Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > გულძმარვა


Posted by: Sikvdila 19 Apr 2005, 09:59
რა იწვევს იჟოგას ? (ვსმისლე, რა ხდება მაგ დროს ორგანიზმში)
და რითი შეიძლება იჟოგის განეიტრალება ?

Posted by: PBero 19 Apr 2005, 10:02
Sikvdila
როგორც დაბალი ასევე მაღალი მჟავიანობა. (თუ არ ვცდები), ძირითადად მაღალი.

Posted by: Neo_Svani 19 Apr 2005, 14:47
Sikvdila
იჟოგა არაა ქართული სიტყვა. "გულძმარვა" დავიწყოთ აქედან.
გულძმარვა გამოწვეულია კუჭის წვენში მჟავიანობის მომატებით. ყველაზე გავრცელებული მორჩენის ხერხია "მუშურ-გლეხური" სოდიანი წყალი და კუჭში გაანეიტრალებს მჟავე არეს ან ბორჯომი ოგონდ გაზ გასული.

Posted by: Sikvdila 19 Apr 2005, 14:50
პახმელიაზე მაქვს ხოლმე იჟოგა sad.gif

Posted by: i-a 19 Apr 2005, 14:51
Neo_Svani
ერთჯერადად კიდე ჯანდაბას ეგ "მუშურ-გლეხური" მეთოდი, მაგრამ მუდმივად ვერაფერი შვილია. პრობლემას ეგ არ აგვარებს.
საერთოდ აჯობებს გულძმარვის გამომწვევი მიზეზის მოძიება და არა თვითნებურად, არამედ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, თორემ იმდენი პრობლემები მოსდევს მერე ამ შინამკურნალობებს როოოოოოsmile.gif


Posted by: Neo_Svani 20 Apr 2005, 12:03
i-a
სხვათაშორის პირველად რასაც ექიმი ნიშნავს სოდიანი წყალია ;-) რათქმაუნდა ყველაფერს მკურნალობა უნდა, თორემ ღმერთმა დაგვიფაროს და რთულ შედეგებს იწვევს.

Posted by: i-a 20 Apr 2005, 12:13
Neo_Svani
უკეთეს ექიმთან მიდი, დამიჯერეbiggrin.gif
რაღა დროს სოდიანი წყალიაsmile.gif

Posted by: AK-47 20 Apr 2005, 12:24
Neo_Svani
სოდიანი წყალი ავნებს კუჭს მეტად ვიდრე თავად ძმარვა "ეგრედ წოდებული შამპანიურის მეთოდი იწყება" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგას ჯობია ომეპრაზოლი მიიღო ან ომესი


i-a
yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: i-a 20 Apr 2005, 12:26
ხალხოუუუbiggrin.gif
რა უბედურებაა ასე ხელაღებით ასეთი წამლების რჩევაsad.gif
ნუ დალევთ ასე უმისამართოდ.
ომეპრაზოლი იჟოგისაა ადამიანო?smile.gif
ყველა წამალი შხამივით მავნეა თუ მას არადანიშნულებისამებრ გამოიყენებ!

Posted by: AK-47 20 Apr 2005, 12:30
i-a
ეს მეგობარო ერთჯერადი პრეპარატი არაა როგორც სოდა არამედ მჟავიანობას წევს და მკურნალობს ოღონდ რა თქმა უნდა ექიმის გარეშე არ უნდა მიიღო 1 რიგში კონსულტაცია

მასეთივე ეფექტი აქვს რენის <------ პრეპარატია ესეც

აბა სვით სოდა მეგობარო და იყავით მერე გაგიქნდება შავი ხვრელი კუჭში და .............. gigi.gif

Posted by: Barry 20 Apr 2005, 12:35
მახსოვს, ხევსურეთში, სასაზღვროს ჯარისკაცები "იჟოგის" დროს კბილის პასტას ჭამდნენ gigi.gif . იძახდნენ შეველისო

Posted by: i-a 20 Apr 2005, 12:43
AK-47

ხო რა, ხვრელი მართლა ცუდი პონტია.
ხომ მეთანხმები, წამლებთან ხუმრობა არ შეიძლებაwink.gif

Posted by: aka 20 Apr 2005, 12:43
Barry

გინდა იჟოგას მოუკლიხარ და გინდა კბილის პასტას.......

Posted by: Sikvdila 20 Apr 2005, 19:18
ამდენი ფილარმონია ადამიანი ხართ და ვერ ამიხსენით ამ იჟოგას რა იწვევს

Posted by: GT.ge 20 Apr 2005, 19:34
ხნიერი კაცისგან მსმენია, - სისტემატურად ბორჯომის სმით, კუჭის არსებობა (სერიოზულად მაწუხებდაო) დამავიწყდაო.
სიგარეტი უნდა გადააგდო და შეძლებისდაგვარად ბორჯომს მიეძალო.

Posted by: roo 21 Apr 2005, 00:38
იჟოგას (გულძმარვას) იწვევს კუჭის მყავის შეხება საყლაპავის მუკოზასთან, ერთის მხრივ გამოწვეულია მომატებული მჟავიანბით, მეორეს მხრივ ქვედა ეზოფაგიალური სპინქტერის ტონუსის დარღვევასთან, ანუ ექიმს უნდა მიმართო.
სოდიანი წყალი კი აქრობს სიმპტომებს მაგრამ მაგარი მავნებელია

Posted by: Sikvdila 21 Apr 2005, 11:38
GT.ge
QUOTE
ხნიერი კაცისგან მსმენია, - სისტემატურად ბორჯომის სმით, კუჭის არსებობა (სერიოზულად მაწუხებდაო) დამავიწყდაო.


მე პირიქით ვიცი - სისტემატიურად მინერალური წყლის სმა არ შეიძლება

roo
QUOTE
ქვედა ეზოფაგიალური სპინქტერის ტონუსის დარღვევასთან


ქართულად მითხარი თუ ძმა ხარ biggrin.gif
პამელიაზე მაქვს ხოლმე იჟოგა, მაგრამ კაი ხანი გრძელდება sad.gif

Posted by: AK-47 21 Apr 2005, 11:46
Sikvdila
კაროცე აქ რასაც ამოიკითხავ ვინც რას დაგიწერს ყველაზე გონივრული არცევანი იქნება რო ექიმს მიმართო ის დაგინიშნავს მკურნალობას და დაივიწყებ შენ იჟოგას wink.gif

Posted by: GT.ge 21 Apr 2005, 11:49
Sikvdila
QUOTE
სისტემატიურად მინერალური წყლის სმა არ შეიძლება

ups.gif
ეგ მე არ ვიცოდი...

აქიმები რას იტყვიან ამ საკითხთან დაკავშირებით, რეალურად როგორაა საქმე?

Posted by: AK-47 21 Apr 2005, 12:51
GT.ge
მაგაზე ჩემმა მწვრთნელმაც გამიხურა მაგარი . შეკრებაზე რო ვიYავი მეტქი მინერალები და ამბები მინდა და ბორჯომს ვაკლავდი თავს და მაგარი გამიტრაკა მერე დედაჩემს ერთს ვკითხე ექიმია რა და მაგრა ურხევსო ზედმეტი რაოდენობა კუჭსოოო

ამიტომაა ლიკანში ექიმი რო გინიშნავს გარკვეულ რაოდენობა ნამდვილ თფილ ბორჯომს და თუ რაგაც პრობლემაა შეილება სულაც არ დაგინიშნოს


კიდე ერთი რამ რაც თბილისში ბორჯომია 80% ტრუხაა მამაჩემმა ერთხელ ჩამოიტანა ბორჯომიდან იმენა ქარხნიდან იაშიკი და სულ სხვა გემო აქ ნამფვილ ბორჯომს

Posted by: teushki 23 Apr 2005, 21:07
თუ დაკვირვებიხართ, მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა უჩივის გულძმარვის პრობლემას. ეს უკვე ერთგვარ ერის ავადმყოფობად იქცა smile.gif ხუმრობით რასაკვირველია.
რეალური პრობლემა ალბათ იმაში უნდა ვეძებოდ რომ იმ ნაგავ პროდუქტს რასაც ჩვენ მოვიხმართ მოვყავართ კუჭ-ნაწლავის დაავადებამდე რაც შემდგომში არაა გამორიცხული რომ "იაზვა ჟელუდკა" მდე მიგვიყვანს. გაუგებარი წარმოშობის ცხიმეულზე შემწვარ-მოხარშულს და გაუგებარი წარმოშობის საკვების მიღებას უნდა მოვუკლოთ.
ეს ცხიმ-ცხიმიანი ფენოვანები ხომ პირდაპირ კლავენ კუჭს.... sad.gif

Posted by: AK-47 23 Apr 2005, 21:23
teushki
გეთანხმები იმაში რო ცუდად ვჭამთ სხვათა შორის ხალხო ქართული ფასთ ფუდი გაიჩითა ჩემი აზრით უკვე შეილება დავახასიათოთ როგორც მაკდონალდსი და ......

აი პონჩიკები ფენოვნები და ატასგვარი პერაშკები როა ყოველ ნაბიჯზე

მოდით ბიზნესი დავატრიალოთ და მსოფლიოს მოვდოთ როგორც სხვა ქვეყნებმა ქნეს

Posted by: Doct0rIN 24 Apr 2005, 15:24
სიკვდილა
მეზარება ამ სამი გვერდის კითხვა და თუ ვიმეორებ ბოდიში smile.gif
კუჭის მიერ გამოყოფილ სეკრეტში ანუ წვენში დიდი კონცენტრაციით არის მარილმჟავა(HCl) რათა კუჭმა მოინელოს საკვები. ე.ი. იჟოგა ანუ ქართულად გულძმარვას გრძნობ მაშინ როდესაც მარილმჟავას შემცველი კუჭის წვენი ხვდება საყლაპავის მილში და აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვანს ზედაპირს. გულძმარვა კუჭის ბევრი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი(მხოლოდ იმმათთვის რომელიც მომატებული მჟავიანობით მიდის და არა ნაკლებით) მაგრამ ნაბახუსევზე(პახმელიაზე) გულძმარვა არ ნიშნავს იმას რომ შენ აუცილებლად კუჭის წყლული გაქვს. ჩემი აზრით რამე სერიოზული შენ არ უნდა გჭირდეს, უბრალოდ მოაწესრიგე ზოგადად შენი კვების რეჟიმი(დალევა შეწყვიტე მეთქი მაგას არ ვიძახი smile.gif) პახმელიაზე დალიე ბორჯომი. თუ გაგიხშირდა გულძმარვა მაშინ უნდა მიხვიდე გასტროენტეროლოგთან. ნუ კუჭის სიმჯავე უნდა გაიზომო რა(ოღონდ ე.წ. "ჰისტამინით აქტივაციით")

მეც ხშირად მაქვს ხოლმე დალევიდან მეორე დღეს smile.gif მაგრამ მე აღარ ვსვამ... დროებით gigi.gif

Posted by: August 11 Mar 2008, 19:07
http://www.med.interes.ge/gulZmarva.php

გულძმარვის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


გულძმარვას ხსნის

* გაზგაცლილი ბორჯომი, ნახშირი, სოდა 1/4 ჩ.ჭ. წყლით, პიტნის წვეთები ცოტა წყლით.

* 2-3 ს.კ. კარტოფილის ცოცხალი წვენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

* ვისაც ხშირად აწუხებს გულძმარვა, ყოველდღიურად უზმოზე უნდა მიირთვას წიწიბურას ფაფა.

ა ს ი ს თ ა ვ ა
გულძმარვის წინააღმდეგ ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ასისთავა. გამოჰყავს კუჭიდან გაზები, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, კარგად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე.

ნ ა კ რ ე ბ ი
ფარსმანდუკს, კრაზანას, პიტნას, გვირილას იღებენ თანაბარი რაოდენობით, ურევენ ერთმანეთში. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ადუღებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში.
მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა ჭამამდე 15 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ.

Posted by: Mr-President 12 Mar 2008, 02:15
Sikvdila
QUOTE
ამდენი ფილარმონია ადამიანი ხართ და ვერ ამიხსენით ამ იჟოგას რა იწვევს


3 წლის დაგვიანებით გწერ ამ პასუხს... biggrin.gif

ჩემთვისაც ნაცნობი პრობლემაა...

ამას იწვევს ნაღვლის გაღიზიანება უმეტესად, რაც უმეტესად საჭმლით არის გამოწვეული. მაგალითად ჭარბი ცხიმის მიღება, პომიდვრის დიდი რაოდენობით ჭამა და ა.შ.


როდესაც მაწუხებს, ან ძალიან ცოტა სოდიან წყალს ვსვამ ან ბორჯომს. smile.gif

Posted by: Chikod 12 Mar 2008, 11:28
იმას გარდა რაც უკვე დაიწერა:
ბევრი ნიგვზიანი იწვევს "იჯოგას".
კიდე დროჟი. ნამცხვრებში და სხვა ცომეულებში დროჟი რამდენია და როგორი დროჯია მაგასაც აქვს მნიშვნელობა.

Posted by: ბებერი 12 May 2008, 02:11
და არც სოდიანი წყალი არ მაქვს

რა ვქნა მითხარით მოვკვდი კაცი user.gif

Posted by: madferit 12 May 2008, 02:59
უმ კვერცხს მოაყარე პილპილი, და გადაუშვი wink.gif

Posted by: Tikk 12 May 2008, 03:00
კარაქიანი პური.

-----------------------------

Posted by: Ni-No 12 May 2008, 04:02
სტაფილოს წვენი შევლის

მარა სოდიანი წყალი თუ არ გაქ სტაფილო საიდან გექნება spy.gif

Posted by: ALEF 12 May 2008, 12:47
Ni-No
QUOTE
მარა სოდიანი წყალი თუ არ გაქ სტაფილო საიდან გექნება

lol.gif

რძე შველის ხოლმე ამ საქმეს...ცივი
მაგრამ ისე ჯობია ექიმს გაესინჯო...

Posted by: mtvareuli 12 May 2008, 13:05
ბებერი

იჟოგა არა, გულძმარვა

და არის მაგაზე თემა....

ვაერთებ

Posted by: georamaz 22 Nov 2009, 00:44
იჟოგის წამალი მითხარით უვნებელი თუ იცით ამ ღამით

Posted by: შაბეშა 22 Nov 2009, 01:28
მე ომეპრაზოლს ვსვავ ხოლმე ძაან თუ მაძლევს იჟოგას

Posted by: I-GOLDGIRL 22 Nov 2009, 21:51
ომეპრაზოლი ნამდვილად smile.gif

უებარია.

Posted by: [kitika] 22 Nov 2009, 22:04
georamaz

მაალოქსი, სმექტა ეს ისე ექიმის გარეშე


ომეპრაზოლი მაშინ მიიღე თუ ექიმი დაგინიშნავს

Posted by: Zumbizu 22 Nov 2009, 23:40
არა ყავა არა შოკოლადი არა სიგარეტი (?)
მცირე ულუფებით კვება, მაღალ სასთუმალზე ძილი.

თუ ვერაფერი მაშინ წადი ექიმთან smile.gif

ვაბშეტა ეგრევე რო წახვიდე აჯობებს

Posted by: girvan_88 23 Nov 2009, 00:03
QUOTE
იჟოგის წამალი მითხარით უვნებელი თუ იცით ამ ღამით

სოდიანი წყალი დალიე

Posted by: patriciia 23 Nov 2009, 01:12
იჟოგა ქართულად არის გულძმარვა
ინგლისურად heartburn

Posted by: georamaz 23 Nov 2009, 15:09
დიდი მადლობა ყველას აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს

Posted by: teonala 23 Nov 2009, 23:54
Zumbizu
QUOTE
მაღალ სასთუმალზე ძილი.

ეს რატომ შველის გულძმარვას ?

Posted by: Zumbizu 24 Nov 2009, 13:23
teonala

რატომაც ბოთლიდან წყალი არ იქცება სანამ სწორად დგას.

Posted by: mtvareuli 24 Nov 2009, 17:10
georamaz

მაგას იჟოგა კიარა, გულძმარვა ქვია ქართულად და თან უკვე არსებობს შესაბამისი თემა. ვაერთებ.

Posted by: Valdemaf 2 Jan 2010, 09:59
გილოცაავთ ყველას. აი როგორც კი Fორუმზე შემოვედი ეს თემა ვნახე ამას გულძმარვა არ ქვია რაღაც ხანძარი გაჩნდა ჩემში და ვცდილობ ჩავაქრო lol.gif

Posted by: utilizatori 2 Jan 2010, 10:53
Valdemar

მაგას ქვია გულძმარვა ნაბახუსევზე (პახმელია) smile.gif
ომეპრაზოლი კარგია მაგრამ მე გირჩევ ნაბეღლავით დაიწყო smile.gif

Posted by: MAIN KAMPF 2 Jan 2010, 12:28
გულძმარვა საახალწლო დღეებში გავრცელებულია საკვებიდან და სასმელებიდან გამომდინარე. როდესაც ღიზიანდება კუჭის ლორწოვანი გარსი -გასტრიტი მასზე მოქმედებს უბრალოდ რომ ვთქვათ კუჭის წვენი და იწვევს მწვავე გასტრიტს. ქართველებში ქრონიკული გასტრიტი აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს საკვებიდან გამომდინარე(ნიგვზიანი, მწარე და ა.შ) გასტრიტი შეიძლება უბრალოდ გულძმარვით გამოვლინდეს იშვიათად კი იცის ძლიერი ტკივილები კუჭის საპროექციო არეში რასაც ერთვის ღებინებები ეს უკანასკნელი საშიშია იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს ნახეთქები კუჭის არეში შესაბამისად სისხლდენით ხანდახან მძიმე შედეგით(ოპერაცია). არ შეიძლება გაზიანი სასმელის(კოლა) და არაყის არევა ესეც შეიძლება სისხლდენის მიზეზი გახდეს-გოგონები ეტანებიან ასეთ სასმელს უმეტესად biggrin.gif. რა უნდა გავაკეთოთ თუ გულძმარვა გვაქვს პირველ რიგში უნდა მოვსპოთ უსიამოვნო შეგრძნება ყველაზე ეფექტური ამ შემთხვევაში არის საჭმელი სოდა, მინერალური წ###ბი ამ შემთხვევაში შეიძლება ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს იმიტომ რომ მასში სოდის ნაკლებობა ცოტაა და შესაბამისად ეფექტი მცირეა. აქვე ავღნიშნავ რომ შესაბამისი პრეპარატები:ალმაგელი, ფოსფალუგელი, რენი და სხვა რა თქმა უნდა კარგია მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ სიტუაციაზე როდესაც ''პახმელიაზე" არის ადამიანი ხელთ არა აქვს ეს პრეპარატები ეზარება აფთიაქის ძებნა biggrin.gif მინდა ხაზი გავუსვა იმასაც რომ სოდის მიღება ერთჯერადად ან იშვიათად არანაირ უარყოფით გავლენას არ მოახდენს ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება ომეპრაზოლს, ლანსოპრაზოლს და ა.შ. ეს პრეპარატები სასწრაფო ეფექტისათვის არ გამოგადგებათ, თუ იცით რომ მოგიწევთ დალევა ეცადეთ დილით მიიღოთ რომელიმე ჩამოთვლილი პრეპარატი დარწმუნებული იყავით მეორე დღეს გულძმარვა აღარ გექნებათ ესეც პროფილაქტიკა biggrin.gif დანარჩენებზე თუ გულძმარვა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და რაღაცა აღარ ვილაპარაკებ ეს უკვე ექიმთან საკონსულტაციოა yes.gif
QUOTE
QUOTE
მაღალ სასთუმალზე ძილი.


ეს რატომ შველის გულძმარვას

იმიტომ რომ აღარ მოხდება რეფლუქსი(მაღლა ასვლა) კუჭიდან საყლაპავში კუჭის წვენის(ტერმინებით არ ვილაპარაკებ იმიტომ რომ ბევრი არაექიმი შემოდის აქ)
chups.gif

Posted by: Valdemaf 2 Jan 2010, 12:59
QUOTE (utilizatori @ 2 Jan 2010, 10:53 )
Valdemar

მაგას ქვია გულძმარვა ნაბახუსევზე (პახმელია) smile.gif
ომეპრაზოლი კარგია მაგრამ მე გირჩევ ნაბეღლავით დაიწყო smile.gif

გმადლობთ რჩევისთვის.. ზუსტად "პახმელიის ამბავია" მაინცდამაინც ბევრი არ მიჭამია უბრალოდ ვისკი და მინერაკლა ვუბერე დუეტში მოშნად gigi.gif ეხა ცოტა გამიარა...

Posted by: inkvizit-2 31 Aug 2010, 23:13
ჩემ შემთხვევაში, მაალოქსი შველის არაჩვეულებრივად..
მე ქრონიკული გულძმარვა მაწუხებს.
არა აქვს მნიშვნელობა დილაა თუ საღამო.
პახმელია ცხოვრებაში არ მქონია, გულძმარვა კიდევ სულ მაქვს.
რიავიცი აბა, მაღველი გაქვს გადიდებულიო კი მითხრეს მაგრამ, როგორ დავაპატარაო მაგას არავინ არ მეუბნება... biggrin.gif
ახლა ჩემთვის მთავარია, როგორ მოვიწესრიგო ნაღველი და მშვიდობით იჟოგაააა... jump.gif

Posted by: MARUS=]] 1 Sep 2010, 19:12
ჩემი პატარა რომ მაწვება მაშინ მაქვს მაგარი გულძმარვა და რამის გავგიჯდე ხოლმე biggrin.gif

Posted by: loveless 20 Oct 2010, 16:49
QUOTE (MARUS=)
],1 Sep 2010, 19:12 ]ჩემი პატარა რომ მაწვება მაშინ მაქვს მაგარი გულძმარვა და რამის გავგიჯდე ხოლმე biggrin.gif

2kiss.gif





მე კიდევ სუნზე, სუნამოებზე მეწყება იჟოგა.. ეს რაღა უბედურებააა .. sad.gif

Posted by: PLexunA 21 Oct 2010, 00:38
აუ ძალიან ხშირად მაწუხებს დალევით არ სვავ ხშირად მარა მაინც მაქვს :-ს

Posted by: პუტჩისტი 13 Nov 2010, 03:33
ძროხის ხორცის მიღების შემდეგ მაქვს ხოლმე გულძმარვა მნიშვნელობა არ აქვს კატლეტს ვჭამ თუ ხარჩოს
რისი ბრალი იქნება კუჭის, ნაღვლის ....?

Posted by: Taraskoneli 18 Nov 2010, 04:48
გულძმარვის დროს არავითარ შემთხვევასი არ დალიოთ სოდიანი წყალი!
შესაძლოა იყოს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სოდიანი წყალი გახეთქავს, ატყდება სისხლდენა და შესაზლოა სავალალოდ სასრულდეს ყველაფერი.
სოდა "ხვრეტს" კუჭის და თორმეტგოჯას კედლებს და წყლულს რას უზამს?!
გააკეთეთ ექსპერიმენტი - ცოტა ძმარს დააყარეთ ცოტაოდენი სოდა და ნახავთ ანალოგიურს, რაც კუჭში მოხდება სოდის დალევისას!
სისხლდენის შემჩნევა ასე შეიძლება - თუკი განავალი არის შავი ფერის (ყავის ნალექის ფერის) - ესეიგი სიდა სისხლდენაა კუჭიდან ან თორმეტგოჯადან!
იმწუთასვე გამოიძახეთ სასწრაფო და გაყევით საავადმყოფოში!
მაგ დროს (თუ ბევრი სისხლი დაკარგეთ) გულიც აჩქარებულია და თავბრუსხვევაც იცის.

გულძმარვისას დალიეთ "მაალოქსი" (პალეტებში იყიდება, მოახევ თავს და გამოწრუპავ).

მიდით ექიმთან, "ჩაახედეთ" კუჭში და თორმეტგოჯაში, შესაძლოა წყლული გქონდეთ.
არაა გამორიცხული, ისეთ ადგილზე იყოთ, სადაც ახლოს არ არის საავადმყოფო და კაცი დაიცლება სისხლისგან!


Posted by: Zumbizu 18 Nov 2010, 09:11
Taraskoneli
QUOTE
სოდიანი წყალი გახეთქავს

QUOTE
სოდა "ხვრეტს" კუჭის და თორმეტგოჯას კედლებს და წყლულს რას უზამს?!

QUOTE
გააკეთეთ ექსპერიმენტი - ცოტა ძმარს დააყარეთ ცოტაოდენი სოდა და ნახავთ ანალოგიურს, რაც კუჭში მოხდება სოდის დალევისას!



სოდა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას

Posted by: NikolOzzI 18 Nov 2010, 13:48
მე სუნამოებზე, და სიგარეტის კვამლზე(სხვა რომ ეწევა მე არამწეველი ვარ) მეწყება, ისეც მაქვს ხოლმე.. რომ ვერ ვხვდები რა იწვევს და აუცილებელია ზონდი თუ რაღაც ჯანდაბა გადავყლაპო? სხვანაირად არ ხდება გამოკვლევა მიზეზის?

Posted by: Taraskoneli 18 Nov 2010, 18:37
QUOTE (NikolOzzI @ 18 Nov 2010, 13:48 )
მე სუნამოებზე, და სიგარეტის კვამლზე(სხვა რომ ეწევა მე არამწეველი ვარ) მეწყება, ისეც მაქვს ხოლმე.. რომ ვერ ვხვდები რა იწვევს და აუცილებელია ზონდი თუ რაღაც ჯანდაბა გადავყლაპო? სხვანაირად არ ხდება გამოკვლევა მიზეზის?

არა, "ზონდს" რომ ყლაპავ, ექიმი უყურებს თან, საყლაპავს, კუჭს და თორმეტგოჯას მთლიანად ათვალიერებს საკუთარი თვალით.
ეგ არის ყველაზე საიმედო და ყტყუარი დიაგნოსტიკა, თან დაზღვეულიც იქნები ბევრი რამისგან.

Posted by: NikolOzzI 18 Nov 2010, 19:42
Taraskoneli
რავიცი ვერ ვბედავ.. კოვზი თუ ოდნავ უკან გადამივა გულის რევა მეწყება და ზონდზე რა დამემართება რავიცი smile.gif ცხვირითაც ვერ ვსუნთქავ.. პირშიც მაგხელა რაღაცა.. რავიცი რავიცი

Posted by: Marcha 18 Nov 2010, 20:01
და იმ გულძმარვაზე რას იტყვით, მხოლოდ ცხიმზე რომ ხდება? ცოტა მეტ ცხიმში გაკეთებული საჭმელი, შემწვარი ან თუნდაც წვნიანი და იძმარება

ეს კუჭის პრობლემაა? მომატებულია მჟავიანობა თუ მოკლებული? თუ საერთოდ ნაღველია?

Posted by: aseaisea 19 Nov 2010, 11:39
მე როგორც მივხვდი კუჭიც უნდა შემოწმდეს ამ დროს და ნაღველიც.
ისე თუ მარტო ზედმეტ ცხიმზე გეწყება გულძმარვა აღარ ჭამო ეგეთი smile.gif ზედმეტი ცხიმი ისედაც ცუდია კანისთვის, ტანის ფორმისთვის და საერთოდ და ორგანიზმი გაფრთხილებს ეტყობა smile.gif
ისე ზონდის გადაყლაპვა არაფერია ისეთი. უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნებაა და კარგ ექიმთან უნდა გაიკეთოთ. სადაც წინასწარ ლიდოკაინს გასხამენ და ისე გიბუჟდება რომ ვერაფერს იგებ. ცხვირით რომც ვერ სუნთქავდე პირითაც ისუნთქებ ჩვეულებრივად ადგილი რჩება სუნთქვისთვის. ასე რომ ნუ გეშინიათ

Posted by: Marcha 19 Nov 2010, 14:28
ასეც იქცევა, მაგრამ ოჯახური კონფლიქტებია smile.gif - ოდნავ მეტი ცხიმი საჭმელს და...

თანაც თუ რამე პრობლემაა მიხედვა ჯობია

Posted by: aseaisea 19 Nov 2010, 16:10
ხოდა მაშინ ეხო ნაღველზე და ზონდი ჭირდება. თან თუ წყლული არაა კუჭზე შედარებით ადვილია მკურნალობა, ოღონდ მკურნალობის მერე უნდა იმეოროს კურსი ხანდახან და მთლად არ მიასკდეს საჭმელებს biggrin.gif

Posted by: Taraskoneli 22 Nov 2010, 04:25
QUOTE (NikolOzzI @ 18 Nov 2010, 19:42 )
Taraskoneli
რავიცი ვერ ვბედავ.. კოვზი თუ ოდნავ უკან გადამივა გულის რევა მეწყება და ზონდზე რა დამემართება რავიცი smile.gif ცხვირითაც ვერ ვსუნთქავ.. პირშიც მაგხელა რაღაცა.. რავიცი რავიცი

უზმოზზე, წყალიც რომ არ გექნება დანალევი, ვერაფერსაც ვერ ამოაღებინებ...
გეთანხმები, ძალიან მურტალი პროცედურაა, მაგრამ სამაგიეროდ გეცოდინება ყველაფერი და დაისვენებ...
ჩაიტარებ მკურნალობას და ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: oto_terabyte 1 Mar 2011, 23:18
ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, კერძოდ ტრენაჟორებზე 2 საათიანი მძიმე ვარჯიშის მერე, მეწყება ძლიერი გულძმარვა. ეხლა დავგუგლე და ამბობენ ნაღვლის გამოდინება იწვევსო. ხოდა რატო მემართება მე ესე? რა ვქნა? ვარჯიშზე ნაჭამი არ მივდივარ, 4 საათით ადრე ვჭამ.
რა ვჰქნა?

Posted by: oto_terabyte 3 Mar 2011, 07:52
აუ ამ განყოფილებაში ნორმალური პასუხი რა დიდი იშვიათობაა რა... sad.gif

Posted by: lado0032 6 Mar 2011, 01:51
იქნებ გამარკვიოთ ეს ეგრეთ წოდებული იჟოგა ფიზიკური დატვირთვის დროს მეწყება ხოლმე ისე არ მაწუხებს და რა იწვევს ხომ ვერ მეტყვით

Posted by: oto_terabyte 17 Mar 2011, 22:20
lado0032
მეც იგივე ვიკითხე შენს ზემოთ...
პასუხის გამცემი არავინაა...

Posted by: Bull_ 21 Mar 2011, 15:35
ბორჯომი უფრო ეფექტურია თუ ნაბეღლავი ???

Posted by: VIVA_BARCA 27 Jan 2014, 01:47
ლიკანი,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: vaska_06 28 Jan 2014, 20:02
QUOTE
ბორჯომი უფრო ეფექტურია თუ ნაბეღლავი ???

არც ერთი. მკურნალობა სჭირდება მაგას PPI პრეპარატით.

Posted by: STRONGMAN 20 Apr 2014, 22:00
სპორცმენი ვარ გულძმარვა მაქვს და წვის შეგრძნება დამატებით მტკივა ხოლმე როდესაც ვარჯიშობ და დავრბივარ .
ომნეპრაზოლი მშველის ცოტ ცოტას. არც ვსვავ არც ვეწევი და არც კუპატს ვეტანები
რამე მირჩიეთ რა ვუშველო თავსაც მატკიებს ხოლმე

Posted by: salivani89 20 Apr 2014, 22:47
სავარაუდოდ საყლაპავის თიაქარი გექნება, მიდი გასტროენტეროლოგთან და დაგინიშნავს მკურნალობას. მეც მაწუხებდა ტკივილები და მკურნალობის შემდეგ ტკივილმა გამიარა, დამრჩა პერიოდული გულძმარვა, რომელსაც კვამატელით ან ნექსიუმით ვშველი (1-2 დღეში გადამივლის ხოლმე) smile.gif

Posted by: Ambitious_Person 21 Apr 2014, 10:45
ბარემ აქ ვიკითხავ , გულძმავა რას ნიშნავს როგორია?


აი დილით ვერ ვჭამ საკმარისია ორი ლუკმა ვჩამო ნერწყვის დენა მეწყება ..ანუ გულის რევის წინა პირობა და მომდის წყალივით


ან კიდევ ღვინოს თუ დავლევ ნებისმიერ დროს..

რა მჭირს?

Posted by: Solveig 21 Apr 2014, 14:58
salivani89
QUOTE
სავარაუდოდ საყლაპავის თიაქარი გექნება,

დასვა დიაგნოზი ზეპირად smile.gif


Ambitious_Person
გულძმარვა არის საყლაპავში წვის და პირში მომჟავო გემოს შეგრძნება.



Posted by: salivani89 21 Apr 2014, 21:44
QUOTE (Solveig @ 21 Apr 2014, 14:58 )
salivani89
QUOTE
სავარაუდოდ საყლაპავის თიაქარი გექნება,

დასვა დიაგნოზი ზეპირად smile.gif


Ambitious_Person
გულძმარვა არის საყლაპავში წვის და პირში მომჟავო გემოს შეგრძნება.

ძალიან ბევრგან მაქვს წაკითხული რომ ვისაც თიაქარი აქვს ვარჯიშის დროს ემართებათ გულძმარვა თან მე დავწერე სავარაუდოდთქო და არა 100%-ით.

სხვათა შორის გულძმარვის სიმპტომი მხოლოდ წვის შეგრძნება და მომჟავო გემო არ არის.
შეგიძლია ამ ლინკზე იხილოთ სხვა სიმპტომებიც:
http://www.health.com/health/gallery/0,,20529772,00.html
ნერწყვდენაც ერთერთი სიმპტომია მანდ წერია და საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი cry.gif[I]

Posted by: Solveig 22 Apr 2014, 01:46
salivani89
QUOTE
მე დავწერე სავარაუდოდთქო

საკმარისია ადამიანის დასაპანიკებლად smile.gif

QUOTE
ნერწყვდენაც ერთერთი სიმპტომია


კი, ნამდვილად.

რეფლექსურად ხდება ეგ. კუჭის წვენის გამოყოფის ფამო...

Ambitious_Person

გასტროენტეროლოგთან მიდი აუცილებლად.

კუჭს რაც უფრო მალე უმკურნალებ, მით ადვილად გამოძვრები და აარიდებ თავს გასტრიტს, წყლულს და ასეთებს.

Posted by: melodyman/ 22 Apr 2014, 01:52
ორი დღეა გაძლიერებულ კვებაზე რო იქნები გადასული ადამიანი,თან სულ ხაჭაპური/კატლეტი/ფრანგული მწვადი(love.gif ) და მსგავსები,რა მოგივა აბა mad.gif
ხვალ ოჯახში სუპის დამზადების შეკვეთას გავცემ

Posted by: salivani89 22 Apr 2014, 14:50
QUOTE (Solveig @ 22 Apr 2014, 01:46 )
salivani89
QUOTE
მე დავწერე სავარაუდოდთქო

საკმარისია ადამიანის დასაპანიკებლად smile.gif

QUOTE
ნერწყვდენაც ერთერთი სიმპტომია


კი, ნამდვილად.

რეფლექსურად ხდება ეგ. კუჭის წვენის გამოყოფის ფამო...

Ambitious_Person

გასტროენტეროლოგთან მიდი აუცილებლად.

კუჭს რაც უფრო მალე უმკურნალებ, მით ადვილად გამოძვრები და აარიდებ თავს გასტრიტს, წყლულს და ასეთებს.

დაპანიკება რა შუაშია,

აქ მე მგონი გამოცდილებებს ვუზიარებთ ერთმანეთს, თუ მეშლება?

მეც მტკიოდა ვიმკურნალე და აღარ მტკივათქო, მე არათუ ვარჯიშზე არამედ უბრალოდ წამოწოლისას ანუ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ეგრევე მეწვოდა მკერდის ძვლის უკან, ეხლა კი ოდნავი ტკივილიც აღარ მაქვს.

ადამიანი რომელიც არ სვამს არ ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და შემწვრებსაც არ ეტანება დიდი ალბათობაა რომ ან თიაქარი ქონდეს საყლაპავის ან კარდიის უკმარისობა, რაც იწვევს მჭავე წვენის ამოსვლას საყლაპავში, როდესაც ხდება მუცლის პრესზე ზეწოლა.

დამატებით ინფორმაციებს შეგიძლიათ აქაც გაეცნოთ smile.gif

http://www.mkurnali.ge/skhvadaskhva/sindromi/2708-guldzmarva.html?start=1

ცინიკურ პოსტებს აჯობებს ხალხს გულძმარვაზე და მისი აღმოფხვრის გზებზე მისცეთ რჩევები.

Posted by: Solveig 22 Apr 2014, 15:10
salivani89
QUOTE
აქ მე მგონი გამოცდილებებს ვუზიარებთ ერთმანეთს, თუ მეშლება?

კი,

მაგრამ ზეპირად დიაგნოზებს არ ვსვამთ.

და არც წამლებს ვნიშნავთ.

შენ ალბათ ექიმმა დაგისვა დიაგნოზი და მკურნალობაც იმან დაგინიშნა. ჰოდა, აჯობებდა, სხვისთვისაც მხოლოდ ეგ გერჩია.


თხოვნა მექნება, მეტს ნუღარ გადავუხვევთ თემას.

Posted by: ernesto_ 22 Apr 2014, 16:02
გასტრო-ენტეროლოგთან მიდი და გიაგნოსტირებაც მოხდება გულძმარვა ეს მხოლოდ სიმპტომია და არა დაავადება ასე რომ მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევაა საჭირო და არა რაგაც ხალხურ სოფლურ მუშური გამოცდილებები დამიჯერე რაც შეეხება მის განეიტრალებას არანაირი სოდა და ტუტე ხსნარები თვითნებურად არსებობს მარტივი საშუალებები ანტაციდები ქვია მაგ: ალმაგელი,სიმალგელი,მაალოქსი,რენნი და ასე შემდეგ ერჯერადად ამის გამოყენებიტ არ ავნებ შენს ჯანმრტელობას და გულზმარვასაც მოიხსნი მომენტში მარა რატკმაუნდა ეს საშუალებები სამკურნალო საშუალებებიცაა ანუ ერთ-ერთი ჯგუფია მჯავიანობის მომატებით მიმდინარე დაავადებების სამკურნალო კომბინაციაშიც ინიშნება . რაც შეეხება ომეპრაზოლს და სხვა მისნაირებს მათი უექიმოდ და ქაოსურად დალევამ შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოს და რაც მთავარია მომენტში ერთჯერადად გულჯმარვას არ მოგიხსნის. ხო კიდე დიეტას მიხედე დაზოგე კუჭი მავნე გამღიზიანებლებისგან და შეიძლება გულძმარვაც მოგეშვას აბა ჯანმრტელობას გისურვებ...

Posted by: palefty 22 May 2014, 13:55
ახლა აგერ ვზივარ და ისეთი ”იჟოგა” მაქვს ცრემლები მდის.
ექიმთან მისვლა რა თქმა უნდა აუცილებელია (თუ გაგიმართლა და კარგთან მოხვდი არა ფულზე დახარბებულ შარლატანთან), მაგრამ პირადად ჩემთვის, ცხოვრებაში ისეტი შვება არ მოუცია არაფერს როგორც ბორჯომის წყლებით ამორეცხვამ, ვერანაირი წამალი და დიეტა ვერ გაგიწმინდავთ ორგანიზმს ისე როგორც ეგ პროცედურა. არაა სასიამოვნო მარა შედეგი აქვს 100%-იანი.

Posted by: =ლაშა= 23 May 2014, 23:11
palefty
მე კვირაში 1 შეკვრა ნაბეღლავს ვსვამ, , ანუ ბორჯომი ჯობია უფრო? მე ნაბეღლავი მშველის ხოლმე, , ,

Posted by: palefty 28 May 2014, 18:59
არა კაცო, მე პროცედურებზე ვამბობდი, ბორჯომში რო აკეთებენ, 5 დღე უნდა მაგ ამბავს, ორი დღე კუჭის ამორეცხვა, ორი დღე ნაწლავების გამორეცხვა და ბოლოს ნაღველის ამორეცხვა, ძაან მაგარი შედეგი აქვს.

Posted by: ტრეზორა 1 Jan 2016, 12:41
ყველას გილოცავთ ძმებო და დებო

იქბებ მითხრათ რა წამალი ვიყიდო აფთიაქში ექიმი არავინ ხართ ? იჟოგა მაქვს ანუ გულძმარვა ჩამეწვა მთელი კუჭი და იქნებ მიშველოთ რამე ხალხნო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)