2019 წლის 15 ნოემბრეს EA გამოაგორებს Respawn-ის ახალ თამაშს Star Wars: Jedi Fallen Order.
თქვენ ხართ ბრძანება 66-ს სასწაულებრივად გადარჩენილი პადავანი კალ კესტის (Cal Cestis). იმალებით და არ ავლენთ თქვენი ძალისადმი მიდრეკილებას. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ერთ დღესაც ყველაფერი ირევა და იმპერია უკვე მოგსდევთ მოსაკლავად.
გეიმპლეი არ ვიცით მაგრამ ვიცით რომ single player იქნება.
EA იფიცება რომ არც ლუტბოქსები და არც მიკროტრანზაქციები არ იქნება.
EA-სგან დაუჯერებლად ჟღერს, რაღა მოგატყუოთ.
პროტაგონისტის როლს შეასრულებს კამერონ მონაგანი (Cameron Monaghan)
თამაში გამოვა PC, PS4 და XBOX ONE-ზე.
ძალიან გაორებული გრძნობა მაქვს. ერთის მხრივ საპატივსაცემო დეველოპერი Respawn უშვებს თამაშს ჩემი საყავარელი სამყაროს შესახებ მეორეს მხრივ EA არის გამომცემელი.
ერთი რამ ზუსტად ვიცი პრეორდერს არ გავაკეთებ!!! და რეცენზიებს დაველოდები.
This post has been edited by 4L3X on 14 Apr 2019, 00:00