მოგესალმებით!
5 დღის წინ ვიყიდე Huawei Mate P10 Lite, ყიდვიდან მესამე დღეს შევამჩნიე დინამიკიდან გამომავალი შიშინის ხმები. კონკრეტულად: სენსორზე შეხებისას რო წკაპის ხმა აქვს ამ ხმას მოყვება შიშინის ხმა, ასევე მესიჯის ხმას მოყვება შიშინი და სხვა ნებისმიერ ტონს მოყვება შიშინის ხმა, თავიდან ვიფიქრე მელანდებოდა მეთქი და სხვებს რო მოვასმენინე და დამიდასტურეს რო მართლაც ისმის ერთისმხრივ გამისწორდა.
მეორე დღესვე წავიღე უკან, ქარვასლაში რო სერვისცენტრია ჰუავეის და შევამოწმეთ იქ არსებული ყველა მოდელი Huawei Mate P10 Lite, Huawei P10 pro, Huawei P10, Huawei P20, Huawei P9, და კიდევ იყო რაღაცეები ყველას ანალოგიური შიშინის ხმა ჰქონდა, მხოლოდ ერთადერთ მოდელს Huawei P10 Lite -ს არ ჰქონდა აღნიშნული ხმა. აქედან გამომდინარე ჩაითვალა რომ ეს (შიშინის) ხმა ლოგიკურია და არ დაიტოვეს ჩემი ტელეფონი.
მე მაინტერესებს თქვენ არ გაგიგიათ ეს ხმა? იქნებ რამენაირად გვარდება? huawei - ს ტექნიკური დახმარების ნომერზე 2 დღეა ვრეკავ და არ მპასუხობენ. მეილზე არ მპასუხობენ, სოციალურ ქსელში არ მპასუხობენ.
თუ მოვახერხე ჩავიწერ ხმას და დავდებ ლინკს.
მირჩიეთ რამე.