forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (76) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> LIVERPOOL FOOTBALL CLUB, Already 125 Years[VOL.103]
komate
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 180992
რეგისტრ.: 2-February 14

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 08:52  #51256549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

user posted image

125 წლის წინ:
user posted image



ინგლისის ჩემპიონის 18 ტიტული
ევროპის ჩემპიონთა 5 თასი
უეფას 3 თასი
ინგლისის ლიგის 8 თასი
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 7 თასი
ევროპის 3 სუპერ თასი



სრული სახელი: Liverpool Football Club
მეტსახელი: The Reds (წითლები)
დაარსდა: 15 მარტი, 1892.
სტადიონი: ენფილდი. ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 54 074 მაყურებელი)
კაპიტანი: ჯორდან ჰენდერსონი.
ლიგა: პრემიერ-ლიგა.


user posted imageuser posted imageuser posted image

გუნდის დაარსება

1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული". წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""? "ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას. საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ." კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-90 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს. ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შედგა. ერთ-ერთი შეკრებისას, რომელიც ჰოულდინგის ოპონენტს, ჯორჯ მეჰონს მიჰყავდა, ჰოულდინგი მოულოდნელად გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რათა პრეზიდენტისათვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ახლა უკვე ცნობილი სიტყვები განაცხადა: "მე აქ დამნაშავის როლში ვარ, ეჭვმიტანილი კი არასოდეს ზის." ამას მის მიერ, 18-19 თანამოაზრესთან ერთად, კლუბის დატოვება მოჰყვა. "ევერტონში" დარჩენილმა ხელმძღვანელობამ გუნდისათვის "სტენლი პარკის" ტერიტორიაზე ახალი მიწა იყიდა და სათამაშოდ სწორედ იქ, "გუდისონ პარკზე" გადავიდა. ჰოულდინგს კი დარჩა ”ანფილდი”, რომელზეც ახალი კლუბის დაარსება გადაწყვიტა. "საფებურთო კლუბი ლივერპული" 1892 წლის 15 მარტს დაარსდა ჯონ ჰოულდინგის სახლში, ანფილდ როუდზე. კლუბისთვის "ლივერპულის" დარქმევის იდეა უილიამ ბერქლეიმ, ფეხბურთის დიდმა ენთუზიასტმა გამოხატა. კლუბის ფერი წითელი (ქალაქის ფერი) გახდა 1894 წელს, ემბლემად კი Liverbird (ასევე ქალაქის ემბლემა) 1901 წელს აირჩიეს. ახალი გუნდის შექმნა ცარიელი ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. დაკომპლექტების სამუშაოს უდიდესი ნაწილი ჯონ მაკკენამ ითავა. ის "ანფილდზე" დირექტორის როლს 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ჰოულდინგი კლუბის დამაარსებელი იყო, მაკკენა კი გუნდის ტვინი. "ლივერპულის" სწრაფი პროგრესი მაკკენას, როგორც მწვრთნელის, დონის აშკარა მაჩვენებელი იყო. მან რამდენიმე შოტლანდიელი მოთამაშე მოიყვანა, რომელთა გარშემოც აიწყო გუნდი და კლუბს მალე "Team of all the Macs" უწოდეს, გვარების გამო, თუმცა მათ შორის ერთი არა-შოტლანდიელი "მაკიც" იყო - ინგლისელი მეკარე ბილ მაკ'ოუენი. საფეხბურთო ლიგაში ლივერპულის შესვლის პირველადი განაცხადი უარყვეს, ამიტომ კლუბს თავდაპირველად ასპარეზობა "ლანკაშირის ლიგაში" მოუხდა. 1892 წლის 1 სექტემბერს გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მოწინააღმდეგე "როტერჰემი" იყო, ამხანაგურ თამაშში. იმავე დღეს "ევერტონმა" პირველი მატჩი ჩაატარ "გუდისონზე", "სტენლი პარკის" მეორე მხარეს. სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა გუნდებს შორის. სამწუხაროდ, "ანფილდზე" მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი მივიდა, მაშინ როდესაც "გუდისონის" მატჩს 10000-ზე მეტი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ "ლივერპულმა" "ლანკაშირის ლიგის" პირველი თამაშიც ჩაატარა, რომელშიც 8-0 გაიმარჯვა. კაპიტანმა მაკ'ვინმა მატჩის დაწყების წინ "ანფილდ როუდის" ტრიბუნისკენ შეტევა არჩია - ამ ტრადიციას ახლაც მიჰყვება "ლივერპულის" ბევრი კაპიტანი. "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გამარჯვებები ერთმანეთს მიაყოლა და ადვილად მოიგო "ლანკაშირის ლიგა", რასაც ლივერპულის დასახლების თასიცა და რეზერვების თასიც მიაყოლა - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი ჯერ 12 თვისაც კი არ იყო.

Steven Gerrard - FOREVER LEGEND !!!

user posted image

user posted imageuser posted imageuser posted image


გუნდის შემადგენლობა

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

გუნდის ახალწვეულები

user posted image

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
პირველი ასისტენტ-მწვრთნელი: ზელკო ბუვაჩი
მეორე ასისტენტ-მწვრთნელი: პეტერ კრავეცი


user posted image

Jurgen Klopp: We are not the last 25 years. We are now. We are this generation. As much as we love all the guys from the past which created this club, we cannot make their job. We have to do our job.

წინა თემის ყველაზე აქტიური მპოსტავები

წინა თემები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


user posted image

სექტემბრის ლივერპულის განრიგი
user posted image

მწვრთნელი
user posted image

WE ARE BACK

user posted image

EA SPORTS Player of the Month for August 2017
user posted image
The nominees for @barclaysuk Manager of the Month for August have been announced.
user posted image

This post has been edited by komate on 2 Sep 2017, 08:58
LEVANY-M
საბოტაჟი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27036
წევრი No.: 27876
რეგისტრ.: 5-January 07

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 09:19  #51256608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა წარმატებები ბიჭებო, დიდებიც და პატარებიც არსენალივით მოგვეჭიმოს და ბარსა ლიგიდან გაგვეგდოს ამ სეზონზე biggrin.gif


--------------------
გაგებით ვეკიდები ყველაფერს
Wisemаn*
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16019
წევრი No.: 138077
რეგისტრ.: 6-November 11

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 10:33  #51256850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
დავფიქსირდეთ ბარემ up.gif
სიტისთან თამაშზე შეკრების მსურველები გამოდით გარეთ spy.gif


--------------------
♥♥ LFC - YNWA ♥♥

Money can buy us happiness!

იმ ქვეყნის დედა #####ან გიგა ნასარიძეს ღირსების ორდენი რომ ექნება აღებული.
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6266
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 10:33  #51256852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსიიიირრრრრიზეიშენ ანბითენები დაიდოსსს


--------------------
Liverpool FC ❤
We Won it Five Times !!!
⭐⭐⭐⭐⭐
toresi9
1111


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1123
წევრი No.: 173232
რეგისტრ.: 11-September 13

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 10:35  #51256855      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღირსეული კაპიტანი გამოგვჩენოდეს ! .


--------------------
ART !
jonjoli
მწნილთუხუცესი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7528
წევრი No.: 36473
რეგისტრ.: 13-June 07

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 10:42  #51256892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

აბა წარმატებები ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს დზმებო bis.gif






P.S. ლოვრენის დედა #####ან up.gif
generalzod
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2661
წევრი No.: 171943
რეგისტრ.: 17-August 13

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 10:53  #51256930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კოუტინიოს ქამბექი დადებულიყოს

.........................
Wisemаn*
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16019
წევრი No.: 138077
რეგისტრ.: 6-November 11

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 11:23  #51257048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
ჩ.ლიგის ოფიციალური შემადგენლობა არ გამოუქვეყნებია ლივერპულს?
მაინტერესებს კოუტინიო თუ შეიყვანეს.
actionscript
ფუმფულა დათვი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8547
წევრი No.: 50600
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 11:36  #51257100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Philippe Coutinho must react like Luis Suarez, not Fernando Torres, after failed Barcelona move
With Philippe Coutinho now set to remain a Liverpool player for another year, his performances this season will define his Anfield legacy.
https://www.thisisanfield.com/2017/09/phili...ernando-torres/

ჩემი აზრით ითამაშებს და მაგრად წავა, მე მჯერა მოკლედ
თან მსოფლიოც მოდის


--------------------
I don't shine if you don't shine!
LEVANY-M
საბოტაჟი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27036
წევრი No.: 27876
რეგისტრ.: 5-January 07

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 11:58  #51257197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Wisemаn*
QUOTE
ჩ.ლიგის ოფიციალური შემადგენლობა არ გამოუქვეყნებია ლივერპულს?
მაინტერესებს კოუტინიო თუ შეიყვანეს.

ჩემპიონთა ლიგის არ ვიცი, ფოქს ნიუსზე ეწერა ეპლის განაცხადში შეიყვანესო
actionscr1pt
QUOTE
ჩემი აზრით ითამაშებს და მაგრად წავა, მე მჯერა მოკლედ
თან მსოფლიოც მოდის

მეც მჯერა, რომ მაგარ სეზონს ჩაატარებს, აი გაშვებაზე არ ვარ დარწმუნებული, კოუ არ არის სუა, რომლის ბუნტები კბენებში გადაიზარდა, ფაქტია არანაირი შეთანხმება არ დადებულა, ეს კარგად გამოჩნდა კოუს ტირილში, ნუ გაგიკვირდება კიდევ 2-3 წელი, რომ არ გაუშვან, ახალ ბუნტს ვეღარ მოაწყობს, ეგ გასროლილი ტყვიაა
ქუთაისელი
რ ა ჭ ვ ე ლ ი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 418
წევრი No.: 154875
რეგისტრ.: 7-October 12

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 12:17  #51257286      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ.....

წარმატებები.........



--------------------

♥ Y♥ N♥ W♥ A♥
super fast jellyfish
Gravity sucks! I want to fly!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1986
წევრი No.: 162321
რეგისტრ.: 23-February 13

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 13:13  #51257629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც ასე jump.gif
ისწავლა კლუბმა ჭკუა jump.gif


--------------------
cointegration
Cadmus
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 543
წევრი No.: 222343
რეგისტრ.: 31-July 16

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 13:17  #51257652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ის საიდან მოიტანეთ რომ სუა სანამ ბარსელონაში წავიოდა იმის წინა სეზონში ძალით დავაკავეთ ?
არაფერი მსგავი არმახსოვს არანაირი ჭორ-ნიუსი და ა.შ
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13694
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 13:22  #51257688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

წარმატებები. მძლავრი თემაა.


წელს მეტი რესურსი აქვს გუნდს. შარშანაც საკმაოდ კარგად დაიწყეს, წელს თითქოს ნაკლები ძალების დახარჯვით თამაშობენ. ეს პრესინგი, სიკვდილამდე პრესინგი და ყველას, ყველაფრის წინააღმდეგ მეტი სირბილი აღარ არის. თუმცა ეს ოფცია გუნდს აქვს თუ დასჭირდა ჩართავს.


მთლიანად ინგლისის ნაკრებს ჭირდება - რომ ოქსლედ-ჩემბერლენი შუაში შემტევ ნახევარმცველად მოიხოდოს.


--------------------

_________Liverpool____________________


___________________________Mauricio's Spurs______________


http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6266
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 14:43  #51258262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LEVANY-M
QUOTE
რომლის ბუნტები კბენებში გადაიზარდა


როდის აბუნტდა? biggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (76) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0272 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]