ზოგადად ფორექსზე ვაჭრობას არ გირჩევთ, რადგან ეს არის ნაკლებად რეგულირებადი ბაზარი, ძალზედ არა გამჭირვალე მოქმედების სქემებით ბროკერის მხრიდან. თქვენს მიერ დადებული გარიგებები ბანკთაშორის ბირჟაზე არ გადის, ანუ ბროკერი დგას თქვენს მიერ დადებული გარიგების მეორე მხარეს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი მოგება არის ბროკერის წაგება და პირიქით.
გირჩევდით, რომ რეგულირებად ამერიკულ ბირჟებზე ივაჭროთ. ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანია, შეგიძლიათ პირდაპირ სააქართველოდან გახსნათ ანგარიში ამერიკელ ბროკერთან და ივაჭროთ აქციებით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ან ფიუჩერსებით ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე.
მაგრამ თუ მაინც ფორექსზე გინდათ ვაჭრობა, სწორი იქნება ანგარიში გახსნათ იმ საბროკეროებში, რომლებსაც აქვთ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზია. ეს არის ამ საბროკეროების ჩამონათვალი:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=508