Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > შეკითხვები კლასიკური მუსიკის და განყოფილების შესახებ


Posted by: Charles IX 12 Jan 2009, 01:41
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე, რადგან ქვეგაყოფილების ძალიან ბევრ თემაში გვხვდება ზოგადი თუ კონკრეტული შეკითხვები, რომლებიც არ ეხება არც ერთ არსებულ თემას - მაგალითად ამ ტიპის: ეს მუსიკა მომწონს და არ ვიცი ვისია, რა ნაწარმოებია და ა.შ.

თემა სწორედ ასეთი (და არა მარტო) შეკითხვებისთვის იხსნება.
გარკვეული ხნის შემდეგ სხვა თემებში ამ ტიპის შეკითხვები უბრალოდ წაიშლება!!!

Posted by: alkaspiluka 12 Jan 2009, 04:13
ნოვაცია bis.gif

ე.ი. მე ძალიან ბევრი შეკითხვები მაქვს მარა ვისია და რამე არა

უფრო ისეთი რას მოვუსმინო

არის ისეთი საიტი საიდანაც შევძლებ მივყვე და ბევრი ცნობილი ხალხი ჩამოვწერო? user.gif

Posted by: Charles IX 12 Jan 2009, 12:28
alkaspiluka
QUOTE
მე ძალიან ბევრი შეკითხვები მაქვს

სწორედ ამისთვის არის ეს თემა.

QUOTE
არის ისეთი საიტი საიდანაც შევძლებ მივყვე და ბევრი ცნობილი ხალხი ჩამოვწერო?

ცოტაა ეგეთი საიტი...
ისე, ამ განყოფილების თემებში უამრავი ცოცხალი ლინკია. თან ძირითადად საუკეთესო შემსრულებლების...

Posted by: lizi_95 12 Jan 2009, 12:58
ხოო, მართლა საუკეთესო შემსრულებელების ჩანაწერები დევს biggrin.gif შუბერტის დაუმთავრებელი სიმფონია ხო ორ ნაწილიანია???

Posted by: better late than never 28 Feb 2009, 01:05
ორნაწილიანია smile.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: prima76 26 Apr 2009, 14:31
ერთი კითხვა მაქვს და ვის ვკითხო და რომელ ტოპიკში ვიკითხო აზრზე არ ვარ smile.gif მიპასუხეთ თუ შეძლებთ.

სიმფონიური ორკესტრის წინასაკონცერტო მზადებას, როცა ყველას თავის ისტრუმენტი მოჰყავს მწყობრში, რა ჰქვია მაგ მომენტს? ან ჰქვია კი საერთოდ რამე?

Posted by: Charles IX 26 Apr 2009, 18:33
prima76
მე როგორც ვიცი, არაფერიც არ ჰქვია.
თუმცა, მე შეიძლება ვცდებოდე.

Posted by: WAGNERITE 26 Apr 2009, 22:19
Еще одна – иллюстративная – параллель из Поля Валери: речь идет о настраивании оркестра в концертном зале. "Таков, – по словам Валери, – восхитительно щемящий душу музыкальный беспорядок, хаос надежд, некое первичное состояние, могущее быть лишь эфемерным; но эта живая невнятица таит в себе нечто более универсальное и, быть может, более философское, чем все возможные симфонии, ибо она содержит их в своей смеси, она их всех внушает. Она – некое одновременное присутствие всех будущностей. Она пророчествует". Аналогия безупречная; следует лишь перенести ее из мира музыки в мир как таковой, чтобы адекватно пережить гуссерлевскую мысль. В этой копошащейся массе домузыкального марева, в темном океаническом гуле некой дотемперированной атмосферы таится под прикрытием гигантских водорослей вся сумма возможных (написанных и еще не написанных) симфоний, и если, спустя минуту, магическим жестом дирижерской палочки будет вызвана к жизни одна, в ней глухо и настороженно будет наличествовать вся полнота доконцертного (дочеловеческого!) настраивающегося хаоса скрипок и валторн, тромбонов и гобоев, контрабасов и флейт, питательного материнского лона, в муках отдающего одно из своих чад на радость и заклание слуху.

Карен Свасьян. ФЕНОМЕНОЛОГИЧЕСКОЕ ПОЗНАНИЕ: ПРОПЕДЕВТИКА И КРИТИКА. Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1987 (კარგი წიგნია, სხვათა შორის)


Posted by: djbachi 22 May 2009, 18:44
ერთი ამიხსენით რატომ არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე კლასიკურ მუსიკაზე წიგნები?

ინგა ბარამიძემ მითხრა მე და ჩემმა მეგობრებმა ვთარგმნეთ და დაგვიბლოკეს წიგნებიო..ნეტავი რატომ?
იქნებ მითხრათ..

Posted by: Charles IX 22 May 2009, 20:35
djbachi
QUOTE
რატომ არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე კლასიკურ მუსიკაზე წიგნები?

ალბათ გამომცემლებს წამგებიანი ჰგონიათ ამ წიგნების გამოცემა

Posted by: djbachi 22 May 2009, 20:50
.ეგ ვარიანტი გამორიცხულია.
დაგვიბლოკესო..

Posted by: Pshaveli 18 Aug 2009, 11:44
სად შეიძლება მოვუსმინო კომპოზიტორ ერეკლე ჯაბადარის მუსიკას?

Posted by: Contralto 18 Aug 2009, 15:29
djbachi
QUOTE
ეგ ვარიანტი გამორიცხულია.
დაგვიბლოკესო..

სწორედ ეგ ვარიანტია smile.gif ფინანსურად წამგებიანი იქნება, მათი ვარაუდით, და ამიტომ "დაუბლოკეს", თორემ პოლიტიკური მოტივი ან სხვანაიარი, არა მგონია, მანდ იყოს smile.gif

Posted by: Harmpy_Harmpy 31 Oct 2009, 20:26
გუშინ ვინმე იყავით მაჭავარიანის კონცერტზე მუსიკალურ ცენტრში? bis.gif

Posted by: დათიკო 31 Oct 2009, 23:10
Harmpy_Harmpy
QUOTE
გუშინ ვინმე იყავით მაჭავარიანის კონცერტზე მუსიკალურ ცენტრში?

yes.gif

Posted by: Rabbit 31 Oct 2009, 23:13
QUOTE (დათიკო @ 31 Oct 2009, 23:10 )
Harmpy_Harmpy
QUOTE
გუშინ ვინმე იყავით მაჭავარიანის კონცერტზე მუსიკალურ ცენტრში?

yes.gif

fig.gif

Posted by: Rumbo 3 Nov 2009, 23:24
მოკლედ ერთი უცნაური შეკითხვა მაქვს ძალიან გთოვთ დამიწეროთ ამ ვიდეოზე http://www.youtube.com/watch?v=xpQ810mA5_A რა ინსტრუმენტები უკრავენ და რა რაოდენობით? წონასწარ დიდი მადლობა.

Posted by: Charles IX 4 Nov 2009, 12:24
Rumbo
და კლასიკური მუსიკა რა შუაშია?

Posted by: the_lizard_king 9 Nov 2009, 14:09
კლასიკური მუსიკის ნორმალური არჩევანი სადმე არის თბილისში? ვგულისხმობ კომპაქტ დისკებს.

Posted by: inana 9 Nov 2009, 17:34
the_lizard_king
არა მგონია, ორიგინალები, ალბათ არ არის. თუ სადმე წააწყდი, მეც გამაგებინე. smile.gif

Posted by: babuci 13 Dec 2009, 23:46
რაშია მუსიკალური ნაწარმოების ტონალობის გამოცხადების საჭიროება შესრულებისას? vik.gif

Posted by: Walkman123 14 Dec 2009, 13:54
QUOTE
კლასიკური მუსიკის ნორმალური არჩევანი სადმე არის თბილისში? ვგულისხმობ კომპაქტ დისკებს.


სხვათაშორის, რუსთაველის დასაწყისში, შარშან მშვენიერი დისკები ჰქონდათ, ახლა არ ვიცი.

შარშან გამიმართლა და რუბინშტეინის ჩაწერილი შოპენის მაზურკების ორიგინალი ვიყიდე ორ დისკად smile.gif მაგარიააა

და კიდე შოპენის სხვადასხვა ნაწარმოებები იყო Peter Schmalfuss, Ida Chernika, Dubravka Tomsic-ის შესრულებით. ეგეც 4 დისკიანი set იყო ორიგინალი.

მერე კარგა ხანია არ მივსულვარ და არ ვიცი რა აქვთ და რა არა, გირჩევ მაინც შეიხედო. smile.gif

Posted by: ფაშისტი 16 Dec 2009, 12:33
http://www.iklimt.com/index.html ვისი შემოქმედებაა ეს მელოდია ხომ არ იცით

Posted by: Walkman123 16 Dec 2009, 17:10
ფაშისტი

ერიკ სატის ნაწარმოებოა. იქვე დევს, Download mp3 აწერია smile.gif

Posted by: unknown lady 16 Dec 2009, 21:29


Walkman123
QUOTE
სხვათაშორის, რუსთაველის დასაწყისში, შარშან მშვენიერი დისკები ჰქონდათ, ახლა არ ვიცი.


სად? მიმასწავლე sa.gif

Posted by: Lanius 16 Dec 2009, 22:37
QUOTE
მოკლედ ერთი უცნაური შეკითხვა მაქვს ძალიან გთოვთ დამიწეროთ ამ ვიდეოზე http://www.youtube.com/watch?v=xpQ810mA5_A რა ინსტრუმენტები უკრავენ და რა რაოდენობით? წონასწარ დიდი მადლობა.


ელ გიტარა ...
ვიოლინო
ჩელო
დრამი
აკორდეონი
ვალტორნა
+
ან კონტრაბასი ან ბას გიტარა



Posted by: Walkman123 17 Dec 2009, 23:59
unknown lady

სად და აი მარკო პოლომდე არ მისული smile.gif თუ მაკდონალდსიდან მოდიხარ smile.gif

Posted by: unknown lady 18 Dec 2009, 16:15
Walkman123


მივიდე ერთი sa.gif

დისკები მინდა!
მერე გკითხავ წასვლას რომ დავაპირებ

Posted by: Corvin von Amber 19 Dec 2009, 12:15
QUOTE
კლასიკური მუსიკის ნორმალური არჩევანი სადმე არის თბილისში? ვგულისხმობ კომპაქტ დისკებს.

უკვე არსად. ისარგებლეთ ტორრენტებით smile.gif

Posted by: unknown lady 18 Apr 2010, 23:09
Charles IX


შარლ,

მაინტერესებს სად უსმენს ხალხი კლასიკურ მუსიკას. აი ვთქვათ მინდა მოვისმინო ცოცხალი შესრულება
არც ის ეცნობილი პიანისტის

გასაგებია, რომ კონსერვატორიაში არის ასეთი კონცერტები დასწრებაც თავისუფალია და შემიძლია იქ მივიდე
მაგრამ სხვა თუ არის ასეთი კლუბი ან რამე

ეს სად გავარკვიო
თემა აქ გავხსნა თუ სად , მითხარი რაა

Posted by: Charles IX 18 Apr 2010, 23:35
unknown lady
როგორც ვიცი, დღეს თბილისში პრაქტიკულად არსად არ ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები კონსერვატორიის გარდა. არის მემანიშვილის მუს.ცენტრი აღმაშენებელზე, მაგრამ დიდი ხანია არ გამიგია, რომ იქ კონცერტი ჩატარებულიყო...

ისე, ძალიან სერიოზულ პრობლემას შეეხე...
სამწუხაროდ, მცირეა მოთხოვნა - იშვიათია კონცერტები.

თემა კი ნამდვილად აქ უნდა გაიხსნას...

Posted by: unknown lady 19 Apr 2010, 00:05
Charles IX


კარგი შარლ, მადლობა

ჯერ არ გავხსნი თემას
არ მინდა
მაინტერესებდა სხვაგანაც ტარდება თუ არა და როგორც ჩანს არ ტარდება არსად

Posted by: PINK 20 Apr 2010, 16:06
QUOTE
შეკითხვები კლასიკური მუსიკის და განყოფილების შესახებ


ეგ ის მუსიკა არაა ნასწავლი ხალხი რო უსმენს? sad.gif

Posted by: დათიკო 20 Apr 2010, 16:20
prima76
QUOTE
სიმფონიური ორკესტრის წინასაკონცერტო მზადებას, როცა ყველას თავის ისტრუმენტი მოჰყავს მწყობრში, რა ჰქვია მაგ მომენტს? ან ჰქვია კი საერთოდ რამე?

ინსტრუმენტების აწყობა ქვია მაგას biggrin.gif
* * *
Charles IX
QUOTE
როგორც ვიცი, დღეს თბილისში პრაქტიკულად არსად არ ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები კონსერვატორიის გარდა. არის მემანიშვილის მუს.ცენტრი აღმაშენებელზე, მაგრამ დიდი ხანია არ გამიგია, რომ იქ კონცერტი ჩატარებულიყო...

დღეს კონცერტები ტარდება კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში. ასევე ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში. ხანდახან სამეფო უბნის თეატრში.

საერთოდ ამ განყოფილებაში აფიშის თემა არის?

მე საკმაოდ ხშირად მაქვს ხოლმე ინფორმაცია სხვადასხვა კონცერტების შესახებ და დიდი სიამოვნებით დავაანონსებდი ხოლმე.

აი მაგალითად დღეს მცირე დარბაზში 6 სათზე ტარდება დოდო ცინცაძის კლასის კონცერტი. საფორტეპიანო მუსიკა. ნუ პროგრამა არ მაქვს, მაგრამ ამგვარი ინფოც სასარგებლოა ხანდახან smile.gif

Posted by: unknown lady 20 Apr 2010, 16:40
დათიკო


კარგი იქნება თუ დავწერთ ხოლმე ანონსებს

კონსერვატორიის კონცერტები ვიცი, მართლაც კარგია დასწრება

სამწუხაროდ სულ 6 საათზეა ხოლმე და ვერ ვასწრებ მისვლას

Posted by: Charles IX 20 Apr 2010, 17:04
დათიკო
QUOTE
ამ განყოფილებაში აფიშის თემა არის?

არის. თან აპინული...

Posted by: unknown lady 20 Apr 2010, 22:53
QUOTE
არის. თან აპინული...



ფორუმელები აპინულ თემებს არ კითხულობენ biggrin.gif

შემიმჩნევია

Posted by: ultimo 26 Apr 2010, 12:31
ადრე სადღაც წავაწყდი მცირე ზომის "სტატიას" , სადაც ავტორი ლაპარაკობდა ჰოლდერლინის, ედგარ პოს და ბახის (ფუგები) შემოქმედებაზე, რომ მათ ბევრი საერთო ჰქონდათ.... ვინმეს თუ ხელი მიუწვდება ან გაუგია მსგავსი სტატიის შესახებ რამე იქნებ დამეხმაროთ

Posted by: dio-skuri 24 Sep 2010, 17:34
აი ბეთჰოვენი კი მის შემდგომ ყველა გერმანელ-ავსტრიელ კომპოზიტორს ერთად ჩაისვამს ჯიბეში - ნუ შეიძლება უვაგნეროდ

აი ამის დამწერი თუ არის გონზე საერთოდ და გაგებაში

Posted by: Charles IX 27 Sep 2010, 21:38
dio-skuri
QUOTE
ამის დამწერი თუ არის გონზე საერთოდ და გაგებაში

ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი და გამოთქვას ეს აზრი...
თუ არ მოგწონს, შეგიძლია არგუმენტირებულად ეკამათო.

Posted by: dio-skuri 28 Sep 2010, 21:16
Charles IX
ერთი თხოვნა მაქვს თუ შეიძლება ეს საიტი ნახოთ. ოღონდ მართლა მაინტერესებს,!

http://tempuscollection.com/main/index.php

Posted by: Rabbit 28 Sep 2010, 21:48
QUOTE (unknown lady @ 18 Apr 2010, 23:09 )
Charles IX


შარლ,

მაინტერესებს სად უსმენს ხალხი კლასიკურ მუსიკას. აი ვთქვათ მინდა მოვისმინო ცოცხალი შესრულება
არც ის ეცნობილი პიანისტის

გასაგებია, რომ კონსერვატორიაში არის ასეთი კონცერტები დასწრებაც თავისუფალია და შემიძლია იქ მივიდე
მაგრამ სხვა თუ არის ასეთი კლუბი ან რამე

ეს სად გავარკვიო
თემა აქ გავხსნა თუ სად , მითხარი რაა

აქ არავინ არაფერს არ გეტყვის biggrin.gif

ეგეთი კლუბი რამდენადაც ვიცი არ არსებობს აქ, ან შეიძლება სიმებიანი კვარტეტის მსგავსი რა უკრავდეს სადმე ელიტარულ რესტორანში biggrin.gif

Posted by: Charles IX 29 Sep 2010, 03:02
dio-skuri
QUOTE
თუ შეიძლება ეს საიტი ნახოთ. ოღონდ მართლა მაინტერესებს,!

ვნახე და სამი რამ არ მომეწონა:
1. ფასიანია
2. შემსრულებლები არ მომეწონა
3. მპ3-ს უბრალოდ არ ვიწერ - ხარისხი არ მაკმაყოფილებს. მხოლოდ აპე ან ფლაკი...

Posted by: dio-skuri 29 Sep 2010, 07:26
Charles IX
QUOTE
ვნახე და სამი რამ არ მომეწონა:
1. ფასიანია
2. შემსრულებლები არ მომეწონა
3. მპ3-ს უბრალოდ არ ვიწერ - ხარისხი არ მაკმაყოფილებს. მხოლოდ აპე ან ფლაკი

არა თუ მოუსმინეთ მოსმენა თავისუფლად შეიძლებაროგორ ტემპში ასრულებენ. გაგიკვირდებათ. სტატიაც არი მაქ სადაც ამტკიცებს ეგ დირიჟორი , ჩემი ტემპებია სწორიო და დღემდე რაც შესრულებულ არასწორიაო და მოყავს არგუმენტები;
მე მაინტერესებს რამდენად საფუძვლიანია ეს ყველაფერი .

გადმოსაწერად არც მე მიფიქრია

Posted by: Charles IX 29 Sep 2010, 08:48
dio-skuri
QUOTE
არა თუ მოუსმინეთ მოსმენა თავისუფლად შეიძლებაროგორ ტემპში ასრულებენ

ძალიან არ მომეწონა - ტიპი "ბუქსაობს"...
QUOTE
ჩემი ტემპებია სწორიო და დღემდე რაც შესრულებულ არასწორიაო და მოყავს არგუმენტები

ეგ ტიპი ქართველ პოლიტიკოსს მაგონებს თავისი უსაფუძვლო სუპერამბიციურობით...
ბევრი დირიჟორი ზედმიწევნით იცავს კომპოზიტორის მითითებულ ტემპებს და ამაზე მინიმუმ ორჯერ სწრაფად ასრულებს.

Posted by: unknown lady 29 Sep 2010, 10:30
Rabbit


მადლობა პასუხისთვის

ადრე დავპოსტე ეგ, მაინტერესებდა ამ კუთხით რა ხდება

Posted by: dio-skuri 29 Sep 2010, 16:39
Charles IX
ძალიან არ მომეწონა yes.gif

მადლობა!

Posted by: maklay 30 Oct 2010, 19:50
არ ვიცი ამ თემაში უნდა ვსვამდე თუ არა ამ კითხვას, მაგრამ თუ არასწორად მოვხვდი, იმედია ვინმე დამაკვალიანებს smile.gif
შემთხვევით ხომ არავინ იცის ამ ბიჭის ვინაობა? ჯანსუღ კახიძის ორკესტრში უკრავს...

Posted by: sophya 10 Jan 2011, 00:00
მაინტერესებს თბილისში, რომელიმე მუსიკალურ ტექნიკუმს ან სკოლას თუ აქვს ჯაზის ფაკულტეტი, ან შესასწავლი კურსები? საფორტეპიანო და თეორია, იქნებ ვინმეს ქონდეს ინფო,


მადლობა

Posted by: Unico 29 Jan 2011, 18:00
ვინმემ ხომ არ იცით სად მდებარეობს ტერიტორიულად შიუკაშვილის გახსნილი "ხელოვნების აკადემია"?

წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: michele777 18 Feb 2011, 14:35
Warning:
ასეთი თხოვნისთვის სპეციალური თემა არსებობს:
http://forum.ge/?showtopic=33795747&f=&st=360&#entry24046068

გარდა ამისა, ფორუმზე აკრძალულია ქროს-პოსტინგი.
ჯერჯერობით სიტყვიერი გაფრთხილება!

Posted by: Roba_Makharashvili 30 Mar 2011, 20:22
მუსიკაზე რომ დავდიოდი, ძირითად ლიტერატურად კონსპექტებსა და რუსულ წიგნებს ვიყენებდით, ქართულად ასეთი სახელმძღვანელოები რატომ არ იბეჭდება? საჯარო სკოლის მუსიკის სახელმძღვანელოებში მასალა ზედმეტად ზედაპირული და მშრალია...

Posted by: nino27011 7 Jun 2011, 16:13
QUOTE
[B]სად შეიძლება მოვუსმინო კომპოზიტორ ერეკლე ჯაბადარის მუსიკას? [/B]

კომუნისტების დროს რადიოთი გადმოსცემდნენ ხშირად. რადიოს არქივში ექნებათ.
* * *
QUOTE
კლასიკური მუსიკის ნორმალური არჩევანი სადმე არის თბილისში? ვგულისხმობ კომპაქტ დისკებს.



ვაჟაზე, ტაშკენტის ქუჩის ასახვევთან არის პატარა მაღაზია. გამყიდველი შუახნის კაცია, კარგად იცის კლასიკური მუსიკა და კარგი დისკებიც აქვს ხოლმე.

Posted by: MaShiko-MuSicology 12 Jun 2011, 00:59
QUOTE
ვაჟაზე, ტაშკენტის ქუჩის ასახვევთან არის პატარა მაღაზია. გამყიდველი შუახნის კაცია, კარგად იცის კლასიკური მუსიკა და კარგი დისკებიც აქვს ხოლმე.


მაესტრო? კიდევ არსებობს? და ისევ ბიძია გრანტი მუშაობს?smile.gif)) აბა, ვიხურებითო, შარშან?

* * *
Unico
პეტრიაშვილის 25-შიsmile.gif

* * *
sophya
კონსერვატორიის უმაღლეს პროფესიულს ჰქონდა.. ახლა აქვს თუ არა, აღარ ვიცი..

Posted by: weisenhaus 9 Aug 2011, 17:27
იქნებ ვინმემ მასწავლოთ ახალი პოსტი როგორ უნდა გამოვაქვეყნო? აი ბოლო პოსტი რომ მაქვს და ისევ მაგას რომ არ გადაებას.

Posted by: Charles IX 9 Aug 2011, 23:52
weisenhaus
QUOTE
იქნებ ვინმემ მასწავლოთ ახალი პოსტი როგორ უნდა გამოვაქვეყნო? აი ბოლო პოსტი რომ მაქვს და ისევ მაგას რომ არ გადაებას.

სხვამ უნდა დაპოსტოს - ან რამდენიმე დღე გავიდეს...

Posted by: Pshaveli 23 Aug 2011, 20:09
http://www.youtube.com/watch?v=_9jY-gZFYYs
ეს არის ფრაგმენტი ოთარ იოსელიანის ფილმიდან "იყო შაშვი მგალობელი". რა ნაწარმოებს ასრულებს სიმფონიური ორკესტრი ხომ არ იცით?

Posted by: Pathetikos 23 Aug 2011, 21:39
Pshaveli
ვაგნერის "ვალკირიის" პირველი მოქმედების დასასრულია.

http://www.youtube.com/watch?v=Gz_COc1qbsU


Posted by: Pshaveli 24 Aug 2011, 21:08
Pathetikos
დიდი მადლობა, ეგაა.
ფილმში რეპეტიციების დასაწყისში ხომ არ იცი რას ასრულებენ?
ვერსად ვნახე ფრაგმენტი რომ დავდო, ისე მელოდია მახსოვს.

Posted by: Pathetikos 25 Aug 2011, 18:13
Pshaveli
არ მახსოვს. ინტერნეტშიც ვერ ვპოულობ ფილმს, რომ ჩავხედო.
წაიღიღინე მელოდია biggrin.gif

Posted by: Pshaveli 5 Sep 2011, 15:39
Pathetikos
http://www.geocinema.ge/ge/film.php?id0=1401443787440654851
24:35-დან.

Posted by: nastie 16 Sep 2011, 16:41
ვინმემ ხომ არ იცით, წელს როდის ტარდება ელისო ვირსალაძის დაარსებული კამერული მუსიკის ფესტივალი თელავში?

მადლობა წინასარ.

Posted by: Charles IX 17 Sep 2011, 00:08
nastie
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით, წელს როდის ტარდება ელისო ვირსალაძის დაარსებული კამერული მუსიკის ფესტივალი თელავში?

მე როგორც ვიცი ოქტომბერში

Posted by: Kraken_nx 24 Sep 2011, 14:22
http://www.youtube.com/watch?v=mE99qQeVyrU ამ მუსიკას რა ქვია და ვინ ასრულებს ხო არ იცით? კომენატრებში წერია I love you ქვიაო მარა შემსრულებლის თქმა დაავიწყდა იმ ოჯახაშენებულს :|

Posted by: srt-8 24 Sep 2011, 15:15
Kraken_nx

მე არ ვიცი.

ისე კლასიკურ მუსიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს smile.gif

Posted by: Kraken_nx 24 Sep 2011, 16:24
აბა რომელ კლასს ეკუთვნის? სად გავაკეტო ვაფშე განცხადება ადმინმა აქ წადიო მითხრა ;D და ისე არავინ იცით? მარტო მოცარტი ხო არაა ყველაპერი კაცო biggrin.gif

Posted by: srt-8 24 Sep 2011, 22:16
srt-8

არ ვიცი ეგ რა კატეგორიაა, თუ რამეა საერთოდ smile.gif

მოცარტი ყველაფერი არაა, მარა ძაან ბევრი რამეა მუსიკაში


მელომანიის ძირითად განყოფილებაში შეიძლება უფრო გიპასუხონ. იმათთან უფრო კავშირშია smile.gif

Posted by: Kraken_nx 25 Sep 2011, 23:29
კარგი მადლობა მანდ ვცდი მაშინ, ძალიან მინდა ეს მუსიკა smile.gif

Posted by: weisenhaus 6 Oct 2011, 14:07
Charles IX

http://forum.ge/?showtopic=34000455
ამ თემას გახსნი თუ გავხსნა ახალი? biggrin.gif
* * *
ახალს გავხსნი ჯობია, გადავიკითხე და რუსების ლანძღვის გარდა არაფერია მაგ თემაში.

Posted by: Ruska6 6 Oct 2011, 21:16
QUOTE
რუსების ლანძღვის გარდა არაფერია მაგ თემაში.

რამე ახალს ელოდები?

Posted by: Charles IX 7 Oct 2011, 10:47
weisenhaus
QUOTE
ამ თემას გახსნი თუ გავხსნა ახალი?

ეგ თემა მისმა ავტორმა დახურა...

Posted by: Lanius 9 Oct 2011, 20:15
.........................................................

Posted by: kodeksi 18 Oct 2011, 17:36
ხომ არ იცით, თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის რეკლამაში რომ მუსიკაა, ვისია და რა ქვია??? : ))

Posted by: weisenhaus 26 Oct 2011, 21:45
Charles IX
მოკლედ, ძალიან უსამართლო მოდერი ხარ, აზრიც არ აქვს შენთან ლაპარაკს, თავიდან რატომ არ დახურე თუ არ შეესაბამებოდა განყოფილებას?
ვიღაცამ რაღაც გითხრა და შენც აყევი. აქ ისეთი თემებიცაა ერთ კაცსაც რომ არ აინტერესებს, თვითონ მაინც თუ გჯერა იმ "მიზეზის", რის გამოც დახურე თემა?
ახლა პოსტეთ შენ და ნაცარქექიამ და იყავით ჰარმონიაში.
წავედი მე!


Posted by: ^Nos_ka 10 Nov 2011, 18:03
გამარჯობა smile.gif 1 შეკითხვა მაქვს:
შეიძLება თუ არა პასუხი პიანინო შეკითხვაზე რა გამოიგონა ბართოლომეო კრისტოFორმა შეცდომად ჩაითვალოს?

Posted by: Charles IX 11 Nov 2011, 02:14
tos_ka
QUOTE
შეიძLება თუ არა პასუხი პიანინო შეკითხვაზე რა გამოიგონა ბართოლომეო კრისტოFორმა შეცდომად ჩაითვალოს?

კი, შეცდომაა. ის კლავესინებს ამზადებდა და ითვლება ფორტეპიანოს (და არა პიანინოს) გამომგონებლად,,,

Posted by: ^Nos_ka 11 Nov 2011, 02:53
მაშ ვინ ითვლება პიანინოს გამომგონებლად?

Posted by: Charles IX 11 Nov 2011, 13:10
tos_ka
ამერიკელია - გვარი არ მახსოვს,

Posted by: ^Nos_ka 11 Nov 2011, 18:58
მე როგორც ვიცი Fორტეპიანო კლავიშებიანი და სიმებიანი დასკრავების (როიალის და პიანინოს) კრებითი (საერთო) სახელია

Posted by: Roba_Makharashvili 12 Nov 2011, 10:29
tos_ka

კი, ფორტეპიანო ჰქვია როიალსაც და პიანინოსაც. კლავიშებიანი და სიმებიანი კლავიქორდიცაა, ჰარპსიქორდიც და მარტენოს ტალღებიც, მაგრამ მათ ფორტეპიანო არ ჰქვიათ. კლავიქორდი, ორღანი და ჰარპსიქორდი ფორტეპიანოს გამოგონებამდე ორკესტრის ნაწილი იყო (17-18 სს).

მარტენოს ტალღები 1928 წელს გამოიგონეს. ძალიან უცნაურ და ადვილად დასამახსოვრებელ ბგერას გამოსცემს.


Posted by: ^Nos_ka 13 Nov 2011, 02:29
Roba_Makharashvili

მადლობა

Posted by: ATWA 26 Nov 2011, 12:04
ე,ი კითხვა მაქვს და ეს თემა ყველაზე შესაფერისია მგონი.

კონსერვატორიაში მასტერ კლასზე თავაისუფალი მსემენლის დასწრება თუ შეიძლება ხომ არ იცით?

(და კამერული დარბაზი რომელია კონსერვატორიაში?)

Posted by: MaShiko-MuSicology 3 Dec 2011, 20:40
ATWA
კიი, როგორ არაsmile.gif კამერული მესამე სართულზეა, მანდ ერთადერთი კარია ფანჯრის გარეშე და ეგ არის

Posted by: weisenhaus 13 Jun 2012, 16:01
Charles IX
მოკლედ, აგრძელებ მიკერძოებულ მოდერირებას ხო? ხოდა, მომიწევს ფორუმის შესახებში მივმართო ადმინისტრაციას, რადგან არსად წერია, რომ საკუთარი თემის ამოწევა ისჯებოდეს, მას შემდეგ, როცა უკვე დღე ნახევარია გასული. სამაგიეროდ შემიძლია მოვიყვანო მაგალითები სადაც 20 წუთის განმავლობაში ერთ იუზერს (იმ იუზერს არაფერს ვერჩი) ზედიზედ რამდენიმეჯერ აქვს საუკთარ თემაში დაპოსტილი და არანაირი რეაგირება არ გაქვს მოხდენილი.
აგრეთვე უაზრო ანტისაბჭოურ ისტერიაშია შენი მოდერობა გადასული. კინემატოგრაფიის განყოფილებაში არსებობს საბჭოური კინოს თემა, აგრეთვე კულტურა და ხელოვნებაში - საბჭოთა კულტურის, ამ დროს მიხურავ საბჭოთა მუსიკის თემას. სამაგიეროდ არის თემა ფინურ მუსიკაზე.
აგრეთვე ნინო როტას, Olafur Arnalds-ს და კიდევ იმდენია, რომელთაც არანაირი შეხება არ აქვთ კლასიკურ მუსიკასთან, მაგრამ მათი თემები უკვე რამდენი ხანია ღიაა.
კიდევ მდებ ბრალს ტროლინგზე, ამ დროს კი თავად განაცხადე საბჭოური მუსიკის დახურვისას, გახსენი ცალკეულ კომპოზიტორებზეო, ხოდა, მეც ვხსნი.
ასე რომ, სანამ უაზრო გაფრთხილებას მომცემ, სჯობს, დაფიქრდე. smile.gif

Posted by: Charles IX 14 Jun 2012, 02:02
weisenhaus
QUOTE
არსად წერია, რომ საკუთარი თემის ამოწევა ისჯებოდეს, მას შემდეგ, როცა უკვე დღე ნახევარია გასული.

18 საათია შეზღუდვა
QUOTE
კინემატოგრაფიის განყოფილებაში არსებობს საბჭოური კინოს თემა, აგრეთვე კულტურა და ხელოვნებაში - საბჭოთა კულტურის, ამ დროს მიხურავ საბჭოთა მუსიკის თემას. სამაგიეროდ არის თემა ფინურ მუსიკაზე.

კარგი, კომპრომისის სახით - გავხსნი იმ თემას, მაგრამ წავშლი ყველა ახლადგახსნილს!
შევხედოთ, თუ თემა მხოლოდ ერთი იუზერის თემად დარჩება, ცოტა ხანში ისევ დავხურავ!
ალტერნიკები სხვა იუზერებად არ ჩაითვლება... biggrin.gif
არაქართველებიდან ცალკე დავტოვებ მხოლოდ შოსტაკოვიჩს და პროკოფიევს...
QUOTE
ნინო როტას,

ნინო როტა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად კინოსთვის წერდა, მაინც აკადემიური მუსიკაა
QUOTE
Olafur Arnalds

ეს თემა გამომრჩა და უკვე გადავიტანე მელომანიაში.
QUOTE
კიდევ იმდენია, რომელთაც არანაირი შეხება არ აქვთ კლასიკურ მუსიკასთან, მაგრამ მათი თემები უკვე რამდენი ხანია ღიაა.

დამირეპორტე ყველა ასეთი თემა და ვნახავ!
QUOTE
კიდევ მდებ ბრალს ტროლინგზე, ამ დროს კი თავად განაცხადე საბჭოური მუსიკის დახურვისას, გახსენი ცალკეულ კომპოზიტორებზეო, ხოდა, მეც ვხსნი.

კი, მაგრამ რეალურად რომ მაინც ტროლინგია, კარგად ვიცით... biggrin.gif

Posted by: weisenhaus 14 Jun 2012, 13:20
Charles IX
QUOTE
არგი, კომპრომისის სახით - გავხსნი იმ თემას, მაგრამ წავშლი ყველა ახლადგახსნილს!

იმ ახლადგახსნილებს რაღას ერჩოდი? ეგრე ბარემ შოსტაკოვიჩის თემაც მიაყოლე. ახლა მე რომ გავხსნა გერმანული მუსიკის თემა, ბახისა და ბეთჰოვენის თემები უნდა დახურო? biggrin.gif
QUOTE
შევხედოთ, თუ თემა მხოლოდ ერთი იუზერის თემად დარჩება, ცოტა ხანში ისევ დავხურავ!
ალტერნიკები სხვა იუზერებად არ ჩაითვლება...

რატომ უნდა დახურო? მე იქნება რაღაც ახალი ინფორმაციის დადება მომინდეს, რა ჩემი ბრალი იქნება თემა თვითონ თუ ამოვა?
QUOTE
ნინო როტა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად კინოსთვის წერდა, მაინც აკადემიური მუსიკაა

დუნაევსკი რატომ არაა მაშინ?

Posted by: Charles IX 14 Jun 2012, 22:44
weisenhaus
QUOTE
იმ ახლადგახსნილებს რაღას ერჩოდი? ეგრე ბარემ შოსტაკოვიჩის თემაც მიაყოლე. ახლა მე რომ გავხსნა გერმანული მუსიკის თემა, ბახისა და ბეთჰოვენის თემები უნდა დახურო?

უმნიშვნელო კომპოზიტორიები არიან და იმიტომ დავხურე. biggrin.gif
შოსტაკოვიჩის თემას არ დავხურავ!

QUOTE
რატომ უნდა დახურო? მე იქნება რაღაც ახალი ინფორმაციის დადება მომინდეს, რა ჩემი ბრალი იქნება თემა თვითონ თუ ამოვა?

ამოწევაზე არაა საუბარი - თუ შენს გარდა არავის დააინტერესებს, იმ შემთხვევას ვგულისხმობ.


Posted by: Ruska6 17 Jun 2012, 01:05
Charles IX
QUOTE
ნინო როტა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად კინოსთვის წერდა, მაინც აკადემიური მუსიკაა

ამ შემთხვევაში ვაიზენჰაუსისკენ ვარ biggrin.gif ნინო როტას კლასიკაში ნაღდად არაფერი ესაქმება. მიუხედავად იმისა რო კარგი კომპოზიტორია. მაშინ მორიკონემ რა დააშვა... მელომანიაში თავისუფლად შეიძლება გაიხსნას თემა კინომუსიკა ან რამე ეგეთი და იქ კიბატონო. რადგან ნინო როტას მუსიკაში სიმებინები და ფორტეპიანო ჟღერს არ ნიშნვს იმას რომ ის კლასიკაა... რაოდენ აკადემიურიც არ უნდა იყოს smile.gif რავიცი ჯასთ ჩემი აზრია

Posted by: fiamifero 10 Sep 2012, 13:05
რჩევა მომეცით რა ძვირფასო კლასიკური მუსიკის მოყვარულებო. იაფფასიან პიანინოებს შორის რომელია ყველაზე ნორმალური? user.gif
რაღაც რუსული პიანინოები იყიდება ბევრი, მაგრამ სახელები არაფერს მეუბნება

Posted by: vitombejiti 16 Sep 2012, 15:48
არ ვიცი სწორ ადგილას ვპოსტავ თუ არა მაგრამ მჭირდება თქვენი დახმარება...
ამდენი წლის მერე მიომინდა მივბრუნდებოდი ფორტეპიანოს, მაგრამ ნოტები დამვიწყებია, ძლივს ვცნობ... იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე საიტი საიდანაც შევძლებ ნოტების გახსენებას. მე თვოთონ ნორმალური ვერაფერი ვიპოვე. ძალიან დამავალებთ თუ დამეხმარებით. წინსაწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Sali666 5 Feb 2013, 21:11
აქ რო ვიკითხო ამის ნოტები შეიძლება? user.gif


Posted by: akosta 31 Mar 2013, 01:43
მუსიკალურ თეორიასთან დაკავშირებით სად დავწერო ?

Posted by: radiotavi 27 Apr 2013, 23:41
ვინმეს შეუძლია ამომწურავად მითხრას "სიმფონიზმი" რას ნიშნავს? ძალიან გთხოვთ თუ იცით რამე მითხარით

Posted by: temgm 7 Aug 2013, 17:37
ვინმე მევიოლინეს ტელეფონის ნომერი მომწერეთ რა თუ იცნობთ დახმარება მჭირდება.
ასაწყობი მაქ ვიოლინო

Posted by: wolfgang0 14 Aug 2013, 17:36
მოგესალმებით smile.gif,
შეკითხვა მაქვს თუშეიძლება.

ადაჟიო არის სწორე თუ ადაჯიო?


Posted by: Charles IX 15 Aug 2013, 02:23
wolfgang0
QUOTE
ადაჟიო არის სწორე თუ ადაჯიო?

იტალიურ ენაში ბგერა "ჟ" არ არის - შასაბამისად, ადაჯიოა გამართული ფორმა.
ადაჟიო რუსულიდან არის შემოსული...

Posted by: sunseeeker 11 Nov 2013, 04:04
აუ ძაან უაზრო კითხვებისთვის მოემზადეთ biggrin.gif ეგებ მიპასუხოთ რამენაირად biggrin.gif
მოკლედ მაინტერესებს ადამიანური ენით რა განსხვავებაა პიანინოსა და როიალს შორის? (ფორტეპიანო ამათ აერთიანებს ხო ?) ჰოდა კიდევ რა მინდა ?სწავლა მინდა და არ ვიცი რა ვქნა ერთზე ნასწავლით მეორეზე დავუკრავ თუ რა პონტია ვინმემ განმანათლეთ რა ? sad.gif

Posted by: Charles IX 12 Nov 2013, 00:41
sunseeeker
QUOTE
ერთზე ნასწავლით მეორეზე დავუკრავ თუ რა პონტია ვინმემ განმანათლეთ რა ?

დაუკრავ.

არა მგონია ტექნიკური დეტალები გაინტერესებდეს, მაგრამ მაინც გეტყვი მოკლედ:
როიალი და პიანინო პრაქტიკულად ერთი და იგივეა - ფორტეპიანო.
პიანინო შედარებით გვიან შეიქმნა ადგილის ეკონომიის მიზნით - ზომით საგრძნობლად პატარაა.
სიმები და ე.წ. ჩაქუჩების სისტემა არის კორპუსში სხვადასხვანაირად განლაგებული: როიალში ჰორიზონტალურად, პიანინოში - ვერტიკალურად.

Posted by: sunseeeker 12 Nov 2013, 13:04
Charles IX
არა იმიტომ დამაინტერესა რომ სწავლას ვაპირებ და არ ვიცი რა ვქნა ჯერ გაურკვეველი ვარ ამ საქმეში smile.gif ძირითადად ჯაზის სტილში და კალსიკურები მინდა რომ შევისწავლო მესმის დაგვიანებულია მაგრამ მე არ მინდა ეს ვაქციო როგორც პროფესია>>უბრალოდ ყოველთვის მინდოდა სწავლა და უნდა ვისიამოვნო ამით biggrin.gif ამიტომ ფორტეპიანოზე უნდა ვისწავლო? თუ პიანინო უფრო შემიწყობს ხელს ?

Posted by: Nielsen 13 Dec 2013, 19:20
ხომ არ იცით გამოსულია თუ არა რეზო თავაძის წიგნი "საუბრები პიანიზმის ისტორიაზე" თუ "პიანიზმის ისტორია"? და თუ არსებობს, სად შეიძლება შევიძინო?
* * *
ალექსეევის საფორტეპინო ხელოვნების ისტორია ქართულად არის თუ არა? თუ არადა, იქნებ ინტერნეტში რუსულად იცოდეთ ვინმემ სად ვნახო?
* * *
სალია
QUOTE
აქ რო ვიკითხო ამის ნოტები შეიძლება? 

ინებე. http://www.scribd.com/doc/89307339/Mr-Mrs-Smith-Assassins-Tango
radiotavi
სიმფონია (ბერძნ. συμφωνία — თანაჟღერა, συν — ერთად და φωνἠ — ბგერა) — სონატურ-ციკლური ფორმის ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია სიმფონიური ორკესტრისათვის. სიმფონია მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟანრია. ზოგჯერ მასში ჩართულია გუნდი და მომღერალი სოლისტები. სიმფონია იქმნება სიმებიანი, სასულე, ხალხური და სხვა. ორკესტრებისათვის სიმფონია ჩვეულებრივ 4 ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი — სონატური ალეგროს ფორმით; მეორე — ნელი, ლირიკული; მესამე — მენუეტი ან სკერცო, მეოთხე — ფინალი, ხშირად რონდოს ფორმის სასიმღერო-საცეკვაო თემებით.
სიმფონიზმი - სიმფონიური ხელოვნება.

Posted by: ლაბარნა 8 Jan 2014, 01:31
გამარჯობა თქვენ, მასპინძლებო,

წმინდა გამოყენებითი ხასიათის შეკითხვა მაქვს ჯერჯერობით, რომელ თემაში მოიპოვება თქვენთან კლასიკური მუსიკის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი კოლექციები, რომ უბრალოდ ვუსმინო და სიამოვნება მივიღო? სასურველია, იუთუბის მუსიკის კოლექცია, პირდაპირ თემიდან მოვუსმენდი.

მერე კი მეც ვეცდებოდი დამემატებინა რაიმე. wink.gif

მე ეს ვიპოვე ჯერჯერობით:

http://forum.ge/?f=94&showtopic=34011981

ვაგრძელებ თქვენი ქვეგანყოფილების შესწავლას.

Posted by: Nielsen 8 Jan 2014, 01:56
ლაბარნა
QUOTE
სასურველია, იუთუბის მუსიკის კოლექცია, პირდაპირ თემიდან მოვუსმენდი.

მაინც და მაინც იუთუბის კოლექცია და პირდაპირ თემიდან მოსმენა გინდა? biggrin.gif ისე ვერ მიიღებ სიამოვნებას? :დ
აქ: http://classic-online.ru/ მოიპოვება კლასიკური მუსიკის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი კოლექციები.

Posted by: ლაბარნა 8 Jan 2014, 15:15
Nielsen

QUOTE
პირდაპირ თემიდან მოსმენა გინდა?


ზარმაცი კაცი ვარ! biggrin.gif

ჩვენთან, არასპეციალისტებთან, ტრადიციაა ასეთი, ვხსნით თემას "რა მუსიკას უსმენენ განყოფილების იუზერები" და ზოგ განყოფილებაში გაცილებით უფრო დიდი თემია დაგროვილი, ვიდრე სპეციალისტებთან, რაც გამიკვირდა ნამდვილად... მუსიკოსებიც ზარმაცი ხალხი ყოფილან ჩემსავით. ))

QUOTE
აქ: http://classic-online.ru/ მოიპოვება კლასიკური მუსიკის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი კოლექციები.


www.classicalarchives.com

ამით, იუთუბით და პროგრამა "აიმეშით" ვსარგებლობდი ხოლმე აქამდე კლასიკური მუსიკის მოსაძიებლად, მადლობა და გადავხედავ შენს წყაროსაც...

Posted by: narkozeli 10 Aug 2014, 14:20
ოპერის გახსნა როდის იგეგმება ხომ არ იცით?


რით ვერ მორჩა რემონტი :/

Posted by: Charles IX 13 Aug 2014, 09:58
narkozeli
QUOTE
ოპერის გახსნა როდის იგეგმება ხომ არ იცით?

დაგეგმილი იყო ოქტომბერ-ნოემბერში, მაგრამ იანვრის ბუნტის შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ძალიან შენელდა რემონტის ტემპი, თეატრს არ აქვს სპექტაკლი, რომლითაც შეიძლება გაიხსნას სეზონი, შეჩერდა მუშაობა "აბესალომ და ეთერზე", რადგან სპექტაკლის მხატვარმა არ დაუჭირა მხარი გადამტრიალებლებს...

ეჭვი მაქვს, რომ წელს თეატრი ვერ გაიხსნება - ან გაიხსნება კონცერტით და სცენაზე ისევ საკონცერტო შესრულებებს შემოგვთავაზებენ.
ხო, არც ის გამიკვირდება, რომ ოპერის თეატრი საბალეტო სპექტაკლით გახსნან biggrin.gif

Posted by: Qarion 8 Oct 2014, 22:48
იუთუბის ლინკები როგორ ჩავსვა, რომ ვიდეო გამოჩნდეს თან ?

Posted by: Alice_ 16 Jan 2016, 02:03
ნეტა, ძალიან გვიანია ახლა რომ დავიწყო ვიოლინოზე დაკვრა? 24-ის ვხდები. ბავშვობიდან ვოცნებობდი და რატომღაც სულ გადავდე და გადავდე... ადრე პიანინოზე ვუკრავდი, მაგრამ აღარაფერი მახსოვს.

Posted by: Deviant 17 Jan 2016, 00:34
Alice_
სმენა თუ გაქვს დაიწყე პროფესიონალი თუ ვერ გახდები არაუშავს, არც აპირებ მგონი.

Posted by: Alice_ 17 Jan 2016, 19:56
Deviant
არა, უბრალოდ ჩემთვის მინდა დავუკრა ხოლმე.
მუსიკალურ სკოლებში სიარულის დრო არ მაქვს და საღამოს სახლში რომ ვიარო ვინმე მასწავლებელთან, ხომ ვერ მირჩევთ ვინმეს?

Posted by: პოლიმათი 15 Jul 2016, 20:26
ვინმეს ხომ არ გეგულებათ მაღაზია ან რამე სადაც პადერევსკის გამოცემას ვიშოვი, შოპენის ნოქტურნებს?

ზუსტად ეგ მინდა რა, ვნახე ერთხელ ბუკინისტებში, მაგრამ იმდენად შელახული იყო აღარ ვიყიდე.

Posted by: JSB14BSJ 21 Oct 2017, 21:19
Charles IX
რა ვქნათ, მესირ, რა ვუშველოთ კლასმუსგანყს, როგორ გამოვაცოცხლოთ აქაურობა?
10 წლის წინ სიცოცხლე ჩქეფდა და გადმოსჩქეფდა და წყლის ბრილიანტის წვეთების შვიდფეროვანი ცისარტყელა ეფინებოდა აქაურობას, როგორც ნოეს ექსპედიციის ბოლოს.
პოლიმათი
მხოლოდ ბუკინისტებში ან ვინმე ნაცნობ მუსიკოსთან მიდი სახლში და დაარღვიე მერვე მცნება biggrin.gif

Posted by: Charles IX 23 Oct 2017, 00:56
JSB14BSJ
QUOTE
რა ვქნათ, მესირ, რა ვუშველოთ კლასმუსგანყს, როგორ გამოვაცოცხლოთ აქაურობა?

აქტიურმა უზერებმა დატიეს აქოურობა.
სხვებს ნაკლებად აინტერესებთ... sad.gif

Posted by: FREE-ON 23 Oct 2017, 01:19
ერთი შეკითხვა დღედაღამე ვუსმენ კლასიკას , დაახლოვებით ორი წელია, მანამდე მეტალის მსმენელი ვარ ბავშვობიდან და ეხლაც . მეტალის მიქსებიც მაგრად მისწორდება სიმფონიურ ორკესტრებთან.
ხოდა კლასიკასთან დაკავშირებით , ერთმანეთისგან იშვიათად ვარჩევ კომპოზიტორებს და ნაწარმოებებს , მუსიკალური განათლება და სმენა რომ არ მაქვს ადვილი მისახვედრია , და თქვენ როგორ ხართ ამ საქმეში ან როგორ იმახსოვრებთ ნომრებით სიმფონიებს

Posted by: JSB14BSJ 24 Oct 2017, 17:00
FREE-ON
QUOTE
როგორ იმახსოვრებთ ნომრებით სიმფონიებს

როგორც შენ სათაურებით - სიმღერებს.

Posted by: Charles IX 28 Oct 2017, 21:34
FREE-ON
QUOTE
როგორ იმახსოვრებთ ნომრებით სიმფონიებს

მარტო ნომრებით?
ტონალობებითაც...
მაგალითად, ბეთჰოვენის რე მინორული სიმფონია...























იგივე მე-9 biggrin.gif

Posted by: FREE-ON 28 Oct 2017, 22:21
Charles IX
ნუ ყველაზე ცნობილებს მეც ვარჩევ დანარჩენი მუსიკალური სიბლაგვე მაქვს gigi.gif
ამ წუთას უბრალოდ მსმენელი ვარ მომხმარებელი რომელიც ხილს მიირთმევს და მებაღის კითხვა
დავიწყე
მოკლედ ვერ მივაგენი ვერაფერს აქ და ამდენ თემასაც ვერ გადავიკითხავ, მინორი მაჟორი ტერმინოლოგია და სტრუქტურა მინდა წავიკითხო
რამე პდფ წიგნი ხომ არ გაქვთ ქართულად სადაც მუსიკალური განათლების არ მქონე ადამიანისთვის იქნება ახსნილი ტერმინოლოგია და სტრუქტურა ,

Posted by: Charles IX 9 Nov 2017, 22:51
FREE-ON
აი ეს ვნახე ნეტში
http://vet.ge/wp-content/uploads/2016/03/

Posted by: FREE-ON 11 Nov 2017, 04:42
Charles IX
მადლობა მეგობარო , საინტერესო იქნება წავიკითხავ , გავერკვევი სპეციფიკაში

Posted by: subterranean 12 Feb 2018, 23:05
ალბათ აქ არავინ შემოდის, მაგრამ ამ მუსიკალური ტერმინის ქართული შესატყვისი თუ იცით ვინმემ?

https://en.wikipedia.org/wiki/Canon_(music)


რუსულად

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%BD_(%D0%BC%D1%83%D0%B7%D1%8B%D0%BA%D0%B0)

Posted by: Charles IX 14 Feb 2018, 00:43
subterranean
QUOTE
ამ მუსიკალური ტერმინის ქართული შესატყვისი თუ იცით ვინმემ?

Posted by: subterranean 14 Feb 2018, 04:31
Charles IX
გმადლობთ
.......................

Posted by: mirandola25 23 Feb 2018, 21:19
ერთ კლასიკურ მუსიკას ვეძებ 90 ბის ბოლოს გადიოდა პირველ არხზე რეკლამის დროს და ტვ ცენტრზეც და იქნება დამეხმარტ 20 წელია ვეძებ

Posted by: JSB14BSJ 23 Feb 2018, 21:35
mirandola25
იმდენად დამაჯერებელი და ინფორმაციით სავსე ახსნაა, მუსიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანი პირველივე სიტყვებიდან როგორ არ უნდა მიხვდეს, რას ეძებ.
ცვეტში ეს იქნება

Posted by: mirandola25 24 Feb 2018, 11:29
არც ისე ადვილი მისახვედრია რა თქმა უნდა თორე აქმდე მეც ვიპოვიდი .მე ვიკითხე ვინმეს თუ ახსოვს მეთქი შოპენის სამოთხეს გავს

Posted by: nilokoz 11 Aug 2018, 00:25
სალამი ყველას.გუსტავ მალერზე ინფორმაციები მინდა ქართულად და ვერ დამეხმარებით?

Posted by: Charles IX 12 Aug 2018, 12:31
nilokoz
https://ka.wikipedia.org/wiki/გუსტ

Posted by: Caravan 28 Sep 2018, 18:12
ვოკალის კარგი პედაგოგი ხომ არ იცით? 10 წლის ბავშვი რომ აიყვანოსsmile.gif

Posted by: Charles IX 28 Sep 2018, 19:33
Caravan
10 წლის ბავშვისთვის ცოტა ადრე ხომ არ არის კლასიკური ვოკალის სწავლა?

Posted by: Caravan 29 Sep 2018, 06:02
Charles IX
რავი, ადრეა? smile.gif))
ალბათ. მუტაციის პერიოდის გავლის მერე ჯობია მიყვანა... თუ როგორ?

Posted by: Charles IX 1 Oct 2018, 12:28
Caravan
კი, გარდატეხის ასაკის გავლის მერე ჯობია, მით უმეტეს ბიჭისთვის.
გოგო მაინც ინარჩუნებს ხმას, ბიჭის ამბავი როგორ იქნება უფალმა უწყის

Posted by: Caravan 1 Oct 2018, 20:40
Charles IX
გოგოა, მაგრამ მაინც არ გავრისკავ, იყოს smile.gif) ცოტა მერე მივიყვან
მადლობა love.gif

Posted by: zamzumi 17 Oct 2018, 23:32
თუ შეიძლება ვინმემ გასაგებად ამიხსემით, რას ნიშნავს:
una corda
tre corde

Posted by: Charles IX 19 Oct 2018, 00:08
zamzumi
QUOTE
una corda

არის ფორტეპიანოს მარცხენა, ერთი სიმის პედალი, რომელიც კლავიატურას გადააადგილებს და სამის ნაცვლად ერთ სიმს ხვდება მექანიზმის ჩაქუში, შეცაბამისად ის არბილებს (თუ ასუსტებს) ხმას
QUOTE
tre corde

სამ სიმს ნიშნავს და არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობს, შესაძლოა მარცხენა პედლის აშვებას biggrin.gif

Posted by: zamzumi 19 Oct 2018, 01:30
Charles IX
უღრმესი მადლობა!
QUOTE
შესაძლოა მარცხენა პედლის აშვებას 

ეგ იქნება, აბა სხვა რა უნდა იყოს. biggrin.gif

Posted by: LENUS 22 Apr 2020, 18:13
ოპერაზეც ამ თემაში საუბრობენ? ბოდიში თუ უკვე ახსნილია სადმე, ყველა პოსტი არ წამიკითხავს

Posted by: sneh 5 Sep 2020, 09:18
LENUS
QUOTE
ოპერაზეც ამ თემაში საუბრობენ?


QUOTE
შეკითხვები კლასიკური მუსიკის და განყოფილების შესახებ, აქვე ყველა პრეტენზია


Posted by: Wikinewser 9 May 2021, 14:08
https://incubator.wikimedia.org/w/index.php?title=Wn/ka/მთავარი_გვერდი&redirectfrom=infopage
ამ საიტზე დაიდება სიახლეები, მათ შორის მუსიკის შესახებ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)