forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (9) « პირველი ... 7 8 [9]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Ferenc Liszt, "Ich bin, also, ein Komponist, nie Dichter..."
Issen
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 70
წევრი No.: 249970
რეგისტრ.: 15-April 19

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 23:09  #54526470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alesandra
QUOTE
გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ეს მეტისმეტია...

არანაირად.
QUOTE
თავისებური შესრულების მანერა უდაოდ აქვს და ეს არტისტულობა. მაგრამ არცერთი მისი ფრაზა, არცერთი მისი ნოტი არ არის ყალბი. ის ისე უკრავს, თითქოს მისი დაწერილია. ტლანქად და დამძიმებულად კი არა, რომანტიულად და "ტრასნცენდენტულად" უკრავს. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ ლისტის ერთერთი საუკეთესო მოწაფის მოწაფეა. და მასწავლებლის როლი ალბათ მოგეხსენებათ საშემსრულებლო ხელოვნებაში.

ეგ რასაც თავისებურ შესრულების მანერას უძახიან ეგაა ზუსტად რაც ზემოთ დავწერე. არც მეტი არც ნაკლები. გრადაციებს ვერ გრძნობს, ზომა წონა არ იცის, რაციონალიზმი 0, გადაპრანჭული ფრაზები, ამდენი რუბატო გაუმართლებელია არ მოდის მთელი ნაწარმოების კონტექსთან და ზოგადად ძალიან თავისებური დაკვრა არაა კარგის ნიშანი, არ უნდა წახვიდე კომზოზიტორიდან "შორს". უნდა მოახდინო შენი და კომპოზიტორის სინთეზი, ჩაჯდე მის შემოქმედებით კონტესტში გაითვალისწინო ის ნიუანსები და ზოგადად მთლიანად კომპოზიტორი და ეპოქა. მოწაფის მოწაფის მოწაფეობა არ ნიშნავს ამ კომპოზიტორის საუკეთესო შემსრულებლობას. გადამეტებული რომანტიული ელემენტებით ლისტის დაკვრა არ შეიძლება ისევ და ისევ მისივე სტილადან გამომდინარე. ქარიშხლიანობა და ემოციურობა არ გამორიცხავს სითანაბრეს და თავშეკავებულ შესრულებას. ზომიერება არ უნდა დაკარგოს შემსრულებელმა და არ უნდა გადავიდეს ზედმეტობებში. აუდიტორია საერთოდ უნდა დაიკიდო. მესმის ძალიან დიდი ცდუნებაა იმის რომ მოახდინო შთაბეჭდილება, იპაკაზუხო, მით უმეტეს ისეთი კომპოზიტორის შესრულებისას როგორიც ლისტია. მაგრამ ერთ ადგილზე უნდა გაუშვა და შენთვის დაუკრა.
QUOTE
ლისტზე ვსაუბრობთ? )))
აქ ქარიშხალი უნდა იყოს და ზუსტადაც გრძნობების მოჭარბება.

კი ლისტზე ვსაუბრობთ და რიხტერს ამ რაციონალიზმისა და სითანაბრის ფონზე არც ეგ ქარიშხლიანობა აკლია და არც მისტიურ/მიღმიურობა.
ოქროს შუალედში ზის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. ერთდროულად მიწიერიცაა და ტრანსცედენტულიც. ყველაფერი ისმის რიხტერთან, ორივე ხელი უჟღერს საოცრად, თითქოს ორკესტრი უკრავს.

ამას კიდევ ერთხელ გადმოვაკოპირებ:
QUOTE
თითქოს პიანისტი კი არ უკრავს როიალზე, არამედ დირიჟორი, რომელიც დირიჟორობს იდუმალ ორკესტრს...

უზუსტესი შეფასებაა!
მოკლედ, რიხტერი დონე ძიაა.
* * *

................................................................
სიღრმე ქვია ამას..

This post has been edited by Issen on 17 Apr 2019, 23:19
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) « პირველი ... 7 8 [9]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0174 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]