წარმოგიდგენთ 2013 წლის აღმოჩენას
House of Cards გახლავთ ნეტფლიქსის პოლიტიკური დრამა, რომლის მთავარ როლს ასრულებს თვით
კევინ სპეისი(Kevin Spacey),ხოლო ამ სერიალის რეჟისორი გახლავთ
ბო ვილიმონი (Beau Willimon.)სერიალი პრემიერა შედგა 2013 წლის 1 თებერვალს. გადაღებულია მხოლოდ პირველი სეზონი,რომელიც 13 სერიისგან შედგება, ხოლო მეორე სეზონის პრემიერა უკვე 2014 წლის დასაწყისში იგეგმება(ჯერჯერობით გადაღების პროცესშია)
მოკლე შინაარსი: ფრენკ ანდერვუდი გახლავთ ჰარვარდის სამართლის სკოლის წარჩინებული წარმომადგენელი,ის გახლავთ დემოკრატიული პარტიის წევრი და კონგრესმენი. კონგრესმენნა მთელი ძალები და გავლენა შეალია, გარეთ ვოლკერს რათა ეს უკანასკნელი გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. სანაცვლოდ ვოლკერი პირდებოდა ფრენკს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას. თუმცა ეს პირობა გამარჯვების შემდეგ გარეთმა არ შეასრულა და ანდერვუდი კვლავ რჩება კონგრესმენად.სწორედ მაშინ იწყებს ფრენკი თავისი ძალაუფლების გაფართოებას და თეთრ სახლზე გავლენის მოპოვებას.
ჩემი აზრით ეს სერიალი დაახლოებით ორ წელში ყოველგვარ რეკორდს მოხნის, ჯერ მხოლოდ პირველი სეზონია და სერიალის სიდიადეს IMDB-ის რეიტინგიც მოწმობს - 8.8 (57 000 ხმიდან)
სერიალში მონაწილეობენ:კევინ სპეისი (Kevin Spacey)
რობინ რაითი (Robin Wright) როგორც კლერ ანდერვუდი, ფრენკის მეუღლე
კეით მარა (Kate Mara) როგორც ზოი ბარნსი, გაზეთ ვაშინგტონ-ჰერალდის ჟურნალისტი
კორი სტოლი (Corey Stoll) როგორც პიტერ რუსო,ასევე კონგრესმენი (დემოკრატების წევრი)
------------------------------------------------------------------
HOUSE OF CARDS (სეზონი 1, სერია 1-10)[2013/RUS/WEBDLRIP]» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://protest.gom.ge/tv-ser/41335-HouseofCards11-102013RUSWEBDLRip.html
HOUSE OF CARDS (სეზონი 1, სერია 11-13)[2013/RUS/WEBDLRIP]» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://protest.gom.ge/tv-ser/41407-HouseofCards111-132013RUSWEBDLRip.html
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by MEDS on 28 Nov 2014, 00:44