Mar 2012, 15:56
gigi47
გაიხარე...შენც ასევე,,,
ugvino
მე ახმეტის რაიონში მითესია,, გასაყიდად არ მინდა,სათესლედ მინდა,1ჰა იქნებ დავთესო სხვა წლისთვის

Posted by: gigilo2323 2 Apr 2012, 11:05
ვინც გარკვეული ხართ ნიორში,შეგიძლიათ მითხრათ,საშუალოდ 1500 კვადრატზე რამდენი კილო ნიორი მოვა.ნორმალური მოსავლიანობა რომ იყოს.

Posted by: gigilo2323 3 Apr 2012, 15:41
bacavi
gigi47
forumeli64
არ იცით რამდენო აქვს მოსავლიანობაააა?

Posted by: gigi47 3 Apr 2012, 16:39
QUOTE (gigilo2323 @ 3 Apr 2012, 15:41 )
bacavi
gigi47
forumeli64
არ იცით რამდენო აქვს მოსავლიანობაააა?

არა ძმა არა..მე პირადად არანაირი არც თეორიული და არც პრაქტიკული გამოცდილება არ მაქვს,თორე გეტყოდი აბა თან ხო არ წავიღებ ,,ამ ცოდნას" idea.gif
ეს თემა მკვდარია? გაეცით კაცს პასუხი მგონი ჩვენ სამნი ვართ lol.gif

Posted by: beso19882 3 Apr 2012, 18:12
QUOTE (gigilo2323 @ 2 Apr 2012, 11:05 )
ვინც გარკვეული ხართ ნიორში,შეგიძლიათ მითხრათ,საშუალოდ 1500 კვადრატზე რამდენი კილო ნიორი მოვა.ნორმალური მოსავლიანობა რომ იყოს.

მე შემოდგომაზე დავთესე საცდელად 1300 კმ მდე და ჩემი ვარაუდით თუ კარგი მოსავალი იქნება 1.5 ტონას ველოდები, სათესლედ მინდა yes.gif

Posted by: Mateo Falcone 4 Apr 2012, 02:06
ნივრის მულჩირებისთვის ტორფი გამოიყენება როგორც ვიცი და ჰექტარზე რამდენი და რა ფასის ტორფი იქნება საჭირო ხომ არავინ იცის ? eek.gif

Posted by: gigilo2323 4 Apr 2012, 10:17
გაიხარეთ დიდი მადლობა,
მეც 1500 კვადრატზე დავთესე და სათესლედ მინდა,
მაგრამ მაგდენი თუ მოვიდოდა არ მეგონა.
რა ჩირდება კარგი თავი რომ გაიკეთოს ეგეც ხომ არ იცით?
ბევრი წყალი არ უყვარს როგორც ვიცი,

Posted by: b149 4 Apr 2012, 11:12
beso19882
gigilo2323

მაგდენი სათესლე სად და როგორ უნდა შეინახოთ? შენახვის პირობები საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ვიცი და სად შექმნით მასეთ პირობებს?

Posted by: gigilo2323 4 Apr 2012, 13:37
შენ რა პირობები იცი?
მე ვიცი რომ გრილი ადგილი უნდა,0 გრადუსზე თუ იქნება კარგია.
მე ესე ვიცი და თუ რამე იცი გაგვიზიარე..
მთლად სულ არ შევინახავ სათესლედ მაგრამ მეტი წილი ალბათ სამომავლოდ დასათესად.

Posted by: beso19882 4 Apr 2012, 17:37
არაფერ დიდი პირობები არ უნდა, ვიცი რო სოფლებში ჩვეულებრივ ინახავენ აბა სათბურები სად აქვთ რო შეინახონ, უბრალოდ სიმშრალე უნდა ნესტი არ უნდა მოხვდეს

Posted by: b149 4 Apr 2012, 19:43
მე ვიცი რომ ინახავენ გაშლილს, ტომრებში და ყუთებში არა. ნუ თავიდან მაინც 2 კვირა

ხოდა ამდენი ნიორი სად უნდა გაიშალოს მშრალ ადგილას?

Posted by: gigi47 4 Apr 2012, 20:53
ეს არის ჩემი ნიორი რომელიც ძალიან პატარა ბოსტანში დავთესე პირველად და უკვე ასე გამოიყურება და ვინმემ თუ იცით კარგი თავები რომ გაიკეთოს რამე ხერხი ,ახლა რამდენადაც ვიცი სასუქი აღარ შეიძლება ხომ,ან მორწყვა უნდა ? ან რამდენ დღეში ერთხელ?

Posted by: bacavi 5 Apr 2012, 17:25
ნიორის სიყვითლე რისი ბრალია?ჭია? ორნაირი ნიორი მითესია გვერდიგვერდ,,ერთი ცოტა გაყვითლებულია მეორე მწვანედაა
რითი შევწამლო რას მირჩევთ?

Posted by: gigilo2323 6 Apr 2012, 15:45
bacavi
QUOTE
რითი შევწამლო რას მირჩევთ?

სამთო ქიმიაში იკითხე და თვითონ იციან.ეგ სიყვითლე მემგონი ჭიებმა იცის,რო ამოვა მაშინ უნდა მოწამვლა,მემგონი არ ვცდები.რაგაცა შხამით წამლიან ხოლმე.

Posted by: Mateo Falcone 6 Apr 2012, 16:08
ხალხო ნივრის მულჩირებაზე არავინ არაფერი იცით???

Posted by: ugvino 6 Apr 2012, 22:24

gigilo2323
ჰექტარზე 8-10 ტონა, ანუ შენს შემთხვევაში 1.2 დან 1.5 ტონამდე, თუ კარგი მიწაა და კარგად დაამუშავებ, 2 ტონამდე.

Posted by: gigi47 7 Apr 2012, 00:00
QUOTE (gigi47 @ 4 Apr 2012, 20:53 )
ეს არის ჩემი ნიორი რომელიც ძალიან პატარა ბოსტანში დავთესე პირველად და უკვე ასე გამოიყურება და ვინმემ თუ იცით კარგი თავები რომ გაიკეთოს რამე ხერხი ,ახლა რამდენადაც ვიცი სასუქი აღარ შეიძლება ხომ,ან მორწყვა უნდა ? ან რამდენ დღეში ერთხელ?

ვინმემ მიპასუხეთ რა ჭIრდება თუ არა ერთხელ მანივც მორწყვა ამ ნიორს,ნოემბერში დავთესე და არცერთხელ არ მომირწყავს ჯერ...ან არის რამდენიმე ცალი რომ ორი ერთად არის ამოსული და როგორ მოვიქცე ამოვიღო და ცალცალკე ჩAვრგო ისევ,ერთ-ერთი მოვკვეთო თუ დავტოვო როგორც არის ორივე ისევ ისე?

Posted by: mzesumzira 8 Apr 2012, 13:38
QUOTE
სამთო ქიმიაში იკითხე და თვითონ იციან.ეგ სიყვითლე მემგონი ჭიებმა იცის,რო ამოვა მაშინ უნდა მოწამვლა,მემგონი არ ვცდები.რაგაცა შხამით წამლიან ხოლმე.

რეიზის სამტო ქიმია,ვერ უტქვიატ სწორი პასუხი.,ნიორი დათესვამდე ნახევარი საათით უნდა ჩალბეს ფუნდაზოლიან სითხში,(შემდეგში რომ არ განვითარდეს ნივრის კანის აქერცვლა,და სიდამპლე). მერე უნდა გაიშალოს ნიორი და რომ შეშრება შეგიძლიათ დარგოთ.
დარგვამდე უნდა გაკეთდეს კვლები და კვლებში უნდა მოიპნეს ჭიის და მავნებლების საწინააღმდეგო ფხვნილი,მატშალი ან ნებისმიერი სხვა,ნივრის მატლის საწინააღმდეგოდ,გულში რომ უძვრება და სითხეს რომ წოვს და ფოთლებს რომ აყვითლებს,იმის საწინააღმდეგოდ,ასევე ხახვზეც

Posted by: bacavi 8 Apr 2012, 13:59
რანით და ბიით შევწამლე დღეს,ვნახოთ რა იქნება

Posted by: gigi47 10 Apr 2012, 18:09
ნიორს ჭირდება მორწყვა? ნოემბერში დავთესე და მას მერე არცერთხელ არ მომირწყია?

Posted by: gigilo2323 11 Apr 2012, 09:24
QUOTE
ნიორს ჭირდება მორწყვა? ნოემბერში დავთესე და მას მერე არცერთხელ არ მომირწყია?

ჯერ არ უნდა მაგრამ მიწას შენ თვითონ შეატყობ როცა დაჩირდება,ისე ბევრი წყალი არ უყვარს და ბოლოს უკვე რომ გაუყვითლდება ოთოლი აგარ უნდა წყალი საერტოდ რომ თავი გაიკეთოს კარგი.

Posted by: chveniferma 16 Apr 2012, 13:58
გამარჯობა . ძალიან სასიამოვნოა რომ დაინტერესებულთა რიცხვი სოფლის მეურნეობით დღითი -დღე იზრდება http://1tv.ge/videos/tvshow/118 https://www.facebook.com/chveniferma შემოგვიერთდით !თუ თქვენ გაქვთ ფერმა,გამოცდილება და გსურთ თქვენი ცოდნა სხვებს გაუზიაროთ .ან მხოლოდ სურვილი არსებობს ბიზნესი წამოიწყოთ სოფლის მეურნების კუთხით და სათანადო ინფორმაცია , ცოდნა და გამოცდილება არ გაგაჩნიათ გაგვიზიარეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ,კითხვები და არა მარტო სიტყვებით არამედ რეალურად ერთად გავაკეთოთ ჩვენი ფერმა.. ვეცდებით რომ ჩვენს გადაცემაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვას პასუხი გავცეთ ..,წარმატებებს გისურვებთ ! მჯერა რომ ერთად ყველა სიძნელეს გავართმევთ თავს .პ.ს. მერწმუნეთ, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში საკმოდ სერიოზული და სტაბილური შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
ხვავი და ბარაქა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!
* * *

Posted by: gigi47 17 Apr 2012, 11:35
QUOTE
ჯერ არ უნდა მაგრამ მიწას შენ თვითონ შეატყობ როცა დაჩირდება,ისე ბევრი წყალი არ უყვარს და ბოლოს უკვე რომ გაუყვითლდება ოთოლი აგარ უნდა წყალი საერტოდ რომ თავი გაიკეთოს კარგი.

მადლობა

Posted by: GURAMI19 28 Apr 2012, 16:26
თბილისში რა ღირს 1 კილო ნიორი ?

პრაღაში ძალიან ძვირია 14 ლარი გამოდის 1 კილო. აქ სარფიანი იქნებოდა ნივრის ბიზნესის წამოწყება.

Posted by: bacavi 1 May 2012, 15:08
http://www.radikal.ru
ნიორს ემსგავსება smile.gif

Posted by: პარანგო 2 May 2012, 15:53
QUOTE (Woodrow @ 7 Apr 2011, 09:52 )
ვინმემ მაღაზია იცით სადაც კარგი ნივრის თესლის ყიდვა შეიძლება ???

მაღაზია არა, მაგრამ მთელი შიდა ქართლი ნიორს მიაქვს, იყიდე და დათესე,ისე ეხლა დაგვიანდა დათესვა საგაზაფხულო ნიორის.
* * *
QUOTE (GURAMI19 @ 28 Apr 2012, 16:26 )
თბილისში რა ღირს 1 კილო ნიორი ?

პრაღაში ძალიან ძვირია 14 ლარი გამოდის 1 კილო. აქ სარფიანი იქნებოდა ნივრის ბიზნესის წამოწყება.

ხმელი ნიორი 2-დან 2,5 ლარამდეა, ახალი ნიორი 9-10 ლარია.ისე იყო პერიოდი აქაც ღირდა 14 ლარიsmile.gif

Posted by: ponuka 8 May 2012, 13:54
ნიორს ფასი სულ ექნება, შეიძლება მაგდენი არა რაც შარშან ღირდა მაგრამ წაგებული არასდროს იქნები

* * *
და რა ჯდება ეს ტრაქტორი თუ იცით ვინმემ?

Posted by: gigi47 9 May 2012, 21:12
QUOTE (bacavi @ 1 May 2012, 15:08 )
http://www.radikal.ru
ნიორს ემსგავსება smile.gif

ესეც ჩემი ნიორია 2 კვირის ცინ გადაგებულია wink.gif

Posted by: b149 11 May 2012, 23:35
ყველა მენივრეს სალამი და წარმატებები! smile.gif

ნიორი როდის უნდა ამოვიღოთ? smile.gif
და ვის უნდა ჩავაბაროთ PM მომწერეთ რა

Posted by: dd69 12 May 2012, 00:24
tavadze
QUOTE
ოღონდ ჩვენ რაღაც სხვა ჯიში გვაქვს - ხახვივით მთელი თავებია, უკბილო,

ეს ნიორი ტრუხაა, ოღონდ არ ვხუმრობ. მწარეა, და დაჟე სხვა გემოც აქვს. ოდნავ მეტი თუ მოგივიდა საჭმელს აფუჭებს. მაგის მარინადია კარგი, ოღონდ გაზაფხულზე. ამოსვლით მართლაც არც არაგერი უნდა. ანუ ტყიურია, ფაქტობრივად. ჩვენები თურქულს ეძახიან. მაგი არამგონია ვინმემ იყიდოს. ჩემებს აქვთ და მაინც კბილიანს ყიდულობენ.

SPLIYVI
QUOTE
1.3 ლარი არის უკვე ფასი

ნიორზე ვინც ჩალიჩობდნენ მოშნად თქვეს რომ ნივრის სუნს დავავიწყებინებთ შემომტანებსო და დააგდეს მაგრად

ჩინეთშიც დავარდა ფასი

ამ ეტაპზე არ ღირს ჩალიჩი

მენდეთ

ეხხხხხხ

საკაიფოდ ლამაზად შეფუთული ფითქინა ნიორი, რომელსაც მიწა ერტი წამითაც არ უნახავს

ესაა ნიორი?

ნეტა ლარსაც რატომ აძლევს ხალხი?

facepalm.gif

გაუმარჯოს ქართულ ნიორს smile.gif

Posted by: CoMeDiAnT 12 May 2012, 00:31
და რამდენ წელში იძლევა პირველ მოსავალს ნიორი?

Posted by: lexa 12 May 2012, 16:04
mzesumzira
QUOTE
ნიორი დათესვამდე ნახევარი საათით უნდა ჩალბეს ფუნდაზოლიან სითხში,(შემდეგში რომ არ განვითარდეს ნივრის კანის აქერცვლა,და სიდამპლე). მერე უნდა გაიშალოს ნიორი და რომ შეშრება შეგიძლიათ დარგოთ.
დარგვამდე უნდა გაკეთდეს კვლები და კვლებში უნდა მოიპნეს ჭიის და მავნებლების საწინააღმდეგო ფხვნილი,მატშალი ან ნებისმიერი სხვა,ნივრის მატლის საწინააღმდეგოდ,გულში რომ უძვრება და სითხეს რომ წოვს და ფოთლებს რომ აყვითლებს,იმის საწინააღმდეგოდ,ასევე ხახვზეც

ყველაფერს ცოდნა უნდა, მე ვიფიქრე დატესავ და ტავად ამოვა
ასე ვფიქრობ ყველაფერზე biggrin.gif

Posted by: Panic 13 May 2012, 13:07
თუ ვინმეს ჭირდება სათესლედ ან საერთოდ ნიორი, მომწერეთ პმ-ში.

Posted by: gigi47 13 May 2012, 17:49
QUOTE
ნიორი როდის უნდა ამოვიღოთ?

მეც მაინტერესებს და იქნებ ვინმემ გვიპასუხოს

Posted by: gigi47 25 May 2012, 19:20
QUOTE (gigi47 @ 13 May 2012, 17:49 )
QUOTE
ნიორი როდის უნდა ამოვიღოთ?

მეც მაინტერესებს და იქნებ ვინმემ გვიპასუხოს

დავიჯერო არავინ არ იცის როდის არის ამოღების სეზონი? ან თავეი რომ უფრო დიდი გაიკეთოს გავიგე რომ უნდა განასკვოო ან მოჭრა ზემოდანო და რა დროს უნდა მოხდეს თუ საერთოდ არის საჭირო?

Posted by: luka_B 2 Jun 2012, 00:26
gigi47

თქვენი ნიორი ყვავილოვანი ნიორია, იგივე ისრიანი ჯიში ხალხში რუსულს ეძახიან, ანაგულები არა აქვს ანუ შიდა კბილები, გააჩბია სად დათესეთ და როდის, ზემოთ რაც წაუვიდა ღერო მრგვალი ბურთულა რო გაიკეთა და მერე წვერივით გრძელდება ეგ უნდა მოაშოროთ იმიტომ, რომ ნაყოფს მისცეს განვითარება ვადები ივნისის შუა რიცხვები და ბოლომდე, მე არ ვიცი რა გაქვთ ფათესილი არის ეგრეთ წოდებული ადრეულა იგივე მაისის ჯიში ახლა რაც არის ბაზარში დიდი მოწითალო ნიორი რაც დიდი ხანი არ ინახება ეგ უკვე ამოიღეს კახეთში, ძალიან ბევრს გაუფუჭდა ან ვერ მოუარეს ან დიდი ხანი თესეს ერთ ადგილზე, ჭია გაჩნდა რაღაც თეთრი ტიპია ყავისფერი თავით წინ ოთხი საცეცი აქვს ზის ნიორში და გულაობს, ჩემთან ქართლში არ არის, მე აქამდე მოყვანით ვიყავი დაკავებული ვსწავლობდი ჩემი ნიორი არის სუფთა ჯანმრთელი, მარა კახეთში კარგად მოვლილ ნიორს ვერ შეედრება მაინც ზომა წონაში, მარა რათ გინდა ამ ფასმა სულ დაკარგა აზრი, ხალხი თოკებიდან ხსნეს ვალების გამო, ლარი ლარ ნახევარი მაქსიმალური ფასი ...

Posted by: iase 4 Jun 2012, 02:54
თუ თავი აქვს უკვე გაკეთEბული ამოღების დრო ა

Posted by: gigi47 5 Jun 2012, 22:51
QUOTE
ზემოთ რაც წაუვიდა ღერო მრგვალი ბურთულა რო გაიკეთა და მერე წვერივით გრძელდება ეგ უნდა მოაშოროთ იმიტომ, რომ ნაყოფს მისცეს განვითარება

ანუ შენ გულისხმობ როგორც ხახვი თესსლს რომ იკეთებს ბოლოში ბურთივით? მასეთირამ ჯერ არ აქვს და გავკვანძო თუ ჯერ არა? ზოგმამითხრა აჭრიან ზედა მხარესო
* * *
ხალხო ვინმემ მიპასუხეთ რა...ნოემბრის 21ში დავთესე ნიორი თბილისში პატარა ნაკვეთი მაქვს და უკვე ფოთლები უყვითლდება,ძირები მაინცდამაინც დიდი არ აქვს და რაც ყველაზე ძაან მაინტერესებს კბილები თითქმის არ აქვს გამოყოფილიერთმანეთისგან,არადა ძალიან მაგარი ქართული დიდ თავებიანი ნიორი ვიყიდე დასათესად და წესის მიხედვით დავთესე ... sad.gif რისი ბრალი შეიძლება იყოს..იქნებ მორწყვა აკლია? ან იქნებ პირიქით მეტი მომივიდა? ფოთლის ბოლოებიც ნელნელა უყვითლდება და როგორც წემოთ პოსტში ახსენა მეგობარმა არანაირი ფოთლის ბოლოებში თესლი არ შეიმჩნევა...როგორ მოვიქცე?რატო უყვითლდება ფოთლები? გავკვანძო ?მოვაჭრა? თუ რა მოუხერხო ან ამ დროს დათესილი ნიორი ჭესით როდის უნდა ამოვიღო?

Posted by: tavadze 5 Jun 2012, 23:02
dd69
QUOTE
ეს ნიორი ტრუხაა, ოღონდ არ ვხუმრობ. მწარეა, და დაჟე სხვა გემოც აქვს. ოდნავ მეტი თუ მოგივიდა საჭმელს აფუჭებს.

ვითომ? საკუთარი გემოვნებით სხვაზე არ უნდა ილაპარაკო. მაგალითად, მე ქართულს მირჩევნია და არც ვიყენებ, ეს ბევრად უკეთესია. ხოლო მეტად მწარე რომ არის, ნორმა უნდა იცოდე საჭმელში და არ გაგიფუჭებს, თორემ უნორმოდ შაქარიც არ ვარგა. ამასთან, არა მარტო მე, სამეზობლოშიც მშვენივრად იყენებენ. tongue.gif
gigi47 - ახლა ამოღების დრო მოდის და ფოთლები ისეც გაუყვითლდება. სხვაზე ვერაფერს გეტყვი, თუმცა შენც ჩემნაირი - უკბილო ნიორი ხომ არ გაქვს?

luka_B
QUOTE
ზემოთ რაც წაუვიდა ღერო მრგვალი ბურთულა რო გაიკეთა და მერე წვერივით გრძელდება ეგ უნდა მოაშოროთ

მთლიანად ის მრგვალი ბურთი - საყვავილე უჯრედი უნდა მოვაშორო? baby.gif baby.gif ინწერესნა.

Posted by: b149 6 Jun 2012, 08:51
ვისაც დიდი რაოდენობის ნიორი გაქვთ, ერთიანად ამოღებისთანავე რომ ჩავაბარო ასეთი ხალხის ტელ. ნომერი დამიPMეთ რა

და რა ეღირება წელს ნიორი?

Posted by: gigi47 6 Jun 2012, 11:12
ნიორი კლასიფიცირდება 2 სახეობად: მყარკისრიანი და რბილკისრიანი. პირველის შემთხვევაში მცენარის ღეროზე იზრდება ყვავილი, ხოლო მეორეს შემთხვევაში არ იზრდება. კლიმატურ პირობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ სახეობის შერჩევისას, რეკომენდირებულია პირველად რამოდენიმე წელიწადის განმავლობაში გამოსცადოთ სხვადასხვა სახეობები და შეარჩიოთ ყველაზე სასურველი.

მყარკისრიანი სახეობები (Allium sativum var. ophioscorodon) რომელიც ძირითადად ზრდის პერიოდში წარმოქმნის ყვავილს ღეროზე. პირველი მოსავლის დროს ნიორის ბოლქვები მცირე ზომისაა, ორი ან მეტი წელიწადი სჭირდება კარგი მოსავლის მიღებას მიღებული ბოლქვებიდან. საშუალოდ ერთ ღეროზე ვითარდება 4-დან 12-მდე ბოლქვი. აგრეთვე არ გამოირჩევა კარგი შენახვის უნარით.

რბილკისრიანი სახეობები (Allium sativum var.sativum) არ წარმოქმნის ყვავილს ღეროზე, უფრო მეტად გამოიყენება კომერციული წარმოებისას. გამოირჩევა მეტი მოსავლიანობით, ვიდრე მყარკისრიანი სახეობები. თუმცა ცივი კლიმატური პირობების შემთხვევაში უკანასკნელის მოსავლიანობა შეიძლება იყოს ეგეთივე ეფექტური და უფრო მეტიც.
თვითოეული ღეროზე იზრდება საშუალოდ 10-დან 40-მდე ბოლქვი და აღნიშნული სახეობა გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვის უნარიანობით.

Garlic 1

დათესვა

დათესვის პერიოდი არის გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე, რაც დამოკიდებულია ნიორის სახეობაზე. მნიშვნელოვანია რომ ზრდის პერიოდში მცენარემ გაიაროს ცივი ტემპერატურული რეჟიმი, რათა მოსავლიანობა იყოს ოპტიმალური.

მიწის სასურველი სიმჟავიანობა PH 6,5-7,0;

დათესეთ ნიორის ცალკეული კბილი 10 სმ-ს დაშორებით, 2,5სმ სიღრმეში, რიგებს შორის მანძილი 45სმ. დააყარეთ ორგანული სასუქი, რათა ნიადაგის დრენაჟი იყოს ეფექტური, რადგან დატბორვის შემთხვევაში შესაძლებელია ნიორის ლპობა.

1 ცალი ნიორი შეიცავს დაახლოებით 20 კბილს, რომელიც უნდა განცალკევდეს, აქედან აირჩიეთ საშუალოდ 8 ცალი ყველაზე მოზრდილი.
შემოდგომაზე დათესილი ნიორის მიწიდან აღმოცენება ხორციელდება მარტი-აპრილის დასაწყისში. გაზაფხულზე დათესილი ნიორის წარმოქნის სუსტ ღეროებს და გამოირჩევა შედარებით დაბალი მოსავლიანობით.

სასურველია სათესლე ბოლქვების შესყიდვა სპეციალური მწარმოებელი კომპანიებიდან, მაღაზიიდან შესყიდული ბოლქვები იძლევა მცირე მოსავალს და არ გამოირჩება კარგი შენახვის უნარიანობით.

შესყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ 1 კგ საშუალოდ შეიცავს 100 ცალ ნიორის კბილს, საშუალოდ 1კგ დათესილი ნიორიდან მიიღება 8-დან 16-კგ მდე მოსავალი, რაც აგრეთვე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.

მულჩირება

მცენარის დათესვიდან 3-5 კვირის შემდგომ უნდა დაეფინოს მცენარეზე ბუნებრივი მულჩა ფირი (თივა, გამომშრალი სარეველა თავისუფალი თესლებისაგან), რომელიც დაეხმარება მცენარეს ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში და ზრდის პერიოდში სარეველებისგან კონტროლში.
მულჩა ფირის აღება შესაძლებელია გაზაფხულზე, როდესაც ყინვების პერიოდი განვლილია. მცენარეს შეუძლია გაუძლოს ისეთ დაბალ ტემპერატურას როგორიც არის -6C.

გაზრდა

ნიორის მცენარეს შეუძლია გაიზარდოს ისეთ ნიადაგში, რომელზეც არ ხორციელდება მუდმივი მორწყვა, ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი.
შეამცირეთ მცენარის მორწყვა მისი მოკრეფიდან რამოდენიმე კვირით ადრე, როდესაც ფოთლების ფერი ხდება ყვითელი.
გაანოყიერეთ მიწა თვეში 1-2 ჯერ, გაწმინდეთ სარეველისგან და მორწყით იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი მშრალია.
დათესვამდე შეიტანეთ მიწაში ორგანული სასუქი (ტორფი, ნაკელი და ა.შ) 40-60 ტონა 1 ჰექტარზე, მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.

მოკრეფა

მცენარე მზად არის მოსაკრეფად ივნისი-ივლისის პერიოდში, თუმცა არის ადრეული სახეობები რომლებიც მზად არის მოსაკრეფად მაისში.
მცენარის მოკრეფა უნდა ხორციელდებოდეს ოპტიმალურ პერიოდში-ადრე მოკრეფისას ნაყოფი არის მცირე ზომის, ხოლო დაგვიანებული მოკრეფის შემთხევაში დაავადებების რისკი მატულობს.

იმისათვის რომ დაადგვინოთ მისი დამწიფების სტადია, დააკვირდით ფოთლებს, რომელიც უნდა იყოს გაყვითლებული და იწყებდეს ჭკნობას.

დაავადებების რისკი მატულობა წვმიმიანი ზაფხულის პერიოდში- ფოთლები იწყებს გაყვითლებას, ხოლო ნიადაგში რომელიც მუდმივად სველ კონდინციაშია, სწრაფად იწყება დაავადებების აღმოცენება.

ხარისხიანი მოვლის და თესლის შერჩევის შემთხვევაში საშუალოდ მოსავლიანობა შეადგენს 8,000-10,000 კგ-ს.
შენახვის პირობები: 0-4C-ს ტემპერატურული რეჟიმი, 60-70% ტენიანობა. რბილკისრიანი სახეობების შენახვა შესაძლებელია 6-დან 8 თვემდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ხოლო მყარკისრიანი სახეობების შენახვა ასეთი ტიპის პირობებში ინახება 3-4 თვე , თუმცა 0C ტემპერატურული რეჟიმისას მისი შენახვა 7 თვემდე შესაძლებელია

Posted by: gigilo2323 11 Jun 2012, 09:43
ვისაც გაქვთ დათესილი ნიორი,როგორი მოსავალია თქვენი აზრით წელს ამინდებმა შეუწყო ხელიიიი?

Posted by: gigilo2323 20 Jun 2012, 13:37
რა ხდება ამ თემას არავინ აგარ კითხულოოობთ?gigi47
tavadze
gigi47
iase
luka_B

Posted by: iase 20 Jun 2012, 15:28
gigilo2323
აზრი არ აქ
1 ლარი ღირს კილო ნიორი

Posted by: luka_B 21 Jun 2012, 09:19
ძალიან იზარალა ხალხმა, ნიორი აღარ არის ის კულტურა, რომ ერთ დათესვაზე დიდი მოგება ნახო, თუ ზოგადად გაინტერესებთ სოფლის მეურნეობა და გრძელვადიანად ეს საქმე ,გაქვთ ბევრი მიწა შეურიეთ ნიორი, ისე აღარ იქნება სოფელში საერთოდ ნამყოფი არ იყო ხალხი და ყველა ნივრის ფასათესად წავიდა, იყო რაღაც პერიოდი ნიორი ძალიან მომგებიანი მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა, ისე კი ვისაც არ აგიღიათ უნდა ამოიღოთ იმიტომ, რომ დიდი ხნით გაჩერება არ ვარგა, პლუს ფესვი ძლიერდება ნიორი მიწაში მირბის.

Posted by: gigilo2323 21 Jun 2012, 12:17
luka_B
QUOTE
ძალიან იზარალა ხალხმა, ნიორი აღარ არის ის კულტურა, რომ ერთ დათესვაზე დიდი მოგება ნახო,

იზარალა რა მხრივ გაუფუჭდა თუ ფასი რომ აღარ აქვს ?

Posted by: rupoti 24 Jul 2012, 18:33
Panic
QUOTE
თუ ვინმეს ჭირდება სათესლედ ან საერთოდ ნიორი, მომწერეთ პმ-ში.

ფასი?

Posted by: frajock 24 Jul 2012, 20:34
მოკლედ ნიორი წელს მაგარი იაფია შარშანდელთან შედარებით
* * *
http://www.youtube.com/watch?v=dgERKjTieEw

აი ამ ვიდეოს უყურედ ესეთი რაღაც მაგარი იქნებოდა ქართულ რეალობაში

http://www.youtube.com/watch?v=UbbOg10lSNs

ეს არის მემგონი მულჩინგი წინა გვერდზე ვიღაც კითხულობდა

Posted by: refreshg 15 Nov 2012, 15:56
აღარ ღირს ნიორზე ჩალიჩი? ჩავარდა და დაიქცა ეგ ბიზნესი? რა ფასი აქვს ეხლა რო ჩააბარო კაცმა. სველი ნიორი

Posted by: luka_B 15 Nov 2012, 19:21
გაისად რა ფასი ექნება არავინ იცის, თუმცა სავარაუდოდ 1-1,5 იქნება მიწიდან, მე ჰექტარზე მეტზე აღარ დავთესე, ისიც დავაკვირდები ამოიღებს დანახარჯს თუ რას იზავს და მაგ კულტურას ალბათ შევეშვები საერთოდ.

Posted by: Tranceman 3 Feb 2013, 20:13
ახმეტის რაიონში მოყვანილი ქართული და რუსული ჯიშის ნიორი,იდეალურია სათესლედ და ასევე სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მოსავალს ველოდებით მაისი-ივნისში. რაოდენობა 25-30 ტონა. ფასი შეთანხმებით. დარეკეთ 599059115

Posted by: ugvino 18 Feb 2013, 23:00
ნიორი მაქვს 3 ტონა, 50 თეთრად მოგცემთ, დავაკლებ კიდეც, სანამ გაფუჭებულა. კახურია, პმ ში.

Posted by: Tranceman 5 Mar 2013, 18:28
ახმეტის რაიონში მოყვანილი ქართული და რუსული ჯიშის ნიორი, გამოდგება როგორც საკვებად ასევე სათესლედაც იდეალურია, მოსავალას ველოდებით მაისი-ივნისში. რაოდენობა 25-30 ტონა დარეკეთ 597999000

Posted by: irakli119 24 Mar 2015, 19:26
დავიწყე კითხვა პირველი გვერდიდან და საბოლოოდ ნივრის ფასი 10-12 ლარიდან 0.50 თეთრზე ჩამოვიდა facepalm.gif

Posted by: nk2009 8 Apr 2015, 15:36
QUOTE
დავიწყე კითხვა პირველი გვერდიდან და საბოლოოდ ნივრის ფასი 10-12 ლარიდან 0.50 თეთრზე ჩამოვიდა facepalm.gif

მეც მაგ დღეში ვარ,ის იყო ვიფიქრე ბიზნესს დავიწრებთქო

Posted by: ssshotiko 10 Mar 2016, 11:12
ნიორის მოშენება და მისი რეალიზაცია.. თუ იცით ვინმემ სად და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ნიორის რეალიზაცია ერთბაშად დიდი რაოდენობით..

Posted by: omerta 10 Mar 2016, 22:07
ssshotiko
QUOTE
ნიორის მოშენება და მისი რეალიზაცია.. თუ იცით ვინმემ სად და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ნიორის რეალიზაცია ერთბაშად დიდი რაოდენობით

გაცილებით მარტივი და მოთხოვნადი პროდუქტია სტაფილო.
სულ გაგეყიდება...
თუ ხელით ამუშავებ ხალხს, მექანიზაციაზე არ იქენი დამოკიდებული, ჰექტარზე 80 ტონის მოყვანა შეიძლება.
ნიორი ძნელი შესანახია. ამიტომაც არ დავინტერესდი და არ შემისწავლია.
რაც ვიცი, იმის მიხედვით შემდეგ დასკვნამდე მივედი.
უმჯობესია გლეხურ მეურნეობად დარჩეს და რასაც ლეხი მოიყვანს და გაყიდის, იმით დავკმაყოფილდეთ.
თუ მაინც გადაწყვეტ, შენახვის საკითხი გაარკვიე აუცილებლად.

Posted by: ssshotiko 10 Mar 2016, 23:46
QUOTE (omerta @ 10 Mar 2016, 22:07 )
ssshotiko
QUOTE
ნიორის მოშენება და მისი რეალიზაცია.. თუ იცით ვინმემ სად და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ნიორის რეალიზაცია ერთბაშად დიდი რაოდენობით

გაცილებით მარტივი და მოთხოვნადი პროდუქტია სტაფილო.
სულ გაგეყიდება...
თუ ხელით ამუშავებ ხალხს, მექანიზაციაზე არ იქენი დამოკიდებული, ჰექტარზე 80 ტონის მოყვანა შეიძლება.
ნიორი ძნელი შესანახია. ამიტომაც არ დავინტერესდი და არ შემისწავლია.
რაც ვიცი, იმის მიხედვით შემდეგ დასკვნამდე მივედი.
უმჯობესია გლეხურ მეურნეობად დარჩეს და რასაც ლეხი მოიყვანს და გაყიდის, იმით დავკმაყოფილდეთ.
თუ მაინც გადაწყვეტ, შენახვის საკითხი გაარკვიე აუცილებლად.

გმადლობთ გამოხმაურებისთვის... გეთანხმები იმაში რომ შენახვის პირობებს ვერ უძლებს ნიორი, ფაქტიურად 40% დანაკარგი აქვს წონაში, შრობის შედეგად..
წელს ველოდები დიდ მოსავალს, სხვათაშორის შეიძლება ითქვას რომ დიდი მოვლის და ცოტა გამართლების შედეგად საკმაოდ ხარისხიანი მოსავალი მოდის, ერთადერთი საფიქრალი ახლა მისი სწრაფად რეალიზებაა...
ძალიან მაინტერესებს ამ თემის ირგვლივ ყველაფერი და ვინც რაიმე ინფორმაციით დამეხმარება მადლობელი ვიქნები..

Posted by: gia1970 11 Mar 2016, 01:19
ssshotiko
აუფ რა გიშრომია
რო უყურებ მე მიხარია
ღმერთმა ხელი მოგიმართოს
სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებიsad.gif

Posted by: ssshotiko 11 Mar 2016, 09:26
QUOTE (gia1970 @ 11 Mar 2016, 01:19 )
ssshotiko
აუფ რა გიშრომია
რო უყურებ მე მიხარია
ღმერთმა ხელი მოგიმართოს
სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებიsad.gif

მადლობა ..პირველად ჩავდე თანხა სოფლის მეურნეობაში და ძალიან სასიამოვნო და აზარტული აღმოჩნდა.. მიწა და მასზე დათესილი ნებისმიერი კულტურა ცოცხალი ორგანიზმია და როდესაც გრძნობ, გესმის მისი თუ რა აწუხებს, რა ესაჭიროება, როდესაც მკურნალობ მას და ისიც შესაბამისად ნაყოფს გაძლევს-- უძლიერესი "კაიფია" smile.gif))

Posted by: davita74 11 Mar 2016, 13:46
ssshotiko
ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ბარაქა მოგცეს მეგობარო.
იქნებ გაგვიზიარო გამოცდილება რამდენზე დათესე რა რაოდენობით და რამდენზე ავიდა ხარჯები??????

ძაან მაგარი მოვლილია up.gif up.gif

Posted by: ssshotiko 11 Mar 2016, 18:23
გმადლობთ... ნახევარ ჰექტარზე დავთესე, ვიყიდე ხარისხიანი ნიორი სათესლედ 350 კგ, აქედან გამოვარჩიე მსხვილი კბილები და ისინი დავთესე.. ხარჯს რაც შეეხება ამ ეტაპზე 3000 ლარამდე ავიდა.. ამ თანხაში შედის მიწის დამუშავება, თესლი, მუშახელი და საკვები პრეპარატები..

Posted by: davita74 11 Mar 2016, 20:49
ssshotiko
QUOTE
გმადლობთ... ნახევარ ჰექტარზე დავთესე, ვიყიდე ხარისხიანი ნიორი სათესლედ 350 კგ, აქედან გამოვარჩიე მსხვილი კბილები და ისინი დავთესე.. ხარჯს რაც შეეხება ამ ეტაპზე 3000 ლარამდე ავიდა.. ამ თანხაში შედის მიწის დამუშავება, თესლი, მუშახელი და საკვები პრეპარატები..

რამდენს ვარაუდობ მოსავალს?????/

Posted by: pytgon 11 Mar 2016, 21:24
ssshotiko
წარმატებები,
როგორც ვიცი გეგუთში მყოფ ფერმერებს პარნიკის მწვანილი იქვე გააქვთ ბაზარში ძირითადად საქართველოში ახდენენ რეალიზაციას

Posted by: ssshotiko 11 Mar 2016, 22:01
QUOTE (davita74 @ 11 Mar 2016, 20:49 )
ssshotiko
QUOTE
გმადლობთ... ნახევარ ჰექტარზე დავთესე, ვიყიდე ხარისხიანი ნიორი სათესლედ 350 კგ, აქედან გამოვარჩიე მსხვილი კბილები და ისინი დავთესე.. ხარჯს რაც შეეხება ამ ეტაპზე 3000 ლარამდე ავიდა.. ამ თანხაში შედის მიწის დამუშავება, თესლი, მუშახელი და საკვები პრეპარატები..

რამდენს ვარაუდობ მოსავალს?????/

მოსავალს რაც შეეხება- დაახლოებით 4 ტონამდე

* * *
QUOTE (pytgon @ 11 Mar 2016, 21:24 )
ssshotiko
წარმატებები,
როგორც ვიცი გეგუთში მყოფ ფერმერებს პარნიკის მწვანილი იქვე გააქვთ ბაზარში ძირითადად საქართველოში ახდენენ რეალიზაციას

მწვანილზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა რეალიზაციის გარკვეული გზებია საჭირო. მწვანილის სასათბურე მეურნეობა გეგუთშიც არის, ზესტაფონშიც და კიდევ ბევრ რეგიონში მოყავთ. თუმცა ყველა ცდილობს არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებას, არამედ უკრაინის მიმართულებით გასვლას. უკრაინაში დიდი მოთხოვნაა და შედარებით ადვილია საქართველოდან ამ გზით გატანა

Posted by: davita74 12 Mar 2016, 00:29
ssshotiko
QUOTE
მოსავალს რაც შეეხება- დაახლოებით 4 ტონამდე

ღმერთმა ხელი მოგიმართოს , მაგარია , სერიოზული მოვლილია რასაც ვხედავ up.gif up.gif up.gif
მწვანილი ხომ გააქვთ? თუ კიდე რაიმე ახალი პრობლემებია გატანასთან დაკავშირებით???

Posted by: ssshotiko 12 Mar 2016, 08:51
როგორც ვიცი მწვანილი გადის ჩვეულებრივად..

Posted by: ssshotiko 13 Mar 2016, 23:08
შეხვალ სხვა ქვეყნის ფორუმებზე და უდიდეს ინფორმაციას ნახავ, მიდის განხილვა კონკრეტულ თემებზე, ცდილობენ გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, ღიად და ცალსახად საუბრობენ, განიხილავენ და ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს ინფორმაციით.. მაგიტომაც არიან განვითარებულები...

Posted by: zekota 15 Mar 2016, 22:50
2000- ზე რამდენი მოვა ნიორი დაახლოებით....?

Posted by: ssshotiko 16 Mar 2016, 09:54
QUOTE (zekota @ 15 Mar 2016, 22:50 )
2000- ზე რამდენი მოვა ნიორი დაახლოებით....?

გააჩნია მიწას, მის დამუშავებას, და კიდევ უამრავ ფაქტორს... ყველაზე კარგ შემთხვევაში 2000 კვადრადულზე დაახლოებით 2 ტონამდე შეიძლება აიღო

Posted by: zekota 16 Mar 2016, 22:09
სადღაც 200კგ მეყოფა არა..? ნუ კარგი მიწის პირობებშI.?
რატომღაც მომწონს ეს იდეა და იმედია კარგად ჩამოვაყალიბებ ყველაფერს და გავბედავ ერთ რისკს

Posted by: GemBler 17 Mar 2016, 13:56
მაინტერესებს რეალიზაციის ამბავი როგორ არის სადმე იბარებეენ?

Posted by: ssshotiko 17 Mar 2016, 23:05
QUOTE (zekota @ 16 Mar 2016, 22:09 )
სადღაც 200კგ მეყოფა არა..? ნუ კარგი მიწის პირობებშI.?
რატომღაც მომწონს ეს იდეა და იმედია კარგად ჩამოვაყალიბებ ყველაფერს და გავბედავ ერთ რისკს

200 კგ გეყოფა ოღონდ თუ გინდა ხარისხიანი მოსავალი მიიღო უნდა გამოარჩიო დიდი კბილები და ის დათესო
* * *
რეალიზაციის რამე საინტერესო გზები თუ იცით ვინმემ კარგი იქნება თუ დაწერთ

Posted by: ssshotiko 17 Mar 2016, 23:24
QUOTE (ssshotiko @ 17 Mar 2016, 23:05 )
QUOTE (zekota @ 16 Mar 2016, 22:09 )
სადღაც 200კგ მეყოფა არა..?  ნუ კარგი მიწის პირობებშI.?
რატომღაც მომწონს ეს იდეა და  იმედია კარგად ჩამოვაყალიბებ ყველაფერს და  გავბედავ ერთ რისკს

200 კგ გეყოფა ოღონდ თუ გინდა ხარისხიანი მოსავალი მიიღო უნდა გამოარჩიო დიდი კბილები და ის დათესო
* * *
რეალიზაციის რამე საინტერესო გზები თუ იცით ვინმემ კარგი იქნება თუ დაწერთ

ეს მოტივაციისთვის smile.gif ............................

Posted by: zekota 18 Mar 2016, 21:20

რათქმაუნდა დიდი კბილები უნდა,ეგ ვიცი,მაგრამ ეგ მხოლოდ რო იყოს ვინ ჩივის,, ყველაფერი კარგ პირობებში უნდა იყოს რო კარგი მოსავალი მიიღო,, თან გამართლებაც საჭიროა...

რეალიზაციის ჯერ ჩემსკენ ვერაფერი............

Posted by: asaqara 18 Mar 2016, 22:23
ssshotiko
ფოტოებზე როდის დარგული ნიორია? თქვენ რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, წავიკითხე, რომ გაზაფხულზე დარგულული არ ინახება, შესანახად შემოდგომის ნიორს იტოვებენ.

Posted by: ssshotiko 19 Mar 2016, 00:21
ოქტომბრის შუა რიცხვებშია დარგული.. საერთოდ ნიორის შენახვა კომერციული თვალსაზრისით არაა მიზანშეწონილი, რადგან შრება და წონაში 40 % იკლებს..

Posted by: ssshotiko 21 Mar 2016, 08:15
თუ იცით საკონსერვო წარმოებები თუ ინტერესდებიან ქართული ნიორის შეძენით.. მაგალითად მითანა, ნიკორა, გერმანული ყასაბი და სხვა..

Posted by: bako70 21 Mar 2016, 18:18
ssshotiko
გასაყიდი არ დაგრჩება. კარგი მოსავალი ჩანს.
ჰიპერმარკეტებს შუალედური რგოლი ემსახურება (შემსყიდველი-მომმარაგებელი). ცოტა ძნელია სასურველი ფასის შეთანხმება.
მაგ რაოდენობის არ ვიცი და შარშან 600 კგ მჟავედ ვაქციეთ. არც წონას იკლებს (პირიქით), კარგად ინახება და ფასიც კარგია.
იფიქრე მაგაზეც.
წარმატებები.

Posted by: ssshotiko 22 Mar 2016, 00:09
QUOTE (bako70 @ 21 Mar 2016, 18:18 )
ssshotiko
გასაყიდი არ დაგრჩება. კარგი მოსავალი ჩანს.
ჰიპერმარკეტებს შუალედური რგოლი ემსახურება (შემსყიდველი-მომმარაგებელი). ცოტა ძნელია სასურველი ფასის შეთანხმება.
მაგ რაოდენობის არ ვიცი და შარშან 600 კგ მჟავედ ვაქციეთ. არც წონას იკლებს (პირიქით), კარგად ინახება და ფასიც კარგია.
იფიქრე მაგაზეც.
წარმატებები.

მადლობა ...........................................
* * *
QUOTE (bako70 @ 21 Mar 2016, 18:18 )
ssshotiko
გასაყიდი არ დაგრჩება. კარგი მოსავალი ჩანს.
ჰიპერმარკეტებს შუალედური რგოლი ემსახურება (შემსყიდველი-მომმარაგებელი). ცოტა ძნელია სასურველი ფასის შეთანხმება.
მაგ რაოდენობის არ ვიცი და შარშან 600 კგ მჟავედ ვაქციეთ. არც წონას იკლებს (პირიქით), კარგად ინახება და ფასიც კარგია.
იფიქრე მაგაზეც.
წარმატებები.

ანუ გარკვეული გამოცდილება გაქვს ნიორთან დაკავშირებით?

Posted by: ssshotiko 23 Mar 2016, 19:26
თუ ვინმე დაინტერესდებით ნიორის დათესვა-მოყვანით შემიძლია ძალიან შეღავათიან ფასებში იჯარით აგაღებინოთ მიწის ნაკვეთი კახეთის რეგიონში და დაგეხმაროთ მიწის დამუშავებიდან დაწყებული , იაფი მუშახელით და პროფესიონალი აგრონომის კონსულტაციებით.. პ.ს. - ძალიან ბევრი მიწებია დასამუშავებელი და მიგდებული, კარგი იქნება თუ საზოგადოება დაინტერესდება ნიორის ან რომელიმე კულტურის მოშენებით... ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს ...

Posted by: davita74 23 Mar 2016, 22:08
ssshotiko
რამდენად ავიღებ მიწას მაქეთ იჯარით??

Posted by: ssshotiko 23 Mar 2016, 22:29
QUOTE (davita74 @ 23 Mar 2016, 22:08 )
ssshotiko
რამდენად ავიღებ მიწას მაქეთ იჯარით??

ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი... ისე- მაგალითად ძალიან ბევრ ჩემს ახლობელს უპატრონოდ აქვს მიტოვებული მიწები და თუნდაც რაღაც მცირედი ინტერესი რომ მისცე უარს ნამდვილად არ იტყვიან

Posted by: gia1970 25 Mar 2016, 02:33
bako70
QUOTE
მაგ რაოდენობის არ ვიცი და შარშან 600 კგ მჟავედ ვაქციეთ. არც წონას იკლებს (პირიქით), კარგად ინახება და ფასიც კარგია.

ყოჩაღ
მაგარი მესიამოვნა
ღმერთმა ხელი მოგიმართოს
ssshotiko
წესით მითანაც უნდა დაინტერესდეს ნიკორაც ვაკეც
ალბათ კულა და მარნეულიც
გააჩნია შეთავაზებას (მარტო ფასი არ იგულისხმება)
იქნებ პირდაპირ თავი ნიორი იყიდონ
იქნებ გარჩეულზე დააინტერესო
იქნებ პასტად შესთავაზო
იმის თქმა მინდოდა რო უნდა დაუმუღამო როგორ შეაბაsmile.gif
არც დამჟავებაა ცუდი პონტი ზევით იუზერმა რომ თქვა
ხო კიდე სახაშეებიც ჩაიბარებენ
ბევრი ნიუანსია
ამ გამოსვლას რომელიც ასე გამიგრძელდა ერთი სადღეგრძელოთი დავამთავრებ (იმედია არ მიწყენთ)
ცის ნამს
ხარის ქედს
და
გლეხის მარჯვენას გაუმარჯოს ბიჭებო

Posted by: ssshotiko 25 Mar 2016, 08:22
QUOTE (gia1970 @ 25 Mar 2016, 02:33 )
bako70
QUOTE
მაგ რაოდენობის არ ვიცი და შარშან 600 კგ მჟავედ ვაქციეთ. არც წონას იკლებს (პირიქით), კარგად ინახება და ფასიც კარგია.

ყოჩაღ
მაგარი მესიამოვნა
ღმერთმა ხელი მოგიმართოს
ssshotiko
წესით მითანაც უნდა დაინტერესდეს ნიკორაც ვაკეც
ალბათ კულა და მარნეულიც
გააჩნია შეთავაზებას (მარტო ფასი არ იგულისხმება)
იქნებ პირდაპირ თავი ნიორი იყიდონ
იქნებ გარჩეულზე დააინტერესო
იქნებ პასტად შესთავაზო
იმის თქმა მინდოდა რო უნდა დაუმუღამო როგორ შეაბაsmile.gif
არც დამჟავებაა ცუდი პონტი ზევით იუზერმა რომ თქვა
ხო კიდე სახაშეებიც ჩაიბარებენ
ბევრი ნიუანსია
ამ გამოსვლას რომელიც ასე გამიგრძელდა ერთი სადღეგრძელოთი დავამთავრებ (იმედია არ მიწყენთ)
ცის ნამს
ხარის ქედს
და
გლეხის მარჯვენას გაუმარჯოს ბიჭებო

გაიხარე მეგობარო... კარგი კაცი ხარ.. smile.gif

Posted by: jangojjj 11 Apr 2016, 09:39
გამარჯობა.. ჩვენი კომპანია დაინტერესებულია ნიორის ექსპორტით, თქვენმა მოსავალმა დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ და ადგილზე გავეცნოთ დეტალურად ინფორმაციას?..

Posted by: ssshotiko 28 Apr 2016, 13:24
მადლობა ყურადღებისთვის.. მომწერეთ ფოსტაზე shotex@list.ru

Posted by: ssshotiko 4 May 2016, 12:16
იყიდება კარგი ჯიშის ნიორი.. გამოდგება ასევე სათესლედ... 592000216

Posted by: tavadze 1 Jun 2016, 23:32
მცოდნეების საყურადღებოდ: ნიორს აკატრებული ყვავილედის გადატეხვა უნდაო, გამიგონია და მართალია?

Posted by: tavadze 28 Jun 2016, 12:55
თუ იცით, ნიორის ფასი შემოდგომაზე აიწევს თუ ახლა ჯობია გაყიდვა?

QUOTE
მცოდნეების საყურადღებოდ: ნიორს აკატრებული ყვავილედის გადატეხვა უნდაო, გამიგონია და მართალია?

ეს მე თითონვე დავადგინე გამოცდილებით - თავთავების გადატეხვა მართლაც საჭირო ყოფილა.

Posted by: iraklip 6 Jul 2016, 12:08
შოთა გამარჯობა,

საგურამოსთან ახლოს მაქვს მიწის ნაკვეთი 3800კვ/მ. მე გამოცდილება არ მაქვს მაგრამ თუ დაინტერესდები იქნებ ვითანამშრომლოთ.

Posted by: ssshotiko 6 Jul 2016, 18:53
QUOTE (iraklip @ 6 Jul 2016, 12:08 )
შოთა გამარჯობა,

საგურამოსთან ახლოს მაქვს მიწის ნაკვეთი 3800კვ/მ. მე გამოცდილება არ მაქვს მაგრამ თუ დაინტერესდები იქნებ ვითანამშრომლოთ.

გამარჯობა... პირველრიგში ავღნიშნავ იმას რომ მიწის ნაკვეთი რომ გაქვს ეს უკვე ძალიან კარგია.. დიდი სიმდიდრეა ჭკვიანი კაცისთვის, რაც შეეხება თანამშრომლობას–რათქმაუნდა თბილისთან ახლოს რომ არის ეს უკვე კარგია, თან კონკრეტულად ნიორის კულტურა მაგ კლიმატზეც მშვენივრად ხარობს.. შევხვდეთ, გავისაუბროთ, ვნახოთ ადგილი და შეიძლება რამე საინტერესოს მოფიქრება.. smile.gif)

Posted by: iraklip 9 Jul 2016, 17:22
შოთა პირადში მოგწერე ჩემი ნომერი.
მადლობა წინასწარ.

Posted by: lgnight 10 Jul 2016, 00:22
QUOTE (ssshotiko @ 23 Mar 2016, 19:26 )
თუ ვინმე დაინტერესდებით ნიორის დათესვა-მოყვანით შემიძლია ძალიან შეღავათიან ფასებში იჯარით აგაღებინოთ მიწის ნაკვეთი კახეთის რეგიონში და დაგეხმაროთ მიწის დამუშავებიდან დაწყებული , იაფი მუშახელით და პროფესიონალი აგრონომის კონსულტაციებით.. პ.ს. - ძალიან ბევრი მიწებია დასამუშავებელი და მიგდებული, კარგი იქნება თუ საზოგადოება დაინტერესდება ნიორის ან რომელიმე კულტურის მოშენებით... ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს ...

გამარჯობა შოთა.

თუ ისევ ხარ დაინტერესებული მსგავსი პროექტით 598 484 999 ლევანი
ეს ჩემი ნომერია. შევხვდეთ ვისაუბროთ

Posted by: Bennetton 11 Jul 2016, 11:54
გამარჯობათ ძალიან სასიამოვნოა რომ უკვე ჩვენი ქვეყანა მიემართება აგრო კულტურის განვითარებისკენ. მაინტერესებს კლიმატს მნიშვნელობა აქვს თუ არა. წარმატებები.

Posted by: ssshotiko 11 Jul 2016, 17:10
კონკრეტულად ნიორის შემთხვევაში ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე ვიტყვი რომ ნიორს არ უყვარს უხვი ნალექი, სინესტე ზოგადად უარყოფიდან მოქმედებს მისი ბოლქვების განვითარებაზე.. ძირითადად ქართლ-კახეთში მოდის კარგი ხარისხის ნიორი, ვგულისხმობ საშემოდგომოდ დათესილს..

Posted by: DUDEGIVBEND 17 Aug 2016, 13:52
ssshotiko
გამარჯობა ძმა. ვნახე შენი ნაშრომის ფოტოები და ძაან მომეწონა აი საღოლ რა მართლა. მეც ვაპირებ ნივრის დათესვას წელს დაახლოებით 1000 კვადრატზე. დასავლეთში ვარდა ივარგებს ვითომ? ან თესლი რამდენი დამჭირდება დაახლოებით.? მოკლედ თუ გამიზიარებ გამოცდილებას მადლობელი დაგრჩები

Posted by: ssshotiko 17 Aug 2016, 14:14
QUOTE (DUDEGIVBEND @ 17 Aug 2016, 13:52 )
ssshotiko
გამარჯობა ძმა. ვნახე შენი ნაშრომის ფოტოები და ძაან მომეწონა აი საღოლ რა მართლა. მეც ვაპირებ ნივრის დათესვას წელს დაახლოებით 1000 კვადრატზე. დასავლეთში ვარდა ივარგებს ვითომ? ან თესლი რამდენი დამჭირდება დაახლოებით.? მოკლედ თუ გამიზიარებ გამოცდილებას მადლობელი დაგრჩები

გამარჯობა.. დასავლეთში კონკრეტულად სად? როგორი მიწაა.. კარგი იქნება თუ მიწის სინჯს აიღებ ლაბორატორიაში- სამგორის მეტროსთან არის აგროსფეროს ოფისი მეორე სართულზე და იქ გირჩევ გააკეთო.. ანუ რა მდგომარეობაშია მიწა, რა ვიტამინები დაჭირდება, რა სახის ბაქტერიები აქვს და ასე შემდეგ.. 1000 კვადრატზე დაახლოებით 100 კგ გეყოფა, ყურადღება მიაქციე თესლს, დაობებული არ იყოს, წელს ბევრი ნალექი მოვიდა და ბევრს გაუფუჭდა სათესლედ გადანახული ნიორი.. უნდა გადაარჩიო და რაც შეიძლება დიდი კბილები დათესო, თუ გინდა კარგი მოსავალი მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.. კიდევ ბევრი ნიუანსია და თუ დაინტერესებული ხარ დამირეკე 592 000216 და აგიხსნი რაც მე ვიცი იმას.. რაც არ ვიცი დანარჩენს სხვები აგიხსნიან, ზოგ ინფორმაციას ინტერნეტში გაეცნობი, დანარჩენს კი პრაქტიკა გასწავლის.. smile.gif)

Posted by: GEORGEXIII 18 Aug 2016, 00:49
ssshotiko
გამეხარდა შენი ნაშრომი რომ ვიხილე წარმატებები ასეთი კომპანიაა ბეთი მაგარ ბადრიჯანს და რაღაცეებს აკეთებენ თან ახლა გაფართოვდნენ ერთი სიტყვით ახლა ისგავენ ფეხს და იქნება დაინტერესებულიყვნენ....

პ.ს წარმატებები მე ვაბშე არ ვარ სოფლის მეურნეობაში გარკვეული მარა სოფელში 25მეასედი მაქვს მინდა ხეხილი დავრგო რავი ასე ყველამ თავის მიწას რომ მიხედოს ალბათ ასეთ დღეში აღარ ვიქნებით

Posted by: ssshotiko 18 Aug 2016, 11:06
QUOTE (GEORGEXIII @ 18 Aug 2016, 00:49 )
ssshotiko
გამეხარდა შენი ნაშრომი რომ ვიხილე წარმატებები ასეთი კომპანიაა ბეთი მაგარ ბადრიჯანს და რაღაცეებს აკეთებენ თან ახლა გაფართოვდნენ ერთი სიტყვით ახლა ისგავენ ფეხს და იქნება დაინტერესებულიყვნენ....

პ.ს წარმატებები მე ვაბშე არ ვარ სოფლის მეურნეობაში გარკვეული მარა სოფელში 25მეასედი მაქვს მინდა ხეხილი დავრგო რავი ასე ყველამ თავის მიწას რომ მიხედოს ალბათ ასეთ დღეში აღარ ვიქნებით

მადლობა გაიხარე.. ჩემის აზრით ისევ ჩვენ -მოსახლეობამ უნდა გავუწიოთ სოფლის მეურნეობას პოპულარიზაცია.. ყველაფერს მთავრობას ნუ მივაგდებთ,.. თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება ...

Posted by: DUDEGIVBEND 20 Aug 2016, 12:48
ssshotiko
გაიხარე ძმაო ინფორმაციისთვის. დასავლეთში კერძოდ ხონში არის ეს მიწა სოფელი მაქვს იქ და სახლის მიმდებარე მიწაა. მაგ მიწის სინჯის აღება რა ღირს ხოარ იცი? აქ დასავლეტში ქუთაისთან არის ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი და იქაც გავივლი კონსულტაციებს. და კიდე რა მაინტერესებს: შემოდგომაზე დათესილი ნიორი მაისის დასაწყისში უნდა ავიღო თუ უფრო გვიან. მე როგორც გაგებული მაქვს როგორც კი გარე ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს ნიორი ძირებს აღარ ზრდის მაღალ ტემპერატურაზეო. წელს სახლში მოვიყვანე დაახლო0ებით 10 კილო ნიორი 1.5 კილო დავთესე მაგრამ არანაირი სასუქი არ მიქნია.

Posted by: kandel93 5 Nov 2016, 00:33
1 გვერდიდან დავიწყე , წლებს ვაკვირდებოდი 2011 წელს -10-12 ლარი ღირდა , 2013 წელს - 5-7.5 , 2015 - 0.5 ლარიო :/
მეც ვაპირებდი დაწყებას :/

Posted by: YOAV 3 Dec 2016, 17:14
ნიორი მინდა სათბურში რო გავუშვა და კვლებში რო მწვანე ხახვი გავუშვა შეიძლება ?
და საერთოდ ძან დაგვიანებული ხოარაა ეხლა ? დასავლეთში მაქვს სათბურები

Posted by: Kobalty 3 Jan 2017, 01:05
QUOTE
და რამდენ წელში იძლევა პირველ მოსავალს ნიორი?

ვახ.. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Kobalty 11 Jan 2017, 17:25
მეგობრებო, ხომ არ იცით რომელია უხვმოსავლიანი ნივრის ჯიში?
მე უკრაინულზე მსმენია და თქვენ თუ იცით ან დასახელება ან სად იყიდება, ან რა ღირს?

Posted by: tavadze 16 Jan 2017, 02:47
ცოტაოდენი რუსული ნიორი მაქვს - 40 კილომდე. ჩაბარება სად შეიძლება, რამე პონტს ხომ ვერ მასწავლიდით? გურიაშია მოყვანილი - უსასუქოდ, უწამლოდ, ზენატურალურ პირობებში, მთაში და სუფთა ჰაერზე. სოფელი და გარემოც ბიოლოგიურად სუფთა და კამკამა.

Posted by: zakx 26 Jan 2017, 23:51
რა 50 თეთრი ღადაობთ 9 ლარად ვიყიდე დღეს 1 კილო facepalm.gif

Posted by: რეკეტი 31 Jan 2017, 00:55
ხალხნო ნიორი სადღაც 11-12 ლარამდე მერყეობს როგორც მე ვიცი ...

რეალიზაციის პრობლემაა , ექსპორტზე აღარ გადის?

* * *
QUOTE
1 გვერდიდან დავიწყე , წლებს ვაკვირდებოდი 2011 წელს -10-12 ლარი ღირდა , 2013 წელს - 5-7.5 , 2015 - 0.5 ლარიო :/

.05 ერთ თავ ნიორს ვერ იყიდი მგონი , სხვა რამეშია საქმე ალბათ, ყველამ ნიორი მოიყვანა და ვეღარ იყიდიან რავიცი რავიცი lol.gif kandel93

Posted by: Kobalty 1 Feb 2017, 01:32
ევროკავირში ნიორის ექსპორტზე ლიმიტი გვაქვს 220ტ წელიწადში..
ამას გარდა ისეთი მკაცრი მოთხოვნებია რომ ვერც გაიტან აქაურ არასეტრიფიცირებულ ნიორს, თუ HACCP სტანდარტს არ აკმაყოფილებ მეწარმე..

აი, რუსეთში თუ გადის ჩვენი ნიორი - ეგ არ ვიცი..
მარა ვეჭვობ - იმიტო რო ჩინეთი შეიტანდა მანდ თავის საცოდავ ნიორს..

ამას გარდა, ჩვენი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს თურმე ჩვენი ნიორი, სადღაც 20% შემოგვაქვს ყოველ წელს..

Posted by: რეკეტი 1 Feb 2017, 11:53
აღარ გადის ექსპორტზე ნიორი და ჩაკვდა ნივრის ბიზნესი ? smile.gif

რამდენად აბარებთ დღეს ნიორს?

Posted by: wrangler7 20 Feb 2017, 23:39
ყინვებს ასე მაგრად უძლებს? ოქტომბერში დათესილი საშიში არაა?
ახალ ამოსულზე რო დაათოვოს + ყინვა,არაფერი ვითომ?

საცდელად მინდა ცოტა გაზაფხულზე დავთესო და შევეშვა აბა? cry.gif

Posted by: John Jolie 26 Feb 2017, 18:24
მეგობრებო, როგორც წავიკიტხე, ნივრის "გაპარვას" რაღაცა პარაზიტი იწვევს

რა ხერხი არსებობს საიმისოდ რომ ნიორი არ გაიპაროს?

Posted by: zaoff 6 Mar 2017, 13:09
ჩასაბარებელი ფასი რა აქვს?????????

Posted by: SHahiii 15 Apr 2017, 18:05
QUOTE (ssshotiko @ 17 Mar 2016, 23:24 )
QUOTE (ssshotiko @ 17 Mar 2016, 23:05 )
QUOTE (zekota @ 16 Mar 2016, 22:09 )
სადღაც 200კგ მეყოფა არა..?  ნუ კარგი მიწის პირობებშI.?
რატომღაც მომწონს ეს იდეა და  იმედია კარგად ჩამოვაყალიბებ ყველაფერს და  გავბედავ ერთ რისკს

200 კგ გეყოფა ოღონდ თუ გინდა ხარისხიანი მოსავალი მიიღო უნდა გამოარჩიო დიდი კბილები და ის დათესო
* * *
რეალიზაციის რამე საინტერესო გზები თუ იცით ვინმემ კარგი იქნება თუ დაწერთ

ეს მოტივაციისთვის smile.gif ............................

ტრაქტორით დაამუშავე თუ ჰერბიციდით ბალახი??????????????????????? სურათს ვგულისხმობ

Posted by: DUDEGIVBEND 24 Apr 2017, 11:17
გამოცდილ ხალხთან მაქვს შეკითხვა ვისაც ქონია ნიორი და ერკვევა ნივრის ამბებში. მოკლედ დაახლოებით 1000 კვადრატზე მაქვს გაშვებული ნიორი. ყველაფერი ნორმალურადაა ანუ არაფერი დაავადება არ ჭირს. დასავლეთში მაქვს და დასავლეთში ზოგადად ნიორმა თავი რო გაიკეთოსო იციან ნივრის ფოთლების ნასკვის გაკეთება და რამდენად მიზანშეწონილია ამის გაკეთება ვისაც გამოცდილება გააქვთ? ან რას ემსახურება საერთოდ ეს ნასკვის გაკეთება. დიდ ფართობებში არამგონია ნიორს ვინმემ ნასკვი გაუკეთოს biggrin.gif

Posted by: jiom 26 Apr 2017, 13:08
გამარჯობათ

ნივრის დათესვა მინდა წელს პატარა ფართობზე და თესლი სად ვიშოვო ხომ არ იცით?

Posted by: DUDEGIVBEND 15 May 2017, 00:54
ესეც ჩემი ნიორის პლანტაცია მოტივაციისთვის დამწყებ ფერმერებს biggrin.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: kaxaberski66 15 May 2017, 10:45
DUDEGIVBEND
ნიორს ბოლოებს წააწყვეტავენ, რომ მწვანე მასის გაზრდაში არ წავიდეს და თავის გაკეთებაში მიმართოს ზრდის ენერგია.

Posted by: Perfecto_77 15 May 2017, 14:25
კაი თემაა up.gif

სარეალიზაციო ბაზარი როგორია ნივრის?

ადრე ფასები საკმაოდ მერყეობდა, შეიძლებოდა ერთ წელს 0.50 ლარი ყოფილიყო, მეორე წელს კი დავუშვათ 5 ლარი, შემდეგ ისევ პირიქით და ასე...

ხოდა ახლა როგორაა ეგ ამბავი? სად იყიდება, ვინ იაბრებს და რა ფასად?

Posted by: DUDEGIVBEND 15 May 2017, 15:18
kaxaberski66
QUOTE
ნიორს ბოლოებს წააწყვეტავენ, რომ მწვანე მასის გაზრდაში არ წავიდეს და თავის გაკეთებაში მიმართოს ზრდის ენერგია

ეს იმ შემთხვევაშიო თუ ისარივით თავთავს იკეთებსო. ამათ არ უნდაო აგრონომებმა უბრალოდ კალიუმი მიეცი რო ძირი გაზარდოსო.

Perfecto_77
შარშან ძვირი იყო ზოგადად წელს როგორ იქნება არვიცი ნამდვილად მგონი არ უნდა იყოს იაფი. ზოგადად არასდროს არაა წამგებიანი თუ მუდმივად აწარმოებ. მე პიველად გავაკეთე წელს და ვნახოთ რა შედეგს მომცემს თან დასავლეთში მაქვს და აქეთ იშვიათად ვინმემ ნიორი მოიყვანოს დიდ ფართობზე

Posted by: UMTS 15 May 2017, 17:42
https://forum.ge/?f=41&showtopic=34290164

ამ თემას რა დაუწუნეთ? smile.gif

Posted by: DUDEGIVBEND 15 May 2017, 21:51
UMTS
QUOTE
ამ თემას რა დაუწუნეთ?

არაფერი უბრალოდ იმდენი თემაა ნიორზე რო ამერია გზა-კვალი biggrin.gif თან ამ თემაში ვიყავი დაფიქსირებული. თუ გაქვს რაიმე სასარგებლო ინფორმაცია აქაც დაწერე wink.gif

Posted by: Perfecto_77 16 May 2017, 16:04
DUDEGIVBEND
QUOTE
შარშან ძვირი იყო ზოგადად წელს როგორ იქნება არვიცი ნამდვილად მგონი არ უნდა იყოს იაფი. ზოგადად არასდროს არაა წამგებიანი თუ მუდმივად აწარმოებ.

დაახლოებით ხომ არ გახსოვს რა ღირდა და როგორ და სად იყო შესაძლებელი რეალიზაცია?

QUOTE
მე პიველად გავაკეთე წელს და ვნახოთ რა შედეგს მომცემს

წარმატებებს გისურვებ, იმედია კარგ შედეგებს მოიტანს.

QUOTE
თან დასავლეთში მაქვს და აქეთ იშვიათად ვინმემ ნიორი მოიყვანოს დიდ ფართობზე

რატომ? იმერეთში მინახავს გლეხურ მეურნეობებში ნიორი, მშვენიერი მოსავალი ჰქონდათ ხოლმე მახსოვს.

Posted by: DUDEGIVBEND 16 May 2017, 17:07
Perfecto_77
QUOTE
დაახლოებით ხომ არ გახსოვს რა ღირდა და როგორ და სად იყო შესაძლებელი რეალიზაცია?

რეალიზაციის პრობლემა შარსან ნიორზე არ ყოფილა იმიტო რო მოსავალი არ იყო ბევრი და ნოემბრიდან დაწყებული აპრილამდე 10-12 ლარი ღირდა ნიორი ბაზარში და ისიც ჩინეთიდან შემოტანილი. წელს არვიცი რა იქნება

QUOTE
რატომ? იმერეთში მინახავს გლეხურ მეურნეობებში ნიორი, მშვენიერი მოსავალი ჰქონდათ ხოლმე მახსოვს.

ხო მე არ შემხვედრია სამწუხაროდ აქეთ არსად მასიურად ნიორის პლანტაციები. ზოგადად ნიორი მიწას ფიტავს და 2 წელი რო დათესავ მერე უნდა დაასვენო ის მიწა და სხვა კულტურა დათესო

Posted by: namo 16 May 2017, 17:21
DUDEGIVBEND

ერთი შეკითხვა თუ შეიძლება
სასუქი როგორ შეგაქვთ - ნაკელს უყრით - ? რამდენად პრაქტიკულია ბიო სასუქები რომ არის ორგანიკა - (გამოხდილი ნაკელი რომელიც წყალ
ში უნდა გააზავო ) ის რომ დაასხა ?

Posted by: DUDEGIVBEND 16 May 2017, 23:16
namo
ნაკელი ზოგადად უნდა შეიტანო ნიადაგში ოღონდ აუცილებლად გადამწვარი ნაკელი. მერე მოხნავ ნიადაგს. კი გამოიყენება ბიოსასუქები. ორგანიკა რავი მე მაინცდამაინც შედეგი არ მომცა სხვა პროდუქტზე. მოკლედ მიწის ანალიზიც აუცილებელია მჟავიანობის და ზოგადად მიწის მდგომარეობის გასაგებად და იმის მიხედვით უნდა შეიტანო სასუქები. ასევე შეიტანე ნიადაგში ფაქტოფერტი

Posted by: zaoff 20 May 2017, 13:24
რა ფასად იბარებენ,აბარებთ?>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: GEORGEXIII 20 May 2017, 13:36
ნიორი მაგარი ვეშია აგერ 1ცალი აუწონეს ხილბოსტანში საშვალო თავმა 30თეთრი დაიჭირა მეტი რა უნდა ქნას

Posted by: lomsona 24 May 2017, 11:05
ხომ ვერ მეტყვით სათესლე ნიორი სად შეიძლება შევიძინო და რა ფასად?

Posted by: badzudzu 11 Jul 2017, 10:39
სადღაც შუაში ვარ არც მთაა და არც ბარი, ნივრის ამოღების დრო როგორ მივხვდეე?
(შემოდგომაზე დათესილია, ძირის ფოთლის ღეროები გაყვითლდა თუმცა ცენტრალური ღეროები ისევ მწვანეა.)

და კიდევ ნივრის ადგილზზე რამე შეიძლება მოესწროს და დაითესოს ?

Posted by: kaxaberski66 11 Jul 2017, 11:01
badzudzu
თუ ცენტრალური ღეროებიც ჩაეწვა ნიორს ვეღარ ამოჰგლეჯ. რომ ამოსწევ ფოთლები დასწყდება და თავი მიწაში დარჩება. მერე ბარით მოგიწევს ჩიჩქვნა ამოსაღებად.
შენს ნიორს ამოღების დრო მოსვლია.

მოსავალი რომ მოგცეს ვერაფერი ვერ მოასწრებს. მწვანე მასად თუ გინდა ყველაფერი.

Posted by: badzudzu 11 Jul 2017, 12:21
kaxaberski66
მადლობა, შაბათ კვირას დავერევი მთავარია ეს დღეები აღარ იწვიმოს.

ის სამწუხაროა რომ არაფერი აღარ მოესწრება, რამე ჩითილსაც არ აქვს შანსი? რამე 2 თვიანები არაფე
რია?

Posted by: tavadze 11 Jul 2017, 12:46
badzudzu - ქვედა ფოთლები რომ უყვითლდება, ეგ უკვე ამოღების ნიშანია. მთავარი ღეროც რომ ჩაუხმება, უკვე დაგვიანებულია.
გააჩნია, სად გაქვს ნაკვეთი. შეიძლება, დაბალმა საადრეო ლობიომ მოასწროს შემოსვლა, თუმცა ივლის-აგვისტოში გვალვებია და ეგ გასათვალისწინებელი ფაქტორია. თუ საშემოდგომოდ მწვანე პომიდორი გინდა, ეგეც მოასწრებს, თუ არადა მწვანილი ყველა ვარიანტში მოსწრებადია.
სხვა მეტი არაფერი მაგონდება.

Posted by: bako70 12 Jul 2017, 10:45
QUOTE (badzudzu @ 11 Jul 2017, 10:39 )
სადღაც შუაში ვარ არც მთაა და არც ბარი, ნივრის ამოღების დრო როგორ მივხვდეე?
(შემოდგომაზე დათესილია, ძირის ფოთლის ღეროები გაყვითლდა თუმცა ცენტრალური ღეროები ისევ მწვანეა.)

და კიდევ ნივრის ადგილზზე რამე შეიძლება მოესწროს და დაითესოს ?

წიწაკა (ტკბილი). უფრო გვიან ბოლოკი.
პ.ს. სანამ მწვანეა, ამოიღე. თორემ მერე მოგიწევს ბარით.... (წყდება ხმელი ღერო).

Posted by: ucxo777 23 Aug 2017, 13:28
სერიოზულად ვფიქრობ ნიორის მოყვანაზე,მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ,სად ყიდით ამდენ ნიორს ოფტომ რომ სულგაყიდოს კაცმა და რა ფასში?

Posted by: Sergosergo 23 Aug 2017, 15:42
თუ ვინმეს გინდათ ნიორი, მოგაწვდით სოფლიდან.ხახვი.ლობიო.

Posted by: GURAM 8 Sep 2017, 17:07
Sergosergo
მოგწერეთ პირადში და არ მპასუხობთ...

სათესლე ნივრის შეძენა მინდა, 600 კვ/მ ზე დასათესად.
საშუალოდ რამდენი კგ დამჭირდება ?
და კილოგრამის ფასიც საინტერესოა

Posted by: sandroia 9 Sep 2017, 23:13
მოგესალმებით

ნივრის დათესვა მინდა ეხლა შემოდგომაზე და იქნებ დამაკვალიანოთ

ცოტა უნდა დავთესო ოჯახისთვის

რომელი თვეა უკეთესი?
სათესლე ნიორი სად ვიყიდო?
მიწა როგორ დავუმუშაო დათესვამდე

სოფელია არაგვისპირი, დუშეთის რაიონში
მადლობა წინასწარ ვინც დამაკვალიანებს smile.gif

Posted by: KasperRiters 9 Sep 2017, 23:46
სათესლე ნივრის მდებარეობა და ფასი მეც მაინტერესებს

Posted by: vixn 10 Sep 2017, 14:42
ვუერთდები კითხვას, სათესლე ნიორის შესახებ.

Posted by: kaxaberski66 11 Sep 2017, 09:16
KasperRiters
vixn
ფასი არ ვიცი. შოვნით კი შეგიძლიათ იშოვოთ სიღნაღის რაიონში.

Posted by: <GladiatoR> 11 Sep 2017, 11:55
kaxaberski66
საკონტაქტო ხომ არ გაქვს?

შარშან რა იყო სათესლე ნივრის ფასი?

Posted by: kaxaberski66 11 Sep 2017, 12:27
577973149 გოგიტა. საღამოს დაურეკეთ და ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით.
ხალხს ნიორი უკვე დათესილი აქვთ და თუ დათესვას აპირებთ, იჩქარეთ რომ ნორმალური მოსავალი აიღოთ.

Posted by: iraklip 31 Jan 2018, 14:31
გამარჯობა,

საგურამოსთან ახლოს მაქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 4000 კვადრატამდე, შემოღობილია.
თუ ვინმე ხართ დაინტერესებული ქირაობაზე ან თანამშრომლობაზე მომწერეთ პირადში.

Posted by: amigo84 27 Oct 2018, 20:12
გვაქვს ქართული ნიორი 20 ტონა. ვყიდით სასწრაფოდ.დაინტერესებულებმა მომწერეთ პმ-ში

Posted by: borbolia777 27 Oct 2018, 20:30
ასე რატომ გაიაფდა ნიორი ბაზარზე?

Posted by: levani169 27 Oct 2018, 22:12
borbolia777
QUOTE

ასე რატომ გაიაფდა ნიორი ბაზარზე?

იმიტომ რომ......
QUOTE
გვაქვს ქართული ნიორი 20 ტონა. ვყიდით სასწრაფოდ
მე მაქვს,შენ გაქვს,მას აქვს,მათ აქვთ,ბევრს აქვს.............და პატარაა ეს საქართველო!

Posted by: Nat_asha 28 Oct 2018, 01:10
borbolia777
QUOTE
ასე რატომ გაიაფდა ნიორი ბაზარზე?

QUOTE
მე მაქვს,შენ გაქვს,მას აქვს,მათ აქვთ,ბევრს აქვს.............და პატარაა ეს საქართველო!

იმიტომ რომ შარშან ძვირი ღირდა და წელს ყველამ იფიქრა გავმდიდრდებითო და აპა ვინ გამდიდრდა? biggrin.gif biggrin.gif მომოვალ წელს გადაწყვეტენ რომ : ეჰ ნივრის მოყვანა არაა მომგებიანიო, ცოტა მოიყვანს და გაძვირდება. შემდეგ წელს ისევ ყველა გადაწყვეტს გამდიდრებას. აი სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ მუშაობდეს და ინფორმაციულობა რომ არსებობდეს , აუცილებლად ეცოდინებოდათ ვის რა მოყავთ და ბაზარზე სიჭარბით გამოწვეული გაუფასურებული პროდუქტი აღარ იარსებებდა biggrin.gif თუმცა ეს ხომ ჯეორჯიაა და მტავრობა გვყავს არაჩვეულებრივი

Posted by: viblz 28 Jun 2022, 16:33
https://www.bpn.ge/article/96771-sakartveloshi-nivris-carmoeba-mcirdeba-importi-ki-7-clian-maksimumzea-sad-vqidulobt-produkts

ამას ვკითხულობდი და ცოტა არ მჯეროდა ციფრების, მერე აქ შემოვიხედე და ბოლო გვერდზე 20 ტონა ქართულ ნიორზეა საუბარი )))
რამეს ვერ ხვდები თუ რა თემაა?
QUOTE
გვაქვს ქართული ნიორი 20 ტონა. ვყიდით

QUOTE
მე მაქვს,შენ გაქვს,მას აქვს,მათ აქვთ,ბევრს აქვს.............და პატარაა ეს საქართველო!

ციტატა სტატიიდან: "რაც შეეხება წარმოებას, თუ 2021 წელს ქვეყანამ 2,7 ტონა ნიორი აწარმოა, 2022 წელს 2,3 ტონამდე შემცირდა. აქედან, ყველაზე მეტი პროდუქტი შიდა ქართლში იწარმოა, კერძოდ, 1,6 ტონა, შემდეგ მოდის კახეთი - 0,4 ტონა, მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი - 0,1 ტონა. 0, 2 ტონა კი, დანარჩენ რეგიონებზე მოდის."

ფასშია ძაან დიდი განსხვავება ადგილობრივ წარმოებულს vs იმპორტულ შორის?

Posted by: Riljarouz 19 Aug 2023, 12:34
წელს როგორი მდგომარეობაა რეალიზაციის თვალსაზრისით?

ტონას რამდენად იბარებენ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)