Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კითხვა კარდიოლოგთან V


Posted by: zviadcardio 19 May 2017, 22:45
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ადამიანთა გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია.
მე და ჩემი კოლეგები შევეცდებით ყველა თქვენს თემატურ შეკითხვას დროულად და ამომწურავად ვუპასუხოთ.

forum.ge-ზე ZVIADCARDIO ვარ და 11 წელია სიამოვნებით ვპასუხობ თქვენს შეკითხვებს. ფორუმის ხიბლი ვირტუალურობაცაა, თუმცა როცა საქმე პაციენტს ეხება, ვფიქრობ სამართლიანია რომ მან იცოდეს თუ ვინ პასუხობს შეკითხვებს.
ნამდვილ ცხოვრებაში მე ზვიად მათოშვილი ვარ, რეალური კარდიოლოგი და არითმოლოგი
(მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ გუგლს ჰკითხოთ) yes.gif

ახლა საქმიანი ნაწილი.
იმის გამო რომ აქ ერთმანეთთან ურთიერთობა ვირტუალურად გვაქვს და ინფორმაციასაც მხოლოდ თქვენი შეკითხვიდან ვიღებთ, გთხოვთ შეკითხვის დასმისას დაწეროთ:
1. ასაკი
2. სქესი
3. არსებული დაავადებები, გამოკვლევების შედეგები და არსებული მედიკამენტური მკურნალობა (თუ ასეთი არსებობს)
4. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი (თქვენი პრობლემის ირგვლივ) რაც ექიმს დაეხმარება რომ სწორად გიპასუხოთ

წინა თემები:
http://forum.ge/?f=43&showtopic=33667097&st=0
http://forum.ge/?f=43&showtopic=34069773&st=0
http://forum.ge/?f=43&showtopic=34426708&st=0
https://forum.ge/?f=43&showtopic=34709037&st=0

მოდერატორს ვთხოვ აპინოს თემა და დახუროს მეოთხე ნაწილი

Posted by: Janee 19 May 2017, 22:59
zviadcardio
გამარჯობა



გულის ფრიალი,ჩხვლეტა და ბაგაბუგი (:დ)-გახშირებული ცემა რამ შეიძოება გამოიწვიოს??
კატასტროფულად მიცემს და გახშირებულია ცემა



შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ფეხების ძლიერ შეშუპებასთან?

Posted by: zviadcardio 19 May 2017, 23:39
Janee
გამარჯობა
ასეთ ჩივილს ბევრი მიზეზი აქვს.
ყველაზე ხშირად იწვევს:
1. სტრესი, უარყოფითი ემოციები
2. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა
3. კარდიოლოგიური პრობლემები
4. ანემია
5. ინფექცია და ა.შ.

თუ თვლით რომ მიზეზი ემოციებია ნევროლოგს მიმართეთ.
სხვა შემთხვევაში გაიკეთეთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, ექოკარდიოსკოპია, TSH, სისხლის საერთო ანალიზი

ფეხების შეშუპებასთან ეს პირდაპირ კავშირში არ არის.


Posted by: Janee 19 May 2017, 23:45
zviadcardio
მადლობა დიდი. smile.gif

Posted by: Natuka NGN 19 May 2017, 23:52
Janee
პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, ქვედ აკიდურების შეშუპება ფარისებრი პრობლემებისგან მქონდა პირადად მე. ამიტომ, არც გირჩიათ ზვიადი ექიმმა, შეიმოწმეთ ყველაფერი.

Posted by: Janee 20 May 2017, 00:02
Natuka NGN
ანუ როგორ გქონდათ თქვენ? შუპდება და მერე ქვასავით მაგარია.სიარულისასაც მტკივა უკვე

ადრე ერთ ფეხზე იყო ახკა ორივეზე დწ ხან ისევ ერთზე.ფარისებრზე გავიკეთებ მაშინ.


თავუდან ბოლომდე მიშუოდება ფეხი და არა მხოლოდ ტერფი ..აბსოლუტყრად მთლიანად თითქმის წელამდე.

Posted by: zviadcardio 21 May 2017, 12:11
Janee
ასეთ შემთხვევაში ასევე საჭიროა ქვ. კიდურების დოპლერი და ანგიოლოგთან ვიზიტი

Posted by: Janee 21 May 2017, 13:03
zviadcardio
მადლობა დიდი,ხვალ ზეგ მივალ
იმედია მკურნალობა მედიკამენტებით ხდება ნემსების ატანა აღარ მინდა !

Posted by: zviadcardio 21 May 2017, 17:41
Janee
დიახ ძირითადად აბების გამოყენებით ტარდება მკურნალობა.

Posted by: FEDOR 22 May 2017, 14:29
გამარჯობა, დაახლოებით ყოველ 15 წუთში გულზე ძლიერი დენის დარტყმის შეგრძნება რა შეიძლება იყოს? ასევე მარცხენა ხელი მინდა ბოლომდე გავჭიმო ხოლმე და რო ვჭიმავ მაინც არ მიქრება დენის და ნერვების შეგრძნება ხელში

Posted by: zviadcardio 22 May 2017, 21:18
FEDOR
შესაძლოა ეს მართლაც იყოს ნერვზე ზეწოლით გამოწვეული.
გულთან კავშირში არ უნდა იყოს.
ყველაზე ხშირად ხერხემალია მიზეზი.

Posted by: ქეთათო 24 May 2017, 12:02
გამარჯობა
ე.ი მაქვს სურდო და თან ისეთი შეგრძენება მაქვს თითქოს გულმკერდის არეში ჰაერი არ მყოფნის, არ ვიცი სურდოს ბრალია ოფოფების თუ რისი.
თითქოს შიგნიდან რაღაც არ უშვებს ჰაერს და იჭერს...


Posted by: საბურავები_შვეიცარიიდან 24 May 2017, 22:39
გამარჯობათ მეგობრებო მაინტერესებს კეფის ძვლის კანქვეშა მოტეხილობა თუ რაღაც მაგდაგვარი რამდენ ხანში რჩება?

Posted by: zviadcardio 25 May 2017, 01:43
მოგესალმებით
ქეთათო
ყველაზე ხშირად "ემოციებია" ამის მიზეზი

საბურავები_შვეიცარიიდან
ეს ჩემს კომპეტენციას სცდება smile.gif

Posted by: ratijs100 25 May 2017, 13:35
გამარჯობა,

ვარ 33 წლის, BMI 31.5 და ფარისებრ ჯირკვალზე მაქვს 13მმ ზომის კვანძი. ბოლო 10 დღეა მაწუხებდა გულ-მკერდის არეში ყრუ ტკივილი, რომელიც ხან გადის და ხან ისევ გარკვეულ მოძრაობაში ბრუნდება, ფიზიკური აქტივობის დროს პირიქით მიმსუბუქდება. მე რატომღაც მაინც ცუდად ჯდომას და საოფისე სამსახურს ვაბრალებ, მაგრამ რადგან ყოველწლიურ გამოკვლევებზე მისასვლელი ვიყავი, მაინც გულზეც გავესინჯე. ფარისებრ ჯირკვალზე და სისხლის საერთო ანალიზები ნორმის ფარგლებშია. საერთო ქოლესტერინი 202 (შარშან ამ დროს 235 იყო), LDL 119. თერაპევტმა წნევაც გამისინჯა და როგორც თვითონ მითხრა მაღალ წნევას ვატარებდი, რადგან პულსიც მაღალი მქონდა და წნევაც სადღაც 160/100-ზე იყო (მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობ). კარდიოგრამაში ნაჩვენები იყო სინუსური არითმია და საშუალო ვოლტაჟი, ხოლო ექოკარდიოგრაფიაში ყველანაირი მონაცემები მქონდა ნორმალური, გარდა იმისა რომ აღმომაჩნდა მიტრალური სარქველის მცირე ნაკლოვანება +1/+4. კარდიოლოგმა უბრალოდ ფიზიკურად მეტი აქტიურობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მირჩია, ხოლო თერაპევტმა დამინიშნა წნევის მარეგულირებელი კონკორ კორი 25მგ და ანგიოზილი. რატომღაც წნევის მარეგულირებლის დალევა არ მინდა ორგანიზმის შეჩვევის გამო და როგორ ჯობია მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლა საკმარისი იქნება თუ სხვა კლინიკაშიც გადავამოწმო ეს დანიშნულება აუცილებელი არის თუ არა ამ წამლების მიღება? რაც უფრო მეტი კვალიფიციური ექიმის აზრს მოვისმენ, მით უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება smile.gif მოკლედ, წინასწარ მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: zviadcardio 25 May 2017, 20:19
ratijs100
მოგესალმებით.
პირველ რიგში გირჩევთ 7 დღის განმავლობაში დილა-საღამოს მოსვენებულ მდგომარეობაში გაიზომოთ წნევა, ჩაიწეროთ და 7 დღის შემდეგ გვითხრათ.
კლინიკაში გაზომილი წნევა ხშირად ზუსტი არ არის, უფრო ზუსტია ბუნებრივ პირობებში გაზომილი წნევა.

ამის გარდა:
1. ფეხით სიარული 20-30წთ უწყვეტად
2. თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა
3. კოფეინის შეზღუდვა
4. წონაში კლება
5. სუფრის მარილის შეზღუდვა
6. მინერალური წყლის აკრძალვა

სულ ესაა smile.gif

Posted by: ratijs100 25 May 2017, 21:34
QUOTE (zviadcardio @ 25 May 2017, 20:19 )
ratijs100
მოგესალმებით.
პირველ რიგში გირჩევთ 7 დღის განმავლობაში დილა-საღამოს მოსვენებულ მდგომარეობაში გაიზომოთ წნევა, ჩაიწეროთ და 7 დღის შემდეგ გვითხრათ.
კლინიკაში გაზომილი წნევა ხშირად ზუსტი არ არის, უფრო ზუსტია ბუნებრივ პირობებში გაზომილი წნევა.

ამის გარდა:
1. ფეხით სიარული 20-30წთ უწყვეტად
2. თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა
3. კოფეინის შეზღუდვა
4. წონაში კლება
5. სუფრის მარილის შეზღუდვა
6. მინერალური წყლის აკრძალვა

სულ ესაა smile.gif

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

1. დღის განმავლობაში საშუალოდ 1 სთ-ს დავდივარ ფეხით, ოღონდ გადაბმულად არა;
2. არ ვეწევი (მხოლოდ ელექტრონულ სიგარეტს ნიკოტინის გარეშე), ალკოჰოლს ზომიერად ვიღებ;
3. ყავა არ მიყვარს და ჩაის და კოკა-კოლას კი ვსვამ და გავითვალისწინებ;
4. წონის დაგდება მთავარი პრობლემაა;
5. სუფრის მარილსაც ზომიერად ვიღებ, მაგრამ არც მიმიქცევია ყურადღება და შევამცირებ;
6. მინერალურ წყალზე ნამდვილად არ ვიცოდი და აუცილებლად გავითვალისწინებ.

მოკლედ, ერთი კვირის შედეგებს დავწერ მოგვიანებით.

Posted by: zviadcardio 25 May 2017, 23:27
ratijs100
კეტილი


-----------------

Posted by: ქეთათო 26 May 2017, 01:15
ე.ი.მეგონა ეს წნევა გადავაგორე და დღეს უცებ ვიგრძენი თავში ავარდნა და გავიზომე და 150/140 90/80 ზე შემდეგ ჩამოვიდა თავისით 130 ზე და რომ გამიზომეს 110 გაქვსო.
ახლა დაწოლის წინ კონტროლის მიზნით გვიზომე და 140/90 ზე მაქვს + ამას ტემპერატურა 35, 35.5 და მგონი 35 იც არ მიჩვენა წეღან, ეს ტემპერატურაც ცოტა ხანში აიწევს ხოლმე 36, 36.5 მდე
ნეტა რა ხდება ჩემს თავს
საღამოს თითქოს მშვიდად ვიყავი და საიდან მოვიდა ახლა ეს წნევა დღეს ასე რომ დახტის sad.gif
პ.ს ისე ჯდომითი რეჟიმი მაქვს ძალიან და ესეც მაწუხება ხოლმე. მეტი წილი.სულ ვზივარ...
ამ დროს რა მოვიმოქმედო როცა 130 ზე ჩამოდის და სემდეგ ისევ 140 ზე ადის. რაღაც არ ვიცი ახლა რატომ მაგრამ ჯიუტად არ ვსვავ დამწევს რადგან თუ ნევროზულია მშვიდად ვარ თითქოს და რატომ არ ჩამოდის მეთქი. facepalm.gif
წნევის გაზომვისას ბალიშის ან ხელის ქვეშ დადება აუცილებელია გაზომვის დროს? თუ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ააქვს?

Posted by: White_Shark 26 May 2017, 14:53
QUOTE (zviadcardio @ 25 May 2017, 23:27 )

კეტილი


-----------------

გამარჯობათ მახსოვს ადრე მითხარით კარდიოგრამის შეფასების საშუალებას თუ მომცემთ კარგი იქნებაო
აი ეს არის ჩემი კარდიოგრამა შფოთვის , შიშის და ნერვიულობი დროს + სასწრაფო გამოვიძახე იმიტომ რომ ძალიან მქონდა აჩქარებული yes.gif
130 -120
რას ფიქრობთ როგორ არის საქმე
21 წლის ვარ და თან + ჭარბი წონის პრობლემა

Posted by: Sean 26 May 2017, 16:03
zviadcardio
მოგესალმებით მგონი ამ თემას ცოტათი მაინც ეხება და მიპასუხებთ

სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით არის ნორმიდან გადახრა თრომბოციტების

კერძოდ:
თრომბოციტები საშუალო მოცულობა MPV- 5,4 ( 6-0-15-0) ნორმა

თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა სისხლში PLT-235 ( 150-400) ნორმა

რამდენად საჭიროებს დამატებით კვლებს? მამაკაცი 26 წლის, მადლობა წინასწარ

Posted by: zviadcardio 26 May 2017, 21:31
ქეთათო
ბალიშის ან რამის მკლავის ქვეშ ამოდება პრინციპული თემა არ არის.
ამ გვერდის პირველ პოსტში არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ და შეგიძლიათ მსუბუქი დამამშვიდებლი მიიღოთ ნევროლოგისგან.

Ramshackle95
არ არის შესაფასებლად საკმარისი კარდიოგრამის ეს ნაწილი.
სრულყოფილი შეფასებისთვის გირჩევთ გაიკეთოთ და მომწეროთ:
1. ექოკარდიოსკოპია
2. ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი
3. TSH და კალიუმის ანალიზი


Sean

ეს ჩემი სფერო არ არის თუმცა გიპასუხებთ.
დამტებითი კვლევები არ გჭირდებათ. It's Ok

Posted by: tamttamta 27 May 2017, 22:14
გამარჯობა. შეიძლება თავის ტკივილისგან გული ცუდათ გაგიხდეს? ანუ წამოვლითი მაქვს ხოლმე, გეგონება გული მიგდისო და შინაგანად რაღაცნაირად ხარ.
და მაინტერესებს წნევას რიმ იზომავ და ჯერ 150/80 მიჩვენებს და მალევე რომ გამიზომეს 130/80 ზე მქონდა ასე წნევის აწევ დაწევა რისი ბრალია. ბწვრჯერ მე რომ ვიზომავ უფრო მაღალს მიცვენებს ვიდრე სხვა რომ მიზომავს. თავის ტკივილმა გამიარა ციტრამონი დავლიე და შემდეგ ღებინების შეგრძნება მქონდა და რომ გავიზომე უცებ 150 მიჩვენა შემდეგ 130.
პ.ს ციტრამონი დავლიე 2 და თუ იცის წნევის მატება?

Posted by: zviadcardio 27 May 2017, 23:51
tamttamta

QUOTE
შეიძლება თავის ტკივილისგან გული ცუდათ გაგიხდეს? ანუ წამოვლითი მაქვს ხოლმე, გეგონება გული მიგდისო და შინაგანად რაღაცნაირად ხარ.

ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერი სახის ძლიერ ტკივილზე დაგემართოთ

მცირედ შეიძლება მოგემატოთ წნევა ციტრამონის მიღების შემდეგ.
როცა რამდენჯერმე იზომავთ წნევას და იღებთ განსხვავებულ მონაცემებს, მხედველობაში უნდა მიიღოთ დაბალი მონაცემი.

Posted by: ქეთათო 28 May 2017, 09:40
zviadcardio
ციკლის დროს დაბალი წნევა როცა არის ჩვეულებრივ მაშინაჩ შეგვიძლია მინერალური წყალის მიღება?
ზოგადად 120/80 ვატარებ და 100/80 ან 90/60 (70) მაქვს ხოლმე ხან და ამ დროს 80/40 ზე რომ ფიქსირდება საშიშია?
ახლა ისე ვარ აი იმდღეს რომ მოგწერეთ თითქოს გული მისდისო. ამ წუთას წნევა 100/80 ზე მაქვს.
ემოციურადაც დატვირთული ვარ და შეიძლება ამის ბრალიც იყოს.
პულსი ზოგადად 80 დან ზევით მაქვს ხოლმე და 65 როცა არის ნორმაა?
ზოგადად 60 დან 70 მდე დისკომფორტი მაქვს თითქოს ასეთ რითმს ვერ ვეგუებიsmile.gif 10 ან 20 ით დაბალი ან მაღალი თუ მიჩვენა მერე ელიდან აღარ ვიხსნი წნევის აპარატს და მალ მალე ვიზომავ. ბოლოს 100/90 ზე დამიფიქსირდა იმდენი ვიზომე წარა მარა.მერე ვხდები რაღაცნაირად აი მიახლოებული მქონია ან დაბალი და ა.შ

Posted by: tamttamta 28 May 2017, 12:03
და მნიშვნელობა აწვს რომელ ხელზე გაიზომავ? მარჯვენა მხარეს უფრო კარგად მესმის ვიდრე მარცხენა მხარეს და ეს რისი ბრალია? ხან სუსტად მესმის.მარცხენა მხარეს. აპარატი ნორმალურია

Posted by: ქეთათო 28 May 2017, 14:55
ამ სისუსტის შეგრძნებამ გადამიარა და მერწ დამეწყო.მკერდის არეში რაღაცნაირად მოჭერის შეგრძნება ბეჭზეც, და იდაყვის ქვევით, ხან ერთნაირად მიჭერს ხან ცალ ცალკე. თითქოს მარცხენა მხარბეჭი დამძიმებული მაქვს. თითებიც მიბჟუის. მკერდის გვერდით იღლიის დაბლაც გამკრავს ხოლმე. ჯდომის დროსაც და სიარულის დროსაც მაქვს ეს ბეჭზე მოჭერის შეგრძნება ხან გადაივლის, ხან მეტად მომიჭერს ხან მსუბუქად. ხან თითქოს ღრმა სუნთქვაში მიშლის ხელს. ხან არა.
პ.ს მაპატიეთ ჩემი მომაბეზრებელი პოსტები

Posted by: zviadcardio 28 May 2017, 18:23
ქეთათო
ვფიქრობ თქვენი ჩივილების მთავარი მიზეზი ემოციებია.
არც ასეთი წნევა და არც პულსი საშიში არ არის.
მინერალური წყლის მიღება შეგიძლიათ.
კარგი იქნება თუ ნევროლოგს მიაკითხავთ.



tamttamta
როგორც წესი 2 მკლავზე ერთნაირი წნევა იზომება და სხვაობა პრინციპული არ არის ხოლმე.

შესაბამისად იმ მკლავზე გაიზომეთ, სადაც უკეთ იზომავთ.

Posted by: clemente 31 May 2017, 14:17
zviadcardio
გამარჯობა, მინოქსიდილს ვისმევდი სახეზე. თმის ამომყვანი წამალია და სისხლი მოყავს სადაც ისვამ და მაგით ამოყავს თმა. 1 თვე ვისმევდი და ბოლო 2 კვირა შევატყე რო თავზე საფეთქელთან ძარღვები დაიბერა. გავანებე თავი ამ წამალს 1 კვირაა და მაინც დაბერილი მაქ ძარღვები და ვგრძნობ რა. რა ხდება გამივლის თუ უნდა მივიდე ექიმთან?

Posted by: White_Shark 31 May 2017, 14:21
გამარჯობათ ზვიად ისევ მე გაწუხებთ smile.gif
ესეთი კითხვა მაქვს ხელ ფეხის გაცივებას მუცელში მოვლით ტკივილს და ამ დროს გულის რითმიდან ამოვარდნას და აჩქარებას შეიძლება ქონდეს რამე საერთო ?

Posted by: RAFAEL 31 May 2017, 19:30
2-3 დღეა ღამე გული მტკივდება ისე რო მაღვიძებს, დღეს დღის განმავლობაშიც ამტკივდა , თითქოს რაღაც გიჭერსო

რა ვქნა მივიდე ექიმთან ? sad.gif

სქესი მამრობითი
ასაკი 28
არ ვეწევი
ბოლო 1 წელი ვსვავდი ,კვირაში 2 დათრობა smile.gif 1 თვეა დავანებე
ყავას არ ვსვავ, კოკა-კოლას დღეში 2-3 ჯერ

Posted by: zviadcardio 31 May 2017, 23:48
clemente
არ მგონია ამის გამო იყოს. წესით ყველა ვარიანტში გაგივლით.

Ramshackle95
პირდაპირი კავშირი არ არსებობს. შესაძლოა ეს ტკივილი მეორადად იწვევდეს აჩქარებას. ან ამ შემთხვევაში აჩქარბება ტკივილზე (როგორც სტრესზე) ორგანიზმის პასუხია.
RAFAEL
კოკა-კოლას მიღება შეწყვიტეთ.
არ უნდა იყოს საშიში დისკომფორტი, თუმცა კარდიოლოგთან მისვლას მაინც გირჩევთ

Posted by: RAFAEL 1 Jun 2017, 14:20
zviadcardio
QUOTE
კოკა-კოლას მიღება შეწყვიტეთ.
არ უნდა იყოს საშიში დისკომფორტი, თუმცა კარდიოლოგთან მისვლას მაინც გირჩევთ


მადლობა

მარტო კოკა-კოლაა ცუდი თუ დანარჩენი გაზიანებიც?

Posted by: zviadcardio 1 Jun 2017, 19:03
RAFAEL
ზოგადად გაზიანი სასმელი სასარგებლოდ არ ითვლება.
კოკა-კოლა, პეპსი დამატებით კოფეინს შეიცავს და როცა გარკვეული კარდიოლოგიური პრობლემებია (გულის ფრიალი, არითმია და ა.შ) კოფეინიც იზღუდება.

Posted by: Henyd0r1 4 Jun 2017, 17:27
ადრე დავწერე აქ, თუ გახსოვთ. მოკლედ, პულსის ზომვას გადავეჩვიე, როგროც იქნა, მაგრამ დღემდე შემომრჩა მაინც ე.წ. ectopics
ანუ, გულის ჩვეულებრივი რიტმის დროს - დუკ-დუკ-დუკ... უცებ პაუზას აიღებს და მერე მაგრად მოარტყამს - დუუუკ! და მერე გრძელდება ისევ დუკ-დუკ-დუკ...

ამას ვამჩნევ დღეში საშუალოდ ალბათ 7-8ჯერ. სხვადასხვა მომენტებში. განსაკუთრებით მატულობს ვარჯიშის,ცურვის შემდეგ. როცა გული ჯერ ისევ აჩქარებულია და სანამ ჩვეულ რიტმს ჩაუდგება, ან ღრმად სუნთქვის, ან ბევრი ლაპარაკის შემდეგ.

არის ზუსტად ისეთი შეგრძნება, როგორიც ღრმა, ნელი სუნთქვის დროს რომ იცის, გული თითქოს 1 წამით რომ ჩერდება და მერე მაგრად მოარტყამს, ეგეთი.

მქონდა რამდენიმე თვის წინ anxeity პრობლემები, მაგრამ ამის მეტი არფერი. თUმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე არ გამიარა ჯერ ისევ. ექო მაქვს გაკეთებული და აბსოლუტურად ჯანმრთელი გული მაქვს, არანაირი არც გენეტიკური და არც შემდგომი პრობლემა არ მაწუხებს.

ხო, კიდევ, შეყვარებულს ვუზომავ ხოლმე ხანდაახნ პულსს იმ მომენტებშI, როცა მე მგონია რომ ეს ექტოპიკი მექნება და იმასაც საკმაოდ ხშირად ვამჩნევ ამ პაუზებივით-ს გულისცემაში, მაგრამ რათქმაუნდა ვერასდროს გრძNობს.


როგორც ინტერნეტში წავიკითხე, ჩემი მთავარი პრობლემა გაძლიერებული მგრძნობელობაა, რის გამოც უბრალოდ, ვამჩნევ ამ პაუზებს, თOრემ ეგეთი დღეში შეილება ასობით იყოს უბრალოდ ამას არავინ აქევს ყურადღებას.

თქვენ რას მირჩევთ?

Posted by: zviadcardio 4 Jun 2017, 21:33
Henyd0r1
ეს ექსტრასისტოლური არითმიაა, რომელიც უხშირესად საშიში არ არის.
ექოკარდიოსკოპიის გარდა, რომელიც თქვენ ნორმალური გაქვთ
ასეთ დროს ასევე საჭიროა შემდეგი კვლევები:
1. TSH, კალიუმის, მაგნიუმის ანალიზი
2. ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი
3. თუ ასაკი >35წ - ფიზიკური დატვირთვის ტესტი

შესაძლებელია ყველაფერი ეს ნორმაში იყოს და მხოლოდ ემოცია იყოს ამ ექსტრასისტოლების პროვოკატორი

რეკომენდებულია:
კოფეინის მკვეთრი შეზღუდვა
თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა

Posted by: Henyd0r1 4 Jun 2017, 21:45
zviadcardio

არა, 24 წლის ვარ და იშვიათად ვსვამ, კოფეინსაც იშვიათად მივიღებ.
რავიცი, არმინდა ამდენი გამოკვლევები ვიტარო რა იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მით ნაკლებად ვგრძნობ ხოლმე. თან რავი, უკვე ძან შემიმცირდა

Posted by: White_Shark 4 Jun 2017, 23:11
QUOTE (Henyd0r1 @ 4 Jun 2017, 21:45 )
ვარ და იშვიათად ვსვამ, კოფეინსაც იშვიათად მივიღებ.
რავიცი, არმინდა ამდენი გამოკვლევები ვიტარო რა იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მით ნაკლებად ვგრძნობ ხოლმე. თან რავი, უკვე ძან შემიმცირდა
ნევროზია ნევროზი ჯიგარო

popcorn.gif ნევროზია ნევროზი ჯიგარო
მეც მასე ვარ მე ვაბშე გადამიბავს ხოლმე ჩავარდნებს lol.gif

Posted by: Henyd0r1 4 Jun 2017, 23:20
QUOTE (Ramshackle95 @ 4 Jun 2017, 23:11 )
QUOTE (Henyd0r1 @ 4 Jun 2017, 21:45 )
ვარ და იშვიათად ვსვამ, კოფეინსაც იშვიათად მივიღებ.
რავიცი, არმინდა ამდენი გამოკვლევები ვიტარო რა იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მით ნაკლებად ვგრძნობ ხოლმე. თან რავი, უკვე ძან შემიმცირდა
ნევროზია ნევროზი ჯიგარო

popcorn.gif ნევროზია ნევროზი ჯიგარო
მეც მასე ვარ მე ვაბშე გადამიბავს ხოლმე ჩავარდნებს lol.gif

ჰო, მეც მაას ვფიქრობ და ამიტომ არ მინდა ექიმები და წამლები :დ
აგერ, მაგალითAდ ბოლო 6 საათის განმავლობაშI ერთხელაც არ მიგრძვნია . მანამდე ორ-სამჯერ ქნა და ისიც 10კმ რომ ველოსიპედით ვიარე მაგის მერე

პ.ს. კარგი ავატარი გაქვს popcorn.gif

პ.პ.ს. 1-2 კათხა ლუდს რომ მივარტყამ და მერე საყვარელ მუსიკას ვუსმენ, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს სიამოვნება, ერთხელაც არ ვგრძნობ ხოლმე ამ გულის ჩავარდნებს, დაკვირვებული ვარ popcorn.gif

Posted by: zviadcardio 5 Jun 2017, 00:09
Henyd0r1
TSH -ის და კალიუმის ანალიზს მაინც გირჩევთ.
ერთხელ აიღეთ.

Posted by: Henyd0r1 5 Jun 2017, 04:47
QUOTE (zviadcardio @ 5 Jun 2017, 00:09 )
Henyd0r1
TSH -ის და კალიუმის ანალიზს მაინც გირჩევთ.
ერთხელ აიღეთ.

კაი, გავიკეთებ, თუ შემაწუხა და ისევ არ გამიარა :დდ
აი ხანდახან, როცა ესენი არ მაწუხებს, უბრალოდ რომ ვწევარ და არაფერს ვაკეთებ, გულისცემას ვგრძნობ. ესეც ხომ ნერვულია?

Posted by: Sean 5 Jun 2017, 14:01
zviadcardio
ერთხელაც შეგაწუხებთ

ვიცი რომ ეს უფრო ნევროლოგიურია, მარა იმათ ვერაფერი გაუგეს

მოკლედ ღამე რომ ვწვები დასაძინებლად, სანამ ჩამეძინება, ისეტიმ შეგრძნება მაქვს, რომ ვიგუდები, გული მიჩერდება და ჰაერი აღარ მყოფნის, ასე გრძელდება რამდენიემ წამი, მერე გონს მოვდივარ და ღღმად ამოვისუნთქვას, ეს მემართება სასუალოდ თვეში ერთხელ

შეიძლება რამე კარდიოლოგიური პრობლემა იყოს/> მაქვს 1-2 წლის წინ ჩატარებული გამოკვლევები კარდიოლოგიური, და მიტრალური სარქველის პროლაფსი აჩვენა, საშიში არააო რავი ასე მითხრეს მაშინ

Posted by: White_Shark 5 Jun 2017, 17:06
გამარჯობათ
მამაჩემი ადრე აწუხებდა მაღალი წნევები მიაკითხა ექიმს , დაუნიშნეს ლორისტა ჰდ ყოველ დილით და კაპტოპრილი წნევების დროს
ეხლა რაშაი საქმე
ბოლო დროს დასჩემდა ძალიან დაბალი წნევები 100 /50 110 /70 განსაკუთრებით ამ ლორისტას დალევის დროს ესე ემართება მაგ დროს თავბრუ მეხვევაო ამბობს და ხანდახან წონასწორობას ვკარგავო ამბობს მომენტებშიო
თქვენი აზრით ღირს ნევროლოგთან ვიზიტი ან ვის ეჩვენოს საერთოდ ?
ხო კიდევ თუ არ დალია ის წამალი წნევა უწევს მალევე 160/100 , 170/110 დავიჯერო წამლის ბრალია ყველაფერი ?

Posted by: Natuki23 5 Jun 2017, 18:45
გამარჯობა ყველას.
ვინც ერკვევით კარდიოლოგიაში შეგიძლიათ მითხრათ. ვუმკურნალე რკინა-დეფიციტურ ანემიას და მქონდა გულის არითმიები და ოჯახის ექიმის რჩევით გავიკეთე ექო-კარდიოგრამა. არაფერი იქ არ აღმომიჩინეს, კარგად მუშაობს ყველაფერიო. უბრალოდ რადიოლოგი (კარდიოლოგი) მეუბნება გაქვსო რაღაც უმნიშვნელო რაც არ უშლის გულის მუშაობას ხელსო და ვერ გავიგე ეს რაარი. მითხრა აი როგორც ხალი არარი კანისთვის საშიში ისე არააა საშიში ეს რაღაცაო და კონკრეტულად რა იყო არ მიკითხავს.
ხოდა, დღეს ჩავფიქრდი და რაღაცეები დავგუგლე ინგლისურად (არ გირჩევთ) და სხვა არაფერი მომდის თავში თუ არა რაღაცა მანკი (უვნებელი) ან რაღაც წერტილი ან ხვრელი ან რავი დამატებითი ქორდებიო იქ რაღაც მიტრალური სარქველებიო და მეშინია ეგეთი რამე ხო არ იყო მართლა.
მოკლედ რა მაინტერესებს თუ მსგავსი რამე აუცილებლად აქვს ადამიანს. რადიოლოგი აუცილებლად ეტყვის ხომ? ანუ რადგან არაფერი ესეთი არ უხსენებია ე.ი. არ მჭირს ხო აქედან არაფერი?

Posted by: Henyd0r1 5 Jun 2017, 22:17
zviadcardio

ეგ ტესტები რომ მითხარით, ფარისებლის ხომ არ არის? მიტორო, ფარისებლი გამოკვლეული მაქვს და ყველაფერი რიგზეა.

აგერ, დღეს ყურადღება არ მიმიაქცევია და სულ 1ხელ ვიგრძენი ეს პაუზა გულის ცემაში, სეიც მაშნ როცა დიდი ხნის ჯდომის მერე წამოვდექი და გავიარ-გამოვიარე.

არადა, დილის 4ზე ავდექი, მას მერე 2 ჭიქა ყავა დავლიე + ახალ სამსახურშ პირველი დღე მქონდა და საქმეც და ღელვაც საკმარისი მქონდა.

შიგადაშიგ ყელზე გადადიოდა მოჭერა, ან კუჭზე, მაგრამ ნაკლებ შემაწუხებლად ;დ

ნახევარი ციტომაქსის მიღებას მაინც ვაგძელებ

Posted by: zviadcardio 6 Jun 2017, 20:20
Henyd0r1
QUOTE
ესეც ხომ ნერვულია?

დიახ

QUOTE
ეგ ტესტები რომ მითხარით, ფარისებლის ხომ არ არის?

ფარისებრის მხოლოდ TSH-ია



Sean
საშიში არაფერია, და არც გულთან უნდა იყოს კავშირში


Ramshackle95
გაანახევროს ლორისტა და ყოველდღე ნახევარი აბი დალიოს.
თუ 1 კვირაში არ მოგვარდა, დაწერეთ

Natuki23

დაივიწყეთ, რამე რომ ყოფილიყო ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი - გეტყოდნენ.
ასე რომ ტკბილად და ბედნიერად იცხოვრეთ smile.gif

Posted by: Natuki23 6 Jun 2017, 20:44
გაიხარეთ და მადლოობბთთ!!! bis.gif

Posted by: Henyd0r1 6 Jun 2017, 22:03
არც ერთი გულის პაუზა არ მიგრძვნია დღეს bis.gif

როცა უეცრად პულსის გაზომვა მინდება, ღრმად ვსუნთქვა რამდენჯერმე, ან ოდნავ ჩავახველებ და ეგ არის.
მგმონი ვამარცხებ ამ დამპალ anxiety-ს

Posted by: zviadcardio 6 Jun 2017, 23:37
Natuki23
Henyd0r1
წარმატებები

Posted by: s-n-r 8 Jun 2017, 14:04
გამარჯობა. შეიძლება, რომ მხოლოდ ძლიერი ემოციური დაძაბულობის, სტრესისა და ხშირი ნერვიულობის გამო (თუ სხვა მხრივ ჯანმრთელი ცხოვრების წესი დაცულია), საბოლოოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება განვითარდეს?

Posted by: zviadcardio 9 Jun 2017, 01:41
s-n-r
ემოციური სტრესი რისკ ფაქტორია. ანუ პრობლემის განვითარების ალბათობას ზრდის.

Posted by: likaterine 11 Jun 2017, 00:33
გამარჯობა

40 წლის მამაკაცს აწუხებს წნევები, ანუ მაღალი აქვს, ძირითადად 140/100 ხან უფრო მაღალიც, პულსი 50-დან 57-მდე. რაც მთვარია, ვერ გრძნობს, არ აწუხებს არც მაღლი წნევა და არც დაბალი პულსი. კარდიოგრამამ ბრადიკარდია აჩვენა, ექოსკოპიაზე ცვლილება გამოჩნდა მცირე, ზუსტად არ ვიცი რა. კარდიოლოგმა გამოუწერა წნევის მარეგულირებელი, არიფამი და უთხრა, რომ ამ წამლის მიღების შემდეგ, ცვლილება ჩადგებოდა ნორმაში. წამლის ფონზე წნევა ჩამოდის ქვემოთ, მაგრამ როგორც კი შეწყვეტს ისევ იმატებს. ქოლესტერინის დონეც მომატებული აქვს. გენეტიკური ფაქტორიც არის. რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს იქნებ მირჩიოთ.

მადლობა წინასწარ.

Posted by: zviadcardio 11 Jun 2017, 10:32
likaterine
ასეთ შემთხვევაში წნევის წამალი მუდმივად უნდა მიიღოს.
რეკომენდებულია ჰოლტერის
24სთ მონიტორინგი და ექოკარდიოსკოპია.

Posted by: ქეთათო 11 Jun 2017, 11:56
წირვაზე ვიყავი და იქ ვიზომავდი პულსს, ხან 120 იყო ხან 130 ხან 134
და შინაგანად რომ ვეღაც დავწყნარდი სახლში წამოვედი, გულის წასვლის შეგრძნება მქონდა გზაში, ისეთი მოვრბოდი გული არ წამივიდეს თქო
და სახლში რომ მოვედი წნევა ნირმაში იყო 120/70 ზე, კორსიზი დავლიე და წამებში ჩავწყნარდი (კორსიზს ასე მალე ეშველოს არამგონია) თან ექსტარსიტოლებიც მქონდ, ხან ვგრძნობდი აჩქარებას ხან არა...
რომ ვიზომავდი ბოლოს 134 იყო.
ისე ეს პულსი ხან რომ მიწყნარდება ვთქვათ 100 მდე და მერე ისევ 120 ან 130 ია ასეთი პულსი რისი ბრალია?
წეღან 100 მდე ჩამოვიდა ახლა
ისევ 110 ან მეტიც
ხან რომ ვითვლი 1.2.3.4.5 შემდეგ შეიძლება მიაყაროს ხოლმე 6789 10 სრაფად.
ბავშვმა გამკაწრა ურნიდან ამოღებული ნივთით ძალიან პანიკებში ვიყავი 2 დღის შემდეგ მაინც წავედი და ავიცერი მაგრამ ვერ დავწყნარდი, შინაგანად სულ ვნერვიულობდი ძალიან. მეგონა სიმტომები დამეწყო თქო ტეტანუსის და სულ ასე ვარ, 2 დღეა შედარებით თითქოს დავწყნარდი მაგრამ ფიქრებს რომ ვუგდებდი ყურს ეგრევე ვნერვიულობდი ისევ. კისრის დაჭიმვა მქონდა მთელი 10 დღე მეგონდა ვერ ვამოძრავებდი, სულ მგონია იმ ნაკაწრიდან ბაქტერია შევიდა თქო. კისრის დაჭიმვას შემდეგ მხარ ბეჭის დაჭიმვა მოჰყვა, შემდეგ თითქოს თავზე რაღაც გაჭერს, ახლა დღეს ეს ტაქიკარდია....
მერე იმაზე შევშინდი ამ ნერვიულობით რამე არ დამემართოს თქო facepalm.gif
ამ კორსიზის მერეც ხან ამიჩქარდება ხოლმე....
4 წლის წინ რომ დამეწყო ჰოლტერი გავიკეთე და ექსტრასისტოლები მქონდა და ტაქიკარდია რომელზეც არაფერი დამინიშნეს.
გადავლახე და აღარ მაწუხებდა და ახლა ისევ.... sad.gif
ახლა 120 მაქვს ისევ პულსი.წეღან თითქოს ჩაწყნარდა და ახლა ისევ ვგრძნობ. შეიძლება წამებში პულსი ნორმაა და ისევ მიაყრის ხოლმე.
პულსი თითქოს არაფერი მაგრამ აი ეს წამოვლითი უცებ რაღაცნაირად რომ ხარ და გგონია მარტო გული გაქვს ცუდათ რაღაცნაირად ვერც ავღწერს თავბრუსხვევასავით რომ წამოგივლის და მალევე გადაგივლის, გულშიც რაღაც რომ წამოგივლის გეგონება ჰაერივითაა და მიგდის სადღაცო, ეს უფრო მაწუხებსავით პულსთან ერთად ასე მგონია სულ ტაქიკარდია მექნება ახლა.
დიდი ბოდიში ამხელა პოსტისთვის

Posted by: White_Shark 11 Jun 2017, 13:50
გამარჯობათ ისევ მე გაწუხებთ აი ეხლა რომ გწერთ თითქოს გული შენელებულია ასეთი შეგრძნება მაქვს , და ხანდან ურტყამს ანუ ექსტრასისტოლურად
კითხვა მაქვს ანუ
ნორმალური პულსის დროს შესაძლებელია აღმოცენდეს ექსტრასისტოლები ?
დღის განმავლობაში აჩქარებული გული რომლის რითმიც არეულია თვითონ გულის კუნთს ხო არ შეუქმნის საფრთხეს ?

* * *
სადღაც წავიკითხე რომ შეიძლება კუნთი დასუსტდესო და ასაკში რო შეხვალო მერე შეგექმნას სერიოზული პრობლემებიო

Posted by: guruli99 11 Jun 2017, 17:53
ხელის გულების მუდმივი ოფლიანობა შეიძლება რამე გულის დაავადებასთან იყოს კავშირში? სულ ოფლიანი მაქვს ზამთარშიც კი

Posted by: პეტრუჩი 11 Jun 2017, 18:00
Ramshackle95
ჩვეულებრივ ნორმალური რითმის დროსაც შეიძლება გქონდეს ექსტრასისტოლები. მაგან რომ კუნთი დაგისუსტოს 10% უნდა იყოს მინიმუმ სიხშირე ან 20.000 დღეში, გააჩნია რომელ ლიტერატურას ენდობი. ორივე შემთხვევაში ეს ძალიან ბევრია.
guruli99
ნაკლებად სავარაუდოა. ფარისებრი ჯირკვლოს ფუნქცია გაისინჯე

Posted by: zviadcardio 11 Jun 2017, 18:58
ქეთათო
სავარაუდოდ ძირითადად ემოციების ბრალია. შესაძლოა ნევროლოგთან ვიზიტი საჭირო გახდეს
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიმოწმეთ (TSH, FT4).

Posted by: White_Shark 11 Jun 2017, 19:15
QUOTE (ქეთათო @ 11 Jun 2017, 11:56 )
წირვაზე ვიყავი და იქ ვიზომავდი პულსს, ხან 120 იყო ხან 130 ხან 134
და შინაგანად რომ ვეღაც დავწყნარდი სახლში წამოვედი, გულის წასვლის შეგრძნება მქონდა გზაში, ისეთი მოვრბოდი გული არ წამივიდეს თქო
და სახლში რომ მოვედი წნევა ნირმაში იყო 120/70 ზე, კორსიზი დავლიე და წამებში ჩავწყნარდი (კორსიზს ასე მალე ეშველოს არამგონია) თან ექსტარსიტოლებიც მქონდ, ხან ვგრძნობდი აჩქარებას ხან არა...
რომ ვიზომავდი ბოლოს 134 იყო.
ისე ეს პულსი ხან რომ მიწყნარდება ვთქვათ 100 მდე და მერე ისევ 120 ან 130 ია ასეთი პულსი რისი ბრალია?
წეღან 100 მდე ჩამოვიდა ახლა
ისევ 110 ან მეტიც
ხან რომ ვითვლი 1.2.3.4.5 შემდეგ შეიძლება მიაყაროს ხოლმე 6789 10 სრაფად.
ბავშვმა გამკაწრა ურნიდან ამოღებული ნივთით ძალიან პანიკებში ვიყავი 2 დღის შემდეგ მაინც წავედი და ავიცერი მაგრამ ვერ დავწყნარდი, შინაგანად სულ ვნერვიულობდი ძალიან. მეგონა სიმტომები დამეწყო თქო ტეტანუსის და სულ ასე ვარ, 2 დღეა შედარებით თითქოს დავწყნარდი მაგრამ ფიქრებს რომ ვუგდებდი ყურს ეგრევე ვნერვიულობდი ისევ. კისრის დაჭიმვა მქონდა მთელი 10 დღე მეგონდა ვერ ვამოძრავებდი, სულ მგონია იმ ნაკაწრიდან ბაქტერია შევიდა თქო. კისრის დაჭიმვას შემდეგ მხარ ბეჭის დაჭიმვა მოჰყვა, შემდეგ თითქოს თავზე რაღაც გაჭერს, ახლა დღეს ეს ტაქიკარდია....
მერე იმაზე შევშინდი ამ ნერვიულობით რამე არ დამემართოს თქო facepalm.gif
ამ კორსიზის მერეც ხან ამიჩქარდება ხოლმე....
4 წლის წინ რომ დამეწყო ჰოლტერი გავიკეთე და ექსტრასისტოლები მქონდა და ტაქიკარდია რომელზეც არაფერი დამინიშნეს.
გადავლახე და აღარ მაწუხებდა და ახლა ისევ.... sad.gif
ახლა 120 მაქვს ისევ პულსი.წეღან თითქოს ჩაწყნარდა და ახლა ისევ ვგრძნობ. შეიძლება წამებში პულსი ნორმაა და ისევ მიაყრის ხოლმე.
პულსი თითქოს არაფერი მაგრამ აი ეს წამოვლითი უცებ რაღაცნაირად რომ ხარ და გგონია მარტო გული გაქვს ცუდათ რაღაცნაირად ვერც ავღწერს თავბრუსხვევასავით რომ წამოგივლის და მალევე გადაგივლის, გულშიც რაღაც რომ წამოგივლის გეგონება ჰაერივითაა და მიგდის სადღაცო, ეს უფრო მაწუხებსავით პულსთან ერთად ასე მგონია სულ ტაქიკარდია მექნება ახლა.
დიდი ბოდიში ამხელა პოსტისთვის

მე მგონი ფსიქიატრ /ფსიქოთერაპევთან ჯობია
რავიცი ყველა გაიძახის ნევროლოგი არაფერ შუაშია არისო მასეთ მოვლენებთანო და
ყველა ემოციაზე სირბილი ფსიქიატრთან არ მგონია კარგი საქციელი

Posted by: Jizzla 12 Jun 2017, 09:42
QUOTE (likaterine @ 11 Jun 2017, 00:33 )
გამარჯობა

40 წლის მამაკაცს აწუხებს წნევები, ანუ მაღალი აქვს, ძირითადად 140/100 ხან უფრო მაღალიც, პულსი 50-დან 57-მდე. რაც მთვარია, ვერ გრძნობს, არ აწუხებს არც მაღლი წნევა და არც დაბალი პულსი. კარდიოგრამამ ბრადიკარდია აჩვენა, ექოსკოპიაზე ცვლილება გამოჩნდა მცირე, ზუსტად არ ვიცი რა. კარდიოლოგმა გამოუწერა წნევის მარეგულირებელი, არიფამი და უთხრა, რომ ამ წამლის მიღების შემდეგ, ცვლილება ჩადგებოდა ნორმაში. წამლის ფონზე წნევა ჩამოდის ქვემოთ, მაგრამ როგორც კი შეწყვეტს ისევ იმატებს. ქოლესტერინის დონეც მომატებული აქვს. გენეტიკური ფაქტორიც არის. რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს იქნებ მირჩიოთ.

მადლობა წინასწარ.

რადგან ასეთი ახალგაზრდაა მეორადი ჰიპერტენზია უნდა გამოირიცხოს, წესით თერაპევტთან უნდა მიხვიდეთ, ის დაგინიშნავთ მინიმუმ: სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტები, კრეატინინი, შარდის საერთო, ეკგ, გულის ექო + მუცლის ექო


ქეთათო

წესით 24 საათიანი ეკგ უნდა გაიკეთო, რაც დანარჩენს ეხება ზუსტად იგივე მქონდა 2 წლის განმავლობაში, ბოლოს პაროქსეტინმა დამიგდო ცოტა (ანტიდეპრესანტია რომელიც შფოთვითი აშლილობის დროს გამოიყენება)
მოკლედ: თუ თერაპევტი/კარდიოლოგი ვერაფერს ვერ გიპოვის, მაშინ ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტთან yes.gif

Posted by: ქეთათო 12 Jun 2017, 22:12
QUOTE (zviadcardio @ 9 Jun 2017, 01:41 )
s-n-r
ემოციური სტრესი რისკ ფაქტორია. ანუ პრობლემის განვითარების ალბათობას ზრდის.

ანუ უკვე არსებული პრობლემის თუ ჩვეულებრივ არარსებული პრობლემის გამოწვევაც შეუძლია? და ზოგადად ძლიერი სტრესი და ნერვიულობა მაშინვე იწვევს გართულებას გულსიხლძარღვთა თუ შემდეგ პერიოდშიც შეიძლება განვითარდეს?

Posted by: zviadcardio 12 Jun 2017, 23:32
ქეთათო
ალბათობას ზრდის.
მათ შორის აქამდე არ არსებული პრობლემისაც.
ალბათობის ზრდა არ ნიშნავს რომ აუცილებლად გამოიწვევს.

Posted by: White_Shark 13 Jun 2017, 12:32
ისევ გამარჯობათ
ბოდიშით რომ გაწუხებთ smile.gif და ასევე დიდ მადლობას გიხდით პასუხებისთვის
ყოველ მესამე დარტყმაზე გულის გაჩერება ანუ ექსტრასისტოლა ანუ ექსტრასისტოლის მძიმე ფორმაა ?
ღამე მჭირდა ყოველ მესამდე დარტყმაზე ტოვებდა rolleyes.gif და თან მაგის გამო მერე პანიკური შეტევა დამემართა

Posted by: zviadcardio 13 Jun 2017, 21:00
Ramshackle95
არა, ეს არ ნიშნავს მძიმე ფორმას.

Posted by: Jersey 13 Jun 2017, 23:12
გამარჯობა, მარტო ტაქიკარდია როცა გაქვს ან პირიქით გეგონება ბრადიკარდია გაქვსს მაგრამ პულსი 75 80 ია ამ სიმპტომით შეიძლება ვთქვათ რომ შეიძლება ალერგიის ფონი იყოს? თმები შევიღებე და ერთმა მეგობარმა რაც მითხრა ალერგიის მძიმე ფორმები გამოიწვია ერთ ქალბატონზე.იმის შემდეგ რომ ვიღებავ ხან წნევა მაქვს ხან ტაქიკარდია ხან ბრადიკარდიის შეგრძნება,
რაღაც მინდა გკითხოთ ზოგადად ანაფლიქსიური შოკი მალე ვითარდება ალერგენთან კონტქტის დროს თუ შეიძლება მაგალითად მეორე დღეს გამოიწვიოს?

Posted by: zviadcardio 14 Jun 2017, 13:21
Jersey
ანაფილაქსია როგორც წესი მალე ვითარდება.
პულსის ეს მონაცემები არაფრით არ მიუთითებს ალერგიაზე.
ასე რომ პულსზე დაყრდნობით ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ

Posted by: sus 15 Jun 2017, 16:33
გამარჯობა,

კორსიზის დალევა ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძლება? ჩემი ახლობელი სვავს და რამდენად საშიშია? დღეში რამდენი აბის მიღება შეიძლება?

Posted by: White_Shark 15 Jun 2017, 17:28
კორსიზს ვე ვსვავდი და "ნიკაკოვო ეფექტა " პანიკი რო მიტევდა მაშინ
სუსტია ძალიან

Posted by: zviadcardio 15 Jun 2017, 22:02
sus
უკონტროლოდ და სისტემატიურად მიღებას არ გირჩევთ.
ეს არის სიმპტომურად იშვიათად მისაღები პრეპარატი.
თუ ასე ხშირად ჭირდება, უმჯობესია ნევროლოგს მიმართოს

Posted by: White_Shark 15 Jun 2017, 22:19
აუუ მე ვსვავდი მასე და რამე შეიძლება გამოიწვიოს ?

Posted by: zviadcardio 15 Jun 2017, 23:29
Ramshackle95
არა, მხოლოდ გამოწვევაზე არ არის საუბარი.
უბრალოდ ასეთ მიღებას აზრი არ აქვს.

Posted by: Katkatusa 16 Jun 2017, 13:49
გამარჯობა, ვარ 33 წლის მანდილოსანი და ამ ბოლო დროს 100/70 ზე მაქვს წნევა და ნორმალურია? 120/80 ზე ან 110 79 ზე მაქვს ხოლმე. შეიძლება მთელი დღე არ მქონდეს მაგრამ მაინც ხშირად მაწვს 100/70 ზე ხან 65.60 ზე

Posted by: tigvi 17 Jun 2017, 06:47
სალამი ზვიად ექიმო. წნევა გავიზომე ორთავე ხელზე და მარჯვენახელზე მაქვს 140-90, მარცხენაზე 110-70. რომელი ჩავთვალოთ ნორმალურად. ამდეხანს მარტო გულისმხარეს ვიზომავდი. 140-90 თუჩავთვლით წნევათ 47 წლის კაცისთვის თუითვლება მაღალწნევად

Posted by: Garsevanishvili 18 Jun 2017, 02:42
please wait please wait please wait please wait

Posted by: zviadcardio 18 Jun 2017, 17:20
Katkatusa
ასეთი წნევა ნორმალურია. არ ინერვიულოთ. თუ მეტად დაიკლებს ხშირად მიიღეთ გაზგაცლილი მინერალური წყალი.

tigvi
ხშირად ასეთი წნევის მიზეზი უშუალოდ მკლავის სისხლძარღვიდ პრობლემაა ხოლმე.

უსაფრთხოებისთვის აჯობებს თუ მხედველობაში მაღალ წნევას მიიღებთ. ეს მაჩვენებელი (140) მკურნალობას არ საჭიროებს. უბრალოდ ფეხით იარეთ და ნაკლებად მარილიანი საკვები მიიღეთ. აკრძალეთ ალკოჰოლი, თამბაქო, მინერ. წყალი.

Posted by: tigvi 18 Jun 2017, 23:18
QUOTE (zviadcardio @ 18 Jun 2017, 17:20 )

tigvi
ხშირად ასეთი წნევის მიზეზი უშუალოდ მკლავის სისხლძარღვიდ პრობლემაა ხოლმე.

უსაფრთხოებისთვის აჯობებს თუ მხედველობაში მაღალ წნევას მიიღებთ. ეს მაჩვენებელი (140) მკურნალობას არ საჭიროებს. უბრალოდ ფეხით იარეთ და ნაკლებად მარილიანი საკვები მიიღეთ. აკრძალეთ ალკოჰოლი, თამბაქო, მინერ. წყალი.

ღვინოს ორჭიქაზემეტს არვსვამ, მინერალურ წყლებსაც არვსვამ, მუშაობითაც ვმუშაობ და სიარულითაც დავდივარ. რომელი მკლავის სისხლძარღვის პრობლემა იქნება, შუნტირება როგავიკეთე კარგახანს მარცხენა მკლავზე პულსსაც ვერვზომავდი, დროთაგანმავლობაში ჩადგა მწყობრში, წნევაკი 90-70-ზე მქონდა წელწადნახევარს, ამბოლოს მოიმატა. ოპერაციაზე უთქვბამს ექიმს თუგადავარჩინეთ ცოცხალი შეიძლება ხელი ვერაამუშაოშო ძარღვს ვიღებდით და ჩაწყდაო მაგრამ კივამუშავებ

Posted by: zviadcardio 19 Jun 2017, 02:00
tigvi
სავარაუდოდ ამიტონაცაა წნევაში სხვაობა

Posted by: White_Shark 5 Jul 2017, 15:07
გამარჯობათ ზვიად ესეთი კითხვა მაქვს შეიძლება მუხლზე დამჭირდეს ოპერაცია , ანუ იოგის აღდგენა და ესეთი კითხვა მაქვს
ანესთეზია იმოქმედებს ექსტრასისტოლებზე ?
რამე ხო არ მომივა ?

Posted by: zviadcardio 5 Jul 2017, 22:30
Ramshackle95
იზოლირებულად ექსტრასისტოლიის გამო არაფერი მოგივათ.
ზოგადად სტრესულ სიტუაციაში შესაძლოა არითმი დროებით გაძლიერდეს, თუმცა ეს პრინციპულად რისკებს არ ზრდის.

Posted by: guruli99 6 Jul 2017, 19:23
ვარ 18 წლის გულმკერდი ძვლები რაღაცნაირად დეფორმირებული, გამოწეული მაქვს,შეიძლება ეს გულთან რაიმე კავშირში იყოს?

Posted by: ქეთქეთო 6 Jul 2017, 23:04
საღამო მშვიდობის. პერიოდულად მაქვს ხოლმე მკერდს შორის დისკომფორტი, დღეს დილით რომ ავდექი ისევ ვიგრძენი. რაღაც ყრუ ტკივილივითაა, ტკივილსაც ვერ დავარქმევ, ხან სიმძიმის შეგრძნებაც მაქვს, ეს დისკომფორტი ხან მარჯვენა მკერდის არეში გადმოდის, ხან ორივე მხარ ბეჭზე, სიარულის დროს, ბავშვის აყვანის დროს და ჯდომის დროსაც მაქვს ხოლმე. რომ ვჯდები ხან უფრო მიმატებს თითქოს. შეიძლება გადამიაროს ხოლმე და ისევ წამომივლის. ხან რომ ვზივარ მაშინაც დამეწყოს შეიძლება. დამძიმებულივით მაქვს ახლა
* * *
დღესაც საღამოს დამეწყო, და რომ ვზივარ ხან უფრო მიმძიმდება ხოლმე და დისკომფორტი მაქვს
* * *
დღესაც საღამოს დამეწყო, და რომ ვზივარ ხან უფრო მიმძიმდება ხოლმე და დისკომფორტი მაქვს

Posted by: qetqeta 8 Jul 2017, 19:32
გამარჯობა, ამ ბოლი დროს ხშირად აქვს მეგობარს დაბალი წნევა, 110/70 ზე ატარებს და ამ ბოლო დროს 70/50 ზე 60/40 ზე აქვს და რას ურჩევთ?

Posted by: zviadcardio 9 Jul 2017, 21:50
guruli99
არა, ეს ძვლოვანი სისტემის პრობლემაა. გულთან კავშირი არ აქვს.

ქეთქეთო
რადგან პოზიციასთან კავშირში უფრო ადგილობრივ დისკომფორტს გავს და გულთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს.
ანუ ნერვის ან კუნთის (დაჭიმვის) პრობლემაა მაღალი ალბათობით.
საშიში არ არის.

qetqeta
მლაშე საკვები და ჭარბად გაზგაცლილი მინერალური წყალი

Posted by: nikousha 10 Jul 2017, 18:04
გამარჯობათ
დღეს შუადღეს, იმის მერე რაც 1 საათიანი ინტერვალით დავლიე 2 ჭიქა ყავა. უცბათ თავბრუ დამეხვა, ვიგრძენი ტკივილი გულის არეში და მარცხენა მხრის და ხელის არეში. გავედი აივანზე და ღრმად ჩავისუნთქე რამედინიმე ჯერ, მერე დავჯექი სკამზე (ეს გრძელდებოდა დაახლოებით 5 წუთი)
10 წუთის მერე ისევ დამეწყო იგივე ოღონდ 1 წუთის გამვალობაში და ამ ყველაფრის მერე დამეწყო მთქნარება და დამეგუბა ყურები.

და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: zviadcardio 10 Jul 2017, 21:58
nikousha
კოფეინის (გულის აჩქარება, წნევის ცვალებადობა) და ემოციების

Posted by: makrine77 15 Jul 2017, 19:21
გულმკერდიდან გამოსვლის სინდრომი მაქვს,ხელების დაბუჟება დამეწყო უკვე და გულიც შემაწუხებს მომავალში?sad.gif

Posted by: zviadcardio 16 Jul 2017, 15:34
makrine77
რას გულისხმობთ გულმკერდიდან გამოსვლის სინდრომში?

Posted by: makrine77 16 Jul 2017, 15:51
zviadcardio
დოპლერი გავიკეთე და ეგ სინდრომი აღმომაჩნდა,რადგან სახელი გულთანაა დაკავშირებული,ვიფიქრე პრობლემები ხომ არ შემექმნება გულზეც მეთქი...

Posted by: zviadcardio 16 Jul 2017, 20:44
ან პირადში მომწერეთ ან მეილზე დოპლერის—ექოსკოპიის დასკვნა. ვნახავ და გიპასუხებთ.
zviadcardio@yahoo.com

Posted by: qetqeta 16 Jul 2017, 22:57
გამარჯობა. თავის ბჟუილს ვგრძნობ ხოლმე რომელიც სახეზეც გადმომდის და მაგ დროს წნევას რომ ვიზომავ 130/140 მაქვს ხოლმე 80/90 ზე ხან შეიძლება გაზომვის დროს 1 ჯერ 150 დაფიქსირდეს. ხან ეს ბჟუილი ფეხებზეც მაქვს, მომემტებში შეიძლება იკლოს მომენტებში მოიატოს ამ სიმტომმა, დღეს მაგალითად ერთი ორჯე მქომდა ასეთი დაბუჟებასავით და გადამივიდა. საღამოს.რომ ვიგრძენი ისევ, წნევა გავიზომე.
პ.ს 33 წლის ვარ.

Posted by: Katkatusa 16 Jul 2017, 23:52
თუ დღეების განმავლობაში მშვიდად ხარ, შეიძლება წნევის მატება მაინც ნევროზის და ემოციის ბრალი იყოს?

Posted by: zviadcardio 17 Jul 2017, 00:22
qetqeta
ეს დაბუჟება არაკარდიოლოგიური თემაა, მაღალი ალბათობით ემოციების ბრალია
* * *
Katkatusa
შესაძლებელი არის. თუ სხვა მიზეზი არ არსებობს მაშინ შეიძლება ამაზე ფიქრი

Posted by: gramatikikina 19 Jul 2017, 17:57
zviadcardio
ზვიად გამარჯობა თქვენთან მაქვს კითხვა
ფარისებრის მაღალი ფუნქცია მაქვს ვმკურნალობ. მანამდე გული მიჩქარდებოდა, წნევაც მიწევდა და კონკორი გამომიწერეს ბეტაბლოკერი. ცოტა ხანს ვსვამდი და კარგად მიშველა.
ეხლა მაქვს მგონი ნორმაში ჰორმონი 3-4 დღეში გავიკეთებ ანალიზებს
ხოდა ბოლო დროა წნევა მაქვს ცოტა დაბალი და პულსი კიდევ აჩქარებული და ეს კონკორი რომ დავლიო, შეიძლება? ანუ წნევასაც უფრო დაბლა ხომ არ დასწევს?

Posted by: zviadcardio 19 Jul 2017, 21:00
gramatikikina
მოგესალმებით.
უფრო ზუსტად რომ გიპასუხოთ მირჩევნია კონკრეტული მონაცემები დაწეროთ.
პულსი რამდენი გაქვთ (ანუ რას ეძახით აჩქარებას)?
წნევა როგორია?
ამის შემდეგ გიპასუხოთ შეიძლება თუ არა კონკორი და დოზასაც შეგირჩევთ.

Posted by: gramatikikina 19 Jul 2017, 23:56
zviadcardio
ანუ კონკორი რომ გამომიწერეს, მაშინ მქონდა ხოლმე 150/90 და პულსი 115
კონკორის მერე პულსი 70-ზე ჩამოვიდა და აღარ ვსვამდი 1 წელი. მარტო ხანდახან, როცა წნევა ამიწევდა ერთჯერადად. 2 თვეში ერთხელ ვთქვათ.
ეხლა ბოლო დროა წნევა მაქვს 110/80 ფარგლებში ხან 105-ც(თუმცა 110 ნორმა იყო ხოლმე ჩემთვის ადრე) და პულსი მაქვს 85 ხან 90 და მაწუხებს რა ეს აჩქარებული გული

Posted by: zviadcardio 21 Jul 2017, 22:41
gramatikikina
ეს აჩქარება არ არის. ნორმალური სიხშირეა.
ზოგადად ასეთ პულსზე კონკორის დალევა რეკომენდებული არ ის, თუ მაინცდამაინც - ნახევარი მიიღეთ

Posted by: Henyd0r1 22 Jul 2017, 09:05
მოკლედ, ჩემი პრობლემები წარსულში დარჩა, მაგრამ ერთი რამ მაინც დამრჩა

ვიცი რომ ეს კითხვა უფრო ნევროლოგთანაა, მაგრმ აქაც ვიტყვი.
არანაირი პრობლემა არ ამქვს, პულსის მუდმივად შემოწმებასაც გადავეჩვიე, მაგრამ ეს გულისცემის შეგრძნება მაინც დამრჩა. სადღაც, სიღრმეში, ყრუდ, როცა სიჩუმეში დავწვები და არაეფრზე ვფიქრობ და არაფერს ვაკეთEბ, მაინც ვამჩნევ, როგორ ცემს გული. არც ძლიერად, ან ჩქარა. (60 მაქვს ხოლმე ძირითადად) მაგრამ აი, ამჩნევ რა. მერე სუნთქვაზე გადაგდის ყურადღება, იმასაც უკვირდები და მოკლედ :დ ნერვების მომშლელია

Posted by: zviadcardio 22 Jul 2017, 11:50
Henyd0r1
დიახ ეს აღქმის გაძლიერების ბრალია.
კარდიოლოგიურად ჯანმრთელი ხართ.
კარგი ნევროლოგი და "მსუბუქი დამამშვიდებელი" ამ თემას მარტივად მოგიგვარებთ

Posted by: Henyd0r1 22 Jul 2017, 15:29
QUOTE (zviadcardio @ 22 Jul 2017, 11:50 )
Henyd0r1
დიახ ეს აღქმის გაძლიერების ბრალია.
კარდიოლოგიურად ჯანმრთელი ხართ.
კარგი ნევროლოგი და "მსუბუქი დამამშვიდებელი" ამ თემას მარტივად მოგიგვარებთ

ვსვამდი ციტომაქსს, მაგრამ ნელ-ნელა ამოვაგდე და დავიკიდე
ესეც შიგადაშიგ ამხსენბეს ხოლმე თავს
ძირიტადად, ოდნავ თითებს თუ ავათამაშებ, ან რამე ეგეთი, ეგრევე ქრება

Posted by: gramatikikina 22 Jul 2017, 17:16
zviadcardio
კარგი, ნახევარს დავლევ, მადლობა
პერიოდულად მიჩქარდება მშვიდ მდგომარეობაში მაქვს ხოლმე 90, ეხლა მაგალითად რაც აქ დავწერე, იმის მერე ნორმალურად ვარ

Posted by: Henyd0r1 23 Jul 2017, 11:24
QUOTE (zviadcardio @ 22 Jul 2017, 11:50 )
Henyd0r1
დიახ ეს აღქმის გაძლიერების ბრალია.
კარდიოლოგიურად ჯანმრთელი ხართ.
კარგი ნევროლოგი და "მსუბუქი დამამშვიდებელი" ამ თემას მარტივად მოგიგვარებთ

თან, სულ გულისცემას კიარ ვგრზნობ, ხან სად და ხან სად :დ წარმოუდგენელ ადგილებში ვგრზნობ ხოლმე პულსისცემას gigi.gif

Posted by: zviadcardio 23 Jul 2017, 19:38
gramatikikina
Henyd0r1
წარმატებები

Posted by: mziako 24 Jul 2017, 20:52
დახლოებით 1 კვირაა მტკივა მარცხენა მკერდის უკან ძვალი. ბოლო ორი დღეა საგრძნობლად მოიმატა ტკივილმა. ტკივილი უფრო საგრძნობია მხრებში მოხრისას. ასევე ხელს რომ ვიდებ იმ კონკრეტულ ადგილას მტკივა დაახლოებით 4 თითის დადების არეში. ეს დღეეები ტკივილს ვგრძნობ აგრეთვე წინ მკერდს შორის ძვლებში და თვითონ მკერდშიც. შეგრძნება მაქვს რომ სუნთქვაში მიშლის ხელს. შეიძლება ეს რამე გულის პრობლემებზე მიუთითებდეს?

Posted by: zviadcardio 24 Jul 2017, 23:59
mziako
ჩივილებიდან გამომდინარე მაღალი ალბათობით ადგილობრივი (ნერვის, კუნთის) დისკომფორტია და გულის ბრალი არ არის.
ასეთი ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია გაციება (ჭვალი), კუნთის დაჭიმვა ან ხერხემლის პრობლემები.
წაისვით ადგილობრივი საშუალებები (მაზი) და თუ დისკომფორტი არ გაგივლით ნევროლოგს მიმართეთ

Posted by: ninininiko 25 Jul 2017, 12:45
პირველ რიგში დიდი მადლობა დახმარებისთვის.
და იქნებ ამაზეც მიპასუხოთ
1. კტ კორონაროგრაფიას გარდა იმისა რომ არაინვაზიურია რა უპირატესობა აქვს ჩვეულებრივ კორონაროგრაფიასთან შედარებით?
2.რომელია უკეთესი ასე ვთქვათ ''დანახვის''ვიზუალიზაციის თვალსაზრისიტ თუ ერთნაირია მათ მიერ ჩატარებული მონაცემები ქირურგისთვის ანუ კტ კოროს პა სუხი და ჩვეულებრივი კოროს პასუხი რამე განსხვავება იქნება?
3 და ყველაზე მთავარი კითხვა-როცა სტენოზი არაა ისეთი რომ საჭიროებს სტენტს,მაშინ კტ კორონაროგრაფიის მერე რატომ უნიშნავენ ხოლმე მაინც ინვაზიური კორონაროგრაფიას და თან ეგრევე?( ანუ სტენტის ჩადგმის საჭიროება თუ არაა რა განსხვავებულ მონაცემს გვაძლევს ჩვეულებრივი კორონაროგრაფია კტ კორონაროგრაფია როცა ჩატარებულია?

Posted by: zviadcardio 25 Jul 2017, 23:13
ninininiko
1. არანაირი
2. ოქროს სტანდარტი კორონაროგრაფიაა. მათ შორის ვიზუალურად
3. იდეაში როცა სტენოზი საეჭვოა ანუ ზღვარზეა და ბოლომდე ცალსახა პასუხი არ არის, მაშინ ნიშნავენ ეგრევე ინვაზიურ კორონაროგრაფიას. ყოველ შემთხვევაში ასეა უნდა ხდებოდეს

Posted by: ninininiko 26 Jul 2017, 10:35
დიდი მადლობა zviadcardio
QUOTE
იდეაში როცა სტენოზი საეჭვოა ანუ ზღვარზეა და ბოლომდე ცალსახა პასუხი არ არის, მაშინ ნიშნავენ ეგრევე ინვაზიურ კორონაროგრაფიას. ყოველ შემთხვევაში ასეა უნდა ხდებოდეს

ანუ დაახლოებით რამდენი % უნდა იყოს სტენოზი რომ პაციენტს მიეცეს რეკომენდაცია კტ კორონაროგრაფიის მერე ინვაზიური კორონაროგრაფიის ჩატარებაზე ?

Posted by: qetqeta 26 Jul 2017, 19:01
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით წამკდგომის დროს თავბრუსხვევა რისი ბრალი შეიძლებ იყოს?
პ.ს რამდენად მართალია ის მოსაზრება რომ თუ დატვირთვის ტესტი ნორმაშია და მასზე რამე ცვლილება არ აისახება ამ შემთხვევაში არ არის საჭირო კორონიგრაფია

Posted by: zviadcardio 26 Jul 2017, 21:52
ninininiko
როცა ეჭვია რომ შესაძლოა სტენტი დაჭირდეს.
გააჩნია სტენოზის ლოკაციას და ვინ აფასებს კვლევას.
უფრო კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ.

qetqeta
QUOTE
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით წამკდგომის დროს თავბრუსხვევა რისი ბრალი შეიძლებ იყოს?

უხშირესად დაბალი წნევის (ორთოსტატიკა), ნელი პულსის, ანემიის და ა.შ.

QUOTE
პ.ს რამდენად მართალია ის მოსაზრება რომ თუ დატვირთვის ტესტი ნორმაშია და მასზე რამე ცვლილება არ აისახება ამ შემთხვევაში არ არის საჭირო კორონიგრაფია

სტანდარტულ ვითარებაში ეს მართალია. კონკრეტულ ვითარებაში როცა ექიმი თვლის რომ პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება და მიიჩნევს რომ დატვირთვის ტესტი შეიძლება ცდებოდეს - პაციენტს უშვებს კორონაროგრაფიაზე.
მაგრამ ეს ეხება კონკრეტულ, ერთეულ პაციენტებს.

Posted by: papanwkuri 27 Jul 2017, 18:25
ბატონო ზვიად გამარჯობა.
25 წლის ბიჭი ვარ
მოკლედ, ბოლო 2 თვეა დამჩემდა ასეთი რამ, როცა რაგბს ვთამაშობ რაღაც მომენტში რომ დავიღლები ნერწყვს ვერ ვყლაპავ და სუნთქვა მეკვრება, ბოლო წამს ძვლივს გადავყლაპავ ხოლმე რამდენიმე მცდელობის შემდეგ და ჰაერსაც ჩავისუნთქე ხოლმე.
ხომ ვერ მეტყვით, ეს შეიძლება გულის გამო გამოწვეული მიზეზი იყოს?
* * *
სანამ გადავყლაპავ 3-4 მცდელობა მაინც მინდა და ამ დროს ვირუსები ხოლმე ჰაერსაც ვერ ვისუნთქავ. ეს მხოლოდ სპორტული აქტივობის დროს არ მაქვს. ისეც დამმართვნია სახლში.

Posted by: zviadcardio 29 Jul 2017, 17:22
papanwkuri
სალამი.
არა ეს გულის ბრალი არ არის.
კლასიკურად ასეთი რამ გულს არ ახასიათებს

Posted by: qetqeta 3 Aug 2017, 14:02
გამარჯობა. გუშინ საღამოს დამეწყო დისკომფორტი, აი გული რომ გაქვს ცუდათ, და გრძნობ რომ მარტო გული გაქვს ცუდათ და სხვა არაფერი, წამომივლის უცებ რაღაც და გადამივლის, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს შეიძლება ნაკლებად, წეღან ძალიან წამომიარა, აი მგონია რომ გული წამივა მინდა რომ ღრმად ვისუნთქო ამ დროს მაგრამ რომ გავიარე, ცოტა მომეშვა, თითქოს ჰაერივით ამომდის გულიდან, მგონია რომ დაბალი წნევა მაქვს მაგრამ 100/60(70) ზე მაქვს ამ დროს.

Posted by: papanwkuri 3 Aug 2017, 14:47
გამარჯობა ბატონო ზვიად. შაბათს მოვიტეხე ლავიწი. იმის მერე გული თითქოს ვერ მაქვს კარგად. ანდა რა ტურნირამდე წინა კვირაში გულზე გადავიღე ექოსკოპია და ეკგ და მითხრეს ნორმალურად ყველაფერიო. ჩემ ნათესავს დაემართა ადრე თრომბი, ხელი ქონდა მოტეხილი და მაგის გამო და რამეს ხომ ვერ მირჩევთ? ეს გულის ცუდად ყოფნა ალბათ უფრო ემოციური იქნება ხომ?
მადლობა.

Posted by: zviadcardio 3 Aug 2017, 16:02
qetqeta
ეს ყველაფერი ემოციების ბრალია.
ნევროლოგი და "მსუბუქი დამამშვიდებელი" საქმეს უშველის

papanwkuri
არა, ლავიწის მოტეხილობის გამო თრობის დამართების მაღალი რისკი არ გაქვთ.
ამაზე არ იდარდოთ.
ჩვეულებრივ იცხოვრეთ და ლავიწს მიხედეთ

Posted by: trendygirl.me 3 Aug 2017, 18:47
გამარჯობათ. ბოლო რამდენიმე დღეა, დილაობით მაქვს ხოლმე შეგრძნება რომ ხელები და ფეხები ძალიან მძიმე მაქვს, აი თითქოს რაღაცა მკიდიაო ხოლმე (ეს მარტო შეგრძნება კი არ არის, რეალურად მიჭირს მაგ დროს სიარული და ხელების მაღლა აწევა). სადღაც ნაშუადღევისთვის გამივლის, მაგრამ ფეხებში (ტერფებში) მრჩება ბჟუილივით, რომელიც არ მაწუხებს როცა დავდივარ, მაგრამ რომ დავჯდები, მერე უფრო ვგრძნობ. წნევა დილას ახალგაღვიძებულზე 117-76 -ზე, პულსი 72-77. პულსოქსიმეტრით ჟანგბადს ვნახულობ - 97-99% -ია სულ. ეს კარდიოლოგიურია რამე თუ სხვა ექიმი მინდა?

Posted by: papanwkuri 3 Aug 2017, 19:50
ბატონო ზვიად ერთი კითხვაც თუ შეიძლება. smile.gif
ვეწევი სიგარეტს და მინდა ელექტრონულ სიგარეტზე გადავიდე. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ჯობია ელექტრო სიგარეტი იგივე გულის მხრივ და ჯამრთელობის მხრივ?

Posted by: zviadcardio 3 Aug 2017, 20:25
papanwkuri
საბოლოო ჯამში ორივე მავნებელია.
დაივიწყეთ ელექტრონული სიგარეტი და საერთოდ დაანებეთ მოწევას თავი.
ამაზე უკეთესს თქვენი ჯანმრთელობისთვის ვერაფერს გააკეთებთ.

trendygirl.me
კარდიოლოგიური 100%-ით არ არის.
შესაძლოა ხერხემლის ბრალი იყოს - ნევროლოგის თემაა.

Posted by: qetqeta 4 Aug 2017, 09:49
zviadcardio
გაიხარეთ, მადლობა დიდი, ყოველთვის ვერ ვახერხებ მადლობის გადახდას თქვენი ყურადღებისთვის.
თქვენ დიდხანს ძალიან დიდხანს უნდა იყოთ ამ ქვეყანაზე ჯანმრთელად და ბედნიერად ხალხის სასიკეთოდ

Posted by: Katkatusa 4 Aug 2017, 14:03
QUOTE (zviadcardio @ 26 Jul 2017, 21:52 )


qetqeta
QUOTE
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით წამკდგომის დროს თავბრუსხვევა რისი ბრალი შეიძლებ იყოს?

უხშირესად დაბალი წნევის (ორთოსტატიკა), ნელი პულსის, ანემიის და ა.შ

ამ დროს როცა თავბრუ გეხვევა წამოდგომის დროს და წნევა 100/60 (იშვიათად 50) ზეა შეიძლება ეს დაბალ წნევად ჩავთვალო და თავბრისხვევა ამას დავაბრალო?

Posted by: zviadcardio 4 Aug 2017, 15:16
Katkatusa
ეს ინდივიდუალური საკითხია. თუ მაგ წნევაზე სხვა დროს კარგად ხართ - ე.ი წნევის ბრალი არ არის
* * *
მეგობრებო.
შვებულების დროა.
25 აგვისტომდე ფორუმის კარდიოლოგიც ისვენებს.
ყველას კარგ დასვენებას გისურვებთ
user posted image

Posted by: stinky 8 Aug 2017, 00:49
წუთში 53-54 გულისცემა მაქ (დასვენებულ მდგომარეობაში), ყოველდღე ვვარჯიშობ და მაგიტო იქნება ხო? სხვა არანაირი პრობლემა არ მაქ, როგორც წავიკითხე 60-100 არის ნორმალური მარა სპორცმენებს უფრო ნაკლებიც აქვთო წუთში, ანუ უფრო გაუმჯობესებულია და ზედმეტად აღარ ცემს გულიო, და ეს რაღაც ბრადიკარდია რო მქონდეს მაგის შანსი ცოტაა ხო? user.gif


ასაკი 24

Posted by: nikolsona 11 Aug 2017, 14:56
zviadcardio
ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, ადრე მქონდა კანკალის შეგრძნება თითქოს გული მიმდიოდა. წნევა ხან 140 ხან 90. 10 წუთში ერთხელ იცვლენო პერიოდულად. მყავდა კერძო სასწრაფო. თითზე გამიკეთეს რაღაც არ ვიცი, მოკლედ ნერვიული ფონიაო. კარდიოგრამას არც ვთვლით საჭიროდო. ნუ კი ვთხოვე, მაგრამ, უბრალოდ არაფერს მოგვცემს არაფერი გჭირსო . ნერვიული ფონია და დამამშივდებლები დამინიშნეს. იმის მერე დავმშვიდდი )))) ეს იყო 2 თვის წინ.
ახლა 3 დღე პერიოდულად ტკივილი მაქვს გულის არეში. გადაცემითია, ზუსტად ვერ ვხდები. ოდნავ მაღლა მტკივასადაც იღლია იწყება იმის გასწვრივ და გადაეცემა დანარცენ ნაწილს. გულის ტკივილია ეს?
კონდენციონერმა ხომ არ გამაცია ვფიქრობ მაგრამ სიცხეში ძალიან ცუდად ვხვდები ვერ ვუძლებ. მივმართო ისევ ექიმს, თუ არაფერია?
რამდენად სანდოა ის თითზე გაკეთებული "შპილკა", ( მაპატიეთ არ ვიცი რა ქვია)

Posted by: Mazivski 11 Aug 2017, 18:23
nikolsona
სავარაუდოდ უბრალო გაგიცივდათ. გულის ტკივილი სხვანაირი ტიპისაა. ხშირია ახლა მსგავსი სიმპტომები კონეციონერების გამო. თუმცა რა პრობლემა ერთი კარდიოგრამის გადაღება რომ დაწყნარდეთ თქვენც?

Posted by: nikolsona 14 Aug 2017, 09:06

QUOTE
zviadcardio
ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, ადრე მქონდა კანკალის შეგრძნება თითქოს გული მიმდიოდა. წნევა ხან 140 ხან 90. 10 წუთში ერთხელ იცვლენო პერიოდულად. მყავდა კერძო სასწრაფო. თითზე გამიკეთეს რაღაც არ ვიცი, მოკლედ ნერვიული ფონიაო. კარდიოგრამას არც ვთვლით საჭიროდო. ნუ კი ვთხოვე, მაგრამ, უბრალოდ არაფერს მოგვცემს არაფერი გჭირსო . ნერვიული ფონია და დამამშივდებლები დამინიშნეს. იმის მერე დავმშვიდდი )))) ეს იყო 2 თვის წინ.
ახლა 3 დღე პერიოდულად ტკივილი მაქვს გულის არეში. გადაცემითია, ზუსტად ვერ ვხდები. ოდნავ მაღლა მტკივასადაც იღლია იწყება იმის გასწვრივ და გადაეცემა დანარცენ ნაწილს. გულის ტკივილია ეს?
კონდენციონერმა ხომ არ გამაცია ვფიქრობ მაგრამ სიცხეში ძალიან ცუდად ვხვდები ვერ ვუძლებ. მივმართო ისევ ექიმს, თუ არაფერია?
რამდენად სანდოა ის თითზე გაკეთებული "შპილკა", ( მაპატიეთ არ ვიცი რა ქვია)

Mazivski
QUOTE
nikolsona
სავარაუდოდ უბრალო გაგიცივდათ. გულის ტკივილი სხვანაირი ტიპისაა. ხშირია ახლა მსგავსი სიმპტომები კონეციონერების გამო. თუმცა რა პრობლემა ერთი კარდიოგრამის გადაღება რომ დაწყნარდეთ თქვენც?

დიდი მადლობა პსუხისთვის. გუშინ ძალიან შემაწუხა ქვედა ნაწილში, გულის არეში. დავლიე ვალიდოლი, ვოლოკარდინი ვალერიანით. არ მიშველა, მერე სითბოში ვიყავი და ტენტორიუმის მალამო წავისვი. გადამიარა უფრო. მეძინა სითბოში მქონდა ეს ნაწილი. გავიღ ვიძე ვაბშე არაფერი მაწუხებდა. ახლა ისევ მაწუხებს. ყრუდ მტკივასა. ზურწილშიც გადადის პერიოდულად.
ასაკით ვარ 33 წლის, სქესი მდედრობითი.

მანკანაში კონდენციონერი ბოლომდე მქონდა აწეული ხოლმე ამ პაპანაქება დღეებში და პირდაპირ მიბერავდა. ღამით სახლში ვტოვებდი კონდენციონერს, კარგად აგრილებდა ისე რომ დილით ციოდა და საბანი მჭირდებოდა თბილი. მთავარი იყო ჩემთვის რომ ვქუნთქავ და არ ვიგუდენი. უკვე კომფორტია..
ჰოდა ვაბრალებ გაციებას. თან იმას ვფიქრობს მარცხენა მხარე რატომ გამიცივდა და მარჯვენა არა. გული არ იყოს ან მკერდის რამე პრობლემა.

Posted by: Mazivski 17 Aug 2017, 02:12
nikolsona
ქალებში მითუმეტეს მენოპაუზამდე გული-სისხლძარღვთა დაავადებები გაცილებით იშვიათია. და სტენოკარდიული ტკივილები თითქმის არ გხვდება.
99% ით უბრალოდ გაგიცივდათ.
რაიმე მარტივი არასტეროიდი დალიეთ 5-7 დღე იბუპროფენი მაგალითად დღეში 3 ჯერ.

Posted by: nikolsona 17 Aug 2017, 09:07
Mazivski
ძალიან ძალაინ დიდი მალდლობა ინფორმაციისათვის. ფუტკრის მასალისგან დამზადებული, მალამო წავისვი, მანქანით შარფ -შემოხვეული დავდივდივად, კონდენციონერსაც მიმართულება შევუცვალე და შემიმცირდა ტკივილი. უკვე ძალიან ცუდი ფიქრები დამეწყო )) უკვე გულის არა და სხვა სასტიკი დაავადების ))))))))მადლობა ღმერთს გადავრჩი)))

Posted by: ქეთქეთო 1 Sep 2017, 22:01
გამარჯობა, ჰოლტერის დროს დღის განმავლობაში 1 ფიზ.აქტივობა კმარა? მაგალითად 3 სართულიან კორპუსში 2 ჯერ ასვლა ჩამოსვლა? თუ რამე ვარჯიშივითაც სასურველია? დატვირთული უნდა გაცხადო დღე თუ ჩვეულებრივ უნდა ვიყო როგორც ვარ ხოლმე smile.gif

Posted by: zviadcardio 2 Sep 2017, 00:01
ქეთქეთო
სტანდარტულად საკმარისია.
თუ თქვენი ჩივილები (რის გამოც ჰოლტერს იმაგრებთ) კავშირშია ფიზიკურ აქტივობასთან მაშინ მეტი აქტივობა გმართებთ.

Posted by: ESHELON 2 Sep 2017, 23:49
გამარჯობა
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პაციენტს გაუკეთდა სტენტირება უკვე ერთი კვირაა.. მარჯვენა მაჯაზე(საიდანაც მოხდა სტენტირება) გაუჩნდა ჩალურჯებებივით, სავარაუდოდ სისხლჩაქცევები. რამდენად საშიშია ეს?


Posted by: zviadcardio 3 Sep 2017, 21:46
ESHELON
როგორც წესი ეს საშიში არ არის.
თუ მკვეთრად შესიებული და მტკივნეულია ანახეთ მკურნალ ექიმს.
სხვა შემთხვევაში თავისით გაუვლის

Posted by: აკა 3 Sep 2017, 23:20
zviadcardio

ბატონო ზვიად ნევროპათოლოგთან მინდა მისვლა ვისთან მირჩევ მისვლას?

Posted by: nene_05 5 Sep 2017, 03:00
გამარჯობა, კითხვა მაქვს გულის აჩქარებასთან დაკავშირებით. დედას მოულოდნელად ემართება ტახიკარდია, უჩქარდება პულსი. მაგალითად დღეს უბრალოდ ვსეირნობდით როდესაც უცბად აუჩქარდა წნევის ელექტრო საზომა პულსი წუთში 160 აჩვენა , ამ დროს იღებს ნოშპას და ანაპრილინს და მერე ნელ ნელა გასდის ეს აჩქარება, გვყავდა სასწრაფო გამოძახებული კარდიოგრამა ნორმალური ქონდა. რა გამოკვლევა ჩაიტაროს და არის თუ არა რაიმე ვიტამინი ან სხვა წამალი ასეთი არითმიის დროს, ან რატომ ხდება? მადლობა.

Posted by: zviadcardio 5 Sep 2017, 23:38
აკა
იხილეთ PM

nene_05
შესაძლოა ეს სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია იყოს.
შეტევა დაემართება თუ არა, წამლების მიღებამდე კარდიოგრამა უნდა გადაიღოთ.
გამომიგზავნეთ და დიაგნოზს გეტყვით

Posted by: ESHELON 6 Sep 2017, 19:16

zviadcardio

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: ქეთათო 6 Sep 2017, 20:36
zviadcardio
მცირედ გამოხატულ ჰიპერკოაგულაციას ესაჭიროება მკურნალობა? ანალიზის პასუხებს პმ გამოგიგზავნით

Posted by: zviadcardio 6 Sep 2017, 23:06
ქეთათო
ეს ჭეშმარიტად კარდიოლოგიური საკითხი არ არის.
თუ სხვა რისკ-ფაქტორები (მაგალითად თრომბოზი ანამნეზში) არსებობს - ჭირდება, თუ არა - არა.

Posted by: ქეთათო 6 Sep 2017, 23:17
zviadcardio
და თრომბოზის არსებობა რომ გამოვლინდეს რა კვლევაა საჭირო? მაგალითად დოპლერი?

Posted by: zviadcardio 7 Sep 2017, 00:16
ქეთათო
გააჩნია სად.
თუ ქვედა კიდურების სისხლძარღვებში ეძებთ - დოპლერი.

Posted by: ქეთათო 7 Sep 2017, 13:20
zviadcardio
და სხვაგან? რა კვლევები კეთდება?

Posted by: ketykety 7 Sep 2017, 14:29
gamarjobat! maqvs 30 dan 34 dgiank cikli. ciklos xangrdzlivoba 5 dge. arasdros mqonia gadacdena. am tveshi gadamicda 12 dge. viyavi zgvaze. maqvs xshiri shardva.testma uaryopiti achvena .mxolod orjer bb testma achvena chrdilivit meore xazi. gavikete sisxlis analizi da ar agmochnda orsuloba .viyavi exozec da ver gaiges ra aris. yviteli sxeuli didia da endometriozic dzalian kargiao da isea titkos orsulobaa. aseve chans ragac rac sash ilosnos grushi ar aris. kistazec echvobs magram endometriumis da yviteli sxeulis aseti mdgomareoba aechvebs.. 5dgeshi damibara. mainteresebs ramdenad aris shansi ro tu orsulobaa avides sashvilosnoshi? gviano ovulacia mkonda yoveltvis. siaxlia cdeba xano. vinmes xom ar gkoniat msgavsi shemtxveva?
* * *
yviteli sxeuli aris marjvena sakvercxeshio. marcxena tavisupalia. me kodev marcxena sakvercxis yru tkivili makvs.

Posted by: Jersey 7 Sep 2017, 20:28
გამარჯობა, მაინტერესებს ოდნავ წაცეკვების შემდეგ რომ დისკომფორტს იგრძნობ, თითქოს ჰაერივით ამოდის და მერე ერთი 2 ამოვარდნასავით მიყვა (ისედაც მაქვს ხოლმე) რისი ბრალია?
* * *
და მაინტერესებს ტაქიკარდია როდის არის საშიში და როდის მთავრდება ფატალურად?

Posted by: ქეთათო 10 Sep 2017, 10:30
zviadcardio
გამარჯობა, გავიკეთე 24 სტ.იანი ჰოლტერის ეკგ მონიტორინგი, რიცა დარღვეულიანძილის აპნეას 3 პარამეტრი ეს რაზე მიუთითებს? ზოგადად ტაქიკარდია და ე.წ ექსტარსისტოლები მაწუხებს ხოლმე, მაგრამ ამ ჰოლტერის დროს ტაქიკარდია არ მიგვრძნია, პულსის ჩავარდნა კი მქონდა და აისახა კვლევაზეც. პმ გიგზავნით ჰოლტერის პასუხს, იქნებ გადახედოთ, თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ამ ჰოლტერის პასუხით საჭიროა თუ არა მკურნალობა ან დამატებითი კვლევა?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 10 Sep 2017, 20:57
ketykety
მოგესალმებით. ეს კარდიოლოგიური განყოფილებაა.
ალბათ შეგეშალათ.

Jersey
ასეთი ამოვარდნის მიზეზი ბევრია. დაწყებული ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებიდან დამთავრებული ემოციებით
QUOTE
და მაინტერესებს ტაქიკარდია როდის არის საშიში და როდის მთავრდება ფატალურად?

ამის გასარჩევად კვალიფიციური კარდიოლოგიური ცოდნაა საჭირო. ორი სიტყვით ამის თქმა შეუძლებელია.

ქეთათო
აქ დარღვევები არის, მაგრამ საშიში არაფერია.
ეს არ არის სერიოზული პრობლემა.
პრაქტიკულად აკრძალეთ კოფეინი (ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა, პეპსი, შოკოლადი).
შეიმოწმეთ ფარისებრის ფუნქცია (TSH, FT4) და ელექტროლიტები (კალიუმი, მაგნიუმი) სისხლში.

Posted by: ქეთათო 10 Sep 2017, 21:23
zviadcardio
გაიხარეთ....
აქ ვნახე თქვენი რჩევები და შემოწმებული მაქვს, ყველაფერი რიგზეა smile.gif
ექოსკოპიაც მაქვს გადაღებული,
ანუ ამ პასუხით მკურნალობა მედიკამენტოზური არ არის აუცილებელი?
პ.ს შოკოლადს, პეპსის და კოკა-კოლას ხშირად არა მაგრამ მაინც მივირთმევsmile.gif
ჩაის ღია ფერს ვსვავ და ყავას საერთოდ არ ვსვავ smile.gif

Posted by: zviadcardio 11 Sep 2017, 00:12
ქეთათო
არა, მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი არ არის.
წარმატებები

Posted by: X2D3T9 11 Sep 2017, 16:26
გამარჯობა

ეს ორი დღეა გულზე გეგონება ტკივილი გამივლის რომ დავიტვირთებოდი მაგალითად ვივაჯრჯიშებდი მივლიდა
ადრეც მქონდა პერიოდულათ მალევე მივლიდა
მაგრამ დღეს დილიდანვე მაქვს ეს შეგრძნება თან ვატყობ მოვითენთე და მეძინება გულზე მჭირს რამე?
შეიძლება იცოდეთ ეს სიმპტომები რისი ბრალია

მადლობა

Posted by: zviadcardio 11 Sep 2017, 21:14
X2D3T9
თუ ვარჯიშისას ტკივილი ქრება მაღალი ალბათობით გულის ტკივილი არ არის.
ამ ინფორმაციით მეტის თქმა შეუძლებელია.

Posted by: X2D3T9 12 Sep 2017, 11:26
zviadcardio

კი ვარჯიშის დროს ქრება როდესაც გულზე მჭვალავს
დღეს გამიარა უკვე აღარ მაქვს
მოწევას გავანებე თავი რამოდენიმე თვეა
დალევითაც რამოდენიმე წელია არ ვსვავ მოკლედ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ
ალბათ ძველი "გრეხები" მახსენებს თავს biggrin.gif

Posted by: Tamara1988 12 Sep 2017, 12:49
გამარჯობათ კითხვა მაქვს კარდიოლოგთან. 16კვირის ორსული ვარ. რამდენიმე დღეა დამეწყო სასწაული გულის აჩქარება. არც სისუსტეს ვგრძნობ არც თავის ტკივილს უბრალოდ ისე მიცემს გული მგონია დამახრჩობს. ჩემ გენეკოლოგმა კარდიოლოგთან ვიზიტი მირჩია და რამდენად საშიშია ნაყოფისთვის?

Posted by: duduna18 12 Sep 2017, 20:24
გამარჯობა
მაქვს თანდაყოლილი გულის მანკი, მაგრამ არასდროს შევუწუხებივარ, არც ორსულობისას. მეორე დღეა პერიოდულად მიბუჟდება ენის წინა ნაწილი. შეიძლება გულის ბრალი იყოს? სხვა რა შემთხვევისთვისაა დამახასიათებელი ასეთი სიმპტომი?

Posted by: Sarti 12 Sep 2017, 21:38
გამარჯობა ბ-ნო ზვიად! რეზო ვარ ახალციხიდან გულის სტიმულიზატორით-----ეს ორი დღეა არითმიები დამეწყო, პერიოდულად გაკვრითი ტკივილებიც... დღეს სისხლის ანილიზი გავიკეთე ... აჩვენა: კალიუმი 6,0 საერთო ქოლესტერინი 3,08; დაბალი სიმკ. ლიპოპროტეინი 2,3 ; მაღალი სიმკ. ლიპოპროტეინი 0,78; ათეროგენების კოეფიციენტი 2,94 ტრიგლიცერიდები სისხლში 1,25; ამჟამად ატორისის ნაცვლად როზულუპს 20/10 ვსვამ/ არითმიის საწინააღმდეგოდ კორდარონი 200მგ-იანი დამინიშნეს - ელ.კარდიოგრამის გადაღება ვერ მოვასწარი... მადლობთ

* * *
ხო კიდევ, პროთრომბინის ინდექსი 75%
რეზო

Posted by: zviadcardio 12 Sep 2017, 23:32
Sarti
X2D3T9
ასე გავაგრძელოთ და ძველი "ცოდვებიც" დაგავიწყდებათ smile.gif

Tamara1988
უხშირესად ეს საშიში არ არის.
კარდიოლოგთან ვიზიტი საჭიროა

duduna18
არა ეს არ არის კავშირში მანკთან
არც საერთოდ გულის დაავადებებთნ


Sarti
კალიუმის ეს მონაცემი საეჭვოა.
ხვალ კიდევ გადაზომეთ კალიუმი და აგრეთვე კრეატინინი

Posted by: Sarti 14 Sep 2017, 22:15
საღამო მშვიდობის ბ-ნო ზვიად, კალიუმის გამეორებით ანალიზმა 6,18 აჩვენა...კრეატინინი 120,1
რეზო ახალციხე.

Posted by: zviadcardio 14 Sep 2017, 22:24
Sarti
კარდიოლოგთან კონსულტაცია საჭიროა.
დანიშნულებაში გარკვეული კორექტივების შეტანა საჭირო იქნება
თქვენნაირი პაციენტი კარდიოლოგთან 3-6 თვეში ერთხელ უნდა გადიოდეს კონსულტაციას.
ეს აუცილებელია.
თუ თბილისში ვერ შეძლებთ, მანდ მიბრძანდით კარდიოლოგთან.

Posted by: gains 18 Sep 2017, 22:48
zviadcardio

ბატონო ზვიად, თუ შესაძლებელია, რომ აღნიშნული ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა რომ შემიფასოთ ზოგადად.

წინა კარედის დეგენერაციასა და პროლაბირებასთან დაკავშირებული პრობლემა რამდენად სერიოზულია?

წინასწარ მადლობა.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: kobaia 19 Sep 2017, 14:22
გამარჯობათ , 21 წლია ვარ ბავშვობაში გულ-მკერდის არეში მომხვდა ბურთი და მას შემდეგ მარცხენა(გულის) მხარეს მკერდის კუნთი არ მეზრდება (ანუ მარჯვენა მხარე გამოწეულია მარცხენა ბრტყელი ) კარდიოლოგთან ვიყავი და ნორმაში მაქ ანუ ზუსტად არ ვიცი რა ქვია ამ გამოკვლევას ფეხებზე და ხელებზე რაგაც მომჭერი და გულზე "მისაწებებლებით" და ანუ მაინტერესებს მირჩევთ თუ არა ექო გადავიღო არც გული მაწუხებს და არც მკერდის არეში რამე ტკივილები მაქ მარა მკერდის კუნთის არგაზრსა მაშფოთებს (ნუ სუნთქვის უკმარისობა და ზოგადად სისუსტე მაქ ყველანაირი მარა ეს ჩიყვიდან არის გამოწვეული და ნერვოზიდან) მადლობა წინააწარრ

Posted by: Dr,mikheil.J 19 Sep 2017, 15:55
აღწერილ კვლევას ელექტროკარდიოგრაფია ქვია.
QUOTE
მკერდის კუნთის არგაზრსა მაშფოთებს
რამდენად აქტიურად იყენებთ მარცხენა ზედა კიდურს, ხართ თუ არა მკვეთრად მემარჯვენე? მკერდის მცირე და მკერდის დიდი კუნთის მოცულობითი გაზრდა მის ვაზკულარიზაციაზე სისხლმომარაგებაზე ინერვაციაზე და ფიზიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული. ნევროლოგთან კონსულტაცია არ იქნებოდა ურიგო.

Posted by: kobaia 19 Sep 2017, 18:02
სულ დამავიწყდა მიმეწერა რო ბიჭი ვარ :დ Dr,mikheil.J მადლობა, კიდურს ნორმალურად ვიყენებ . მემარჯვენე ვარ და რა თქმა უნდა მარჯვენა ხელს უკეთ ვხმარობ შედარებით ვიდრე მარცხენას მარა ანუ მარცხენა ხელთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს ასე ვთქვათ. ფიზიკურად აქტიური თითქმის არ ვარ დღეში მაქსიმუმ 25-30 ტუთი დავდივარ ფეხით (სადაც მივდივარ იქაც ვზივარ ძირითადად) ნევროლოგთან მივალ უბრალოდ იმის შიში მქონდა ნუ ადრე უფრო რო გულზე ხო არ მჭირდა რამე რადგან ბურთი მომხვდა და მკერდის კუნთ არ იზრდება მეგონა ან გულს ქონდა პრობლემა ან რაიმე დაზიანება იყო რავი ხო შეიძლება რამე გაბზარულიყო ან რამიმე ასეთ . ამ ინციდენტის შემდეგ 11-12 წელი მაინც გავიდა და რამე რო ყოფილიყო ალბათ შემაწუხებდა აქამდე მარა მაინც დასამშვიდებლად ხო არ გავიკეთო ექოსკოპია? (თუ ჩანს ექოსკოპიაზე მკერდის კუნტის ამგვარი დაზიანებები)
და ის დამოკიდებულებები რაც ჩამოთვალეთ რომლებიც მკერდის კუნთის გაზრდაზე არიან პასუხისმგებლები არამგონია მაგათი ბრალი იყოს მაშინ მარჯვენაც არ უნდა გაზრდილიყო .

Posted by: Dr,mikheil.J 19 Sep 2017, 22:11
QUOTE
და ის დამოკიდებულებები რაც ჩამოთვალეთ რომლებიც მკერდის კუნთის გაზრდაზე არიან პასუხისმგებლები არამგონია მაგათი ბრალი იყოს მაშინ მარჯვენაც არ უნდა გაზრდილიყო .

QUOTE

kobaia

რაც ჩავოვვალე სწორედ ეგ არის მიზეზი და განსხვავება მარჯვენა და მარცხენა მხარეს სწორედაც რომ ანატომურად განსხავებული სტრუქტურებია, სახელობითად იგივე სახელი აქვთ მაგრამ სხვადასხვა სისლძართვებია და ნევრვებით ხდება ინერვირება, :*
აფსოლიტურად იდენტური სხეულის ნაწილები არ არსებობს ბუნებაში. და მხოლოდ სიერნობით მკერდის კუნთის მოცუობის გაზრდას ვერ მოახერხებთ wink.gif

Posted by: tammmta1 20 Sep 2017, 10:57
ხომ არ იცით კარდიოლოგი ბინაზე გამოძახებით და ასევე ანალიზები(პროთრომბინი და ა.შ.) ბინაზე გამოძახებით რომელ კლინიკას აქვს და რა ღირს?

Posted by: winipux 22 Sep 2017, 20:16
გამარჯობათ.მაინტერესრბს ბავშვთა კარდიოლოგი თუ არის აქ ვინმე? ბიჭი არის 8 წლის აღენიშნება ციანოზი პირის ირგვლივ,სირბილის მერე ძირითადად,არ უჩუვის არც ქოშინს არც დაღლას..აქვს ოფლიანობა.გადავუღე კარდიოგრამა ექიმმა მარდიტონი დაუნიშნა ზარმაცი კუნთი აქვსო...1 თვის მერე ისევ ისეა...რა ვქნა?

Posted by: zviadcardio 22 Sep 2017, 20:34
gains
საშიში არაფერია.
3-6 თვეში ექო გაიმეორეთ.

kobaia
არ გინდათ ექო. ეს გულთან კავშირში არ არის.

tammmta1
არა. სამწუხაროდ არ შემიზლია რჩევა მოგცეთ.

winipux
ჯო ენში ან ბავშვთა რესპუბლიკურში უნდა მოიკითხოთ

Posted by: gramatikikina 27 Sep 2017, 12:04
zviadcardio
გამარჯობა ზვიად, დედაჩემს აქვს პულსი 45 ორი დღეა შეამჩნია. წნევა 130/80 ხან მეტი აქვს
გული მაწუხებდაო და ემკორს ვსვამდიო. ვიფიქრე მაგიტომ დაეწია. დღეს აღარ დაულევია და ისევ 45 აქვს
70 წლისაა, აქტიურია, მუშაობს და რას მირჩევდი?
ეხლა სასწრაფოდ რამით დახმარება საჭიროა გამოკვლევებამდე?

Posted by: zviadcardio 27 Sep 2017, 23:24
gramatikikina
სახლის პირობებში (თუ ეს რეალურად 45 პულსია) შეიძლება ერთჯერადად ზელენინას წვეთების მიღება.
თუმცა ამის გამოყენებას ხანგრძლივად არ გირჩევთ.
შემდეგი ნაბიჯი უკვე ეკგ, ექოკარდიოსკოპია და ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგია

Posted by: gains 29 Sep 2017, 10:28
QUOTE (zviadcardio @ 22 Sep 2017, 20:34 )
gains
საშიში არაფერია.
3-6 თვეში ექო გაიმეორეთ.


ყოველ 3-6 თვეში?

ისე, არის რაიმე საშიშროება, რომ ეგ პრობლემა გაუარესდეს? და ფიზიკური აქტივობა მოახდენს თუ არა ცუდ ზეგავლენას?

Posted by: zviadcardio 29 Sep 2017, 15:59
gains
არა, მხოლოდ ერთხელ.
ამის შემდეგ შეიძლება ბევრად იშვიათად 1-2 წელიწადში გაიმეოროთ.
QUOTE
ისე, არის რაიმე საშიშროება, რომ ეგ პრობლემა გაუარესდეს?

თითქმის არა.
QUOTE
ფიზიკური აქტივობა მოახდენს თუ არა ცუდ ზეგავლენას?

ზომიერი ფიზიკური აქტივობა არ მოახდენს გავლენას.

Posted by: gramatikikina 30 Sep 2017, 17:45
zviadcardio
მივართვი :დ მადლობა
მართლა 45 ჰქონდა დილით ხოლმე და საღამოსკენ უწევდა 55-მდე

Posted by: White_Shark 30 Sep 2017, 18:07
ზვიად გამარჯობათ ესეთი რაღაცას წავაწყდი
В случае частого своего возникновения экстрасистолии провоцируют возникновение хронической недостаточности почечного, церебрального и коронарного кровообращения. Самыми опасными считаются желудочковые экстрасистолии, потому как особенности их течения могут привести к развитию мерцания желудочков, что, в свою очередь, приводит к внезапному летальному исходу.

ანუ შეიძლება სადღაც ავტობუსში ან სამსახურში უცბად ფეხები გავფშიკო ? gigi.gif

Posted by: zviadcardio 30 Sep 2017, 18:23
gramatikikina
თუ ასეთი დაბალი პულსი კვლავ დაუფიქსირდება ის კვლევები (რაც დავწერეთ) და ექიმთან ვიზიტი საჭირო იქნება

RammShark1995
დაივიწყეთ, არასერიოზული ინფორმაციაა.
სტანდარტულად მხოლოდ ექსტრასისტოლური არითმია (თუ პაციენტს არ აქვს გულის იშემიური დაავადება და აქვს სტრუქტურულად ნორმალური გული) - საშიში არ არის

Posted by: papanwkuri 4 Oct 2017, 21:33
ბატონო ზვიად გამარჯობა.
დღეს უცებ ვიგრძენი გული ვერ მქონდა კარგად. პატარა ჩხვლეტები მქონდა. წნევა ფმგავისინჯე და დაბალი მქონდა 90-60ზე. ჩემი წნევაა(120-80). ნახევარი საათის შემდეგ გამისინჯეს და 140-90ზე მქონდა. შემდეგ 15 წუთში გამისინჯეს და 120-60ზე.
ეს ცვალებადობა მოკლე დროში სახიფათო ხომ არაა?
ასაკი - 25 წლის.
სქესი - მამრობითი.

Posted by: piko1989 4 Oct 2017, 21:56
გამარჯობათ იციტ რა მაინტერესებს? როცა 24 წლის გოგონა სიმარლით 147 იწონის 39 კილოგრამს ეს შეიძლება რაიმე დაავადების მანიშნებელი იყოს? და რა ანალიზების ჩაბარებას გვირჩევდით?
ბოდიში თუ არათემატური კითხვა დავსვი

Posted by: zviadcardio 4 Oct 2017, 23:36
papanwkuri
საშიში არ არის. ასეთი რამ ძირითადად ემოციების, სტრესის შედეგია.

piko1989
ენდოკრინოლოგს უნდა კითხოთ.

Posted by: piko1989 5 Oct 2017, 00:20
zviadcardio
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: Jimi Hendrix 5 Oct 2017, 17:58
zviadcardio
გამარჯობათ, ეს ბოლო დრო 6 დღე ვიყავი ცუდად, რაღაცამ მომწამლა, სიცხე მქონდა. მიუხედავად ამისა საჭმელ სასმელს სულ ვსვამდი. დღეს გავედი ვიარე სადღაც კილომეტრი, ჩქარი ნაბიჯით როფორც დავდივარ ხოლმე და შუა სიარულისას ვიგრძენი რომ ვეღარ ვსუნთქავდი, გავბრუვდი და გულში დამეწყო რაღაც ჩხვლეტები ოღონდ ძალიან მტკივნეული არ ყოფილა. იმის შემდეგ რომოვედი სახლში ვჭამე და მაქ nausea სისავსის შეგრძნება, და გულძმარვასავით. ეხაც მიჭირს სუნთქვა, კონკრეტულად ცხვირში ვგრძნობ რაღაც გაჭედვას და პერიოდულა კუჭის არეში და გულის არეში ასევე ნეკნებთან მწიწკნის და მივაკითხო ექიმს? საშიშია მგონია sad.gif(

Posted by: White_Shark 5 Oct 2017, 20:07
zviadcardio
დიდი მადლობა პასუხისთვის

papanwkuri
მეც მაქვს მომენტებში ეგ ჩხვლეტები და ასე მგონია ვსო ვიბრიდები :დ

Posted by: zviadcardio 6 Oct 2017, 20:36
Jimi Hendrix
ეს კარდიოლოგიური პრობლემა არ არის. ალიმენტურ ინტოქსიკაციას გავს
RammShark1995
არაფრის, წარმატებები

Posted by: goniashvili 8 Oct 2017, 15:47
ვარ 23 წლის კაცი ლამის ყოველ ხუთ წუთში მაქ გულის ფრიალი, ჩხვლეტა და გახშირებული ცემა მგონია ვკვდები , არანაირი ინფექცია არ მქონია სტრესიც ძალზე იშვიათად , რა ვქნა?

Posted by: zviadcardio 8 Oct 2017, 23:17
goniashvili
გავაკეთოთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი (გამოკვლევაა ასეთი). ეს იტყვის, რეალურად არის გულის პრობლემა თუ ემოციების ბრალია.
მერე გვეცოდინება სად წავიდეთ და ვის მივმართოთ

Posted by: White_Shark 8 Oct 2017, 23:30
ისე მეც არ მაწყენდა მაგის გაკეთება ყოველი შემთხვევისთვის ისე
ისე ექსოსკოპია მაქვს გადაღებული და ცოტა წინაგულების გადიდებაო მსუბუქიო და ზვიად რას ფიქრობთ საშიშია ეს ?

Posted by: zviadcardio 9 Oct 2017, 20:49
RammShark1995
QUOTE
ისე ექსოსკოპია მაქვს გადაღებული და ცოტა წინაგულების გადიდებაო მსუბუქიო და ზვიად რას ფიქრობთ საშიშია ეს ?

არა, ეს საშიში არ არის.

Posted by: nikolsona 17 Oct 2017, 09:20
zviadcardio
ბატონო ზვიად, ერთი შეკითხვა მაქვს, პერიოდულად მაქვს ტკივილები გულის არეში. ხან ამტკივდება და გადამივლის მალევე. მერე არც მახსოვს რომ მტკიოდა ოდესმე რამე. ქვედა ნაწილში, გული სად არის მანდ. ძლიერი სტრესი გადავიტანე. მერე სულ დანერვოზებული დავდიოდი საკმაოდ ბევრი ხანი. გულს ახასიათებს ასეთი ტკივილი? რამე საშიშია?
სხვა არაფერი მაწუხებს. თიესეიჩი მქონდა ნორმაზე დაბალი (თიროქსინის ზედმეტი დოზით) მერე დავანებებ თავი ისევ მაღალი მოკლედ დოზა სანამ შემირჩიეს ასე დახტოდა. სხვა არაფერი მაწუხებს. შიშის გარდა რომ რამე მომივა )))) კიდევ როცა ვიძინებ მქონია რომ გული მიმდის და ძალით ვიფხიზლებ თავს. ბოლოს რომ ჩამეძნება უკვე არაფერი მაწუხებს.
გულის არეში შეიძლება ხანდახან ასეთი წამოტკივება იყოს რამე დაავადების ნიშანი?

Posted by: zviadcardio 17 Oct 2017, 15:44
nikolsona
მაღალი ალბათობით ეს სტრესის, ემოციების ბრალია.
პირველ რიგში ნევროლოგთან ვიზიტს გირჩევთ

Posted by: nikolsona 17 Oct 2017, 15:59
zviadcardio
გმადლობთ, ანუ გულის არეში ტკივილი (ქვედა ნაწილია, ვიცი სადაც არის )))) როგორც მე ავღწერე, პერიოდული, მაგალითად დილით მტკიოდა ოდნავ, მერე დაახლოებით 2-3 საათში, ოდნავ, იმის მერე არ შევუწუხებივარ. ეს გული არ შეიძლება იყოს რეალურად? ამ ადგილას შეიძლება იყოს ნევროლოგია?

Posted by: White_Shark 17 Oct 2017, 18:58
ზვიად გამარჯობათ რითმი რო ყოველ მესამე დარტყმაზე ჩერდება ? ეს ექსტრასისტოლაა ხო ?
ანუ საგანგაშო არ არის ხო ? gigi.gif
და ზოგადად სტრესმა და ნერვილუბამ შეიძლება ეს გამოიწვიოს ?

Posted by: medea13 17 Oct 2017, 19:58
გულის შეტევის დროს რა პირველადი დახმარება შეიძლება გაეწიოს ადამიანს?
დღეს შევესწარი 88 ავტობუსში გარდაცვლილა მგზავრი, ახლა გავიგე მეტროშიც ამავე მიზეზით გარდაცვლილა კაცი და დამაინტერესა სანამ სასწრაფო მოვა თუ შესაძლებელია რაიმეთი დახმარება?

Posted by: zviadcardio 17 Oct 2017, 23:26
nikolsona
დიახ შეიძლება ეს იყოს ნევროლოგიური მიზეზით
100% ით ამის თქმა მხოლოდ მონაყოლით შეუძლებელია, თუმცა მაღალი ალბათობით ასეა


RammShark1995
საგანგაშო არ არის. კი ექსტრასისტოლიაა.
თუმცა ალბათ მაინც ჯობს თუ სათანადო კვლევებს ჩაიტარებთ

medea13
თუ ეს უეცარი კარდიული სიკვდილია, რეალურად დეფიბრილატორის გარეშე ვერ მიეხმარებით.
გარკვეული აზრი აქვს გულ ფილტვის რეანიმაციას (ხელოვნურ მასაჟს), ვიდრე დეფიბრილატორს მოიტანს სასწრაფო

Posted by: nikolsona 18 Oct 2017, 08:59
zviadcardio
ძალიან დიდი მადლობა პასუხისათვის smile.gif

Posted by: HaruHaru 18 Oct 2017, 16:17
ესეიგი, ბოლო ერთი წელია ვამჩნევ ასეთ რამეს, არაფერს რომ არ ვაკეთებ,სრულიამ მშვიდად ვარ, ან უბრალოდ დავდივარ, გული ამომივარდება ხოლმე, 2 მაგარ დარყმას ვიგრძნობ და მერე ჩვეულებროვ წყნარდება, ძალიან მაშინებს ეს ყველაფერი, კარდიოგრამა გადავიღე, არანაირი ცვლილებები, ჩიყვი გამკვიკვლიე და არც ეგ არის. თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: White_Shark 18 Oct 2017, 16:50
HaruHaru
მგონი ფან კლუბში მოგიწევს გაწევრიანება ჩვენთან biggrin.gif

Posted by: HaruHaru 18 Oct 2017, 17:05
RammShark1995
გავწევრიანდები lol.gif

Posted by: zviadcardio 19 Oct 2017, 20:54
HaruHaru
ძალიან მაღალი ალბათობით ექსტრასისტოლური არითმია გაქვთ.
ეს არითმია უხშირესად საშიში არ არის.
თუ ეს შეგრძნება პრაქტიკულად ყოველდღიურად გაქვთ, აზრი აქვს ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგის გაკეთებას რომელიც გვეტყვის თუ რა გაწუხებთ რეალურად.
წარმატებები

Posted by: HaruHaru 20 Oct 2017, 11:23
zviadcardio
მადლობა რჩევისთვის

Posted by: mariooo 25 Oct 2017, 15:54
zviadcardio


გამარჯობა ბატონო ზვიად, სანამ ჩემს თერაპევტს მივუტან გამოკვლევის პასუხებს (ანუ პარასკევამდე), შეიძლება პანიკური შეტევებისგან გარდავიცვალო smile.gif კეფაზე პერიოდულად (დღეს და ადრეც მქონია ერთი ორჯერ) პულსაციასავით გამიელვებს ხოლმე და კი არ მტკივა ძალიან, უფრო მაშინებს ეს შეგრძნება sad.gif თავის ტვინის mri გაკეთებული მაქვს და ყველაფერი ნორმაში გაქვსო.
რამდენიმე კვლევა ჩავიტარე და მხოლოდ ექსტრა ინტრაკრანიული სისხლძარღვების დუპლექს სკანირებაზე აღმომაჩნდა პრობლემა.
თუ შეიძლება მითხარით სკალენუს-სინდრომი რამდენად ცუდი დიაგნოზია?
დასკვნაში ეს წერია: ექსტრაკრანიული კაროტიდული სისტემა ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პათოლოგიის გარეშე; ნაკადის სიჩქარის მატება (სპაზმის ტენდენცია) ორივე შუა ცერებრულ არტერიაში; ვერტებრული არტერიების დეფორმაცია, ზომიერი ექსტრავაზალური კომპრესია თავის როტირებისას; ინტრაკრანიული ვენური დატვირთვა. გულმკერდიდან გამოსვლის სინდრომი.

პ.ს. სქესი - მდედრ. ასაკი - 41

წინასწარ გმადლობთ.

პ.ს. მართალი გითხრათ ვერ გავერკვიე რომელ ექიმს ეკუთვნის ეს შEკითხვა და მეც ვინაიდან დიაგნოზში სიტყვა გულმკერდი ფიგურირებს, თქვენ მოგმართავთ smile.gif

Posted by: zviadcardio 25 Oct 2017, 21:08
mariooo
მოგესალმებით.
მე არ მეკუთვნის
უხშირესად ასეთი დიაგნოზის დროს საშიში არაფერია.
თქვენი ექიმის გან მიიღებთ სათანადო რეკომენდაციებს და ეს შეასრულეთ

Posted by: malaktavus 26 Oct 2017, 01:23
გული მივარტყი . მაგიდის კუთხეს. უკვე ერთი კვირა. და მაინც. ცოტა მტკივა................. მივმართო ექიმს?

Posted by: mariooo 26 Oct 2017, 20:23
zviadcardio


მადლობა პასუხისთვისsmile.gif

Posted by: zviadcardio 26 Oct 2017, 21:36
malaktavus
ეს ადგილობრივი ტკივილია, კუნთის ან ნეკნის.
გული არაფერ შუაშია.
წაისვით რომელიმე არასტეროიდული მალამო მაგალითად ფასტუმ-გელი ან ტრაუმელი დღეში 2-3 ჯერ მტკივნეულ მიდამოში თუ 3-4 დღეში არ გაგიარათ მაშინ მიმართეთ ექიმს.

Posted by: tamu_tamuna 30 Oct 2017, 15:20
გამარჯობა. ვარ 38 კვირის ორსული.
ჩემი წნევაა 100 70 ზე. 5 ითაც თუ მეცვლება ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ბოლო დროს 120 , 125 ზე ამდის ნიფედიპინი დამინიშნეს. წნევას უცებ მიგდებს მაგრამ გულზე ძალიან დიდი დისკომფორტი მაქ. თითქოს ქვები გადევსო და ჰაერი არ ჩადის ფილტვებამდე სუნთქვა მიჭირს.
კარდიოგრამა ხომ არ მჭირდება ? რაღაც მეშინია მშობიარობის დროს გულზე არ შემექმნას პრობლემა.

Posted by: gvarjila18 30 Oct 2017, 22:32
QUOTE (tamu_tamuna @ 30 Oct 2017, 15:20 )
გამარჯობა. ვარ 38 კვირის ორსული.
ჩემი წნევაა 100 70 ზე. 5 ითაც თუ მეცვლება ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ბოლო დროს 120 , 125 ზე ამდის ნიფედიპინი დამინიშნეს. წნევას უცებ მიგდებს მაგრამ გულზე ძალიან დიდი დისკომფორტი მაქ. თითქოს ქვები გადევსო და ჰაერი არ ჩადის ფილტვებამდე სუნთქვა მიჭირს.
კარდიოგრამა ხომ არ მჭირდება ? რაღაც მეშინია მშობიარობის დროს გულზე არ შემექმნას პრობლემა.

თქვენი ხნის ორსულობისთვის ეს ფიზიოლოგიურ ნორმად შეიძლება ჩაითვალოს იმიტომ რომ როცა მუცელი ზომებში იმატებს დიაფრაგმა რომელიც წარმოადგენს ერთგვარ საზღვარს გულმკერდის ღრუსა და მუცლის ღრუს შორის მაღლა იწევს თუმცა მშობიარობამდე კარდიოგრამა და გულის ექოსკოპია წაგადგებოდათ.ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: papanwkuri 31 Oct 2017, 10:12
გამარჯობა ბატონო ზვიად.
ნაღვლის ბუშტმა გულის აჩქარება ან წნევები იცის?
ორი დღეა გული მაქვს აჩქარებული საგრძნობლად. 25 წლის ბიჭი ვარ.
წნევა გავსინჯე და ნორმალური მაქვს 120-70.
მადლობა.
* * *
მომენტებში სუნთქვაც მიჭირს. ს

Posted by: Tamara1988 31 Oct 2017, 15:25
კარდილოგის რჩევა მჭირდებაა. 23კვირის ორსული ვარ..ვიყავი კარდიოლოგთან და დამიდგინდა ორსულთა არითმია ტახიკარდია. დამინიშნა ეგილოკი 50მგ.წნევა 120/90 ამდის და ცუდად ვგრძნობ თავს. გთხოვთ მიპასუხოთ ორსულობის ბოლომდე თუ შეიძლება ამ წამლის მიღება და ნაყოფზე რამე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება? მადლობა წინასწარ.

Posted by: zviadcardio 31 Oct 2017, 21:45
papanwkuri
მხოლოდ თეორიულად, იშვიათად შეიძლება ეს მოხდეს.
უფრო ხშირად ამის მიზეზი ემოციებია

Tamara1988
მეტოპროლოლს (ეგილოკს) ფეხმძიმობის დროს C კატეგორია აქვს.
ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან საშიში წამალი არ არის, მაგრამ არც ბოლომდე უსაფრთხოა.
დანარჩენი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ

Posted by: Katkatusa 1 Nov 2017, 09:03
გამარჯობა, დილით გამეღვიძა ასე ვთქვათ ცუდათ, შინაგანად რაღაცნაირად ვიყავი, პულსიც აჩქარებული მქონდა,გავიარე-გამოვიარე და რომ დავჯექი პულსი თითქოს ჩაწყნარდა, რომ ვდგებოდი ისევ მიჩქარდებოდა, რომ დავჯექი ისევ წამომიარა შინაგანად რაღაცამ თითქოს თავშიც და გულშიც რაღაც დატრიალდა და მეგონა რომ ავდგებოდი გული წამივიდოდა, გავისინჯე წნევა და ნორმაში მქონდა, ეს პულსიც ხან უცებ ამიჩქარდებოდა ცოტახნით მერე თითქოს დაწყნარდებოდა, ცოტახანში გადამიარა ამ შეგრძნებებმა მაგრამ შინაგანად თითქოს მაინც ვერ ვარ და მაინც ხან წამომივლის ხოლმე რაღაც. თავში და გულში თითქოს ჰაერივით დატრიალდა რაღაცაო, ვერც ვხსვნი ისეთი სიმპტომია

Posted by: White_Shark 1 Nov 2017, 09:14
Katkatusa
ნევროზთან როგორ ხარ ?
შფოთვითი გაღვიძებას გავს

Posted by: gvarjila18 2 Nov 2017, 00:47
QUOTE (Katkatusa @ 1 Nov 2017, 09:03 )
გამარჯობა, დილით გამეღვიძა ასე ვთქვათ ცუდათ, შინაგანად რაღაცნაირად ვიყავი, პულსიც აჩქარებული მქონდა,გავიარე-გამოვიარე და რომ დავჯექი პულსი თითქოს ჩაწყნარდა, რომ ვდგებოდი ისევ მიჩქარდებოდა, რომ დავჯექი ისევ წამომიარა შინაგანად რაღაცამ თითქოს თავშიც და გულშიც რაღაც დატრიალდა და მეგონა რომ ავდგებოდი გული წამივიდოდა, გავისინჯე წნევა და ნორმაში მქონდა, ეს პულსიც ხან უცებ ამიჩქარდებოდა ცოტახნით მერე თითქოს დაწყნარდებოდა, ცოტახანში გადამიარა ამ შეგრძნებებმა მაგრამ შინაგანად თითქოს მაინც ვერ ვარ და მაინც ხან წამომივლის ხოლმე რაღაც. თავში და გულში თითქოს ჰაერივით დატრიალდა რაღაცაო, ვერც ვხსვნი ისეთი სიმპტომია

თუ პულსი,წნევა და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია,ვერცერთი ზემოთჩამოთვლილი სიმპტომი ერჯერადად სიცოცხლისთვის საშიშს ვერ წარმოადგენს ვერაფერს.ისე ასაკი,სქესი და რა დროს იძინებ და რა დროს იღვიძებ ასევე სოციალურ ქსელის მოხმარების ხანგრძლივობა საინტერსოა

Posted by: Sean 2 Nov 2017, 19:59
zviadcardio
ბატონო ზვიად

ბოლო დღეებია გულის მოვლითი ტკივილები მაქვს, გუშინ ღამეც გამაღვიძა, ამტკივდება და უცებ ქრება

ბოლოს ორი წლის წინ მაქვს გული გამოკვლეული, და ისეთი არაფერი იყო

ფარისებრი და სხვა ყველაფერი გამორიცხულია, ალბათ ხელახლა გამოკვლევა არის ხო აუცილებელი

ხო კიდევ წნევა მაქვს ბოლო დროს დაბალი, 90/60

Posted by: Katkatusa 2 Nov 2017, 21:59
gvarjila18
სოციალურ ქსელზე მაგრად ვარ "შემჯდარი"
პულსი მაქვს ხოლმე აჩქარებული ხან უცებ წააყრის ხან ნორმაშია და რომ მგონია ნორმაშია ისევ წააყრის ხოლმე facepalm.gif მაგრამ, ხშირ შემთხვევაში თავისით დგება ნორმაში

Posted by: zviadcardio 2 Nov 2017, 22:27
Sean
ასეთი ხასიათის ტკივილის მიზეზი როგორც წესი გული არ არის.
შესაძლოა ადგილობრივი მიზეზი (ნერვი, კუნთი), ხერხემალი ან ემოცია იყოს.
თუ გაგრძელდა და არ გაგიარათ, დამატებითი უსაფრთხოებისთვის კვლავ ჩაიტარეთ კარდიოლოგიური კვლევები.
ვიმეორებ რომ ეს დისკომფორტი უდიდესი ალბათობით გულს არ უნდა უკავშირდებოდეს

Posted by: Sean 2 Nov 2017, 22:57
zviadcardio
მადლობა

მიტრალურმა პროლაფსმა იცისო ეგეთი ტკივილიო წავიკითხე და მაგიტომ შემეშინდა უფრო, ეგ მაქვს თანდაყოლილი, მაგრამ სიცოცხლისთვის არა საშიში

მაგრამ მე უფრო გაციებას ვუკავშირებ, თუ არ გამიარა კი გავიმეორებ მერე კვლევებს სხვა რა გზაა

Posted by: zviadcardio 2 Nov 2017, 23:41
Sean
არა, პროლაფსით გამოწვეული ტკივილი დაივიწყეთ.
მაგის ბრალი არ არის

Posted by: gamer17 4 Nov 2017, 17:11
გამარჯობა, ვარ 27 წლის მამაკაცი, ბავშვობიდან (1 კლასიდან) მაქვს პაროქსიზმული ტაქიკარდია,მაინტერესებს საქართველოში თუ ტარდება ამ სენის მოსაშორებელი ოპერაცია https://en.wikipedia.org/wiki/Radiofrequency_ablation და თუ შეიძლება რომ იმედი მქონდეს ჯანდაცვისგან ოპერაციის ღირებულების დაფინანსების(ნაწილობრივ) იმედი.

Posted by: zviadcardio 6 Nov 2017, 00:52
gamer17
მოგესალმებით.
რა თქმა უნდა კეთდება აბლაცია და უდიდესი ალბათობით ამ პრობლემას საბოლოოდ მოგიგვარებთ.
დეტალური ინფორმაცია ამ დაავადების და მისი აბლაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.RitmArt.ge
საყოველთაო ჯანდაცვა ამ ასაკში არ აფინანსებს აბლაციას, თუმცა სხვა გზებით გარკვეული დაფინანსების მიღება შესაძლებელია.


Posted by: simebi 6 Nov 2017, 19:22
გამარჯობათ. რაღაცნაირი "გულის ხვრინვის" (ხახუნის) შეგრძნება მაქვს და რისი სიმპტომი შეიძლება იყოს? და რისი ბრალი?

Posted by: zviadcardio 6 Nov 2017, 19:54
simebi
ასეთი ჩივილი კლასიკურად გულს არ ახასიათებს.
ძნელი სათქმელია რა არის მიზეზი.
შესაძლოა აღქმის გაძლიერების ანუ ემოციების/სტრესის ბრალი იყოს

Posted by: simebi 6 Nov 2017, 19:56
zviadcardio
QUOTE
შესაძლოა აღქმის გაძლიერების ანუ ემოციების/სტრესის ბრალი იყოს

ეგ მომენტი არის კი

მამენტ ეხლა რომ დავუკვირდი გულთან რატომ გავაიგივე არვიცი, მარცხენა მხარეს მაქვს ხოლმე სუნთქვის დროს.. შეიძლება ფილტვთან იყოს დაკავშირებული?

Posted by: papanwkuri 7 Nov 2017, 00:03
გამარჯობა.
ბოლო ერთი კვირაა ყოველდღე ვერ ვარ კარგად. საქმე იმაშია, რომ სინთქვის პრობლემა მაქვს(არასტაბილური სინთქვა, რომელიც აქამდევ მქონდა შიგადაშიგ. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ამასთან ერთან გული მაწუხებს და სისუსტე მაქვს თითქმის მთელი დღე ორგანოზმში. დღეს მაგალითად იცებ გულზე გამჭვალა მის მერე მთელი დღე გული აფრიალებული მქონდა, თვალები ჩამიწითლდა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მქონდა მსუბიქი თავბრუსხვევა და არასტაბილური სუნთქვა. მაგრამ ყველაზე ძაან რაც მაშინებს ეს არის გულის ამოვარდნები. როდესაც გულზე სიმძიმესავით შეგრძნება მაქვს ხანდახან ვიგრძნობ გული როგორ ამომივარდება, უცებ ამოარტყავს, რითმს დაკარგავს და ჩადგება კალაპოტში, ამ დროს სისუსტეა ვგრძნობ ორგანიზმში. რამდენჯერმე გულზე ხელი რომ დავიდე არასწორედ ამოარტყა ძლიერად(მძიმედ). სამოყვარულო სპორტით აქრიურად ვარ დაკავებუკი, თამაშის დროსაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. არ ვიცი რა ვქნა გულზე ექოსკოპია გადავიღე ზაფხულში და არაფერი არ მქონდა. 25 წლის ვარ. მადლობა.
* * *
ბატონო ზვიად, რაც მთავარია, ამ დროს როდესაც ცუდად ვხდები და თავბრუ მეხვევა ფერი არ მაქვს სახეზე. არაერთხელ უთქვამთ თანამშრომლებს, რომ ფერო არ მედო, ამ დრპს მე თავს კარგად ვერ ვგძნობ ხოლმე.

Posted by: clemente 7 Nov 2017, 17:00
ქრონიკულად დაბალი წნევა რისი ბრალი შეიძლება იყოს?

ცუდი სუნთქვა მაქ და შეიძლება ეგ იყოს გამომწვევი ჰაერი რო არ მიეწოდება?

Posted by: papanwkuri 7 Nov 2017, 19:44
დღეს კიდევ უფრო გამიხშირდა ამოვარდბები. დაახლოებით 40 წუთში ერთხელ მაქვს, 5 წუთის განმავლობაში 1-2 ამოვარდნას მაინც აკეთებს.არ ვიცი კარდიოლოგს მივმართო თუ არა, როგორც ზემოთ ავღნიშნე ზაფხულში ექოსკოპია და კარდიოგრამა გადავიღე, არაფერი იყო. შარშან 24 საათიანი ჰოლტერი გამიკეთეს და ექსტრასისტოლები იყო ცოტა.

Posted by: MeandBeer 8 Nov 2017, 15:47
გამარჯობა,
გუშინ დილით რო გავიღვიძე იმის მერე თავის პატარა მოძრაობაზეც კი ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს, თავბრუ მეხვევა. მოძრაობა ასე თუ ისე შემიძლია მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებაა, გუშინ მთელი დღე მადა არ მქონდა და საღამოს ცოტა როგორც კი შევჭამე 20-25 წუთში მაღებინა. დღესაც თავბრუ მეხვევა, შედარებით ნაკლებად მაგრამ მაინც. სავარაუდოდ დაბალი წნევა უნდა მქონდეს(?!). 20 წლის ვარ და ესეთი შეგრძნება პირველად მაქვს

Posted by: zviadcardio 8 Nov 2017, 19:08
simebi
ვფიქრობ მხოლოდ ემოციებია ამ შეგრძნების მიზეზი.

papanwkuri
გაიკეთეთ (გაიმეორეთ) 48სთ ჰოლტერი, კალიუმის და TSH-ის ანალიზი

clemente
ბევრი მიზეზი აქვს.
ჯანმრთელ ადამიანებთან ყველაზე ხშირი მიზეზი სითხის არასაკმარისი მიღებაა.
მიიღეთ 1,5ლ გაზგაცლილი მინერალური წყალი ყოველდღიურად 15-20 დღის განმავლობაში და სერიოზულ შეღავათს იგრთნობთ

MeandBeer
წნევა უნდა ნახოთ. თუ მართლაც დაბალია აქტიურად მიიღეთ სითხე.
თუ წნევა ნორმალურია მაშინ ეს ვერტებრო-ბაზილური უკმარისობაა და ნევროლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.
საშიში არაფერია, სწრაფად მოგვარებადი საკითხია

Posted by: papanwkuri 8 Nov 2017, 20:03
მადლობა. და ეს ამოვარდბები რამდენად შეიძლება დაკავშირებული იყოს გადაღლილობასთან და სტრესთან. ან თუ შეიძლება საყლაპავი მილის თიაქარი იყოს დაკავშირებული?
შაბათს ვაპირებ 24 საათიანის გაკეთებას და სპორტული დატვირთვა რომ ვივიღო შაბათამდე რამდენად საშიშია! smile.gif

Posted by: GURAMI2 8 Nov 2017, 20:27
რომელ ექიმთან მივიდეთ მაღალი წნევის დროს და რომელ კლინიკაში? პოლიკლინიკაში არ ღირს მისვლა მხოლიდ წნევის მარეგულირებელი დაუნიშნეს და არ შველის 200 ზევით აქვს თუ მარეგულირებელი არ მიიღო.

Posted by: zviadcardio 8 Nov 2017, 23:15
papanwkuri
საყლაპავის თიაქარი მიზეზი ვერ იქნება, პროვოკატორი შეიძლება იყოს.
საშიში არ არის, თუმცა სპორტულ დატვირთვას გამოკვლევებამდე არ გირჩევთ

GURAMI2
კარდიოლოგთან, ნებისმიერ დიდ კლინიკაში

Posted by: MeandBeer 9 Nov 2017, 01:23
zviadcardio
გმადლობთ. წინა დღეს სანამ ეს ჩვენებები დამეწყებოდა კისერი მქონდა გაშეშებული და შეიძლება რამე კავშირში იყოს?

Posted by: White_Shark 9 Nov 2017, 11:45
სალამი მამაჩემის თხოვნით გწერთ
ლორისტას სვამს ყოველდღე მაგრამ ბოლო დროს დილით რო დგება რო იზომავს მაღალი აქვს მაინც
რისი ბრლია ? სეზონის თუ წამალი აღარ მოქმედებს ?

Posted by: clemente 9 Nov 2017, 13:33
zviadcardio
წყალს ვსვსამ დაახლოვებით 3 ლიტრს ყოველ დღე, ჩემ შემთხვევაში არამგონია ეგ იყოს

სუნთქვაზე იმიტო ვიკითხე რო ცალი ნესტოდან ვსუნთქავ ძირითადად და თუ ეგ შეიძლება იყოს გამომწვევი ოპერაციაზე ხო არ დავფიქრდე

Posted by: vatexa2020 10 Nov 2017, 12:24
clemente
ოპერაცია გავიკეთე ძგიდის მეც მიჭირდა სუნთქვა და თავის ტკივილი მაქვს ისევ დაბალი წნევისგან გამოწვეული და მეც ბევრ წყალს ვსვამ მაგრამ შედეგი არ აქვს რა მოვუხერხო არ ვიცი
* * *
და მაინტერესებს შესაძლებელია დაბალი წნევა იყო საფეთქლებთან ტკივილის მიზეზი ?

Posted by: clemente 10 Nov 2017, 16:23
vatexa2020
მეც მაქვს ეგ თავის ტკივილი და მაგას ვაბრალებ, სხვა აღარ ვიცი რას დავაბრალო

დიდი ხანია გაიკეთე ოპერაცია? და არაფერი არ შეიცვალა საერთოდ იმის მერე?

Posted by: zviadcardio 10 Nov 2017, 23:46
MeandBeer
შესაძლოა ნაწილობრივ ამანაც შეუწყო ხელი

RammShark1995
თუ შეიძლება დაწერეთ რომელ ლორისტას სვამს, რა დოზიანს და რამდენჯერ დღეში
ზოგადა სეზონურადაც შეიძლება დაირღვეს წნევა

vatexa2020
QUOTE
და მაინტერესებს შესაძლებელია დაბალი წნევა იყო საფეთქლებთან ტკივილის მიზეზი ?

არ არის კლასიკური ნიშანი, თუმცა შეიძლება.

clemente
ამ ოპერაციით წნევის ამბავი არ შეიცვლება.
ზოგადად თუ გასაკეთებელია, აჯობებეს გაიკეთოთ

Posted by: White_Shark 11 Nov 2017, 00:23
zviadcardio
ლორისტა ჰდ ს სვამს 100მგ/25 ზე ასე აწერია
დღეში ერთი აბი დილით
და არ მშველისო ამბობს

Posted by: vatexa2020 11 Nov 2017, 16:00
clemente
3 კვირაა რაც გავიკეთე და ექიმმა შუბლის ტკივილი იცის ნაოპერაციებმაო და მე მტკივა მაინც საფეთქლებიც და მეძაბება რაღაცნაირად შიგნიდან
* * *
zviadcardio
რამ შეიძლება გამოიწვიოს საფეთქლების ტკივილი ? თითქოს მოხოცვისას მაგ ადგილში სპაზმას ვგრძნობ და წარბებს რო აათამაშებ აი მაშინაც იგრძნობა საფეთქლების დაძაბულობა და მირჩიოთ იქნებ რამე ?

Posted by: zviadcardio 11 Nov 2017, 20:48
vatexa2020
ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს.
მათ შორის ადგილობრივი ნერვის ან კუნთის პრობლემა.
თუ გაგრძელდა ნევროლოგს დაელაპარაკეთ
* * *
RammShark1995
PM შეამოწმეთ

Posted by: White_Shark 11 Nov 2017, 22:19
zviadcardio
ვნახე დიდი მადლობა smile.gif

Posted by: zviadcardio 11 Nov 2017, 22:49
RammShark1995
You are welcome smile.gif

Posted by: vatexa2020 12 Nov 2017, 00:28
zviadcardio
გულისხმობთ შესაძლებელია ნერვების ბრალი იყოს ?

Posted by: zviadcardio 12 Nov 2017, 02:08
vatexa2020
არა, მაგრამ მაგ ზონაში ტკივილი შესაძლოა კუნთის ან ნერვის ანთებამაც გამოიწვიოს.

Posted by: Katkatusa 12 Nov 2017, 10:09
გამრჯობა, დილით ავდექი ჩვეულევრივ ვიყავი, უცებ რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, წამოვლით, თითქოს გული გადაგიქანდაო, შინაგანად კი ვარ ასე ვთქვათ ჯანზე მაგრმ ეს სიმპტომი უცებ მადუნებს, გავიზომე წნევა სამჯერ და მქონდა 110/70 1
100/70 ბოლოს 90/70 ზე დედას გავაზომინე წნევა ხა მითხრა 90/60 ზე გაქვსო, ვისაუზმე და დაახლოებით პირველი გაზომვიდან 10 წუთში გავიზომე და 110/70, 100/60 ზე მქონდა, ამ წნევაზე ასე ვთქვათ არ მაქვს ხოლმე დისკომორტი, მაგრამ ამ სიმტომმა მაიმც არ გაიარა, თავში რაღაც წამომივლის ხოლმე, ხან უცებ გადამივლის ხან ცოტა გაგრძელდება ხოლმე, და ასევე გულიც გეგონება სუსტად გაქვს გულიო, ზოგადად სურდო მაქვს და ლიმნიან ჩაის და ნაზივინის წვეთებს ვიყენებ, ეს 90 ზე არ დამიწევდა ალბათ წნევას. ამჯერად წნევა ნორნაშია მაგრამ დისკომფორტი მაინც მაქვს, და თან ასე ბევრჯერ რომ გაიზომავ და 90 ს ხან აჩვენებს ხან არა რისი ბრალია5

Posted by: 7903251 12 Nov 2017, 14:02
ბ-ნო ზვიად გამარჯობა,

გახშირდა ექიმების მიერ ორნაკარდის დანიშვნა. როგორც მახსოვს, სკეპტიკურად ხართ განწყობილი ამ პრეპარატის მიმართ. ანალოგი თუ შეგიძლიათ გვირჩიოთ ? მიმზიდველად გამოიყურება 1 კაფ. 3 ნივთიერებით (ომეგა 3, კოენზიმი ქ10, ლ კარტინინი)

ასევე თუ არ შეწუხდებით ტეტესეპტის ომეგა 3 , 1000 მგ -ის ეფექტურობაზე გვითხრათ. რამდენად საკმარისია 1000 მგ ომეგა 3 დღეში ? ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობაა, ზოგი ამბობს რომ მინიმუმ 2000 მგ უნდა მიიღო თორე აზრი არ აქვს მიღებას.

განგვანათლეთ !

Posted by: info@@@ 12 Nov 2017, 14:54
.....................................................

Posted by: zviadcardio 12 Nov 2017, 22:40
Katkatusa
ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ ნევროლოგს დაელაპარაკებით

7903251
არა, დიდად არ ვწყალობ.
რა თქმა უნდა შეგიძლიათ მიიღოთ თუმცა მე ვთვლი რომ მათში გადახდილი თანხა უფრო მეტია ვიდრე მიღებული სარგებელი.
მეტს ვერაფერს ვიტყვის - სულ ესაა smile.gif

Posted by: 7903251 12 Nov 2017, 23:54
zviadcardio


QUOTE
მეტს ვერაფერს ვიტყვის - სულ ესაა



ამით ყველაფერი გასაგები ხდება. როგორც მივხვდი გერმანიაშიც (ტეტესეპტის ომეგა ) და დიდ ბრიტანეთშიც (ორნაკარდი) შესაძლოა წამლის დამზადება, რომელიც მთლად ისეთი არაა, როგორიც ანტონაციაშია მოხსენებული. არადა, მოსახლეობის უმრავლოსობა დასავლურ წამლებს ანიჭებს უპირატესობას , მხოლოდ იმიტომ რომ უფრო სანდოა.

ვფიქრობ , როგორც მოსამართლე არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ასე უნდა იყოს ექიმიც, სწორედ თქვენი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის გამო გენდობით ! წარმოუდგენელია, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ანდო ექიმს, რომელიც მიკერძოებულია.

ბ-ნო ზვიად, შეკითხვის მეორე ნაწილი შეეხებოდა ანალოგს, თუმცა კომენტარი არ გააკეთეთ, ალბათ გამოსავალი არ გვაქვს, სწორად მივხდი ?

Posted by: zviadcardio 13 Nov 2017, 00:56
7903251
რაც შეეხება ანალოგს... ასეთ წამლებს ვერაფრით განვიხილავ როგორც პირველი რიგის პრეპარატებს.
შესაბამისად ანალოგსაც ისეთივე მხარდაჭერა აქვს - როგორც თვითონ მას.
ამიტომ არ გირჩევთ (არც მას და არც ანალოგს).
ამ საშუალებებს აქვს თავისი ნიშა ბაზარზე, სადღაც საკვებ დანამატებს და წამლებს შორის.

მე არ ვთვლი რომ მიკერძოებული ექიმები იყენებენ ამ ტიპის პრეპარატებს.
ზოგჯერ პაციენტი თვითონ ითხოვს ასეთ საშუალებას და უნდა ურჩიო.
ზოგიერთ ექიმს სწამს რომ სერიოზული სარგებელი მოაქვს.

ჩემთვის მთავარი საზომი ფაქტზე დამყარებული მონაცემებია (Evidence based). როცა ეს საშუალებებეი ამ მხარდაჭერას მოიპოვებენ და უმაღლესი რანგის რეკომენდაციებში (გაიდლაინებში) მოხვდებიან (რაც შესაძლოა არასდროს მოხდე) - აქტიურად დავუჭერ მხარს, მანამდე - ვერა.

Posted by: adeline 13 Nov 2017, 17:08
ტეტესეპტის წამლები ბლეფია. ტყუილად ვყლაპე მაგის ომეგა 3. არავითარი შედეგი არ ჰქონია.

ომაკორი მომეწონა ძალიან, თუმცა ეგაა, რომ ძვირია.
zviadcardio
ამ ფირმაზე რას იტყვით?
http://americamedic.com/product/omega-3-1000mg/

Posted by: dodij 13 Nov 2017, 17:10
მოგესალმებით, პერიოდულად გულის მხარეს მაქვს სიმძის შეგრძნება. თითქოს რაღაც გაწვებაო, ტკივილიც არ არის, უფრო დოსკომფორტს მიქმნის, დაახლოვებით ბოლო ნეკნთან და შეიძლება თუ არა ეს იყოს დაკავშირებული გულთან?
წინასწარ დიდი მადლობა
* * *
მერე რაღაც პოზა უნდა შევურჩიო რომ დისკომფორტი არ მქონდეს და რაღაც პერიოდის შემდეგ მომეხსნება ხოლმე

Posted by: zviadcardio 13 Nov 2017, 21:41
adeline
ფირმებთან არაფერი მაქვს საპრეტენზიო.
ომეგა 3 გაკეთებული საქმე ამ პროდუქტში გადახდილ თანხად არ ღირს - ასეთია ჩემი შეხედულება.

dodij
თქვენი მონათხრობის მიხედვით ეს არ უნდა იყოს გულის ბრალი.
განსაკუთრებით ის გარემოება რომ დისკომფორტი პოზიციურია (პოულობთ კონფორტულ პოზას) პრაქტიკულად გამორიცხავს კარდიოლოგიურ მიზეზს

Posted by: 7903251 13 Nov 2017, 21:55
zviadcardio


QUOTE
ფირმებთან არაფერი მაქვს საპრეტენზიო.
ომეგა 3 გაკეთებული საქმე ამ პროდუქტში გადახდილ თანხად არ ღირს - ასეთია ჩემი შეხედულება.



ბ-ნო ზვიად, გთხოვთ კომენტარი გააკეთოთ ლიპიდური პროფილის ანალიზის პასუხზე, რამდენად საგანგაშოა, არის თუ არა საერთოდ საგანგაშო.

http://vfl.ru/fotos/e0babc3919406491.html


გთხოვთ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ , ასეთი შემთხვევების დროს თუ არა ომეგა 3 , სხვა რა მივიღოთ და რა ხანგრძლივობით. პაციენტი, 56 წ. მმ., სიმაღლე 180, წონა 95 კგ.

Posted by: zviadcardio 14 Nov 2017, 20:50
7903251
საგანგაშო არ არის. თუმცა მკურნალობას საჭიროებს.
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები არ აქვს სასურველია მიიღოს როსუვასტატინი (რომელიმე გასაყიდი სახელით) 20მგ 1 აბი ვახშმის შემდეგ - 3თვე.
3 თვეში გაიმეორეთ ეს ანალიზი (ლიპიდური სპექტრი) და ღვიძლის ფუნქციები (ALAT, ASAT).

Posted by: Logovector 15 Nov 2017, 00:20
zviadcardio

გამარჯობა, მოკლედ ბოლო რამდენიმე წელია მაქვს სინუსური არითმია.

პირველად გულის გამოკვლევა 2014-ში ჩავიტარე (ჰაერის უკმარისობის და გულის აჩქარების გამო) დამიდგინეს სინუსური არითმია, მცირედი წამლები დამინიშნეს და დიდად აღარ მიმიქცევია შემდგომ ყურადღება, ეს ბოლო 1 თვეა საგრძნობლად ჩქარა მიჩქარდება პულსაცია (მათ შორის მჯდომიარე, მწოლიარე პერიოდში) ფაქტობრივად მცირედიდი დატვირთვის პერიოდში (თუნდაც 2 სართულის ფეხით ასვლა) ძალიან მიჩქარებს პულსაციას, ჰაერის უკმარისობა მაქვს და მგონია რომ გონება დამეკარგება (თუმცა არასდროს დამკარგვია)

ჩავიტარე ანალიზები, კვლავს მაქვს სინუსური არითმია, ასევე გავიკეთე გულის ექოსკოპია, ფიზიოლოგიურად არცერთ მაჩვენებელში არ იყო გადახრა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო.

ასევე ჩავიტარე სისხლის ანალიზები, მანდაც ყველაფერი რიგზე იყო.

ერთადერთი არის გლანდები, რომელიც როგორც ექიმმა მითხრა მაქვს ამოსაჭრელი.

ძირითადი საქმე მიწევს საოფისე საქმიანობა, ფაქტობრივად არანაირი ფიზიკური დატვირთვით არ ვარ დაკავებული.

ზოგადად რამდენად საშიშია სინუსური არითმია და რამდენად შესაძლებელია რეალური მიზეზი იყოს გლანდები. და ზოგადად ინკურნება თუ არა ეს დაავადება

ვარ 23 წლის, მამრობითი სქესის.

პ.ს. ვარ მწევლი, დაღლის და გულის აჩქარების პრობლემა საგრძნობლად შემცირდა იმ პერიოდში როცა სიგარეტს დავანებე თავი, დაახლოებოთ 2 თვის მანძილზე, რამდენად შეიძლება ეს იყოს სიგარეტის პრობლემაც.

მადლობა

Posted by: 7903251 15 Nov 2017, 01:25
zviadcardio


ბ-ნო ზვიად, ლიპიდურ პროფილთან ერთად ჩაბარებულია კრეატინინის და ღვიძლის ფუნქციური სინჯების (ALAT, ASAT) ანალიზები, რომელიც ნორმის ფარგლებშია.
პრობლემა მხოლოდ ლიპიდურ ცვლაზე გვაქვს, პაციენტისთვის არახალია ლიპიდური ცვლის დარღვევა. დღეს ნაყიდი მქონდა 10მგ მერტენილი, ვახშმის შემდეგ 2 ტაბ მერტენილი მიიღო.
სელის ზეთი იმედია ხელს არ შეუშლია მერტენილს, უზმოდ 1 სუფრის კოვზ ვიღებთ.

უძლიერესი ბრძანდებით ბატონო ზვიად, დიდი მადლობა !

Posted by: zviadcardio 15 Nov 2017, 21:23
Logovector
სალამი
სინუსური ტაქიკარდია საშიში არ არის.
ეს გულის ჯანმრთელი რიტმია, ოღონდ აჩქარებულია.

ნებისმიერი ინფექცია მათ შორის ტონზილიტი ("გლანდები") შეიძლება იყოს მიზი მიზეზი, ისევე როგორც თამბაქოს მოხმარება.
თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმაში გაქვთ, დამატებით არაფერი გჭირდებათ, ერთადერთი შეზღუდეთ კოფეინის გამოყენება (ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა, პეპსი, შოკოლადი)


7903251
მშვენიერია. რადგან ღვიძლის ფუნქციები ნორმაშია, მშვიდად შეგიძლიათ მიიღოთ როსუვასტატინი (ამ შემთხვევაში მერტენილი).
სელის ზეთი ხელს არ გიშლით.
წამლის დაწყებიდან 2-3 თვეში რეკომენდებულია ლიპიდური სპექტრის ანალიზის და ALAT, ASAT-ის განმეორება

Posted by: Gudiani_ 24 Nov 2017, 16:00
გამარჯობა, ნევროპათოლოგმა დამინიშნა რექსეტინი და ანაპრილინი ერთი თვის განმავლობაში. რამდენად მიზანშეწონილია ანაპრილინის დალევა სიმპტომის გარეშე, ანუ პროფილაქტიკის მიზნით. ექიმმა მითხა რომ რექსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის აჩქარება და აქიდან გამომდინარე დამინიშნა ანაპრილინიც. საერთოდ ნევროპათოლოგთან იმიტომ მივედი რომ სწორედ გულის აჩქარებას ვუჩივი.

Posted by: zviadcardio 25 Nov 2017, 21:30
Gudiani_
მოგესალმებით.
გულის აჩქარება გქონიათ.
შესაძლოა ესეც იყო მიზეზი, რის გამოც ექიმმა ანაპრილინი დაგინიშნათ.

Posted by: White_Shark 25 Nov 2017, 23:31
ეს ისე იცოდეთ ადრე რო ვწერდი არითმიებზე
გუშინ ვიყავი საჭირო ექიმის პროფილითან თავად მიხვდებით
ფ 41.1(გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა )
ქრონიკული "ტეჩენიის " biggrin.gif
მაგის ბრალი ყოფილა

Posted by: zviadcardio 26 Nov 2017, 13:23
RammShark1995
ხშირად ხდება ასე. მეტადრე ახალგაზრდებთან.
სტრსის-ემოციის გავლენით განსხვავებულია აღქმა.

Posted by: meg. 26 Nov 2017, 22:39
......................................................................

Posted by: Sergi_Roberto 27 Nov 2017, 18:26
გულზე მაქვს ჭვალი მეორე დღეა,
ჩასუნთქვა ამოსუნთქვისას მაჭერს ზუსტად გულზე.
გაციებული ვიყავი ეს დღეები მარა გამიარა და მერე დამეწყო ეს.
საკმაო პრობლემებიც მქონდა და ვფიქრობ სტრესის ბრალიცაა
ჰოდა რა ვუშველო გაივლის თავისით?

Posted by: zviadcardio 27 Nov 2017, 23:31
Sergi_Roberto
სტანდარტულად ასეთი ტკივილის მიზეზი ადგილობრივია (კუნთი, ნერვი) ხოლმე.
წესით გულს არ უნდა უკავშირდებოდეს.
თუ დისკომფორტი არ გაგივლით მაინც მიმართეთ ექიმს

Posted by: dodij 29 Nov 2017, 21:55
მოგესალმებით. ვარ 38 წლის. გარკვეული პერიოდის წინ წნევების გამო დამინიშნა ექიმმა კო ამლეზა ყველაზე მაღალი დოზა. მის ფონზე წნევა ნორმალიზებულია, უბრალოდ პერიოდულად გარბის მაღლა, თვეში ორჯერ სამჯერ ასეთი წნევაა რაც სურათზეა. თან საქმე იმაშია, რომ ძირითადად გულის წნევა იმატებს და სისტოლური ნაკლებად. იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო და როგორ მივხედო ანიშნულ პრობლემას და რამდენად საშიშია?
წინასწარ დიდი მადლობაuser posted image

Posted by: irakliusi 29 Nov 2017, 22:24
გამარჯობათ.

დედაჩემს აწუხებს წლებია ზოგადად მაღალი წნევა, გახლავთ 60 წლის. ამ წნევას ბევრი წამლებია მიღების/გამოცდის შემდეგ ირეგულირებდა ამრადიპინით და ფიზიოტენზით. რამდენი თვის წინს ხერხემლის ტომოგრაფია გავუკეთეთ და რამდენიმე მცირე ზომის თიაქარი აქვს, რომელიც აწუხებდა.
დაახლოებით 3 კვირის წინ იყო ნევროპათოლოგთან და დაუნიშნა აპკოქსია, იგივე დღეს იყო ასევე კარდიოლოგთან და წნევის წამლები შეუჩვალა, ლოზანით და ნოლაქსენით. ამ წამლების მიღებიდან 4-5 დღის მერე ბანაობისას წნევა აუვარდა 220მდე, მანამდე მაქს 160 თუ ქონია. მეორე და მესა დღესაც იგვე განმეორდა. მოვხსენით ეს წამლები სრულად დაუბრუნდა ძველ წამლებს აგერ უკვე 2 კვირა მაგრამ იგვე ემართება. როგორც კი დასაბანად შედის წნევა უწევს და ჰული უჩქარდება. მარტო თავის დაბანის დროს წნევა არ უწევს.
ასევე 1 კვირის წმინ მტავდა ეხო გულის და კარდიოგრამა გადავუგე მაკრამ.არაფერია რა ცვლილება და კარდილოგმა, მედიკლაბში, ეგეთი არაფერი ვიცი წნევა ბანობისას მასე რკმ იწევდესო. რამე მირჩიეთ ვისთან ან რა უნდა ვქნათ. მადლობა.

Posted by: zviadcardio 30 Nov 2017, 22:23
dodij
კარგი წამალი გაქვთ და ნორმალურადაც მართავთ წნევას.
როცა წნევა მთველი თვე ნორმალიზებულია და მხოლოდ 2 ჯერ იმატებს ეს მხოლოდ ემოციებს/სტრესს შეიძLება უკავშირდებოდეს.
მიიღეთ ნაკლები მარილი, აკრძალეთ მინერალური წყალი. იარეთ დღეში 20-30 წთ და მიმართეთ ნევროლოგს.

irakliusi
სალამი.
დავიწყოთ იმით რომ ნოლაქსენი და ლოზაპი ფიზიოტენზზე სუსტია.
წნევის მატების მიზეზია ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ამ შემთხვევაში არკოქსია. უმჯობესი იქნება თუ შეაჩერებთ ამ პრეპარატს, მინიმუმ წნევის მყარად მოწესრიგებამდე.
მაინცდამაინც აბაზანაში წნევის მატებას მხოლოდ ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს. იმის გამო რომ პაციენტს პირველი ასეთი პრობლემა სააბაზანოში ჰქონდა, შესაძლოა ქვეცნობიერი შიში რომ ეს კვალავ მოხდება. ამიტომ ახლავს ყოველთვის წნევა.
მომწერეთ რა დოზებით იღებთ ამჟამად წნევის წამლებს, იქნებ მოგეხმაროთ.

Posted by: dodij 30 Nov 2017, 22:43
zviadcardio
დიდი მადლობა

Posted by: POKERISBLUFF 2 Dec 2017, 08:08
zviadcardio

რამდენად შესაძლებელია ვირუსმა "მართოს" გული?
ჩხვლეტის შეგრძნება მუდმივად, როცა წვები ძაან არაკომფორტულად ხარ და გძნობ რომ რაღაც არ გყოფნის
ამ დროს პირველადი მედიკამენტები რა არის "უსაფრთხო" ?
ეს ყველაფერი 48 საათის წინ დაიწყო "ვირუსი" თუ რაც არის და გული დაახლოებით 13-14 საათია
არ მაძინებს sad.gif
მთელი დღის უჭმელი ვიყავი (Vერ ვჭამდი, მადა არ მქონდა)
ბოლოს რომ მივხვდი რომ მშიოდა ბანანი ვჭამე 1 ცალი დავჭერი და ისე
და მანდედან დაიწყო რამდენად, გასაკვირიც არუნდა იყოს ეს გულის "ჯანდაბები"



კორზისი დავლიე 1 აბი და სულ სულ ოდნავ რაღაც თითქოს ქნაო, მარა არ მომეშვა ისევ რაღაცნაირად ვარ
პირველად დამემართა ასე
ასაკი: 20 წლის

სანამ კლინიკაში წავალ იქნებ მითხრათ რეები ვქნა რომ ცოტათი ვუშველო თავს
ორშაბათს რესპუბლიკურში მივალ ალბათ ყველაზე ნორმალური ექიმები მანდ არიან როგორც ვიცი

Posted by: matemate30 2 Dec 2017, 11:24
გამარჯობა.
ნერვიულობის, ზოგადად ნევროზული შიშებისა და სხვა გამოვლინებების დროს წნევა მაღლა იწევს თუ დაბლა? ასევე ეაკულაციისას? არ ვიცი ამ თემას თუ ეხება... ასევე მაინტერესებს მაღალი და დაბალი წნევა როგორ გავარჩიო როცა წნევის საზომი არ მაქვს თან?

Posted by: zviadcardio 2 Dec 2017, 18:29
POKERISBLUFF
ეს უფრო ემოციების, სტრესის ბრალი უნდა იყოს. მაღალი ალბათობით საშიში არაფერია.
მსუბუქი "დამამშვიდებლების" მიღება შეიძლება

matemate30
QUOTE
ოგადად ნევროზული შიშებისა და სხვა გამოვლინებების დროს წნევა მაღლა იწევს თუ დაბლა?

როგორც წესი - მაღლა

QUOTE
მაინტერესებს მაღალი და დაბალი წნევა როგორ გავარჩიო როცა წნევის საზომი არ მაქვს თან?

შეგრძნებები ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. წნევის აპარატის გარეშე ვერ გაარჩევთ

Posted by: geograpi 3 Dec 2017, 23:01
zviadcardio
ბატონ ზვიად გამარჯობათ.
ესეიგი: ვარ 24 წლის (გოგო). ჩიყვი მქონდა.გავიკეთე ოპერაცია,მანამდეც.მაწუხებდა გული: ეხოსკოპიამ და გასინჯვებმა ანახეს რომ შუა ფაზაში აღმენიშნება შუილები,და.ეხოსკოპიის.პპასუხი იყო მიტრალური სარქვლის ტრივიალური ნაკლოვანებაო.. კარდიოლოგმა მითხრა ჩიყვს მიხედეო (არ მქონდა ამოჭრილი). ეხლა ტკივილი მაქვს ხოლმე,გულის არეში და ისე გამკრავს ხოლმე მოულოდნელად თითქოს გაინასკვაო მერე წამები გრძელდება და მეხსნება (ამ დროს სანამ მომეხსნება ასეთი რამ ვარ მოკეცილი), ამ,ბოლოს,უკვე უფრო ხშირად მემართება ვიდრე ადრე.. რას მირჩევთ, ან რა მჭირს sad.gif.

Posted by: Giorgijee 4 Dec 2017, 15:26
ვარჯიშის დროს , თვალთდამიბნელდა

რა ფენომენია სადღაც 5 წუთამდე გაგრძელდა , საერთოდ რომ ვერ ვხედავდი 1 ან 2 წუთი

კიდევ როცა ზურგზე როცა მძინავს უეცრად დარტყმას ვღებულობ და მეღვიძება

Posted by: chanelgirl999 4 Dec 2017, 15:51
გუშინ წინ ღამე გული მქონდა აჩქარებული, გუშინ ღამით კი არ მაწუხებდა, მაგრამ იმდენად ხმაურიანად ძგერდა რომ ვიწექი ძგერის ხმა მესმოდა. დღეს დილას გავიღვიძე და კისერი მაქვს გაშეშებული. ეს არითმიაა? ან ეს გაშეშება გულთან რამე კავშირში ხო არაა?

Posted by: zviadcardio 4 Dec 2017, 20:54
geograpi
მოგესალმებით. გირჩევთ ჰოლტერის 48სთ მონიტორინგი გაიკეთოთ და მისი შედეგების მიხედვით გავარკვიოთ რა ხდება თქვენთან.
ვიმედოვნებ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული მაჩვენებლები (მედიკამენტის ფონზე) ნორმაშია

Giorgijee
არითმოლოგთან ან კარდიოლოგთან ვიზიტი და შემდეგი კვლევები საჭიროა:
1. ექოკარდიოსკოპია
2. ეკგ
3. ჰოლტერის 48სთ მონიტორინგი'
4. ტრედმილმეტრია
5. TSH, კალიუმი, სისხლის საერთო

chanelgirl999
გაშეშება კავშირში არ არის.
ან არითმიაა ან ზედმეტი ემოციის/სტრესის გამოვლინება
თუ მსგავსი რამ კვლავ განმეორდება დაგეგმეთ არითმოლოგთან ვიზიტი

Posted by: Solveig 6 Dec 2017, 04:06
zviadcardio

მოგესალმებით..

კვირას დილით მოულოდნელად ამტკივდა თავი. გავიზომე წნევა და 120/72 მქონდა (საერთოდ, დაბალ წნევას ვატარებ-100/60 ან 65). გარკვეული ხნის შემდეგ ვიგრძენი გულის აჩქარება. ნელ-ნელა ეს გადაიზარდა გულმკერდის და ყელის არეში დაწოლის შეგრძნებასა და ჰაერის უკმარისობაში. მქონდა პირის ძლიერი სიმშრალე და იძულებული ვიყავი, ხშირად მომესვა წყალი. რა არ ვცადე, მაგრამ, არაფრით არ გამიარა და ბოლოს გამოვიძახე სასწრაფო, რომელმაც გადამიყვანა საავადმყოფოში. სიარული მიჭირდა ამ დროს, გულის ძლიერი აჩქარების გამო.

იქ მთელი რიგი გასინჯვების შემდეგ, საბედნიეროდ, პრობლემა ვერაფერი აღმომიჩინეს, ვერც გულის, ვერც სისხლის მიმოქცევის და ვერც სხვა მხრივ. კარდიოგრამაზეც, როგორც მითხრეს, ყველაფერი ნორმალურად იყო. მდგომარეობა ცოტათი გამიუმჯობესდა და გამომიშვეს შინ. გული ისევ აჩქარებული მქონდა, თუმცა, თავი აღარ მტკიოდა და სუნთვითაც ნორმალურად ვსუნთქავდი. დიაგნოზად პანიკის შეტევა მითხრეს და მირჩიეს ჰოლტერის მონიტორინგი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი (L თიროქსინს ვსვამ ამჟამად 50მკგ-ს და ბოლოს წლის დასაწყისში გავაკონტროლე, ჰორმონები ნორმაში იყო ორივე და ექიმმა დოზა იგივე დამიტოვა).

ამის მერე ეს 2 დღეა პირიქიტ, შენელებული მაქვს გულისცემა, 52-დან მაქსიმუმ, 62-მდე. თქვენი აზრით, რა შეიძლება, რომ იყოს?

საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ და აღელვებაზე, ან ძლიერი ტკივილის დროს ჩვეულებრივ, მემართება გულის ძლიერ აჩქარება. წლების განმავლობაში ტკივილზე გულისწასვლაც მქონდა რამდენჯერმე (უფრო სწორად, მხოლოდ ერთხელ დავკარგე გონება. სხვა დროს საკუთარი ან სხვისი დახმარებით არ მივდიოდი მანამდე). ასევე, ხანდახან მაქვს რაღაც უცნაური შეგრძნება გულის არეში, რომლის განსაზღვრა ძალიან მიჭირს. ეს არაა ტკივილი, სიმძიმე, ან რამე ამგვარი. 1-2 წამს გრძელდება და ისე უცებ გაივლის, რომ მიჭირს შეფასაბა/გულისცემა აჩქარდა თუ შენელდა. ხომ ვერ მირჩევდით რამეს (ექიმთან მისვლის გარდა, რასაც, იმედია, მოვახერხებ ამ დღეებში)?

Posted by: zviadcardio 6 Dec 2017, 22:36
Solveig
სალამი
ნაწილი 1.
უკანასკნელი ეპიზოდი მაღალი ალბათობით სწორედ სტრესის/გადაღლის გამოვლინება იყოს. მაღალი ალბათობით გქონდათ სინუსური ტაქიკარდია.
ე.წ. სტრესის (ანუ მიზეზის) მოხსნის შემდეგ ტაქიკარდიის პრობლემაც მოგესხნათ.
რჩევა: ნაკლები კოფეინი და ძილის რეჟიმის მოწესრიგება + იპოვეთ დრო განტვირთვისთვის (თუნდაც სეირნობისთვის, ფიტნესისთვის, ცურვისთვის და ა.შ)

ნაწილი 2.
ეს შეგრძნება:
QUOTE
ხანდახან მაქვს რაღაც უცნაური შეგრძნება გულის არეში, რომლის განსაზღვრა ძალიან მიჭირს. ეს არაა ტკივილი, სიმძიმე, ან რამე ამგვარი. 1-2 წამს გრძელდება და ისე უცებ გაივლის, რომ მიჭირს შეფასაბა/გულისცემა აჩქარდა თუ შენელდა.

შესაძლოა იყოს ექსტრასისტოლიის გამოვლინება. შესაძლოა არც არაფერი იყოს და მხოლოდ სტრესის შედეგი იყოს
რჩევა:
ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი (დასკვნა შეგიძლიათ გამომიგზავნოთ). თუ ამ 2 დღეში ასეთი შეგრძნება გექნებათ, 100%-ით გვეცოდინება რა გაწუხებთ

Posted by: Solveig 7 Dec 2017, 11:51
zviadcardio
დიდი მადლობ აპასუხისათვის. smile.gif საქმე იმაშია, რომ იმ მომენტში არანაირი სტრესი არ მქონდა. დილის 11 საათი იქნებოდა დაახლოებით, მშვიდ ვითარებაში ვიმყოფებოდი შინ. ღამით მეძინა კარგად, დაახლ. 7 საათის განმავლობაში. სტრესი საერთოდ მაქვს ხოლმე, ზოგჯერ შიშებიც კი, თუმცა , არც იმ კონკრეტულ მომენტში და არც წინადღით მსგავსი არაფერი ყოფილა.
მანამდე 1 კვირით ადრე საავადმყოფოში მოვხვდი, თუმცა, არა გულის გამო და 5 დღიანი მკურნალობა დამჭირდა, გადასხმებით და ა.შ. შეიძლებოდა, რომ გულის გადატვირთვა გამოეწვია წინა დღეებში დიდი რაოდენობით სითხის (დღეში დაახ. 3 ლ+1ლ გადასხმა) მიღებას?

კოფეინს რაც შეეხება-ჩაის დღეში ერთხელ თუ დავლევ. ყავაზე 8-9 წლის წინ საბოლოოდ ვთქვი უარი, რადგან დალევიდან ცოტა ხანში მეწყებოდა გულისცემის აჩქარება, თავბრუ, თვალებში დაბნელება და ცივი ოფლისდენა.

ჰოლტერზე შემდეგი კვირისათვის ვარ ჩაწერილი და იმედია, დავადგენთ რამეს smile.gif

Posted by: zviadcardio 7 Dec 2017, 21:45
Solveig
არ არის აუცილებელი სტრესი მაინცდამაინც იმ დღეს გქონოდათ. შესაძლოა ეს იყოს გადაღლის ანუ "სტრესის დაგროვების" შედეგი
QUOTE
მანამდე 1 კვირით ადრე საავადმყოფოში მოვხვდი, თუმცა, არა გულის გამო და 5 დღიანი მკურნალობა დამჭირდა, გადასხმებით და ა.შ. შეიძლებოდა, რომ გულის გადატვირთვა გამოეწვია წინა დღეებში დიდი რაოდენობით სითხის (დღეში დაახ. 3 ლ+1ლ გადასხმა) მიღებას?

გადასხმას ამას ნაკლებად დავაბრალებთ, შესაძლოა უფრო იმ პრობლემამ გააკეთა პროვოცირება, რის გამოც გადასხმები დაგჭირდათ

QUOTE
ჰოლტერზე შემდეგი კვირისათვის ვარ ჩაწერილი და იმედია, დავადგენთ რამეს

ვინც ეძებს - პოულობს კიდეც smile.gif

Posted by: Solveig 8 Dec 2017, 00:56
zviadcardio
QUOTE
შესაძლოა ეს იყოს გადაღლის ანუ "სტრესის დაგროვების" შედეგი

QUOTE
შესაძლოა უფრო იმ პრობლემამ გააკეთა პროვოცირება, რის გამოც გადასხმები დაგჭირდათ

გასაგებია ყველაფერი. დიდი მადლობა smile.gif

Posted by: zviadcardio 8 Dec 2017, 21:50
Solveig
You are welcome

Posted by: pilo772 12 Dec 2017, 14:23
თუ კი ვთქვათ ადამიანს წნევები არ გაწუხებს საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევი, ანუ არ სვავ, არ ეწევი, არ იჩხერავ. ვარჯიშობ მსუბუქ გიმნასტიაკს დილა საღამოს, დღის განმავლობაში სეირნობ მინიმუმ 4 კილომეტრს, იცავ დიეტას, ანუ არ იკვებები გადამეტებული მწარე მჟავე და კიდევ ცხიმიანი საკვებით, არის ვარიანტი რომ მაინც გულის პრობლემები დაგემართოს? 40 წლის ასაკში, თან ისე რომ მანამდე არაფერი გქონდეს მსგავსი sad.gif
ხო კიდე, ბოლოს გამიკეთეს სისხლის ანალიზი და ღვიძლის ფუნქცია, სხვა თემაზე იყო კვლევები არა გულზე, მაგრამ აბსოლუტურად ყველა მონაცემი მქონდა ოქროს შუალედში. ერთი პოტრომბინი მქონდა ქვედაზღვარზე ცოტა დაბლა.
მუცლის ღრუს ეხოსკოპიაზე კიდე მცირე ნაღვლის პრობლემა მითხრეს, თან დაყოლებით რომ ეგ ყველას ჭირსო. მუხელშიც სრული წესრიგი და ჰარმონიააო...

ნერვოზი მაქვს, სტრესი მაქვს, თან დიდი სტრესი. მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ვარ.


Posted by: zviadcardio 12 Dec 2017, 20:47
pilo772
QUOTE
არის ვარიანტი რომ მაინც გულის პრობლემები დაგემართოს?

ამის რისკო ყოველთვისაა, ოღონდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დროს ალბათობა დაბალია

სტრესი ასევე დამტებითი რისკია

Posted by: pilo772 12 Dec 2017, 22:22
zviadcardio
ხვალ მივდივარ თერაპევტთან sad.gif
უცნაური რამე დამემართა, აი რო იტყვიან მოვწყდი თითქოს, თავბრუ დამეხვა, სასტიკი პანიკური შეგრძნება მქონდა, მტკიოდა მზის წნული რო ა იმ რაიონში, მერე გარკვეული მომენტის შემდეგ გადაინაცვლა ტკივილმა მაღლა, მერე ზურგში, მერ მარჯვენა მხარეს ზურგში მერე ისევ მკერდზე მაღლა და მარცხნივ sad.gif
ახლა არაფერი მტკივა. მაგრამ მთელი დღე დანგრეული ვარ, ამ დროს პულსი მშვიდი მაქვს საღამოს რო გავიზომე წნევა 120 85 ზე მაქვს პულსით 65 წუთში.
პლიუს გრიპიმაქვსო თითქოს, ცხვირიდანაც მომდის და მახველებს კიდეც, თან ნახველიანი ხველა მაქვს, ოღონდ არა ხშირი, აი სუფთა გრიპის სიმპტომებით. ასე მალე გრიპი არ დამმართნია sad.gif
ნერვოზისგან ანალოგიური პრობლემები მქონდა ადრე, უბრალოდ სხვა ადგილებზე მტკიოდა. ხო და მაგიტომ დავფეთდი.
* * *
მოკლედ ვიყავი კლინიკაში, თერაპევტმა მომისმინა, მერე გამსინჯა თვითონ და ეგო გულის პრობლემა არაა გამორიცხულიაო, არც კი გამიშვა კარდიოლოგთან sad.gif
სუფთა სახის ნერვოპათოლოგიური დაავადებააო

Posted by: zviadcardio 13 Dec 2017, 13:48
pilo772
QUOTE
სუფთა სახის ნერვოპათოლოგიური დაავადებააო

ოკ. წარმატებებს გისურვებთ

Posted by: pilo772 13 Dec 2017, 14:28
zviadcardio
QUOTE
ოკ. წარმატებებს გისურვებთ

მადლობა, იმედია ასეცაა და რამე არ გამომეპარება.
არ იფიქროთ სიკვდილისმ ეშინია, უბრალოდ ჩემზეა დამოკიდებული ჩემი ოჯახი, მე თუ რამე მომივა იმათ ცუდად წაუვათ ძალიან საქმე, ამიტომაც არ მაქვს უფლება ცუდად ვიყო sad.gif
იმედია მართლა ნერვოზია

Posted by: zviadcardio 13 Dec 2017, 19:18
pilo772
QUOTE
იმედია მართლა ნერვოზია

გავს, მიმართეთ ნევროლოგს და უკეთ გაერკვევით

Posted by: wrangler7 14 Dec 2017, 13:45
მიოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი ერთია?
ცუდად დავსვი ალვათ კითხვა, მაგრამ ვერ გავარჩიე კარგად, გუგლშიც ვეძებე, მაგრამ ვერაფერი

Posted by: adeline 14 Dec 2017, 13:54
zviadcardio
რამე კარგ ვიტამინების ნაკრებს ხომ არ მირჩევდით, რომელიც წონაში კლებისას შემიძლია გამოვიყენო, დიეტასთან ერთად? ანალიზები ჩაბარებული მაქვს და დარღვევები არ მაქვს, უბრალოდ სანამ მივალ დიეტოლოგთან, მინდა დავიწყო უკვე.

Posted by: nikolsona 14 Dec 2017, 15:43
zviadcardio
მოკლედ აშეგაწუხეთ და არ მელევა პრობლემები. ცოტა სუნთქვა მაქვს გაძნელებული 2-3 დღეა. გულის პრობლემა შეიძლება იყოს? ძალიან მეშინია.

Posted by: zviadcardio 15 Dec 2017, 01:30
wrangler7
არა.
მიოკარდია საერთოდ არ არსებობს.
მიოკარდიუმი - გულის კუნთს ნიშნავს
მიოკარდიუმის ინფარქტი - გულის კუნთის ინფარქტს

adeline
აჰ - არა.
ამ საქმეში ვიტამინები არ გამოგადგებათ.
მიბრძანდით დიეტოლოგთან და მერე შეუდექით საქმეს.

nikolsona
ვფიქრობ უფრო ემოციების ბრალი უნდა იყოს

Posted by: nikolsona 15 Dec 2017, 09:36
zviadcardio
კი ცოტა შემიმსუბუქდა, მგონი ემოციებია )) სულ მგონია რომ რაღაც მემართება, თავბრუ მეხვევა და მარტო მეშინია დარჩენა ამის გამო (((
* * *
zviadcardio
ახლა როცა დავდივარ, მაშინ ვქოშინობ)))

Posted by: White_Shark 15 Dec 2017, 18:28
pilo772
ნევროზს ცოტა სხვა სპეციალისტი უნდა ...
კსტატი მაგის კაბინეტიდან რო გამოვიდე პირველად ჩამოვიდა გული 80 90 ზე :დ :დ
ისე რა მაინტერესებს წლების მანძილზე გული რო აჩქარებული იყო ეს დაასუსტებდა გულის კედლებს ? biggrin.gif

Posted by: zviadcardio 15 Dec 2017, 21:18
nikolsona
QUOTE
ახლა როცა დავდივარ, მაშინ ვქოშინობ)))

ნევროლოგს უნდა დაელაპარაკოთ

Posted by: The DoctoR 21 Dec 2017, 13:57
ამ ბოლოს 2-3 ჯერ გულის არეში არასასიამოვნო შეგრძნება მქონდა. არც ტკივილი იყო, არც არაფერი. რაღაც მფხაჭნიდა... სხვა ჩივილები არ მაქვს.
ეს შეიძლება იყოს კარდიოგრამის გადაღების წინაპირობა მინიმუმ?

მამაკაცი, 29 წლის smile.gif

Posted by: HeyDude 21 Dec 2017, 19:32
ქიტოზანის ან ხიტოზანის შესახებ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? რამდენად სასარგებლო და უსაფრთხოა? როგორც გავიგე ქოლესტერინის დასაწევად და გასახდომადაა კარგი, თან ღვიძლს და ზოგადად ორგანიზმს წმინდავსო. ჩინურ კომპანიას - ტიენსის შემოაქვს. რადენად მიზანშეწონილია პროფილაქტიკისთვის მიღება?

http://web.ge.tiens.com/product/ProductDetails.ashx?Category_Id=15&Product_Id=10011

Posted by: zviadcardio 21 Dec 2017, 21:11
The DoctoR
მაღალი ალბათობით ეს კარდიოლოგიური ჩივილი არ არის.
კარდიოგრამის გადაღებას წინ რა უდგას, თუ გსურთ გადაიღეთ.

HeyDude
ბიოლოგიურად აქტიური დანამატია.
კაცია და გუნება. მე ასეთ რამეებს არ ვაღიარებ

Posted by: სტალინი. 26 Dec 2017, 02:02
გამარჯობა თემა ვერ ვიპოვე ამ საკითხთან დაკავშირებით და მგონი ნაწილობრივ სწორ ადგილას ვსვამ კითხვას
მაინტერესებს კანაფი როგორ მოქმედებს გულ-სისხლძარღვებზე
მაინტერესებს არა ზოგადად არამედ იმ მომენტში როდესაც დაბოლილი ხარ ანუ რა ემართება წნევას, შაქარს, რატომ არის გული აჩქარებულ მდგომარეობაში და რა საიდ ეფექტები შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება თუარა გამოიწვიოს თავბრუს ხვევა, ღებინება, სუნთქვის გახშირება და სხეულის დაბუჟება. იმიტომ ვსვამ ამ კითხვას , რომ მე მომივიდა ასე მოწევისას და ფსიქოლოგიაში მითხრეს პანიკური შეტევა გექნებოდაო და შეიძლება, რომ სხვა რამეში იყოს საქმე? და არა ფსიქოლოგიაში?

Posted by: zviadcardio 26 Dec 2017, 15:05
სტალინი.
მხოლოდ ფსიქოლოგიაში არ არის საქმე.
ბევრი უარყოფითი გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
დეტალებისთვის იხილეთ ლინკი:
https://www.webmd.com/mental-health/addiction/marijuana-use-and-its-effects#1

Posted by: Nlover 27 Dec 2017, 20:33
ასეთი კითხვა მაქვს ,მამაჩემს კონდა ჰაერის უკმარისობა და წნევა ქონდა მაღალი 220-140 ,ახველებს ხშირად როდესაც დადის შედარებით იღლება, ექიმთან მყავდა გულზე კარდიო გადავუღე და გულის წამლებს როდესაც სვამდა წნევა დაურეგულირდა ეხლა დაანება თავი და შედარებით მაღალი აქვს 150-90 მდე ,შაქარი მაღალი აქვს როდესაც შეჭამა 293 მდე ავიდა ,ფილტვების მეშინია ,რენდგენი გადავუღე და ექიმა არაფერიაო და ისეთი დანადგარი თუ შეიძლება იყოს რამე რომ არ გამოჩენილიყოს ფილტვზე?ტკვილით არ ტკვა არაფერი ,ადრე ამბობდა 2 თვის უკან ხელი მაქვს გაბრუჟებულიო ,და შაქარმა /შეიძლება ეს გამოიწვიოს მაღალი წნევები? და კიდე გადავუღო რენდგენი ფილტვებზე,ან რენდგენის ექიმა თქვა გულს გაესინჯეთო და რენდენზე შეიძლება გამოჩენილიყო გული პრობლემა?

Posted by: Stalker563 28 Dec 2017, 00:04
დაცინვის გარეშე მიპასუხეთ biggrin.gif

მოკლედ ძაღლმა ინტერნეტის ტელეფონის და კიდე რაღაც კაბელები დამიგლიჯა, ხოდა რო ვაწესრიგებდი, კაბელი ამერია და ტელეფონის შემომავალი კაბელი "გავთალე" კბილებით lol.gif ხოდა რო დამიარა დენმა გამინათა საკაიფოდ.


ნარმალნა ვარ, ოდნავ კბილები მტკივა lol.gif ხოდა ნუ მოკლედ, რადგან ნორმალურად ვარ დავიკიდო თუ არი რამე გვერდითი მოვლენები?

პირველად მხია დენმა, მაგარი ცუდი შეგრძნებაა facepalm.gif

Posted by: zviadcardio 29 Dec 2017, 00:13
Nlover
ამ ასაკში არ არის აუცილებელი კონკრეტული მიზეზი ჰქონდეს წნევას.
აქ მიდგომა ასეთია: უნდა მიიღოს მუდმივად წნევის წამალი და მისი წნევა უნდა იყოს სტაბილურად 140ზე ნაკლები.
ასევე უნდა მოიწესრიგოთ დიაბეტის საკითხი ენდოკრინოლოგთან.
ფილტვების გადაღება და ა.შ არ ჭირდება. ჭირდება ის რაც დავწერე

Stalker563
სტანდარტულად ეს საშიში არ არის.
მითუფრო რომ თავს ნორმალურად გრძნობთ.
იცხოვრეთ მშვიდად

Posted by: Nlover 30 Dec 2017, 19:15
მადლობა !
................................

Posted by: 7903251 31 Dec 2017, 17:11
zviadcardio


ბ- ნო ზვიად გამარჯობა ! პირადში მოგწერეთ, თუ მიიღეთ გთხოვთ ნახოთ.

Posted by: zviadcardio 31 Dec 2017, 19:40
Nlover
არაფრის, წარმატებები

7903251
დიახ, ვნახე და გიპასუხეთ


მეგობრებო მრავალ ახალ წელს დაესწარით სიკეთით
ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ

Posted by: shonsky 3 Jan 2018, 22:42
გამარჯობა, მთელი დღის მანძილზე მაქვს ასეთი სიმპტომი: ამოსუნთქვისას თითქოს გულიც მოყვება და პულსაციას ვგრძნობ ყელში. მაგ დროს რეალურად მიფრიალებს გული და ბაგაბუგი გასდის, 15 წუთის ინტერვალით მეორდება.წნევა 140/90 .ზოგჯერ თითქოს მუცელში მივარდებაო გული ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. საყლაპავის თიაქარიც მაქვს მაგრამ არ ვიცი უკავშირდება თუ არა ამ პულსაციას. ვარ 36 წლის.

Posted by: mako_s 3 Jan 2018, 23:26
zviadcardio


დედას, რომელიც 65 წლისაა საღამოს საათებში უწევს წნევა მაღლა, რასაც გრძნობს ფორიაქით და სხეულის კანკალით. ორჯერ იყო შემთხვევა წნევის დამწევის მიუხედავად 220 ავიდა, მაშინ როცა თავს ნორმალურად 140–90 ფარგლებში გრძნობს.
მარეგულირებელს სვავს, რომელიც არაა ეფექტური, გამოკვლევებს ვაპირებთ და თუ შეგიძლითა გვირჩიოთ ვის მივმართოთ, თვითონ ნევროპათოლოგთან ვიზიტს ფიქრობს, მე კი კარდიოლოგის კონსულტაცია მიმაჩნია ეფექტურად. მთავარი პრობლემა წნევის დარეგულრებაა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჩივილები არ აქვს, მხოლოდ წნევის უეცარი მატება

დიდი მადლობა

Posted by: Shoko1977 4 Jan 2018, 01:16
მოგესალმებით.მაინტერესებს როცა ადამიანს აქვს კარდიოსტიმულატორი,შეიძლება თუ არა მისთვიდ აეროპორტში შესვლა და საერთოდ ფრენა?იქნებ ამომწურავი ინფორმაცია მომაწოდოთ.მადლობს

Posted by: zviadcardio 4 Jan 2018, 20:20
shonsky
ეს უფრო ემოციურ ამბავს გავს და ნევროლოგი დაგჭირდებათ. თუ ჩივილები მაინც გაგრძელდება ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი გაიკეთეთ.

mako_s
პმ-შიც მქონდა თქვენი შეკითხვა და გიპასუხეთ.

Shoko1977
დიახ შეიძლება.
დეტექტორის ქვეშ დიდხანს დგომა სასურველი არ არის. სწრაფად გავლა დეტექტორში დასაშვებია. ზოგადად თუ პაციენტი იტყვის რომ პეისმეიკერი (კარდიოსტიმულატორი) აქვს ჩანერგილი, შესაბამისად შეამოწმებენ.
ფრენა ასევე დასაშვებია. ანუ თავისთავად კარდიოსტიმულატორი არ წარმიადგენს ფრენის უკუჩვენებას.
ყიველდღიურად ათასობით ასეთი პაციენტი მგზავრობს თვითმფრინავით.

Posted by: White_Shark 4 Jan 2018, 21:11
zviadcardio
ზვიად გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით
როგორც კარდიოლოგის გადმოსახედიდანა ადამიანს რომელსაც აწუხებს ექსტრასისტოლიები , ასეთი ადამიანისთვის უსაფრთხოა ანტიდეპრესანტების ანქსილოტიკების და ტრანკვილიზატორების მიღება ?

Posted by: shonsky 4 Jan 2018, 21:22
მოკლედ წუხელ გამოვიძახე სასწრაფო, რადგან გაუსაძლისი გახდა სიმპტომები. მითხრეს რომ სინუსური არითმია არისო. დღეს ჩაფიძეში ვიყავი, 24 საათიანი ამკიდეს. ძალიან შეშინებული ვარ. ექოსკოპიამ რაიმე პათოლოგია გამორიცხა, თუმცა მთელი ექოსკოპიის პროცესი ამ არითმიის ქვეშ მიდიოდა. ზუსტად მაგ დროს გამიძლიერდა. ბატონო ზვიად ადრე არასდროს მქონია და რამდენად საშიშია ეს ყველაფერი

Posted by: zviadcardio 4 Jan 2018, 22:24
RammShark1995
გმადლობთ. მეც გილოცავთ.
თუ მხოლოდ ექსტრასისტოლური არითმია აქვს და მეტი არაფერი, ამ პრეპარატების გამოყენება დასაშვებია ოღონდ 2 პირობის დაცვით
1. არ არის სასურვლელი ანტიარითმიული პრეპარატების (მათი დიდი ნაწილის) და ანტიდეპრესანტების თანადროული მიღება. ეს სახიფათო კომბინაციაა
2. ამ ტიპის პრეპარატების მიღებისას საჭიროა პერიოდულად კარდიოგრამის გადაღება და გარკვეული პარამეტრების კონტროლი. ანტიდეპრესანტების გვერდითი ეფექტი შეიძლება აისახოს კარდიოგრამაზე, რაც საყურადღებოა.

shonsky
თუ ეს მხოლოდ სინუსური არითმიაა - საშიში არაფერია. უფრო ზუსტ პასუხს ჰოლტერის მონიტორინგი გვეტყვის, რომელიც ხვალვე გექნებათ. არ ინერვიულოთ.

Posted by: White_Shark 4 Jan 2018, 22:40
zviadcardio
დიდი მადლობა
ფსიქიატრის დანიშნულების გამო დაგისვით ეგ კითხვა
1 ანტიარითმიულს არ ვსვავ არაფერს
2 ჩემი ექიმის მოსაზრებაც არ მიკითხავს ვიზიტისას , უნდა ვკითხო
3 დანიშნულება არის მოცემული ყველაზე დაბალ დოზებში ( ჯერ ერთი თვეო და მერე ვნახოთო გვაჩვენებსო დინამიკაო )
ანუ ეხლა ჯობია ხო ვკითხო ექიმს ამ საკითხზე ??

Posted by: zviadcardio 5 Jan 2018, 02:01
RammShark1995
QUOTE
1 ანტიარითმიულს არ ვსვავ არაფერს

ასეთ შემთხვევაში QT ინტერვალის (კარდიოგრამაზე) გახანგრძლივების რისკი ძალზედ დაბალია.
თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგჭირდებათ ანტიდეპრესანტი მაშინ სასურველია პერიოდულად კარდიოგრამის გადაღება და QT ინტერვალის მეთვალყურეობა

Posted by: Shoko1977 5 Jan 2018, 20:21
დიდი მადლობა.გილოცავთ შობა-ახალწელს❤️

Posted by: zviadcardio 5 Jan 2018, 21:57
Shoko1977
არაფრის.
მრავალს დაესწარით smile.gif

Posted by: White_Shark 6 Jan 2018, 19:40
ზვიად გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს ანუ
ადრე რო გავიკეთე ექოსკოპია მითხრ არაფერი გჭირსო მაგრამ ეგ არ მომეწონა ერთი რაღაც ფურცელზე " დიასტოლური უკმარისობა I ტიპი "
ანუ რას ნიშნავს ეს
1 ჭარბი წონის გამო ?
2 თუ 22 წლის ასაკში მართლა უკმარისობა ავიკიდე
ისე კი ვიღლები დავაკვირდი ჩქარა თუ ვმოძრაობ ქუჩაში

Posted by: zviadcardio 7 Jan 2018, 17:10
RammShark1995
ეგ არაფერს ცუდს არ ნიშნავს. შეგიძლიათ დაივიწყოთ.

Posted by: BaTuMiFuN 10 Jan 2018, 01:16
მოკლედ დაახლოებთ 2 თვის წინ ძალიან ახლობელი ადამიანი დაიღუპა ჩემს ხელებეში სრულიად შემთხვევით. მგონი გულმა უმტყუნა

რამოდენიმე დღის სემდეგ წნევა გავისინჯე და 170/120 მქონდა.. ძალიან შემეშინდა, ავყევი ემოციებს . იმ დღიდან დაიწყო ჩემი ავადმყოფობა. წნევა ვერაფრით ვერ დამიწიეს. ვერცერთმა წამალმა ვერ დამიწია წნევა ნახევარ საათზე მეტი დროით.. 2–3 დღეში მივედი ნერვოპათოლოგთან კარდიოგრამით და ანალიზებით.. დარწმუნებით დამისვა ნერვული სტრესის დიაგნოზი.
მისი საუბრით, (რომ არ ვკვდებოდი , ყველაფერი წესრიგში იყო) უკეთესად ვიგრძენი თავი. 160ზე ზემოთ აღარ ადიოდა წნევა, თუმცა ერთხელაც სახლში მოვდიოდი და კანკალი ამიტყდა სიცივისგან . მივხვდი მაღალი წნევა მქონდა. წამალი დავლიე და სახლში რომ მოვედი 200/140მქონდა
მოკლედ გავიარე 1 თვიანი მკურნალობის კურსი. წნევა მაინც არ დამირეგულირდა. მერე მივედი სხვა ნერვიპათოლოგთან გადასამოწმებლად და იმანაც ნერვულ სისტემას დააბრალა ჩემი წნევები და ახალი წამლები გამომიწერა.წამლები აღარ ვიყიდე და თითქმის 1 თვეა აღარ ვმკურნალობ. ბოლო დროს მაქსიმალური წნევა 160 მიფიქსირდება, დილით უმეტესად 130/100 მაქვს. ან 140/110
ემოციური ნამდვილად ვარ ვაღიარებ , მაგრამ არ არსებობს მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომლითაც ნამდვილად განვიკურნები?
ექიმების მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული. მითუმეტეს ბათუმის პირობებში..
ამ ექიმების აღარ მჯერა უკვე არაფერი. ვცდილობ წნევის მომატება არ შევიმჩნიო როცა სამსახურში ვარ .. თუ ემოციებს ავყევი და შემეშინდა დარწმუნებული ვარ უარესად ამიწევს და ცუდად გავხდები
ტკივილით არაფერი არ მაწუხებს .. უმეტესად ვერც ვგრძნობ , რომ მაღალი წნევა მაქვს...
შიში იმის მაქვს ძირითადად რომ ინსულტი არ დამემართოს და ან არ მომკლას ან კიდევ უგონოდ არ დამტოვოს ლოგინად ჩავარდნილი ( მაგას კიდევ სიკვდილი მირჩევნია) smile.gif

შეიძლება ძალიან ვაზვიადებ ჩემს მდგომარეობას ან კიდევ შეიძლება უფრო გასაზვიადებელია ვიდრე მგონია.
160/110 სამსახურში მიწევს გასვლა ქალაქგარეთ, როცა ამხელა წნევით ფეხზე დგომასაც ვერ ბედავს ბევრი

ეჭვი მაქვს მაღალი წნევები ადრეც მქონდა და უყურადღებობის გამო ვერ ვამჩნევდი
მიზეზი ნერვული სტრესის გარდა რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ ბოლო დაახლოებით 8–9 წელი ვღებულობდი დიდი რაოდენობით ლუდს. ვეწევი სიგარეტს
ფიზიკური ვარჯიში და დატვირთვა ნამდვილად არ დამკლებია არასდროს.
ნიშნები რაც შეიძება ამ ავადმყოფობასთან იყყოს დაკავშირებული: ჭარბი ოფლიანობა. ოფლიანობის შემდეგ კანის ქავილი

იქნება ვინმეს ჰქონდეს ანალოგიური სიტუაცია ან გადახდენილი ან გაგებული და რჩევა მომცეს რა გავაკეთო
ძალიან დამეხმარებით
მომენატრა ცხოვრება, როდესაც წნევა არც კი მახსოვდა რამდენი მქონდა.. სულ რაღაც 2 თვის წინ ეს ასე იყო

P.S. ვარ 29 წლის მამაკაცი
თუ გავლილი სამედიცინო კურსი და მიღებული მედიკამენტები იქნება საინტერესო აუცილებლად დავწერ
შეიძლება ჩემი პრობლემა არ არის კარდიოლოგის საქმე, მაგრამ მაინც ველოდები რჩევას
ან იქნებ სხვა რამის ბრალი იყოს და არა ნერვული სისტემის: ჩიყვი ან რამე......

Posted by: zviadcardio 10 Jan 2018, 22:19
BaTuMiFuN
მოგესალმებით.
სტანდარტულად ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია შემდეგი კვლევები:
ექოკარდიოსკოპია, თირკმელების ექოსკოპია, TSH, კრეატინინის, კალიუმის ანალიზი

არ არის რეკომენდებული სუფრის მარილის მიღება (მხოლოდ მინიმალური ოდენობით), გეკრძალებათ მლაშე პროდუქტი, ნახევარფაბრიკატები, მინერალური წყალი,თამბაქო და ალკოჰოლი.

საჭიროა ფეხით სიარული (20-30წთ დღეში უწყვეტად) და წონაში კლება (საჭიროებისამებრ).

+ კვალიფიციური ნევროლოგი აუცილებლად გჭირდებათ

პ.ს. მოუგვარებელი არაფერი გჭირთ

Posted by: BaTuMiFuN 10 Jan 2018, 22:38
zviadcardio
QUOTE
ეკრძალებათ

QUOTE
თამბაქო

თამბაქოზე თავის დანებებაზე ვფიქრობ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში არ მინდა ზედმეტად დავიგრუზო .. შესაძლებელია დეპრესიული დღეები მქონდეს და ამან წნევაზეც იმოქმედოს sad.gif
ისე დავიფიცე წნევები რომ დამირეგულირდება აუცილებლად შევეშვები მოწევას


Posted by: White_Shark 10 Jan 2018, 22:39
ისე რა უნდა გკითხოთ
ხოლმე ადრე მჭირდა ესეთი რამე თითქოს გული გაჩერდა ვეღარ გრძნობდი ცემას
რა ეწოდება ასეთ რამეს ? biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 10 Jan 2018, 22:42
zviadcardio
QUOTE
გეკრძალებათ

QUOTE
მინერალური წყალი


მხოლოდ მინერალური წყალი თუ საერთოდ გაზიანი სასმელები? მაგალითად თუ შემიძლია ლიმონათის ან კოკაკოლას მიღება, ძალიან იშვიათად პატარა რაოდენობით ენერგეტიკულს ვსვამ
* * *
კიდევ მაინტერესებს ყავის დალევა რამდენად დასაშვებია , ან რა წნევის შემთხევაშია დასასვები.
ნალექიანი თუ უნალექოო

Posted by: zviadcardio 11 Jan 2018, 00:12
BaTuMiFuN
არც ენერგეტიკული სასმელი ვარგა და არც კოკა-კოლა. ყავაც ძალზე შეზღუდულად (სულ ერთია ნალექიანი თუ უნალექო).
ცოტა ლიმონათი შეგიძლიათ.
* * *
RammShark1995
QUOTE
ხოლმე ადრე მჭირდა ესეთი რამე თითქოს გული გაჩერდა ვეღარ გრძნობდი ცემას

სავარაუდოდ მხოლოდ შეგრძნება იყო და მეტი არც არაფერი

Posted by: BaTuMiFuN 11 Jan 2018, 00:27
zviadcardio

დიდი მადლობა ყურადღებისთვის
არც ყავას დავლევ საერთოდ არც გაზიან სასმელებს
ერთადერთი სიგარეტზე შეიძლება ვერ ვთქვა ჯერჯერობით უარი.. თუმცა მოვუკლებ

Posted by: White_Shark 11 Jan 2018, 00:28
zviadcardio
მადლობთ
ალბათ ეს ნევროზი შემიწირავს , 1000 ნაირ სიმპტომატიკას იწვევს facepalm.gif

Posted by: ninilion 11 Jan 2018, 23:50
გამარჯობათ ბატონო ზვიად, გილოცავთ შობა-ახალწელს, მაინტერესებს მკერდის არეში ტკივილი რომელიც გადაეცემა უკან მხარეს ზოგჯერ ხელსა და ენის ქვეშ, შემცივნება და შემდეგ მაღალი წნევა, წნევასტან ერთად გულის აჩქარება, უჰაერობისა და მკერდზე ზეწოლის შეგრძნება, მუცლის შებერვა წნევის დაწევის შემდეგ და მთქნარება რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს გულს?შემცივნება რადგან იყო გაკეთდა სისხლის საერთო და ყველაფერი რიგზეა ამ მხრივ. სტრესი და ემოციური ფონი გამორიცხა ნერვოპათოლოგმა.გული ვიკვლიოთ, თირკმელი.. კუჭი..ვაგუსი თუ ვის მივმართოთ გვირჩიეთ

Posted by: zviadcardio 12 Jan 2018, 14:24
ninilion
პაციენტის ასაკი, სქესი და გადატანილი/არსებული დაავადებები დაწერეთ.

Posted by: BaTuMiFuN 12 Jan 2018, 21:39
zviadcardio

დღეს სამსახურში რაღაც მოქაჩვა ვიგრძენი თავში და უცებ ცუდად გავხდი.. დიდხანს არ გაგრძელებულა . როგორც კი დავჯექი გადამიარა.
კაპტოპრილი დავლიე 50მგ 1 აბი.. 15-20 წუთში გავისინჯე წნევა და 130/90 მქონდა
დაახლოებით 2 საათის შემდეგ ისევ გადავამოწმე წნევა და ამჯერად 120/80 მქონდა.. გავიარე 200 მეტრამდე და ისევ მომაწვა რაღაც თავში. დავჯექი და ისევ გადამიარა
ოღონდ ცუდ შეგრძნებას მიტოვებდა ორივე შემთხვევაში
დილით საკვებს არ ვღებულობ და ეს ყველაფერი სადღაც 2 საათისთვის დაიწყო..სადილამდე.. ასევე არასაკმარისად ვიყავი გამოძინებული და ფეხები მქონდა გაყინული: შეიძლება რომელიმე ყოფილიყო ამის მიზეზი?

ან რა შეიძლება ყოფილიყო? წნევა არ მქონია მაღალი.. შეიძლება უცებ ავარდეს და დავარდეს?
აქამდე როგორმე მაღალ წნევებს ვიტანდი და ეს ცუდად გახდომები ნამდვილად აუტანელია sad.gif
შეგახსნეებ , რომ ნერვული სტრესის დიაგნოზი დამისვეს და დაახლოებით 2 თვეა მაღალი წნევები მაწუხებს

Posted by: Татьяна Зайцева 12 Jan 2018, 23:59
zviadcardio
გამარჯობა, მეც მაქვს ერთი კითხვა და იქნებ მიპასუხოთ user.gif

ვარ 23 წლის ბიჭი. დაახლოებით 3 თვის წინ მქონდა ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, სახლში ვიყავი, ავყევი ნერვებს და პანიკაში ჩავვარდი, მეგონა ვკვდებოდი, გამოვიძახეთ სასწრაფო, მოვიდნენ რაღაცეები გადამიღეს და ნერვოზულიაო, დიაზეპამი დამარჭეს და დამაძინეს. იმ დღის მერე პერიოდულად მაქვს ხოლმე ათასში ერთხელ ეგ ჰაერის უკმარისობა მარა 3-4 წამი გრძელდება, ჩემ ტვინში ვალაგებ რომ ნერვოზულია და ისეთი არაფერი და ეგრევე მივლის.
ბოლო ათი დღეა დაახლოებით დამეწყო გულზე პრობლემა, მაგალითად მოჭერის შეგრძნება, ხან სიმძიმის შეგრძნება, ხან წვის შეგრძნება. თუ არ ვფიქრობ ამ საკითხზე არც მახსენებს თავს, მაგრამ მარტო რომ დავრჩები ხოლმე ღამე ძალაუნებურად მეფიქრება და ეგრევე იწყება ტკივილები. თვის ბოლოს მივალ ექიმთან და კარდიოგრამას კი გადავიღებ, მაგრამ იქნება თვის ბოლომდე თქვენც მირჩიოთ რამე, შიშები მაქვს რომ რაღაც დაავადება მჭირს გულზე და შეიძლება რამე მომივიდეს. ხოდა თქვენი აზრით, რაც დავწერე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაქვს თუ არა რაიმე საპანიკო?

Posted by: zviadcardio 13 Jan 2018, 00:37
BaTuMiFuN
ეს ისევ სტრესის-გადაღლის ჩივილებს გავს.
Татьяна Зайцева
ეს ჩივილები ნევროზულია
დაგეგმეთ ვიზიტი ნევროლოგთან

Posted by: BaTuMiFuN 13 Jan 2018, 14:50
zviadcardio

ე.წ. წნევის მარეგულირებელი აბები რამდენად ეფექტური იქნება ჩემს შემთხვევაში?

Posted by: ninilion 13 Jan 2018, 15:34
zviadcardio
სქესი მდედრობითი, ასაკი 32, არა ჭარბწონიანი, არამწეველი. აქვს საყლაპავის მილის თიაქარი 1 ხარისხი, რეფლუქსი აწუხებს, ჰორმონები tsh ft4 ნორმაშია, მხოლოდ პროლაქტინი აქვს მაღალი, სისხლის საერთო და გლუკოზა ნორმაა.ადრე ამბობდა რომ გული მინელდებაო და ხშირად სვავდა ზელენინს ექიმისგან დანიშნულს ან ატროპინს იკეთებდა ახლა პირიქით გულის აჩქარებას და ამ სიმპტომებს უჩივის. სტრესულ სიტუაციაში არაა
* * *
user posted image
ეს აქვს გადაღებული როცა გული უნელდებოდა ..

Posted by: zviadcardio 13 Jan 2018, 21:24
BaTuMiFuN
წნევის "მარეგულირებელი" არ გჭირდებათ.
თქვენ გჭირდებათ ნევროლოგი და ემოციების კონტროლი.

ninilion
QUOTE
მკერდის არეში ტკივილი რომელიც გადაეცემა უკან მხარეს ზოგჯერ ხელსა და ენის ქვეშ, შემცივნება და შემდეგ მაღალი წნევა, წნევასტან ერთად გულის აჩქარება, უჰაერობისა და მკერდზე ზეწოლის შეგრძნება, მუცლის შებერვა წნევის დაწევის შემდეგ და მთქნარება რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს გულს?

ეს ჩივილები კარდიოლოგიური არ არის.
გულის მხრივ სერიოზული არაფერი გჭირთ.
ორთოსტატული ჰიპოტენზია და სინუსური ტაქიკარდიაა დიაგნოზი.
საშიში არ არის

Posted by: BaTuMiFuN 13 Jan 2018, 21:48
zviadcardio

ჩემი მდგომარეობა საშიშია? smile.gif
რამდენად შესაძლებელია ცუდად დასრულდეს

Posted by: zviadcardio 13 Jan 2018, 22:18
BaTuMiFuN
თუ ამის მეტი არაფერი გექნებათ რაც ახლა გაქვთ - უსასრულოდ იცოცხლებთ smile.gif
საშიში არაფერია

Posted by: BaTuMiFuN 13 Jan 2018, 22:32
zviadcardio

გაიხარეთ smile.gif
პროფესიონალზმთან ერთად კეთილი გულიც გაქვთ smile.gif

Posted by: ninilion 14 Jan 2018, 18:17
zviadcardio
თქვენ გაიხარეთ რომ გაგვახარეთ ამ ახალწელს! bis.gif ანუ მარცხენა ხელის დაბუჟება,ტკივილი რომელიც უკან გულის მხარეს გადაეცემა( დიდი ხანი არ გრძელდება ოღონდ ასე 15 წუთი) გულის პრობლემა არა ხომ? დოპელრს ხომა არ გვირჩევდაო? ადრე ასე 10 წლის წინ შეგნებულად იყინავდა ეს ქალბატონი ხელებს, იმისათვის რომ არ ჩასძინებოდა ღამე( სიმსივნით დაავადებულ დედას უვლიდა) ეს გაგრძელდა 2 თვე. მერე მტკიოდაო ხელებიო და გულზეც იყო ამის გამო ცვლილებებიო და ახლაც ორი კვირის წინ ხელზე ძალიან შესცივდ,ა გაყინულ პროდუქტს შეეხო, კულინარობდა და ცოტა დიდხანს მოუწია. ამის მერე დაეწყო აჩქარება და წნევაც აეწია ზემოთ.ანუ მკურნალობა არაფერი დასჭირდება და თავისით გაივლის დავიცადოთ?

Posted by: Татьяна Зайцева 15 Jan 2018, 00:52
zviadcardio
QUOTE
ეს ჩივილები ნევროზულია
დაგეგმეთ ვიზიტი ნევროლოგთან

მადლობა გამოხმაურებისთვის
ანუ საშიში ისეთი არაფერი ხომ? user.gif
ცუდი არაფერი მომელის? user.gif biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 15 Jan 2018, 16:03
QUOTE
ცუდი არაფერი მომელის?


ჩემშიც გამჯდარია ეგ შეკითხვა

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ninilion 15 Jan 2018, 20:54
BaTuMiFuN
ენდოკრინოლოგია გამორიცხული გაქვთ? გადაღლილობამ კი იცის წნევაც და ათასი სისულელე მაგრამ, ნახე სხვა რაღაცეებიც ეგრევე სედატიურები რომ მიიღო ნერვოზი მაქვსო პრობლემა ნამდვილად მოიხსნება?

Posted by: zviadcardio 15 Jan 2018, 22:30
ninilion
პირველ რიგში ნევროლოგთან ვიზიტს გირჩევდით.

Татьяна Зайцева
BaTuMiFuN
არა smile.gif

Posted by: BaTuMiFuN 15 Jan 2018, 22:37
ninilion
QUOTE
ენდოკრინოლოგია გამორიცხული გაქვთ?


სიმართლე გითხრათ ეგ რა არის ისიც არ ვიცი smile.gif
უბრალოდ 2მა ნერვიპათოლოგმა დამისვა ერთნაირი დიაგნოზი. მართლაც გადავიტანე ბოლოს სტრესი და მაქვს დიაგნოზის შესაბამისი ნიშნები
მედიკამენტებს არ ვღებულობ ამჯერად
20-21 ში გავესაუბრები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ნერვოპათოლოგს და შესაბამისად გავაგრძელებ მკურნალობას..

თქვენ წარმატებებს გისურვებთ


Posted by: White_Shark 15 Jan 2018, 23:06
ნევროზს ცოტა სხვა სპეციალისტი უნდა popcorn.gif

Posted by: pvm 16 Jan 2018, 22:22
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით პაციენტს (75 წლის) დაუდგინდა საყლაპავის ვარიკოზი ( 1 სტადია), 12გოჯა ნაწლავის წყლულოვანი ნაწიბური და დუოდენო-გასტრული რეფლუქსი.

პაციენტს აქვს ცხიმოვანი ჰეპატოზი, გადიდებული ღვიძლი (ჩატარდა ეხოსკოპია), თუმცა ღვიძლის ფუნქციური სინჯები - ყველაფერი ნორმაში! ასევე არ აქვს ბ და ც ჰეპატიტები. ამიტომ გვაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ვარიკოზების მიზეზი იყოს გულის უკმარისობა?

პაციენტი არის დასტენტილი ( 3 წლის წინ), აქვს მოციმციმე არითმია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰისის კონის მარცხენა წინა ჰემიბლოკი, პაკუჭოვანი ექსტრასისტოლია, კარდიალგია; ასევე აქვს დიაბეტი.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 17 Jan 2018, 13:02
pvm
გულის ექოსკოპიის პასუხი გვჭირდება

Posted by: pvm 17 Jan 2018, 21:47
QUOTE (zviadcardio @ 17 Jan 2018, 13:02 )
pvm
გულის ექოსკოპიის პასუხი გვჭირდება

ბოლო ეხოსკოპია ჩატარდა დაახლოებით 1 კვირის წინ და ყველაფერი ნორმალურად იყო.

პ.ს. მუცლის ღრუს ეხოსკოპია ჩატარადა დაახლოებით 10 დღის წინ და ღვიძლი იყო გადიდებული ( ცხიმოვანი ჰეპატოსტეატოზი).


Posted by: zviadcardio 17 Jan 2018, 22:21
pvm
თუ გულის ექოსკოპია ნორმაშია, ზემოთჩამოთვლილი პრობლემები გულთან კავშირში ცალსახად არ არის.

Posted by: ninilion 18 Jan 2018, 19:30
BaTuMiFuN
ჰორმონები,,ჩიყვი და სხვა ჰორმონების არევდარევა ისეთ სიმპტომებს იძლევა რომ ნერვოზშიც არევიათ

Posted by: guest022 23 Jan 2018, 14:17
გამარჯობა, ვარ 24 წლის მამაკაცი, პერიოდულად, წელიწადში, ან ორ წელიწადში ერთხელ მაწუხებს პაროქსიზმები, გულისცემის სიხშირით 170-180 და მეტი, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 7-8 კლასში. იმ პერიოდში ვიყავი კარდიოლოგთან მისული, ჩავიტარე შესაბამისი გამოკვლევები, ელექტრო კარდიოგრამა, 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი, ექოსკოპია, ერთი სიტყვით ყველაფერი ნორმაში იყო და რატომღაც ჩემი ჩივილების გამომწვევ მიზეზად "გარდატეხის" ასაკი დაასახელს. მეც შევეგუე იმ ფაქტს, რომ "ჯანმრთელი ავადმყოფი" ვიყავი და პაროქსიზმებსაც მნიშვნელოვან ყურადღებას არ ვაქცევდი. დაახლოებით ერთი თვის წინ კი მსგავსი პაროქსიზმი ჩვეულზე დიდხანს გამიგრძელდა (10-15 წუთი), პარალელურად ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, რამაც სერიოზულად შემაშინა და განმეორებით მივედი კარდიოლოგთან გამოკვლევებზე. ისევ ჰოლტერი, კარდიოგრამა, ექოსკოპია, TSH, კალიუმი, ყველაფერი მწყობრშია. ფიზიკურად აქტიური ვარ, არ ვეწევი, იშვიათად ვღებულობ ალკოჰოლს, კოფეინს, გაზიან სასმელს, მარილიანს, პერიოდულად ვვარჯიშობ. მე პირადად ეჭვი მაქვს სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარდიაზე, თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორ ხდება აღნიშნული დაავადების დიაგნოზირება? უშუალოდ ტაქიკარდიის დროს კარდიოგრამის გაკეთება არ მომხდარა.

Posted by: zviadcardio 23 Jan 2018, 19:17
guest022
მოგესალმებით.
QUOTE
თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორ ხდება აღნიშნული დაავადების დიაგნოზირება?

თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე ამ არითმიის დიაგნოსტიკის ყველაზე რეალისტური გზა არის ორი:
1. შეტევის დროს გადაიღოთ კარდიოგრამა (რაც ადვილი არ იქნება - 15 წუთში ძნელია ეს მოესწროს)
2. ჩატარდეს ენდოკარდიოული ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, ამ დროს მოხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია იმავე ეტაპზე გაკეთდე აბლაცია და მოხდეს პაციენტის განკურნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://ritmart.ge/ge/chveni-protsedurebi/eleqtrofiziologiuri-kvleva

Posted by: guest022 24 Jan 2018, 09:25
zviadcardio
მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: Perske 24 Jan 2018, 23:01
.......................................

Posted by: swainman 26 Jan 2018, 18:59
გთხოვთ მეც გამცეთ შეკითხვაზე პასუხი

ერთი კითხვა მაქვს. ვვარჯიშობ აზიდვებით. (კვირაში სამჯერ ვაკეთებ აზიდვებს) აზიდვების წინ გახურებებს ვაკეთებ.. საჭმელს ჩვეულებრივად ვჭამ. დროთა განმავლობაში კუნთები ვითარდება ეს ნორმალურია რა თქმა უნდა თუმცა მერე ლავიწის ძვალთან ძარღვი მიწყებს დატყობას. მერე ნელ-ნელა მარცხენა მკერდზეც იწყებს დატყობას და მერე ნელ-ნელა მიწყებს ტკივილს და რატომ ვერ მეტყვით? არადა ორგანიზმს ძაან არ ვტვირთავ რისი ბრალია ვერ მეტყვით? ადრე ვწყვეტდი ხოლმე ვარჯიშს და არ შეიძლება რომ არ შევწყვიტო და არც მტკიოდეს? რას მირჩევთ?

62-65 კილომდე ვიქნები

(ფოტო ჩემი არაა) ლურჯად რომ არის ხაზი გავლებული, მან მიწყებს დატყობას და მერე ტკივილს და რა ვქნაა?

user posted image

Posted by: zviadcardio 26 Jan 2018, 21:10
swainman
მოგესალმებით
ეს კარდიოლოგისათან კავშირში არ არის და დეტალურად ვერ გიპასუხებთ.
სავარაუდოდ კუნთის ან მყესის დისკომფორტია. საშიში არ უნდა იყოს.

Posted by: swainman 26 Jan 2018, 21:24
zviadcardio
QUOTE
swainman
მოგესალმებით
ეს კარდიოლოგისათან კავშირში არ არის და დეტალურად ვერ გიპასუხებთ.
სავარაუდოდ კუნთის ან მყესის დისკომფორტია. საშიში არ უნდა იყოს.

მადლობა პასუხისთვის კიდევ 1-ს გკითხავთ


ადრე მასე რომ მტკიოდა არ მივაქციე ყურადღება და მერე უფრო ძაან დამეტყო, და მერე უკვე გულმა დამიწყო ჩხვლეტა, ძილშიც კი ვგრძნობდი როგორ მჩხვლეტდა გული, ამის მერე ვარჯიში 4-5 თვე შევწყვიტე და საერთოდ აღარ მქონდა ტკივილი და არც გული მჩხვლეტდა, მე მაგის მეშინია, რომ გავაგრძელო ვარჯიში და ისევ ისე მაგრად დამეტყოს, (დატყობა არა უშავს) მერე გულმა არ შემაწუხოს. . .

რას მირჩევთ?

Posted by: _LegenDa_ 26 Jan 2018, 22:39
მაინტერესებს გულმა თუ იცის ტკივილი ?

Posted by: zviadcardio 26 Jan 2018, 23:02
swainman
უდიდესი ალბათობით ეს გულის ბრალი არ არის.
საბოლოოდ გამოსარიცხად ფიზიკური დატვირთვის ტესტი ჩაიტარეთ კლინიკაში

_LegenDa_
რა თქმა უნდა იცის.

Posted by: _LegenDa_ 26 Jan 2018, 23:07
zviadcardio

დიდი მადლობა
ვიღაცამ მითხრა არ იცისო და გადავამოწმე

Posted by: swainman 27 Jan 2018, 12:41
zviadcardio
QUOTE
swainman
უდიდესი ალბათობით ეს გულის ბრალი არ არის.
საბოლოოდ გამოსარიცხად ფიზიკური დატვირთვის ტესტი ჩაიტარეთ კლინიკაში

მადლობა

გავითვალისწინებ

Posted by: sichiko 30 Jan 2018, 16:10
მაინტერესებს პარკუჭთაშორისი ძგიდის ხვდელი 8 მილიმეტრი რამდენად საშიშია და რამდენად სწრაფად უნდა გაკეთდეს ოპერაცია? ანუ რა ხნისას უნდა გაუკეთდეს ახალდობილს?

Posted by: zviadcardio 30 Jan 2018, 18:37
sichiko

ეს უშუალოდ ჩემი საქმე არ არის (მე მოზრდილთა არითმოლოგი/კარდიოლოგი ვარ).

Posted by: INIK 30 Jan 2018, 19:17
zviadcardio

გამარჯობათ
წნევა 130/90 ან 140/90 ნორმალურია 27 წლის ადამიანისთვის?
და ვარჯიში თუ შეიძლება
* * *
user posted image

წითლად რომ არის მონიშნული ხელის მოძრაობის დროს ვგრძნობ რაღაცნაირ ტკივილს წინაც და უკანაც.
მაქვს წნევა ხან 130/90....140/90. ხან /80ზე. ნერვოზი კი მაქვს მგონი. კეტილეფტს ვსვამდი

თუ არის შესაძლებელი ვარჯიშს გამოეწვია ეს ტკივილი

Posted by: zviadcardio 30 Jan 2018, 20:14
INIK
სალამი. ნორმის ზედა ზღვარია.
მკურნალობა ამ წნევას არ უნდა, თუმცა კარგი იქნება თუ ნაკლებადმარილიან საკვებს მიიღებთ, მინერალურ წყალს არ მიიღებთ, ფეხით ივლით და წონაში დაიკლებთ (თუ საჭიროა).
ვარჯიში შეიძლება

ტკივილის გამოწვევა ვარჯიშს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კუნთის დაჭიმულობას გამოიწვევდა

Posted by: INIK 30 Jan 2018, 22:25
zviadcardio
გული არ იქნება?

Posted by: zviadcardio 30 Jan 2018, 23:52
INIK
ხელის მოძრაობის დროსაა-პოზიციურია, ეს პრაქტიკულად გამორიცხავს კარდიოლოგიურ ტკივილს

Posted by: INIK 31 Jan 2018, 00:32
zviadcardio
დიდი მადლობა. გაიხარეთ

Posted by: White_Shark 31 Jan 2018, 00:56


გამარჯობათ ზვიად დაახლოებით ესე მემართება ხშირად
და გადავწყვიტე აღარ მივაქციო ყურადღება და რაიმე ფატალურს ხომ არ მოვიმკი ?

Posted by: zviadcardio 31 Jan 2018, 21:28
Shark1995
ექსტრასისტოლიაა.

თუ სხვა არაფერი გჭირთ და სხვა მხრივ ჯანმრთელი ხართ პრობლემა არ არის და ცუდიც არაფერი გემუქრებათ

Posted by: White_Shark 31 Jan 2018, 22:05
zviadcardio
გულის მხრივ არაფერი არ მჭირს თუ ამას გულისხმობთ

და ისე ნევროზი კი

Posted by: INIK 1 Feb 2018, 00:50
zviadcardio
ჰაერის უკმარისობა და გულის მხარეს ტკივილი. მაგრამ რიდესაც მოსვენებული ვარ არ მტკივა. მოძრაობის დროს მტკივა. ხელის აწევის დრის . დახრის დროს შემობრუნების დროს.
შეიძლება გული იყოს?


Posted by: zviadcardio 1 Feb 2018, 21:03
Shark1995
საშიში არაფერია

INIK
მხოლოდ თეორიულად.
კლასიკურად ასეთი ტკივილი გულს არ ახასიათებს

Posted by: 7903251 2 Feb 2018, 17:07
zviadcardio

ბ-ნო ზვიად გამარჯობა, გასული წლის ნოემბერში ჩავაბარეთ ანალიზები: ლიპიდური ცვლა, ალტ, ასტ.

http://vfl.ru/fotos/ecbf33df20413544.html
ალტ: 39.70 ასტ: 18.64
თქვენი რეკომენდაციით მივიღეთ მერტენილი 20 მგ (თითქმის ყოველდღე, სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის მიღების დღეს როზუვოსტატინს არ ვიღებდით.)
დღეს გადავაბარეთ სისხლი. გთხოვთ გადახედოთ.
http://vfl.ru/fotos/b040c71520413612.html
http://vfl.ru/fotos/d86d9b6820413643.html
http://vfl.ru/fotos/ac39d7df20413667.html
http://vfl.ru/fotos/b921707920413692.html
ალტ, შედარებით მომატებულია თუმცა ნორმის ფარგლებშია. პაციენტი, მმ, 58 წ. წონა 90 კგ., 180 სმ., არტ.ჰიპერტენზია , წნევა დაახ. 140/90.
წნევის დროს ვიღებთ პრესტანს 10/10. მერტენილი 20 მგ, ნოემბრიდან. აღსანიშნავია რომ სელის ზეთსაც ვიღებთ.

Posted by: zviadcardio 2 Feb 2018, 20:30
7903251
მოგესალმებით. ასეთ დროს სტანდარტული პაციენტი გადაგვყავს 10მგ როზუვასტატინზე.
ჩვენი პაციენტი ითვლება მაღალი რისკის პაციენტად (იშემიური ინსულტი ანამნეზში), ასეთ შემთხვევაში სასურველია რომ LDL 100-ზე ნაკლები გვქონდეს, ამიტომ როზუვასტატინი უნდა გავაგრძელოთ უცვლელი დოზით (20მგ) კიდევ 3 თვე. 3 თვეში იგივე ანალიზები გავიმეოროთ.

Posted by: ქეთათო 2 Feb 2018, 21:17
გამარჯობა, ამ საღამოს მარცხენა მკლავზე დამეწყო უცებ წამოვლითი ტკივილივით დიკომფორტი, ხან მხარი, ხან ზემოთ მკლავის დასაწყისში, მუდმივი ხასიათის არ არის, მაგრამ წამიერად გადაივლის წამიერად წამომივლის ხოლმე, ხან ნაკლებად ხან კარგად საგრძნობლად, ახლა მარცხენა მკერდის ქვეშ, და მარცხ.მკერდის მარჯვენა ნახევარში გამჩხვლეტასავით, და მკერდის ირგვლივ დადის ეს დიკომფორტი, მაგრამ ძირითადად მაიმც მხარზე და მკლავზე მირტყავს ტკივილი, ხან მოჭერითი ხასიათისაა,

Posted by: zviadcardio 2 Feb 2018, 22:03
ქეთათო
ასეთი ტკივილი გულს ნაკლებად ახასიათებს

Posted by: თამარი 3 Feb 2018, 13:48
zviadcardio
მოგესალმებით. თუ შეგიძლიათ, იქნებ დამაკვალიანოთ. ერთი თვე იქნება, რაც ხშირად მაწუხებს ე.წ. გულის ამოვარდნა, შეგრძნება, რომ გულისცემებს შორის თავის ადგილას არ ცემს გული, არამედ სადღაც უფრო ზემოთ და შუაში და რითმიც არეულია. თან უცნაური ისაა, რომ ასეთი შეგრძნება იწყება მაშინ, როცა დივანზე მივწვები ტელევიზორთან მშვიდად ან როცა დასაძინებლად ვწვები. სხვადასხვა ხანგრძლივობისაა, რამდენიმე წუთი გრძელდება ან ნახევარი საათიც.. ან მეტი. ადრე ჰოლტერით გავიკეთე მონიტორინგი (მაშინ დაწოლასთან არ იყო კავშირში, ისე მეწყებოდა ეს გულის ფრიალი), მაგრამ მაინცდამაინც იმ 24 საათში არ მქონდა ასეთი შეგრძნება. ჰოლტერზეც არაფერი გამოჩნდა საგულისხმო.
რა შეიძლება იყოს მიზეზი? ან რა გამოკვლევით მივიღებ პასუხს, როცა კარდიოგრამის დამთხვევა ამ მდგომარეობაზე ძალიან ჭირს ჩემთვის.
პ.ს. ამჟამად ვარ ორსულად (მე-13 კვირა).
წინასწარ გმადლობთ!

Posted by: 7903251 3 Feb 2018, 19:04
zviadcardio


ბ-ნო ზვიად, თქვენის ნებართვით პირადში დაგიზუსტებთ.

Posted by: zviadcardio 3 Feb 2018, 21:36
თამარი
მოგესალმებით
ჰოლტერის 48სთ მონიტორინგი გაიკეთეთ და დიაგნოზი გვექნება

7903251
ოკ

Posted by: ToyotaMR2 8 Feb 2018, 13:38
zviadcardio

გამარჯობათ

ადრეც გესაუბრეთ.და მაქვს ასეთი კითხვები..სტრესის შედეგად დამეწყო 2 წლის წინ თავბრუსხვევბი და ჰაერის უკმარისობა ყელში მოგუდვის შეგრძნება ჩასუნთქვის დროს..2 წლის მანძილზე სულ მეცვლებოდა სიმფტომები .მაგრამ ერთი სიმფტომი ისევ ისე მაწუხებს ..ანუ დატვირთვის .მცირედი ვარჯიშის შემდეგ მეწყება ფეხებში და მთლიან სხეულში სისუტე ..ფეხებში შეგრძნების დაკარგვასავიტ .კონცენტრაცია მეკარგება სისუტისგან თითქოს პეხები მიკანკალებს და წავიქცევი.ასევე მეწყება ჰაერის უკმარისობა ეს გრძელდება სადAც 20 წუტი ამის შემდეგ გადამივლის და ჩვულებრივად ვარ თოთქოს ჰაერი ვერ ეწოდება ტვინს და გაბუებული ვარ ,, მაინტერესებს გულის ამბებია ? კარდიოგრამიტ სერიოზული არაფერიაო

Posted by: zviadcardio 9 Feb 2018, 19:46
ToyotaMR2
სალამი
არა. ეს კარდიოლოგიური ჩივილი არ არის.

Posted by: dodij 12 Feb 2018, 14:00
მოგესალმებით,
წნევის კონტროლი დავიწყე და მაქვს ასეთი სიტუაცია.
წნევა ძალიან ცვალებადობს .

მაგალითად პირველ გაზომვაზე წნევაა 135 / 95 ზე. 2 წუთის შემდეგ განმეორებაზე 130 / 85 ზე, შემდეგ 2-3 წუთის შემდეგ 140 / 95 , შემდეგ 5 წუთის 120 / 80 ზე.
რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და რამდენად საშიშია ასეთი ცვალებადობა?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: White_Shark 12 Feb 2018, 20:01
ზვიად გამარჯობათ
მამაჩემი ამბობს ბოლო დროს რო ავდივარ აღმართზე ან კიბეზეო მკერდში თითქოს ვიღლებიო და ჰაერი არ მყოფნისო
რას იტყვით ინფარქტის წინაპირობა ხომ არ არის ?

Posted by: zviadcardio 12 Feb 2018, 20:28
dodij
ყველაზე ხშირად ემოციაა ამის მიზეზი.
საშიში არ არის, მხედველობაში მიიღეთ გაზომვებისას მიღებული უმცირესი მაჩვენებელი.

Shark1995
ზეპირად თქმა არ გამოვა.
ექოკარდიოსკოპია, ეკგ, ტრედმილმეტრიაა (ფიზიკური დატვირთვის ტესტი) საჭირო და ყველეფერზე პასუხი გვექნება

Posted by: pvm 14 Feb 2018, 17:49
რამდენად მიზანშეწონილია სტრეს ეხოკარდიოგრაფიის ჩატარება დობუტამინით იშემიის გამოსავლენად?
(როცა ტრედმილს ვერ უკეთებ პაციენტს?)

Posted by: zviadcardio 15 Feb 2018, 20:48
pvm
შეიძლება, ფიზიკური დატვირთვის ტესტის ერთ-ერთი ალტერნატივაა როცა ფიზიკურ დატვირთვას ვერ აკეთებ.
თუმცა პირადად მე ამ ტესტს დიდად არ ვწყალობ (ჩემი პირადი დამოკიდებულებაა).

Posted by: pvm 17 Feb 2018, 21:37
QUOTE (zviadcardio @ 15 Feb 2018, 20:48 )
pvm
შეიძლება, ფიზიკური დატვირთვის ტესტის ერთ-ერთი ალტერნატივაა როცა ფიზიკურ დატვირთვას ვერ აკეთებ.
თუმცა პირადად მე ამ ტესტს დიდად არ ვწყალობ (ჩემი პირადი დამოკიდებულებაა).

თქვენ რომელი კვლევის ჩატარებას ურჩევთ ხოლმე პაციენტს იშემიის დასადგენად? და საერთოდ იშემიის დასადგენად რომელი მეთოდია ყველაზე კარგი? ( კორონოროგრაფიის გარდა).

და რამდენად ცვლის ტრედმილს მხოლოდ ველოსიპედზე დატვირთვის ტესტი?

Posted by: zviadcardio 19 Feb 2018, 20:37
pvm
მე ვურჩევ ტრედმილმეტრიას და კორონაროგრაფიას

ველოსიპედზე დატვირთვის ტესტს შეუძლია შეცვალოს ტრედმილი (თუმცა ტრედმილზე დატვირთვა უფრო ფიზიოლოგიურია).

Posted by: ბზბზბზზზ 20 Feb 2018, 12:50
გამარჯობა, მოკლედ ვუჩივი ტკივილს ნეკნის ქვეშ, ხანდახან ტკივილი გულმკერდის არეში ადის, ამ ბოლო დროს დამეწყო რაღაც უცნაური გულისცემა, უცბათ ერთი დარტყმა და თითქოს სუნთვა მეკვრება და და დაღლილობის გრძნობა მეუფლება იმ მომენტში, ვერ აღვწერე წესიერად მაგრამ დაახლოებით ხომ ვერ დამაკვალიანებთ ვის მივმართო ? კუჭის ბრალი მეგონა თავიდან მაგრამ გამოკვლევებზე მითხრეს არაფერი ისეთი ფერმენტული დარღვევებიაო და ნერვიულობის ფონზე გტკივაო.

Posted by: zviadcardio 20 Feb 2018, 19:05
ბზბზბზზზ
არ გავს ეს კარდიოლოგიურ ტკივილს, უფრო ადგილობრივ (ნერვი, კუნთი, ხერხემალი) ტკივილს გავს.
თუმცა უსაფრთხოების მიზნით პირველ რიგში მაინც გირჩევთ კარდიოლოგთან ვიზიტს და გულის მიზეზის გამორიცხვას

Posted by: skvachi 21 Feb 2018, 00:51
მოგესალმებით!

ვარ 18 წლის ბიჭი და მაწუხებს ერთადერთი რამ, გულის ცემა მესმის ხმამაღლა. არსად არ მივსულვარ (ექიმთან). ანუ როდესაც რაღაცის ყურებას დავიწყებ ან რაღაცას ვკითხულობ, მოკლედ როდესაც ჩუმად ვარ ჩემთვის ან თუნდაც ჩაფიქრებული, ეგრევე მესმის ჩემი გულისცემის ხმა თითქოს გული ყურთან მაქვს. ნევროზის ბრალია ამბობენ ბევრ რაღაცის გამო მინი ნევროზიც მქონდა სერიოზული არაფერი მაგრამ იმის მერე რაც გადავიტანე ეგ ამბები ძალიან ემოციური გავხდი და ეს გული რომელიც ისედაც მიცემს ღმამაღლა და თითქოს სწრაფად (მაგრამ მაინც მგონია რომ მეჩვენება სწრაფი გულსცემა) უფრო ჩქარდება როდესაც მომენტში ვინერვიულებ რაღაცაზე ან რამე ეგეთი და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: bugzy 21 Feb 2018, 14:58
გამარჯობა ვარ 24 წლის ბიჭი რამოდენიმე შეკითხვა მაქვს იქნებ დამეხმაროთ

ბოლო 2 კვირაა მაწუხებს ძლიერი თავბრუს ხვევა, სისუსტე ფეხებში, ღებინების შეგრძნება მაქვს სულ, ან ჭამის შემდეგ ასევე ყურები თითქოს მიხურს და ხელების გაბუჟებას ვგრძნობ ექიმთან ვიყავი თავიდან მოვიწამლე მეგონა და ალბათ გაივლის თქო ვიფიქრე მაგრამ 2 კვირაა ესე გრძელდება ერთი დღე თითქოს კარგად ვარ მერე ისევ ეს საშინელი ღებინების შეგრძნება მეუფლება და გაბრუება თავბრუს ხვევა
სისხლის საერთო ამიღეს და არაფერი არ გამოჩნდა ყველაფერი ნორმაში გაქვთო მითხრეს. წნევაც არმაქვს ხოლმე არც მაღალი არც დაბალი ერთადერთი მიზეზი თუ რატო ვწერ ამ განყოფილებაში არის ის რომ პაროქსიზმი მაქვს 2 თვის წინ მქონდა ბოლო შეტევა შეიძლება ეს სიმტომები გულთან იყოს რაიმე კავშირში ? ან არვიცი შეიძლება კუჭ-ნაწლავის რაიმე პრობლემები იწვევდეს თავბრუს ხვევას და ღებინებას ? ვეღარ გავიგე უბრალოდ რომელ ექმითან მივიდე ან რა გავაკეთო და იქნებ მირჩიოთ რამე

Posted by: Universe 21 Feb 2018, 20:30
zviadcardio
წნევის უეცარ ვარდნაზე რჩევები ხომ არ გექნებათ?
120-80 აქვს ნორმალურ მდგომარეობაში. ზედა ნიშნული ხშირად 80, 70, 60 ქვედა 50, 40-მდე ეცემა.
ყავა არაეფექტურია + უძილობას იწვევს.


Posted by: zviadcardio 21 Feb 2018, 21:14
skvachi
ეს ემოციების ბრალია, ნევროლოგს გაესაუბრეთ

bugzy
პაროქსიზმი მსგავს ჩივილებს არ იწვევს. რომ დავაზუსტოთ პაროქსიზმი მარტო მაშინ იწვევს ჩივილებს როცა უშუალოდ შეტევა გაქვთ, პაროქსიზმებს შორის შუალედში ის ჩივილებს არ იწვევს.
ანუ ამჟამინდელი ჩივილები პაროქსიზმთან კავშირში არ არის


Universe
გაზგაცლილი მინერალური წყალი - სასმელი წყლის ნაცვლად. ანუ მიიღეთ 2 ლიტრამდე მინერალური წყალი ყოველდღიურად დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. დაახლოებით 2 კვირაში საგრძნობ შეღავათს მიიღებთ. ამასთან მეტად მიიღეთ მარილი (მლაშე საკვები).

Posted by: Universe 21 Feb 2018, 22:22
zviadcardio
მარილი გასაგებია, სითხის შეკავების ხარჯზე წევს წნევას მაღლა, ამასთან დღიური ნორმის გადაჭარბება ხომ საზიანოა?

უფრო უსაფრთხო, გვერდითი მოვლენების გარეშე საშუალება, პროდუქტი, დღის რაციონში რომ შევიტანოთ (რადგან დაბალი წნევა ქრონიკული დაავადებიდანაა) არ არსებობს?

Posted by: pvm 22 Feb 2018, 15:37
ბატონო ზვიად თქვენ სად მუშაობთ და რა გვარი ხართ?

Posted by: zviadcardio 22 Feb 2018, 20:32
Universe
ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს ყველაზე უსაფრთხო მეთოდია.

pvm
მე ზვიად მათოშვილი ვარ.
ყველგან ვარ smile.gif უამრავ კლინიკაში
დანარჩენს გუგლი მოგიყვებათ


Posted by: intermilan 23 Feb 2018, 22:06
გამარჯობა.
მაინტერესებს, რამდენად შეიძლება, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა, როგორიცაა საყლაპავის თიაქარი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, კუჭის წყლული, გამოიწვიოს მოციმციმე არითმია? ან ექსტრასისტოლები.

Posted by: pvm 23 Feb 2018, 22:43
QUOTE (zviadcardio @ 22 Feb 2018, 20:32 )
Universe
ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს ყველაზე უსაფრთხო მეთოდია.

pvm
მე ზვიად მათოშვილი ვარ.
ყველგან ვარ smile.gif უამრავ კლინიკაში
დანარჩენს გუგლი მოგიყვებათ

რა მაგარი ექიმი ყოფილხართ! yes.gif yes.gif yes.gif

ბევრი კარდიოლოგი ძალიან გაქებთ!!!

პეისმეკერის ჩვენება რამდენად არის, როცა პაციენტს 10 000 ზე მეტი აქვს ექსტრასისტოლია და ღამე, ძილის დროს აკეთებს პაუზებს, პაუზის მაქსმალური დრო დაახლოებით 2,5 წამია ( პაციენტი უჩივის 20 წელზე მეტია მოციმციმე არითმიას, ანამნეზში აქვს დიაბეტი, ფქოდ, დასტენტნილია და იღებს მუდმივად სისხლის გამათხელებელს).

Posted by: zviadcardio 23 Feb 2018, 23:28
intermilan
როგორ გითხრათ... ამ ამბების პოსტსაბჭოეთში გადაჭარბებით სწამთ.
სინამდვილეში შეიძლება პროვოკატორად მივიჩნიოთ მაგრამ არა გამომწვევ მიზეზად.

pvm
QUOTE
რა მაგარი ექიმი ყოფილხართ!     

ბევრი კარდიოლოგი ძალიან გაქებთ!!!

დიდი მადლობა smile.gif

QUOTE
პეისმეკერის ჩვენება რამდენად არის, როცა პაციენტს 10 000 ზე მეტი აქვს ექსტრასისტოლია და ღამე, ძილის დროს აკეთებს პაუზებს, პაუზის მაქსმალური დრო დაახლოებით 2,5 წამია ( პაციენტი უჩივის 20 წელზე მეტია მოციმციმე არითმიას, ანამნეზში აქვს დიაბეტი, ფქოდ, დასტენტნილია და იღებს მუდმივად სისხლის გამათხელებელს).

იზოლირებულად 2,5 წამი პაუზა ძილის დროს გაიდლაინის მიხედვით არ არის პეისმეიკერის იმპლანტაციის ჩვენება.

თუმცა თქვენს მიერ მოტანილი ქეისი განსხვავებულია. კერძოდ ამ პაციენტს აქვს არითმიაც და შესაბამისად აქვს ანტიარითმიული თერაპიის საჭიროებაც. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მოხდეს პეისმეიკერის იმპანტაცია და დაენიშნოს სათანდო თერაპია.

Posted by: bugzy 27 Feb 2018, 23:38
გამარჯობა

24 წლის ვარ მაქვს პაროქსიზმული არითმია ძალიან შემაწუხა ამ ბოლო დროს, უკვე შიშები მაქვს და სულ ხელით ვისინჯავ პულსს
დაახლოებით 5 ჯერ მქონდა შეტევა საერთო ჯამში, მაგრამ ბოლოს 2 თვის უკან რო დამემართა იმის მერე სულ შიშები მაქვს ადრე არვაქცევდი ესე ძაან ყურადღებას მაგრამ ეხლა ვატყობ რო დაშინებული ვარ ძალიან

მაინტერესებს აბლაციას სად აკეთებენ და ვის მირჩევდით ან დაახლოებით რა ჯდება თუ შეგიძლიათ რომ მითხათ.
და კიდევ გამიგია რომ აბლაციის შემდეგაც არის შანსი რო ისევ განმეორდეს შეტევა რამდენად დიდია ამის ალბათობა ხომ არიცით ?


Posted by: zviadcardio 28 Feb 2018, 00:54
bugzy
აბლაციას საქართველოში რამდენიმე ექიმი აკეთებს.
უბრალოდ დაგუგლეთ სიტყვა აბლაცია ან არითმოლოგი და ვარიანტებს ნახავთ.

თუ სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარდიაზე ვსაუბრობთ აქ წარმატებული აბლაციის წილი 98-99%-ია
კვლავ განმეორების ანუ რეციდივის ალბათობა 2-5%

Posted by: nia4u 28 Feb 2018, 01:34
zviadcardio
გამარჯობათ, ზვიად ექიმო smile.gif
ამინდის ცვლილებისას და სხვა ზოგიერთ შემთხვევებში დამეწყო წნევის მატება,
ჩვეულებრივად100/70 მაქვს ხოლმე,
ასეთ შემთხვევებში 140/80 საშინელი კეფის და კისრის ტკივილით, თვალები მეხუჭება, თავი მიმძიმდება და ა,შ, და შეიძლება ასეთ შემთხვევებში რამე მედიკამენტი მივიღო, მაგალითად მთელი საქართველო რომ ენის ქვეშ იდებს ის? wink.gif

Posted by: bugzy 28 Feb 2018, 16:08
QUOTE (zviadcardio @ 28 Feb 2018, 00:54 )
bugzy
აბლაციას საქართველოში რამდენიმე ექიმი აკეთებს.
უბრალოდ დაგუგლეთ სიტყვა აბლაცია ან არითმოლოგი და ვარიანტებს ნახავთ.

თუ სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარდიაზე ვსაუბრობთ აქ წარმატებული აბლაციის წილი 98-99%-ია
კვლავ განმეორების ანუ რეციდივის ალბათობა 2-5%

გასაგებია.

განმეორების შემთხვევაში რახდება ?
ხელმეორედ შეიძლება გაკეთდეს ოპერაცია თუ რა ზომებს მიმართავენ მაგ შემთხვევაში ?


Posted by: zaza1908 28 Feb 2018, 19:12
მეგობრებო,
ადამიანს ხელები უბუჟდებოდა და გაუკეთეს კუაგულოგრამა, რარაც ცვლილებები იყო, მაგრამ ოჯახის ექიმი არ უშვებს სპეციალისტთან და ძაან ცუდი ექიმია, ხოდა ეს კარდიოლოგის თემაა თუ რომელ სპეციალისტს ეკუთვნის?

Posted by: Egyptian 1 Mar 2018, 14:07
zviadcardio
გამარჯობათ
დღეს წავიკითხე რომ წამლიან სტენტს ჰქონია უკუჩვენებებიც
თუ პაციენტს სტენტირების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში აქვს სიცხე შეიძლება რომ სტენტთან შეუთავსებლობის გამო ჰქონდეს? :?
პროცედურამდე შესაბამისი ანალიზები არ კეთდება?
ან თუ შეუთავსებელი აღმოჩნდა შემდეგ რა ხდება? წამლიანი სტენტი უნდა ამოიღონ და ჩვეულებრივი ჩადგან?:?

ვისთვის არის უკუნაჩვენები საიფერის სტენტი?
მათთვის ვინც:
o ალერგიულია ან აქვს შეუთავ­სებლობა სიროლიმუსთან;
o ალერგიულია პოლიმერზე, რომლითაც დაფარულია სტენ­ტი;
o უკუჩვენება აქვს ანტითრომ­ბოზულ მედიკამენტებზე (მაგ.: ასპირინზე);
o მიზეზთა გამო ვერ მიიღებს ან­ტიკოაგულანტებს (სისხლის გა­მათხევადებელ მედიკამენტებს);
o აქვს იმგვარი ბლოკირება, რომელიც არ იძლევა სისხლ-ძარღვის სრული გაფართოვე­ბის საშუალებას;

Posted by: zviadcardio 1 Mar 2018, 22:13
nia4u
ზოგადად ეს წნევა არ არის იმდენად მაღალი რომ აგრესიული მართვა ჭირდებოდეს.
მაქსიმალურად შეზღუდეთ სუფრის მარილი და მინერალური წყალი.
ერთეულ შემთხვევებში შეგიძლიათ კაპტოპრილი (25მგ) გამოიყენოთ.

bugzy
QUOTE
განმეორების შემთხვევაში რახდება ?
ხელმეორედ შეიძლება გაკეთდეს ოპერაცია თუ რა ზომებს მიმართავენ მაგ შემთხვევაში ?

დიახ, რეციდივის შემთხვევაში აბლაცია კეთდება განმეორებით

zaza1908
ხელების დაბუჟების უხშირესი მიზეზი ხერხემალია და თემაც ნევროლოგს ეკუთვნის.


Egyptian

QUOTE
თუ პაციენტს სტენტირების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში აქვს სიცხე შეიძლება რომ სტენტთან შეუთავსებლობის გამო ჰქონდეს?
პროცედურამდე შესაბამისი ანალიზები არ კეთდება?
ან თუ შეუთავსებელი აღმოჩნდა შემდეგ რა ხდება? წამლიანი სტენტი უნდა ამოიღონ და ჩვეულებრივი ჩადგან?

არა, შეუთავსებლობის გამო - არა.
არა, ასეთი ანალიზები არსად კეთდება
ჩადგმული სტენტის ამოღება აღარ ხდება

QUOTE
ვისთვის არის უკუნაჩვენები საიფერის სტენტი?
მათთვის ვინც:
o ალერგიულია ან აქვს შეუთავ­სებლობა სიროლიმუსთან;
o ალერგიულია პოლიმერზე, რომლითაც დაფარულია სტენ­ტი;

ასეთი რამ რეალურ ცხოვრებაში თითქმის არ ხდება. მწარმოებელი ყოველთვის წერს ამას. თავს იზღვევს.

რაც შეეხება თქვენს პრობლემას:
სიცხე შეუთავსებლობის გამო არ აქვს - ეძებეთ ინფექცია

Posted by: nia4u 2 Mar 2018, 00:12
zviadcardio
მადლობა smile.gif
სწორედ მაგ პრეპარატს ვგულისხმობდი...

Posted by: zviadcardio 3 Mar 2018, 10:59
nia4u
დიახ. მივხვდი smile.gif



. . .

Posted by: zaza1908 4 Mar 2018, 18:41
zviadcardio
QUOTE
zaza1908
ხელების დაბუჟების უხშირესი მიზეზი ხერხემალია და თემაც ნევროლოგს ეკუთვნის.

ძალიან დიდი მადლობა.

Posted by: intermilan 5 Mar 2018, 10:41
გამარჯობა.
sinus arest-ი რას ნიშნავს?
ჩემს ძმას, რომელიც არის 26 წლის, აწუხებს გული. იყო კარდიოლოგთან, გაუკეთეს 24 საათიანი კვლევა და დიაგნოზში უწერია "sinus arest" და პაუზა 2ჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ასევე ჰქონდა ექსტრასისტოლები. ერთი თვის შემდეგ ისევ გადაიღო 24 საათია მხოლოდ ექსტრასისტოლები ჰქონდა.
როგორც თვითონ ამბობს ეს არაფერი არ არის და მაინც იტვითთება ფიზიკურად და კვირაში 2-3 ჯერ კალათბურთს თამაშობს.
თამბაქოსაც ვერ გაანება თავი.
ბოლო რამდენიმე დღეა აღარ აწუხებს ამოვარდნები, მაგრამ დღეგამოშვებით ერთხელ მაინც აქვს მაღალი პულსი რომელიც 90-100 მდე მერყეობს.
თვითონ ჯიუტობს და მაინც არ უფრთხილდება თავს. მაგრამ ხელი სულ გულზე უკავია smile.gif
ბავშვობიდან ჰქონდა ნერვოზი და მაინტერესებს რამდენად შეიძლება ზემოთაღნიშნული ჩვენებები ნერვოზის გამოწვეული იყის? და ზოგადად რას გვირჩევთ smile.gif მადლობა.

Posted by: [SERGIO] 5 Mar 2018, 14:34
zviadcardio
გამარჯობათ 85წლამდე ბაბუას ქონდა ინფარქტი ორი თვის წინ გაუკეთდა კორონარული სტენდირება. სვავს შემდეგ მედიკამენტებს: ზილტი, ტრიმეიკი, ომოპრაზოლი. უჩივის მაღალ წნევებს და გაუსაძლის კანის ქავილს, უმეტესად თავის მიდამოებში. რას გვირჩევთ როგორ მოვიქცეთ?

Posted by: zviadcardio 5 Mar 2018, 21:19
intermilan
სინუს არესტი ნიშნავს იმას რომ სინუსის კვანძი მთალად გამართულად არ ფუნქციონირებს. სინუსის კვანძი გულში წარმოქმნის იმპულსებს და მისი საშუალებით იკუმშება გული.
თუმცა აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია რა ხანგრძლივობისაა ყველაზე დიდი პაუზა. ეს მონაცემი დაწერეთ

ფიზიკურ დატვირთვას არ ვუკრძალავთ, თუმცა უფრო ზუსტად პაუზის დაწერის შემდეგ გიპასუხებთ.
აი თამბაქო კი ასაკრძალია.
ნევროზის გამო სინუს არესტი არ ჩნდება, ექსტრასისტოლების (ამოვარდნების) პროვოკატორი კი შეიძლება იყოს ემოციები.
ზოგად რჩევებს რაც შეეხება, თამბაქოს გარდა, არასასურველი პროდუქტია კოფეინი (ყავა, მაგარი შავი ჩაი, კოკა-კოლა, პეპსი, შოკოლადი, ენერგეტიკული სასმელი)

[SERGIO]
წნევა მოუგვარებელი თემა არ არის დაურეკეთ კარდიოლოგს (სადაც სტენტირება გაიკეთეთ) და წამალს დაგიმატებენ.
რაც შეეხება ქავილს აქ უსათუოდ გჭირდებათ ალერგოლოგი შესაძლოა ალერგია ჰქონდეს მედიკამენტზე ან რამე სხვა გარეშე ალერგენზე.

Posted by: machabeli1 8 Mar 2018, 12:35
გამარჯიბა!
არ ვიცი რამდენად სწორად ვწერ ამ თემაში.
მოკლედ, რამდენიმე თვეა დამჩემდა ესეთ რაღაც, რომ უცებ თავს ვერ ვიგრძნობ კარგად და ამ დროს მინდა ჩასუნთქვა და ვერ ვახერხებ, ნერწვის გადაყლაპვას ვცდილობ და ვერ ვახერხებ და ამ დროს ჩასუნთქვასაც ვერ ვახერხებ. ეს გრძელდება დაახლოებით8-10 წამი.
აქ იმიტომ დავწერე,რომ გულზე მაქვს ექსტრასისტოლები მაგრამ არა ხშირად. ასევე ამ დროს ფერს ვკარგავ და ვთეთრდები. რა შეიძლება იყოს?
მადლობა.
* * *
ეს ყველაფერი მქონია რამდენჯერმე სირბილის შემდეგაც. დატვირთვის ტესტი გადაღებული მაქვს,ყველაფერი კარგად იყო.

Posted by: zviadcardio 8 Mar 2018, 15:37
machabeli1
ეს ჩივილები უდიდესი ალბათობით სტრესით და გადაღლით ე.წ. "ნევროზული" მდგომარეობითაა გამოწვეული

Posted by: machabeli1 8 Mar 2018, 17:03
მადლობა.
..........
..................

Posted by: tako-tako-tako 10 Mar 2018, 14:52
გამარჯობა, გულზე მაქვს ყრუ ტკივილი. ზოგჯერ ჭვალი, ზოგჯერ მკერდის არეში ვგრძნობ ზეწოლას, ზოგჯერაც ზურგზე. რამდენიმე კვირის წინ, ერთი ორი კვირის განმავლობაში მქონდა სერიოზული გულის ფრიალი. მერე ვნახე რაღაც სუნთქვითი და რელაქსაციის ვარჯიშები რომლებსაც ვაკეთებდი და ამ ფრიალმა გამიარა. ახლა ეს ზეწოლა მაწუხებს. განსაკუთრებით ძლიერდება როცა ვუფიქრდები ხოლმე. ისე არ მტკივა რომ ფუნქციონირებაში მიშლიდეს ხელს, უბრალოდ მეშინია რომ გულზე არ მჭირდეს რამე და მაინტერესებს ყოველთვის საშიშია ესეთი ჭვალი თუ ხდება ხოლმე? ერთი 3-4 დღეა ესე მაქვს.

Posted by: zviadcardio 10 Mar 2018, 19:27
tako-tako-tako
თქვენს მონათხრობს თუ დავეყრდნობით საშიში არ უნდა იყოს და ეს დიკომფორტი გულს არ უნდა უკავშირდებოდეს.
ასეთი ჩივილები ემოციებით/სტრესით/ გადაღლით შეიძლება იყოს პროვოცირებული.
კარდიოლოგიური მიზეზის ბოლომდე გამოსარიცხად ექოკარდიოსკოპია, ეკგ და ფიზიკური დატვირთვის ტესტია საჭირო

Posted by: ქეთათო 15 Mar 2018, 11:14
zviadcardio
გამარჯობა, მაინტერესებს პაციენტი არის თუ არა თრომბის წარმოქმნის რისკქვეშ როგორ უნდა გავიგოთ?
რომ იძახიან ხოლმე თრომბის ბრალია ე.წ უეცარი გარდაცვალება მანამდე ვერ იგებენ რომ ასე უცებ არ მოწყდეს და ფატალურად არ დასრულდეს?

Posted by: zviadcardio 15 Mar 2018, 19:20
ქეთათო
უეცარი სიკვდილის მიზეზი თრომბი ძალზედ იშვიათადაა.
მთავარი მიზეზი სასიკვდილო არითმიაა, რომლის პროგნოზირებაც ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად შესაძლებელია.
ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანაშიც (აშშ) კი უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 300 - 350 ათასი ადამიანი იღუპება.
მეტი ინფორმაციისთვის:
https://ritmart.ge/ge/patsientebistvis/uecari-kardiuli-sikvdili

Posted by: kadareli 16 Mar 2018, 17:07

გამარჯობა. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ! ხომ ვერ მირჩევდით ქუთაისში კარგ კარდიოლოგს და მის საკონტაქტოს ხომ ვერ მომცემდით (თუ საკონტაქტო ნომერიც გაქვთ).

წინასწარ უღრმესი მადლობა

Posted by: zviadcardio 16 Mar 2018, 22:02
kadareli
იხილეთ პმ.

----------------------------------

Posted by: White_Shark 18 Mar 2018, 11:44
ზვიად გამარჯობათ
ესეიგი რაშია საქმე , დამინიშნეს ესციტოპლარმი (ანტიდეპრესანტი ) მოკლედ წავიკითხე რომ ზოგადად ანტიდეპრესანტები არ არის მისაღები იმისთვის ვისაც გულის რითმის დარღვევები აქვს , ქნ ინტერავლის გახანრგძვილივებაო ..
და მე მაქვს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიები , შეიძლება მსგავსი მედიკამენტების მიღება ?
შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოსო და არის ამის შანსი ?

Posted by: zviadcardio 19 Mar 2018, 00:08
Shark1995
მოგესალმებით.
თეორიულად შეიძლება მოყვეს გართულება. რეალურ ცხოვრებაში უიშვიათესად ხდება ასეთი რამ.
ამ ტიპის წამლის მიღება თქვენთვის აკრძალული არ არის.
მედიკამენტის დაწყებიდან 3-5 დღეში და შემდეგ 2 კვირაში გადავიღეთ სტანდარტული კარდიოგრამა, ქტ ინტერვალის შესაფასებლად. სულ ესაა.

Posted by: ninilion 19 Mar 2018, 11:18
გამარჯობათ. ვარ 33 წლის ქალი,არაჭარბწონიანი არამწეველი და არამსმელი smile.gif მაინც მაწუხებს ეს ოხერი გული მგონი. ასე 10 წლის წინ ნერვულ ფონზე გონებას ვკარგავდი სუსტად ვიყავი.ერთერთი შეტევის დროს გადამიყვანეს ალადაშვილის კლინიკაში სადაც ამბობდნენ რომ საჭიროა სტიმულატორის ჩაყენება, მაგრამ სიცხები გაქვს და ჩვენ ბოდიშიო.. ჩამახუტეს ატროპინი და გამომიშვეს აწი ესაა შენი მეგობარიო. ამს მერე რამდენჯერმე დამჭირდა ატროპინი, მაგრამ ვარჯიში დავიწყე დღეში 2-3 საათი და კარგად ვიყავი 8-9 წელი აღარც ატროპინს ვხმარობდი ხშირად. ორსულობა გამიჭირდა, დღეში რამდენჯერმე ვითიშებოდი და ვბუჟდებოდი თუმცა მაინც ორსულობას დავაბრალე. ორსულობის მერე ერთი წლის შემდეგ ისევ დამეწყო სიგიჟეები, თუმცა ამჯერად გულის აჩქარებებიც მქონდა. ჰოლტერი გავიკეთე და სინუსური ბრადიკარდია დაფიქსირდა, გამიშვეს არითმოლოგთან, გადავიღე ეხოსკოპია და ეხოზე თითქოს ფიქსირდებოდა ღია არტერიული სადინარი რომელიც კონტრასტული ანგიოგრაფიით გამოირიცხა. სხვა დანარჩენი ეხოზე ყველაფერი რიგზე იყო. კარდიოგრამაზე 44 მქონდა პულსი ექიმის კაბინეტშივე მაგრამ ჩვეულებრივ ვიყავი. ერთკვირიანი ეკგ მონიტორინგიც გაკეთდა( სპაიდერით, თუ გაგიგიათ) სადაც არ იყო დაფიქსირებული ბრადიკარდია . ეხლა წნევების თამაში მაწუხებს. დილით 80-40ზე მაქვს ხოლმე და გაბრუებული ვარ, უცებ თავისითვე ზემოთ მიწევს (130-80 ზე უკვე კრიზი მეწყება) ზოგჯერ თავისითვე ჩამოდის დაბლა ზოგჯერ წმალს ვახმარ. მაღალ წნევაზე კაპტოპრილი მაქვს დანიშნული, ნოშპასთან ერთად. მეტაბოლოზმისთვის კარტანი დამინიშნა კარდიოლოგმა. სანამ წნევის ცვალებადობა დამეწყება ხოლმე თავში დაბუჟებას ვგრძნობ და სიმძიმეს, საფეთქლებთან დაჭიმულობას და ხელებზეც იგივე მომდის. ოღონდ ცოტა ხანი გღძელდება ეს. თავბრუსხვევა ახლა თითქმის სულ მაქვს და სისუსტე. მკერდში ზეწოლას ვგრძნობ და ჰაერი არ მყოფნის, ტკივილიც მაქვს ხოლმე სადღაც კუჭის ზემოთ მაგრამ ჩემი ჯკუით ამას კუჭს ვუკავშირებ. დოპლერიც გავიკეთე ზედა კიდურების და ნორმა იყო .ქოლესტერინი, გლუკოზა და პროტრომბინი ნორმაა. ყოველი ცუდად გახდომის შემდეგ უზომო სისუსტე მეუფლება და ძილი მინდა. თუმცა ძილი ნაკლები მაქვს რამდენიჩაძინება ვცადე იმდენი აჩქარდება გული,გეგონება ენერგეტიკული მაქვს დალეული და მაწვალებს ასე. მხედველობაც აჭრილი მაქვს ხოლმეsmile.gif ნევროპათოლოგმა ნერვოზი გამორიცხა. სისხლძარღვებია დამნაშავე, გული, ტვინი თუ რა იქნებ დამაკვალიანოთ? გამტარებლობაში რამე პრობლემა რომ იყოს ხომ გამოჩნდებოდა ანგიოგრაფიაზე?სხვა ორგანოები წესრიგშია ფარისებრიც. საყლაპავის თიაქარი მაქვს 1 ხარისხის ერთი ეგაა.. ფილტვები არ გამომიკვლევია

Posted by: zviadcardio 20 Mar 2018, 01:10
მოგესალმებით. ამჟამინდელი თქვრნი ჩივილები დიდწილად ნევროზულია.
თუ ნევროლოგი ამას ვერ გიგვარებთ შეცვალეთ ნევროლოგი.
რაც შეეხება კარდიოლოგიურ ნაწილს, თქვენი ისტორიიდან და ჩივილებიდან გამომდინარე კარგი იქნება თუ 2 კვირიან მონიტორინგს ჩაიტარებთ, თუნდაც იგივე სპაიდერით.

Posted by: სტალინი. 20 Mar 2018, 02:30
გამარჯობა, 19 წლის ვარ და ეს 4-5 დღეა მაქვს მაღალი წნევები და ტკივილი გულის არეში. ვარ მუდმივად მოთენთილი და ძილისა და დაღლილობის შეგრძნება მაქვს. რას მირჩევთ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: ninilion 20 Mar 2018, 10:57
zviadcardio
დღეს ისევ მივედი გათიშვამდე... წნევა კარგი მაქვს. გულისცემებს შორის დიდი პაუზები იყო, მერე აჩქარდა და ხელების და თავის დაბუჟება მოყვა. ვეცადე მუცლის კუნთები დამეჭიმა და დამეყვირა. აღარ გავთიშულვარ ასე რომ გავაკეთე მაგრამ სუსტად ვარ
* * *
zviadcardio
ანუ გამტარებლობაში არ იქნება ხომ პრობლემა?

Posted by: zviadcardio 20 Mar 2018, 11:23
ninilion
გამტარებლობაში თქვენ სავარაუდოდ სისხლის გატარებას, ანუ გულის სისხლძარღვების პრობლემას გულისხმობთ. არა ეს არ უნდა გქონდეთ, შესაბამისი ჩივილები არ გაქვთ. უფრო საფიქრებელია გულის ელექტრული სისტემის (ანუ ელექტრული იმპულსების წარმოქმნა-გატარების პრობლემა და არა სისხლის). უსათუოდ გაიკეთეთ 2 კვირიანი მონიტორინგი. იქ დევს თქვენი დიაგნოზის გასაღები

Posted by: ninilion 20 Mar 2018, 13:28
zviadcardio
იმპულსების წარმოქმნა -გატარება იმ ერთ კვირიან მონიტორინგში არ გამოჩნდებოდა? მხოლოდ აჩქარებები იყოვო ისიც მაღალი წნევის ფონზე
* * *
zviadcardio
დიდი მადლობა ყურადღებისთვის ბატონო ზვიად

Posted by: სტალინი. 20 Mar 2018, 16:30
QUOTE
გამარჯობა, 19 წლის ვარ და ეს 4-5 დღეა მაქვს მაღალი წნევები და ტკივილი გულის არეში. ვარ მუდმივად მოთენთილი და ძილისა და დაღლილობის შეგრძნება მაქვს. რას მირჩევთ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

გთხოვთ დამეხმარეთ

Posted by: ninilion 20 Mar 2018, 20:43
zviadcardio
ზოგადად როგორ ხდება რომ ამიხსნათ... ვთქვათ ადამიანს აქვს სინუსის კვანძის სისუსტე ან ბლოკადა.. რამდენ ხანში ერთხელ ვლინდება ეს? თუ ორ დღეში ერთხელ მაშინ 48 საათიანი ჰოლტერიც გვიჩვნებს ხოლმე თუ თვეში ერთხელ მაშIნ ერთ თვიანი კონტროლი კეთდება? სტრეს ტესტი რას ავლენს ხოლმე ესეც მაინტერესებს.. ბოდიშით რომ მოგაყარეთ კითხვები

Posted by: zviadcardio 21 Mar 2018, 12:59
სტალინი.
მაღალი წნევა ძალიან ზოგადი ტერმინია.
უნდ ავიცოდეთ კონკრეტულად რა წნევაზე ვსაუბრობთ.

QUOTE
ვარ მუდმივად მოთენთილი და ძილისა და დაღლილობის შეგრძნება მაქვს.

ეს ნაკლებად სავარაუდოა რომ გულს უკავშირდებოდეს, მით უფრო თუ პულსი ნორმალური გაქვთ.

ninilion
გააჩნია რამდენად ხშირად ექნება პაციენტს პრობლემა. შეიძლება 24 სთ-შიც გამოვლინდეს და შეძლება 1 თვეშიც ვერა.
თუმცა 2 კვირიანს ის აზრი აქვს რომ პრობლემის იდენტიფიცირების ალბათობას ვზრდით და მე თქვენს ადგილას ამას ულაპარაკოდ გავიკეთებდი. ის კი არა, თუ ამ 2 კვირაში არ გახდეებით მნიშვნელოვნად ცუდად (არ მიხვლათ გონების დაკარგვამდე), პირდაპირ დაამატეთ კიდევ 2 კვირა. ეს სერიოზული თემაა და მეტად გარკვევაა ამ საკითხში საჭირო.

QUOTE
სტრეს ტესტი რას ავლენს ხოლმე ესეც მაინტერესებს.. ბოდიშით რომ მოგაყარეთ კითხვები

ეს გულის იშემიური დაავადების სადიაგნოსტიკოა. ჩემი აზრით თქვენ არაფერში გჭირდებათ

Posted by: სტალინი. 21 Mar 2018, 15:26
QUOTE
მაღალი წნევა ძალიან ზოგადი ტერმინია.
უნდ ავიცოდეთ კონკრეტულად რა წნევაზე ვსაუბრობთ.

160/110 - ზე მქონდა გუშინ მაგალითად და ჩემი ასაკისთვის მაღალია მგონი საკმაოდ 19 წლის ვარ
თან თავბრუს ხვევა და ტკივილი ერთვის გულის არეში
შეილება ფსიქოლოგიური იყოს? ნერვოზული რამე.

Posted by: Татьяна Зайцева 21 Mar 2018, 21:06
მოკლედ, ნერვოზი რომ მაქვს ვიცი. მაგრამ კითხვა მაქვს რაღაც. გუშინ საკმაოდ დაღლილმა ერთი საათის მანძილზე ვითამაშე პინგპონგი და ცოტა ხნის შემდეგ დამეწყო ღრმად სუნთქვისას ძალიან მაგარი ტკივილები. კარგად გამოვიძინე და დღესაც ვგრნობ თავს არაკომფორტულად. ტკივილები არ მაქვს მაგრამ გული თითქოს მძიმედ მაქცს და რაღაც მოძრაობების დროს ძლიერი ჭვალის შეგრძნება მაქვს წამიერად. საშიშია რაინე? user.gif

Posted by: ninilion 21 Mar 2018, 21:33
zviadcardio
ვაიმეეე რა სერიოზული რამ ყოფილა.. გამოდის მინიმუმ ერთ თვიანი უნდა გავიკეთო გამოკვლევა.. აქ სინუსის სისუსტე არ ჩანს ტაქიკარდიები უფროაო ერთ კვირიან მონიტორინგზე მითხრა ექიმმა და ანუ გამოდის მაშინ არ გამოჩნდა და ეხლა ისევ... ღმეეერთო ჩემო. სხვა გამოკვლევა არ არსებობს ამის დასადგენად ბატონო ზვიად?

Posted by: zviadcardio 21 Mar 2018, 23:14
ninilion
ეს არ ნიშნავს რომ საგანგაშოა. უბრალოდ აუცილებლად უნდა გაირკვეს რა პრობლემაა.
QUOTE
სხვა გამოკვლევა არ არსებობს ამის დასადგენად ბატონო ზვიად?

თქვენს შემთხვევაში ეს (ხანგრძლივი მონიტორინგი) ოპტიმალური მეთოდია.

Татьяна Зайцева
არა, ეს საშიში არ არის/ გულს არ უნდა უკავშირდებოდეს.

სტალინი.
კი მაღალია.
შესაძლოა იყოს ემოციებთან კავშირში.
მკვეთრად შეზღუდეთ სუფრის მარილი, ფეხით იარეთ, საჭიროების შემთხვევაში წონაში დაიკელით.
თუ თვლით რომ ემოციები შეიძლება მიზეზი იყოს, ნევროლოგთან ვიზიტი და მსუბუქი "დამამშვიდებელი" დაგეხმარებათ

თუ ამ მცდელობების მიუხედავად წნევა არ მოწესრიგდა, კარდიოლოგთან ვიზიტი და სათანადო კვლევები დაგჭირდებათ

Posted by: Татьяна Зайцева 22 Mar 2018, 00:21
zviadcardio
QUOTE
არა, ეს საშიში არ არის/ გულს არ უნდა უკავშირდებოდეს.

მადლობა პასუხისთვის.
და კიდევ ერთი კითხვა
რისი ბრალი შეიძლება იყოს? თუნდაც ეს წამიერი ჭვალი გულზე და წამიერი ტკივილი მერე მთლიანად მირევს ხასიათს. ბოლო ორი დღეა მაგარი შეშინებული დავდივარ და მეშინია რომ გულზე რაღაც მჭირს. ვისთან შეიძლება მივიდე და გავესინჯო? ნერვოლოგის გარდა რა თქმა უნდა, სანამ ნერვოლოგთან მივალ მინდა ყველა სხვა შესაძლებელი ვარიანტი განვიხილო და დავრწმუნდე რომ 100%-ით ნერვოზული ხასიათისაა.

Posted by: zviadcardio 22 Mar 2018, 21:39
Татьяна Зайцева
ნევროლოგთან ვიზიტია საჭირო.
ეს არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ნევროზულია. ეგეთი ტკივილი შეიძლება ხერხემლიდანაც მოდიოდეს (ან კუნთის, ნერვის ბრალი იყოს), რასაც ასევე ნევროლოგი მიხედავს.
თქვენი სურვილისამებრ (თუ პრინციპულად არ გინდათ ნევროლოგი), შეგიძლიათ თერაპევტთან ვიზიტი დაგეგმოთ - ისიც მიხედავს ამ საკითხს.

Posted by: nia4u 22 Mar 2018, 23:37
zviadcardio
ისევ უნდა შეგაწუხოთ:
წნევის მატება ისევ მიგრძელდება პერიოდულად,
ამასთან ერთად, სულ ოდნავ დატვირთვაზეც კი ქოშინი მეწყება
და დაწოლილ, მოსვენებულ მდგომარეობაში გული მიჩქარდება არანორმალურად.
ასევე მაქვს სიმძიმის შეგრძნება გულის მხარეს.
სასწრაფოდ ექიმთან?
რა კვლევები დამჭირდება? კარდიოგრამა, გულის ექო თუ კიდევ რამე?

Posted by: Татьяна Зайцева 23 Mar 2018, 02:06
zviadcardio
QUOTE
ნევროლოგთან ვიზიტია საჭირო.
ეს არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ნევროზულია. ეგეთი ტკივილი შეიძლება ხერხემლიდანაც მოდიოდეს (ან კუნთის, ნერვის ბრალი იყოს), რასაც ასევე ნევროლოგი მიხედავს.
თქვენი სურვილისამებრ (თუ პრინციპულად არ გინდათ ნევროლოგი), შეგიძლიათ თერაპევტთან ვიზიტი დაგეგმოთ - ისიც მიხედავს ამ საკითხს.

მადლობა დიდი love.gif
ანუ გულის პრობლემა არაა ^^
მივალ ნევროლოგთან yes.gif

Posted by: zviadcardio 23 Mar 2018, 20:49
nia4u
დიახ, უმჯობესია თუ კარდიოლოგს ეწვევით.
კარდიოგრამა, ექოკარდიოსკოპია, ფიზიკური დატვირთვის ტესტი

Татьяна Зайцева
არა, გულის პრობლემას არ გავს

Posted by: nia4u 23 Mar 2018, 23:08
zviadcardio

მადლობა smile.gif


Posted by: ლანისტერი 24 Mar 2018, 15:06
zviadcardio
გამარჯობა
მოკლედ, 24 წლის ვარ, 6-7 თვის ნერვული შეტევაც მქონდა, მეგონა ვეღარ ვსუნთქავდი ანუ ნევროზი მაქვს.
ახლა რაზე გწერთ.
ბოლო პერიოდია 2-3 თვეა სულ მაქვს შეგრძნება რომ გულზე რაღაც მიჭერს, მჩხვლეტს, მახრჩობს და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს დაემატა უკან ბეჭის ან ზურგის ტკვილი რაღაც მომენტებში. 5 დღის წინ კი დამეწყო რომ ღრმად სუნთქვისას გული მტკიოდა მაგრად, რაღაც ჭვალისებური ტკვილი იყო ან აი რაღაც რო წყდებასავით ეგეთი ტკვილი. იმ დღის შემდეგ ყოველდღე მაქვს დისკომფორტის შეგრძნება ისევ გულის არეში და კონკრეტულ მოძრაობებზე (ჩაკუზვა, უცებ მოტრიალება და ა,შ,) ისევ ისეთი ტკვილი გულზე. აი მაგალითად გუშინ ღამე გულის მხარეს რომ ვიწექი და ზემოდან ვაწვებოდი ეგრევე ტკვილი იყო. მთელი დღეებია ამ ყველაფრის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, როცა ტკივილის შეგრძნება არ მაქვს, მოჭერის შეგრძნებაა ან რაიმე სახის დისკომფორტი. ავიკვიატე რომ გულის მანკი, გულის უკმარისობა ან რაიმე ასეთი მჭირს biggrin.gif ექიმებთან მისვლას უახლოესი პერიოდი, ერთი თვე მაინც ვერანაირად ვერ მოვახერხებ. ხოდა იქნება თქვენ მირჩიოთ რაიმე, სანერვიულო მაქვს? გულის რაიმე პრობლემასთან შეიძლება მქონდეს კავშირი? ან სანამ ექიმთან მივალ როგორ გადავაგორო ეს პერიოდი, ვალიდოლით? biggrin.gif
მადლობა წინასწარ

Posted by: ninilion 24 Mar 2018, 18:51
zviadcardio
ისევ შეგჭამთ კითხვებითsmile.gif სინუსის სისუსტის სინდრომი შეიძლება ერთი წელიც არ გამოვლინდეს? შეიძლება თუ არა ამ დიაგნოზის პაციენტისთვის ვთქვათ ორსულობა? თუ გყოლიათ ამ დიაგნოზის ორსული პაციენტი?

Posted by: zviadcardio 24 Mar 2018, 19:55
ლანისტერი
არა, ეს არ გავს გულის პრობლემას, ეს უფრო ემოციური პრობლემაა.
შესაბამისად რამე საფრთხე არ გემუქრებათ.
"დამამშვიდებელი" გჭირდებით და ნევროლოგთან ვიზიტი.

ninilion
გააჩნია რამდენად უჭირს სინუსის კვანძს, ასე რომ ამ შეკითხვაზე ზოგადი პასუხი არ არსებობს.
მოკლედ გჭირდებათ ხანგრძლივი მონიტორინგი და მერე გავაგრძელოთ საუბარი smile.gif

Posted by: ლანისტერი 24 Mar 2018, 20:22
zviadcardio
QUOTE
არა, ეს არ გავს გულის პრობლემას, ეს უფრო ემოციური პრობლემაა.
შესაბამისად რამე საფრთხე არ გემუქრებათ.
"დამამშვიდებელი" გჭირდებით და ნევროლოგთან ვიზიტი.

მადლობა პასუხისთვის
დამამშვიდებლის გარეშე ამ ტკივილმა არ უნდა გაიაროს თავისით? user.gif ძაან ცუდი რაღაცაა კარგად რო ხარ და უცებ ბრახ და გულის მიდამოებში რაღაცა სასწაულად გეჭიმება-გტკივდებასავით sad.gif

Posted by: zviadcardio 25 Mar 2018, 14:04
ლანისტერი
თუ მარტო ემოციური დისკომფორტია და ამ სტრესს დაძლევთ - ნაკლებად შეგაწუხებთ.
თქვენი დისკომფორტი/ჭვალი ასევე ნაწილობრივ გავს ადგილობრივ დისკომპორტსაც (კუნთის გაციება-ჭვალი, ნერვის, ხერხემლის პრობლემა) რომელმაც ასევე შეიძლება გაიაროს უწამლოდ ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ (7-10 დღე).

Posted by: mind_auger 25 Mar 2018, 14:11
ჩემს მეუღლეს აქვს იშვიათად ტაქიკარდია...
რამდენიმე თვეში ერთხელ რამდენიმე წამით გულისცემა ძალიან უჩქარდებოდა,დაახლოებით 200+ ალბათ...არ გამიზომია...
წელს ნოემბერში ჰქონდა,შეიძლება ემოციური ფონიც იყო,რაიონში ვიყავით ბაბუას უკეთებდნენ ოპერაციას.ჩვეულებრივად იჯდა და უცებ დაეწყო.მაგრამ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით დაახლოებით 5 წუთი მაინც გაუგრძელდა...შეიძლება მეტიც.
იმის მერე არ ჰქონია...1 კვირის წინ ძილის წინ,უკვე დაწოლილზე მოუვიდა დაახლოებით 20 წამი გაუგრძელდა.
ვიფიქრე რამდენიმე თვე აღარ ექნებოდა მარა..
წუხელ მოუვიდა ისევ..რაღაც მძიმე ფილმს ვუყურებდით biggrin.gif მანამდე რაღაცები წავიკითხე ტაქიკარდიასთან დაკავშირებით და ვუთხარი ორჯერ ღრმად ჩაესუნთქა და შემდეგ შეეკავებინა სუნთქვა..გააკეთა თუარა გაუარა.
ფარისებრი ჯირკვალზე რამდენჯერმე გაესინჯა და არაფერი...საერთო სისუსტე და ა.შ. ნუ რაღაცები ჰქონდა და ის გვეგონა..
ანუ არ ვიცი ეხლა ღირს თუარა ექიმთან მისვლა...ან სად არის კარგი მისვლა..ამ ბოლო დროს რო მოუხშირა ცოტა ეშინია მარტო რომ დარჩეს..ადრე რამდენიმე წამში უვლიდა და ამ ბოლო დროს 1 წუთამდე რო უგრძელდება ეშინია..
გულის,წნევის და ა.შ. ამბავში არაფერს არ სვამს..ისედაც არ სვამს არანაირ პრეპარატს..არის 28 წლის.
ფიზიოლოგიურ ამბავში ბევრი პრობლემაა,ეწევა,ოღონდ ვევრს არა,დღეში რამდენიმე ღერს.წყალს იღებს ცოტას,ზოგადად წვნიანები არ უყვარს..ძირითადად არაჯანსაღ მშრალ საკვებზეა,სამსახურიც დაძაბული აქვს,მომსახურების სფეროში,ადამიანებთან ურთიერთობა და ა.შ.მოძრაობა ფაქტიურად არ უწევს,როცა მოძრაობს,ჩვეულებრივ ადვილად იღლება ხოლმე..სახლში მოსულს ვარჯიშის თავი კიარა ჭამის თავი არ აქვს ხოლმე...მუდმივად შეგრძნება აქვს რომ ძილი აკლია..
ამ ბოლო დროს ფეხით დავდივართ,მაგრამ სხვაობას ვერ ვხედავთ...
ანუ ვერ ვხვდები ტაქიკარდია ფიზიოლოგიური ამბებია თუ რაიმე სხვა პრობლემა..
ესე კონკრეტულად არაფერი აწუხებს,სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება უნდოდა მარა ექიმმა მიმართვა არ მოგვცა.
თან ისიც ვიცი სადაც არუნდა მივიდეთ ყველა ნერვებს,სტრესს,ცხოვრების წესს და ა.შ. დააბრალებს ყველაფერს.

Posted by: zviadcardio 25 Mar 2018, 14:47
mind_auger
მოგესალმებით.
თქვენ რასაც აღწერთ ძალიან გავს სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარიას.
ზოგადად ეს ტაქიკარდია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა შემაწუხებელია. ამასთან რაც უფრო მეტი დრო გავა, ტაქიკარდია მაღალი ალბათობით გაძლიერდება=გახშირდება.
მეტი ინფორმაცია იხ. აქ: https://ritmart.ge/ge/patsientebistvis/supraventrikuluri-paroqsizmuli-taqikardia
ეს საკითხი არითმოლოგს ეხება, ამიტომ თუ ამ არითმიის მოშორებას (აბლაციას) გადაწყვეტთ, არითმოლოგთან უნდა მიბრძანდეთ.
ამ პრობლემის მიზეზი უშუალოდ გულშია. ანუ არითმიის კერა აქვს გულში (რომელიც არ გამოჩნდება სტანდარტული კვლევებით).
თუ როდისმე აჩქარება დროში გახანგრძლივდება, შეეცადეთ ამ დროს კარდიოგრამა გადაიღოთ. ამიით საბოლოოდ დადგინდება თქვენი დიაგნოზი.

Posted by: mind_auger 25 Mar 2018, 16:24
zviadcardio
ვაიმე ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის...არ ველოდი თან ასე უცებ..მადლობთ smile.gif
კვლევასთან დაკავშირებით ერთსაც გკითხავთ,
QUOTE
თუ როდისმე აჩქარება დროში გახანგრძლივდება, შეეცადეთ ამ დროს კარდიოგრამა გადაიღოთ. ამიით საბოლოოდ დადგინდება თქვენი დიაგნოზი.

ანუ ვთქვათ ეს შემთხვევა თუ არ დადგა არ შეიძლება ელექტროფიზიოლოგიური კვლევა ჩატარდეს დიაგნოზის დასმის გარეშე??როგორც წავიკითხე ზუსტი დიაგნოზისთვის იყენებენ ამ კვლევას აბლაციამდე..

თქვენ რას მირჩევთ ჯერ ვის მივაკითხოთ?პირდაპირ არითმოლოგს თუ მაინც ჩვეულებრივად კარდიოლოგთან მივიდეთ?

შეიძლება რომ ზოგადი დაღლილობის,სისუსტის მიზეზი იყოს ეს?

Posted by: zviadcardio 25 Mar 2018, 16:35
mind_auger
არა, ზოგადი გადაღლა სისუსტე აქ არ თამაშობს პრინციპულ როლს.
QUOTE
ანუ ვთქვათ ეს შემთხვევა თუ არ დადგა არ შეიძლება ელექტროფიზიოლოგიური კვლევა ჩატარდეს დიაგნოზის დასმის გარეშე??როგორც წავიკითხე ზუსტი დიაგნოზისთვის იყენებენ ამ კვლევას აბლაციამდე..

თუ კარდიოგრამაზე ეპიზოდის დაფიქსირება ვარ მოხერხდა და პრობლემა აქტუალურია - რა თქმა უნდა კეთდება ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და საჭიროებისამებრ აბლაციაც - რათა პაციენტი განიკურნოს.

QUOTE
თქვენ რას მირჩევთ ჯერ ვის მივაკითხოთ?პირდაპირ არითმოლოგს თუ მაინც ჩვეულებრივად კარდიოლოგთან მივიდეთ?

თუ ამ ეტაპზე ინვაზიურ ჩარევას არ გეგმავთ - ერთიც შეიძლება და მეორეც. თქვენ როგორც გნებავთ. თუ გეგმავთ - მაშინ პირდაპირ არითმოლოგთან.

Posted by: mind_auger 25 Mar 2018, 16:56
zviadcardio
გასაგებია,უღრმესი მადლობა smile.gif ძალიან დამეხმარეთ smile.gif

Posted by: zviadcardio 25 Mar 2018, 19:48
mind_auger
You are welcome

Posted by: qetqeta 28 Mar 2018, 10:45
გამარჯობა, დღეს დილით რაღაცნაირად ვიყავი, ვიფიქრე წნევას გავიზომავ თქო და უცებ დამეწყო ტაქიკარდია სასწაული, ლამის საგულედან ამოვარდა ისე ვიყავი, წნევა ნორმაში იყო, პულსი რომ დავითვალე დაახლოებით 5 წამში 20 ვითვლიდი, კორვალოლი დავლიე უცებ, მალევე კონკორი დავლიე ნახევარი, დაახლოებით 5 10 წუთში ვიგრძენი ერთ ორი ჩავარდნა და პულსიც ჩაწყნარდა, სასწრაფოც მოვიდა ამ დროს,წნევა ნორმაში მქონდა და პულსი 102 მქონდა, გადამიღეს კარდიოგრამა და არაფერი ცვლილებები არ არისო, ასეთი უცბად ძლიერი ტაქიკარდია 5 წლის წინ ორსულობის დროს დამემართა ემოციის ფონზე, და ახლა მეორე იყო ეს. ძალიან მინდოდა მაგ დროს გადაეღოთ კარდიოგრამა მაგრამ რომ მოვიდნენ ჩაწყნარებული ვიყავი, მაინტერესებს ასე უეცრად რომ იწყება პულსის აჩქარება რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო? და კონკორს შეეძლო ასე უცებ ჩაწყნარება? ახლა პულის ჩაწყნარებულია მაგრამ რაღაცნაირად ვარ, აი უცებ წამომივლის შიგნიდან რაღაც და გადამივლის, შეიძლება გამიგრძელდეს ხან ცოტა, თითქოს გულის მიდამოში ვგრძნობ ჰაერივით რაღაცას,დილითაც ასე ვიყავი და ამ ბოლო დროს ხშირად მაქვს ეს რაღაცნაირი შეგრძნება თითქოს დაბალი წნევა და პულსი აქვსო.
ტაქიკარდიის ეს ეპიზოდი უეცარი გულის აჩქარება პაროქსიზმულია? ანუ მაინტერესებს ასეთი უეცარი პულსის აჩქარება სინუსურმა ტაქიკარდიამ თუ იცი თუ ეს პაროქსიზულია?

Posted by: kokoli 28 Mar 2018, 12:27
გამარჯობათ, ვარ 39 წლის. წნევასთან პრობლემა 3 წელია რაც შემექმნა. საშუალო წნევა 135/90 პულსი 62-80. პერიოდულად მივარდება 170/160-110/100, პულსი 80-მდე, თითქმის დღის ერთიდაიმავე დროს (დილის 10დან 13 საათის ინტერვალში) ბოლო თვეა თითქმის ყოველ მეორე დღეს. ორჯერ ჩავიტარე გამოკვლევა, ექოზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა, ჰოლტერმა ექსტრასისტოლები დააფიქსირა, სისხლის ანალიზები ნორმაშია, ქოლესტერინი მომატებული, ვსვავ მეოთხედ ნებილეტს და პულსის ამოვარდნებს აღარ ვგრძნობ. შეიძლება წნევის უეცარი ცვლილება კისრის პრობლემამ გამოიწვიოს? მაქვს მე5 დისკის მცირე თიაქარი, კეფის ტკივილი თავზე მოჭერის შეგრძნება მაშინაც როცა წნევა ნორმაშია

Posted by: qetqeta 28 Mar 2018, 15:23
მხოლოდ გულის ცემა მქონდა გახშირებული სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა

Posted by: zviadcardio 28 Mar 2018, 17:24
qetqeta
გამარჯობა.
გავს სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარდიას.
10 წუთში კონკორი ვერ გააჩერებდა, რეალურად სპონტანურად (თავისთავად) გაჩერდა
როდისმე აჩქარების დროს კარდიოგრამა უნდა გადაიღოთ.

kokoli
წნევის უეცარი ცვალებადობა უფრო ემოციას უკავშირდება.
უეცარ ცვალებადობას კისრის პრობლემა არ იწვევს.

Posted by: qetqeta 28 Mar 2018, 17:57
zviadcardio
ძალიან მინდოდა მაგ პერიოდშI გადაღება მაგრამ ვერ მოვახერხე სნამ მოვიდნენ ჩამიწყნარდა, მეორედ მომივიდა ასე, და ზოგადად საშიშია?
2 ჯერ მაქვს ჰოლტერი გაკეთებული და არცეთხელ მკურნალობა არ დამჭირდა, მაგრამ როცა გადამიღია ტაქიკარდიის დღოსაც სინუსური ტაქიკარია მქონდა სულ, ეს მეორე ეპიზოდი იყო ასეთი ტაქიკარდია, როგორც მოგახსენეთ ემოციის ფონზე მქონდა მსგავსი აჩქარება 5 წლის წინ

Posted by: zviadcardio 28 Mar 2018, 18:11
qetqeta
საშიში არ უნდა იყოს. შეეცადეთ როდისმე დააფიქსიროთ.

Posted by: qetqeta 28 Mar 2018, 19:36
zviadcardio
იმედია აღარ გამიმეორდება არასდროს sad.gif
მაინტერესებს ასეთი ტიპის ტაქიკარდია ნერვოზმა ან ემოციურმა ფორმა თუ შეიძლება გამოიწვიოს? ანუ შეიძ₾ება გულის პათოლოგია არ იყოს ამ დროს?

Posted by: makmanus 28 Mar 2018, 20:57
zviadcardio
user posted image
გამარჯობათ,მეუღლე გახდა სამსახურში ცუდად და ლაზარეთში გადაუღეს ეს,მკერდსა და ბეჭში მარცხენა მხარეს ქონდა გულის თითქოს მოჭერითი ტკივილი,დაუნიშნეს დიკლოს აბები დილა საღამოს 3 დღე და თუ არ გაგივლის ტკივილი დატვირთვის ტესტი გააკეთეო და კოაგულოგრამაო.თქვენ რას გვეტყვით რას გვირჩევთ?

Posted by: zviadcardio 28 Mar 2018, 22:16
qetqeta
არა. ნევროზის ბრალი არაა.
თუ ეს სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიაა მისი მიზეზი გულშია. გულის ელექტრულ სისტემაში.
სტრუქტურულად (მაგ. ექოკარდიოსკოპიით) გული ამ დროს აბსოლუტურად ნორმალურია.

makmanus
კარდიოგრამაზე მწვავე არაფერი ხდება.
ზოგადად კარდიოლოგიური ტკივილის შესაფასებლად ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტი კეთდება. ზოგჯერ ტროპონინის ანალიზიც.
ცხადია ამ კვლევების საჭიროება ფასდება პაციენტის რისკების და ტკივილის ხასიათის შეფასებით.

Posted by: intermilan 28 Mar 2018, 23:01
გამარჯობა ბატონო ზვიად.
ერთ კითხვა მაქვს.
დღეს საღამოს დამეწყო მარცხენა ბეჭის არეში ტკივილი, მხრის ქვემოთ,დაახლოებით გულის ადგილას. ტკიცილთან ერთად სუნთქვაც მიჭირა შედარებით. ტკივილი მოძრაობის დროს იცვლება, ხან მივლის ხან მიმატებს.
ეს გულთან კავშირში შეიძლება იყოს?

Posted by: tamttamta 29 Mar 2018, 11:58
ბატონო ზვიად, იშვიათად მაგრამ მაქვს ხოლმე პაროქსიზმული ტაქიკარდია, ეკგ,კარდიოექოსკოპია, ჰოლტერი მაქვს გაკეთებული და არაფერი ცვლილება მნიშვნელოვანი არ არის, მითხრეს რომ ვეგეტატიურმა აღგზნებადობამაც იცისო, რამე მედიკამენტოზური მკურნალობა არის საჭირო ამ დროს როცა ასე ხანდახან მომდის ხოლმე ეს შეტევები? რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა?

Posted by: dendo 29 Mar 2018, 12:19
გულზე გამოკვლევისთვის საუკეთესო კლინიკა რომელია?

Posted by: intermilan 29 Mar 2018, 13:22
ბატონო ზვიად. დღეს ტკივილები გადმომიტანა წინა მხარეს. მარცხენა მკერდის არეში. ტკივილები წამიერია მაგრამ ხშირი. თითქოს რაღაც მძიმე მაწვება დანმიჭერს.

Posted by: tamttamta 29 Mar 2018, 15:15
QUOTE (tamttamta @ 29 Mar 2018, 11:58 )
ბატონო ზვიად, იშვიათად მაგრამ  მაქვს ხოლმე პაროქსიზმული ტაქიკარდია, ეკგ,კარდიოექოსკოპია, ჰოლტერი მაქვს გაკეთებული და არაფერი ცვლილება მნიშვნელოვანი არ არის, მითხრეს რომ ვეგეტატიურმა აღგზნებადობამაც იცისო, რამე მედიკამენტოზური მკურნალობა არის საჭირო ამ დროს როცა ასე ხანდახან მომდის ხოლმე ეს შეტევები?  რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა?

ორშაბათს მივდივარ ქორწილში და შიშები დამჩემდა რომ სადმე არ დამემართოს, 2 ჯერ მაქვს ჰოლტერი გაკეთებული და სინუსური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები მქონდა მხოლოდ, შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ უნდ გკითხოთ ცეკვა შეიძლება? smile.gif
პაროქსიზმული შეტევები რომ მომდის ე.ი გული არაჯანმრთელი მაქვს ? sad.gif

Posted by: qetqeta 29 Mar 2018, 15:52
zviadcardio
კარდიოგრამის გარდა ამ ეტაპზე სხვა კვლევა დამჭირდება რამე? თუ არსებობს რამე სხვა კვლევა რომელიც გამოავლენს პრობლემას ელექტრულ სისტემაში?

Posted by: gegagtsngega 29 Mar 2018, 16:11
სალამი ზვიად , მოკლედ ესეთი შეკითხვა მაქ , ვარ 33 ლის და ვარ აქტიური სპორტით დაკავებული , მოკლედ რამოდენიმე დღის წინ მქონდა ესეთი შემთხვევა , ძალისმიერი ვარჯიშების დროს ძალიან მქონდა აჩქარებული გული სანამ არ ჩავამთავრე მთლიანი გეგმა არ შევეშვი , წყლის გადავლების შემდეგ ტუჩების დაბუჯება ხელების დაბუჟება ცოტა თავბრუს ხვევები და ესეთი შეგრძნებები მქონდა სანამ სახლში არ ავედი , გავიზომე გულის პულსი თან რამოდენიმეჯერ იმიტომ რომ თავიდან არ ვუჯერებდი მაინც მაგრამ სამივეჯერ ხან 203 დაწერა გულის პულსი ხან 205 და მესამედ უკვე 204 ეს გაზომვა მოხდა დაახლოებით ვარჯიშიდან ნახევარი საათის სემდეგ იქ ბანაობა იქ გზა და რო ავედი ვჭამე თავიდან მაინც უჭმელობას დავაბრალე
მივირთვი მაგრამ მაინც ცუდად ვიყავი კიდევ რამოდენიმე საათი მერე თავისით გაიარა , ხშირად მოვიხმარ ენერგეტიკებს ძილის უკმარისობის და სამუშაოს გამო ( ლიჯბი ვივარჯიშო ასე რომ ვთქვათ ) , მაინტერესებს შეიძლება ეს გამოეწვია ენერგეტიკს ?

Posted by: zviadcardio 29 Mar 2018, 16:42
qetqeta
ელექტროფიზიოლოგიური კვლევა. ეს ინვაზიური კვლევაა რომელიც ბარძაყიდან კეთდება. მეტი ინფორმაცია აქ: https://ritmart.ge/ge/chveni-protsedurebi/eleqtrofiziologiuri-kvleva
თუმცა თუ კარდიოგრამით დაიჭერდით კარგი იქნებოდა


gegagtsngega
QUOTE
მაინტერესებს შეიძლება ეს გამოეწვია ენერგეტიკს ?

შესაძლოა მოახდინოს პროვოცირება.
ჰოლტერის 48სთ მონიტორინგს თუ გაიკეთებთ კარგი იქნება

Posted by: gegagtsngega 29 Mar 2018, 16:45
ჰოლტერის 48სთ ვერ მივხვდი რას ნიშნავს ბატონო ძვიად ?

Posted by: qetqeta 29 Mar 2018, 17:05
zviadcardio
შეიძლება რომ აღარ გამეორდეს? და წინა დღეებში და იმ დღეს უარყოფითი ემოციებით ვიყავი ძალიან დატვირთული და შეიძლება ამის შედეგად მქონდოდა ასეთი აჩქარება?
* * *
ამ ეტაპზე მჭირდება კარდიოლოგის ვიზიტი და რაიმე კვლევები? ეკგ,ექოკარდიოგრამა, დატვირთვის ტესტი დ ა.შ
კაროტიდებიც შეიმოწმეო ახლობელმა მითხრა და ეს მჭირდება?

Posted by: intermilan 29 Mar 2018, 21:07
გამარჯობა ბატონო ზვიად.
ერთ კითხვა მაქვს.
გუშინ საღამოს დამეწყო მარცხენა ბეჭის არეში ტკივილი, მხრის ქვემოთ,დაახლოებით გულის ადგილას. ტკიცილთან ერთად სუნთქვაც მიჭირა შედარებით. ტკივილი მოძრაობის დროს იცვლება, ხან მივლის ხან მიმატებს.
ეს გულთან კავშირში შეიძლება იყოს?
ბატონო ზვიად. დღეს ტკივილები გადმომიტანა წინა მხარეს. მარცხენა მკერდის არეში. ტკივილები წამიერია მაგრამ ხშირი. თითქოს რაღაც მძიმე მაწვება დანმიჭერს.

Posted by: zviadcardio 29 Mar 2018, 23:11
gegagtsngega
ჰოლტერის 48სთ მონიტორინგი გამოკვლევაა, ნებისმიერ კარდიოლოგიურ კლინიკაში გაიკეთებთ.
ანუ 2 დღე ღამე ჩაიწერს კარდიოგრამას და აჩქარების შეფასება უკეთ მოხდება.

qetqeta
QUOTE
შეიძლება რომ აღარ გამეორდეს?

სავარუდოდ განმეორდება

QUOTE
ამ ეტაპზე მჭირდება კარდიოლოგის ვიზიტი და რაიმე კვლევები? ეკგ,ექოკარდიოგრამა, დატვირთვის ტესტი დ ა.შ
კაროტიდებიც შეიმოწმეო ახლობელმა მითხრა და ეს მჭირდება?

არა, ამას დიდი მნიშვნელობა ახლა არ აქვს. რამდენადაც აქამდე ჩატარებული გაქვთ ჰოლტერი და სხვა კვლევები.
კაროტიდების კვლევას აქ აზრი არ აქვს.

intermilan
ეს არ გავს გულის ტკივილს

Posted by: tamttamta 30 Mar 2018, 09:13
zviadcardio
იქნებ მეც მიპსუხოთ რა, ე.ი მაქვს ხოლმე ე.წ პაროქსიზმული ტაქიკარდია, ზოგადად ამ დროს პიზიკური დატვირთვა შესაძლებელია? მაგალითად ცეკვა, და მაინტერესებს აბლაცია ყველა შემთხვევაში კეთდება როცა პაროქსიზმი იწყება? თუ როდის კეთდება აბლაცია და არის თუ არა წარმატებული ოპერაცია
მაპატიეტ ჩემი ფსიქოემოციურობა, რაჩაცნაირად დილა იწყება ისე რომ ველოდები ან ახლა დმეწყება ან ახლა თქო, იშვიათად ამქვს ძალიან, შეიძლება თვეები, წელი ისე გავიდეს არ მქონდეს მაგრამ თუ გამახსენდა სულ მოლოდინში ვარ მაინც
აბლაციის მერე პაროქსიზმი აღარ ვითარდება საერთოდ?

Posted by: zviadcardio 30 Mar 2018, 23:02
tamttamta
დიახ, სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს აბლაცია პირველი რიგის მეთოდია.
ამ დროს წარმატების ალბათობა ახლოსაა 100%-თან. რა თქმა უნდა მცირე პროცენტში არის რეციდივიც.
მეტი ინფორმაცია აქ: https://ritmart.ge/ge/patsientebistvis/supraventrikuluri-paroqsizmuli-taqikardia

QUOTE
ზოგადად ამ დროს ფიზიკური დატვირთვა შესაძლებელია? მაგალითად ცეკვა

შესაძლებელია, თუმცა რამდენადმე იზრდება პაროქსიზმის დამართების ალბათობა

QUOTE
აბლაციის მერე პაროქსიზმი აღარ ვითარდება საერთოდ?

100 პაციენტს რომ გავუკეთებთ აბლაციას 95-96 პაციენტს პაროქსიზმი საერთოდ აღარ დაემართება.
მხოლოდ 4-5%-ს დაემართება კვლავ

Posted by: tamttamta 30 Mar 2018, 23:27
zviadcardio
და პაროქსიზმი როცა ფიქსირდება აბლაციას მაშინვე უკეთებენ? თუ რა სიხშირით ემართება მაგაზეა დამოკიდებული? ისე თეორიულად გადავღეჭე მაგრამ პრაქტიკულად მაინტერესებს რამდენია ალბათობა იმის რომ ეს პაროქსიზმული შეტევა არ გაჩერდეს და ფატალურად დამთავრდეს

Posted by: Infini 31 Mar 2018, 00:09
გამარჯობათ გახშირებული გულისცემა მქონდა უსიამოვნო შეგრძნება და მოჭერის მსგავსი ეფექტი გულის არეში სინუსური ტაქიკარდია მითხრა კარდიოლოგმა და რას ნიშნავს და რეკომენდაციის სახით რას მირჩევთ

Posted by: zviadcardio 31 Mar 2018, 11:44
tamttamta
სტანდარტულად პაროქსიზმი თუ განვითარდა ის კვლავ განმეორდება და აბლაციის გარეშე მას ვერ მოიშორებთ
მთელი ცხოვრება წამლის დალევას (რომელიც ბოლომდე არ იცავს) - ცალსახად აბლაცია ჯობს.

QUOTE
რამდენია ალბათობა იმის რომ ეს პაროქსიზმული შეტევა არ გაჩერდეს და ფატალურად დამთავრდეს

სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს ფატალური შემთხვევის ალბათობა ახლოსა 0%-თან

Infini
სინუსური ტაქიკარდია ჯანმრთელი რიტმის აჩქარებას ნიშნავს.
თუ მხოლოდ ეს გაქვთ, საშიში არაფერია.
ამ მდგომარეობის მიზეზებია: ანემია, ემოციური სტრესი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ინფექცია და ა.შ.

Posted by: tamttamta 31 Mar 2018, 12:46
zviadcardio
გასაგებია, ყველაფერი, გამოდის რომ აბლაცია კეთდება ისევ პაციენტის დისკოპორტის მოსახსნელად რომელიც დამეთანხმებით არც თუ ისე სასიამოვნოა
მადლობა დიდი

Posted by: zviadcardio 31 Mar 2018, 15:43

tamttamta
აბლაცია კეთდება პაციენტის საბოლოოდ განსაკურნებლად.

Posted by: kokoli 2 Apr 2018, 13:03
გამარჯობათ, წნევის გაზომვისას (მექანიკური ტონომეტრით) პირველი გაზომვა 10 ერთეულით მეტს მიჩვენებს ხოლმე ვიდრე შემდეგი ორი, რომელი ჩვენება მივიჩნიო სწორად?

Posted by: qetqeta 2 Apr 2018, 21:55
QUOTE (zviadcardio @ 31 Mar 2018, 11:44 )


QUOTE
რამდენია ალბათობა იმის რომ პაროქსიზმული შეტევა არ გაჩერდეს და ფატალურად დამთავრდეს

სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს ფატალური შემთხვევის ალბათობა ახლოსა 0%-თან


მაშინ დაე იფრიალოს 100 წელი თუ არაფერს დამიშავებს : ))
პაციენტი რომელსაც პაროქსიზმი დაუფიქსირდება პირველივე ჯერზე იწყებთ აბლაციაზე მსჯელობას?

Posted by: BaTuMiFuN 2 Apr 2018, 23:35
zviadcardio

მოკლედ თუ გახსოვთ ადრეც დავწერე აქ ჩემი მაღალი წნევების შესახებ და გაგრძელებას მოგიყვები

ერთ-ერთმა ექიმმა დმინიშნა 2 წამალი. ამათგან ერთი ფსიქოტროპული. 2მგ აბის 1/4 ვღებულობდი დაახლოებით 70-75 დღე
თითქოს ყველაფერი დალაგდა და მოგვარდა. წნევები დამირეგულირდა. დაძაბულობა და შიშიც მომეხსნა
4-5 დღეა დავამთავრე ე.წ კურსი. და წნევამაც თამაში დაიწყო. დაძაბულობაც შედარებით მომემატა
მართალია 140-150 მაქვს მაქსიმალურად მაღალი წნევა ( ადრე უფრო მეტი მქონდა ხოლმე), მაგრამ ვერ ვეგუები იმას, რომ 5 გაზომვიდან შეილება აპარატმა ხუთივე სხვადასხვა შედეგი მიჩვენოს (მექნიკური აპარატით ვიზომავ, რომელსაც სხვაც იყენებს და ვფიქრობ ნორმალურად მუშაობს)
2 წუთში შეიძლება მქოდეს როგორც 140/100 , ასევე 120/100 , 110/90 , 130/90, 140/90
რა ვქნა რომელს დავუჯერო? ან ასე სწრაფად რატომ იცვლება? შეგხსენებთ , რომ მე დამისვეს ნერვული სტრესის დიაგნოზი (რაც 99% ამართლებს ) და წნევებიც ამას მიაწერეს.
ვფიქრობ წამლებზე ჩამოშორების ბრალია, რომ ორგანიზმი უბრალოდ მიეჩვია ამ წმლების ზემოქმედებს ქვეშ ყოფნას
რას მირჩევთ ან როგორ ახსნით ამ სიტუაციას?წამლების გაგრძელება ნამდვილად არ მინდა და მთელი ცხოვრება ამ წამლებით ცხოვრებას არ ვაპირებ sad.gif


QUOTE
გამარჯობათ, წნევის გაზომვისას (მექანიკური ტონომეტრით) პირველი გაზომვა 10 ერთეულით მეტს მიჩვენებს ხოლმე ვიდრე შემდეგი ორი, რომელი ჩვენება მივიჩნიო სწორად?


მეც მაინტერესებს

დიდი მადლობა წინასწარ თუ შეწუხდებით , ჩემს მდგომარეობას ამიხსნით და შესაბამის რჩევას მომცემთ smile.gif

Posted by: zviadcardio 3 Apr 2018, 00:58
qetqeta
ეს საკითხი ინდივიდუალურად წყდება.
შესაძლოა პირველი ეპიზოდი ჰქონდეს მაგრამ გამოხატული ჩივილებით და მაშინვე დაიგეგმოს აბლაცია. ზოგადად აბლაციის გარეშე ეს თემა არ მთავრდება. შეტევები როგორც წესი ხშირდება და პაციენტს აიძულებს გაიკეთოს აბლაცია.


BaTuMiFuN
ასეთი ცვალებადობა სწორედ მოჭარბებულ ემოციებს ახასიათებს.
მხედველობაში მიიღეთ ყველაზე დაბალი მაჩვრნებელი.

ზოგადად თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე ის კურსი ჩანს რომ არ იყო საკმარისი. ამიტომ მიაკითხეთ ექიმს და გააგრძელეთ მკურნალობა

* * *
kokoli
ის 2, 10 ერთეულით დაბალი

Posted by: nia4u 3 Apr 2018, 01:08
BaTuMiFuN
QUOTE
2 წუთში შეიძლება მქოდეს როგორც 140/100 , ასევე 120/100 , 110/90 , 130/90, 140/90

მე რამდენადაც ვიცი, ზედიზედ გასინჯვისას აპარატი არასწორად აფიქსირებს,
2 წუთში 5-ჯერ რატომ იზომავ?
პირველი გაზომვის შედეგი არის სწორი...
https://www.youtube.com/watch?v=mTxspd7ReRU
https://mkurnali.ge/rchevebi90/8340-rogor-gavzomoth-arteriuli-tsneva.html
ერთი წუთი მაინც უნდა იყოს შუალედი გაზომვებს შორის და ორზე მეტად არ არის საჭირო გაზომვაო...

მე მაპატიეთ, რომ ჩავერიე smile.gif

Posted by: Sean 3 Apr 2018, 14:09
zviadcardio
მოგესალმებით

ანტიდეპრესანტებზე ვარ უკვე დიდი ხანია(მელიტორი,კეტილეპტი) მაქამდე კიდე ვიღებდი რაღაცეებს, ნუ ჯამში სადღაც 2,5 წელია ასეთ წამლებზე ვარ
როგორც გავიგე ეს წამლები გულს აზიანებსო და რამდენად მართალია,? მალე ვაპირებ გადაგდებას და შეილება გადაგდებიდან გარკვეული პერიოდის მერე თუნდაც წლების მერე დაზიანდეს გული მაგ წამლეის მიზეზით? თუ როცა შეწყდება წამლების მიღებაც ქრება ორგანიზმიდან უკვალოდ

მადლობა

Posted by: zviadcardio 5 Apr 2018, 21:32
Sean
QUOTE
როგორც გავიგე ეს წამლები გულს აზიანებსო და რამდენად მართალია,?

არა. თუ არ არის კონკრეტული გვერდითი ეფექტი სტანდარტულად გულს არ აზიანებს.

QUOTE
მერე დაზიანდეს გული მაგ წამლეის მიზეზით?

არა, არ დაზიანდება.

წამლებს თვენით ნუ შეწყვეტთ, ექიმთან კოორდინაციით იმოქმედეთ

Posted by: intermilan 6 Apr 2018, 23:26
ბატონო ზვიად გამარჯობა.
გუშინ სტრესული დღემ მქონდა სამსახურში დაღლილი მოვედი საღამოს და უცებ თავბრუსხვევა ვიგრძენი. მივხვდი რომ წნევა მქონდა,მაგრამ ეგრევე ფეხბურთის სათამაშოდ წავედი თანამშრომლებთან. თამაშის დროსაც თავს ცუდად ვგრძნობდი. სუნთქვა ოდნავ მიჭირდა. საღამოს რომ დავბრუნდი გავისინჯე წნევა და მქონდა 85-55ზე.
ამ ბოლო დროს სულ დაბალი წნებევი მაქვს 90-60ზე, როდესაც ჩემი წნევა 120-80ზეა, თუმცა როგორც გუშინ და დღეს ვარ ესე არ ვყოფილვარ.
გუშინდელი წნევა დღესაც გამიგრძელდა და მთელი დღე გული მიფრიალებს, პატარაზე მჭვალავს და სხეულში სისუსტეს ვგრძნობ,მომენტებში სუნთქვა მიძნელდება. სამშაბათს სამ დღიან ლაშქრობაში მივდივართ და არ მინდა მაგ დროსაც ესე ვიყო. რა შეიძლება რომ ვქნა ან რა დავლიო?

Posted by: VAMPIRE_W 8 Apr 2018, 01:45
zviadcardio
გულში ვგრძნობ ძლიერ შეკუმშვას და ბიძგს 2-3 ჯერ წუთში.
მაჯაზე რომ ვისინჯავ პულსს არც არჩქარებულია არც შენელებული, ნორმალურად რიტმულად იგრძნობა, მხოლოდ წუთში 2-3 ჯერ ძლიერი შეკუმშვის შეგრძნების დროს , გულის რიტმიც ჩერდება წამიერად და მერე ისევ გრძელდება.

ტკივილი, სისიუსტე ან ცუდად ყოფნა არ მაქვს.

რამდენად სასწრაფოდ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი? დილამდე მოცდა თუ შეიძლება?

Posted by: zviadcardio 8 Apr 2018, 19:32
intermilan
სალამი.
მეტი სითხე მიიღეთ.
განსაკუთრებით მინერალური წყალი.
სასურველია დღეში 1.5ლ მინერალური წყალი მიიღოთ გაზგაცლილი.


VAMPIRE_W
შესაძლოა ეს ექსტრასისტოლური არითმია იყოს.
ჩვეულებრივ საშიში არ არის

Posted by: VAMPIRE_W 8 Apr 2018, 21:14
zviadcardio
მადლობა დიდი, ისეთი დღეებია ყველაფერი ისვენებს და ძალიან ვნერვიულობდი.
ახლა წავიკითხე მეც ამ არითმიაზე და ემთხვევა სიმპტომები, სავარაუდოდ გადაღლამ გამოიწვია,
ზედმეტად დატვორთული გრაფიკი მაქვს და ბევრასც ვღელავდი ბოლო დროს.
იმედია ადვილად იკურნება. : (

Posted by: zviadcardio 9 Apr 2018, 19:36
VAMPIRE_W
ზოგჯერ არც ჭირდება მკურნალობა, ზოგჯერ საჭიროა.
ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
კარგი ის არის, რომ უხშირესად საშიში არ არის.

Posted by: hiddles 11 Apr 2018, 10:08
zviadcardio

გამარჯობა, ვარ 24 წლის გოგო. რამდენიმე წლის წინ ძალიან ხშირად მქონდა პანიკური შეტევები, რასაც თან ახლდა გულის აჩქარება (დაახლოებით 120-130 პულსი) მკერდში მოჭერის შეგრძნება, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა და შებერილობა. რაღაც პერიოდის მერე ნელ-ნელა გაიარა, მაგრამ დამრჩა შიში რომ გულთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემა მქონდეს. ხშირად მქონდა ტკივილი მარცხნივ ნეკნს ქვემოთ, ჩხვლეტის შეგრძნება გულთან, მარცხენა ხელზე დაჭიმვის შეგრძნება და ტკივილი ზურგში ან მარცხენა ბეჭზე. ნებისმიერ სიმპტომს შიშით ვუყურებ და მგონია რომ გულზე მაქვს პრობლემა. ახლა გული აღარ მიჩქარდება, მაგრამ სუნთქვის უკმარისობა, მოჭერის შეგრძნება და მსუბუქი თავბრუსხვევა მაქვს ხოლმე, ძირითადად ყოველთვის შებერილობას ერთვის თან.
რამდენიმეჯერ გადავიღე კარდიოგრამა და არაფერი გამოჩნდა, მხოლოდ მცირე არითმია, რომელიც სუნთქვას უკავშირდებოდა. კუჭის გამოკვლევებზეც გამოირიცხა ყველაფერი და ბოლოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი დამისვეს. ამასთან ერთად მაქვს გულმკერდის ნაწილის სქოლიოზი.
არ მაქვს ჭარბი წონა, არ ვეწევი, ფიზიკურად აქტიური ვარ და ოჯახში გულის დაავადებების ისტორია არ მაქვს. მაინტერესებს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში არსებულ პანიკურ შეტევებს, როცა ძალიან მიჩქარდებოდა გული და მუდმივ სტრესს შეეძლო თუ არა გამოეწვია რამე ფიზიკური დარღვევა რაც მკურნალობას საჭიროებს ახლა?

Posted by: zviadcardio 11 Apr 2018, 10:14
hiddles
მოგესალმებით. არა, პანიკური შეტევა, შიში ვერ გამოიწვევდა გულის სტრუქტურულ დაავადებას.

Posted by: White_Shark 11 Apr 2018, 11:14
zviadcardio
ზვიად გამარჯობათ მესმის რომ ძალიან ბევრჯერ დამისვავს თქვენთვის ამდაგვარი კითხვა მაგრამ მაინც ..
ნერვიულობის ფონზე ანუ თუ რაღაცაზე ძალიან ვინერვიულე ეს რითმიდან ამოვარდნა მაშინ მძაფრდება ძალიან , გუშინ ღამე ძალიან ამოვარდა თითქოს რითმი და რა მაინტერესებს ანუ ასეთ მდგომარეობას საერთოდ რო არ მივაქციო ყურადღება ხო შეიძლება ? წამალიც აღარ დავლიე .. მაგ მომენტში ანუ მთლად წაყრუება ხო არ იქნება სავალალო შედეგის მომტანი ეს მაინტერესებს ..
ასევე მაინტერესებს ჭარბი ჭონის გამო ადვილად ვიღლები აღმართზე ანუ ქოშინი მივარდება , და ამის მიხედავსაც ვაპირებ ანუ დაკლებას და რა მაინტერსებს ეს ქოშინი უშუალოდ ჭარ წონაზე მიუთითებს თუ შეიძლება გულის დაზიანებას ქონდეს ადგილი ?
ანუ წონის დაკლების შემთხვევაში ეს პრობლემა მოიხსნება ?

Posted by: zviadcardio 11 Apr 2018, 22:49
Shark1995
უხშირესად ასეთი არითმია საშიში არ არის.
თქვენი ამბავი არ მახსოვს, თუ გაკეთებული არ გაქვთ, კარგი იქნება თუ ერთხელ შემდეგ კვლევებს გაიკეთებთ: ექოკარდიოსკოპია, ეკგ, ტრედმილმეტრია, tsh, კალიუმი
* * *
რაც შეეხება ქოშინს, რა თქმა უნდა ჭარბი წონა მიზეზია, არსებობს თუ არა რაიმე სხვა მიზეზი ამაზე პასუხის გაცემა კვლევების გარეშე შეუძლებელია

Posted by: mtersasruti 13 Apr 2018, 23:28
hiddles
მეც შენსავით ვარ. და ვერვხვდები გულის შეტევა მწიფდება თუ უბრალოდ პანიკის შეტევა მაქვს. კარდიოგრამამ მეც არაფერი მაჩვენა.

zviadcardio
გამარჯობა.
blood pressure და cholesterol შემოწმება როგორ ხდება? რა ტიპის ანალიზი კეთდება? და შემდეგ რა სიხშირით უნდა აკონტროლო ორივე თუ ვთქვათ ნორმაში იყო ყველაფერი?

კიდევ მაინტერსებს, მკერდში ტკივილის გრძნობა ყოველთვის გულის შეტევას უკავშირდება? თუ არის სხვა დაავადებაც, რომელსაც იგივე სიმპტომი აქვს? მაგალითად,ახლა მე მტკივა გულის მხარე ნეკნთან, ძირითადად ღამე და როცა უმოქმედოდ ვარ,მშვიდად ვზივარ.. Unstable Angina -ს წააგავს ამ მხრივ. სხვა სიმპტომები რაც თან ახლავს ოფლის მოდენა, ტკივილი მარცხენა ხელში, ყელთან,ზურგზე არ მაქვს. ასეთ დროს რა უნდა ქნას ადამიანმა? უნდა წავიდეს საავადმყოფოში?

ასაკი 28, სქესი მდედრობითი, ოჯახში გულის დაავადება არავის ჰქონია, პულსი 86 წუთში, წნევა 120/80ზე. მაწუხებს ქრონიკული უძილობა,სტრესი და ცოტა ხნის წინ (1 თვის წინ) მქონდა ძალიან ძლიერი პანიკის შეტევა. (მაშინ გული არ ამტკიებია). კარდიოგრამა გადავიღე 1.5 წლის წინ, არ აჩვენა არაფერი. ასევე ჩავიტარე (სახელი არ ვიცი სამწუხაროდ ) ველოსიპედზე რომ ზიხარ,მოკლედ,არც იქ მაჩვენა არაფერი.

Posted by: zviadcardio 14 Apr 2018, 12:10
mtersasruti
QUOTE
blood pressure

ეს ჩვეულებრივი წნევის გაზომვაა - მკლავზე მანჟეტს გაიკეთებთ და გაიზომავთ
თუ მაღალი წნევა გაწუხებთ ცხადია ხშირად უნდა გააკონტროლოთ, თუ არ გაწუხებთ - ეს აუცილებელი არ არის

QUOTE
cholesterol

ეს სისხლის ანალიზია, ლიპიდური სპექტრის ანალიზსს მოითხოვთ ლაბორატორიაში და უზმოდ გაიკეთებთ.
ამის გაკეთების სიხშირე დამოლიდებულია პაციენტის რისკებზე, მაგალითად თუ პაციენტი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ეს ანალიზი ნორმალური ჰქონდა, 5 წელიწადში ერთხელ განსაზღვრა საკმარისია.
მაღალი რისკის პაციენტთან, + ვისაც დარღვეული ჰქონდა ანალზი - საჭრიოა ანალიზის განმეორება 3-6 თვეში ერთხელ

არ გავს თქვენი ჩივილები არასტაბილურ ანგინას, არ იდარდოთ. არასტაბილური ანგინა (სტენოკარდია) სერიოზული დაავადება. თქვენ კი სამაგისო არაფერი გჭირთ.
მე გირჩევთ ერთხელ კიდევ გაიაროთ კარდიოლოგის კონსულტაცია (უბრალოდ ზედმეტი უსაფრთხოებისთვის) და შემდეგ მიაკითხოთ ნევროლოგს

Posted by: Razer2 16 Apr 2018, 14:17
QUOTE (Shark1995 @ 4 Jun 2017, 23:11 )
QUOTE (Henyd0r1 @ 4 Jun 2017, 21:45 )
ვარ და იშვიათად ვსვამ, კოფეინსაც იშვიათად მივიღებ.
რავიცი, არმინდა ამდენი გამოკვლევები ვიტარო რა იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მით ნაკლებად ვგრძნობ ხოლმე. თან რავი, უკვე ძან შემიმცირდა
ნევროზია ნევროზი ჯიგარო

popcorn.gif ნევროზია ნევროზი ჯიგარო
მეც მასე ვარ მე ვაბშე გადამიბავს ხოლმე ჩავარდნებს lol.gif

კიდევ გაწუხებს ხოლმე არითმიები? მეც მიკეთებს

Posted by: White_Shark 16 Apr 2018, 16:00
Razer2
კი ხშირად და აღარ ვაქცევ ყურადღებას

Posted by: papanwkuri 17 Apr 2018, 20:33
გამარჯობა ბატონო ზვიად.
ისევ დამეწყო არითმია.
დაახლოებით ყოველ 20 პულსაციის განმავლობაში ერთი ამოვარდნა მაქვს. ანუ ერთ პულსს ტოვებს.
ერთი პერიოდი არ მქონდა გამიარა.
მუცლის ღრუს ექოსკოპია გადავიღე და როგორც მითხრეს გაზები მაქვს მუცლის ღრუში რომელიც ზემოთ ამოდის და გულმკერდის არეში მაწვება. ამას მეც ვგრძნობ და რამდენად შეიძლება ამის ბრალი იყოს?!
* * *
როდესაც კალათბურთს ვთამაშობ და დამეწყება ამოვარდნები როგორ მოვიქცე? შევწყვიტო თამაში?
უშინ დამეწყო თამაშის დროს მაგრამ მაინც გავაგრძელე და სუსტადვიგრძენი თავი თამაშის პროცესში.

Posted by: zviadcardio 18 Apr 2018, 22:05
papanwkuri
QUOTE
მუცლის ღრუს ექოსკოპია გადავიღე და როგორც მითხრეს გაზები მაქვს მუცლის ღრუში რომელიც ზემოთ ამოდის და გულმკერდის არეში მაწვება. ამას მეც ვგრძნობ და რამდენად შეიძლება ამის ბრალი იყოს?!

ამან მაქსიმუმ პროვოკაცია მოახდინოს. მიზეზი ეს ვერ იქნება.

პერიოდულად ეს გექნებათ, როგორც წესი საშიში არ არის, მხოლოდ დისკომფორტია
რაც შეეხება კალათბურთს, თუ დატვირთვის ტესტი გაკეთებული არ გაქვთ გაიკეთეთ. კარგი ტესტის შემთხვევაში უპრობპ
ლემოდ გააგრძელეთ თამაში

Posted by: Asklēpios 19 Apr 2018, 15:30
გამარჯობა smile.gif
ალბათ რეკლამაში ჩამეთვლება, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა და არ უნდა გამოტოვოთ დაინტერესებულმა პირებმა smile.gif


" უფასო კონსულტაციები გერმანელ კარდიოქირურგთან
23 აპრილს ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში პაციენტებთან ღია შეხვედრებს ჩაატარებს მსოფლიო რანგის კარდიოქირურგი, გერმანელი პროფესორი რეინერ კორფერი (Reiner Koerfer), რომელსაც 12 000-მდე კარდიოქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული

https://www.facebook.com/groups/259211994277943/?multi_permalinks=849245901941213&notif_id=1524137300262040&notif_t=group_activity&ref=notif

Posted by: makmanus 23 Apr 2018, 10:34
zviadcardio
zviadcardio
გამარჯობათ ბატონო ზვიად,ორი დღეა წნევა მაქ ახლო-ახლო 100/80 ხან კატაბალახას ტაბლეტები დავლიე ხან კორსიზი,ეფექტი გაგრძელდა ორი საათი მერე ისევ ისე მიუხლოვდა ,ყურები დამეხშო,რა შეიძლება იყოს ან საგანგაშოა?თავს ვერ ვწევ 1 მეტრს თუ გავივლი მგონია 5 კილომეტრი ვიარე

Posted by: zviadcardio 23 Apr 2018, 20:45
makmanus
სალამი.
100/80 ზე არ არის პრობლემური წნევა და არც ეს მიახლოებაა თავის გაბრუების მიზეზი.
ნევროლოგს გაესაუბრეთ

Posted by: makmanus 23 Apr 2018, 21:22
zviadcardio
დიდი მადლობა პასუხისთვის,რაიმე საგანგაშოა თქვენი აზრით ნევროლოგს რომ გავესაუბრო?

Posted by: zviadcardio 23 Apr 2018, 22:04
makmanus
არა, საგანგაშო არაფერია.
გაბრუება თუ გაგიგრძელდებათ შეხვდით ნევროლოგს. სხვა შემთხვევაში ეგეც არ გინდათ

Posted by: makmanus 23 Apr 2018, 22:42
zviadcardio
2 დღე დაველოდები კიდევ და თუ არ გამივლის წავალ,ძალიან დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 23 Apr 2018, 23:05
makmanus
წარმატებები


ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: sunny_flower 26 Apr 2018, 13:11
კორონოგრაფია რა ჯდება დაახლოებით?

Posted by: zviadcardio 26 Apr 2018, 14:24
sunny_flower

700-900ლ სხვადასხვა კლინიკაში


--------------------------------------------

Posted by: predator1 26 Apr 2018, 19:37
zviadcardio
მოგესალმებით, ასეთი კითხვა მაქვს, თიროიდეცტომიის შემდგომ პერიოდში ვარ და ვცდილობთ ჰორმონი დავარეგულიროთ, 2 კვირაა რაც ვარჯიში დავიწყე და ნორმალურად იყო ყველაფერი. წავედი უკვე სარბენად იპოდრომზე, ვიძუნძულე სულ 10 წუთი, პულსი იყო 140-150, ამის მერე ავცქარიდ რამოდენიმეჯერ ალბათ ჯამში 150 მეტრი, პულსი 200 მიუახლოვდა, ძალიან არ მომეწონა და შევწყვიტე სირბილი, ლაბორატორიული კვლევით FT4 აღმოჩნდა ნორმაზე 0.02-ით მაღალი, რაც თირეოტოქსიკოზია მაგარამ სულ მცირე. დავაბრალე ამას. ამის შემდეგ მეორე დღეს ვგრძნობდი გულის ტკივილს, რომელიც ხანდახან მეორდება, ძლიერი არაა, დისკომფორტი უფრო, შებუჭვითი ხასიათის. ენდოკრინოლოგთან მივალ მალე, უბრალოდ მაინტერესებს ამ მაღალი პუსლით გული ხომ არ დავაზიანე? მაქსიმუმ 30 წამი იყო ეის სწრაფი სირბილი ჯამურად.
ოპერაციამდე 2-3 წლის წინაც მქონდა მსგავსი ტკივილი 1 დღის განმავლობაში, მაშინ მივედი კარდიოლოგთან და გული კი არა ხერხემალიაო, იმის მერე პროფილაქტიკის მიზნის 3-ჯერ ვარ ნამყოფი კარდიოლოგთან და არაფერი. უბრალოდ ეხლა ეს "ტკივილი" გამიგრძელდა.
მთავარი კიტხვაა ღირს ამის გამო კარდიოლოგთან მისვლა და გამოკვლევები?

Posted by: zviadcardio 26 Apr 2018, 20:03
predator1
QUOTE
უბრალოდ მაინტერესებს ამ მაღალი პუსლით გული ხომ არ დავაზიანე?

არა, ასე გული არ ზიანდება, შეგიძლიათ ამ კუთხით მშვიდად იყოთ

QUOTE
ღირს ამის გამო კარდიოლოგთან მისვლა და გამოკვლევები?

თუ ენოკრინოლოგიური თემების საბოლოოდ დალაგების შემდეგ კარდიოლოგიური ჩივილები კვლავ დაგრჩებათ - მიბრძანდით კარდიოლოგთან. სხვა შემთხვევაში საჭირო არ არის

Posted by: predator1 26 Apr 2018, 22:07
zviadcardio
ძალიან დიდი მადლობა.

Posted by: keen 26 Apr 2018, 22:21
პოლიტიკის განყოფილებაში, მედიკოსების სალანძღავი თემები საოცარი ინტენსივობით იხსნება. ალბათ, ზოგ შემთხვევაში სამართლიანად და ზოგჯერ - უსამართლოდ. ამ განყოფილებაში როცა შემოვდივარ და კარდიოლოგის თემას მუდამ თავში ვხედავ, ყოველთვის ერთი აზრი მიელვებს თავში - საამაყო ექიმი! smile.gif რამდენი წელია, ბატონ ზვიადს არ ბეზრდება, დამღლელი სამუშაო დღის მერე აქ შემოსვლა და უფასო კონსულტაციები პაციენტებისთვის! მე კი, იმედიანად ვარ! ოდესმე კარდიოლოგი თუ დამჭირდება, ვიცი, ვის მივაკითხო yes.gif

Posted by: zviadcardio 27 Apr 2018, 00:22
keen
დიდი მადლობა.
ვთვლი რომ ეს ჩემი სოციალური პასუხისმგებლობაა.
შესაბამისად არც არასდროს მომბეზრდება, თუ დროის დეფიციტმა არ მაიძულა.

კიდევ ერთხელ გმადლობთ გამხნევებისთვის.
smile.gif

Posted by: keen 27 Apr 2018, 08:13
QUOTE (zviadcardio @ 27 Apr 2018, 00:22 )
keen
დიდი მადლობა.
ვთვლი რომ ეს ჩემი სოციალური პასუხისმგებლობაა.
შესაბამისად არც არასდროს მომბეზრდება, თუ დროის დეფიციტმა არ მაიძულა.

კიდევ ერთხელ გმადლობთ გამხნევებისთვის.
smile.gif

ყველას მობეზრდა თქვენ გარდა sad.gif პირიქით, მადლობა თქვენ!

Posted by: zviadcardio 27 Apr 2018, 21:22
keen
smile.gif

გმადლობთ

-------------------------

Posted by: BaTuMiFuN 28 Apr 2018, 21:21
zviadcardio

მოკლედ გულის ცემის რითმს ვხვდები მუცელზე რომ დავიხედავ smile.gif ჭიპთან ახლოს
ასევე ფეხი მოძრაობს როცა მეორე ფეხზე მაქვს გადადებული , გულის რითმით
ანუ მიცახცახებს ორგანიზმი
არც წნევები მაქვს სახარბიელო. 140/100-ზე საშუალოდ დარეგულირდა თითქოს
ახლა 140/110 მაქვს

მალე მოვკვდები? biggrin.gif

Posted by: zviadcardio 28 Apr 2018, 23:19
BaTuMiFuN
QUOTE
მალე მოვკვდები? 

არა

წნევას რაც შეეხება:
1. ფეხით სიარული უწყვეტად 20-30წთ ყოველდღე
2. სუფრის მარილის შეზღუდვა
3. მინერალური წყლის აკრძალვა
4. თამბაქოს აკრძალვა, ალკოჰოლის მკვეთრი შეზღუდვა
5. წონაში კლება (საჭიროებისამებრ)
6. კოფეინის შეზღუდვა

ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: BaTuMiFuN 29 Apr 2018, 00:19
zviadcardio


QUOTE
ყველაფერი კარგად იქნება


2kiss.gif 2kiss.gif
დავიწყე მოკლედ მუშაობა საკუთარ თავზე smile.gif
QUOTE
ანუ მიცახცახებს ორგანიზმი


და ეს არააა საგანგაშო? თუ მე ვამახვილებ ზედმეტ ყურადღებას?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
QUOTE
1. ფეხით სიარული უწყვეტად 20-30წთ ყოველდღე

დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ არ იქნება საკმარისი? სიარულიც მიწევს ოღონდ შეიძლება უწყვეტად არ დავდიოდე 30 წუთი
QUOTE
2. სუფრის მარილის შეზღუდვა

დიდი რაოდენობით ვღებულობდი აქამდე და აუცილებლად შევამცირებ
QUOTE
3. მინერალური წყლის აკრძალვა

ძალიან იშვიათად ვსვამ ნაბეღლავს და უფრო იშვიათად ენერგეტიკულს. მაგასაც შევზღუდავ
QUOTE
4. თამბაქოს აკრძალვა, ალკოჰოლის მკვეთრი შეზღუდვა

თამბაქოსთან დაკავშირებით მაგრად გაიჭირდება sad.gif ალკოჰოლი საერთოდ არ მივიღო?
QUOTE
5. წონაში კლება (საჭიროებისამებრ)

ბოლო პერიოდში საკმაოდ დავიკელო. მგონი ახლა ნორმალურ წონაზე ვარ. 80კგ სიმაღლე 176. თუმცა მსუქანი არ მქვია
QUOTE
6. კოფეინის შეზღუდვა

ყავას საერთოდ არ ვსვამ 1 ჭიქასაც

Posted by: zviadcardio 29 Apr 2018, 19:54
QUOTE
და ეს არააა საგანგაშო?

არა. საშიში არ არის.

QUOTE
ალკოჰოლი საერთოდ არ მივიღო?

დღეში 150მლ ღვინო ან 300მლ ლუდი ან 25მლ მაგარი სასმელი. ამაზე მეტის დალევა არ ღირს.

თქვენზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებთ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში მალე მოგიწევთ წნევის წამლის რეგულარული მიღება

ამ რეკომენდაციებით კი ჯანმრთელი გზით მოიწესრიგებთ წნევას

Posted by: papanwkuri 30 Apr 2018, 21:23
ბატონო ზვიად, სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, როდესაც არის პაუზები და ექსტრასისტოლები, ეს იგივეა რაც მოციმციმე არითმია?

Posted by: zviadcardio 30 Apr 2018, 22:41
papanwkuri
არა.
სინუსის კვანძი არის გულში ელექტრულის სისტემის მთავარი გენერატორი - დირიჟორი.
თუ იმპულსების სინუსის კვანძიდან მოდის - რიტმს ჰქვია სინუსური.
სისნუსის კვანძის სისუსტეს შესაძლოა ახლდეს (თუმცა არა ყოველთვის) დამატებით მოციმციმე არითმია.

მოციმციმე არითმიის დროს სინსუსრი რიტმი არ არის ანუ სინუსის კვანძი ამ დროს საერთოდ არ ფუნქციონირებს. ხოლო თქვენ აღწერთ ვითარებას როდესაც სისნუსის კვანძი ცუდად თუმცა ფუნქციონირებს.

Posted by: Sarti 30 Apr 2018, 23:36
ბატონო ზვიადი, რეზო ვარ ახალციხიდან- ეს სამი დღეა რაღაც უსისტემო (ხან 1,2,3-ის შემდეგ ხან1-ის და ხან 8-ის შემდეგ) არითმია მაქვს, გულის წასვლის შეგრძნებით, წნევას, რაც დანიშნულება შემიცვალეთ პრაქტიკულად აღარ შევწუხებივარ...

Posted by: zviadcardio 1 May 2018, 22:34
Sarti
ასეთ დროს ყოველთვის დარეკეთ ჩვენს საკონსულტაციო (555 502 301) ნომერზე და მიიღებთ სრულყოფილ კონსულტაციიას.
დარეკეთ საღამოს 8-9 საათზე. ფორუმზე ასეთ თემებს ვერ მოვაგვარებთ, იმიტომ რომ ექიმსაც შეიძლება ჰქონდეს შეკითხვა.
თან ეს ფორუმის სპეციფიკას ცდება, ამიტომ ყოველთვის ამ ნომრით ისარგებლეთ, ასევე იქცევა ჩვენი უამრავი პაციენტი.

Posted by: intermilan 1 May 2018, 23:30
გამარჯობა.
დღეს დილიდან დამეწყო ტკივილები გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში. ტკივილი დაახლოებით 5 წუთი გრძელდება და წერტილოვანი არ არის,მთელ მარცხენა მხარეს მაქვს, ტკივილი ძალიან ძლიერი არ არის მაგრამ შემაწუხებელია. შუადღეს მქონდა მარტო ძლიერი ტკივილი გულის ზედამხარეს ლავიწის ძვალის ქვემოთ,რომელიც მცირეხნიანი იყო. ტკივილების დროს იდნავ ბრუვდები და ეს გულის გამობშეიძლება იყოს თუ ნერვოზს მივაწერო?

Posted by: zviadcardio 1 May 2018, 23:42
intermilan
არ გავს გულის ტკივილს, თუმცა უსაფრთხოების გამო კარდიოლოგთან ვიზიტს გირჩევთ

Posted by: Sarti 2 May 2018, 12:25
,,ასეთ დროს ყოველთვის დარეკეთ ჩვენს საკონსულტაციო (555 502 301) ნომერზე"

მადლობა

Posted by: nati_natiia 3 May 2018, 13:07
მოკლედ,13-14 წლის ასაკში შევნიშნე, რომ დღეში ან ორ დღეში ერთხელ 2-3 წამის განმავლობაში მიჩქარდებოდა გული გაუსაძლისად,ისე რომ ყურებში მეცმოდა საკუთარი გულისცემა,
შემდეგ ვიყავით სხვადასხვა ექიმებთან, თან მქონდა ტემპერატურა 37.1-37.3 მერყეობდა ამ შუალედში,
მოკლედ გამოვიკვლიეთ ყველაფრი,მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი,სისხლის ანალიზი,შარდი,მუცლის ღრუ,
შედეგი იყო ის რომ მქონდა TSH TPO მომატებული (თუ სწორად ვწერ ანტი ტეპეო-დ მოიხსენიებდნენ ექიმები)
და ამას გარდა ნაღვლის ბუშტზე მქონდა რაღაც მცირე პრობლემები, ეს ყველაფერი დავარეგულირეთ მაშინვე, თუმცა ყოველ წელს შემოდგომა/გაზაფხულზე ვამოწმებდი ფარისებრი ჯირკვალს,
არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ გავიდა უკვე ათი წელი, ერთი ორსულობაც გავიარე და იგივენაირად მქონდა გულის აჩქარებები, ორსულობის დროს იყო გამოვლენილი არტერიული ჰიპერტენზია და ამის გამო გავიკეთე საკეისრო, წნევები 140,160,180 / 100ზე
ორსულობის შემდეგ წნევა დამირეგულირდა,მაგრამ ეს გულის აჩქარება ისევ მაქვს,ისე როგორც ადრე, 5 წამიც რო გაგრძელდეს მგონია რომ მოვკვდები,იმდენად საშინელი შეგრძნებაა,
ორი ოპერაციაც მაქვს გაკეთებული, ერთი პლასტიკური მეორე ბრმა ნაწლავი, მაგრამ არანაირი გართულება გულზე არ ყოფილა,
მირჩიეთ რამე,მეშინია მუდმივად,


Posted by: zviadcardio 3 May 2018, 20:12
nati_natiia
მოგესალმებით
გირჩევთ ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგი გაიკეთოთ, ზედიზედ რამდენჯერმე (3-4ჯერ).
ვიდრე დაიჭრეთ მაგ ეპიზოდს (აჩქარებას).
დიაგნოზი გექნებათ და მერე ყველაფერი ადვილია.
ზოგადად არ ვფიქრობ რომ რამე საშიში გაქვთ.

Posted by: White_Shark 6 May 2018, 00:58
ზვიად გამარჯობათ დღეს უცბად ამტკივდა გული ანუ თითქოს ჩხვლეტასავით მომიჭირასავით გულ მკერდის არეში და მერე გამიარა მალევე ?? მსგავსი ტკივილები ზოგადად რისი ნიშანია ?
დავიჯერო ინფარქტი მარტყამს 22 წლის კაცს? biggrin.gif

Posted by: zviadcardio 6 May 2018, 19:53
Shark1995
მოგესალმებით.
უხშირესად ასეთი ტკივილი გულის ბრალი არ არის.
ყველაზე ხშირი მიზეზებია:
1. ემოცია/სტრესი
2. ადგილობრივი მიზეზით გამოწვეული (კუნთის დაჭიმვა=უხერხული მოძრაობა, ხერხემლის პრობლემა, კუნთის გაციებ და ა.შ) დისკომფორტი

Posted by: ashley judd 6 May 2018, 20:26
zviadcardio
ეს გულის ჩხვლეტა და მოჭერის შეგრძნება, რომელიც ყურამდე და მკლავზეც ვრცელდება, შესაძლოა რომ მხოლოდ ნერვების ბრალი იყოს?

Posted by: zviadcardio 6 May 2018, 21:18
ashley judd
არა, ასეთი დისკომფორტი გამოკვლევას საჭიროებს.
ზეპირად დიაგნოსტირება ძნელია.
ასეთ შემთხვევაში კარდიოლოგთან ვიზიტი საჭიროა

Posted by: ninilion 7 May 2018, 19:39
გამარჯობათ ბატონო ზვიად თქვენ გრძელვადიანი გამოკვლევა მირჩიეთ რომ უკეთ დადგინდეს პრობლემა.. ეს გამოკვლევა რომელიც შესაძლოა თვეზე მეტ ხანს იყოს ძალიან დიდ თანხებთან იყო კავშირში და ვერ გავწვდი. ხომ არ მირჩევთ რამე მინი მონიტორის შეძენას? მითხრეს რომ არის რაღაც მინი კარდიო მონიტორები ჰოლტერის მსგავსი ოღონდ მერე მონაცემები გადაგაქვს და მერე ექიმი გაარჩევსო. ან თუ იცით სად შეიძლევა შევიძინო?( ამაზნზე ვიპოვე რაღაცეები მაგრამ არ ვიცი რომელი ფირმა ამართლებს უფრო) ასევე მე ჰიპერპროლაქინემია დამიდგინდა და ჰპოფიზსში მინი ადენომა, სხვა ჰორმონებიც არეული მაქვს( დეასულფატი, ტესტოსტერონი... შეიძლება პროლაქტინის ასეთი მომატება იწვევდეს გულსსიძარღვთა პრობლემებს? აჩქარებას ან სპაზმს?

Posted by: zviadcardio 7 May 2018, 23:44
ninilion
არა, ასეთი მონიტორის შეძენას არ გირჩევთ


QUOTE
მე ჰიპერპროლაქინემია დამიდგინდა და ჰპოფიზსში მინი ადენომა

სპაზმის შეგრძნებას შეიძლება იწვევდეს.
კარდიოლოგიურ დარღვევებს რაც შეეხება პირდაპირი არა, მაგრამ არაპირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს

Posted by: ninilion 8 May 2018, 01:58
zviadcardio
ანუ არ ამართლებს ეს მონიტორები?ჰოლტერი რომ შევიძინო რაც კლინიკებში აქვთ?
* * *
არაპირდაპირი გავლენა როგორ გავიგო?

Posted by: alexxv 8 May 2018, 18:13
გამარჯობათ, თუ ვინმე შეძლებთ პასუხის გაცემას ჩემს კითხვაზე მადლობელი ვიქნები:

სიტუაცია არის შემდეგი, ადამიანს გაუკეთეს ექოსკოპია და კარდიოგრამა, ექოზე აჩვენა სითხე გულის გარშემო, რენდგენმაც ფაქტიურად დაადასტურა მდგომარეობა (გარკვეულწილად ხერხემლის დაზიანებითაც არის გამოწვეული)

მოკლედ ეს არის თუ არა ინფაქტის ნიშნები ან რამდენად საშიშია რომ განვითარდეს?

Posted by: zviadcardio 8 May 2018, 22:35
ninilion
არა, ჰოლტერს ვერ შეიძენთ. კარგი ჰოლტერის რამდენიმე ათასი ლარი ღირს.
არაპარდაპირი ნიშნავს რომ გარკვეული გავლენა აქვს მაგარამ შემოვლითი მექანიზმებით და ეს ზეგავლენა ძალიან ძლიერი არ არის.

alexxv
არა ეს ინფარქტის ნიშნები არ არის.
ასეთი რამ იშვიათად შეიძლება განვითარდეს ინფარქტის შემდეგაც, მაგრამ უფრო ხშირად მისი მიზეზი არ არის ინფარქტი.
ზოგადად ასეთი რამის მიზეზი გულის პერანგის (პერიკარდიუმის) ანთებაა, ზოგჯერ მისი მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღევევაა ან რევმატიული დაავადებები.
პირიქით შეკითხვას რაც შეეხება - პერიკარდიუმში სითხის გამო ინფარქტი არ განვითარდება

Posted by: alexxv 9 May 2018, 00:21
zviadcardio
დიდი მადლობა პასუხისათვის

Posted by: taka26 11 May 2018, 14:07
გამარჯობა ,
რა მაინტერესებს ეხლა, ვიმშობიარე 4 თვის წინ , ასე 2 თვე იქნება საშინელ სისუსტეს ვგრძნობ ფეხებში, თითქოს დამბლა მაქო, ხან კი სიმძიმეს ვგრძნობ ისევ ფეხებში, ...
ღრმა ჩასუნთქვისას ან ამოსუნთქვისას თითქოს მიბუჯდება ქვედა კიდურები წამიერად, თუ ჩხვლეტაა აი რაღაც ეგეთი მომდის წამიერად..
მაქვს თავბრუსხვევებიც, წონასწორობის დაკარგვა მგონია მაქანავებს და ვყირავდები, რასაც მივეყუდები ან დავინახავ მგონია არამყარია, მეშველება რამე? ან რისი ბრალია ეს ჩემი მდგომარეობა??? ნუ არც ისეთი გადაღლილი ვარ რომ ამდენი რამე მჭირდეს... მიპასუხეთრაა
29 წლის ვარ

Posted by: zviadcardio 12 May 2018, 00:09
taka26
საშიში არაფერია.
ჩემი რჩებაა საკმარისად მიიღეთ სითხე, პულსი, წნევა გაიკონტრელეთ და ნევროლოგს მიმართეთ.

ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: Nlover 15 May 2018, 13:10
zviadcardio

მოგესალმებით
ესეიგი რა მაინტერესებს ,ვარ 26 წლის დაახლოებით ერთი კვირის უკან დავიწყე ვარჯიში 104 კილო ვარ,მე 4 ხე მისვლაზე რომ წამოვედი სახლში ვიძინებდი გული არ მქონდა კარგად შევატყვე შემდეგ გავისინჯე წნევა და მქონდა 160 100 დაახლოებით დავლიე წამლები და ჩამეძინა მის მერე მოყლოებული ღრმად ჩასუნთქვა მჭირდება ხოლმე და მაქვს მთქნარებები ,გულზე გადავიგეღე კარდიო დიდი არაფერი არისო ,თირკმლები ნახეო ვნახე თირკმლები ისეთი არაფერიო უბრალოდ ელენთა არის გადიდებულიო ,ელენთის გადიდება რას შეიძლება გამოეწვია დაახლოებით 1 წელი იქნება ყოველ დღე ვსვამ კოკა-კოლა ზეროს ნახევარ ლიტრს რომელიც შეიცავს კოფეინს ამას შეიძლება გამოეწვია ელენთის გადიდება ? ეხოზე არაფერი გამოჩდა ღვიძლზე აიღე ღვიძლის ანალიზიო ,იქნებ მიპასუხოთ ან მირჩიოთ როგორ მოვიკცე?

პ.ს წნევის კონტროლს ვაკეთებ დილას არ მაქვს წნევა.შუა დღეს და საღამოს მაქვს ხოლმე 100 მდე ადის გულის,შაქარი 78 მაქვს

Posted by: zviadcardio 15 May 2018, 22:08
Nlover
სუფრის მარილი მკვეთრად შეზღუდეთ, მინერალური წყალი აკრძალეთ, წონაში მოიკელით, თამბაქო აკრძალეთ

რაც შეეხება ელენთის გადიდებას ეს შესაძლოა მართლაც იყოს ღვიძლის პრობლემის გამოვლინება.
ეს მთლად ჩემს სპეციალობას არ ეხება, გირჩევთ ჰეპატოლოგს ან გასტროენტეროლოგს გაესაუბროთ

Posted by: BaTuMiFuN 17 May 2018, 23:41
zviadcardio

შეიძლება გახსოვდეთ ჩემი შეკითხვები და პრობლემები მაღალ წნევასთან დაკავშირებით
მოკლედ დიდი ხანია უკვე 140/100 ........140/90 დამირეგულირდა .. დილითაც და საღამოსაც
რამდენად ნორმალური შეიძლება იყოს?
თავს ცუდად არ ვგრძნობ ამ დროს
შესაძლებელია ადამიანის ნორმალური წნევა იყოს ასეთი? ვარ 29 წლის მამაკაცი
არ მინდა ყურადღება მივაქციო. რამდენად შეიძლება ცუდად განვითარდეს მოვლენები უყურადღებობის შემთხვევაში

Posted by: Muscle137 18 May 2018, 15:07
რუსთაველიდან სამგორამდე,ვარკეთილამდე და აფრიკამდეც,ტერიტორიულად ამ ზონაში მირჩიეთ რაა კარგი კარდიოლოგიური smile.gif სხვა უბნები არ მაწყობს და ამიტომ დავკონკრეტდი

Posted by: სარასარა 18 May 2018, 15:45
მოგესალმებით,
ახლობელს სჭირდება სასწრაფოდ შუნტირება და გვირჩიეს ზაზა კაციტაძე ბოხუას კლინიკაში...
გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადაწყვეტილების მირებაში.. რამდენად კარგი სპეციალისტია??


Posted by: takotako33 18 May 2018, 17:21
zviadcardio
გამარჯობათ, ვარ 33 წლის ქალბატონი. მაქვს ასეთი სიმპტოები: უეცრად მოსვენებულ არასტრესულ მდგომარეობაში მაქვს უზომო და არაბუნებრივი ძილიანობის შეგრძნება და გულის წასვლის შეგრძნება( როგორც წნევის უეცარი ვარდნისას იცის ხოლმე) ამ დროს წნევა ნორმა მაქვს, მერე ალბათ ემოციაზე ოდნავ 10 ერთეულით მიმატებს წნევა და რეგულირდება. პულსი ჩქარდება 100მდე. რაც იწვევს დისკომფორტს. უჰაერობა მაქვს და სახისა და ხელფეხის დაბუჟება. ჩემი მოკლე ჭკუით სპაზმი მაქვს სისხლძარღვების.. ხელფეხი მიცივდება ამ დროს. ნერვოზი გამოირიცხა. მაქვს ჰიპერპროლაქტინემია და ჰიპერანდროგენია, დ ვიტამინის ძლიერი ნაკლებობა, tsch ოდნავ მომატებისკენ ზღვარზე. ესეთი შეტევები რეგულირდება დროებით ვალიდოლისა და ნოშპის დალევით,თუ ტაქიკარდიაა კორვალოლს ვღებულობ ხოლმე 30 წვეთს. თუმცა ასეთშეტევები შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდეს და ძალიან დიდი ხანი არ გრძელდება მაგრამ სახის დაბუჟება და სისუსტე, ადვილი დაღლა გრძელდება. ეხოზე არაფერი იყო და ერთხელ ამქვს გაკეთებული ეკგ და იქაც ისეთი არაფერი. უფრო კარდიო პრობლემას გავს თუ სხვა რამეს?
* * *
ხო მართლა.. შეტევის შემდეგ მიმატებს შარდდენა

Posted by: zviadcardio 19 May 2018, 11:00
BaTuMiFuN
ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფეხით სიარული 20-30წთ ყოველდღე
სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა
მინერალური წყლის აკრალვა
წონაში კლება საჭიროების მიხედვით
თამბაქო ალკოჰოლის აკრძალვა
1 თვეში წნევა 10 ერთეულით შეგიმცირდებათ და ყველაფერი კარგად იქნება

Muscle137
ამ ზონაში ბევრი კლინიკა არ არის.
შემიძლია გირჩიოთ გელა აბჟანდაძე სამგორი მედში


სარასარა
ზაზა კაციტაძე მაღალი დონის ქირურგია. ჩემი რეკომენდაცია გაქვთ

takotako33
არ გავს კარდიოლოგიურ პრობლემას, თუმცა ჰოლტერის 48სთ მონიტორინგს გირჩევთ, რათა მეტი ინფორმაცია მივიღოთ.

Posted by: takotako33 19 May 2018, 14:45
zviadcardio
ჰოლტერი ისეთი რამეა... ჩემი მეზობელი ლამის ყოველ კვირას იკეთებს და პრობლემა ვერ დაიჭირა. არის რამე ისეთი გამოკვლევა რომელიც გულის იმპულსების გატარებას და წარმოქმნას ანუ მთლიანად რასაც ჰოლტერი აკეთებს რომ გამოიკვლიოს ერთეხლ და საბოლოოდ?საბოლოოდ მინდა გული გამოვრიცხო და დავწყნარდე smile.gif და მადლობა, ძალიან ყურადღებიანი ხართ,უფალმა გაგახაროთ

Posted by: zviadcardio 19 May 2018, 17:04
takotako33
თუ თქვენ ამ 48 საათში ჩივილები გექნებათ, ჰოლტერის ჩანაწერი მოგეხმარებათ საკითხში გარკვევში.
ის რომ თქვენს მეზობელს არ გამოადგა არგუმენტი არ არის, რამეთუ 1000-ობით პაციენტთან ეს ძალზედ მნიშვნელოვან ინფორაციას იძლევა.
მთავარია ჰოლტერის მონიტორინგის განმავლობაში გქონდეთ ჩივილები

Posted by: taka26 19 May 2018, 20:00
ასეთი სეკითხვა მაქ, რამდენიმე დღის წინ ღამე ცუდი ამბავი გამაგებინეს, წნევა ამეწია 150-100 ზე და მარცხენა მხარე ხელი და გულის მხარე თითქოს გამიშეშდა, მუ მოკლედ მას მერე მაქ გულის ტკივილები,მარცხენა ხელის სახსარი მტკივა ხოლმე კიდე, გთხოვთ მიპასუხოთ მალე რა ვქნაა, ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე და მხოლოდ ნოშპა და ვალერიანი არ მსველის
პულსი მაქ 90, წნევა მორმალური 100-70, ღამე მიჩქარდება გული ისე რომ მე მესმის მისი ხმა,

Posted by: takotako33 19 May 2018, 21:35
zviadcardio
რომ ვერ დაემთხვეს ჩივილებს? მაშინ ყველაფერი რიგზეა? დ ვიტამინის ნაკლებობა კუნთების სისუსტეს და სპაზმს გამოიწვევდა? ცოტა კალიუმიც დაბალი მაქვს.... ხომ არ მირჩევთ ეს მარაგი როგრო შევივსო?

Posted by: zviadcardio 20 May 2018, 19:07
takotako33
უნდა დაამთხვიოთ. იმიტომ რომ სხვაგვარად ამ საკითხს ვერ გაარკვევთ.
დე-ვიტამინის ნაკლებობა - არა.
კალიუმის დეფიციტს გააჩნია. თუ უნმიშვნელო დეფიციტია ჩირები, ბანანი, კარტოფილი მიირთვით.

Posted by: taka26 20 May 2018, 20:02
zviadcardio
მეც მიპასუხეთ რაა, გელოდებით მთელი დღეა

Posted by: zviadcardio 20 May 2018, 21:31
taka26
გამარჯობა
QUOTE
გელოდებით მთელი დღეა

ეს ტონალობა არ გიხდებათ

QUOTE
მოკლედ მას მერე მაქ გულის ტკივილები,მარცხენა ხელის სახსარი მტკივა ხოლმე კიდე, გთხოვთ მიპასუხოთ მალე რა ვქნაა, ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე და მხოლოდ ნოშპა და ვალერიანი არ მსველის

მეძუძური დედისთვის ტკივილგამაყუჩებლად ერთჯერადად შეიძლება იბუპროფენი 400მგ 1 აბი (ან 200მგ 2 აბი) კვების შემდეგ.
თუმცა ჩივილებიდან გამომდინარე კარდიოლოგთან ვიზიტს მაინც გირჩევთ


QUOTE
პულსი მაქ 90, წნევა მორმალური 100-70, ღამე მიჩქარდება გული ისე რომ მე მესმის მისი ხმა,

ეს უფრო ემოციურ და გადაღლის ჩივილებს გავს. საშიში არ არის

Posted by: taka26 20 May 2018, 21:36
zviadcardio
ცუდი ტონალობით მართლა არ დამიწერია პირიქით თხოვნა იყო)))))

ისე მეშინია ერთი სული მაქ გათენდეს კარდიოგრამა გადავიღო, მეშინია არ მოვკვდე ამ გულით, არადა არასდროს მქონია პრობლემა გულზე :/// მარტო მკერდის ადგილას მტკივა მარცხენა მხარეს მტელი დღეა არ გაჩერებულა, გილი იყოს შეილებაა,?

Posted by: BaTuMiFuN 21 May 2018, 13:04
zviadcardio
QUOTE
ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფეხით სიარული 20-30წთ ყოველდღე
სუფრის მარილის მკვეთრი შეზღუდვა
მინერალური წყლის აკრალვა
წონაში კლება საჭიროების მიხედვით
თამბაქო ალკოჰოლის აკრძალვა
1 თვეში წნევა 10 ერთეულით შეგიმცირდებათ და ყველაფერი კარგად იქნება


ყველაფერს ვასრულებ 2ჯერ მეტად ვიდრე გიწერია
თამბაქოს გარდა და ბოლო პერიოდში ალკოჰოლს მოვუმატე . საერთოდ არ ვღებულობდი დიდი ხანი
ვფიქრობ პრობლემა ალკოჰოლში და თამაბაქოში არ უნდა იყოს

Posted by: zviadcardio 21 May 2018, 21:08
taka26
ნაკლებად სავარაუდოა რომ გულის ბრალი იყოს, მაგრამ გამოკვლევების გაკეთება სჯობს.

BaTuMiFuN
QUOTE
თამბაქოს გარდა და ბოლო პერიოდში ალკოჰოლს მოვუმატე . საერთოდ არ ვღებულობდი დიდი ხანი
ვფიქრობ პრობლემა ალკოჰოლში და თამაბაქოში არ უნდა იყოს

ოოო, როგორ არა. ნებისმიერი გაიდლაინი მაგ ამბის გადაგდებით იწყება.
ორივე მათგანის გადაგდების შემთხვევაში მინიმუმ 10-12 ერთეულით დაგიქვეითდებათ წნევა. გადაგდებიდან 10 დღეში.
ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს ფაქტებზე დამყარებული (Evidence Based) რეკომენდაციაა.
წნევის მოწესრიგენა წამითაც შეიძლება მაგრამ...
მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

Posted by: taka26 21 May 2018, 22:14
zviadcardio
დიახ, არ ყოფილა გულის ბრალი, ბავშვი სულ მარცხენა ხელში მიკავია ვაჭმევ თუ ვათამაშებ და მისი ბრალიაო რო გტკივაო მარა ეს წკმენტები რატო მაქ გულში ეგ ვეღარ გავარკვიეთ)))))

Posted by: zviadcardio 22 May 2018, 00:41
taka26
QUOTE
მარა ეს წკმენტები რატო მაქ გულში ეგ ვეღარ გავარკვიეთ)

ეს შესაძლოა სტრესული-ემოციური მიზეზით იყოს განპირობებული.
საშიში არაფერია

Posted by: taka26 22 May 2018, 00:56
zviadcardio
უღრმესი მადლობა, ძალიან ყურადღებიანი ხართ, მადლობა..

Posted by: BaTuMiFuN 23 May 2018, 12:29
zviadcardio

ეს რას ნიშნავს აბა თუ ამიხსნი
წნევის გასაზომად დავჯდები მოძრაობის შემდეგ და მაქვს 150/90
დავისვენებ 1-2 წუთი მერე გავიზომავ და 130/90
და რჩება მეორე მაჩვენებელზე რამოდენიმე პაუზის შემდეგაც რომ გავიზომო.
ჩემი აზრით ან მოძრაობის შემდეგ ვერ ასწრებს გული დამშვიდებას , ან უარეს შემთხვევაში პირველ გასინჯვაზე თვითონ ვარ ემოციურად რომ მაღალი არ მქონდეს
* * *
პულსსაც რომ ვისინჯავ პირველი 5 დარტყმის მერე ნელდება ყოველთვის

Posted by: taka26 23 May 2018, 18:15
მე რა მაინტერესებს კიდე , გული თითქოს საგულედან მივარდებაო წამიერად მომდის ასე დღეში რამდენჯერმე და რამ იცის??

Posted by: zviadcardio 23 May 2018, 18:35
BaTuMiFuN
ნორმაა ეს და ადამინების უმრავლესობას ასე აქვს.
სწორედ ამიტომ რეკომენდებულია რომ წნევა (და პულსიც) მოსვენებულ მდგომარეობაში გაიზომოთ.

taka26
ასეთ რამ გულის რიგგარეშე შეკუმშვებს ანუ ექსტრასისტოლურ არითმიას ახასიათებს.
უხშირესად ეს საშიში არ არის.
ამ ვითარებას ამწვავებს გადაღლა, სტრესი და კოფეინი (ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა, პეპსი, შოკოლადი).

Posted by: taka26 23 May 2018, 18:54
zviadcardio
დღესამტკივდა გულის მხარე, დამეჭიმა აი მოჭერითი ხასიათის ტკივილი იყო, სიგარეტისგან შეილება იყოს?? პასიური მწეველი ვარ, დღეში 1,2 ღერი;((
ყავასაც 1 ვსვავ სხვა არაფერს ვიღებ

Posted by: zviadcardio 23 May 2018, 20:31
taka26
ეს მწეველს ნიშნავს.
სიგარეტი აკრძალეთ და ყავასაც ხშირად ნუ დალევთ.

Posted by: BaTuMiFuN 23 May 2018, 21:10
zviadcardio

QUOTE
ნორმაა ეს და ადამინების უმრავლესობას ასე აქვს.
სწორედ ამიტომ რეკომენდებულია რომ წნევა (და პულსიც) მოსვენებულ მდგომარეობაში გაიზომოთ.


და რომელ მაჩვენებელს ვენდო ამ დროს
წამალი რომ არ მივიღო ზედმეტად?
არითმიის მნიშვნელობა სრულად არც ვიცი, მაგრამ დასვენების გარდა არითმიის მიზეზითაც შეიძლება ფიქსირდებოდეს სხვადასხვა წნევა?
ისე დიდი ხანია ძალის ნაკლებობას არ ვუჩივი (თუ რამეში გამოგადგება ), პირიქით სულ მინდა რაღაც ვაკეთო და ენერგია დავხარჯო და ცვალებადი წნევები 7-8 წლის წინაც მქონდა, ოღონდ მაშინ არ მივაქციე ყურადღება.

P.S. ძაან კი დაგღალე ჩემი შეკითხვებით smile.gif

Posted by: taka26 23 May 2018, 23:00
zviadcardio
კარდიოლოგთან რომ
მივედი, რეგისტრატურაში ოკახის ექიმმა ყველამ ვინც მნახა რაგინდა გულზეო, რამდენი წლის ხარო ,29 თქო გულზე არაფერი არ გენქბა არ გაქ ეგ ასაკიოდა რა მნიშვნელობა აავს ასაკს? გულია ნუ

Posted by: zviadcardio 24 May 2018, 00:00
BaTuMiFuN
მხოლოდ მოსვენებულ მდგომარეობაში გაზომილი წნევა მიიღეთ მხედველობაში
არა, ეს არითმიასთან კავშირში არაა.

taka26
გულის პრობლემა ყველა ასაკში შეიძლება იყოს.
უბრალოდ ასაკოვნებში ამის ალბათობა ბევრად მაღალია, ვიდრე დავუშვათ ახალგაზრდებთან

Posted by: taka26 24 May 2018, 00:03
zviadcardio
zviadcardio
მადლობა, მარტო ჩემ ამდენ წუწუნა და კითხვებს რომ უმკლავდებით smile.gif)))

Posted by: BaTuMiFuN 24 May 2018, 09:39
zviadcardio
დიდი მადლობა
QUOTE
მარტო ჩემ ამდენ წუწუნა და კითხვებს რომ უმკლავდებით

++

smile.gif

Posted by: takotako33 24 May 2018, 16:17
დიდი ბოდიშით შეგჭამეთ კითხვებით smile.gif სისხლში ლექტროლიტებთან ერთად იყო cl-ქლორი და ნორმაზე ცოტა მომატებულია, მაქსიმალური ნორმა 106 და 109 მიწერია. რას ნიშნავს სისხლში ქლორის მომატება ან რას იწვევს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Two_X 24 May 2018, 19:25
ღვიძლის პრობლემა რა ნიშნებით შეიძლება გამოვავლინოთ ჩვენით?

Posted by: zviadcardio 24 May 2018, 20:25
takotako33
ეს მაჩვენებელი ცუდს არაფერს ნიშნავს. დაივიწყეთ

Two_X
გააჩნია რა პრობლემას ეძებთ.
თუ ჰეპატიტებს ან ღვიძლის ფუნქციების შემოწმებას ფიქრობთ, ამას ანალიზების გარეშე ვერ მიხვდებით.
ზოგადად ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული პრობლემა ღვიძლზე მაგრამ ჩივილები არ ქონდეს.
ანუ ამის დადგენა ანალიზების და გამოკვლევების გარეშე ვერ მოხდება

taka26
BaTuMiFuN
არაფრის, წარმატებები

Posted by: Two_X 24 May 2018, 20:27
zviadcardio
QUOTE
გააჩნია რა პრობლემას ეძებთ.


რატომღაც შიში გამიჩნდა იმდენ ადამიანს დაუდგინეს ეს ცე ჰეპატიტი
უნდა მივიდე და შევემოწმო sad.gif

Posted by: Elene30 25 May 2018, 18:15
დახმარება მჭირდება ძალიან, გულის ფრიალი მაქ რამდენიმე დღეა, საგულედან მიხტება , დღეს კუჭიც მტკივა და ღებინების შეგრძნება მაქ... მეშინია არ მოვკვდე ინფაქტი არ მქონდეს ;((((((
კარდიოგრამა გადავიღე 2 დღის წინ და არაფერი არ იყო არადა ფაქტია რაღაც ვერ მაქ;(((((
* * *
ან როგორმივხვდე კუჭი მტკივა თუ გულიდან მოდის;(((( მეშინია ძააან

Posted by: aileenn 25 May 2018, 19:24
მეგობრებო, პაპ ტესტისთვის რომელ კლინიკას მირჩევთ?

მადლობა
* * *
tema shemshlia madloba :* ........

Posted by: taka26 25 May 2018, 21:28
aileenn
ინნოვაში, უმაგრესი ლაბორატორიაა..)))

Posted by: zviadcardio 26 May 2018, 20:50
Elene30
კარდიოლოგთან ვიზიტს გირჩევთ. მხოლოდ კარდიოგრამა საკმარისი არ არის.
რეკომენდებულია შემდეგი კვლევები:
1.ექოკარდიოსკოპია
2. ფიზიკური დატვირთვის ტესტი
3. ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი

Posted by: Elene30 26 May 2018, 21:49
zviadcardio
კარდიოლოგთანაც ვიყავი, მომისმინა გულზე ფილტვებზე და წნევა გამიზომა, სხვა არაფერი უთქვია, გულზე არაფერი არ გაქო, სანდოა ე გამოკვლევები ეხლა, მოსმენა და წნვა.... რაიონში ვცხოვრობ ვერ მოვდივარ თბილისში არ მაქ საშუალება ;((((

Posted by: shreketa 26 May 2018, 22:38
გამარჯობა.
სტენტირების შემდგომ გასულია დაახლოებით 1 თვე და რამოდენიმე დღეა შეუსივდა ფეხის თითი.აქვს ტკივილები და შესიება მატულობს.
შეიძლება რომ დავუკავშიროთ ერთმანეთს?
და რამდენად სასწრაფო და საშიშია თუ მაგ მოზეზით არის?
ორშაბათს ვფიქრობდით ექიმთან მისვლას მაგრამ დღეს აშკარად მოემატა კიდე შესიება.

Posted by: zviadcardio 27 May 2018, 00:38
Elene30
სამწუხაროდ ზეპირად უფრო მეტის თქმა შეუძლებელია.
ისე ნაკლებად სავარაუდოა რომ რამე სერიოზული პრობლემა იყოს

shreketa
გიპასუხეთ პმ-ში

Posted by: shreketa 27 May 2018, 08:47
zviadcardio
დიდი მადლობა.

Posted by: takotako33 27 May 2018, 11:21
zviadcardio
დილის ექვსის ნახევრიდან გულს ვებრძვი.. ცუდი სიზმარი ვნახე და არ ვიცი ამის ბრალი იყო თუ რა ყვირილით გავიღვიძე, მალევე დავწყნარდი მაგრამ პულსი 150 მდე მაინც იყო,მტელი მკერდი და უკან ბეჭი მტკიოდა და მარცხენა ხელი. წნევა ნორმა მქონდა, ავდექი ვალერიანი დავლიე და ვალიდოლი და მივწექი, ჩაძინების საშვალება არ მომცა ყოველ ოც წუთში წამომაფრენდა როგორც კი ძილს ვაპირებდი. მას მერე მტკივა ბეჭიც და მკერდიც და უაჰაერობის შეგრძნება მაქვს. შარდდენაც მაქვს... შეიძლება იმ ნერვული დაძაბულობის ბრალი იყოს, რამე გულისმერია თუ სპაზმია? ასეთი ტკივილისას რა მივიღო? როგორ მოვიქცე?

Posted by: zviadcardio 27 May 2018, 11:46
takotako33
ასეთ დროს ყოველთვის გამოიძახეთ სასწრაფო და გადაიღეთ კარდიოგრამა.
შეიძლება კატასტროფა არ არის მაგრამ უნდა იქნას დაფიქსირებული რა ხდება,
თუ კარდიოლოგიური პრობლემა გამოირიცხება ნევროლოგს მიმართეთ და შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარეთ

Posted by: takotako33 27 May 2018, 11:52
ეხლა მხოლოდ ტკივილზე რომ გამოვიძახო უკვე აზრი აღარ ექნება მგონი ხომ? ეხლა პულსი აჩქარებული არ მაქვს კორსზი და ნოშპაც მივიღე

Posted by: zviadcardio 27 May 2018, 12:31
takotako33
თუნდაც სხვა დროს.
ნევროლოგთან კონსულტაცია მაინც გაიარეთ

Posted by: takotako33 27 May 2018, 13:51
zviadcardio
დიდი მადლობა, აწი აღარ დაველოდები აი გამივლის და აი გამივლის და გამოვიძახებ

Posted by: Elene30 27 May 2018, 14:25
zviadcardio
მადლობა გამოხმაურებისთვის პირველ რიგში და კიდე შეგეკითხებით ერთს, როდის არის აუცილებელი რო მივმართოთ ექიმს, კარგია როცა უყურადღებოდ არაფერს უყურებ მარა ასე წარამარა ვიაროთ არ გვაქ საშუალება ქართველებს...
როდის მივიდე ექიმთან რა სიმპტომების მერე კარდიოლოგთან რომ სავალალო არ გახდეს მერე ჩემი თავიwink.gif)))
კი მითხარით ეს ეს და ეს გადაიღეო მარა საჭიროვებს ჩემი სიმპტომებით ეხოს და 24 სთ დაკვირვებას როცა კარდიოგრამა გავიკეთე

Posted by: intermilan 27 May 2018, 23:10
გამარჯობა.
ვაპირებ თამბაქოს თავის დანებებას და თან მინდა წავახმარო ტაბექსის ტაბლეტები.
ხშირად მაქვს ამოვარდნები გულის და 24 საათიან ჰოლტერე 3 წამიანი პაუზაც დამიფიქსირდა.
რამდენად შეიძლება და უსაფრთხოა ამ დროს ტაბექსის ტაბლეტების გამოყენება?

Posted by: papanwkuri 27 May 2018, 23:27
გამარჯობა ბატონო ზვიად. ხშირად დაწოლის წინ გული მიფრიალებს ხოლმე. რო დავწვები და ჩაძინებას ვაპირებ სულ პატარაზე მოილოდნელად რამე რომ დაიტკაცუნებს ან გაშრიალდება გული ამომივარდება ხოლმე და გამაჟრიალებს გულში და მთელ ტანში.ასევე რომ ჩამეძინება ხანდახან მაღვიძებს გულის ფრიალი ტანში გაჟრჟოლების შეგრძნება. ამ დროს ჰაერის უკმარისობაც მაქვს ხოლმე.
გულზე გადაღებული მაქვს დატვირთვა ექოსკოპია. არაფერი არ იყო. 24 საათიანზე მხოლოდ ამოვარდნები და სინუსური არითმია. ეს სინუსური არითმია რამდენად საშიშია? და ეს ყველაფერი რამდენად საშიშია?
კიჭ-ნაწლავის პრობლემა მაქვს მუცელი სულ შებერილი მაქვს და გაზები ამომდის პიროდან, სულ მანოყინებს და ეს რამდენად შეიძლება ახდენდეს გულზე ზეგავლენას და ამოვარდნებს იწვევდეს?

მადლობა

Posted by: taka26 28 May 2018, 18:53
Oრი ნაბიჟIს გადადგმაზე გული Aკოვარდნაზე მაქ, ისე ვიღლები, არადა წნევა Mაქ 100-60 ზე
* * *
Elene30
ეგ მეც მაინტერესებს, როდისაა აუცილებელი ექიმს მივმართოთ და გამოკვლევები გავიკეთოთ

Posted by: zviadcardio 28 May 2018, 21:16
Elene30
ჩემს კომენტარებს თუ წაიკითხავთ (10 წელია აქ ვპასუხობ პაციენტებს), უხშირესად არ ვურჩევ გამოკვლევას.
მაგრამ როცა ადამიანი საეჭვო ჩივილებს წერს უსათუოდ ვურჩევ სათანადო კვლევებს.
იმედია არ ფიქრობთ რომ ექიმი ჯადოქარია და გამოკვლევების გარეშეც სასწაულებს ახდენს
კარდიოგრამა და ექოსკოპია, ან 24 სთ მონიტორინგი სხვადასხვა ინფორმაციას იძლევა და მხოლოდ კარდიოგრამით რეალური შეფასება შეუძლებელია.
ისიც უნდა ითქვას რომ არც ერთი ეს კვლევა ძვირადღირებული არ გახლავთ.
მე თქვენს ადგილას კარდიოლოგთან მივიდოდი და ამ კვლევებს ჩავიტარებდი


intermilan
ეს პაუზა დღისით იყო თუ ღამით?
თავბრუ ან გონების დაბინდვაც ხომ არ გაქვთ?
გთხოვთ ატვირთოთ ან გამონიგზავნოთ ჰოლტერზე დაფიქსირებული პაუზის მომენტი.

papanwkuri
ეს ჩივილები მართლაც შეიძლება ექსტრასისტოლიას უკავშირდებოდეს.
მუცლის შებერილობა კი შესაძლოა ამძაფრებდეს ამ შეგრძნებებს.
საშიში არ არის.

taka26
QUOTE
Oრი ნაბიჟIს გადადგმაზე გული Aკოვარდნაზე მაქ, ისე ვიღლები, არადა წნევა Mაქ 100-60 ზე

ამის მიზეზი წნევა ნამდვილად არ არის.
აი გულის (პულსის) აჩქარება კი შეიძლება იყოს მიზეზი.
როცა გულის ასეთ ძლიერ აჩქარებას გრძნობთ, ვინმე კომპეტენტურ ადამიანს დაათვლევინეთ პულსი, ან ზუსტად იმ დროს გადაიღეთ კარდიოგრამა. ამ ინფორმაციის შემდეგ შეგვეძლება მეტი ინფორმაცია მოგცეთ.

Posted by: Jersey 28 May 2018, 21:29
გამარჯობა, ერთი ორჯერ ღამე გამომეღვიძა ისეთი უცნაური რამ მჭირს ხოლმე კერძოდ თითქოს კარგად ხარ მაგრამ რაღაც ყრუ დისკომფორტს გრძნობ მკერდის არეში, თითქოს ყრუდ სადღაც რაღაცას გრძნობ... გგონია გტკივა მაგრამ ტკივილი არაა, ვერ არჩევ რა ჩივილია...
დღეს მარცხენა მკერდის მარჯვენა ნაწილში ძვლისკენ მქონდა კიდევ დისკომფორტი, ხან საგრძნობლად ხან ყრუდ..მკერდს შუა ძვალზე მაქვს ხოლმე,
კიდევ მსგავსი ჩივილი, ხანდახან ხელზე პულსივით გადადის, ხან ბეჭზე, გეგონება მარცხენა მხარ ბეჭი გაკრული გაქვსო...

Posted by: intermilan 28 May 2018, 21:34
დილით იყო ბატონო ზვიად 9საათზე რომ გავიღვიძე და გავიარ-გამოვიარე.
დღეს ვერ ვახერხებ გამოგზავნას და ხვალ გამოგიგზავნით.
არ ვიცი მგონი არ მქონია გონების დაკარგვა არ მქონია.
ზოგადად ამ ბოლო დროს სულ სუსტად ვარ და გული სულ მიფრიალებს.
დატვირთვაც გავიკეთე და ჩვეულებრივი იყო.
ერთ-ერთ ცნობილ არითმოლოლოგთან ვიყავი ჯოენში და ისეთი არაფერიაო.
ანდარა ადრეც მქონდა ეს პრობლემა. ხანნდახან დავრბივარ და ვვარჯიშობ და რამდენად რეკომენდირებულია ამ დროს? საშიში ხომ არ არის?
* * *
ვისთანაც ვიყავი მან მითხრა კუჭნაწლავი მოიწესრიგე და მოდიო. თიაქარი მაქვს და წყლული. რაღაც პერიოდები მაქვს ამოვარდნები დამეწყება მიგრძელდება ერთი თვე და მაგ დროს გადავიღე ორჯერ 24 საათიანი, ორივეჯერ პაუზა დაფიქსირდა თითო. პირველად გადაღების შემდეგ გამიარა ამოვარდნებმა და მაგ პერიოდში გავიკეთე 24 საათიანი და არ მქონდა პაუზა. შემდეგ 1 თვე გავიდა ისევ დამეწყო ამოვარდნები და ისევ გავიკეთე და დამიფიქსირდა პაუზა. ახლა გამიარა თითქმის ამოვარდნებმა და ასვე ვარ smile.gif))))))

Posted by: taka26 28 May 2018, 21:57
zviadcardio
კარდიოგრამის პასუხი არ გამომატანეს მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის, ეგებ ეხო გავიკეთო და ის გაჩვენოთ...

Posted by: zviadcardio 28 May 2018, 22:13
Jersey
ეს არ გავს კარდიოლოგიურ დისკომფორტს.
შესაძლოა ხერხემალი იყოს ამის მიზეზი, ან სტრესი.

intermilan
რადგან დატვირთვის ტესტი კარგი იყო ვარჯიში შეგიძლიათ.
გამოგზავნაც არ გინდათ უკვე შეფასებული ჰქონია არითმოლოგს.

ჩემი დასტური გაქვთ ტაბექსის მიღებაზე (დაიცავით მიღების სქემა).
რაც არ უნდა კარგად იყოთ 3-4 თვეში უნდა გაიმეოროთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი

taka26
კონკრეტულად ეს ჩივილი ექოზე ნაკლებად გამოჩნდება.
უფრო მეტ ინფორმაციას 24 სთ ჰოლტერის მონიტორინგი მოგვცემს.
ისე კი ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ გაკეთებული გულის ექოსკოპია.
თუ ორივე ამ კვლევას გაიკეთებთ ძალიან კარგი. თუ არადა უშუალოდ "გულის ამოვარდნისას" პულსი დაათვლევინეთ და მონაცემი დაწერეთ

Posted by: taka26 28 May 2018, 22:50
zviadcardio
კიბატონო და სად გავიკეთო? 1 დღე კლინიკაში უნდა ვიყო? თუ რა არის ეგ? სად მირჩევთ?პულს ჩემიტ ვითვლი ხოლმე, როგორც შევატყობ რომ ამიჩქარდა ეგრევე ვითვლი.90 ს არ გაცდენია საბედბიეროდ
ზოგადად ხერხემალი მაწუხებს და ბეჭებიც, მშობიარობის მერე ასე ვარ და კავშირში იყოს შეილება?

Posted by: Two_X 28 May 2018, 23:56
დღეს სიცხეში მომიწია ყოფნა. შემდგეგ აღამართი ავიარე და ჩამოვჯექი ბიჭებთან. ზუსტად 1 ჭიქა ლუდი დავლიე და ნელ-ნელა ვიგრძენი ცუდად ვხდებოდი
თანდათან გაძLიერდა შეგრძნება. ცივი ოფლი წამომივიდა. ხელზე დავიხედე და მივხვდი სახეზეც ისეთივე თეთრი ვიქნებოდი. ბიჭებს გავერიდე და მანქანაში წამოვწექი. სადღაც 10 წუთი ცუდად ვგრძნობდი თავს. პულში არ მქონდა აჩქარებული. 20 წუთის შემდეგ წნევა გავიზომე და 120/80 მქონდა. სავარაუდო ხელისშემწყობი მიზეზი : ცოტათი მშიოდა და სრულად გამოძინებული არ ვიყავი

რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო? ადრე ასეთი რამე ნაბახუსევზე მომსვლია ოღონდ მაშინ მალე გამივლიდა
გრიპიც მაქვს ისე . სიცხე ვფიქრობ არ მქონდა, იმიტომ რომ ყოველთვის ვგრძნობ როცა მაღალი ტემპერატურა მაქვს

Posted by: Elene30 29 May 2018, 00:27
zviadcardio
არ გადამიკითხავს სამწუხაროდ, დრო არ მაქ მარა აუცილებლად გავეცნობი თქვენ რეკომენდაციებს...
კიდე რა მაინტერესებს იცით, კუჭის პრობლემაა თუ ფულის როგორ უნდა გავიგო? ზონდიც უნდა გადავყლაპო ანუ? ხელს რომ ვიჭერ ამ ოხერ კუჭზე მტკივა და სიმძიმის შეგრძნება მაქ, პლიუს მბავშვი სულ
მარცხენა ხელში მიკავია და კარდიოლოგმა
ამას დააბრალა ტკივილი, დაგეჭიმაო.. აგერ თაკოსი არ იყოს მეც უცებ ვიღლები და ბეჭები მეც მტკივა...

Posted by: zviadcardio 29 May 2018, 04:35
Two_X
ვაგუსურ რეაქციას გავს.
სავარაუდოდ შიმშლმა და გარემო პირობებმა შეუწყო ხელი.
საშიში არ არის.

Elene30
თუ კვებასთან კავშირშია ან ხელის დაჭერით გტკივათ ეს გული არ არის.
ზოგადად ახალგაზრდა ქალთან ნაკლებად სავარაუდოა სერიოზული კარდიოლოგიური პრობლემის არსებობა, თუმცა გამორიცხული არ არის.
დაღლის მიზეზი შეიძლება არატრენირებულობაც იყოს. ბეჭების ტკივილს ყველაზე ხშირად ხერხემალი იწვევს.
თუმცა ეს მხოლოდ მოსაზრებებია. საბოლოო გამორიცხვა მხოლოდ ჯვლევებითაა შესაძლებელი

Posted by: Elene30 29 May 2018, 13:07
zviadcardio
ესრაც მირჩიეთ,24 საათიანი კლინიკაში ყოფნაა საჭირო? ან რა ღირს?
* * *
ცოტა ღრმა ამოსუნთქვასაც რომ ვაკეთებ, მარჯვენა ყური იწყებს ხმაურს თითოს მიგუბდება თითქოს მირტყავენ შიგნიდან რაღაცასო მარა არ მტკივა..

Posted by: Two_X 29 May 2018, 22:05
zviadcardio

მადლობა !

Posted by: zviadcardio 29 May 2018, 22:47
Elene30
არა, კლინიკაში არ რჩებით. აპარატს ქამარზე დაგამაგრებენ და გაგატანენ. საშუალოდ 60-70 ლარი
QUOTE
ცოტა ღრმა ამოსუნთქვასაც რომ ვაკეთებ, მარჯვენა ყური იწყებს ხმაურს თითოს მიგუბდება თითქოს მირტყავენ შიგნიდან რაღაცასო მარა არ მტკივა..

ეს ემოციებია. გულთან კავშირში არ არის. ნაკლები ყურადღება დაუთმეთ
* * *
Two_X
არაფრის, წარმატებები

Posted by: Elene30 29 May 2018, 22:57
zviadcardio
თქვენ სად მუშაობთ? იქ რომ გავიკეთო ბარემდ ა გაჩვენებდით

Posted by: dodij 30 May 2018, 14:15
მოგესალმებით ბატონო ზვიად,
დღეს გავიკეთე ანალიზები და ასეთი შედეგი მაქვს.
მკურნალობა სავარაუდოდ აუცილებლად მჭირდება რასაც ვიყურებ, კარდიოლოგს უნდა მივმართო თუ ვის?
ასევე მაქვს მეორე კითხვაც, კვირაში 3-4 ჯერ ვცურავ დილაობით (1.8-2.2 კმ-ს). რამდენად შეიძლება ამ მდგომარეობაში გავაგრძელო ეს ფიზიკური აქტივობა?
წინასწარ გმადლობთ
user posted image

Posted by: Elene30 30 May 2018, 23:07
ზვიადი ექიმი ბოდიში შეგაწუხეზთ, ფეხი მტკივა მთლიანი მარცხენა მხარეს აი თითქოს მერვი რომ გტკივა თუ დაჭიმული მაქ ...
ახლობელი გარდამეცვალა და ფეხი ტკიოდა მანამდეო და ეხლა შემეშინდა მეც გულთან რა კავშირშია

Posted by: zviadcardio 30 May 2018, 23:15
dodij
მოგესალმებით.
ფიზიკური აქტივობა გააგრძელეთ.
მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხოველური წარმოშობის ცხიმი, მათ შორის რძის პროდუქტები.
დისლიპიდემიის (მაღალი ქოლესტერინის) სამკურნალოდნკარდიოლოგთან უნდა მიბრძანდეთ, მხოლოდ დიეტა არ იქნება საკმარისი

Elene30
არა, დაივიწყეთ.
ეს გულთან კავშირში არაა.

Posted by: Makrine29 31 May 2018, 19:08
zviadcardio
გამარჯობა,
მადლობა რომ უანგაროდ ეხმარებით ადამიანებს..
ეხლა კითხვა მაქ ასეთი,29 წლის ვარ,1 კვირაა შევნიშნე რომ დიაფრაგმა
მტკივა , ასევე კუჭი ოღონდ ხელს რომ ვიჭერ, მთლიანიკუჭიდან ამოყოლებული კისრდე
თითქოს დაჭიმული მაქ.
მალე ვიღლები, და სწრაფად ვსუნთქავ თითქოს..
გადავიღე კარდიოგრამა და არაფერი იყო იქ, მაქვს თავბრუს ხვევებიც, სიარულის დროს მეწყება დაღლა ასევე თავში მეჭიმება ყველაფერი თითქოს ჟანგბადი არ მიეწოდებაო..
ნერვოზის ბრალი იყოს შეილება? ან რამე უფრო სერიოზული. რას მირჩევთ

Posted by: Sean 31 May 2018, 21:56
zviadcardio
მოგესალმებით

დღეს ასეთი ამბავი შემემთხვა

სიარულის პროცესში შეგრძნება მქონდა რომ გული გამიჩერდა, ამოსუნთქვას ვერ ვახერხებდი, შეშინებულმა პულსი მოვისინჯე ეგრევე, და ვერ ვიგრძენი. ნუ შეიძლება იმიტომ რომ შემეშინდა რავი და მეგონა ვკვდებოდი, შეიძლება მართლა გაჩერდა, მერე რამდენიმე წამში როგორ იქნა ამოვისუნთქე

აუ ამაღამ რა დაიძინებს, ძილში რომ მოუნდეს გაჩერება sad.gif

ეგეთი რამე შეიძლება?

ისე ხანდახან როცა ვვარჯიშობ (დავრიბივარ) როცა დავიღლები მკერდის ზემო არეში მაქვს ხოლმე ტკივილი რომ დავისვენებ გამივლის,

Posted by: intermilan 1 Jun 2018, 21:08
გამარჯობა ბატონო ზვიად.მთელი დღეა სუსტად ვგრძნობ თავს. ცოტა ხანია დამეწყო გულის არეში ტკივილი რომელიც უფრო ჭვალს ჰგავს,მაგრამ იგივე სახის ტკივილი ზუსტად გადამდის მარცხენა ხელზე. ტკივილი ზოგადია, ხანდახანვერ ვიგებ ხელი მტკივა თუ გულის არე. ხელის ტკივილის დროს რაღაც მომენტში ტკივილი თითებში გადადის. ძალიან უცნაურ რამეს კი გწერთ მაგრამ ეგრეა smile.gif საღამოდან ცოტა სუნთქვაც მიჭირს და ცოტა არ იყოს და შევშინდი.

Posted by: zviadcardio 2 Jun 2018, 00:50
Makrine29
მოგესალმებით.
ასაკი დაწერეთ და ჯანმრთელობის რამე სხვა პრობლემაც ხომ არ გაქვთ?

Sean
არა, არ იდარდოთ. ზუსტად ვიცი რომ ამაღამ გაჩერებას არ მოინდომებს.
სამუშაო დღეებში ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი გაიკეთეთ, დასკვნა აქ დადეთ და უფრო მეტად გაგიწევთ დახმარებას

intermilan
თუ გაკეთებული არ გაქვთ, ფიზიკური დატვირთვის ტესტი გაიკეთეთ.
თუ გაკეთებული გაქვთ და ეს ტესტი ნორმალურია - მაშინ ეს უდიდესი ალბათობით ადგილობრივი ტკივილია (კუნთის ან ნერვის).

Elene30
QUOTE
თქვენ სად მუშაობთ? იქ რომ გავიკეთო ბარემდ ა გაჩვენებდით

ბევრ კლინიკაში, ძირითადად რესპუბლიკურში.
უნდა მოგახსენოთ რომ შეხვედრა გაგვიჭირდება. ჩემთან მხოლოდ წინასწარი ჩაწერაა და მუდმივად 1 თვიანი რიგია.

Posted by: Elene30 2 Jun 2018, 01:29
zviadcardio
მადლობაა...
facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Makrine29 2 Jun 2018, 01:35
zviadcardio
zviadcardio
29 წლის ვარ... არა არაფერი დაავადება , ნერვოზი სტრესი დეპრესია აჩემი თანმდევი....
პანიკური აშლილობა და ა.შ
მარა მაინც მგონია სულ რომ რაღაც მჭირს და ძიებაში ვარ....
სულ მგონია გული მაქ ცუდად, ჰაერი არ მყოფნის, მერე ვამთქნარებ, კუჭი მუცელი ყველაფერი მტკივდება ნუ ფაქტიურად ჯოჯოხეთია

Posted by: zviadcardio 2 Jun 2018, 18:34
Makrine29
დიახ, სამწუხაროდ ასეთი ემოციური სტატუსის დროს მსგავსი ჩივილები ხშირია.
პაციენტების უმრავლესობა ამ დროს ყველაფერს გულს უკავშირებს.

მუდამ გახსოვდეთ რომ საფრთხე არ გემუქრებთ.
იფიქრეთ იმ დადებით მომენტებზე, რომელიც თქვენს ცხოვრებაშია.
დაკავდით სასიამოვნო საქმით
ივარჯიშეთ, იარეთ ფეხით, ველოსიპედით, მიდით აუზზე
ყველაფერი კარგად იქნება
წარმატებები

Posted by: Elene30 2 Jun 2018, 20:45
zviadcardio
ზვიადი ექიმო, დავითვალე პურსი როგორც მირჩიეთ,95 მქონდა, ანუ ტანსაცმელი ჩავიცვი გავიხადე გავიარე გამოვიარე და გული ამოვარდნაზე მაქვს....
უძილობა იწვევს მსგავს სიმპტომებს?

Posted by: mtersasruti 3 Jun 2018, 03:14
user posted image

გამარჯობა.
როგორც იქნა მოვიგდე ფული და მინდა მისვლა კარდიოლოგთან. დაემთხვა ამ ყველაფერს ეს აქცია.
სავარაუდოდ,გექნებათ კონტაქტები და გეცოდინებათ რამდენად ღირს აქ მისვლა. ასჯერ ვერ გამოვიცვლი ადგილს,ერთჯერადად ვიშოვნე თანხა,იმიტომ რომ გული მაწუხებს ბოლო პერიოდია და ვფიქრობ კიდევ გადადება და არ მისვლა,ან ცუდ ექიმთან მისვლა ძალიან გაართულებს მდგომარეობას. მჭირდება ერთხელ მისვლა,სწორი დიაგოზი და დიაგნოზის მერე სწორი მკურნალობა. სამწუხაროა რომ ამაზე საერთო მიწევს საუბარი,მაგრამ, წინა კარდიოლოგისგან მაქვს მაგალითი მიღებული თან ერთიდგან არა ორისგან!

ფიზიკური დატვირთვის ტესტი და ჰოლტერის მონიტორინგი როგორც მივხვდი არ შედის,აქ,არადა აუცილებლად მჭირდება ორივე.

Posted by: zviadcardio 3 Jun 2018, 11:37
Elene30
უძილობა, გადაღლა, სტრესი.
მიაკითხეთ კარგ ნევროლოგს, ყველაფერი დალაგდება.

mtersasruti
სამწუხაროდ ამ ცენტრს არ ვიცნობ.
ვერაფერს გეტყვით

Posted by: taka26 3 Jun 2018, 20:23
zviadcardio
რა არის რა ყველას ერთი უბედურება გვჭირს...
ორი ნაბიჯის გადადგმაზე გული მეღლება, ვერ ვსინთქავ ჰაერი არ მყოფნის..
რადავლიო?

Posted by: takotako33 3 Jun 2018, 20:58
zviadcardio
სალამი
მაინტერესებს ეს დაავადებები ისე შემთხვევით გადაღებულ კარდიოგრამაზე ან ერჯერად ჰოლტერზე თუ ჩანს ხოლმე? ან ზოგადად ეხოზე... კარდიომიოპათია(ზოგჯერარ ჩანსო და მერე უცებ იცისო.. ამითომ თქვენგან მინდა ვიცოდე) მოციმციმე არითმია,გულის უკმარისობა,კორონალური სისტემის სპაზმი(იშემიური დაავადება) მეგობარი გარდამეცვალა კარდიომიოპათიით რომელიც იკვლევდა არაფერი არ გჭირს ისეთიო და ერთ თვეში დაიღუპა. ცოტა განერვიულებული ვარ და მინდა ვიცოდე მცირეოდენი ინფორმაცია მაინც ამ მძიმე დაავადებებზე. მაპატიეთ. და გულში ტკივილს რამდენი ხანი შეიძლება გრძნობდეს ადამიანი დღის განმავლობაში?

Posted by: zviadcardio 3 Jun 2018, 22:51
taka26
როგორც უკვე ვთქვით ეგ ამბები გადაღლით და სტრესითაა გამოწვეული.
სამწუხაროდ ჩემი საქმე არაა მისი მკურნალობა.

takotako33
ცოტა გაურკვევლად წერთ შეკითხვას.
თუ კარდიომიოპათიას გულისხმობთ - არსებობს რამდენიმე სახის კარდიომიოპათია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ექოკარდიოსკოპიით ჩანს. რაღაც ნაწილი არა.
მოციმციმე არითმია ჩანს ჰოლტერზე და კარდიოგრამაზე (თუ კვლევის პროცესში პაციენტს აქვს არითმია).
QUOTE
და გულში ტკივილს რამდენი ხანი შეიძლება გრძნობდეს ადამიანი დღის განმავლობაში?

ეს ძალიან ინდივიდუალურია.

Posted by: takotako33 3 Jun 2018, 23:22
zviadcardio
კარდიომიოპათიის რა სახეები არ ჩანს აბა ეხოზე?

Posted by: zviadcardio 3 Jun 2018, 23:27
takotako33
მაგალითად მარჯვენა პარკუჭის არითმოგენული დისპლაზიის დანახვა ექოთი ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
დამატებითი კვლევები ჭირდება.

ტაკოტსუბოს კარდიომიოპათია გარკვეული დროით ჩანს და მოგვიანებით შეიძლება აღარ გამოჩნდეს.

Posted by: takotako33 3 Jun 2018, 23:41
zviadcardio
მადლობა ,ძალიან ყურადღებიანი ხართ და დადებითი
* * *
ამ შემთხვევასი პაციენტს გულის აჩქარებები ექნებოდა და განდევნის ფრაქცია დაბალი? შეიძლება შეშუპება არ ახლდეს კარდიოიოპათიის ამ ფორმებს? ეხლა მე რაც შემეხება როორც მირჩიეთ გავიკეთე ჰოლტერი და მაინცდამაინც იმ დღეს კარგად ვიყავი. გუშინ მთელი დღე დაბალი მქონდა პულსი მაგრამ არ წამსვლია ნამდვილად გული უბრალოდ სისუსტეს ვგრძნობდი როგორც დაბალი წნევისას და ძილი მინდოდა. 42 იყო პულსი. მერე მასაჟს მიკეთებდა მეუღლე მხრებზე და არ ვიცი ამას უკავშირდება თუ რა უცებ წვითი ტკივილი მქონდა გულის უკან თითქოს გაცხელდა და ასევე კისერში,მარცხენა ხელში, პულსი აჩქარდა თავისით 90მდე უჰაერობის გრძნობა მქონდა და თავისით დაწყნდარდა მერე გულიც და სუნთქვაც. დღეს სახე და ხელფეხი მაქვს დაბუჟებული წნევა კარგი მაქვს, პულსი 50-52( ეს ნორმაა ჩემთვის)არითმული არაა პულსი.თავბრუ მესხმის და სუსტად ვარ.ხან მაქვს მკერდში ტკივილი უფრო უკან ბეჭში ხან არა.იოლად ვიღლები და ძლივს ვსუნთქავ( არადა ძალიან არაა პულსი აჩქარებული)მშრალი ხველა მაქვს. ასეთ დროს რას მირჩევთ რა გამოკვლევა ჩავიტარო? 2წლის წინ გაკეთებული მაქვს გულმკერდის კონტრასტული ანგიოგრაფია , თერაპევტმა გამიკეთა არ ვიცი რატომsmile.gif სისხლძარღვების პრობლემა რომ ყოფილიყო ხომ გამოჩნდებოდა? ყველაფერი რიგზე იყო კვლევაზე.მოკლედ ძალიან მაწუხებს ეს უზომო დაღლა და დაბუჟება. ანგიოლოგს ვეჩვენო,ნევროლოგს, თერაპევთს, თუ ისევ რამე კარდიო კვლევა დავგეგმო გულის გამოსარიცხად?

Posted by: Freestyle 4 Jun 2018, 21:36
დილით გავიგვიძებ თუ არა, 2 საათში მაგრა ვიღლები, არაფერის რომ არ ვაკეთო, გულზე კარდიოგრამა გადამიღეს არ გაქვს პრობლემა არაფერიო, და ვისთან შეიძლება მივიდე? რა შეიძლება იყოს მიზეზი?

Posted by: zviadcardio 4 Jun 2018, 23:19
takotako33
თაკო მოდით სხვა პაციენტზე შეკითხვებს ცოტახნით თავო დავანებოთ და თქვენს საქმეს მივხედოთ.
მითუმეტეს რომ აუარება საქმე მაქვს.
თქვენ რაც შეგეხებათ:
მომწერეთ ჰოლტერის დასკვნა და მერე უკეთ გიპასუხებთ.
თუ ჰოლტერიც კარგია მაშინ ნევროლოგი უნდა ჩავრთოთ საქმეში

Freestyle
ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტიც გაიკეთეთ რომ გული საბოლოოდ გამოირიცხოს.
ამის შემდეგ შესაძლოა ნევროლოგი დაგჭირდეთ, თუ ფილტვის პრობლემა არ გაქვთ

Posted by: taka26 4 Jun 2018, 23:23
zviadcardio
დღეს ვიყავი ოჯახის ექიმთან ეხო კარდიოგრაფიაზე მინდოდა მიმართვა და მიპასუხა რომ მაგინო რეზონანსულ ტომოგრაფიას რომ გაიკეთებ თავზე იქ აც გამოჩნდება გულის პრობლემა თიაო, მართლა ასეა ზტუ მე
მნახა გოიმი?

კიდე ზევით დაწერეთ ფილტვია პრობლემაო და ანუ ანთება იგულისხმება??

Posted by: zviadcardio 4 Jun 2018, 23:27
taka26
არა, მაგნიტით ეს არ შეფასდება.
QUOTE
კიდე ზევით დაწერეთ ფილტვია პრობლემაო და ანუ ანთება იგულისხმება??

არა მარტო, ძირითადად ქრონიკული პრობლემა, მაგალითად ფქოდ - COPD

Posted by: taka26 4 Jun 2018, 23:45
zviadcardio
მადლობა დიდი.....

Posted by: Freestyle 5 Jun 2018, 00:18
zviadcardio
QUOTE
ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტიც გაიკეთეთ რომ გული საბოლოოდ გამოირიცხოს.
ამის შემდეგ შესაძლოა ნევროლოგი დაგჭირდეთ, თუ ფილტვის პრობლემა არ გაქვთ

მადლობა, სად შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება იქნებ მიმასწავლოთ?

Posted by: zviadcardio 5 Jun 2018, 19:55
Freestyle
ნებისმიერ დიდ კლინიკაში, პრაქტიკულად ყველგან

Posted by: Elene30 6 Jun 2018, 21:44
zviadcardioთავი და გული კავშირში იყოს შეილება??
მარცხენა მხარეს ყურის მაღლა სულ რაღაც დაჭიმვის შეგრძნება მაქ მიფეთქავს თიტქოს რაღაც უნდა გაწყდესო და მერე მეწყება უჰაერობა

Posted by: zviadcardio 7 Jun 2018, 21:25
Elene30
კონკრეტულად ეს ჩივილი გულის ბრალი არ არის

Posted by: Winnie 8 Jun 2018, 23:49
სალამი. კარდიოექოსკოპიაზე ვიყავი და ეს დასკვნა დამიწერა ექოსკოპისტმა. ერთი თვის წინ ავარიაში მოვყევი და გულმკერდის ტრავმა მივიღე. იქნებ მითხრათ, რას ნიშნავს. კარდიოლოგთან ორშაბათს მივდივარ.

მიტრალური სარქველი: ტრივიალური მიტრალური რეგურგიტაცია
აორტის სარქველი: ვიზუალიზდება სამივე კარედი
ტრიკუსპიდული სარქველი: მსუბუქი: +1/+4 რეგურგიტაცია
TR PGmax.- 17 mm. Hg
პულმონური სარქველი:ტრივიალური რეგურგიტაცია
პერიკარდიუმის ღრუ-ნორმა

დასკვნა:
პაციენტის BSA-1.7 m2 160 სმ 68 კგ
პაციენტი რეკუმბენტულ პოზიციაშია.
მარცხენა პარკუჭის ზომა-ნორმა; მარცხენა პარკუჭის გლობალური სისტოლური ფუნქცია მსუბუქად დაქვეითებულია (EF=53%). აღინიშნება რეგიონული კუმშვადობის დარღვევა, ჰიპოკინეზია: anterior basal, anterolateral basal, შედარებითი ჰიპოკინეზია-inferior basal, inferoseptum basal. დიასტოლური ფუნქცია-ნორმა. მარცხენა პარკუჭის დიასტოლური ავსების წნევა არ არის მომატებული; E/Ea (avaraged)= 5 (N<14). მარცხენა წინაგულის ზომა-ნორმა( BSA-ის მიხედვით).
მარჯვენა პარკუჭის გლობალური და ლოკალური კუმშვადობა ნორმალურია (TAPSE- 27mm). მარჯვენა პარკუჭის ზომა-ნორმა. მარჯვენა წინაგულის ზომა- ნორმა.
პულმონური ჰიპერტენზია არ აღინიშნება; ნორმალურია ფილტვის სისხლძარღვთა რეზისტენტობა.
ტრივიალური მიტრალური რეგურგიტაცია;
მსუბუქი +1/+4 ტრიკუსპიდული რეგურგიტაცია;
ტრივიალური პულმონური რეგურგიტაცია
აორტის სეგმენტების ზომები ნორმის ფარგლებში
პერიკარდი-ნორმა
პლევრის ღრუ-თავისუფალი


მითხარით, რომ საშიშია არაფერია.:/

Posted by: zviadcardio 9 Jun 2018, 00:20
Winnie
ეს ჰიპოკინეზია რატომ გიწერიათ არ ავიცი, გულის კუნთის კონკრეტული უბნის კუმშვადობის დაქვეითებას ნიშნავს.
შესაძლოა ექოსკოპია გადასამეორებელი იყოს.
საშიში არ არის.
სხვა მონაცემები პრაქტიკულად ნორმალურია

Posted by: Winnie 9 Jun 2018, 00:33
zviadcardio
დიდი მადლობა პასუხისთვის. ^_^ თქვენ რას მირჩევთ, ექოსკოპია თავიდან გავიკეთო? სხვა გამოვლევა საჭიროა? მკურნალობა საჭიროა?
სიგარეტის აქტიური მომხმარებელი ვარ და ალკოჰოლთანაც ვმეგობრობ.:დ

Posted by: zviadcardio 9 Jun 2018, 21:08
Winnie
არა, ჯერ მხოლოდ ექოსკოპიაა გასამეორებელი.
სხვა კვლევები ექოსკოპიის პასუხის მიხედვით დაიგეგმება.
ოღონდ მე გირჩევთ ჯერ კარდიოლოგთან მიბრძანდეთ და მისივე რჩევით (მის მიერ რეკომენდებულ ექოსკოპისტთან) გაიმეოროთ გულის ექოსკოპია (რომ მესამედ გასაკეთებელი არ გაგიხდეთ).
თამბაქო , ალკოჰოლი ცალსახად მოსაშორებელია
წარმატებები.

Posted by: Winnie 14 Jun 2018, 21:37
zviadcardio
"ფორმის მიხედვით შეიძლება ეჭვი იქნეს მიტანილი ქვედა ბაზალური ბაზალური ანტეროსეპტალური სეგმენტების ჰიპოკინეზიაზე( ტიპიური გამოდრეკვა),მაგრამ რეალურად როგორც აპიკალური, ისე პარასტერნული მოკლე ღერძით შეფასდა ამ სეგმენტების კუმშვადობა და ისინი იკუმშებიან ნორმალურად"

ვიყავი ქობალავასთან და გავიკეთე ექოსკოპია.
მადლობა დიდი რჩევისთვის.^_^

Posted by: zviadcardio 14 Jun 2018, 21:41
Winnie
ძალიან კარგი.
მშვიდად იცხოვრეთ.
წარმატებები

Posted by: ქეთათო 15 Jun 2018, 23:13
zviadcardio
გამარჯობა, დედას 2005 წლიდან ყოველ დღე იღებს ნოლიპრელ ფორტეს, ზოგადად რომ ვთქვა წნევა ხშირად არ ააქვს, მაგრამ ეს დღეები ძალიან შემოიეჩვია საღამოობით , ხან დღე გამოშვებით ააქვს ხან ყოველ დღე მაქსიმალურო ჰქონდა 160/80 ზე. ხშირად ამინდის ცვალებადობაც მოქმედებსო იძახის. 67 წლის არის რას გვირჩევთ?

Posted by: zviadcardio 16 Jun 2018, 01:05
ქეთათო
მოგესალმებით.
კარდიოლოგთან ვიზიტია საჭირო და პრეპარატის გამოცვლა.
მანამდე, ვიდრე ამას მოახერხებთ, მკვეთრად შეზღუდოს მარილის გამოყენება, აკრძალოს მინერალური წყალი და მლაშე საკვები
ფეხით იაროს უწყვეტად 20წთ ყოველდღე.

Posted by: ქეთათო 16 Jun 2018, 16:10
zviadcardio
თქვენთან საყოველთაო დაზღვევა თუ მოქმედებს?

Posted by: zviadcardio 17 Jun 2018, 00:36
ქეთათო
მოგესალმებით.
ამბულატორიულ ნაწილში საყოველთაო ჯანდაცვით პაციენტი სარგებლობს თავის უბანზე (იქ სადაც რეგისტრირებულია)
თუ ჭირდება ოპერაცია/პროცედურა ამ შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ კლინიკას მიმართოს, ანუ თვითონ აირჩიოს.
QUOTE
თქვენთან საყოველთაო დაზღვევა თუ მოქმედებს?

უშუალოდ მე ახლა პაციენტის მიღებას ვერ შევძლებ - დაახლოებით 1 თვიანი რიგია ჩემთან

Posted by: tamttamta 19 Jun 2018, 11:36
საჭმლის ჭამის შემდეგ მაქვსვგულის წასვლის შეგრძნება, უცებ მეტაკება ხოლმე რაღაც თავში თითქოს თავბრუ გეხვევაო, წნევა გავიზომე და 100/70 ზე, ხშირად ვაყატებბამ.წნევას ხოლმე, განსაკუთრებით დილით არაჟანი, ხაჭო თუ მივირთვი

Posted by: ქეთათო 19 Jun 2018, 17:49
zviadcardio
გასაგებია, მადლობა დიდი

Posted by: pvm 20 Jun 2018, 00:10
პაციენტი იღებს მუდმივად სისხლის გამათხელებელს და აღენიშნება სისხლჩაქცევები კიდურებზე, ხშირად სისხლიც მოდის ( ცოტა რათქმაუნდა). როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს? ვარფარინის მიღებას აუცილებლობის გამო ვერ შეწყვეტს!

Posted by: 7903251 21 Jun 2018, 00:52
pvm


მე როგორც პაციენტი გირჩევთ INR -ს მიხედოთ, შესაძლოა ვარფარინის დოზა იყოს დასაკორექტირებელი.
INR -ის გარეშე რთული იქნება რამის თქმა.


zviadcardio

ბ-ნო ზვიად გამარჯობა,

პერმანენტული წინაგულთა ფიბრილაცისას ანტიდეპრესანტის, ესციტალოპრემის მიღება რამდენად მიზანშეწონია? შესაძლოა თუ არა ამ პრეპარატმა გულს "ავნოს"?


Posted by: pvm 21 Jun 2018, 10:49
QUOTE (7903251 @ 21 Jun 2018, 00:52 )
pvm


მე როგორც პაციენტი გირჩევთ INR -ს მიხედოთ, შესაძლოა ვარფარინის დოზა იყოს დასაკორექტირებელი.
INR -ის გარეშე რთული იქნება რამის თქმა.


zviadcardio

ბ-ნო ზვიად გამარჯობა,

პერმანენტული წინაგულთა ფიბრილაცისას ანტიდეპრესანტის, ესციტალოპრემის მიღება რამდენად მიზანშეწონია? შესაძლოა თუ არა ამ პრეპარატმა გულს "ავნოს"?

ჯერ შეკითხვა უნდა წაგეკითხათ და მერე დაგეწერათ პასუხი!


ვარფარინზე და ქსარელტოზეც იგივე მდგომარეობა აკვს პაციენტს!

Posted by: 7903251 21 Jun 2018, 15:41
pvm


შეკითხვა წავიკითხე, გავიაზრე და ჩემი ცოდნის ფარგლებში პასუხი გაგეცით, იმისათვის რომ მეცადა ----->>>> !!!დ ა ხ მ ა რ ე ბ ა!!!

ეს იყო თქვენი შეკითხვა.
QUOTE
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს?


ესეც ჩემი პასუხი.
QUOTE
მე როგორც პაციენტი გირჩევთ INR -ს მიხედოთ



ხოლო თქვენი მომართვა , რბილად რომ ვთქვა არ არის ლამაზი. (ამ მოცემულობიდან გამომდირე ობიექტურ ადამიანს შესაძლოა თქვენზე უზრდელის შთაბეჭდილება დარჩეს.)


Posted by: BanhaRt 21 Jun 2018, 18:11
user posted image
გამარჯობაა, 24 წლის ბიჭი ვარ, სისხლძარღვები მაწუხებდა თავიდან, ფეხები მიბუჟდებოდა რომ ვიჯექი, ღამღამობით ძალიან ვოფლიანობდი, სულ სველს მეღვიძებოდა ხოლმე შუაღამეს, სახსრებბა შემაწუხა მერე მუხლი მეწვის ხოლმე ხანდახან და ტკაცუნობს ყველა სახსარი, და კალციუმის ნაკლებობა მქონდა,კოაგულოგრამაში აჩვენა რომ ფიბრინოგენი მქონდა 425, 400 იყო ზედა ზღვარი, ვსვავ კალცს და სისხლძარღვებისთვის არაფერი დამინიშნა კალცს ვაცადოთო, მერეე გულის სპაზმები დამეწყოო და ფოტო დავდე პასუხის, ნერვიულობის და სტრესის შემდეგ დამეწყოო ეს ყველაფერი, ლ-ვიავას ვსვავდი 10 დღე და სილენტექსს 15 დღე და თითქოს შემიმსუბუქდა მარა ჭვალები მაქვს ხოლმე ხან სად ხან სად, და შებერილობა მაქვს ღამით უფრო ძაან, ჭიპთან წვა მქონდა რამდენჯერმე კენჭის გავლასავით , ყველაზე ხშირად გულის დაბლა და უფრო შუისკენ მაქვს სპაზმი, სულ დისკომფორტი მაქვს ერთი სიტყვით ერთი თვე იქნება და კუჭნაწლავის გამოკვლევას ვაპირებ და შეიძლება კუჭნაწლავის პრობლემებს გამოეწვია გულთან დაკავშირებული პრობლემები? სისხლძარღვების გაელვებებიც ხან ფეხზე მაქვს ხან ხელზე და ეგეც გულის პრობლემისგან იქნება გამოწვეული? კალციც საკმაოდ დაბალი გაქვსო 1.85 მაქვს, ნორმა 2.15-2.55 მდე იყო თუ სწორად მახსოვს, ჯერ გულზე დამეწყო სპაზმები და ახლა უფრო კუჭის პრობლემებს გავს, კარდიოლოგმა მითხრა არ დაიტვირთო თავიო, და მსუბუქად რომ ვივარჯიშო არ შეიძლება? 3-4 კმ რომ ვირბინო ნელი სირბილით საშიშია? ერთი თვეა თითქმის და ვიტამინების ფონზე მოვიმატე 5კილო და მინდა რომ ვივარჯიშო, ფარისებრი ჯირკვალის მარცხენა ნაწილი ოდნავ დაპატარავებულიაო და ვიტაფეროლს და შოკო კალცს ვსვავ ამჟამად, თამბაქოს ვეწევი ერთ კოლოფს დღეში დაახლოვებით 8 წელია, ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ეხლაც მოყვარულის დონეზე ბევრს ვთამაშობდი ხოლმე არასდროს მქონია გულის პრობლემა, ეხოსკოკიაზე მითხრეს თანდაყოლილიაო, კარდიოლოგმა მითხრა არაა თანდაყოლილი და აბა რას გეტყოდაო ისო სულ
ამჭრეს :დ ხოდა იქნებ მითხრთ საშიშია რამე და რას უნდა გამოეწვია?

Posted by: taka26 23 Jun 2018, 08:07
zviadcardio
გამარჯობაა,
მოვედი ახალი კითხვებით old.gif facepalm.gif
მოკლედ, გული მაქ ყოველდღე ცუდად, მოხუცი ბებოსავით... აი გული მიწვრილდებაო რომ იძახიან ხოლმე ეგ მჭირს მეც....
უჰაერობა მეწყება, თავბრუსხვევა თითქოს ჰაერი არ მყოფნის,ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა მიჭირს და ყურები მიგუბდება.. წნევას ვიზომავ და არ მაქ ხოლმე ნორმაა აცდენილი..
კიდევ ემოციური ფონი მაქ მკვეთრად გაორმაგებული... ვიღაც რომ საუბარს იწყებს მაგ: “ ვაიმე-თი” ეგრევე გული მიხდება ცუდად...smile.gif)))
ხოდა რამე წამალი მირჩიოთ შეიძლება?? დამამშვიდებელი ეგებ ამ გულს ვუშველო რამე.. ჩემი 76 წლის ბებო უფრო ხოდზეა ვიდრე მეეე...
ფეხით საერთოდ არ დავდივარ, მხოლოდ ოთახიდან ოთახში თუ გავალ და აი თუ გარეთ გავედი ისე ვიღლები, ყველა მე მასულიერებს...გულის ნერვოზი ხომ არ მაქვს?
მადლობააა

Posted by: ქეთათო 23 Jun 2018, 11:52
მაინტერესებს უცებ რომ "მოგაყრის" თითქოს პულსი 1 2 3 4 5 5 7 8 9 10 და უცებ პულსი ნორმაში დგება რისი ბრალია? დაახლოებით 10 მდე რომ დაითვალო ჩქარა იმ ინტერვალში და მერე ჩვეულებრივ დგება ნორმაში პულსი

Posted by: zviadcardio 23 Jun 2018, 12:44
tamttamta
თუ თვლით რომ ეს წნევა თქვენთვის დაბალია ყოველდღეს 1-1,5ლ გაზგაცლილი მინერალური წყალი მიიღეთ.

თუ ეს ჩვეული წნევაა, მაშინ თავბრუსხვევის მიზეზი ეს არ არის. თუ პულსიც (გულისცემა) ნორმაშია - თავბრუს მიზეზი ნევროლოგთან უნდა ეძებოთ.

pvm
თუ INR თერაპიულ საზღვრებშია. ვარფარინს ცალსახა აუცილებლობის გამო იღებს და მისი შეწყვეტა შეუძლებლია, მაშინ სულ 2 არჩევანია:
1. აიტანოს ეს სისხლჩქცევები
2. მკურნალ ექიმთან შეთანხმებით დაიგეგმოს აპიქსაბანის (ელიქუისის) გამოყენება, რომელსაც კვლევების მიხედვით უფრო დაბალი სიხლდენის ალბათობა აქვს ვიდრე ქსარელტოს და ვარფარინს.

7903251
მოგესალმებით
ამ პრეპარატისთვის იშვიათდ მაგრამ მაინც დმახასიათებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება და თეორიულად იზრდება სახიფათო არითმიების რისკი (მცირედ).
ამიტომ საჭიროა 2 წესის დაცვა:
1. არ მიიღოთ მასთან ერთად სხვა პრეპარატი რომელიც ასევე ახანგრძლივებს QT ინტერვალს (მაგალითად კორდარონი და ა.შ)
2. პრეპარატის დაწყებიდან 1 კვირში და შემდე 1 თვეში ერთხელ გადაიღეთ კარდიოგრამა

BanhaRt
გულზე დიდი პრობლემა არ არის.
თამბაქო აკრძალეთ.
ზომიერი დატვირთვა შეგიძლიათ, არანაირი პრობლემა არაა.
დანარჩენი ჩივილები დიდწილად ემოციებს უნდა უკავშირდებოდეს.

taka26
ემოციები-ემოციები-ემოციები
დაივიწყეთ კარდიოლოგი და ამ საქმეს მიხედეთ

ქეთათო
არითმიას გავს მაგრამ დაბეჯითებით თქმა თუ კონკრეტულად რომელი არითმიაა შეუძლებელია.
მხოლოდ აღწერა დიაგნოზისთვის საკმარისი არ არის.
იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ რამდენიმე წამში პრობლემა გვარდება - საშიში არ უნდა იყოს.

Posted by: Elene30 23 Jun 2018, 16:12
zviadcardio
მოგესალმებით,
დღეს აფთიაქში ცუდად გავხდი, უცებ ვიგრძენინრომ თავი დამიმძიმდა და ფეხებში თითქოს ძალა გამომეცალა.. სულ გავთეთრებულვარ.. ივე ჩამოვჯექი, წნევა 140-80, დაბალ წნევიანი ვარ ზოგადად 110 -70,90-70

გულის ბრალი სწიძლება იყოს? ან თავში რამე
Eხლა ნორმაშI მაქ ჭNევა მარა სუნთქვა MიჭIრს მგონია ვიგუდები
მჭირდეს? დამეხმარეთ რა

Posted by: zviadcardio 23 Jun 2018, 18:38
Elene30
მოგესალმებით. მხოლოდ ამ ერთი ეპიზოდით რამეზე მსჯელობა არ გამოვა.
შესაძლოა წნევის მომატების გამო მოხდა, შესაძლოა გადაღლის და სტრესის ბრალი იყოს.
შეეცადეთ ძილის და მუშაობის რეჟიმი მოიწესრიგოთ, ნაკლებად მარილიანი საკვები მიიღოთ, ფეხით იაროთ და წნევა იკონტროლოთ. თავისთავად 140 წნევა კატასტროფა არ არის, თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ.

Posted by: Elene30 23 Jun 2018, 18:47
zviadcardio
თავში სიმძიმე და გულის წასვლის შეგრძნება რამე საშიში სიმპტომთაგანინხომ არ არის რომელიმემკონკრეტულ
დაავადებაზე, ასე მეგონა მიწა გამომეცალა და თავზე ლოდინმედო... გადაღლილი და გამოუძინებელი მი ვარ ნამდვილად
მეტს აღარ შეგაწუხებთ ,მადლობა

Posted by: pvm 25 Jun 2018, 12:44
QUOTE (7903251 @ 21 Jun 2018, 15:41 )
pvm


შეკითხვა წავიკითხე, გავიაზრე და ჩემი ცოდნის ფარგლებში პასუხი გაგეცით, იმისათვის რომ მეცადა ----->>>> !!!დ ა ხ მ ა რ ე ბ ა!!!

ეს იყო თქვენი შეკითხვა.
QUOTE
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს?


ესეც ჩემი პასუხი.
QUOTE
მე როგორც პაციენტი გირჩევთ INR -ს მიხედოთ



ხოლო თქვენი მომართვა , რბილად რომ ვთქვა არ არის ლამაზი. (ამ მოცემულობიდან გამომდირე ობიექტურ ადამიანს შესაძლოა თქვენზე უზრდელის შთაბეჭდილება დარჩეს.)

ვწუხვარ თუ ცუდად გამომივიდა, მაგრამ გარკვევით დავწერე აუცილებლობაა წამლის მიღება და ამ შემთხვევში INრ არაფერ შუაში იყო, მგონი ძალიან გარკვევით დავწერე. ძალიან გამაღიზიანებელია იყო თქვენი პასუხი, მაგრამ მე მომიტევეთ! არ უნდა დამეწერა!

* * *

zviadcardio
zviadcardio
პაციენტი ქსარელტოზეა ამ ბოლოს და როცა სისხლჩაქცევები მოიმატებს ხანდახან არ იღებს საერთოდ გამათხელებელს, მაქსიმუმ ორი დღე რომ ჩააგდოს. რამდენად დასაშვებია წამლის ჩაგდება ასეთ დროს?

და კიდევ - რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ გულის ყურში სტენტი - WATCHMAN Left Atrial Appendage Closure და საქართვერლოში ხომ არ დაიწყეს გაკეთება?

Posted by: tamttamta 26 Jun 2018, 08:41
zviadcardio
3 დღეა 90/60 ან ოდნავ დაბალი შეიძლება მქონდეს, მაინტერესებს ამ წნევის მიზეზი თუ შეიძლება ალერგიული რეაქცია ე.წ ანაფილაქსია იყოს მიზეზი?

Posted by: zviadcardio 26 Jun 2018, 19:58
pvm
მე გირჩევთ ელიქუისი მიიღოთ 5მგ 1 აბი დილით, 1/2 აბი საღამოს.

დღეების გამოტოვება ძალიან საშიშია

რაც შეეხება ვოჩმანს, მხოლოდ მაშინაა რეკომენდებული თუ პაციენტი ვერ მიიღებს სისხლის გამათხელებელს.

საქართველოში ამის გაკეთება ალბათ მოხერხდება, უბრალოდ ფასი სავარაუდოდ 20 000ლ ნაკლები არ იქნება და არც დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.



tamttamta
ანაფილაქსიური რეაქცია რთული მდგომარეობაა და უამრავი პრობლემით ვლინდება. მხოლოდ დაბალი წნევის გამო ანაფილაქსიის დიაგნოსტირება არ ხდება.

ზაფხულის განმავლობაში ისედაც ქვეითდება წნევა. მეტი გაზგაცლილი მინერალური წყალი მიიღეთ
* * *
Elene30
სავარაუდოდ ეს თქვენი უძილობით და გადაღლითაა გამოწვეული. საშიში არ არის.

Posted by: pvm 27 Jun 2018, 00:09
და ვინ შეიძლება გააკეთოს ვოჩმანი? სად შეიძლება ვიკითხო? მაგრამ ექიმსაც ხომ უნდა ქონდეს გამოცდილება ამ სფეროში?

ირაკლი გოგორიშვილი არ აკეთებს სამწუხაროდ, თორემ ეგ ყველაფერს შეძლებდა, ირაკლი არის ტოპ ექიმი!

და მთავარი შეკითხვა - ვოჩმანის შემდეგ გამათხელებელის მიღება აუცილებელია მაინც ( მინიმუმ 6 თვე)?!

Posted by: zviadcardio 27 Jun 2018, 13:22
pvm
ჩემი რჩევაა ელიქუისი გამიყენოთ მოცემული დოზით.
PM შეამოწმეთ

Posted by: maverick16 27 Jun 2018, 14:35
zviadcardio
გამარჯობათ, მეუღლეს აწუხებს რაღაც სიმტომები, ფიზიკურ დატვირთვაზე ძალიან მალე იღლება, ლაპარაკიც კი თუ გაუგრძელდა მერე ღრმა ამოსუნთქვებს აკეთებს, ჩაი და ყავა მაშინვე გულს უფრიალებს, მოკლედ ეს სიმპტომები ქონდა 3-4 წლის წინ და მაშინ გაიკეთა კარდიოგრამა, არაფრის პრობლემაა არააო უთხრეს მერე ორსულად იყო მაშინაც გაუკეთეს იქაც არანაირ პრობლემა არ გამოჩნდა და ეხლა ამ ყველაფერს დაემატა ჩხვლეტის შეგრძნებები და ჰაერის უკმარისობა, ვალიდოლი შველის ხოლმე თითქოს. ახლახანს თერაპევტის რჩევით გაიკეთა სისხლის ანალიზი , სისხლის გასქელებაზე ტესტი და ფარისებრის გამოკვლევა აქაც ნორმალურადაა ყველაფერი. ეხლა მეორედ აღარ ვყოფილვართ კარდიოლოგთან, კარდიოგრამაზე ალბათ ისევ არაფერი გამოჩნდება და რა გამოკვლევები იქნება აუცილებელი ამ სიმპტომებზე გვირჩიეთ თუ შეიძლება.

Posted by: pinny 28 Jun 2018, 22:46
taka26
ვაიმე შენ მახსოვხარ შენი ისტორიებით რაც შენ გადატანიკი გაქვს))) ბაო როგორაა? იბედნიერე და დამშვიდდი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებzviadcardio
მეც პრონციპში იმავე კითხვით მოვედი. არ ვიცი როგორ ავხსნა. გული მეკუმშება თითქოს ძალიან. აი მგონია ამომივარდება. მერე გონება მეთიშებასავით და მაქვს გულის ეასვლის შეგრძნება. ასაკი:35 წლის. მერე გადამდის. ნუ შიში რჩრბა. ახლა დაძინების მეშინია არ გავიგუდო ღამით

Posted by: zviadcardio 29 Jun 2018, 00:17
maverick16
უდიდესი ალბათობით ემოციების ბრალია.
თუ კარდიოლოგიური პრობლემის საბოლოო გამორიცხვა გსურთ კარდიოგრამით ეს შეუძლებელია.
უსათუოდ გაიკეთეთ ფიზიკური დატვირთვის ტესტი და ექოკარდიოსკოპია.
ამის შემდეგ უკვე ნევროლოგთან.

pinny
თუ ასეთი შეგრძნება ხშირია - ჰოლტერის 48 სთ მონიტორინგს გირჩევთ

Posted by: pinny 29 Jun 2018, 00:59
zviadcardio
არა დღეს მქონდა . რამდენჯერმე განმეორდა. შეიძლება რამე საშიში მჭირდეს?
* * *
ისე მეშინია ძილში რამე არ მომივიდეს არ იძინებ. ეს უკვე ნევროზია. ვიცი როგორც ძილში ასევე დღისით მზისით შეიძლება რამე მოხდეს. შეიძლება არც არაფერი მიხდეს და მიწისძვრამ მოგვსპოს. ასე ჩაციკვლა არ შეიძლება. ბებიაჩემმა თავის ტვინის ინფარქტი გადაიტანა 35 წლის ასაკში. დღეს 83 წლისაა და ღმერთმა დიდხანს ამყოფოს. მაგრამ თავს ვრრ ვერევი. ახლა არ ვიძინრბ და სულ იმაზე ვფიქრობ კიდევ რომ განმეორდრს რა მეშველება. აი გული რომ საგულედან ვარდრბა და გეკუმშრბა წამოერად.

Posted by: მერკუციო 29 Jun 2018, 01:20
zviadcardio
რამდენიმე თვის წინ დედაჩემს სტენტი ჩაუდგეს, მაგრამ ინფაქტი არ ჩამოყალიბებულა.
ყურაშვილმა ბრილინტა და კრესტორი დაუნიშნა.

ეს ბრილინტა თავიდან დიდ ჩაქცევებს იწვევდა ხელებზე და ფეხებზე.
ეხლა ნაკლებად, მაგრამ მაინც აქვს ხოლმე ხანდახან.

ამიტომ ზოგჯერ პაუზებს აკეთებს ხოლმე და არ შეიძლება?
რა უფრო საშიშია, ეს ჩაქცევები თუ ბრილინტას გამოტოვება?

თან ე.წ. "ატდიშკაც" აქვს ხოლმე ხანდახან, მაგრამ ექიმი ეუბნება, რომ ეს გულის ბრალი აღარაა, ეს ბრილინტამ იცის თავიდანო.
მართალია?

მადლობა პასუხისთვის.

Posted by: zviadcardio 1 Jul 2018, 14:31
მერკუციო
ბრილინტას ნუ გამოტოვებთ.
ყურაშვილი მაღალი კლასის ექიმია და შეასრულეთ მისი რეკომენდაციები.
ყველაფერი კარგად იქნება
* * *
pinny
ასეთი საშიში არ არის.

Posted by: maverick16 1 Jul 2018, 18:32
zviadcardio
მადლობა პასუხისთვის

Posted by: intermilan 2 Jul 2018, 00:32
გამარჯობა,
მთელი დღე გული მიფრიალებს და სუნთქვა მიჭირს. ფამდენჯერმე ამოვარდნაც მქონდა.
ასევე მწოლიარე მდგომარეობაში უცებ ამიჩქარდა გული დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაწყნარდა და 20 წუთში ისევ ამიჩქარდა. გულის ცას მთელ სხეულში ვგრძნობდი.
სიცზეს ვაბრალებ ყველაფერს.
თქვენ რას მირჩევთ?
ან ამ გაუსაძლისი სიცხის დროს როცა გული გვაწუხებს როგორ უნდა მივიქცეთ?

Posted by: babi24 2 Jul 2018, 09:02
გამარჯობა
გუშინ ვვარჯიშობდი და უცრბ გული ამტკივდა ვეღარაფერი გავაკეთე რა მირჩევთ
მდედრობითი 16 წლის

Posted by: zviadcardio 2 Jul 2018, 21:05
intermilan
რამე სპეციფიკური რჩევა სიცხისთვის არ არსებობს, გარდა იმისა რომ უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და იყოთ კონდიცირებულ გარემოში.
ამასთან თუ მსგავსი აჩქარება იქნება შეეცადეთ უშუალოდ მაგ დროს გამოიძახოთ სასწრაფო და გადაიღოთ კარდიოგრამა.


babi24
ასეთი რამ თქვენს ასაკში უხშირესად მკერდის კუნთის გაციების ან გაჭიმვის შედეგია.
საშიში არ არის

Posted by: intermilan 2 Jul 2018, 23:50
QUOTE (zviadcardio @ 2 Jul 2018, 21:05 )
intermilan
რამე სპეციფიკური რჩევა სიცხისთვის არ არსებობს, გარდა იმისა რომ უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და იყოთ კონდიცირებულ გარემოში.
ამასთან თუ მსგავსი აჩქარება იქნება შეეცადეთ უშუალოდ მაგ დროს გამოიძახოთ სასწრაფო და გადაიღოთ კარდიოგრამა.


babi24
ასეთი რამ თქვენს ასაკში უხშირესად მკერდის კუნთის გაციების ან გაჭიმვის შედეგია.
საშიში არ არის

გასაგებია.
აჩქარებები ორივე შემთხვევაში ძლიერი არ იყო. სადღაც 87 ამდე ადიოდა პულსი.
გამოვიძახებ , მაგრამ ისინი როდის მოვკენ ფმერთმა უწყის. smile.gif

Posted by: babi24 4 Jul 2018, 17:16
დღესაც უბრალოდ სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდი ფახზე ვიდექი და უცებ ამტკივდა
მძიმე ავწიე და მაშინაც იმედია ესეც არაა საშიში
პულსიც თითქმის ყოველ გაზომვაზე 100-115 მაქვს

Posted by: White_Shark 4 Jul 2018, 23:44
ზვიად გამარჯობათ ეხლა რაშია საქმე
ამ სიცხის გამო მგონი ელექტროლიტები დავკარგე გეტყვით ეხლა რა მჭირს
1 თითქოს გული მერევასავით
2 ტანში შფოთვა
3 დიარეც მქონდა ცოტა
4 პირი მიშრება
და ტანში სისუსტე და რას ფიქრობთ მართლა რამის ნაკლებობა ხომ არ ვითარდება ?
ისე " ნევროზიც " მაქვს დიაგნოზი და აღარ ვიცი რას დავაბრალო
და რას მირჩევთ ამ დროს მესმის თქვენი სფერო არ არის მაგრამ როგორც ექიმი ..~
წყალი დავლიო ?

Posted by: zviadcardio 5 Jul 2018, 22:34
babi24
საშიში არ არის.
პულსი ცოტათი ჩქარი გაქვთ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიმოწმეთ - TSH-ს ანალიზი აიღეთ.

Shark1995
საშიში არაფერია.
შეიძლება საკვებმა გაწყინათ.
QUOTE
წყალი დავლიო ?

კი, გაზგაცლილი მინერალური წყალი დღეშ 1,5ლ მაინც

Posted by: GRAZU 13 Jul 2018, 22:45
მოკლედ 9 წელი ფეხბურთზე დავდიოდი და მსგავსი არაფერი შემინიშნავს
ბოლო 2 წელია აი 1-2 პატარა გაქცევაზე თამაშისას გონება მეკეტება, თვალები მებინდება და გულის რევის გრძნობა მაქვს და 1 საათი აი ვერ ვისვენებ, ვგდივარ დაბლა...
არც სიგარეტს ვეწევი არც არაფერი, რავიცი რისი ბრალი შეიძლება იყოს help.gif

Posted by: zviadcardio 14 Jul 2018, 00:10
GRAZU
გულის ექოსკოპია, კარდიოგრამა და ფიზიკური დატვირთვის ტესტი გაიკეთეთ.
აღნიშნული კვლევები იტყვის რამდენადაა გულის ბრალი

Posted by: Nlover 16 Jul 2018, 20:46
zviadcardio


მოგესალმებით ისევ გაწუხებ ,რაშია საქმე დაახლოებით 1 თვის უკან დავიწყე ვარჯიში და 3-4 დღის მერე გვიან რო ვიძინებდი ასე მეგონა გული გამისკდებოდა წნევა გავიზომე და 150 100 მქონდა (ასაკი 26 წლის მამაკცი 105 კილო)მივედი ექიმთან ავიღე ანალიზები გადავიღე კარდიო ყველაფერი მწყობრში იყო გადიდებული იყო ელენთა ცოტა და ვერ დავადგინე ელენთა რამ გაადიდა ავიღე ტსჰ ანალიზი სადაც იყო 4.7 ჩიყვის ნორმაზე დიდი ცოტატი ამის გამო შეიძლებოდა წნევების ქონა?დაახლოებით 1 თვე ვსვამდი ,ნებივორდს დილას ვაგოსტაბილს და კარდიტონს თითქოს დასტაბილურდა წნვეა 110 70 120 80 ზე იყო ,შემდეგ დაახლოებით 2 კვირის უკან ისევ დამეწყო ეს მაღალი წნვები ისევ გავაგრძელე ნებივორდის და ვაგოსტაბილის დალევა,მაგრამ მაინც 140 90 ,150-90 ზე მაქვს ხოლმე წნევა ,ავიღე ტსჰ კიდე და 0.9 მაქვს ეხლა ლთიროქსნის ვსვამდი ამ ხნის განმავლობაში ,ემოციების ბრალიო კარდიოლოგმა მაგრამ კი ემოციური ვარ მაგრამ ამან ამხელა წნევები შეიძლება გამოიწვიოს?! რავქნა რას მირჩევთ?

Posted by: zviadcardio 17 Jul 2018, 13:59
Nlover
შეზღუდეთ კოფეინი, მინერალური წყალი და სუფრის მარილი.
დაიკელით მინიმუმ 10-15კგ და ყველაფერი კარგად იქნება
წნევა მოწესრიგდება

Posted by: Nlover 17 Jul 2018, 19:00
zviadcardio

კარგით მადლობა დიდი ვეცდები რო დავიკლო ვცდილობ ,თან ნერვოზმაც შემიბყრო ასე მგონია რა მჭირს და ცუდ ანალიზებს იღებს ეს სადაც ვიყავითქოო რავიციი იმენა ნერვოზი მაქვს მგონიიsmile.gif))

Posted by: zviadcardio 22 Jul 2018, 00:40
Nlover
რა თქმა უნდა ემოციების კონტროლი საჭიროა. ეს დიდ როლს თამაშობს თქვენს პრობლემებში

Posted by: intermilan 22 Jul 2018, 11:45
გამარჯობა ბატონო ზვიად.
საკმაოდ სერიოზული პრობლემები მაქვს კუჭ-ნაწლავზე
საყლაპავის თიაქარი, წყლული, რეფლუქს ეზოფაგიზი და ა.შ.
კუჭზე სულ მოჭერები და ტკივილები მაქვს.
რომ შევჭამ ან კუჭი რო დამძიმებილი მაქვს სულ მაქვს ამოვარდნები, გულშ მოჭერები და გული მძიმედ და ძლიერი დარტყმებით მიცემს.
უცებ რომ წამოვდგები და გავივლი ეგრევე ძლიერი გულის ცემა მაქვს თითქოს გული გამოანგრევს მკერდს.
ამოვარდნები. ძალიან გამიხშირდა. ამოვარდნებთან ერთად სუნთქვა მიჭირს.
გაკეთებული მაქვს დატვიტთვის ტესტი და არაფერი იყო. ექოსკოპია დაახლოებით 6 თვის წინ და არაფერი იყო,ასევე 48 საათიანი მონიტორინგი და იყო პაუზა რამდენჯერმე და ექსტრასისტოლები ხშირი.
ვიყავი ამ დასკვენებით და ანალიზებით ჯოენში ერთ-ერთ სპეციალისტთან და მითხრა, რომ საშიში ისეთი არაფერი არ არის.
უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, რამდენად შეიძლება ზემოთაღნიშნულმა პრობლემებმა კუჭზე გამოიწვიოს ეს უველაფერი? ხშირი ამოვარდნა და გულის ფრიალი მუდამ?

* * *
გამომრჩა, რომ ამ ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან რო ფერი არ მადევს, ხშირად ვარ გათეთრებული.

Posted by: zviadcardio 22 Jul 2018, 18:49
intermilan
მოგესალმებით
კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა შეიძლება მოახდინონ ამ ტიპის არითმიის პროვოცირება (=გააძლიერონ/გაახშირონ). ანუ ამ პრობლემის გარეშეც გექნებათ "ამოვარდნები" ოღონდ უფრო იშვიათად.
ეს დისკომფორტს იწვევს, თუმცა საშიში არ არის

QUOTE
გამომრჩა, რომ ამ ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან რო ფერი არ მადევს, ხშირად ვარ გათეთრებული.

არ არის ეს თემა გულთან კავშირში.
უკეთ რომ გაერკვეთ, სისხლის საერთო და რკინა გაიზომეთ სისხლში

+ გასტროენტეროლოგი იპოვეთ

Posted by: intermilan 22 Jul 2018, 19:57
გადაგებია. მადლობა. ერთსაც შეგაწუხებთ. დაახლოებით საათნახევარია მარცხენა მხარი მტკივა საკმაოდ ძლიერად და ტკივილი მთელ მარცხენა ხელში გრძელდება. თითქოს დაჭიმული რომ გაქვს ეგეთი ტკივილი მაქვს მაგრამ ძლიერი. გულთან რამე კავშირი აქვს აღნიშნული ტკივილი?

Posted by: zviadcardio 23 Jul 2018, 21:30
intermilan
შესაძლოა იყოს, შესაძლოა არა.
თუ დატვირთვის ტესტი ნორმალურია ძალზედ ნაკლებად სავარაუდოა რომ გულის ბრალი იყოს.
ასევე თუ ტკივილი პოზიციასთან კავშირშია, ძლიერდება ან სუსტდება ხელის ან სხეულის პოზიციის შეცვლისას / ღრმა სუნთქვისას, პრაქტიკულად გამორიცხავს გულის მიზეზს.

Posted by: babi24 28 Jul 2018, 22:39
გამარჯობა უკვე მეორე დღეა გულში მაქვს ჩხვლეტის შეგრძნება 10-15 წამში ერთხელ
ვარ 16 წლის
თავბრუსხვევის და გულისწასვლის შეგრძნებაც მაქვს ხოლმე
გულიც მიჩქარდება
მაინტერესებს რასთან მაქვს საქმე და ბამოვიძახო თუარა სასწრაფო

Posted by: zviadcardio 29 Jul 2018, 21:19
babi24
გამარჯობა
ნაკლებად სავარაუდოა რომ ეს გულის ბრალი იყოს. უფრო გადაღლის სტრესის შედეგი უნდა იყოს.

Posted by: avicena1 31 Jul 2018, 01:11
user posted image
სალამი, თუ ვინმეს შეუძლია განმიმარტოს, მოკლედ მაინტერესებს შემდეგი სიმპტომები სიტუაციებისას რამდენად შეიძლება გულის პათოლოგიასთან იყოს დაკავშირებული: შარშან ყაზბეგიდან მომავალ გზაზე უღელტეხილზე, იმაზე ფიქრში რომ სიმაღლეზე ვიყავი, დავიძაბე და უცბად გული ძალიან სწრაფად, აი გარბისო თითქოს ისე "ამოძრავდა", ნუ ყურადღება რომ გადავიტანე მალევე დამიმშვიდდა, მაგის მერე ერთ დღეს ორმაგი დოზის ყავის და მერე კოლას და ჯანქ ფუდის ჭამის მერე ამიჩქარდა გული, რიტმის ჩავარდნაც იყო აი თითქოს გამოტოვაო, მოკლედ იმ დღეს საღამოს ქუჩაში ქარის ხმაც კი მძაბავდა და გულს მიჩქარებდა, მოკლედ ამის შემდეგ პატარა აღმართზე, კიბეზე ასვლისას, ძალიან ამრტივად მიჩქარდებოდა გული, ვიძაბებოდი, მღვიმეში ყოფნისას, სტადიონიდან გამოსულს ისე დამძბა რომ გულის ზედმეტად არდატვირთვის მიზეზით ძალიან ნელა დავდიოდი, რომ მეტად არ ამჩქარებოდა, იმ დღესვე, კანკალის და რაღაცნაირი დაძაბული/შიშნარევი შეგრძნების გამო გამოვიძახე სასწრაფო, წნევა რომ გამიზომეს და 130/90ზეა მაგაზე ისე ამიჩქარდა გული, მეგონა ამოვარდებოდა, ან გასკდებოდა და სერიოზულ "იზმენებში" ვიყავი, მოკლედ დიმედროლი და წნევის დამწევი გამიკეთეს და დავმშვიდდი იმ დღეს,კარდიოგრამაც გადამიღეს მაგ მომენტში და ისეთი არაფერიო, მაგრამ ეს გულის აჩქარებები ოდნავ ზედმეტ ჭამაზე და ყავის სმაე დამჩემდა, კიბეზე ასვლა და რამე, მოკლედ ზამტარში სიცივეზე დავიწყებდი თუ არა კანკალს გულიც მიჩქარდებოდა, 110-120ზე ამდიოდა გულისცემა, თებერვლიდან უკეთესად ვიყავი, ყავას შევეშვი, კვებაც მოვიწესრიგე და ცოტას ვვარჯიშობდი კიდეც, ხოლო ახლა ივნისის მე-2 ნახევრიდან ისევ შემაწუხა, სულ ოდნავ ყავას ვსვამ, ბევრს არ დავდივარ სიცხეში, თუმცა სახლისგან მოშორებით ყოფნისას, თუ მუცელი შემებერა უცბად შეიძლება ამიჩქარდეს, ყავაც თუ დანალევი მაქვს მაშინ ხო მარტივად, სადრაც კუჭს ზემოთ, საყლაპავთან თითქოს წნევასავით აწვება ჰაერი და უნდა გავტავისუფლდე ბოყინით რომ მომეშვას, შოკოლადს აღარ ვჭამ, მოკლედ დამატებით სიმპტომები ის არის რომ მკერდის ზემოთ მხართან ძალიან მეძაბება და მეჭიმება მაგ დროს, დაძაბულობისას და აბა რას მეტყვით? ვტვირთავ ექოსკოპიის ფურცელს, რამე სხვა გამოკვლევა დამჭირდება, ვთქვათ 24 საათი ჰოტერი ან სტრეს-ტესტი? გულისგან არი თუ რამე სტრესის ჰორმონისგან ეს ყველაფერი?
* * *
და ზოგადად, ვთქვათ და ასე უკონტროლოდ, თუნდაც დაძაბულობის და კვების ფონზე რომ აჩქარდეს გული, მერე რომ ეს შეგაშფოთებს და კიდევ უფრო ჩქარდება, შეტევასავით რომ მოდის, რამდენად გამძლეა გული და შეუძლია მსგავსის ატანა? გულის შეტევა ასე უცაბედად შეიძლება დაემართოს ადამიანს თუს ხვამხრივ ჯანმრთელი აქვს გული? აი ხო არი შემთხვევები ახალგაზრდა ასაკში, მოულოდნელად გულის უკმარისობაო და ასე ძილში ან ფიზიკური აქტივობისას გარდაცვლილან, თუ სხვა მიზეზი აქვს ამას? მადლობა წინასწარ, ვიცი რომ ნამეტნავად "იპოქონდრიული" კითხვებია, მაგრამ მაინც თქვენი მხრიდან აგგების იმედი მაქვს)) ვარ 26 წლის
პ.ს პარალელურად ვსვამ ხოლმე ვალერიანს, ისე რაც ამ ზაფხულს გამიმძაფრდა ეს შეგრძნებები, ნუ რაიმე კონფლიქტისას ან პატარა სანერვიულოს დროს ძალიან მოქმედებს და ცუდად მხდის მარტივად, გამოცდაზეც კი ვალერიანის დახმარებით ვიჯექი რომ არ ამჩქარებოდა გული და ცუდად არ გავხმდარიყავი, და ნუ გადავაგორე, უბრალოდ ეს სიცხე, საშინელი საცობები იმდენად დამღლელია რომ ფეხით მირჩევნია სიარული, ამგრამ მეთქი სოფელში მიდნა წასვლა და მანდ დროულ დახმარებას ვერ მივიღებ თქო რახან მოწყვეტილია სასწრაფოს და მშვიდად ყოფნის საშუალებას მომცემს ეს მდგომაროება? )

Posted by: zviadcardio 31 Jul 2018, 11:56
avicena1
სალამი. ნორმალური ექოსკოპიაა.
რა თქმა უნდა უკეთესი იქნება თუ ფიზიკური დატვირთვის ტესტს და ჰოლტერის მონიტორინგსაც გაიკეთებთ რათა ბოლომდე მშვიდად იყოთ. ასევე საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი და TSH.
ზოგადად თქვენი მონათხრობის მიხედვით თქვენი ჩივილების ძირითადი მიზეზი ემოციები და ყავაა.
რაც შეეხება შეკითხვას გაუძლებს თუ არა გული ასეთ აჩქარებას. რა თქმა უნდა გაუძლებს და ბევრად უფრო ჩქარ გულისცემასაც გაუძლებს. ასე რომ არ ინერვიულოთ.
წარმატებები

Posted by: taka26 1 Aug 2018, 19:05
zviadcardio
zviadcardio
გამარჯობა, დიდიხანია არ მიწუწუნია და შემოვწუწუნდი ამ კითხვით....
ნევროლოგმა დამინიშნა მილდრონატის ნემსები შემდეგ კი აბებზე გადავდივარ....
თქვენ როგორც კარდიოლოგს მაინტერესებს ეს წამალი კარგია გულისთვის???
მე შედეგა ვერ ვხედავ გული მაქ აჩქარებული ხშირად, ღამე რომ მეღვიძება პულსი ასე მგონია 200 მაქ....



და ერთი ბოლო კითხვაც გული გაუსკადო რომ იძახიან ამას რამე წინა პირობა აქვს სინპტომების?

Posted by: zviadcardio 2 Aug 2018, 01:30
taka26
ჩემი აზრით კარდიოლოგიური თვალსაზრისით მილდრონატი არ გჭირდებათ.

QUOTE
და ერთი ბოლო კითხვაც გული გაუსკადო რომ იძახიან ამას რამე წინა პირობა აქვს სინპტომების?

კაცმა არ იცის რას ეძახიან გულის გასკდომას. ძალიან ხატოვანი გამონათქვამია.
ზოგადად გულის გაჩერებას/უეცარ სიკვდილს ხშირად აქვს გარკვეული დარღვევები (რომლის დადგენაც შეიძლება კატასტროფის დადგომამდე) მაგრამ არა ყოველთვის.
აქ იგულისხმება ზოგიერთი გენეტიკური პათოლოგია, დაქვეითებული გადევნის ფრაქცია ექოსკოპიურად და ა.შ.

Posted by: zviadcardio 3 Aug 2018, 21:14
მეგობრებო აგვისტოს ბოლომდე ვემშვიდობები ფორუმს.
ნანატრი შვებულების დროა.
სექტემბრიდან კვლავ ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს

Posted by: taka26 4 Aug 2018, 00:31
zviadcardio
მდობა პასუხისთვის და ბედნიერი დასვენებაა

Posted by: takotako33 4 Aug 2018, 16:23
zviadcardio
ალბათ გამასწარით დასასვენებლად? პირველ რიგში კარგ დასვენებას გისურვებთ. მაინტერესებდა გულმა თუ იცის ხანგრძლივი ტკივილი. აი გუშინ სარამოს მქონდა დისკომფორტი მკერდში და ტკივილი ცოტა მოჭერის შეგრძნებაც მაგრამ პულსი ნორმა იყო. თუმცა გულის სისუსტის შეგრძნება მქონდა. დილიდან ისევ მოჭერითი შეგრძნება და ტკივილი, წამოწოლისას პულსი ცოტა აჩქარდა თითქოს ტავისით აფორიაქდა... ანუ გულისგანაა ასე დილიდან საღამომდე და ხან მეორე დღეს ტკივილი?

* * *
zviadcardio
ხო გამომრჩა, ტკივილი მარცხენა ხელში და უკან ბეჭშიც გადამდის

Posted by: K1CK3R 15 Aug 2018, 23:44
ამ ბოლო დროს შევამჩნიე რო პერიოდულად გული მიხდება ცუდად, ცოტა რთული ასახსნელია , მაგრამ თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს რო ჰაერი არ მყოფნის

არ ვიცი დამთხვევაა თუ არა , უბრალოდ წყალს როცა ვიღებ თითქოს გადამივლის

რა შეიძლება რომ იყოს, ამ პერიოდში გულის პულსი სტაბილური მაქვს

სპორტული საათი მიკეთია და მეტ ნაკლებად ყოველთვის ვაკონტროლებ გულის პულს

Posted by: mariana4545 17 Aug 2018, 17:04
გამარჯობათ პულსი მაქვს მოსვენებულ მდგომარეობაში 90 ან ზოგჯერ 100.ეკგ გადავიღე და დამიდგინდა სინუსური ტაქიკარდია.რამდენად საშიშია?ვარ 20 წლის

Posted by: Natuka NGN 23 Aug 2018, 12:03
jeqsona
ამ იუზერის გასაგონად: გაააქტიურეთ თქვენი ნიკი რეგისტრაციის დროს მითიტებულ მაილზე მოსული ბმულით, ისე ვერ დაპოსტავთ ფორუმზე და ვერ მე გიპასუხებთ.

* * *
zviadcardio
ეს კითხვა მომივიდა იუზერისგან:
"გამარჯობა, ვარ 22 წლის ბიჭი , მაწუხებს ხოლმე გულის არეში მჩხლეტავი ტკივილები , უგრო მარცხენა მხარეს ამ დროს სხვა სიმპტომები თითქმის არ მაქვს, მაგალითად თავბრუსხვევა ოფლიანობა და გულის რევუს შეგრძნება , ნუ ტკვილი ზომიერია ძლიერი არასდროს მქონია ისეთი რომ შევწუხებულიყავი უბრაკოდ დიაკომფორტს მიქმნის რადგან გულის არეშია თან ემოციური ვარ ძალიაან, ხშირად მაქვს წნევაც 130-100 ან 120-100 110-100 ზეც მქონია ამ დროს გულმკერდის არეში არ მაქვს ტკივლი უფრო მარჯვენა თვალში ძლიერი ტკივლი და ზოგჯელ მსუბუქი თავბრუსხვევა, ამ დროს უფრო სახსრები მტკივდება ადვილად წნევის დროს ძვლები ანუ , ასევე მაქვს ჩხლეტვითი შეგრძნებებბი ზოგრჯელ ხელებშიც თითებშიც , ასევე ქვედა კიდურებში იშვიათად, ერთი ორი თვის უკან ყურებში შუილის შეგრძნებაც მაქვს , პულსი ნორმაზე ცოტათი მეტია 85-98 მდე ვარჯიშის დროს 110 ზე ზევით არ ადის, ფიზიკური დატვირთვის დროს არ მაქვს დისკომფორტი, ორჯელ გადავიღე კარდიოგრამა ორ სხვა დასხვა ექიმთან და არაფერი საერთოდ , ისიც მითხრა გულის ექიმთან აღარ მოხვიდეო ნერვოზიაო თითქოს , სუნთქვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა პირიქით 11 თვეა რაც აღარ ვეწევი ისე 6 წეელი ვეწიოდი და კარგად ვსუნთქავ , მაგრამ გული როგორც კი ამტკივდწბა უფრო სწორად ჩხლეტვითი შეგრძნებები როცა მაქვს ვნერვიულობ თან თითქმის ყოველდღე რაღაც მჭირს , წნევა 3 -4 დღეში ერთი მიწევს , სისხლის საერთო ანალიზიც ნორმაში მაქვს , შაქრისაც, ასევე ფარისებრი ნორმაზე პატარა მაგრამ ტსჰ და ანტისხეულები ნორმაშიაა , მე ვფიქრობ რო ან კუჭია დადგან კუჭიდან დაიწყო ყველაფერი უკვე 11 თვეა ასე ვარ , ანუ ვერაფერს ვჭამდი მაგ დროს საერთოდ გერკულესის გარდა არაფერს ღებულობდა კუჭი, 2 კვირაზე 14 კილო დავიკელი მაგ დროს მომიწია სიგარეტის გაგდებაც უცებ გავაგდე , მაგრამ კუჭზე ვიმკურნალე კარგად მაქვს ეხლა 11 კილოც მოვიმატე ისევ სამწუხაროდ ".

Posted by: სერაფიტი 23 Aug 2018, 12:35
კითხვა:
ფოლიკულური ცისტა, რომელიც თავისით იწოვს მენსტრუაციის მოსვლისას, რამდენად იწვევს მენსტრუალურ ტკივილს? ვგულისხმობ ძლიერ ტკივილს.

Posted by: Natuka NGN 23 Aug 2018, 16:13
სერაფიტი
რა უნდა აქ ამ კითხვას? გადადით გინეკოლოგის თემაში

Posted by: სერაფიტი 23 Aug 2018, 23:08
Natuka NGN

უი,ბოდიში. შეგიძლიათ, გადაიტანოთ?
ტელეფონში არც ისე დიდი შრიფტით ჩანს სათაურები და კარდიოლოგია გინეკოლოგიად მომეჩვენა sad.gif

წაშალოთ ეგებ ან გადაიტანოთ.

Posted by: Natuka NGN 24 Aug 2018, 16:37
სერაფიტი
კომპიუტერიდან შევეცდები. smile.gif ტელეფონით მეც მიჭირს გარჩევა.

Posted by: zviadcardio 29 Aug 2018, 15:04
takotako33
K1CK3R
ემოციური მიზეზით / სტრესით უნდა იყოს გამოწვეული

mariana4545
საერთოდ არ არის საშიში. 100-მდე პულის ნორმალურია.
ზოგადად გულის აჩქარების მიზეზები უხშირესად არაკარდიოლოგიურია (ანემია, ინფექცია, სტრესი, ჩიყვი და ა.შ)

Natuka NGN
ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ ეს ადამიანი ნევროლოგთან (ფსიქონევროლოგთან) მიბრძანდება. ძალიან ბევრი მისი პრობლემა გადაიჭრება.

Posted by: Sasusasu123 29 Aug 2018, 20:40
ბატონო ზვიად გამარჯობა
ვარ 24 წლის გოგო
ზოგადად ძალიან ემოციური , პანიკისკენ მიდრეკილი)))
სამი წლის წინ გამოვიკვლიე გული კარდიოგრამა,ექო და ჰოლტერი და ფიზიოლოგიური ტაქიკარდიის გარდა არაფერი იყო,აჩქარება დღემდე მაწუხებს ასევე წნევებიც შეიძლება 140/100 მქონდეს რაღაც მომენტში მაგრამ თავს ხელში რომ ავიყვან მივლის უწამლოდ 5 წუთში და უბრუნდება ნორმას,სიგარეტს ვეწევი,ეს ზოგადი მონაცემები,ახლა რა მაწუხებს
დაახლოებით სამი თვეა დამეწყო გულის არეში ტკივილი რომელიც აი რაღაც პერიოდულად თითქოს დანას მისვავენ ,გადამდის ხერხემალზე ხან მკლავში , ზოგჯერ კუჭზეც
მოსვენებულ მდომარეობაში მემართება ძირითადად რომ ავდგები ფეხზე და გავივლი ან რამეს გავაკეთებ მივლის ნელ ნელა , ცოტახანს გრძელდება ეს შეგრძნება ,ხან პირიქით მარცხენაბეჭიდან მეწყება წვა და მერე გადმომდის გულზე , ხელს რომ მოვჭერ გულთან სადაც მტკივა და დავიზელ იმ მომენტში მიჩერდება ,კისერთანაც ხშირად მტკივა აი ამ მომენტშიც მეწვის
რამდენად გავს ეს ყველაფერი გულის პრობლემას , ასეთ დროს ნერვებს თუ არ ავყევი არც მიჩქარდრბა და არც წნევა მიწევს , თუ გადავწყვიტე რომ შეტევააა პანიკა მეწყება და შეიძლება 130 იც მქონდეს პულსი და მაქსიმუმ ვალიდოლი მივიღო და 80 უბრუნდება
რას მირჩევთ ,საჭიროა თუ არა ხელმეორედ გწმოკვლევა და თუ მართლა გული მტკივა სამი თვეა რაიმე სერიოზული სახით გამოავლენდა თუ არა თავს ?
და ზოგადად როგორ უნდა მივხვდეთ გულის არეში დისკომფორტი ნამდვილად გულია თუ სხვა რამ ?
გმადლობთ წინასწარ

Posted by: zviadcardio 29 Aug 2018, 23:59
Sasusasu123
მოგესალმებით. უდიდესი ალბათობით ამ ყველაფრის მიზეზი ემოცია/სტრესია.
არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო რომ გულის პრობლემაა.
გირჩევთ ნევროლოგს ან ფსიქონოვროლოგს მიმართოთ. არ არის მოუგვარებელი პრობლემა.
საბოლოოდ გადალახავთ ამ მდგომარეობას და დაისვენებთ

Posted by: intermilan 31 Aug 2018, 21:54
ბატონო ზვიად გამარჯობა.
ბოლო ტამდენიმე დღეა დამეწყო გულის ფრიალო. ტამდენჯერმე გულზე ხელი რომ დავიდე, გული ცოტა აჩქარებული იყო და ხელის დაებიდან რამდენიმე წამში გული დამშვიდდა და რიტმი უცებ შენელდა, ეს არ მომხდარს ნელ-ნელა, უცებ ერთი პულსავიით შეიცვალა რითმი. რამდენჯერმე ამოვარდნაც დავაფიქსირე. ეს ყველაფერი მოციმციმე არითმიას გაავს? მადლობა

Posted by: zviadcardio 1 Sep 2018, 13:17
intermilan
ნაკლებად სავარაუდოა რომ მოციმციმე იყოს.
კარგი იქნება თუ ამ დროს რეალურად დაითვლით პულსს და ობიექტური მონაცემები გექნებათ

Posted by: ninunin 2 Sep 2018, 14:55
კითხვა მაქვს სამი დღეა გული მაქვს მოჭერილი ამოსუნქვისას მიჭერს , ტკივილი არც მემეტება არც მაკლდება და წნევა ნორმაშია , ნუ პუსლსი ცოტა მაღალი მარა პულსის დამარეგულირებს როც ვსვამ მაინც ამოსუნქვსას მიჭერს და რა გავაკეთო ან რის ბრალია ვერ გავიგე წინასაწრ მადლბა დისკომფორტს მიქმნის

Posted by: zviadcardio 2 Sep 2018, 16:51
ninunin
უწყვეტი 3 დღიანი ტკივილი როგორც წესი არ არის კლასიკური კარდიოლოგიური ტკივილი.
უსაფრთხოების გამო ყველა შემთხვევაში კარდიოლოგთან ვიზიტს გირჩევთ.

Posted by: ninunin 2 Sep 2018, 18:36
zviadcardio
მადლობა , სასწრაფ გამოვიძახე და ძვლებს შუა ნერვის ანთებაა, კარდიოგრამაც ჯანმრთელია გადამიღეს გამაყუჩებელი გამიკეტა და მიშველა, მადლობა რას წარმოვიდგენდი ნერვს რა არ ვიფიქრე

Posted by: TheTtika 3 Sep 2018, 17:32
გამარჯობა,

ვარ 24 წლის, გოგო,

ამ ბოლო დროს ვგრძნობ ტკივილებს გულის მხარეს, ძირითადათ დილას ან საღამოს, დღეს წნევაც მაქვს, 150-90, მომენტებში ვგრძნობდი თითქოს აუნთქვა მეკვროდა, ზოგადად გამოხატულად ემოციური არ ვარ, მაგრამ ავიკვიატე ეს მდგომარეობა, თან სამსახურის გამო დროს ვერ ვანაწილებ, რონ კარდიოლოგთან მივიდე და გადავახედო მაინც )))

რჩევა მჭირდება ღირს გამოვნახო დრო კარგ კარდიოლოგთან მივიდე, თუ სამსახურთან ახლოს საშა საბეკია მირჩიეს კარდიოლოგი, თუ იცით როგორი ექიმია?

Posted by: zviadcardio 3 Sep 2018, 21:10
TheTtika
კარგი ექიმია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ.

ninunin
არაფრის, წარმატებები

Posted by: KhAtiaAa 4 Sep 2018, 23:02
გამარჯობა, ჩემი უვიცობის გამო, არასწორი დიეტებით, აღმოჩნდა,რომ ბევრი სითხე დავკარგე და 6 თვის წინ, დამერწყო გულის აჩქარებები, წუთში 90დარტყმამდე, რაც ძალიან ბევრი აღმოჩნდა ჩემთვის და ცუდად გავხდი, გავიკეთე სისხლის საერთო, გადამიღეს კარდიოგრამა, მაგრამ ყველაფერი ნორმაში იყო, საბოლოოე დამიდგინდა კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტი, ამ ყველაფერზე ვიმკურნალე და ცოტა უკეთ გავხდი, ეხლა დაახლოებით 80 მაქვს პულსი,თუმცა ჩემთვის ცოტა მაღალია და ცოტა სწრაფი სიარულის დროს,ზოგჯერ სუნთქვა მიჭირს. დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებში, დამეწყო ექსტრასისტოლიები, მაგალითად, ძირითადად დაწოლისას, შეიძლება ერთხელ ან ორჯერ ვიგრძნო თითქოს გული ამოხტაო თუ რაღაც მსგავსი, დღისით არ მემართება. დღეს საკომაოდ რიდხანს მომიწია სხვადასხვა ადგილას სიარული და სახლში რომ მოვედი, ცოტახნის დასვენების შემდეგ, როდესაც ვიჯექი, ხუთჯერ ვიგრძენი იგივე რაღაც სხვადასხვა დროს( ამდენი ერთდროულად პირველად იყო თან თითქოს სუნთქვაც გამიჭირდა)ბოდიშს გიხდით ამ დიდი ტექსტისთვის, მაგრამ ძალიან შემაშინა ამ ექეტრასისტოლიამ, ძალიწნ ცუდი შეგრძნებაა და საშიში ხომ არ არის, ან ზაფხულში სიცხეების გამო ხომ არ დამიქვეითდა ელექტროლიტები და მაგის ბრალი ხომ არაა და თავიდან ხომ არ ავიღო ანალიზები? . ან რამეს ხომ ვერ მირჩევთ ?ისე გულის პრობლემა და არც ექსტრასისტოლია არასდროს მქონია. ფარისებრი ჯიკვალი ცოტათია მომატებული 4.2-ია, ადრე უფრო მაღალი იყო და არმგონია მაგის ბრალი იყოს. ისე დღეს გულის წნევა მქონდა დაბალი და რამე კავშირში ხომ არ შეიძლება იყოს ეს დღევანდელ გახშირებულ ამოვარდნებთან? იმედია ნახავთ ამ მონაწერს, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.❤️

Posted by: Nlover 5 Sep 2018, 20:36
მოგესალმები ბატონო ზვიად ისევ მე გაწუხებთ ესეიგი საიდან დავიწყო აღარც ვიცი ვარ ძალიან ემოციური წნევები 140 100 150 100 მკონდა ფარისებრი 0.9 ზე არის ჩამოსული 3.7 იდან სახლში შედარებით კარგად ვარ მაგრამ როდესაც გარეთ გავდიბარ ცოტა ხანში მეწყება ამოსუნთვები პულსი მიჩქარდება მაგ დროს წნევა გულის ალბად 90 100 ზე ადის ნერვიოათალოგთან ვიყავი დამიწერა წამლებია 5 დღეა ვსვამ მაგრრამ შედეგი არანიირი უბრალოდ წნევა დასტაბილურდა ეა ამოსუნთქვენი მაიმც მაქვსს გულზე ერთხელ გადავიგრ კარდიო და ნორმ იყო ნერვოზულია ხო ყველა ვარიანტში?

Posted by: zviadcardio 5 Sep 2018, 23:11
KhAtia11111
ჩვეულებრივ ასეთი მდგომარეობა საშიში არ არის. თუ ჩივილები გაგრძელდა მიბრძანდით არითმოლოგთან / კარდიოლოგთან და იქ დაიგეგმება საჭირო კვლევები.
დაბალი წნევის მიზეზი ეს არ არის
Nlover
უდიდესი ალბათობით ეს ემოციების ბრალია და გულთან კავშირში არ არის.

Posted by: taka26 10 Sep 2018, 12:55
zviadcardio
გამარჯობაა ზვიადი ექიმო, სასიამოვნოა თქვენი დაბრუნება..

ეხლა კითხვას რაც შეეხება,1 თვის წინ ჩამოვედი ზღვიდან და სახლში როგორც კი ფეხი შევდგი წნევა დამივარდა და იმის მერე 5,6 დღე დაბალი წნევა მქონდა..70-40,50 ზე
მერე მთაში წავედი იქ ამეწია, დამიბალანსდდა მარა ეხლა ისევ გულის წნევები დამრჩა 50, წნევა წნევაა მარა მე გულისას ვეძახი მაინც ჩემს ენაზე..ეხლა
მაქ ხოლმე 90-50,80-50. რამდენად საშიშიაა?
და კიდევ ერთი კითხვა მაქ ჩაძინებისას მაქ საშინელი ტახიკარდია, ასე
მგონია გული მივარდება საგულედან თქო, ზოგჯერ გამოღვიძებისსასაც ასე მაქ.. გავიკეთე ჩიყვის ჰორმონები და მაქვს წესრიგში... მადლობა

Posted by: zviadcardio 10 Sep 2018, 21:02
taka26
ეს წნევა საშიში არ არის.
დაახლოებით 2-3 კვირაში როცა შედარებით აგრილდება, წნევა მოგემატებათ
თუ ეს შედარებით დაბალი წნევა შემაწუხებელია მიიღეთ 1,5 ლ გაზგაცლილი წყალი ყოველდღე -2კვირა
რაც შეეხება ტაქიკარდიას, გირჩევთ ამ დროს პულსი დაითვალოთ 1 წუთის განმავლობაში რათა დავრწმუნდეთ რომ ეს ობიექტურად ტაქიკარდიაა და არა მხოლოდ შეგრძნება.

Posted by: KhAtiaAa 10 Sep 2018, 23:32
გამარჯობა, კიდევ ერთხელ გაწუხებთ, მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია, რომ დღის განმავლობაში, ექსტრაეისტოლიის 4-5 შემთხვევა( მხოლოდ საღამოთი)გამოიწვიოს ცხვირის ნიჟარების შეშუპებამ, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებასა და ჟანგბადის ნაკლებობას, იმ შემთხვევაში, როდესაც გული გამოკვლეულია და ჯანმრთელია?ვარ 19 წლის, მადლობას გიხდით წინასწარ.

Posted by: zviadcardio 11 Sep 2018, 20:13
KhAtia11111
ასეთი რაოდენობის ექსტრასისტოლია ნორმაა და ყველას შეიძლება ჰქონდეს

Posted by: giorgi7777777 12 Sep 2018, 17:42
ვარ მწეველი, ამ ბოლო დროს წონაშიც მოვიმატე საგრძნობლად. მაქვს თავბრუსხვევა და ჰაერის უკმარისობა. გულის პულსი მინიმუმ 90 მაქვს ეს ბოლო 1 თვეა. გუშინ 148 მქონდა. მირჩიეთ რამე რისი ბრალი იქნება და რით ვუშველო.

Posted by: Alcoholic 12 Sep 2018, 18:31
ტვინის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ვის უნდა მიმართოს ადამიანმა ?

Posted by: taka26 12 Sep 2018, 18:33
Alcoholic
ნევროლოგს...))))

Posted by: Alcoholic 12 Sep 2018, 18:53
taka26 - მადლობა smile.gif

Posted by: giorgi7777777 12 Sep 2018, 20:15
ვარ მწეველი, ამ ბოლო დროს წონაშიც მოვიმატე საგრძნობლად. მაქვს თავბრუსხვევა და ჰაერის უკმარისობა. გულის პულსი მინიმუმ 90 მაქვს ეს ბოლო 1 თვეა. გუშინ 148 მქონდა. მირჩიეთ რამე რისი ბრალი იქნება და რით ვუშველო.

Posted by: Tovlis_Panteli 13 Sep 2018, 03:33
მოგესალმებით ბატონო ზვიად. მაინტერესებს ცალი ნესტოს ჩაკეტვა (ნიჟარების გამო) და გაძნელებული სუნთქვა რამდენად უარყოფითად იმოქმედებს გულზე? ფაქტიურად მხოლოდ ერთი ნესტოთი ვსუნთქავ რამდენიმე წელია. ექიმის დანიშნული წვეთები მხოლოდ ცოტა ხნით მიხსნის ცხვირს და შემდეგ ისევ იკეტება. სავარაუდოდ ევსტაქიტია. ჯერ-ჯერობით სხვა არაფერი მაწუხებს სერიოზული. ასაკი 32 წელი. მეშინია მომავალში რამე საფრთხე არ შექმნას.
რას მირჩევთ?
მადლობა

Posted by: zviadcardio 15 Sep 2018, 01:13
giorgi7777777
თქვენ უკვე გიპასუხეთ PM-ში

Tovlis_Panteli
მოგესალმებით.
ზოგადად ქრონიკული უჟანგბადობა გარკვეულ პრობლემას ქმნის კარდიოლოგიური თვალსაზრისით.
კონკრეტულად ცალი ნესტოს ჩაკეტვა შექმნის თუ არა პრობლემას დაბეჯითებით ვერ გიპასუხებთ, თუმცა ცალსახაა რომ ამ საკითხის მოგვარება გმართებთ.

Posted by: ill4 15 Sep 2018, 20:37
გამარჯობათ
შეიძლება რომ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი იყოს გულის აჩქარების მიზეზი? ან არითმიის მიზეზი ?
მადლობა წინასწარ

Posted by: ქეთათო 16 Sep 2018, 22:55
გამარჯობა, მაინტერესებს ე.წ ფეხის გაკვანძვა არის თუ არა კავშირში პოთრომბინთან, თრომბთან და გულთან?

Posted by: zviadcardio 17 Sep 2018, 22:05
ill4
არა, სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი გულის აჩქარებას არ იწვევს.

ქეთათო
თეორიულად შეიძლება.
რეალურ ცხოვრებაში ფეხის კუნთების კრამპის ყველაზე ხშირი მიზეზია:
1. კალიუმი, მაგნიუმის, კალციუმის დისბალანსი
2. ქვ. კიდურების ვენური უკმარისობა

Posted by: White_Shark 18 Sep 2018, 21:56
გამარჯობათ ზვიად როგორ ბრძანდებით ?
რამდენიმე კითხვით მოგმართავთ
1 შეიძლება თუ არა რომ ნერვიულობის და ემოციური მდგომარეობის დროს წნევამ ძალიან მოიმატოს ? + და თან ახლდეს არითმია ?
2 შეიძლება თუ არა რომ გულის დაავადებამ გამოიწვიოს ტემპერატურის მომატება ? ორგანიზმში
3 მამაჩემი ამბობს ბოლო დღეები კუჭი მტკივაო და ერთხელ თქვა გულზეც ამტკივდაო მომენტშიო მიახლოებით როგორ ფიქრობთ ასე შეიძლება განვითარდეს ინფარქტი 4 სად შეიძლება თქვენი ნახვა ან თუ შესაძლებელია რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაკრვიო ჩემი გულის პრანჭვები smile.gif და თუ მეშველება საერთოდ რამე ? smile.gif)
წინასწარ დიდი მადლობას გიხდით

Posted by: zviadcardio 18 Sep 2018, 23:38
Shark1995
მოგესალმებით
1. შეიძლება
2. გააჩნია დაავადებას, ეს ხშირად არ ხდება თუმცა შესაძლებელია
3. თეორიულად შეიძლება. გამოკვლევების გარეშე ეს შეუძლებელია
4. მე რესპუბლიკურში ვიღებ პაციენტებს. თუმცა ახლა ჩემთან დაახლოებით თვენახევრიანი რიგია და ალბათ აჯობებს სხვა ექიმი იპოვოთ

Posted by: White_Shark 22 Sep 2018, 09:50
ზვიად კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება
1 ყურების გაწითლებას და გახურებას რაიმე საერთო აქვს საერთოდ გულ სისხლძარღვთა სისტემასთან ?

Posted by: zviadcardio 22 Sep 2018, 19:28
Shark1995
არა, ეს კარდიოლოგიური პრობლემას არ უკავშირდება

Posted by: 7903251 24 Sep 2018, 20:54
ბ-ნო ზვიად !


გ უ ლ ი თ გილოცავთ დაბადების დღეს ! ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ! საამაყო და სამაგალითო ადამიანი ბრძანდებით!!!



Posted by: Sasusasu123 25 Sep 2018, 10:57
ბატონო ზვიად
მუდმივად 120/80 ზე , 25 წლის გოგოსთვის ნორმალურია თუ მაღალი? და სააჭიროებს თუ არა მკურნალობას
ზოგჯერ 110/70 ზეც მაქვს ,მაგრამ უფრო ხშირად 120/80
არაფერს არ ვუჩივკ მაგ დროს ნორმალურად ვარ.

Posted by: Sasusasu123 26 Sep 2018, 13:50
კიდევ რა მაინტერესებს ვთქვათ პულსს ვიზომოავ, რითულია და ღრმად თუ ჩავისუნთქავ ან ამოვისუნთქავ ცან ნელდებაბხან ჩქარდება
ნოალურია ასეთი რამ ?

Posted by: White_Shark 26 Sep 2018, 15:50
Sasusasu123
მეც მჭირს მასე .. ხოლმე
და ვერ ვხვდები რა პონტია

Posted by: Sasusasu123 27 Sep 2018, 13:08
Shark1995
ტახიკარდიიის მომენტში მემართება
რა უბედურებაა ვერ ვიგებ საშიშია თუ არ smile.gif)

ისე ამ თემაში მეტ წილად პანიკების ხალხი ვართ ))

Posted by: White_Shark 27 Sep 2018, 13:12
Sasusasu123
დიახ დიახ ვართ smile.gif)
მე პირადად სულ აჩქარებული მაქვს 100 –120 ზე დაბალი არ მაქვს .. და ცალკე რითმის არევაზე აღარაფერს ვამბობ :დ აღარც ვაქცევ ყურადღებას
გადაღებულიც მაქვს და არაფერი არ გჭირსო მითხრეს

Posted by: Sasusasu123 27 Sep 2018, 14:32
Shark1995
მეც ეგრე ,ეს შფოთვა ხომ სულ მუდმივად დამრჩა და ტაქიკარდია უკვე ჩვეული ამბავია ჩემთვის 100 ზე ნაკლები არხ მე
მაქვს, ამოვარდნებიც
მეც გამოკვლეული მაქვს სამი წლის წინ ოღონდ

Posted by: White_Shark 27 Sep 2018, 14:43
Sasusasu123
არ იქნება არა
მაგ ასაკში ინფარქტის და მიოკარდიტის ნიშნები რომ არ გექნება ხომ იცი ..
ისე კი მითხრა ექიმმა გადაღლილია არისო გულიო ამდენი დატვირთული მუშაობითო smile.gif

Posted by: zviadcardio 27 Sep 2018, 15:05
7903251
დიდი მადლობა, იცოცხლეთ smile.gif

Sasusasu123
ეს ნორმალური მონაცემებია
QUOTE
კიდევ რა მაინტერესებს ვთქვათ პულსს ვიზომოავ, რითულია და ღრმად თუ ჩავისუნთქავ ან ამოვისუნთქავ ცან ნელდებაბხან ჩქარდება
ნოალურია ასეთი რამ ?

ესეც ნორმალური ამბავია

Posted by: tamu_tamuna 4 Oct 2018, 19:40
გამარჯობა, , კარდიოგრამა გავიკეთე დღეს,კალიუმის სისხლის საერთოანალიზი და ფარისებრის ანალიზის გაკეთება მთხოვეს. ხვალ უნდა გავიკეთო და რამე საშიშია ?

Posted by: zviadcardio 4 Oct 2018, 20:29
tamu_tamuna
თამარ აქ კარდიოგრამა არ ჩანს, ეს მხოლოდ ავტომატური ანალიზია.
ისეთი სურათი დადეთ რომ კარდიოგრამა ჩანდეს. ანუ კარდიოგრამის მრუდი რომ სრულყოფილად ჩანდეს

Posted by: tamu_tamuna 4 Oct 2018, 21:25
zviadcardio
უი მე მეგონა დასკვნა ეწერა smile.gif) კარგით ხვალ დილით გადავუღებ და გამოგიგზავნით. მადლობა : ))
* * *
http://www.radikal.ru


* * *
http://www.radikal.ruo

Posted by: zviadcardio 5 Oct 2018, 23:14
tamu_tamuna
არ იხსნება ფოტოები.
მეილზე მომწერეთ zviadcardio@yahoo.com

Posted by: kiwiii 8 Oct 2018, 14:53
მოგესალმებით,ავადმყოფს აქვს მუცლის აორტის ანევრიზმა.აქვს არითმია,,,,,კვლევისთვის საჭიროა კორონაროგრაფია,შესაძლებელია თუ არა გაკეთება? თუ სარისკოა.ხანდაზმულზეა საუბარი

Posted by: zviadcardio 9 Oct 2018, 02:37
გააჩნია კონკრეტულად რაზე ვსაუბრობთ. ანუ აქ მნიშვნელოვანია ზომა და არის თუ არა განშრევება/განშრევების მაღალი საფრთხე. ასევე იმ ფაქტზეც მკლავიდან გაკეთდება თუ ბარძაყის არტერიიდან (არსებობს თუ არა მკლავიდან გაკეთების შეზღუდვა).
რეკომენდებულია მობრძანდეთ კონკრეტულ ინტერვენციულ კარდიოლოგთან (ვინც გააკეთებს კორონაროგრაფიას), იქ შეფასდეს ანევრიზმის სტატუსი და ამის შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება.
ანუ გაკეთებადია თუმცა კარგი შეფასების შემდეგ და გარკვეული პირობების დაცვით

Posted by: ToyotaMR2 9 Oct 2018, 23:55
Odnavi datvirtvis dros haerisvukmarisobis shegrdzneba.kidurebis jankalis shegrdzneba da gulis tsasvlisvshegrdzneba da tavbrusxveva gulis brali sheidzleba iyos .

Posted by: kiwiii 10 Oct 2018, 00:08
zviadcardio მადლობა......თვითონ კორონაროგრაფიის პროცედურა მტკივნეულია? ასევე მაინტერესებს სტენტირების შემთხვევაში,რეაბილიტაცია ხანგრძლივია?

Posted by: pinny 10 Oct 2018, 12:34
გამარჯობატ, დღეს სამსახურში ძალიან შემეკუმშა გული. დამიბნელდა თვალებში ნაშიდური მქონდა ჩანთაში შევისუნთქე და ვალიდოლი დავლიე. შვება ვიგრძენი. გული მიმდიოდა. უბრალოდ ვიჯექი რომმარ წავიქეცი. მერე გავედი დერეფანში 10 ეუთი ვირე და თავზე მომიჭირს ისევ ოდნავ დამიბნელდა. თითქოს ჰაერი არ მყოფნის.
* * *
ეს დღეები კარგად ვიყავი სულ. შეიძლება გულის ბრალი იყოს?

Posted by: zviadcardio 10 Oct 2018, 23:46
ToyotaMR2
ნაკლებად სავარაუდოა. უდიდესი ალბათობით ნევროლოგიური თემაა


kiwiii
არა - მინიმალური დისკომფორტია
რეაბილიტაცია - 5-7დღე, სანამ ნაჩხვლეტი ადგილი მოშუშდება

pinny
შესაძლოა დაბალი წნევის ბრალი იყოს. წნევა გაიკონტროლეთ

Posted by: pinny 11 Oct 2018, 08:56
zviadcardio
დღეს დილით გზაში თითქოს იგივე დამემართა. გულის მაღლა. მკერდის ზედა შუა ნაწილში აი მანდ მეკუმშება თითქოს ჟანგბადი არ მომეწოდება და თავბრუს ხვევა მეწყება. მერე ღრმად რომ ჩავისუნთქვ მივლის((( ძალიან მაშინებს ეს რა დამეწყო

Posted by: thug 12 Oct 2018, 01:12
მოკლედ გული მიჭერს რაღაცნაირად მაწუხებს დამღალა რა
იმდღეს მივედი ექიმთან გამიკეთეს EKG და წადი ეგრევე ემერჯენსიში რაღაც გჭირს გულზეო.(აღწერაში რაც გამატანეს ეწერა: შესაძლებელი ძველი ინფარქტიო) წავედი მოკლედ გამიკეთეს იქაც EKG + ამიღეს სისხლი რენდგენი გადამიღეს და ყველაფერი ნორმალურად გაქვსო.

დღის განმავლობაში ხან გამივლის ხან ისევ დაბრუნდება
სადღაც 2 თვეა ესე მაქვს. 2 თვის წინ გამიარა რაღაცამ გულში მეტკინა საკმაოდ ოფლმა დამასხვა შემეშინდა მაგრად.
იმის მერე თითქოს არაფერი მარა ბოლო 2 კვირაა თითქმის გამუდმებით მაქვს გულზე რაღაც მოჭერის მაგვარი გრძნობა.


Posted by: zviadcardio 13 Oct 2018, 22:32
pinny
ის რომ ღრმად ჩასუნთქვისას ჩივილები ქრება პრაქტიკულად გამორიცხავს სერიოზულ მიზეზს და მიუთითებს ემოციურ/სტრესულ გენეზზე მიუთითებს

thug
ამას კარდიოლოგთან ვიზიტი და სათანადო კვლევები ჭირდება, მათ შორის ფიზიკური დატვირთვის ტესტი

Posted by: roshen 14 Oct 2018, 12:43
გამარჯობათ. ტაქიკარდიაზე რაიმე ბალახეული წამლები რა შეიძლება დავლიო? სულ აჩქარებული მაქ გულის ცემა და პულსიც 95-102 მაქ სულ

Posted by: pinny 14 Oct 2018, 21:12
zviadcardio
უღრმესი მადლობა პასუხისთვის და ყურადღებისთვის! არაჩვეულებრივი პიროვნება ბრძანდდბით

Posted by: zviadcardio 14 Oct 2018, 22:58
roshen
თუ ამის მიზეზი ემოციაა, მაშინ შეიძლება მცენარეული "დამამშვიდებლი" მიიღოთ.
სხვა შემთხვევაში მცენარეული წამლები არ გამოგადგებათ

pinny
გმადლობთ, წარმატებები smile.gif

Posted by: ქეთათო 15 Oct 2018, 13:19
გამარჯობა, პულსი 150.შეიძლება ემოციის ბრალი იყოს? დარტყმას დიდად არ შევუწუხებივარ, რომ დავითვალე 15 წამში 37 იყო, სადღაც 10 წუთში 108 მქონდა
* * *
მანამდე სანამ დამემართებოდა ვირბინე,ჩვეულებრივ ამიჩქარდა პულსი და მალევე დაწყნდარდა, ამის შემდეგ 10-15 წუთში დამეწყო 150 მდე პულსი და შეიძლება სირბილის ბრალი იყოს? თუ ის მალევე უნდა დაწყებულიყო?

Posted by: zviadcardio 17 Oct 2018, 22:08
ქეთათო
სირბილიდან 10-15 წუთის შემდეგ გულის აჩქარება დატვირთვას არ უკავშირდება.
შესაძლოა იყოს ემოციის ბრალი.

Posted by: BeyondBeyonder 22 Oct 2018, 19:09
QUOTE (ქეთათო @ 15 Oct 2018, 13:19 )
გამარჯობა, პულსი 150.შეიძლება ემოციის ბრალი იყოს? დარტყმას დიდად არ შევუწუხებივარ, რომ დავითვალე 15 წამში 37 იყო, სადღაც 10 წუთში 108 მქონდა
* * *
მანამდე სანამ დამემართებოდა ვირბინე,ჩვეულებრივ ამიჩქარდა პულსი და მალევე დაწყნდარდა, ამის შემდეგ 10-15 წუთში დამეწყო 150 მდე პულსი და შეიძლება სირბილის ბრალი იყოს? თუ ის მალევე უნდა დაწყებულიყო?

დაახლოებით იგივე სიტუაცია მაქვს , smartwatchით ვნახულობ ხოლმე წნევას და 140-150 მაქვს პატარა გარბენის მერეც

Posted by: Sasusasu123 23 Oct 2018, 17:05
BeyondBeyonder
მაგან დამანევროზა, არ არის ზუსტი 20 ერთეულით მეტს აჩვენებს დასკვნა გამოვიტანე

Posted by: pinny 24 Oct 2018, 22:15
ეინა გვერდზე რაც მოგწერეთ იგივე განმეორდა : ვმოძრაობდი სახლში, უცებ გულმკერდის ზედა ნაწილში შუაში სუნთქვა შემეკრა თითქოს პილსიც ძალიან აჩქარდა თვალებში დამიბნრლდა და მეგონა გული წამივიდოდა. ჩემს ქმარს ვეძახი იქვრ იდგა იმან ვერც გაიგო ტელევიზორისხის გამო და გამიარა. რომ მოტრიალდა ჩვეულებრივად ვიყავი და ისე მიტურებდა ეგონა ვიგონრბდი ამ ყველაფერს. იმის თქმა მინდა რომ მალევე გაკიარა მაგრამ იმ წამებში მეგონა ვკვდებოდი. რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს?

Posted by: zviadcardio 25 Oct 2018, 19:46
pinny
ძნელი სათქმელია რისი ბრალია, ეგ ეპიზოდი თუ არ დაფიქსირდა (მაგალითად ჰოლტერის მონიტორინგით), ვერავინ გიპასუხებთ რა არის მიზეზი

Posted by: David Miller 25 Oct 2018, 19:55
user posted image
აი ამ ადგილხე მაქვს ტკივილი სითხის დალევის დროს, რამე სერიოზული ჰომ არ იქნება?

Posted by: zviadcardio 25 Oct 2018, 21:46
დათო-დათო
QUOTE
რამე სერიოზული ჰომ არ იქნება?

არ არის თემასთან/კარდიოლოგიასთან კავშირში
სავარაუდოდ - არა

Posted by: Jersey 26 Oct 2018, 10:51
გამარჯობა,მაინტერესებს 130-150 პულსი შეიძლება სინუსური ტაქიკარდია იყოს ამ დროს? თუ პაროქსიზმია ამხელა პულსი?

Posted by: zviadcardio 27 Oct 2018, 17:44
Jersey
QUOTE
სინუსური ტაქიკარდია იყოს ამ დროს?

შეიძლება. 150-იც შეიძლება და 180-იც სინუსური ტაქიკარდიაა.
მხოლოდ სიხშირით ამის შეფასება არ ხდება. ამ დროს გადაღებული ჩვეულებრივი კარდიოგრამა ამას უტყუარ პასუხს გასცემს.

Posted by: temart 28 Oct 2018, 00:27
გულის მარცხენა მხარეს 3 თვეში ერთხელ წამიერი მკვეთრი ტკივილი,რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?






Posted by: marimari11 28 Oct 2018, 03:33
ამ ბოლო დროს ხანდახან წამომივლის ხოლმე გული მიცემს მძიმედ
აი ბევრს რომ ირბენ და მერე რომ რაღაცნაირად გიცემს ისე :დ
ახლა საათზე მეტია ეგრე მიცემს. ყველა დარტყმას ვგრძნობ
მგონი აჩქარებულიცაა

ამ ბოლო დროს ყავას და რედბულს ვსვამ
მაგას ვაბრალებ
1-2ჯეე სმის პროცესში დამეწყო ან მალევე დალევის მერე

ახლა ასე რომ მიცემს ამდენი ხანი შემეშინდა
არ მივლის

Posted by: დაშლიი? 28 Oct 2018, 05:49
marimari11

შეიძლება სინუსური ტაქიკარდიაა. ეგ ნორმალურია ფიზიკური დატვირთვის მერე
გადაიღე კარდიოგრამა. სტრეს ტესტი გეტყვის უფრო დეტალურ პასუხს.
user posted image

Posted by: zviadcardio 28 Oct 2018, 12:21
temart
ბევრი რამის: კუნთის, ნერვის, ემოციის, მაგრამ არა გულის.

marimari11
უდიდესი ალბათობით კოფეინის და ენერგეტიკული სასმელების ბრალია.
N1 რეკომენდაციაა რომ შეწყვიტოთ

Posted by: marimari11 28 Oct 2018, 12:52
დაშლიი?
zviadcardio
მადლობა
მივალ ალბათ ექიმთან

აღარ დავლევ :დ

Posted by: temart 28 Oct 2018, 18:12
zviadcardio
QUOTE
ბევრი რამის: კუნთის, ნერვის, ემოციის, მაგრამ არა გულის.


რას გვირჩევდი?





Posted by: marimari11 28 Oct 2018, 19:16
ვაიმე ხალხო მგონი შოკოლადის ჭამის მერეც მემართება და მგონი დავიღუპე
შოკოლადს მე თავს ვერ დავანებებ :დდ

Posted by: <casablanca> 28 Oct 2018, 21:28
marimari11
კაკაოს ნაკლები შემცველი რომელიცაა , ისინი ჭამე მაშინ . საბავშვოებს და რძიანებს მიაწექი :დ

Posted by: დაშლიი? 28 Oct 2018, 21:36
marimari11

შოკოლადი შეიცავს თირამინს, რაც იწვევს ნორადრენალინის გამოთავისუფლებას ორგანიზმში.მაგით აიხსნება.
თირამინი დიდი რაოდენობით არის ყველში და წითელ ღვინოში. smile.gif

Posted by: zviadcardio 28 Oct 2018, 22:35
temart
როგორც წესი ეს საშიში არ არის.
თუ შემაწუხებელია ნევროლოგს მიმართეთ - ეს მისი საქმეა

Posted by: marimari11 29 Oct 2018, 01:18
დაშლიი?
ანუ შოკოლადიც აღარ ვჭამო? :დ ადრე არ შემიმჩნევია ასეთი რამე არც შოკოლადზე და აარც ყავა-რედბულებზე

რა ჯანდაბა მჭირს
რა გულის ფრიალები დამეწყო 24წლის ასაკში

Posted by: temart 29 Oct 2018, 14:59
zviadcardio
QUOTE
როგორც წესი ეს საშიში არ არის.
თუ შემაწუხებელია ნევროლოგს მიმართეთ - ეს მისი საქმეა



მადლობა,გაიხარე უფალში



Posted by: zviadcardio 29 Oct 2018, 19:46
marimari11
QUOTE
ანუ შოკოლადიც აღარ ვჭამო?

არ არის სასურველი, მნიშვნელოვნად შეზღუდეთ.

QUOTE
მადლობა

არაფრის, წარმატებები

Posted by: qetqeta 1 Nov 2018, 17:26
გამარჯობა, მაინტერესებს პაროქსიზმი თუ შეიძლება სტრესის ფონზე განვითარდეს?
და როდესაც მალე იხსნება პაროქსიზმი ამ შემთხვევაში თუ განიხილავენ აბლაციას?
პ.ს ან რა დროს უნდა იფიქროს პაციენტმა აბლაციაზე?
ახლა თითქოს ჰაერივით მაწვს გულ მკერდის არეში რაღაცნაირად ვარ sad.gif

Posted by: zviadcardio 1 Nov 2018, 21:15
qetqeta
შეტევის/პაროქსიზმის კარდიოგრამა უნდა დადოთ და გიპასუხებთ.
გააჩნია პაროქსიზმს, პაციენტის ჩივილებს, პაციენტის დამოკიდებულებას ყველა ამ ფაქტორის დაჯამებით მიიღება გადაწყვეტილება აბლაციის თაობაზე

Posted by: qetqeta 2 Nov 2018, 07:40
zviadcardio
გასაგებია, პირველად 5 წლის წინ დამემართა, მაშინ მახსოვს მხოლოდ ტაქიკარდიას ვგრძნობდი ძლიერს, მეორედ 5 თვის წინ დამემართა, და მესამედ გუშინ.
1 კვირის წინაც მქონდა ტაქიკარდია დაახლოებით 150 მდე მაგრამ ის მხოლოდ ტაქიკარდია იყო, გაზაფხულზე რომ მქონდა მეორედ და გუშინდელი იყო ერთნაირი, ტაქიკარდიას და ჩავარდნებს ერთად ვგრძნობდი. მარტო ეს შეტევა მაწუხებდა, შეგრძნება, სხვა არაფერი.
ამ შეტევების წინ იყო ძლიერი ემოციური ფონი.
გუშინ მთელი დღე დასტრესილი ვიყავი, მეორე სართულზე კიბეზე ავედი 2-3 წუთის შემდეგ ნივთის ასაღებად დავიხარე და უცებ ვიგრძენი ძლიერად ჩავარდნები და და "მოაყარა". ვერ დავაფიქსირე კარდიოგრამაზე ვერცერთხელ,აპრილში რომ მქონდა უფრო ხანმოკლე იყო ვიდრე გუშინ მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა კარდიოგრამაზე დაფიქსირება და რამე ხერხი თუ არსებობს ამ დროს კარდიოგრამაზე დაფიქსირების ?

Posted by: zviadcardio 2 Nov 2018, 23:23
qetqeta
თუ ასეთი ხანმოკლეა რომ კარდიოგრამის გადაღებას ვერ ასწრებთ - არც არსი სასწრაფო აბლაცია.
სხვა მეთოდი არ არასებობს. ხშირი ეპიზოდები რომ გქონდეთ ჰოლტერს გირჩევდით. ამ ვითარებაში აზრი არ აქვს.
მომავალში თუ დაგემართებათ პირველ რიგში კარდიოგრამაზე დააფიქსირეთ. მერე ყველაფერი მარტივია.

Posted by: GeorgeSword 5 Nov 2018, 01:02
zviadcardio

გამარჯობა

5 დღის წინ დამეწყო ტაქიკარდია,პულსი მქონდა 100 მდე და წნევა ამივარდა 150/80 , ჩემი წნევაა 120/80
მოკლედ ცუდად გავხდი და ჰოსპიტალში გავვარდი ეგრევე იქ გადამიღეს კარდიოგრამა რომელიც სამწუხაროდ არ წამოვიღე , ექიმმა რომ ნახა თქვა რომ სავსებით კარგი და დამაკმაყოფილებელი კარდიოგრამაა ოღონდ პულსი გაქვს მომატებულიო ცოტა და ეს სტრესის მიზეზი შეიძლება იყოსო
ამის დღის მერე ყოველ დღე მაქვს გახშირებული პულსი და წნევა მემატება ხოლმე დღის განმავლობაში სადღაც 120-125/70-95 მდე , ვგრძნობ ხანდახან თავბრუსხვევას და სისუსტეს უმადობას და აშ...ხანდახან გულმკერდის არეში სიმძიმესაც, ტკივილით არ ამტკიებია არაფერი
დღეს ცოტა არაუშავდა პულსი რომ დავითვალე წთ-ში 76-78 ში მერყეობდა დღის განმავლობაში მაგრამ საღამოს გულის წნევა ამეწია ცოტა 121/92 ზე მქონდა

ამ ყველაფერს ვაბრალებ იმ ფაქტს რომ სანამ ცუდად გავხდებოდი ყოველ დღე ვსვამდი ბევრ ყავას ვეწეოდი საკმაოდ ბევრს,ძილიც არეული მქონდა, და ბოლო დროს ჰაშიში მოვწიე აი სანამ ცუდად გავხდებოდი იმ დღეს ,მაგას ვაბრალებ უფრო ,ადრეც ცუდად მხდიდა ხოლმე მაგრამ ამ დონეზე არა....მოკლედ ამ ყველაფერს შეიძლება გამოეწვია ხო ეს ტაქიკარდია?
მოკლედ რა რეკომენდაციას მომცემდით, დამაწყნარებელ ბალახეული ტაბლეტები გუშინ დავიწყე და პულსი მგონი დგება წესრიგში მაგრამ ეს წნევა ?
თან საზღვარგარეთ ვარ და აქ ახალგაზრდებს ცოტა სხვანაირად უყურებენ მგონი ექიმები, თუ მოხუცი არ ხარ ისეტი შთაბეჭდილება მრჩება რომ უყრუებენ და სერიოზულად არ ინტერესდებიან
რამე მირჩიეთ რა , როგორ მოვიქცე ,

სიგარეტი გადავაგდე,ალკოჰოლიც,ყავა და ჩაიც, კოკაკოლაც და მსგავსი რაღაცეები....ვცდილობ ძილიც მოვიწესრიგო ,ხანდახან წნევა და პულსი არ მაძინებს ,სტრესს ვგრძნობ ხოლმე აი ოგოც პახმელიისას დატვირთვას რომ გრძნობ,ან ახალ ნავარჯიშევზე მსგავსად
რა ვქნა დავაკრვირდე ჩემით როგორ წავა საქმე თუ მივიდე ექიმთან სასწრაფოდ?
რაიმე წამლები ინიშნება ამ დროს რომ პულსი და წნევა დაარეგულიროს და შვება ვიგრძნო თუ ისევ იგივე უნდა მითხრას რომ სტრესის გამოა ეს ყველაფერი,საღამოობით ვისეირნო, ნაკლები გავამახვილო ყურადღება პრობლემაზე,დიეტა დავიცვა,ძილი მოვიწესრიგო ბევრი წყალი ვსვა და მოკლედ რომ ვთქვათ ჩემით უნდა გავუმკლავდე პრობლემას facepalm.gif


Posted by: Elene30 5 Nov 2018, 14:17
მოგესალმებით,

zviadcardio
წონასწორობის დაკარგვას რა იწვევს? თუ არ შეგაწუხებთ რომ მიპასუხოთ... დღეს ჩვეულებვრივ ვიყავი, ფეხზე ვიდექი სადღაც 5 წთ და უცებ ვიგრძენი გვერდზე ვარრდებოდი და გონებას ვკარგავდი. ჩამოვჯექი ეგრევე გადამიარა

Posted by: ქეთათო 5 Nov 2018, 20:23
საღამო მშვიდობის,პერიოდულად მაქვს ხოლმე მკერდს შორის დისკომფორტი, იმატებს როცა ვიხრები ან მხრებში ვიშლები, ხან შეიძლება არც მოიმატოს, მაქვს ასევე მუცლის არეში წვის შეგრძნება რომელიც ხან მკერდს შოროსაც ან მარცხენა მკერდზეც მაქვს ხოლმე და თითქოს კუჭი გაბერილიაო, ხან წვის შეგრძნება კუჭზეც მაქვს

Posted by: zviadcardio 5 Nov 2018, 22:56
GeorgeSword
ვფიქრობ ეს ამბები მალე დაიწყებს დალაგებას სადღაც ერთ კვირაში

სასურველია თუ დამატებით მცენარეულ დამამშვიდებელს მიიღებთ
კოფეინი, თამბაქო, ენერგეტიკული სასმელი, ალკოჰოლი აკრძალეთ.
დამატებით გაიკეთეთ სისხლის საერთო და TSH ის ანალიზი.
თუ 7 დღეში არ გამოსწორდა - შემდეგ ექიმთან


Elene30
უხშირესად ნევროლოგიური პრობლემა იწვევს.
კერძოთ ვესტიბულური აპარატის პრობლემა.
შესაძლოა მიზეზი იყოს დაბალი წნევა და დაბალი პულსი.
თუ გაგრძელდება პირველ რიგში ნევროლოგთან მიბრძანდით

ქეთათო
ეს გულის პრობლემა ნამდვილად არ არის

Posted by: Sean 6 Nov 2018, 11:01
zviadcardio
გამარჯობა

ღამე გამოღვიძება აჩქარებული გულით შეიძლება ანტიდეპრესანტების მიღების ბრალი/შედეგი იყოს ?

Posted by: GeorgeSword 6 Nov 2018, 13:50
zviadcardio


მადლობა პასუხისთვის
ლაგდება ნელნელა :ხეზესამჯერდაკაკუნება:
თამბაქო და კოფეინის შემცველი ენერგეტიკული რაღაცეები ავკრძალე
დამამშვიდებელსაც ვიღებ მცენარეულს
დღის განმავლობაში ხანდახან სპაზმივით შემოტევებს ვგრძნობ და მერე გადამივლის ხოლმე ,წნევასაც ვგრძნობ და თავბრუსხვევას ცოტა სისუსტესაც
ნევროზული შეიძლება იყოს ეს ყველაფერი ხომ?

Posted by: Sasusasu123 7 Nov 2018, 13:58
GeorgeSword
შფოთვით აშლილობას გავს ეგ ყველაფერი , რაც მე მჭირს იმავე სიმპტომებით smile.gif)

Posted by: GeorgeSword 7 Nov 2018, 14:42
Sasusasu123

აუ რა საშინელებაა sad.gif
ძილი როგორ გაქვს?
მე ძაან ამერია, ვერ ვიძინებ ხოლმე, მერე 1-2 საათი თუ ჩამეძინება გვიან ძაან და ისიც ფხიზლად
1 კვირაა უკვე ასე ვარ, თან ეს დაჭიმულობა დაძაბულობა გულმკერდის არეში და ცოტა ჰაერის უკმარისობაც არ მაძინებს
პულსი კი ჩადგა ნორმაში იშვიათად თუ აჩქარდება ხოლმე, მაგრამ მარტო პულსი ხომ არაა
გადავწყვიტე რომ საფუძვლიანად გამოვიკვლიო გულ სისხლძარღვთა სისტემა რომ მერე გამოვრიცხო მაინც რომ ან ნევროზულია ან რაიმე კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ყველაფერს და შესაბამისად ვუმკურნალო , მგონი ასე ჯობია

Posted by: taka26 7 Nov 2018, 23:04
zviadcardio
ზვიადი ექიმო გამარჯობა,
ასეთი კითხვა მაქვს: რომ ამბობენ უცებ გარდაიცვალა გულის უკმარისობითო არადა არ აწუხებდაო თქვენ რა აზრის ხართ ამ შეხედულებაზე..??
რამდენიმე სიმპტომი რომ დაგვიწეროთ, როდისაა საყურადღებო რომ გულის დაავადებით არ გარდავიცვალოთ? biggrin.gif :///

Posted by: Sasusasu123 8 Nov 2018, 00:46
GeorgeSword
ისე მაქვა როგორც შენ )))) მოდი პმ

Posted by: ill4 8 Nov 2018, 19:40
გამარჯობა ბატონო ზვიად
შეიძლება რომ იშემია (სტენოკარდია) იყოს და 24 სთ იანმა ჰოლტერმა ვერ დააფიქსიროს, თან თუ ადამიანი მაგ დროს სპეციალურად იტვირთება ფიზიკურად ? ექიმმა გამორიცხა იშემია, რადგან ჰოლტერი დააფიქსირებდაო, თქვენი აზრიც მაინტერესებსsmile.gif
* * *
ან ეგეთი რამე შეიძლება რომ ჰოლტერის დღეს არ დაფიქსირდა სტენოკარდია და შეიძლება მეორე ან მესამე დღეს დაფიქსირებულიყო?

Posted by: zviadcardio 8 Nov 2018, 22:27
Sean
QUOTE
ღამე გამოღვიძება აჩქარებული გულით შეიძლება ანტიდეპრესანტების მიღების ბრალი/შედეგი იყოს ?

უფრო იმ მდგომარეობის, რის გამოც ეს პრეპარატებია დანიშნული

GeorgeSword
QUOTE
ნევროზული შეიძლება იყოს ეს ყველაფერი ხომ?

დიახ

taka26
უეცარი კარდიული სიკვდილი ჰქვია ამას.
თანამედროვე კაცობრიობის პრობლემაა
350 000 ადამიანი იღუპება უეცარი კარდიული სიკვდილით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ სამედიცინო ქვეყანაში - აშშ-ში.
თქვენი ჩივილები ამაზე ვერაფერს გვეტყვის.
უეცარი სიკვდილის ძირითადი მიზეზებია კარდიომიოპათიები (ვლინდება ექოკარდიოსკოპიით) და გენეტიკური სინდრომები

ill4
არა. ჰოლტერი შექმნილია არითმიის დეტექციისთვის (გამოვლენისთვის).
იშემიის შესაფასებლად ჰოლტერის არჩევა არ არის იდეალური ვარიანტი.
ამისთვის ფიზიკური დატვირთვის ტესტი არსებობს.
მე არც ჰოლტერით გამორიცხულ და არც დადსტურებულ იშემიას ვენდობი. არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი ამ დროს კიბეზე ავა თუ ევერესტზე. საეჭვო პაციენტი ყოველთვის მიდის დატვირთვის ტესტზე.

Posted by: taka26 8 Nov 2018, 23:48
zviadcardio
ჩაგეკითხებით რადგან ძალიან მაინტერესებს, ერთხელ რომ გავიკეთო ეხოკარდიოსკოოპიაში გამოჩნდება ვარ თუ არა კანდიდატი? პირობითად ვკითხულობ ჩემზე.. და რითი შეილება ავიცილოთ თავიდან. პროფილაქტიკისთვის

Posted by: ill4 9 Nov 2018, 00:24
ექოსკოპიაზე შეიძლება რომ გამოჩნდეს იშემია? მადლობა ბატონო ზვიად გამოხმაურებისთვის
* * *
ასევე რამდენად შესაძლებელია რომ სტენოკარდიამ გამოიწვიოს ტაქიკარდია ან გულის რითმის დარღვევა?

Posted by: lika2307 9 Nov 2018, 19:14
გამარჯობა ბატონო ზვიად, 74 წლის ქალს აქვს დიაბეტი და ასევე არტერიული ჰიპერტენზია.ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა მიტრალური სარქვლის უკმარისობა საშუალო ხარისხის რეგურგიატაცია არის. ასევე აქვს LDL მომატებული და ქოლესტერინი.ექიმმა დაუნიშნა კო-პრენესა, ნებილეტი, ასპირინი და კრესტორი. ამ წამლების მიღებიდან 2 კვირის შემდეგ გრძნობს სისუსტეს და თუ შეიძლება რომელიმე მათგანს გამოეწვია?და რას გვირჩევთ იქნებ სხვა კარდიოლოგსაც მივმართოთ

Posted by: zviadcardio 9 Nov 2018, 23:11
taka26
ექოთი ყველაფერი ვერა, მაგრამ გამოჩნდება არის თუ არა კარდიომიოპათია

ill4
QUOTE
ექოსკოპიაზე შეიძლება რომ გამოჩნდეს იშემია?

არა არ გამოჩნდება.
მხოლოდ გვიან გამოჩნდება თუ იშემია უკვე დააზიანებს გულის კუნთს ანუ გამოიწვევს ინფარქტს.

QUOTE
ასევე რამდენად შესაძლებელია რომ სტენოკარდიამ გამოიწვიოს ტაქიკარდია ან გულის რითმის დარღვევა?

ეს შესაძლებელია

lika2307
უსათუოდ გაუკონტროლეთ 2 ჯერ დღეში წნევა და პულსი.
თუ წნევა და პულსი ნორმალურია ნაკლებად სავარაუდოა კავშირში იყოს წამლებთან.
თუ წნევა ნორმაზე დაბალია - კო-პრენესა გაუმნახევრეთ
თუ პულსი 60-ზე ნაკლებია - ნებილეტი გაუნახევრეთ


Posted by: GeorgeSword 10 Nov 2018, 12:42
zviadcardio


კიდევ ერთი კითხვა მაქვს თუ არ შეგაწუხებთ
მარჯვენა ხელი, მარჯვენა საფეთქლის და ყურის ნაწილი ოდნავ გაბუჟებული მაქვს ეს დღეებია თან პერიოდულად წნევა მიწევს ხოლმე მაღლა
პროთრომბინი ან შაქარზე რამდენად სავარაუდოა? ტესტი ხომ არ გამეკეთებინა რომ გამოვრიცხო?
პირიც მიშრება ხოლმე დღის განმავლობაში , ყნოსვაც დაქვეითებული მაქვს

Posted by: lika2307 10 Nov 2018, 20:38
მადლობა ბატონო ზვიად რჩევებისთვის.კიდევ ერთი კითხვა მაქვს ვარ 21 წლის.წლებია მაქვს სინუსური ტაქიკარდია 106 დარტყმა წუთში.კარდიოგრამამ აჩვენა ერთეული
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლაც.ექოკარდიოგრაფიულად ყველაფერი ნორმაშია.რამდენად საჭიროა ანტიარითმიული პრეპარატები ამ დროს? თუ შეიზლება ნერვული სისტემის ბრალი იყოს?ზოგადად სტრესული პერიოდის დროს უფრო მაწუხებს გულის პრობლემები ზოგჯერ წვის შეგრძნებაც მაქვს ამ დროს.

Posted by: zviadcardio 10 Nov 2018, 21:25
GeorgeSword
ნაკლებად სავარაუდოა.
პირის სიმშრალის გამო შეგიძლიათ გლუკოზა (შაქარი) გაიზომოთ

lika2307
სტანდარტულად არ არის რეკომენდებული, თუმცა დამოკიდებულია პაციენტს ჩივილზე და სხვა დეტალებზე.

Posted by: ქეთათო 11 Nov 2018, 00:44
2-3 დღეა მკერდს შორის ძვალზე დისკომფორტი მაქვს დღის განმავლობაში ხან მაქვს ხან არა, ხან შეიძლება დიდიხანი გამიგრძელდეს. ხელს რომ ვიდებ მაშინ თითქოს არ მაქვს დისკომფორტი, კუჭის ზევით ძვალზე მაქვს საუბარი, რომ წვები ხან თითქოს ცოტა მეშვება
ხან წვასავით მაქვს

Posted by: zviadcardio 11 Nov 2018, 14:43
ქეთათო
თქვენი წინა პოსტებიდან და ამ აღწერილობიდან გამომდინარე ეს არ უნდა იყოს გულის ბრალი.

თუმცა თუ გაგრძელდება კარდიოლოგთან მაინც მიბრძანდით სტანდარტული კვლევებისთვის

Posted by: Jersey 13 Nov 2018, 15:06
გამარჯობა, დღეს გულ მკერდის არეში ვიგრძენი დისკომფორტი ტკივილივით, მალევე გადამიარა, ამის შემდეგ 1 საათში თავის და სახის დაბუჟებასავით ვიგრძენი და ღებინების შეგრძნება. წნევა რომ გავიზომე მქონდა 125/80 ზე
ჩემი ნორმალურო წნევაა 110/120 70/80 ზე
ეს დაბუჟებასავით დისკომფორტი შეიძლება ამ წნევის ბრალი იყოს, ხან მგონია სხეულს ვერ ვგრძნობ ისე ვარ, ბეჭში გამკრავს ხოლმე ხან ტკივილივით

Posted by: zviadcardio 14 Nov 2018, 00:17
Jersey
არა, ეს წნევა ნორმალურია. ჩივილებს არ გამოიწვევდა

Posted by: Sasusasu123 14 Nov 2018, 15:19
zviadcardio
ბატონო ზვიად გამარჯობა
გულის დაავადების დროს უჰაერობას როგორი გამოვლინება აქვს ?
სამი დღეა ვერ ვსუნთქავ , აი საქმეშუ თუ ვარ გართული არ მაწუხებს და უმოქმედოდ როცა ვარ თითქოს ფილტვები არ მეხსნება ბოლომდე ჩასუნთქვა რომ მინდა მერე ვწვალობ რომ ბოლომდე ჩავისუნთქო და თავბრუს ხვევას ვგრძნობ და ხელების დაბუჟებას
შფოთვითი აშლილობა კი მაქვს , მაგრამ ეა სიმპტომი ადრე არ მქონია

Posted by: GeorgeSword 14 Nov 2018, 15:39
Sasusasu123
QUOTE
თავბრუს ხვევას ვგრძნობ და ხელების დაბუჟებას


ჩვენ რა ერთნაირი სიმპტომები გვაქვს smile.gif
წნევაც მეწევა ხანდახან
გულის ჩივილებმა და ტაქიკარდიამ კი ჩაიარა მაგრამ წნევა მაინც მიტრაკებს ხოლმე , გამკრავს კბილს ხანდახან და მაგ დროს ცუდად ვხდები
სისხლის ანალიზი მაინც უნდა მივცხო რა,
ექიმები რასაც ვერ ან არ ხსნიან ყველაფერს ნევროზს მიაწერენ ხოლმე facepalm.gif

Posted by: Sasusasu123 14 Nov 2018, 16:10
GeorgeSword
ნევროზია და იმიტომ smile.gif)) აი დაუკვირდი შენს თავს , როცა ყურადღება გადაგაქს გივლის..
აი მე მივეჩვია უკვე წნევის ცვალებადობას და ტაქიკარდიას და ვაკონტროლებ ემოციებით ,მაგრამ ეს რაღაც ახალია მართლა ვერ ვსუნთქავ მესამე დღეა sad.gif
* * *
და მე პლიუს ექიმთან ვიზიტის ფობია მაქვს , ადრე გამოვიკვლიე გული სამი წლის წინ და მაგის მერე ვეღარ მივდივარ , ანალიზები კი ავიღე ყველაფერზე

Posted by: GeorgeSword 14 Nov 2018, 16:20
Sasusasu123
QUOTE
ნევროზია და იმიტომ )) აი დაუკვირდი შენს თავს , როცა ყურადღება გადაგაქს გივლის..


როცა ყურადღება გადამაქვს მასინაც დამმართვნია
და კიდევ ერთ დეტალს მინდა ხაზი გავუსვა
1არსებობს ნევროზულ ფონზე გამოვლენილი სიმპტომები და
2 არსებობს მეორე მხარე მედლის, ანუ რაღაც რეალურ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს შეიძლება გასდევდეს მწვავე ნევროზული ფონი (გააცნია ადამიანს ფსიქოლოგიურად როგორი მსგრადია დაავადებების მიმართ) ასე რომ ასე ხელაღებით ვერ იტყვი
ამიტომაა საჭირო გამოკვლევები საფუძვლიანი რომ ბოლომდე იცოდე ადამიანმა პირველი შემთხვევასთან გაქვს საქმე თუ მეორესთან
იმედია მიმიხვდი რისი თქმაც მინდოდა smile.gif

Posted by: zviadcardio 14 Nov 2018, 17:33
Sasusasu123
GeorgeSword
ძალიან მარტივია ამის გარკვევა.
როცა უჰაერობა გაქვთ პულს-ოქსიმეტრით (ამაზონიდანაც კი გამოიწერთ) გაიზომეთ ჟანგბადის დონე.
ჩვეულებრივ >90%-ზე ნორმაა, >95% იდეალური ნორმა.
თუ ჟანგბადი ნორმალურია და თქვენ მაინც უჰაერობას გრძნობთ ე.ი. მხოლოდ შეგრძნებაა ანუ თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ "ნევროზია".
ჩემი მოსაზრებით თქვენ გული არ გაწუხებთ

Posted by: GeorgeSword 14 Nov 2018, 18:19
zviadcardio
QUOTE
ჩემი მოსაზრებით თქვენ გული არ გაწუხებთ


ნევროზისთვის გვწირავ ექიმო აბა? :/

სამსუნგის სენსორით გავიზომე ეხლა SpO2 და 100% მანახა :დ
ალბათ ამას გულისხმობდით

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Sasusasu123 15 Nov 2018, 10:31
GeorgeSword
აიფონს არ აქვს მასეთი არაფერი , ვერ ვნახე ვერც ერთი აპლიკაცია sad.gif
zviadcardio
დაგიჯერეთ და გამოვიწერე უკვე , ბავშვისთვისაც გამომადგება ვფიქრობ ))) ოღონდ ორ კვირაში იქნება და ეს ორი კვირა მართლა თუ და